IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ყაველაშვილი- ქართულ-სომხური ურთიერთობები

სომხეთი – საქართველო

 

რიტა ყაველაშვილი

ზოგიერთი საკითხი ქართულ სომხურ ურთიერთობათა შესახებ

 

ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე საქართველო და სომხეთი მეზობლები ყოფილან, მაგრამ თავდაპირველად სომხეთს მცირე ტერიტორია ეკავა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანტიოქოს დიდის სარდლებმა, არტაქსიმ და ზარიადრმა ცალ-ცალკე ორი სომეხთა სამეფო დაარსეს, სომხეთის საზღვრებიც გაფართოვდა. სტრაბონის ცნობით, სომხეთის მეფეებმა მეზობლებს მიწები წაართვეს. მაშინ ქართველთა ტომებისთვისაც წაურთმევიათ ჰარიადრის სანახები. ეს მოხდა 191 წელს ქრისტესშობამდე და სომეხთა პირველი იერიშია ქართული ტერიტორიის დასაპყრობად.

374 წლიდან სომეხ არშაკუნიანთა დინასტია განუწყვეტლივ ეცემოდა. ამას ხელი შეუწყო უფლისწულების, არშაკისა და ხოსროს შორის ატეხილმა ბრძოლამ ძალაუფლებისთვის. ეს დავა 387 წელს სომხეთის ორ სამეფოდ გაყოფით დამთავრდა, და სწორედ ამ დროს ქართველებმა თავიანთი ქვეყნები გუგარეთი, გარდაბანი, კარწახი უკან დაიბრუნეს.

V საუკუნეშიც, ვახტანგ გორგასალის მეფობისას, გუგარეთი იბერიის სამეფო საზღვრებში შედიოდა არა მარტო პოლიტიკურად, არამედ საეკლესიო წესწყობის მხრივაც.

რელიგიურმა უთანხმოებამ, რომელიც V საუკუნეში დაიწყო და განხეთქილებით დასრულდა, პოლიტიკურ ურთიერთობებშიც ჰპოვა თავისი ანარეკლი და ვინაიდან ეკლესიას მნიშვნელოვანი იდეოლოგიური დანიშნულება აქვს, ამ გარემოებამაც განსაზღვრა მომავალში ქართულ-სომხური ურთიერთობების ხასიათი, თუმცა თავიდან ამ განხეთქილებას პოლიტიკური სარჩული ედო საფუძვლად.

ფრანგი ბიზანტიოლოგის, შარლ დილის თქმით, ამ კონფლიქტში არაერთგზის იჩინა თავს პოლიტიკურმა ინტერესებმა და შეჯახებებმა, რომლებმაც საკმაიდ ღრმა კვალი დატოვეს ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში. ამ უთანხმოებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთდამოკიდებულებისთვის აღმოსავლეთში, ასევე ბიზანტიასა და დასავლეთს შორის კავშირის განსაზღვრისათვის.

სელჩუკიან თურქთა შემოსევამ კავკასიაში და კერძოდ საქართველოშიაც გიორგი II-ის მეფობის დროს გარეშე ძალის მიერ დაპყრობილი ქვემო ქართლის შემოერთების პროცესი დროებით შეაფერხა: თურქობა თბილისს, სამშვილდეს, აგარას, რუსთავს დაეპატრონა. მათ დაიპყრეს მთელი “სომხითიც”. ამის შემდეგ ქართლის სამხრეთ ნაწილში “სომხითის” მეფობის არსებობაც მოისპო. ამიტომ, როდესაც დავით აღმაშენებელმა 1110 წ. ძერნა და სამშვილდე კვლავ დაუბრუნა საქართველოს, ხოლო ამის შემდეგ თურქებმა უბრძოლველად დასცალეს “სომხითის”, უმრავლესი ციხე, ეს უკვე ქართლის სამხრეთ ნაწილის სომეხთა ბატონობისგან გათავისუფლება კი არ იყო, (მაშინ “სომხითი”, როგორც პოლიტილური ერთეული უკვე აღარ არსებობდა) არამედ, სელჩუკიან თურქთაგან გამოხსნა. აქედან მოყოლებულიქართლის სამხრეთი ნაწილი და თვით “სომხითიც” საქართველოს განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა.

ქართველებს ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილის, ე.წ “სომხითის” მნიშვნელობა კარგად ესმოდათ სა საქართველოს თავდაცვისათვის მას განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ. ეს იქედანაც ჩანს, რომ საქართველის მეფეებმა მიზნად ჯერ ამ კუთხის უცხო ძალისგან გათავისუფლება დაისახეს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ საქართველოს დედაქალაქის შემოერთებას. თვით თბილისის დაბრუნების შემდეგაც, “სომხითის” საქართველოს მთავრობისათვის თავისი დიდი მნიშვნელობა არ დაუკარგავს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ სომხითის ციხე ლორე საქართველოს ჯარის მთავარსალდლისა და სამხედრო მინისტრის, ამირსპარსალარის რეზიდენციად ითვლებოდა, ალბათ იმიტომაც, რომ აქედან სამხრეთიდან მომავალი მტრისაგან საქართველოს დაცვა საუკეთესოდ შეიძლებოდა.

მაჰმადიანთა 400 წლიანი ბატონობისაგან თბილისის განთავისუფლების შემდეგ სომხური საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდა, რომ დავით აღმაშენებელის ჯარს სომხეთის გამოხსნაც შეეძლო თურქ-სელჩუკთა უღლისაგან. სომეხთა დედაქალაქის, ანისის სომხური საზოგადოებრიობის თავკაცებმა თხოვეს აღმაშენებელს, ეხსნა ანისი და საერთოდ, დაეცვა ცომხეთი მტრის თარეშისა და მძლავრობისაგან. ეს ასეც მოხდა, მაგრამ დავითი 1125 წლის დამდეგს გარდაიცვალა; ამის შემდეგაც თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში საქართველოს უხდებოდა ბრძოლა გარეშე მტრისაგან სომხეთის დასაცავად. ცხადია, ეს საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამებოდა. სომხები საკუთარი ძალებითთავიანთი ქვეყნის დაცვას ვერ ახერხებდნენ. XI ს-ის შუა ხანებში დაეცა სომხეთის უმთავრესი, ანისის სამეფო, ხოლო XII ს-ის დასაწყისიდან აღარ არსებობდა არავითარი სახის სომხური სახელმწიფოებრიობა. XI ს-ში სომხური სახელმწიფოებრიობის მოსპობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ IX_X სს-ში სომხეთის მეფეები ყველანაირად ცდილობდნენ საქართველოს ტერიტორიის დაპყრობას. მათ ამ საქმის დიდი ძალისხმევა შეალიეს, გარეშე მტრები კი ვეღარ უმკლავდებოდნენ.

სომეხ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ XI ს-ში დაცემული სომხური სახელმწიფოებრიობა აღდგენილ იქნა მხარგრძელთა ძალისხმევით, თამარის მეფობის დროს. ს. ერემიანისა და ხ. თოროსიანის სტატიის სათაურიდან “ზაქარიანთა სამთავრო, ანუ ზაქარიანთა სახელმწიფო, ზაქარიანთა სომხეთი” ჩანს, რომ სომხეთში ზაქარია მხარგრძელის სახელისაგან თითქოს შექმნილია ზაქარიანთა სამეფო თუ სამთავრო დინასტია. წერილში ნათქვამია: “XII ს-ის ბოლოს ზაქარიანებმა გაანთავისუფლეს ჩრდილო- აღმოსავლეთ სომხეთის უდიდესი ნაწილი და იქ აღადგინეს სომხური სახელმწიფოებრიობა. განმათავისუფლებელი ბრძოლის გაშლა-გაფართოების, სამხედრო წარმატებისა და სომხური ოლქების სელჩუკთაგან გამოხსნის კვალდაკვალ იცვლებოდა ზაქარიანთა სამართლებლივ-პოლიტიკური მდგომარეობაც. ქართველ ბაგრატიონებზე ვასალური დამოკიდებულებიდან ისინი აღზევდნენ და განთავისუფლებული სომხეთის თვითმპყრობელი მბრძანებელნი გახდნენ. გაავრცელეს რა თავიანთი ხელისუფლება ყოფილი ბაგრატუნთა სომხეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე, ზაქარიანები ფაქტობრივად სომეხი ბაგრატუნების სამართალმემკვიდრეებად იქცნენ”.

თანამედროვე ზაქარიანებს მეფეებს ეძახდნენ _ ნათქვამია სტატიაში სახელმწიფოსა და ფეოდალური იერარქიული კიბის მეთაურს წარმოადგენდა ზაქარე, რომელიც აგრეთვე ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი, ამირსპასალარი იყო. იგი წყვეტდა ომისა და ზავის საკითხებს, ნიშნავდა და ათავისუფლებდა დიდმოხელეებს”.

მხარგრძელები თამარის დროს ქართველებად ითვლებოდნენ. ივანე მხარგრძელმა მართმადიდებლობაც მიიღო, ხოლო ზაქარია საგანგებო ღონისძიებებს ახორციელებდა, რათა სომხური ეკლესის პრაქტიკაში გარკვეული ცვლილებები შეეტანათ და მით სომხური რჯული ქართულისთვის დაეახლოვინებინათ. ზაქარიას ერთადერთი შვილი, შანშე ოფიციალურად მართმადიდებელობაზე აყო მოქცეული.

რაც შეეხება მხარგრძელთა მონოფიზიტობას XII საუკუნემდე, ეს აიხსნება იმით, რომ მათი საგვარეულო მამული მოქცეული იყო ტაშირ_ძორაგეტის სამეფოს საზღვრებში. ამ სამეფოს სომხური დინასტია განაგებდა, თუმცა იგი ძირითადად საქართველოს ტერიტორიას განეკუთვნებოდა. მის სატახტო ქალაქს ერთხანს ქვემო ქართლში მდებარე სამშვილდე წარმოადგენდა, შემდგომ-ლორე. XI ს-ის ბოლოს სომხეთის მეფეებმა შეძლეს ქართველი მეფე-მთავრების შინაომში ჩარევა, ასევე ისარგებლეს თბილისის არაბი ამირების სისუსტით და ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაისაკუთრეს. ამას ქართული მოსახლეობის ძალით გრიგორიანობაზე მოქცევაც მოჰყვა შედეგად.

მას შემდეგ, რაც XIII საუკუნის პირველ ნახევარში მონღოლები გაბატონდნენ საქართველოში, ქართველ ერს უხდებოდა თითქმის განუწყვეტლივი ბრძოლა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ქართული სახელმწიფოებრიობა.

საქართველოს მოსაზღვრე ალბანეთის სახელმწიფო და ალბანური ტომები განადგურდა ხოლო სომხური სახელმწიფოებრიობა დაეცა XI ს-ში და ამის შემდეგ სომხეთში სომხური სახელმწიფო 1918 წლამდე აღარ შექმნილა. სომხეთი თანდათან იცლებოდა სომხური მოსახლეობისაგან. 1928 წელს, როცა რუსეთმა შეიერთა სომხეთი, აქ მხოლოდ 25000 სომეხი ცხოვრობდა, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულმა სომხებმა დიდი უნარი გამოიჩინეს ვაჭრობაში და ძირითადად ამის სწალობით და სომხური ეკლესიის საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა სომხეთის აღდგენა.

მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოში დამკვიდრებას ცდილობდა, მისი პოლიტიკის ერთ-ერთი ეფექტური ხერხი იყო ქართველ-სომეხთა შორის შუღლის ჩამოგდება.

სომეხთა შემოხიზვნა საქართველოში უძველესი დროიდან ხდებოდა, მაგრამ ამ მხრივ გამორჩეულია XIX ს-ე და XX ს-ის დასაწყისი. რუსეთის იმპერიის მესვეურებმა გადაწყვიტეს მოსახლეობის ეთნიკური აჭრელება და ამის შედეგად საქართველოში სომხური მოსახლეობა მეტისმეტად მომრავლდა. როგორც იმდროინდელი ქართველი მოღვაწეები ამბობდნენ, რუსეთმა საქართველოს შემოუსია სომხები. სწორედ ამ პერიოდში გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძემ გახმაურებული თხზულება “სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი”. საბჭოთა პერიოდში ამ თხზულებას სახელი შეუცვალეს და იგი დღეს “ქვათა ღაღადის” სახელითაა ცნობილი. ილია გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სომეხთა გარკვეული წრეები, “სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ევფრატის სათავეებამდე თითქმის შავი ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ_ბაბადამ დღევანდლამდე”.

“რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა_ქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველად ყოფილა, დღესაც არის და ამის გამო მომავალიც მისთვის უფრო უპრიანია, ვიდრე სხვებისთვის”…

გიორგი ბრწყინვალეს ეპოქაში კვლავ გაძლიერებაულმა საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაუწია თემურ-ლენგის ურდოებს, მაგრამ ბრძოლების შედეგად ქვეყანა დასუსტდა და სამეფო სამთავროებად დაიშალა.

1453 წ. თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს კონსტანტინეპოლი, გაბატონდნენ მთელ მცირე აზიაში, თანდათან დაიკავეს შავი ზღვაც და საქართველოს ევროპასთან მიმოსვლის გზები გადაუკეტეს. რადგან ამ პერიოდისთვის სომხებს თავიანთი სახელმწიფო არ ჰქონდათ, გაფანტულნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში და ევროპაში დიდი უნარი გამოიჩინეს. მათთვის ქართველებზე გაცილებით ადვილი იყო ევროპელებთან კავშირის დამყარება. არც ირან-ოსმალეთი იყო ძალზე აგრესიულად განწყობილი მათ მიმართ. უფრო მეტიც, ირან ოსმალეთი ფართოდ აბამდა სომხებს თავიანთ ვაჭრობაში.

სომეხი ვაჭრების მიმართ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იჩენდა შაჰ აბას I. მართალია, მან სომხებიც გადაასახლა სომხეთიდან ირანში, მაგრამ ამასთანავე სომხებს ირანში, ისპაანის გარეუბან ახალ ჯულფაში შეუქმნა შესანიშნავი პირობები, რათა ისინი ფართოდ ჩაბმულიყვნენ ვაჭრობა_ხელოსნობაში. მეტიც, შაჰ აბას I-მა აბრეშუმით ვაჭრობაზე მონოპოლია სომეხ ვაჭრებს გადასცა. მას სომეხი ვაჭრები ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისთვისაც სჭირდებოდა. შაჰ-აბასი ვენეციის ხელისუფლისათვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აახლა ქრისტიანი ვაჭარი, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო. თუ საჭორო გახდებოდა, შაჰ-აბასი ექომაგებოდა, კიდევ თავის სომეხ ვაჭრებს ევროპელ ვაჭრებთან კონკურენციის დროს. ვინაიდან გრიგორიანი სომეხი ვაჭრებიდიდ ერთგულებას იჩენდნენ სომხური ეკლესიის მიმართ, მათი გულის მოსაგებად შაჰ-აბასმა ახალ ჯულფაში ააგებინა წმინდა ეჩმიაძინის ეკლესია.

დროთა განმვლობაში სომეხი ვაჭრები ისე გამდიდრდნენ და გაძლიერდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი, საფრაზი VIII სომეხთა მეფედ იწოდებოდა.

სომხური ეკლესიის მმართველებმა XIII საუკუნეში მოახერხეს ირანის შაჰებთან საერთო ენის გამონახვა. XVI-XVII სს-ში ირანს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ევროპის ქვეყნებთან. ევროპელებიც ირანის ხშირი სტუმრები იყვნენ. რომის პაპები და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსები ყველანაირად ცდილობდნენ კათოლიკობის გავრცელებას ირანში, რადგან სომხები ირანში საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ, მდიდრები და გავლენიანები იყვნენ და ევროპელები სომხებს ამ დროისათვის კარგად იცნობდნენ, ირანში სომხებსა და ევროპელებს შორის მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა. იმდროინდელ სომხებში ძლიერი იყო მისწრაფება სომხური სახელმწიფოს აღსადგენად და ამ საქმეში ისინი ცდილობდნენ ევროპელთა მხარდაჭერის მოპოვებას.

როგორც ვნახეთ, XI-ე საუკუნიდან მოყოლებული სომხები საკუთარ სახელმწიფოებრიობას მოკლებულნი იყვნენ, XVI საუკუნიდან კი სახანოების ქვეშევრდომებად ითვლებოდა. თანდათან სომხობა თავიანთი საცხოვრებელიდან იყრებოდა და სხვა ქვეყნებში სახლდებოდა. საქართველო მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა იყო. ისინი ძირითადად სახლდებოდნენ სომხეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე.

ერეკლე II-ის დროს საქართველოში სომეხთა შემოსახლების ხასიათი საგრძნობლად იცვლება: თუ მას აქმდე პოლიტიკური მოტივაცია არ გააჩნდა, ახლა სწორედ პოლიტიკური ელფერი დაედო. როდესაც სომხებმა შეიტყვეს, რომ ერეკლე მეფე რუსეთთან ხელშეკრულებას დებდა და რუსეთთან კავშირსა და მის მფარველობას ეძებდა, წინმსწრები პოლიტიკა გაატარეს. ქართულ-რუსული ხელშეკრულება ჯერ კიდევ დადებული და ხელმოწერილი არ იყო, რომ სომეხთა ეპისკოპოსებმა, მელიქებმა და სხვა წარჩინებულებმა პირებმა რუსეთის მთავრობას 1783 წლის 3 მარტს შედგენილი თხოვნა მიართვეს, რომელშიაც ყარაბაღისა და ყარადაღის სომხები რუსეთის სამეფო კარს ერთგულებას უცხადებდნენ უცხოელთა ბატონობისაგან გათავისუფლებას სთხოვდნენ. რუსეთის მთავრობამ ეს თხოვნა ყურად იღო. გადაწყვიტა ერეკლეს დახმარებით შუშის ხანი დაემხო, ამავე დროს ყარაბაღი და ყარადაღი ერთ სომხურ ოლქად გააერთიანებინა და რუსეთის კონტროლ ქვეშ მოექცია. ამ ოლქის მართვა სომეხთა თანამემამულეს უნდა ჩაჰბარებოდა და მისთვის საუკეთესო პირობები უნდა შეექმნათ, რომ სომეხთა დანარჩენ ოლქებსაც ყარაბაღელ სომხებისთვის მიებაძათ და მათთან შეერთებულიყვნენ.

1795 წელს, აღა-მახმად-ხანის შემოსევისას შეძლებული სომხები ყარაბაღიდან, ერევნიდან, ნახჭევანიდან მაჰმადიან მცხოვრებლებთან ერთად საქართველოში გამორბოდნენ და აქ სახლდებოდნენ.

თბილისის აღების შემდეგაც მელიქები აბოვი და მუჯლუმი თავის ყმებიანად ისევ ერეკლე მეფეს შეეხვეწნენ და საქართველოში დასახლების ნებართვა სთხოვეს. ერეკლე მეფემ ისინი საქართველოში დატოვა, სოფელი ბოლნისი მისცა და კოლპის გზის დაცვა დაავალა.

დანარჩენი სომეხი მელიქები ჩიმშედისა და ერიდონის მეთაურობით რუსეთის ხელმწიფესთან მივიდნენ საიდუმლო თხოვნით, თქვენს ქვეშევრდომობაში მიგვიღეთო. ამავე დროს ისინი თხოულობდნენ ან რუსეთში შეხიზვნის, ან საქართველოში დასახლების ნებართვას. რუსეთმა ისინი თავიანთი მფარვეობის ქვეშ მიიღო და საქართველოში სამხრეთსაზღვარზე დასახლების უფლებაც მისცა. ასე, რომ სომეხ მცხოვრებთა ახლანდელი სიმრავლე საქართველოს სამხრეთ საზღვარზე რუსეთის მთავრობის პოლიტიკური გეგმებით იყო განპირობებული. 1897 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ბორჩალოს მაზრაში სულ 128 587 მცხოვრები ითვლებოდა და მათ შორის სომხები 48 609, თურქ-თატრები 37 609, ბერძნები 21 347, ქართველებიკი მხოლოდ 6 685.

საქართველოს რუსეთთან შეერთების პერიოდში ლორე თითქმის უკაცრიელი იყო და მხოლოდ 1827-29 წლებში, როდესაც ოსმალეთისაგან 100 000 მცხოვრები, ხოლო სპარსეთიდან 30 000 შემოიხიზნა და ნაწილი მათგანი ბორჩალოს მაზრაში, ნაწილი ერევნის გუბერნიაში დასახლდა, მხოლოდ ამ დროიდან მოყოლებული ჩნდება ქვემო ქართლში მჭიდრო დასახლებული და შედარებით მრავალრიცხოვანი სომეხთა მოსახლეობა.

რუსეთთან 1983 წ. დადებული ხელშეკრულებითაც და საქართველოს რუსეთთან შეერთების დროს პოლიტიკურად ქვემო ქართლისაქართველოს კუთვნილება იყო, ხოლო რუსეთთან კავშირისა და მფარველობის მიზანს საქართველოს მიწა-წყლის და დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობა შეადგენდა. ეს დებულება თვით ხელშეკრულებაშიც იყო შეტანილი და მეორე მუხლში ნათქვამი იყი, რომ რუსეთის ხელმწიფე თავდებას იღებდა რათა ქართული სამეფოს მთლიანობა და ხელშეუხებლობა დაცული ყოფილიყო.

სომეხი მოსახლეობა ისე იყო ჩამოსახლებული, რომ მთავარ ეკონომიკურ საყრდენს მაინც ქალაქი თბილისი წარმოადგენდა და არ იქმნებოდა საფრთხე იმისა, რომ ქართული ტერიტორია მოწყვეტილი ყოფილიყო და ცალკე არსებობა გაეგრძელებინა, მაგრამ იმ დროს, როდესაც ამიერკავკასიაში მეფის ნაცვლად გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი იყო. სომხებმა ისარგებლეს კეთილგანწყობით და წამოაყენეს საკითხი ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრების თბილისის გუბერნიისგან გამოყოფისა და გუმბრთან შეერთების შესახებ, რათა შეექმნათ გუმბრის, (ალექსანდროპოლის) გუბერნია და ერევანი შეერთებოდნენ.

ვორონცოვ-დაშკოვმა ბრძანება გასცა რათა ეს საკითხი შეესწავლათ და მისთვის შესაბამისი მოხსენება წარედგინათ. ამიტომ 1913 წლის 6 ნოემბერს და ამავე წლის დეკემბერს თბილისის გუბერნატორმა ბორჩალოს სამაზრო კომისიას წერილი გაუგზავნა რომ საქმეში ჩახედულ პირთაგან ადგილზე გარკვეულიყო შესაძლებელი იყო თუ არა ბორჩალოს მაზრის გუმრთან შეერთება და ერთიანი იურისდიქციის წარმოდგენა. ამ სამაზრო კომისიამ ჩვენდა საბედნიეროდ დაადგინა, რომ ბორჩალოს მაზრის თბილისის გუბერნიიდან გამოყოფა სასურველი არ იყო.

როდესაც რუსეთმა საქართველო შემოიერთა მესხები ანუ ახალციხის საფაშო ოსმალეთს დარჩა და მხოლოდ 1828 წელს დაპყრობილ იქნა. ამ საფაშოს ერთი ნაწილი ადრიანოპოვის ზავით რუსეთმა შემოიერთა. 1877-78 წ ომის შემდეგ მესხეთის მეორე ნაწილიც იქნა შემოერთებული მთელ ამ კუთხეში ქართველი ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდნენ. რუსეთის აქ შესვლას 1828 წელს მკვიდრ ქართველ მაჰმადიანთა აყრა მოჰყვა შედეგად უფრო ჯავახეთიდან და ასევე სამხრეთიდანაც. რუსებმა რომ ახალციხე აიღეს, კავკასიის მაშინდელ მთავარმართებელს ქართველმა თავადაზნაურობამ წარუდგინა დამამტკიცებელი საბუთებიიმისა რომ სამცხე ჯავახეთში მათ მფლობელობით უფლებები გააჩნდათ და თავიაანთი კანონების აღდგენა მოითხოვეს, მაგრამ პასკევიჩმა არათუ შეისმინა ეს მოთხოვნა განრისხდა კიდეც.

ამ დროისთვის ოსმალეთისგან, ყარსისა და არზრუმის საფაშოებიდან იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფარს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია, თითოს 25 მანეთი მისცა, რაც იმ დროისათვის მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა და სახელმწიფი გადასახადებისგანაც გაათავისუფლა. საქართველოს 90 000-ზე მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა; მათ დსასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული და 30000-მდე სომეხი დასახლებულ იქნა ახალციხისა და განსაკუთრებით, ახალქალაქის მაზრებში. ბუნებრივია, მდგომარეობა შეიცვალა ეროვნული შემადგენლობის მხრივ. 1832 წელს ახალციხე-ახალქალაქში რაოდენობის მხრივ უმრავლესობას პირველ რიგში სომხები, შემდეგ კი მაჰმადიანი ქართველები შეადგენდნენ.

1918 წელს სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ ომის გამოუცხადებლად ჯარი შემოუსია საქართველოს. იმ ხანებში სომხეთი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. წინა წლებში თურქეთში განხორციელდა გენოციდი, ხოლო 1918 წლის დასასრულს სომხეთში მძვინვარებდა ეპიდემია, რომელსაც უამრავი სომეხი შეეწირა. ასეთ დროს სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ მინდომა ქვემო ქართლის, თბილისისა და ჯავახეთის დაპყრობა. ჯავახეთის საკითხი დღესაც მწვავედ დგას. (სომხები მას მეორე ყარაბაღად მიიჩნევენ) დაშნაკური მთავრობის მიზანი ნაწილობრივ მიღწეულ იქნა. იმ დროს დაიწყო და მალე ბოლშევიკების წყალობით დასრულდა ლორე-ტაშირის გადაცემა სომხეთისთვის.

ახლა ისტორიული რელობის გათვალისწინებით თვალი გადავავლოთ მეზობელ ქვეყანას, რომელსაც ამიერკავკასიაში ერთერთი ყველაზე სერიოზული შეიარაღება გააჩნია.

1996-1997 წლებში მასმედიაში განუწყვეტლივ მუსირებდა აზრი, რომ რუსეთი დიდძალ შეიარაღებას აწვდის სომხეთს, მაგრამ ამის დადასტურება ვერ ხერხდებოდა მანამ, სანამ რუსეთის დუმის დახურულ სხდომაზე ყველაფერს ნათელი არ მოჰფინა რუსმა გენერალმა ლევ როხლინმა: “სიტუაციის ანალიზისას მივედი დასკვნამდე, რომ სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლა დსთ-ს ქვეყნების ქვეყნების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დსთ-ს შექმნის სამართლებლი დოკუმენტებს და ზიანს აყენებს რუსეთს საერთაშორისო არენაზე, შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრიობის ზეწოლის მეშვეობით სხვადასხვა მიზეზების გამო”.

პირველ მიზეზად როხლინი კავკასიაში შერჩევითი პრინციპით იარაღის უკანონო მიწოდებას ასახელებს, რამაც შესაძლოა, ახალი კონფლიქტური სიტუაციის შექმნას შეუწყოს ხელი და რაშიაც ჩართული იქნება რუსეთი. “ერთი სახელმწიფოს შეიარაღების უპირატესობის შექმნით მეორესთან მიმართებით, გარკვეული პოლიტიკური ძალები რუსეთში უბიძგებენ მათ გადაჭრან პრობლემები პოლიტიკური გზით”- აცხადებს ლევ როხლინი.

მეორე მიზეზი, რუსი გენერლის აზრით, არის ის, რომ არ ჩანს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილი უკეთესობისკენ შეცვალოს თავისი ნეგატიური პოლიტიკა კავკასიის ცალკეული რესპუბლიკების მიმართ.

მესამე – იარაღის მიწოდება სულ უფრო და უფრო უკონტროლო ხდება მაფიოზური სტრუქტურების აქტიური მონაწილეობის წყალობით.

როხლინმა სხდომაზე წარმოადგინა დოკუმენტები ყოველი კონკრეტული შემთხვევის დასასაბუთებლად.

ფაქტები კი რომელიც მან მოიყვანა ასეთია:

როხლინის მტკიცებით, იარაღის გადაცემა ხდებოდა ყოველგვარი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების დადების გარეშე, რამაც გამოიწვია ბევრი დარღვევა. მან წარადგინა სამხედრო ჯგუფში მომუშავე კომისიის მიერ შედგენილი აქტი, რომელშიც ნათქვამია:

გულმოდგინე დოკუმენტურმა რევიზიამ აჩვენა, რომ1992-1994 წლებში ადგილი ჰქონდა კავკასიის რესპუბლიკებში იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემის ფაქტებს სამხედრო დაჯგუფების მხრიდან შესაბამისი დირექტიული მითითებების გარეშე.

სარაკეტო-საარტერელიო შეიარაღება _ 9.5 ათას ერთეულზე მეტი, 600 ვაგონამდე საბრძოლო მასალა, 72 ერთეული ჯავშან სატანკო შეიარაღება და ტექნიკა. არ არსებობს აღნიშნული პერიოდის პირველადი დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს გატანას: საწვავ-საცხები მასალების სამსახურის 21314 ტექნიკის ერთეულის და 64.2 ათასი ტონა საწვავის, 15977 კავშირის კომპლექტის და 41003 კგ. საველე კაბელის”.

რაც შეეხება როხლინის განცხადების უარყოფას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რუსეთის მიერ სომხეთისათვის 84 ტანკისა და 50  75 ტანკი N-7213 დასახელების სათადარიგო ნაწილით (გენერალური შტაბის 1994 წლის 29 სექტემბრის დირექტივის თანახმად) გადეცა გიუმრის 102 სამხედრო ბაზიდან. ადრე 1994 წლის 11, 14 და 21 ოქტომბერს განხორციელდა სათადარიგო ნაწილების ჩატანა კუბინკას აეროდრომიდან, ხოლო ერთერთი რეისით კამენკას აეროდრომიდან.

5 ტანკი გადეცათ ამიერკავკასიის სამხედრო დაჯგუფების შემადგენლობიდან (ოთხი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან და ერთი გიუმრიდან).

4 ტანკი და 33 < აეროდრომიდან. ჩელოვსკის ნაწილი სათადარიგო ტონა 85 გადაისროლეს BK-72 თვითმფრინავით 5 თანახმად დირექტივის ივლისის 20 წლის 1996 შტაბის გენერალური ბაზიდან, სამხედრო ბათუმის

გიუმრის სამხედრო ბაზა 1993 წლისთვის 100%-ით დაკომპლექტებული იყო სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით, ხოლო 25%-ით პირადი შემადგენლობით. როხლინის განცხადებით, ყოველივე ეს ხდება დსთ-ს ორ სახელმწიფოს შორის ომის გაჩაღების მიზნით.

პირადად როხლინმა, მისი თქმით, შეამოწმა საბრძოლო მასალების საწყობი მოზდოკში. 1992 წლის აგვისტოდან 1994 წლის იანვრის ჩათვლით BK-76 ის 66 რეისითა და FY-12-ის ორი რეისით მოზდოკის აეროდრომიდან ერევანში გადაისროლეს 1300 ტონა საბრძოლო მასალა. იგივე საწყობებიდან 1994 წლის თებერვალ-იანვარში ნოვოროსიისკისა და ბათუმის გავლით ორი რეისით სამხედრო საზღვაო გემ “გენერალ რიაბიკოვისა” და GH N-33 მეშვეობით გადაიტანეს კიდევ დამატებითი საბრძოლო მასალები სომხეთში.

როხლინი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ანგარებითი მიზნებით ხორციელდება, ამის მაგალითად კი მას მოჰყავს ომსკის ტანკების, ვოლგოგრადიდან საბრძოლო მასალის, ირკუტსკიდან, სვერდლოვსკიდან და პერმსკიდან არტილერიის მიწოდების ფაქტები, რაც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სომხეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ-მაიორ სტეპანიანის ხელმძღვანელობით განხორციელდა. მარტო ჯავშანტექნიკების ომსკიდან გაგზავნაში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ისახიანმა გადაიხად 632.606.333 რუბლი. საბრძოლო მასალის და იარაღის გაგზავნა 5 შემადგენლობით უზრუნველყო არმიამ 1 მლრდ 187 მილიონი რუბლის სავარაუდოდ.

229 UKB-ის მეთაურმა უარი თქვა სომხეთში გასამგზავრებლად თვითმფრინავის გამართვაზე. მაშინ სომხურმა მხარემ ვოლგოგრადის კომერციულ სტრუქტურებში შეისყიდა 2740 ტონა საავიაციო ბენზინი.

თუმცა ყველა რეისის ანაზღაურება, რუსი გენერლის განცხადებით, არ ხდებოდა. მხოლოდ ქონების გადასაზიდად BK-76 ითა და “რუსლანით” განხორციელდა 7 მლრდ 950 მლნ რუბლის ღირებულების 139 რეისი.

1996 წელს სომხეთში მიწოდებული 24 ოპერატიულ-ტაქტიკური სატანკო რაკეტა და კომპლექსის საბრძოლო ქობინი G-17, როხლინის განცხადებით, საკმარისი იყო ბაქოს დასანგრევად.

1996 წელს იარაღის მიწოდების მაღალი აქტივობა, _ თვლის რუსი გენერალი _ მოწმობს იმას, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას არა აქვს სურვილი შეცვალოს არსებული პოლიტიკა.

“როგორ მოხდა, აცხადებს როხლინი _ რომ მთელი ამ შეიარაღების საფასურად რუსეთმა არ მიიღო მანეთიც კი? თუნცა შესაძლოა ვიღაცამ მიიღო ნაღდი ფულიც, ან უცხოურ ბანკებში გაიხსნა ანგარიშები?” ამგვარი პოლიტიკის წყალობით კი რუსეთის ფინანსურმა დანაკარგმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

როგორც ვხედავთ, რუსეთის მთავრობამ და სომხეთმა თავიანთ მიზანს მიღწიეს: სომხებმა მიწები მიიღეს, რუსებმა კი საქართველოში ერთგული იდუმალი ქვეშევრდომები გაიჩინეს სერიოზული სამხედრო პოტენციალით, ამით კი ხელი შეუწყეს კიდევ ერთი მინავლებული ცეცხლის არსებობას, რომელიც არავინ იცის როდის გამოავლენს თავის ნამდვილ ბუნებას.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღესდღეისობით სომხეთი უახლესი საბრძოლო ტექნიკითაა შეიარაღებული და იმასაც, რომ დსთ-ს ბიშკეკის ექვსეულის ხელშეკრულება, სადაც რუსეთი და სომხეთიც შედის, ითვალისწინებს, რომ ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში შეიარაღებული მოქმედების დაწყების შემთხვევაში ავტომატურად ერთვება მეგობრობაში შემავალი დანარჩენი ქვეყნები; სომხეთი თავისი დიდძალი შეიარაღებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, რომელსაც შეუძლია რუსეთის მიერ პროვოცირების შემთხვევაში მოქმედებაში მოიყვანოს საკუთარი შეიარაღება. და ჩვენი ქართული ჯარი, რომელიც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას, ცხადია, ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

 

               

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: