IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ბალახაძე- ქართულ-სომხური ურთიერთობა 20-იანი წლებიდან დღემდე

სომხეთი – საქართველო

 

ნატო ბალახაძე

ქართულ-სომხური ურთიერთობა 20-იანი წლებიდან დღემდე

 

სომხეთი, სადაც თავს იყრიდა მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო გზები, წარმოადგენდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამპყრობთა გამანარგურებელი ომებისა და მათი ბატონობის არენას, რის გამოც სომეხთა უდიდესი ნაწილი იძელებული იყო მშობლიური მხარე დაეტოვებინა და მთელს მსოფლიოში მიმოფანტულიყო. საქართველო სომხეთისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა იყო. აქ არც ეროვნული, არც სარწმუნოებრივი, არც პოლიტიკური დევნა არ ყოფილა და თანაც, საქართველოში შემოხიზნულ სომხებს იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, აქედან სამშობლოში ადვილად დაბრუნდებოდნენ.

თურქების მიერ აღმოსავლეთ და დასავლეთ სომხეთში, თურქეთის ცენტრალურ პროვინციებში, კილიკიაში, იზმირში მასობრივი რბევის შედეგად, 350 ათასი სომეხი რუსეთის იმპერიაში შემოვიდა, აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დასახლდა. სომხებმა დაიკავეს ქართული ტერიტორიები _ ახალქალაქის, ახალციხის, ბორჩალოს(ალავერდი, შულავერი, სადახლო), თბილისის, გორის, ქუთაისის მაზრები. იმ დროიდან მოყოლებული ანტიქართული იდეოლოგიით და სომხური შოვინიზმით გამსჭვალულნი საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთის აღდგენას ცდილობდნენ.

მტრული, აგრესიული დამოკიდებულება ქართული ენის, კულტურისადმი, ამავდროულად ტერიტორიული პრეტენზიები, მკაფიოდ გამოაშკარავდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მენშევიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. საქართველოს სომხეთმაც მიბაძა. 1918 წლის 28 მაისს სომეხთა ცენტრალურმა ეროვნულმა საბჭომ, რომლის სათავეშიც დაშნაკები იდგნენ, სომხეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. სომხეთის მთავრობის შექმნამდე, სომეხთა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 1 ივნისს თბილისში გამოაქვეყნა დეკლარაცია, სადაც თავს სომხური ოლქების უზენაეს და ერთადერთ ხელისუფლებად მიიჩნევდა. ივლისის დასაწყისში იოვანე ქაჯაზნუნის მეთაურობით შეიქმნა სომხეთის მთავრობა, რომელიც შემდეგ ეროვნულ საბჭოსთან ერთად ერევანში გადავიდა. რადგან რუსეთმა ამიერკავკასია დატოვა, სომეხმა პოლიტიკოსებმა ახალი საგარეო-პოლიტიკური კურსის შემუშავება დაიწყეს. ისინი ორიენტირებულნი იყვნენ ინგლისზე. სწორედ ანგლოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსის შერჩევით, სომხები თურქეთის საფრთხის თავიდან აცილებასა და საქართველოს ტერიტორიაზე ,,დიდი სომხეთის” აღდგენას ცდილობდნენ. იმ დროს,- წერდა მიხეილ ჯავახიშვილი, სტამბოლში დაიბეჭდა სომხეთის, ვითომც ისტორიულ- ფანტასრიკური რუკა, რომელიც შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდეა გადაჭიმული და სამსუნის ოდნავ აღმოსავლეთით შავ ზღვამდე აღწევს და სელევკიის ჩრდილოეთით მდებარე ადგილიდან ქ. არდაველის ოდნავ ჩრდილოეთით მიმავალი გზით ამ სრულიადი სომხეთის საზღვარი კასპიის ზღვასთან თავდება. ბათუმი, ახალციხე, თვით მცხეთა და ტფილისიც კი, ამ რუკაზე სომხეთშია მოქცეული და საქართველოს პატარა, ვიწრო ზოლიღა აქვს მიკუთვნებული.”

დაშნაკურმა სომხეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. ამ აგრესიის დადასტურება იყო სომხების მიერ ძეგვის რკინიგზის ხიდის აფეთქება, ,,დიდი სომხეთის” რუკების მასობრივი ბეჭდვა- გავრცელება. დაშნაკთა აგიტაცია სულ უფრო შეუწყნარებელ ხასიათს ღებულობდა. სომხურ გაზეთებში ,,ორიზონში” და ,,აშხტავორში”, იბეჭდებოდა ანტიქართული წერილები, რომლებშიც აშკარად მოუწოდებდნენ საქართველოში მცხოვრებ სომხებს აჯანყებისაკენ: ,,შეაჩერეთ ლტოლვილ სომეხთა ჟლეტა!..”, ,,თქვენი ხელები გასვრილია სომეხთა სისხლში!..”

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იცავდა 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის მე-5 მუხლს, რომელშიც ნათქვამი იყო: ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.” დემოკრატიული საქართველოს არსებობის პერიოდში საგანგებო ყურადღება ეთმობოდა საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა, მათ შორის სომხების ცხოვრების სოციალურ და კულტურულ სფეროებს. საკმარისია ითქვას, რომ ამ პერიოდში 81 სომხური, 60 რუსული, 31 აზერბაიჯანული სკოლა ფუნქციონირებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის დებულება ითვალისწინებდა იმას, რომ საქართველოს რესპუბლიკის ყოველი მკვიდრი, მცხოვრები არის ამ ქვეყნის მოქალაქე. მკვიდრად კი ითვლებოდა ის, ვინც მიწერილი იყო ტერიტორიის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე 1914 წლის 19 ივლისამდე (პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე). სომხურ ეროვნულ საბჭოს მიაჩნდა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ თურქეთიდან და ირანიდან საქართველოში შემოსული ასიათასობით ლტოლვილი სომეხი საქართველოს მოქალაქეებად უნდა ეცნოთ, რათა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სამუდამოდ დამკვიდრებულიყვნენ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 300 ათასი ლტოლვილი შემოვიდა, მათ შორის ნახევარზე მეტი სომეხი იყო. უამრავი ლტოლვილი დასახლდა კახეთში. საქართველოში ჩამოსახლებულმა სომეხთა დიდმა რაოდენობამ დაარღვია დემოგრაფიული წონასწორობა. 1918 წელს აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობდა 418651 ქართველი, სომეხი -139939; ქალაქებში: თბილისში 62337 ქართველი, სომეხი_ 83977; ახალქალაქში 412 ქართველი, სომეხი- 4518; ახალციხეში 1559 ქართველი, სომეხი_ 7077.

დაშნაკთა მიზანი იყო სომეხ ლტოლვილთა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსახლება. იმ დროისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სომეხ ლტოლვილთა სრულ მატერიალურ უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა, რადგან სამცხე- ჯავახეთის 60 ათას ქართველ ლტოლვილთაგან ბაკურიანის ტყეებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპებოდა. მაგრამ დაშნაკებს ლტოლვილთა მდგომარეობა კი არ აწუხებდათ, არამედ ,,დიდი სომხეთის “ იდეით იყვნენ შეპყრობილნი.

1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოსთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა სომხეთის თავდასხმა. ქართული მხარე ომისთვის არც პოლიტიკური და არც სამხედრო თვალსაზრისაით მზად არ იყო. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, სომხებს იმედი ჰქონდათ, რომ მიიტაცებდნენ მათთვის სასურველ ტერიტორიებს. საქართველოს მთავრობამ მობილიზაცია გამოაცხადა; ქართული ჯარის სარდლად დაინიშნა გენერალი მაზნიაშნილი. სახალხო გვარდიამ და ეროვნულმა ჯარმა სომხეთის ჯარი სასტიკად დაამარცხა. გათავისუფლებულ იქნა შულავერი და სომხების მიერ დაკავებული სხვა პუნქტები. დაშნაკური სომხეთი სრული განადგურების პირას აღმოჩნდა. ამ მძიმე ვითარებაში მოულოდნელად ინგლისი ჩაერია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა, შეეწყვიტა საომარი მოქმედებები და ეცნო ახალი საზღვარი სომხეთთან. მოკავშირეებმა სომხეთს მიაკუთვნეს ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილი დისის-ჯელალ-ოღლამდე. გარდა ამისა, იქმნებოდა ლორეს ნეიტრალური ზონა, რომლის ჩრდილოეთი ნაწილიც რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში. მაშინდელი ერთ-ერთი სომხური გაზეთი ,,ნორ ჰორიზონი” სარედაქციო წერილში ,,სომეხ-ქართველთა დავა საზღვრის ხაზისთვის” აღნიშნავდა: ,,ჩვენ ვერაფერს ვპოულობთ ისეთს, რასაც შეიძლება გამცემლობა და მუხანათური თავდასხმა ვუწოდოთ. სომხეთის რესპუბლიკა ამით მხოლოდ მიეშველა თავის ჩაგრულ და შევიწროვებულ ხალხს, დაიბრუნა თავისი უსამართლოდ წართმეული ტერიტორია.”

საქართველომ სომხეთთან ომის შემდეგ მიიღო დეკრეტი თბილისში მოსახლეობის რეგულირების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 1920 წლის სექტემბრის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკიდან გადაასახლეს უცხო სახელმწიფოს 400 მოქალაქე, რომლებსაც საქართველოში ცხოვრების ნებართვა არ ჰქონდათ და ეწეოდნენ უცხოური ვალუტითა და დეფიციტური საქონლით სპეკულაციას.

1920 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში საქართველომ დაიბრუნა ლორის ნეიტრალური ზონა, რომელსაც სომხეთის დაშნაკური მთავრობაც დაეთანხმა.

1921 წლის თებერვალში გასაბჭოებული სომხეთი, რომელიც მტკიცედ ადგა დაშნაკური სომხეთის აგრესიულ გზას, ვერაგულად თავს დაესხა საქართველოს. საქართველოს დამფუძნებელი კრების 1921 წლის 15 თებერვლის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ განაცხადა: ,,სომხეთი კვლავ ვერაგულად დაგვესხა თავს, მან კვლავ ააფრიალა სისხლისა და ომის დროშა და ჩუმად, მუხანათურად შემოიჭრა ჩვენს საზღვრებში. შემოიჭრა იმავე გზით, იმავე წესით, როგორითაც მან ჩაიდინა ეს ამ ორი წლის წინათ.” დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღინიშნა, რომ ,,საბჭოთა სომხეთის ამ მუხანათურ თავდასხმაში უმთავრეს ძალას წარმოადგენს ბაქოდამ გამოსული რუსთა მხედრობა, რომელიც ,,იმპერიალისტურ” ძალად მოევლინა ამიერკავკასიის ერებს.”

საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება პირველივე დღეებიდან შეუდგა საქართველოს დამოუკიდებლობის თანდათანობით გაუქმებას. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა თავისი ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი. ქართული მიწები, თურქეთის გარდა, გადაეცათ მეზობელ საბჭოთა რესპუბლიკებს. რუსეთმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს დაუთმო საქართველოს ტერიტორიის 19491 კვ. კილომეტრიც.

სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ არ ცხრებოდა, ისინი მოითხოვდნენ, რომ ახალქალაქის მაზრა სომხეთის შემადგენლობაში შესულიყო თანაც, ამ მაზრაში უნდა ჩაერთოთ ორი სომხური სოფელი: მოლისი და ყიზილ-კილისი. ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის შინა საზღვრების განმსაზღვრელმა კომისიამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა კავბიუროს მიანდო. 1921 წლის 7 ივლისს ცკ-ის კავბიურომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მონაწილეობით განიხილა საქართველოსა და სომხეთის შიდა საზღვრების საკითხი. კავბიურომ დაადგინა, რომ ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონა შეუერთდეს სომხეთს, რაც შეეხება ახალქალაქის საკითხს, იგი განსახილველად გადაეცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს. ახალქალაქის მაზრის სომხეთისათვის გადაცემის საკითხის განხილვისას პოლიტბიურომ დაადგინა: ,, პოლიტიკური მოსაზრებებისა და იმის საფუძველზე, რომ ახალქალაქის რაიონი ეკონომიკურად თბილისთან არის დამოკიდებული, ამხანაგი სომხების წინადადება მიუღებლად ჩაითვალოს.”

1923 წელს საბჭოთა სომხეთის ხელისუფლებამ ახალი თაღლითური პროექტი შეიმუშავა. ამ პროექტის მიხედვით ახალქალაქის მაზრის უდიდესი ნაწილი ბორჩალოს მაზრასთან უნდა ყოფილიყო შეერთებული და ახალი სომხური ადმინისტრაციული ერთეული შექმნილიყო. საქართველოს შინაგან საქმეთა კომისარიატმა ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების მცხოვრებთა აზრისა და ეთნოგრაფიულ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით ამ გეგმის განხორციელება შეუძლებლად სცნო, თუმცა ამის შემდეგაც, სომხების მიერ წამოყენებულ იქნა საქართველოს ყარაი-შირაქის ველის სომხებით დასახლების პროექტი.

საქართველოში მცხოვრებ სომხებს პრეტენზიები ჰქონდათ არა მარტო ჯავახეთზე, არამედ თვით თბილისზეც კი. აი, ერთი სახასიათო მაგალითი: აკაკი ანდრონიკაშვილი იგონებს, რომ ,,1926 წელს, თბილისის კონსერვატორიაში ერთ გაკვეთილზე სომეხმა სტუდენტმა კზარტმინმა, უადგილოდ და გამომწვევად განაცხადა, რომ თბილისი სომხების აშენებულია და, მაშასადამე, მათ ეკუთვნით. ჩემს რეპლიკაზე საქართველოში და, კერძოდ, თბილსში სომხები მხოლოდ მე-15 საუკუნეში ჩამოსახლდნენ თურქეთიდან გამოძევებულნი-მეთქი, კზარტმიანმა მიპასუხა:

,,_ თუ მაგრეა, სულ წინათ თბილისში მარტო მგლები და ტურები ცხოვრობდნენ, მაშ, იმათი ყოფილა თბილისი!..”

გასაბჭოების შემდეგ საქართველოში სომხების ჩამოსახლება კვლავაც გრძელდებოდა. 1922 წლის მონაცემებით, თბილისელი სომხების 39.3% საქართველოს გარეთ იყო დაბადებული. 1939-1958 წლებში მხოლოდ 26 ათასამდე სომეხი ჩამოსახლდა. მაგრამ 50-იანი წლებიდან ვითარება მკვეთრად შეიცვალა. სომხების მეტი რაოდენობა გადის რესპუბლიკიდან, ვიდრე შემოდის, რის შედეგადაც მათი ხვედრითი წილი მთელს მოსახლეობაში თანდათან მცირდება. ეს გამოწვეული იყო სომხეთის მრეწველობის ზრდით, რამაც განაპირობა სომხური მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სომხეთში გადასახლება.

სომხები 1959 წელს საქართველოს მოსახლეობის 11,0%-ს შეადგენდნენ, 1970 წელს 9,5%, 1979 წელს 9,0%; 1989 წელს 8,1%; ადგილი აქვს აგრეთვე სომხების ასიმილაციას ქართველებთან, რასაც ხელს უწყობს შერეული ქორწინებანი. ასიმილაციას განიცდიან, უმთავრესად, შუა საუკუნეებში საქართველოს სოფლებში ჩამოსახლებული სომხები. 1995-1996 წლის მონაცემებით საქართველოდან წავიდა 6309 სომეხი, აქედან რუსეთში 4310 (68,13%), სომზეთში 1389 (22,01%). ამავე წლებში საქართველოში ჩამოვიდა 680 სომეხი, აქედან რუსეთდან -247, სომხეთიდან -318.

საბჭოთა ხელისუფლების დროს საქართველოში მცხოვრები სომხები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. სამცხე-ჯავახეთს, ყოველთვის, ხალხის დაუკითხავად ზემოდან დანიშნული ხელმძღვანელი მუშაკები განაგებდნენ. 50-იანი წლებიდან მოყოლებული, ახალქალაქისა და ნინოწმინდის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნები სომხები უნდა ყოფილიყვნენ. ადგილებზე ხელმძღვანელებად და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებად, მხოლოდ სომხებს ირჩევდნენ. ადგილობრივი ქართველებიდან უმაღლესი საბჭოს დეპუტატად არჩევის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. ზოგჯერ დეპუტატებად ირჩევდნენ ისეთებსაც, რომლებსაც რეალურად არაფრის გაკეთება შეეძლოთ. მაგალითად, ახალქალაქის რაიონის ოკამის ქართულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს სსრ XI უმაღლეს საბჭოს დეპუტატად აირჩიეს იმავე რაიონის სხვა საარჩევნო ოლქში შემავალი სოფლის (დილისკა) კოლმეურნე, მწველავი ქალი, რომელმაც სომხურის გარდა, სხვა ენა არ იცოდა.

კომუნისტების დროს ახალქალაქის ოლქის ადგილობრივი გაზეთების სახელწოდებები, წარწერები მაღაზიებზე, საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებზე ჯერ სომხურად იყო, ხოლო შემდეგ ქართულად. სომეხმა მოსახლეობამ შეცვალა და გარდაქმნა ძველი ქართული ტოპონიმები, მაგალითად, ბოგდანოვკას ადრე ერქვა ფარავანი, რადიონოვკას_ თავფარავანი, ეფრემოვკას_ გოლი, კათნატუს_ ბალახოვანი, ყაურმას- გორვაკე.… მიუხედავად იმისა, რომ სომეხი მოსახლეობა ქვემო ქართლში ადრეც სახლობდა, XIX საუკუნის 20-იან წლებში თეთრიწყაროს მიწა-წყალზე უცხოური ტომის ხალხი არ ცხოვრობდა. ამ ისტორიულ ჭეშმარიტებას ადასტურებს დავით მოურავისა და მოურავ ბაქრაძის ნაამბობი: ,,სამშვილდეს მთლად ქართული სოფლები იყო. ამ სოფელთა მებატონენიც ორბელიანები იყვნენ, ზოგნი ბარათოვები და მათთან სხვები. ყველა ამ სოფლის ქართველნი დიდს გაჭირვებაში ჩავარდნენ, მტერი მუსრს ავლებდა, შველა არსით იყო. გლეხკაცობა უპატრონოდ დარჩა. მტერი გურჯებს სიკვდილით ემუქრებოდა, ეს ყველამ კარგად იცოდა, ამიტომ ზოგ სოფელში ქართველთ თავი სომხად აცნობეს და ამით გადარჩნენ სიკვდილს.”

ქართულფუძიანი გვარ-სახელი ბაინდურაშვილი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სომხურ ეთნოსს მიეკუთვნება და აღწერის დავთარში გრაფის დასწვრივ ,,ტომში ჩამომავლობა” სომხად დაფიქსირდა. ასეთივე ბედი ეწიათ ქართულ გვარებს: მღებრიშვილი (მღებროვი), მებაღიშვილი (მებაღოვი), სააკაძე (სააკოვი), მამულაშვილი (მამულოვი).…

ეთნოგრაფ ნ. ვოლკოვას 1976 წელს დმანისის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ასეთი საინტერესო მასალა აქვს მოპოვებული: ,,დმანისის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობენ ქართველები და სომხები. სომხებს აქვთ სომხური გვარები (მინასიანი, სარქისიანი). პასპორტებშიც ეროვნებად სომეხი უწერიათ. მათ სომხური ენა არ იციან. მათი მშობლიური ენა ქართულია. კულტურა, ტრადიციები დაკავშირებულია ქართულთან და არა სომხურთან. თითქოს სომხების ქართველებთან ასიმილაციას უნდა ჰქონოდა ადგილი. გამოკითხვით გამოირკვა, რომ აქ მცხოვრები სომხური გვარისანი, წარმოშობით ქართველებია, რომლებიც ასი წლის წინათ გადმოსახლდნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. მაგალითად, მაქაროვების წინაპრები გორიდან იყვნენ. მათი ქართული გვარი იყო მენაბდიშვილი. ვარდისუბნის მცხოვრებთა გადმოცემით, აქ დასახლებულ ქართველებს ადგილობრივმა სომეხმა-მემამულემ, რომელსაც ეს მიწები ეკუთვნოდა, სომხური გვარი მისცა.”

80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა იმპერიის მსხვრევისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის ისტორიულ პროცესთან ერთად, ზოგიერთმა გასომხებულმა ქართველმა დაიწყო საკუთარი წარმომავლობის დადგენა-ძიება. 1988-1997 წლებში თავისი ნამდვილი გვარი დაიბრუნა ქვემო ქართლის ასობით გასომხებულმა ქართველმა.

ისტორიული ფაქტები, რომლებიც ქართულ-სომხური ურთიერთობის ძირითად ასპექტებს ასახავენ, სამწუხაროდ ეწინააღმდეგებიან ლეგენდას, ქართველთა და სომეხთა მრავალსაუკუნოვანი ძმობის შესახებ. ლეგენდა ლეგენდად რჩება და ისტორიულ სინამდვილეს ვერ უძლებს. ამის მაგალითს უახლოესი ისტორიაც იძლევა: დიდი და თანაც უპატიებელი შეცდომა იყო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ის განსაკუთრებული სისასტიკე, რომელიც ქართველების მიმართ ადგილობრივმა სომხურმა დაჯგუფებებმა გამოავლინეს. 1993 წლის მარტის პირველ რიცხვებში, სომხური ორგანიზაციების ,,კრუნკისა” და ,,მაშტოცის” ინიციატივით შეიქმნა მარშალ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა გენოციდში. ბატალიონისათვის ბაგრამიანის სახელის მიკუთვნება შემთხვევითი არ არის. აი, რას ამბობს ისტორია: 50-იანი წლების შუა ხანებში ბათუმში შემოვიდა უცხოეთიდან რეპატრირებული სომხებით დატვირთული გემი. სომხების სამშობლოში დაბრუნების ინიციატორები იყვნენ მიქოიანი და ბაგრამიანი. საბჭოთა სომხეთის მაშინდელმა მთავრობამ სომხეთში საცხოვრებლად რეპატრირებულთა შორის შეარჩია ყველაზე ინტელიგენტური მცირე ნაწილი. ხოლო უმრავლესობა ნ. ხრუშჩოვისა და ი. მიქოიანის წყალობით, პოლიტიკური მოსაზრების გამო, აფხაზეთში დაასახლეს. აფხაზ სეპარატისტებს სწორედ 50-იან წლებში ჩამოსახლებული სომხობა ედგა მხარში.

ბაგრამიანის სახელობის ბატალიონმა მიწასთან გაასწორა კოდორის ხეობაში არსებული სოფლები: ამტყელი, ჭაპალი, ქვემო ლათა, ზემო ლათა და სხვა. ისიც უნდა ითქვას, რომ აფხაზი სეპარატისტები და მათი ერთგული ,,ბოევიკები” ურჩ სომხებს ხვრეტდნენ. მათ გაგრაში დახვრიტეს მანუკიანების ოჯახი. მოკლეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ს. სააკიანი.

აფხაზმა სეპარატისტებმა და მათ მიერ დაქირავებულმა მკვლელებმა, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა, მხოლოდ ეროვნული ნიშნით დაწვეს 7000 ქართველი, მათ შორის 100-ზე მეთი ხელოვნების მუშაკი, 50-ზე მეტი მედიცინეს მუშაკი, 200-ზე მეტი პედაგოგი. გადაწვეს ქართველთა კუთვნილი ათასობით სახლი, გაიტანეს 11 მილიარდი მანეთის 1923 ვაგონი ტვირთი. დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრობოძზე ჩამოახრჩვეს 50-ზე მეტი ქართველი, მათი მოჭრილი თავებით კი სომხები ფეხბურთს თამაშობდნენ. დაქირავებულმა ,,ბოევიკებმა” სოფელ ახალდაბაში მოსახლეობისა და ახლობლების თვალწინ საჯაროდ გააუპატიურეს 25 გოგონა. სომხების აფხაზეთში დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი ათასობით დოკუმენტი ინახება რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ტომებში. ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი დღესაც არსებობს, მისი დისლოკაციის ადგილია დაბა განთიადი.

თანამედროვე პირობებში სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური და საერთაშორისო ფაქტორები. ქართულ-სომხური ურთიერთობის პერსპექტივებზე მსჯელობისას, როგორც სომხურ, ისე ქართულ წრეებში, აქცენტი კეთდება ამ ორი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირზე. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს უალტერნატივო თანამშრომლობა დასავლეთთან, ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოსთან, მაშინ როდესაც სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე სამხედრო სფეროში. რუსეთსა და სომხეთს შორის დაიდო 30-ზე მეტი სამხედრო ხელშეკრულება, მათ შორისაა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც რუსეთისა და სომხეთის ჯარების შეიარაღებულ კოალიციას ითვალისწინებს. საქართველო და სომხეთი აღმოჩნდნენ გეოსტრატეგიული ბარიერის საწინააღმდეგო მხარეებზე. და მაინც, გახდება თუ არა რეგიონის სამომავლო გეოპოლიტიკური მდგომარეობა ქართულ-სომხური ურთიერთობის ძირითადი მიმართულების განმსაზღვრელი?

კავკასიის რეგიონი, როგორც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე, აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესთა სივრცეს განეკუთვნება. ამან დააჩქარა გეოპოლიტიკური ამოცანების განხორციელების პროცესი, რომელშიც ჩართულნი არიან რუსეთი, თურქეთი, ირანი. აშშ-ს წინაშე დგას ურთულესი ამოცანა- მიაღწიოს თანამშრომლობას რუსეთთან და ირანთან. რეგიონში უპირატესი პოზიციების დაკავებით, ის შეძლებს გააკონტროლოს კასპიის ნავთობის უდიდესი ნაწილი. ამ მიზნით მან მიიღო გარაწყვეტილება მხარი დაუჭიროს თურქეთს, საკუთარი მიზნების განხორციელებაში_ შექმნას ფართო პროთურქული პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე. იგორ მურადიანის თქმით; ,,უკანასკნელი ათი წლის განმავლობში თურქეთის მცდელობა რეალობად ექცია საკუთარი გეგმები, წარუმატებელი გამოდგა. მიღწეული შედეგი საკმაოდ მცირეა, რაც განპირობებულია უცილობელი ინვესტიციური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების არქონით. მაგრამ უმთავრეს ფაქტორს, რამაც თურქეთის გეგმის ჩავარდნა გამოიწვია, წარმოადგენს აშშ-ს მხრიდან რეალური მხარდაჭერის უქონლობა. ეს ფაქტი, ნაწილობრივ, განპირობებული იყო შიშით_ არ შექმნილიყო ,,დიდი თურქეთის იმპერია”. ისლამური რადიკალების მხრიდან ამერიკაში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები წარმოშვა, აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს თურქეთს, როგორც უალტერნატივო მოკავშირეს მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ევრაზიაში. თურქეთი აქტიურად მოქმედებს, რათა განახორციელოს სამხედრო დასწრება საქართველოსა და აზერბაიჯანში. ის აშშ-თან ერთად ცდილობს ნატოს პროგრამის ჩარჩოებში მოთავსდეს. როგორც ცნობილია თურქეთმა და აზერბაიჯანმა ვერ შეძლეს შეექმნათ ერთიანი, თურქულენოვანი ფრონტი სომხეთის წინააღმდეგ. სომხეთი არის ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის მოკავშირე, აგრეთვე კარგი დამოკიდებულება აქვს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის შეიძლება იყოს საქართველო.”

ამჟამად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი თურქეთთან თანამშრომლობა ზიანს არ მოუტანს სომხეთს. ვიკენ ჩეტერიანი თვლის, რომ რეგიონში ძირითადად, დესტაბილიზაციის შექმნის მიზეზი იქნება თურქეთი. სომხეთი დაიწყებს ფიქრს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის ახალი ეტაპის განვითარებაზე. თვით რუსეთის მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს პროთურქული პოლიტიკის განვითარებაზე, განწირულია მარცხისთვის პოლიტიკური ბერკეტების უქონლობის გამო. ჩეტერიანი არ გამორიცხავს ირანისა და სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რადგან ირანი ისევე აღიქვამს სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ფაქტორის გაძლიერებას, როგორც სომხეთი.

არსებობს ინფორმაცია, რომ არაბული ქვეყნები სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან. პანთურქული იდეები თურქეთში სულ უფრო პოპულარული ხდება. პანთურქულთან ერთად განვითარდა ნეოოსმანური იდები, რაც გულისხმობს თურქეთის სტრატეგიაში იმ ისლამური და არაისლამური ქვეყნების ჩართვას, რომლებიც ადრე ,,ოსმანური იმპერიის” საზღვრებში შედიოდნენ. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ალბანეთი, ბოსნია, მაკედონია, საქართველო ანკარაში განიხილება, როგორც მისი გავლენის ,,ზონები”. იგორ მურადიანის აზრით: ,,რადგან საქართველოში არის სუსტი ადმინისტრაცია, მოშლილი ეკონომიკა, ამიტომაცაა დაინტერესებული თურქეთის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერით. ცდილობს რა რუსეთის დაქვემდებარებიდან თავის დახსნას, ის აუცილებლად აღმოჩნდება თურქეთის დაქვემდებარებაში. აშშ-ს მცდელობა, დაარეგულიროს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები, მარცხისთვისაა განწირული, საქმე არა მარტო ისტორიულ პრობლემაშია. თურქეთი შემდეგშიც მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს, რომლის პოლიტიკაც ძირითადი ზღუდეა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. სამხრეთ კავკასია ერთვება ახალ, ხანგრძლივ სამხედრო წინააღმდეგობებში, რაც დააჩქარებს სამხედრო პოლიტიკური ბლოკების შექმნას, მაგრამ საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობის გართულება შესაძლოა გამოწვეული იყოს არა ახალი ბლოკების შექმნით, არამედ საქართველოში თურქეთის სამხედრო დასწრების შედეგად.”

თურქეთმა და საქართველომ სერიოზულად მოკიდეს ხელი რკინიგზის მაგისტრალის _ ყარსი-ახალქალაქის მშენებლობას. საქართველომ, ჯერ კიდევ 1997 წელს გამოაცხადა ამ პროექტზე ტენდერი. პირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს იქნებოდა ერთხაზიანი რკინიგზის ლიანდგი მესამე ტექნიკური კატეგორიით. ახლა ეს იქნება ორხაზიანი ლიანდაგი პირველი ტექნიკური კატეგორიითა და 50 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობით. ამ გზის საშუალებით შუა აზიისა და სხვა სხვა რეგიონების ტვირთის უმეტესი ნაწილის დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირება მოხდება.

საბჭოთა კავშირის დროს ყარსის ოლქი ჩიხში იყო მოქცეული, რამაც მისი ეკონომიკური ჩამორჩენილობა განაპირობა. ახალ ათასწლეულში მან კვლავ მიიღო გეოსტრატეგიული მნიშვნელობა და გახდა თურქეთისა და სხვა ქვეყნების აღმოსავლეთში ექსპანსიის პლაცდარმი. ვიკენ ჩეტერიანის თქმით: ,,ყარსის ოლქის პრეტენდენტი რუსეთისათვის იქნება სერიოზული გაკვეთილი. მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება მოსკოვში გაკეთდეს, ეს არის ის, რომ სომხეთს უნდა ჰქონდეს გასასვლელი შავ ზღვაზე მაინც. მხოლოდ ეს უზრუნველყოფს თვით რუსეთის უსაფრთხოებას ახალ ათასწლეულში. იზოლირებული სომხეთი უფრო საზიანოა და უმართავია, ვიდრე სომხეთი გეოეკონომიკურ პროექტებში ინტეგრირებული.”

საქართველო-სომხეთის ურთიერთობის განხილვისას, ვაწყდებით კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს _ ჯავახეთის ოლქის მდგომარეობა. ამ ტერიტორიაზე სომხები ჩამოსახლდნენ რუსების ბატონობის პერიოდში. ჯავახეთის სომხები წარმოადგენენ ერთ მთლიან თემს, რომელიც გამოირჩევა თავისებური ქცევის ნორმებით, დიალექტით, ჩვეულებით. ეს არის სრულიად განსხვავებული ეთნო-ფსიქოლოგიური ტიპი. როგორც სომეხი, ასევე ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმგობესების შემთხვევაში, ჯავახეთის პრობლემა არ იქნებოდა გადაუჭრელი და ჩიხში მოქცეული. მართლაც, წლების მანძილზე, ახალქალაქში არ არსებობს საავტომობილო გზა, რისი საშუალებითაც ეს რეგიონი დანარჩენ საქართველოს უნდა დაუკავშირდეს. მიმოქცევაში არ არის კუპიურა ,,ლარი”, რადგან ეს მხარე ჯერ კიდევ რუსული რუბლის ზონაშია მოქცეული. ახალქალაქში სკეპტიკურად აღიქმება დაპირება სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ბაზების გაყვანის შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, ამ მხარეში აქციებითა და სეპარატისტული განწყობით პასუხობენ. ახალქალაქში მოქმედებს რამდენიმე სომხური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია: ,,ჯავახქი”, ,,ვირქი”; ,,ზარტუნკი”; ,,არშალერი” მათ შორის ყველაზე აგრესიულია და ანტიქართული სულისკვეთებით გამოირჩევა ,,ჯავახქი”. სწორედ, ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ინიციატივით იმართება სხვადასხვა საპროტესტო აქციები ჯავახეთის რეგიონის ავტონომიური სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ორგანიზაცია ,,ჯავახქის” ბეჭდვითი ორგანოა ამავე სახელწოდების გაზეთი. მისი უკანასკნელი ნომრის სარედაქციო წერილიდან ვგებულობთ, რომ ერევანში არსებობს სათვისტომო ,,ჯავახქი”, რომელსაც მიზნად დაუსახავს ,,უპატრონოს” ჯავახეთს, როგორც ძირძველ სომხურ მიწას. ამავე წერილში გაკრიტიკებულია საქართველოს მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი პოლიტიკური ნაბიჯები, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან სომხეთის ეროვნეულ ინტერესებს. საქართველოს ხელისუფლების მიერ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ხელმოწერილი მთელი რიგი ეკონომიკური შეთანხმებები, სომხების მხრიდან აღიქმება მათ წინააღმდეგ შეთქმულებად. ციტატა სტატიიდან: ,,ყოველივე ამის შემდეგ სომხეთის მშვედობისმოყვარე ხელისუფლება ვერ შეძლებს დაუშალოს ადეკვატური ნაბიჯის გადადგმა იმ სომხურ ძალებს, რომლებიც მომავალში, საქართველოს სახით, რეგიონში სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეტოქეს ხედავენ.”

ქართულ-სომხური ურთიერთობათა პრობლემა არ შეიძლება განიხილოს ლოკალურად, მხოლოდ კერძო ფაქტორების გათვალისწინებით. ბოლო ათწლეულში, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების შემდეგ, სომხეთი აღმოჩნდა გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკადაში, რამაც მისი მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრირება დააბრკოლა. ამ სიტუაციაში ერთადერთი რეალური ძალა ქვეყნის გარეთ, რომლისგანაც სომხეთმა ეკონომიკური მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს, ეს არის რუსეთი. რუსეთთან სომხეთს არ აქვს საზღვარი. გზა, რისი საშუალებითაც სომხეთი რუსეთს უნდა დაუკავშირდეს, საქართველოზე გადის. შავ ზღვაზე გასვლა სომხეთის სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს. სომხეთის ალიანსი რუსეთთან კი ამ გეგმის განხორციელების საშუალებას. სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული ათეული წლების მანძილძე საქართველოს მიმართ წამოჭრილი ტერიტორიული პრეტენზიები, დაუფარავი, აშკარა აგრესია, მიზანმიმართული პოლიტიკური თუ იდეოლოდიური ზეწოლა. ქართველების მიმართ მტრულ, შეურაცმყოფელ დამოკიდებულებას განსაკუთრებული სიმძაფრით გამოხატავენ რუსეთის სომხური დიასპორის სამთავრობო დერეფნებში დაბუდებული სომხები. მათ განცხადებებში ნათლადაა გამოხატული საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაუფარავი ცინიზმი და, საერთოდ, ქართული პოლიტიკის ნიველირება. გაზეთ ,,ივერია-ექსპრესის” 1994 წლის 20 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის პრეზიდენტის საბჭოს წევრი, პოლიტოლოგი ანდრანიკ მიგრანიანი აცხადებს, რომ რუსეთმა მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოში დეზინტეგრაციული პროცესები და რუსეთისთვის ამ რეგიონში, თითქოს სტაბილურობისა და მშვიდობიანობის მიზნით, უზრუნველყოს ახალი სახელმწიფო წარმონაქმნების ნაციონალური და ტერიტორიული გარანტიები. ,,ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოქვეყნდა რუსეთ-სომხეთის ინიციატივათა პრეზიდენტის, რუსეთის მეცნიერებათა კანდიდატის ვართანიანის პროვოკაციული სტატია ,,მთლიანობის უფლება და მთლიანობის დემაგოგია, პოლიტიკური ვერაგობის პრაქტიკა”. ავტორი განიხილავს ამიერკავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, აზერბაიჯანის ნავთობსადენის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტებს. იგი აყალიბებს საქართველოს ისტორიას, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის საბჭოურ პოლიტიკურ მიზნებს, დაუფარავად მხარს უჭერს აფხაზ და ოს სეპარატისტებს. ვართანიანის აზრით, საერთაშორისო სამართალი ტერიტორიული მთლიანობის გარანტად გამოდის მაშინ, როცა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა საგარეო ხელყოფის ობიექტი ხდება. იგი აქეზებს ჯავახეთის სომხურ დიასპორას და აცხადებს: ,,საერთაშორისო წესდების არცერთ მუხლში არაა ნათქვამი, რომ მეტროპოლიას (ვგულისხმობ საქართველოსა და აზერბაიჯანს) უფლება აქვს ძალით შეინარჩუნოს თავისი იურისდიქცია არატიტულოვან ხალხზე, თუკი ამ ხალხის ცხოვრების პირობები აუტანელია_ ესაა ეკონომიკური, ეროვნული ღირსების შელახვის ან სოციალ-პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობის უვარგისი პრაქტიკა”.

თანამედროვე სომეხ მეცნიერთა, მწერალთა, ჟურნალისტთა ნაშრომებში ფალსიფიცირებულია საქართველოს ისტორია, კულტურა. ანტიქართული სტატიების, შრომების, წერილების ბეჭვდა უწყვეტად მიმდინარეობს, რომელსაც აფინანსებს სომხური გრიგორიანული ეკლესიის ცენტრი ეჩმიანძინი, კანადის სომხური ეკლესია, სომხური დიასპორა, სომეხი მეცენატები და ბიზნესმენები. სომხურ შოვინისტურ წრეებში შეიმჩნევა არაჯანსაღი ტენდენცია ქართული ეკლესია-ნაგებობების მისაკუთრება და დიდი ქართველი მწერლების სომხებად გამოცხადება. თანამედროვე არმენოლოგიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქოს საქართველოში მცხოვრები სომხები ასრულებენ საქართველოს ისტორიაში უფრო დიდ როლს, ვიდრე ქართველები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ამერიკელი სომეხის როლანდ სიუნის წიგნი ,,ქართველი ერის ჩამოყალიბება”, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ: ,,საქართველო სომხეთის ნაწილია, ქართველი ერის ჩამოყალიბებაც სომხეთის წყალობით მოხდა. საქართველოში თუკი რამ გაკეთებულა, მხოლოდ სომხეთის ღვაწლით.”

ამ ფაქტების შემდეგ უნებლიედ გვახსენდება გერონტი ქიქოძის სიტყვები: ,,ჩვენ გვწამს_ წერდა იგი სოციალურ ნაშრომში ,,ეროვნული ენერგია”,_ რომ რომელიმე გურჯაანელი ან ატოცელი სომეხი შეიძლება სრულიად გულწრფელად თავს ქართველ მოქალაქედ ჰგრძნობდეს და საუკეთესო სურვილებით მიდიოდეს რესპუბლიკის ლაშქარში, მაგრამ საკმაოა, რომ ის ბრძოლის ველს მიუახლოვდეს, საკმაოა ათასი წლის წინათ დაშორებული თანამემამულები დაინახოს და მათი ყიჟინი გაიგონოს, რომ ერთ წამში სრულიად გარდაიქმნას და ,,ანდრონიკასა” და ,,ჰარენიკის” სახელების შთაგონებით მომთვრალივით მეორე ლაშქრის მხარეზე გადავიდეს. ამიტომ დღეს მართლაც არც ერთი სომეხი არ არის სანდო. ის რაც ხდება, არ არის ღალატი ამ სიტყვის ტრივიალური მნიშვნელობით, ესაა რასიული სტიქიონის გამარჯვება, რომლის წინაშე სუსტია ცალკე პიროვნების შეგნება.”

 

 

3 Responses to “• ბალახაძე- ქართულ-სომხური ურთიერთობა 20-იანი წლებიდან დღემდე”

  1. geo said

    xo xvdebit exla ro batoni mixelili ar aris somexi tore saqartvelos ki ar ashenebda aramed miwastan gascorebda

  2. diana said

    როლანდ სიუნი იგივე ავადმყოფობით არის დაავადებული, რითიც დანარჩენი ძმანი მისნი. თუ საქართველოში ასე ნაყოფიერნი იყვნენ სომხები, თან ასეთ პატრიოტებიც ყოფილან, მიბრძანებულიყვნენ თავის სომხეთში და იქაურობა აეყვავებინათ. მაგრამ ამ ხალხს ერთი საერთო, ეროვნული თვისება აერთიანებს: გადასახლდნენ იქ, სადაც მეტ გამორჩენას ელიან. თანაც მასპინძლების განქიქებასაც არ ერიდებიან. ძალიან უმადურები ბრძანდებიან.

  3. ამიტომ აგიარეთ რომ სომხეები საუკეთესონი არიან კავკასიაში მტელს რეგიონში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: