IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ერიკ ფურნიეს

 

 

მის აღმატებულებას, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართელოში

ბატონ ერიკ ფურნიეს

 

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ჟურნალ „თბილისელების“ მეშვეობით ქართული საზოგადოება გაეცნო თქვენს ინტერვიუს, რამაც გაგვიჩინა გამოხმაურების სურვილი და გწერთ, არც თუ ისე მოკლე წერილს.

როგორც ინტერვიუს წინასიტყვაობიდან შევიტყვეთ, თქვენ  ბრძანდებით   დამამთავრებელი კლასების კონკურსის ლაურეატი; გაქვთ თანამედროვე ლიტერატურის სპეციალისტის, ისტორიის მასწავლებლის, ფრანგული ლიტერატურისა და ცივილიზაციის სპეციალისტის, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციათა ეროვნული ინსტიტუტის დიპლომები.

თქვენს მიერ მიცემული ინტერვიუდან ნატლად სჩანს, რომ თქვენ მოიკოჭლებთ საქართველოს ისტორიის ცოდნაში. თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტები და თარიღები, რბილად რომ ვთქვათ,  არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს.

თქვენო აღმატებულებავ, გავკადნიერდებით და შემოგკადრებთ: თქვენ ძალიან ცუდად იცით თქვენდამი რწმუნებული ქვეყნის ისტორია და რაც იცით, ისიც საქართველოს მტრების მიერ შეთითხნილი სიცრუეა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ისტოორიულ მეცნიერებასთან, სინამდვილესთან.                                                                            

როგორც სჩანს, თქვენ დიდი მონდომებით დაეწაფეთ რუსულ-ოსურ ყალბ ისტორიულ მითებს, ჩვენი მოკრძალებული რჩევაა გაეცნოთ იმ ისტორიულ წყაროებს, რომლებიც ისტორიული სიმართლითა და ობიექტურობით გადმოგვცემენ საქართველოში ბოლო ორი საუკუნის მანძილზე მიმდინარე პროცესებს.

თავდაპირველად განზრახული გვქონდა ვცრლად მოგვეთხრო ამ პერიოდის შესახებ, მაგრამ ღია წერილით ამის გადმოცემა შეულებელია, ამიტომ შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ ვითარება.

- ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას – ამბობთ თქვენ.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ 1921 წელში მხოლოდ ორიოდე თვე იარსება და აქედან გამომდინარე 1921 წელს ვერ გაჟლეტდა ოსებს, რადგან 1921 წლის 25 თებერვლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მენშევიკურმა (სოციალ-დემოკრატიულმა) მთავრობამ, თავისივე უნიათობისა და უუნარობის გამო, დატოვა ქვეყანა და საქართველო ხელში ჩაუგდო თავისსავე ნახევარძმებს – ბოლშევიკებს.

საქართველოს დამოუკიდებელმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამიოდე წელი იარსება (1918 წლის  26 მაისიდან  -1921 წლის 25 თებერვლამდის). ძნელი და პრობლემებით აღსავსე აღმოჩნდა საქართველოსთვის ეს პერიოდი – ახლად განთავისუფლებული ქვეყანა  ორი მსხვრევადი იმპერიის – რუსეთისა და ოსმალეთის – პირისპირ აღმოჩნდა, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ საქართველოს სახელმწიფოების აღდგენას და ყოველნაირად ცდილობდნენ მის ხელყოფას, ამისათვის ისინი იყენებდნენ ნებისმიერ მეთოდებს, იქნებოდა ეს პირდაპირი ავანტიურა  თუ ქვეყნის შიგნიდან აფეთქება. თურქეთი ცდილობდა საქართველოს მუსულმანური მოსახლეობის გადაბირებას და პროვოცირებას.  რუსეთიც, სულ ერთია თეთრი იყო თუ წითელი, წარმატებით იყენებდა იმპერიების უმთავრეს დევიზს „დაყავი და იბატონე“. რუსი ბოლშევიკები გაჰყვიროდნენ რა სოციალ-დემოკრატიულ  დევიზს – „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“ და ამ საბაბით საქართველოში აწყობდნენ შეიარაღებულ გამოსვლებს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მათ საქართველოს რამოდენიმე რეგიონში მოაწყვეს არეულობები, შეიარაღებული გამოსვლები.

1918-1920 წლების მანილზე ბოლშევიკებმა სამჯერ მოაწყეს საქართველოს სახელმწოფოებრიობის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლა შიდა ქართლში (და არა მარტო შიდა ქართლში), რომელშიც გამოიყენეს იქ მცხოვრები მათივე წაქეზებული და სეპარატისტულად განწყობილი ოსური მოსახლეობის ნაწილი.

              რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში, შიდა ქართლის ოსებმა დაიწყეს დამოუკიდებლობის მოთხოვნა რუსეთთან შეერთების მიზნით.

             1918 წლის მარტში რუსების წაქეზებით, ოსურმა ბოლშევიკურმა ორგანიზაციებმა წამოიწყეს აჯანყება, რომელსაც მოყვა სისხლიანი შეტაკება ქართველებსა და ოსებს შორის. ეს აჯანყება ქართულმა სამთავრობო ძალებმა ჩაახშო.

             ცნობისათვის, 1918 წლის 13 სექტემბრის კანონით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს 26 ადგილი ეკუთვნოდათ. აქედან სომხებს 10, აზერბაიჯანელებს 4, აფხაზებს 3, რუსებს 2, ოსებს 2, ქართველ ისრაელელებს 1, ებრაელებს 1, ბერძნებს 1 და გერმანელებს 1. ასე რომ საქართველოში ეროვნულ უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპები არც იმ დროს ყოფილა უცხო. მაგრამ შეიარაღებული სეპარატისული გამოსვლები,რომლებიც მიმართულია ქვეყნის ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი ერთობის წინააღმდეგ, ვფიქრობთ ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ადექვატურ ქმედებას ღებულობს. 

              1920 წლის 28 მარტს ე.წ. ”სამხრეთ ოსეთის ნაციონალური საბჭო” ქმნის “სამხრეთ ოსეთის რევოლუციურ კომიტეტს” (“რევკომი”). იმავე წლის ოქტომბერში “რევკომი” რუსეთის კომუნისტური (ბოლშევიკთა) პარტიის კავკასიის ბიუროსაგან ითხოვს „სამხრეთ ოსეთისათვის“ ავტონომიის სტატუსის მინიჭებას.

ცნობისათვის: ტერმინი“ სამხრეთ ოსეთი“ რუსულ პრესაში ჩნდება მე-19 საუკუნუს შუა ხანებში, მანამდის საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას ასეთი მცნება არ ახსოვს. მიკერძოებულად და „ისტორიის დამახინჯებად“ რომ არ ჩაგვითვალით, მოგაწვდით რიკებს, რომლებიც თვით რუსეთშია შედგენილი და გამოცემული“

 

ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს რუკა რუსეთის იმპერიის მიერ მის ანექსიამდის, რომელიც გამოცემულია ჯერ კიდევ სსრკ-ში. ამ რუკაზე აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში ჩვენ ვხედავთ არა მარტო ყოფილ სამხრეთ ოსეთის აო-ს არამედ ჩრდ. ოსეთის არ-ს ნაწილსაც კი.

 

ძველი რუსული რუკა - რუსეთთან მიერთებული კავკასიის ქვეყნების და ტერიტორიები.„ჩრდილოეთ ოსეთი“ შეუერთდა 1774 წ.სამხრეთი კი სრულებით არა! ის შეუერთდა აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად

 

კავკასიის ძველი ადმინისტრაციული რუკა, რომელიც გამოცემულია მე- 19 საუკუნის ბოლოს. სად ხედავთ აქ ალანეთს? ტერგის ოლქის შემადგენლობაში.სად არის ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ აო?სად და ჯერ კიდევ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების შემადგენლობაში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის ძველი რუკა 1914 წლისათვის.მასზეა აგრეთვე / დასავლეთ ამიერკავკასიის რუკა, რომელიც შედგენილია 1922 წელს სმხედრო სახელმძღვანელოსათვის.

 

 ბატონო ელჩო, ამ დოკუმენტებიდან გამომდინარე ნათლად სჩანს, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებულა „სამხრეთ ოსეთი“. 

მივყვეთ დაუმახინჯებელ  ფაქტებს:               

„1920 წლის მარტში შიდა ქართლში ადგილი ჰქონდა წითელი ემისრების მიერ ინსპირირებულ ანტიკონსტიტუციურსა და ანტიქართულ გამოსვლებს. რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის 23 მარტის დადგენილებაში ვკითხულობთ: „სამხრეთ ოსეთში შეიქმნას რევკომი. დაინიშნონ რევკომის წევრებად ამხ. გაგლოევი, ჯატიევი და სანაკოევი. ამოცანა 1. დათხოვნილ იქნას ძველი შემადგენლობის ეროვნული საბჭო (ლაპარკია სამხრეთ ოსეთის ე.წ. ეროვნულ საბჭოზე – ლ. ურუშაძე). 2. გამოცხადებულ იქნას საბჭოთა ხელისუფლება, დროებით მთელი ხელისუფლება გადაეცეს რევკომს. 3. დაუყოვნებლივ შეიქმნას შეიარაღებული რაზმები; 4. დამყარდეს კავშირი ჩრდილოეთ ოსეთთან ( ცნობისათვის: ამ დროისათვის არ არსებობდა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური წარმონაქმნი. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1924 წლის 7 ივლისს მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში შემავალი „ოსეთის ნაციონალური ოკრუგის“ საფუველზე, ამ სახელწოდებაშიც არ სჩანს სიტყვა „ჩრდილოეთი“. საჩოთირო ვითარებაა – „სამხრეთ ოსეთი“ შექმნეს 2 წლით ადრე და შემდეგ გაჩნდა „ჩრდილოეთ ოსეთი“ – ა.ს.) და გორის მაზრის სოფლებთან. მოძრაობის ცენტრად სასურველია ცხინვალი (Борьба за победу советской Власти в Грузии/докум. И матер. (1917-1921.Тбилиси 1958, ст. 552-553) (ლ.ურუშაძე. ბოლშევიზმ-მენშევიზმი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918/1921))

1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკური რუსეთის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკაზე თავდასხმისას, რუსულ მე-11 არმიასთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ოსური შეიარაღებული რაზმებიც იბრძოდნენ.

მეტად უცნაური და კურიოზული ფაქტია, საქართველოში, ძირძველ ქართულ მიწაზე „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს შექმნის საკითხი განიხილა რუსეთის კომპარტიის (ბ) ცკ-ს კავკასიის ბიურომ და ამას შემდეგ ხორცი შეასხა ქართველმა კოლაბორაციონისტმა ბოლშევიკებმა 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტით და ესეც ხელოვნურად და გამიზნულად, რამეთუ იმ დროისათვის საქართველოში ეთნიკური ოსები სხვადასხვა რეგიონში სახლობდნენ და გაცილებით აღემატებოდნენ ხსენებულ რეგიონში მცხოვრებ ოსებს.

იმჟამად, შიდა ქართლის ჩრდილოეთის  ტერიტორიის ნაწილი და მოსახლეობის რაოდენობა  არ იძლეოდა ავტონომიის შექმნის საფუძველს, ამიტომ მომავალი ოლქის შესაქმნელად ბოლშევიკებმა მიწები ჩამოაჭრეს საქართველოს სხვა ისტორიულ მხარეებს: რაჭას, იმერეთსა და შიდა ქართლის მოსაზღვრე რეგიონებს. შიდა ქართლში დაიწყეს კავასიის გადაღმიდან ეთნიკური ოსების ჩამოსახლება, რადგან ავტონომიისთვის საკმარისი ოსები არ მოიძიებოდა იმ მხარეში. თვით დედაქალაქის საკითხიც კი მწვავედ იდგა, ქალაქ ცხინვალის მოსახლეობა 1922 წლისათვის შეადგენდა 4543 კაცს, მათ შორის ოსთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო.

ოლქის დედაქალაქის შერჩევისას დილემის წინაშე აღმოჩნდნენ ქართველი ბოლშევიკები. 1922 წლის დასაწყისში სტალინი მოსკოვიდან  ურეკავს საქართველოს ბოლშევიკების თავკაკაცს ბუდუ მდივანს და აცნობებს, რომ გადაწყდა ოსური ავტონომიის შექმნა საქართველოში  და დედაქალაქის შერჩევას ავალებს. მოგვიანებით ის განმეორებით ურეკავს ბუდუ მდივანს და უმოქმედობას საყვედურობს. ბუდუ მდვანი კი ეუბნება, რომ „დედაქალაქის შერჩევა სჭირს, რადგან ოსები ძირითადად მთებში ცხოვრობენ, ერთადერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ცხინვალია, მაგრამ იქ თითო-ოროლა ოსური ოჯახი თუ მოიებნება“.

„სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა 1989 წლის აღწერით შეადგენდა დაახლოებით 96 ათას კაცს, მათ შორის ოსების რაოდენობა 65 ათასს კაცს აღწევდა. სულ საქართველოში ცხოვრობდა 165 ათასი ოსი, ე.ი. 100 000 ოსი ცხოვრობდა ოლქის გარეთ.

ავტონომიური ოქლის შექმნით გათვხედებული ოსობა იწყებს ამ რეგიონში მხცოვრები ქართული და არაქართული მოსახლეობის დევნა-შევიწროებას, თავდასხმებს და ხოცვა-ჟლეტას, განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან ქართულ და ებრაულ მოსახლეობას, რეგიონიდან თითქმის გამოდევნეს ებრაული ოჯახები, წაართვეს რა ქონება და სარჩო-საბადებელი.

ბატონო ელჩო, გთხოვთ გაულდასმით გაეცნოთ იმდროინდელი პერიოდის ამსახველ საარქივო მონაცემებსა და ქართველი მეცნიერების ნაშრომებს და თქვენთვის ნათელი გახდება ყოველივე, აღარ გააკეთებთ ასეთ ცილისმწამებლურ განცხადებებს.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისშექმნით რუსეთს ყოველთვის შეეძლო ზეწოლა მოეხდინა საქართველოზე, რამაც შესანიშნავად გაამართლა 70 წლის შემდეგაც კიდამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში. რუსეთის რეაქციული ძალების მხარდაჭერით ოსმა სეპარატისტებმა შუაგულ საქართველოში, შიდა ქართლში გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი, სუვერენული რესპუბლიკა. ოსი ხალხისათვის საკმაოდ დიდმა, ჯანსაღმა ნაწილმა მაშინვე იგრძნო და დაგმო ერთი მუჭა ოსი სეპარატისტების ყოვლად უაზრო და დაუფიქრებელი მოქმედება. საქვეყნოდ ცნობილმა ოსმა მეცნიერმა . აბაევმა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა, გამოაქვეყნა სტატიასამხრეთ ოსეთის ტრაგედია”. მან ისტორიულ რეალობებზე დაყრდნობით ობიექტურად შეაფასა 1990-იანი წლების დასაწყისშისამხრეთ ოსეთშიმიმდინარე პროცესები. იგი აღნიშნავდა: “მინდა ვიყო ობიექტური და გავარკვიო იყო თუ არა ოსების მხრიდან რაიმე ნაჩქარევი, მოუფიქრებელი მოქმედებები, რომლებმაც პროვოკაციის მოწყობით გაამწვავეს დაპირისპირება და უნდა გამოვტყდე, რომ ასეთი მოქმედებები იყო. მხედველობაში მაქვს სუვერენიტეტის გამოცხადება, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იყო მოსკოვზე პერსპექტივაში სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთის გაერთიანებით. სამხრეთელი ოსების მისწრაფება თავის ჩრდილოელი თვისტომებისაკენ ადამიანურად გასაგებია, მაგრამ გეოპოლიტიკური პლანით ეს შეცდომაა. კავკასიის მთავარი ქედი _ ბუნებრივი საზღვარია საქართველოსა და ოსეთს შორის, და ამ საზღვრის მოშლის ყოველგვარი მცდელობა გამოიწვევს პერმანენტულ კონფლიქტურ მდგომარეობას ქართველებსა და ოსებს შორის. იმისათვის, რომ აღვადგინოთ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები ორ ხალხს შორის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დავამთავროთ საუბარი საქართველოდან სამხრეთ ოსეთის გამოყოფის შესახებ. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ამას არასოდეს შეურიგდება და მართალიც იქნება”. მისივე აზრით, სამხრეთ ოსეთი უნდა განთავისუფლდეს ბუტაფორულისუვერენიტეტისაგან”.1   (ანზორ თოთაძე, ოსები საქართველოში: მითი და რეალობა. ”უნივერსალი” 2008 )

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩოვის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან  შეუძლია გავიდეს, მაგრამ  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას, რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები “ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა“ და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

მოგვიანებით, 1991 წლის 23 მარტს  საქართველოს რესპუბლიკის უყენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსსახურდია და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი დაბა ყაზბეგში ხვდებიან ერთმანეთს და ხელს აწერენ ერთობლივ კომუნიკეს. ამ დოკუმენტს კი ამ ხნის მანილზე საგულდაგულოდ მალავს როგორც საქართველოს დღევანდელი ანტიქართული ხელისუფლება, ასევე რუსეთის მხარე და მომრიგებელ-მოსამართლედ მოწვეული დემოკრატიული დასავლეთი, აი ისიც:

ПРОТОКОЛ

о вcтpече и переговорах Председателя Верховного Совета Российской Советской Федеративной Социалистической Республики и Председателя Верховного Совета Республики Грузия

1. В течение апреля месяца 1991 года подготовить для подписания проект договора о межгосударственных отношениях между РСФСР и Республики Грузия, для чего создать рабочие группы.

В результате согласования совместных действий по стабилизации обстановки в регионе бившей Юго-Осетинской автономной области стороны договорились о следующем:

2. МВД PCФCP и МВД Республики Грузия coздать в течение 10 дней совместную комиссию для изучения обстановки в указанном регионе и объективной оценки ситуации в срок до 20 апреля т.г.

3. МВД РСФСР и МВД Республики Грузия до 10 апреля создают совместный отряд милиции для разоружения всех незаконных формировании на территории бывшей Юго-Осстинской автономной области. Отряду поручается обеспечение охраны общественного порядка на данной территории до стабилизации обстановки.

4. Обратиться в Министерство обороны СССР с предложением о передислокации частей Советской Армии с территории бывшей Юго-Осетинской автономной области.

5. Советам Министров РСФСР, Республики Грузия, Северо-Осетинской ССР начать работу незамедлительно по созданию условий для возвращения беженцев в места их постоянного проживания. Обеспечить восстановление законных органов местной власти.

6. Правительствам Республики Грузия, РСФСР, Северо-Осетинской ССР создать комиссию по оценке ущерба, понесенного беженцами, и осуществить дополнительную материально-техническую и финансовую помощь для компенсации этого ущерба.

7. Считать конечной задачей создаваемых комиссий и отряда – восстановление мира и спокойствия в регионе.

8. Создать постоянную группу по осуществлению контроля за выполнением настоящего протокола и для рассмотрения возникающих текущих вопросов.

Председатель Верховного Совета РСФСР Б. Ельцин.

Председатель Верховного Совета Республики Грузия 3. Гамсахурдиа.

23 марта 1991 г.

(Газета “Вестник Грузии”, № 42, 28 марта 1991 г.)

დოკუმენტიდან  ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან  ისხენიება “ყოფილი სამხრეთ ოსეთი“! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს, როგორც არსებული სუბიექტი.

საქართველოს კანონიერმა უზენაესმა საბჭომ აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და შიდა ქართლს დაუბრუნა თავისი ნამდვილი სახელი, მოაშორა რა იმპერიული, ხელოვნურად შექმნილი ეთნონიმი „სამხრეთ ოსეთი“.

ამ იურიდიული დოკუმენტიდან გამომდინარე, დღეს შიდა ქართლის კვლავ „სამხრეთ ოსეთად“ მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ ისტორიული სამართლიანობის გაუკუღმართებაა.

საქართველოში ოსთა ყბადაღებულ შევიწროებას დავუპირისპირებთ  1989 წლის სტატისტიკურ მონაცემებს:

„1989 წლის აღწერის მიხედვით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის 29% ქართველები შეადგენდნენ, 66,2% ოსები. ოლქის პარტიულ აპარატში 1990 წლის მონაცემებით 140 კაციდან ქართველია 67, ოსი – 85. თვით პარტიის (კომპარტია) საოლქო კომიტეტის აპარატში 37 კაციდან ქართველია 6, ოსი 29. სახელმწიფო აპარატში 227 ადგილიდან ოსებს დაკავებული აქვთ 176, ქართველებს 49. მომსახურეობის სფეროში 2108 ადგილიდან ოსებს დაკავებული აქვთ 1500, ქართველებს – 631. ვაჭრობის სფეროს 226 საშტატო ერთეული ასე ნაწილდება: ოსი – 172, ქართველი – 32.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა შემადგენლობა შემდეგ სურათს იძლევა: ოლქში სულ არის 109 კლუბი, 153 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი, 1 სამხატვრო სასწავლებელი, 2 სამხატვრო სკოლა, 1 მუსიკალური სასწავლებელი, 2 სამუსიკო სკოლა, ოსური დრამატული თეატრები, სამხატვრო საგამოფენო გალერეა და სხვა. ოლქის კულტურის სამმართველოს უფროსი და ხუთივე რაიონული განყოფილების გამგე ეროვნებით ოსია. ასევე ცხინვალის სამუსიკო და სამხატვრო სასწავლებლების დირექტორები და სასწავლო ნაწილის გამგეები ოსებია. საერთოდ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურის ორგანოების, საგანმანათლებლო  დაწესებულებების, თეატრალურ-საკონცერტო და სანახაობითი ორგანიზაციების ნომენკლატურულ მუშაკთა 77,5% ოსები შეადგენდნენ. 

ამჟამად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ფუნქციონირებს 145 ზოდაგსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან 47 ქართულია, 36 ოსური, 5 რუსული, 3 ქართულ-რუსული, 45 რუსულ-ოსური, 5 ქართულ-რუსულ-ოსური.

ყოფილ სამხრეთ ოსეთში ოს ახალგაზრდობას სრული შესაძლებლობა ჰქონდა განათლება მიეღო მშობლიურ ენაზე. მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ „ყაბარდო-ბალყარეთის, ყალმუხეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ადიღესა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ოლქებში არცერთი ეროვნული სკოლა არ არსებობდა და მკვიდრი ეროვნების ყველა ბავშვი რუსულ ენაზე სწავლობდა“    

საქართველოს სახელმწიფოს გამოუსწორებელ დანაშაულად უთვლიან ავტონომიიის გაუქმებას,მაშინ როდესაც რუსეთის მიერ განხორციელებულ მსგავს ქმედებებზე დასავლეთი თვალს ხუჭავს.

2003 წლიდან პუტინის ინიციატივით რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ დაიწყო ავტონომიების გაუქმება ს და ამ ტერიტორიების რუსული ოლქებისა და მხარეების მიერთება.

ამ პოლიტიკის შედეგად გაუქმდა: კომი-პერმიაცკის ავტონომია, ხოლო მისი ტერიტორია მიუერთდა პერმის მხარეს; გაუქმდა ტაიმირისა და ევენკეიის ავტონომიები და მათი ტერიტორიები მიუერთდა კრასნოიარსკის მხარეს; გაუქმდა კორიაკის ავტონომია და მისი ტერიტორია მიუერთდა კამჩატკის მხარეს; გაუქმდა უსტ-ორდინსკის ბურიატთა ავტონომია და მისი ტერიტორია მიუერთდა ირკურტსკის ოლქს; გაუქმდა აგინსკის ბურიატთა ავტონომია, ტერიტორია გააერთიანეს ჩიტის ოლქთან, შედეგად შეიქმნა ზაბაიკალიის მხარე…

ავტონომიების განადგურების პროცესი,  რუსეთის ხელისუფლების მიერ, წინასწარ დასახული გეგმით ხორციელდება, უკვე მიმდინარეობს ადიღეს ავტონომიის კრასნოდარის მხარესთან, ხოლო ხანტი-მანსიისკისა და იამალო-ნენეცკის ტიუმენის ოლქთან მიერთების მომზადება.  

ბატონო ელჩო, რუსეთის ხალხთა საპყრობილეში ათეულობით ერი მოისრა მიწის პირისაგან, ბოროტების იმპერია დღესაც არსებობს და განაგრძობს თავის  ავ საქმეებს. ვნახოთ რამდენი ერი გაიჟლიტა რუსეთის იმპერიიული საცეცებით ბოროტების იმპერიის უკიდეგანო სივრცეში. მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე რუსეთმა კავკასია ხალხთა სასაკლაოდ გადააქცია:

შაპსუღები იყვნენ 300 000 – დარჩა 1983 კაცი;

აბაძეხები – 260 000, დარჩა 14 660;

ნათუხალები – 240 000, დარჩა 175;

თემირღოელები 80 000; დარჩა 3140;

ბჟედუღები 60 000; დარჩა 15 263;

მახოშეველები 8 000; დარჩა 1204;

ადმიელები 3 000, დარჩა 230;

უბიხები 74 000; დარჩა 0

რუსეთის იმპერიამ, არც ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხებს დააკლო ხელი:

კერეკები: ხალხის გენოციდი პრაქტიკულად დასრულებულია – დარჩა 8 კაცი

ნანაელები: სატირალი სინამდვილე – დარჩა 100-150 კაცი

ოროჩები: გენოციდის მწარე ნაყოფი – დარჩა 532 კაცი

ნგანასანები: გადაგვარება და დეგრადაციახალხთა ბედი რუსული იმპერიალიზმის უღელქვეშ – რაოდენობა – 834 კაცი (2004 ). უკანასკნელი აღწერის მონაცემებით ენას ფლობს დაახლოებით 500 ადამიანი.

სელკუპები: ხალხის ტრაგედია – მათი რაოდენობა შეადგენს ოფიციალური მონაცემების მესამედზე ნაკლებს – 600 კაცს.

ოროკები: მწარე ბედი თითქმის გამქრალი ხალხისა – 346 კაცი, მათ შორის 201 ქალაქელია და 145 სოფლის მკვიდრი.

იუგები: იმედის გარეშე – 2002 წლის აღწერით რუსეთში იყო 19 იუგი

კეტები: გადაშენების ზღვარზეკეტებიჩრდილოეთ ციმბირის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი. 2002 წლის აღწერით ხალხის რაოდენობა 1494 კაცი.

ულჩები: ჩაგრული ხალხის სავალა სინამდვილე1989 წლის აღწერით სსრკ-ში ცხოვრობდა 3233 ულჩი

ნეგიდალები: გადაშენების ზღვარზე  – 2002 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, 527 კაცი.

აი, ასეთია რუსეთის იმპერიის მიერ შესრულებული „ზოგადსაკაცობრიო მისია“! პასუხს კი არავინ სთხოვს, თუმც როგორ მოსთხოვენ? ამაზე მეტი საშინელი სურათია ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე, სადაც თითქმის ოთხი ასწლეულის მანილზე იბოგინა ევროპულმა „ცივილზებულმა“ ჩექმამ.

თქვენო აღმატებულებავ, თქვენ კი არც აციეთ და არ აცხელეთ ისე მოგვახალეთ პირში ცილისმწამებელი იმპერიალისტების მიერ მონაჩმახი 1921 წელს 4 000 ოსი გაწყვიტეთო!

ბატონო ელჩო, აქ გვაქვს დასავლეთისათვის დამახასიათებელი ორმაგი სტანდარტი: „ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“.

ბატონო ელჩო, როდესაც თქვენ დიპლომატიური მისიის შესასრულებლად საქართველოში გამოგამწესეს, გულისყურით უნდა შედგომოდით ამ ქვეყნის ისტროიის, ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების გაცნობას. უნდა გასცნობოდით თქვენამდის საქართველოში ნამყოფ და ნაცხოვრებ ადამიანთა შეხედულებებს ამ ქვეყანაზე და მის ხალხზე.

თქვენამდის საქართველოში მე-10-ე საუკუნეში იმყოფებოდა არაბი მეცნიერი იბნ ხუაკალი, რომელიც შემდეგს მოგვახსენებს, რომ თბილისის მაცხოვრებლებს „მეგობრული ურთიერთობა აქვთ აქ შემთხვევით მოხვედრილი მოგზაურისადმი, იქნება ის მწირი განათლების მქონე თუ განათლებული.“  მე-12-ე საუკუნის ჟამთააღმწერელი  ალ ფარიკი კი წერს: „საქართველოს სამეფო კარზე  მუსულმანი სწავლულები განიცდიდნენ ისეთ დიდ ყურადღებასა და პატივისცემას, რაც მათ მუსულმანებს შორის არ გააჩნდათ“.

გერმანიაში მცხოვრები ქართული წარმომავლობის ებრაელი მეცნიერი მოსე ბოროდა ქართველების ცილისმწამებლებს ასე პასუხობს: „…საქართველოს სახელმწიფოს უძველესმა ისტორიამ, მისი ხალხის სულიერმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა აქ ქრისტიანობის უადრეს ხანაშივე გავრცელება. ერისთვის უაღრესად ახლობელი აღმოჩნდა ქრისტიანობის ძირითადი პრინციპიგიყვარდეს შენი მოყვასი…” და ამან ორგანული ნიადაგი მოუმზადა ახალი სწავლების განმტკიცებას საქართველოში. ეს სულიერება, რომელიც უდიდეს აღტაცებას იწვევდა საუკუნეების მანძილზე, და უახლეს ხანამდე საფუძველს უქმნიდა სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და კონფესიის ადამიანების უმაგალითოდ მშვიდობიან და კეთილგანწყობილ მხარდამხარ ცხოვრებას, ესუცხოს მოყვასად აღიარება”, ეს რელიგიურობა, გამოვლენილი არა იმდენად რიტუალის დაცვაში, რამდენადაც ქრისტიანული პრინციპებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამოვცადე მე თვითონ, როგორც ებრაელმა, ჩემი საქართველოში ცხოვრების მანძილზე. ასე იყო საქართველო ქრისტემდე, და ასე აყვავდა ქრისტეს სწავლება ამ ნაყოფიერ ნიადაგზე“.

ქართველი ხალხის სხვათა მიმართ დამოკიდებულებას შესანიშნავად გადმოგვცემს ფინელი სოციოლოგი და პედაგოგო ჰანს-იორან ჰოქსტენტი: „ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს… არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ… საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა…“

ეს მოკლედ ქართველი ხალხის უნიშვნელოვანეს ღირსება-კაცთმოყვარეობაზე და შემწყნარებლობაზე.

            დიახ, ბატონო ელჩო, ჩვენთვის უცხოა სხვა ხალხების სიულვილი, ქართული ენის წიაღში არ შობილა ისეთი მცნებები, როგორიცაა ნაციზმი, ანტისემიტიზმი, შოვინიზმი, რომლის წარმომავლობაც სხვათა შორის საფრანგეთს უკავშირდება.

ახლა კი ვნახოთ ვინ არიან ქართველ ხალხზე ცილისწამებისა და სიძულვილის მთესველნი:

ბატონო ელჩო, გეცოდინებათ რომ გასულ საუკუნეებში კავკასიაში მოგზაურობდა საფრანგეთის „დიდი ერის“ შვილი უფროსი ალექსანდრე დიუმა, რომელსაც უნახავს კავკასიის კალთებზე მობინადრე ოსები და ასე დაუხასიათებია ისინი: ოსები, რომლებიც ბინადრობენ საქართველოს სამხედრო გზის მახლობლად აკეთებენ ბევრ ფულს, მაგრამ არიან მფლანგველები. მოთამაშენი და ლოთები, ამიტომ ყოველთვის ცუდად აცვიათ, ან, უფრორე, სულაც არ აცვიათ. ისინი მიწურებში, დანგრეულ კოშკებში ცხოვრობენ და მთელ თავიანთ შემოსავალს ხარჯავენ თამბაქოსა და არაყზე. ძნელია მათ შორის მდიდრისა და ღარიბის გარჩევა, რადგან ყველას ერთნაირად ცუდად აცვიათ. ოსები, როგორც ინგუშები თამარ მეფის დროს ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ დღეს თვითონაც არ იციან რა რწმენისანი არიან. მთელ დედამიწაზე ოკეანისა და შიდა აფრიკის წარმართებს შორისაც ვერ იპოვნი ველური იდეების და გაუგებარი რწმენის ასეთ ნაზავს.“ ( ალ. დიუმასკავკასიიდანდღიურიგზა თბილისიდან ვლადიკავკაზამდე“, გვ.:358)

ვიმედოვნებთ, რომ წაკითხული გექნებათ და არ დაგვწამებთ გადასხვაფრებას.

ბატონო ელჩო, ხედავთ რას წერს ალექსანდრე დიუმა: „„ოსები, რომლებიც ბინადრობენ საქართველოს სამხედრო გზის მახლობლად“-ო და არა საქართველოშიო და მის დღიურში არად ახსენებს ყბადაღებულ „სამხრეთ ოსეთს“! ჩვენ თუ არა მას მაინც ენდეთ, ბატონო ელჩო!

ოსთა მხრიდან ამა თუ იმ ქვეყნის აბორიგენ მოსახლეობაზე თავდასხმები, ადამიანთა ჟლეტა, ძარცვა უცხო არ არის, რაიც ნათლად სჩანს ამ ხალხის ცხოვრებისეული ისტორიიდან და გამოცდილებიდან. ამის დასტურია მათი დამოკიდებულება მათ გარშემო მცხოვრები ხალხებისადმი. იქნებ გაგონილი გაქვთ, როგორი სისხლის კალო მოუწყვეს ოსებმა 1992 წელს ინგუშ ხალხს. დათვალა კი ვინმემ ოსთა მიერ დახოცილი ინგუშების რაოდენობა?  აი, ის იყო ნამდვილი გენოციდი!

„ცნობილია, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში რუსი გენერლები მრავალგზის მიუთითებენ ოსების მიერ ქართული სოფლების დარბევაზე, ძარცვა-გლეჯაზე და ქართველების მკვლელობაზე.
XIX საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ს. მგალობლიშვილი იგონებს: ლეკთა თარეში რა მოსატანია, ან რა შესადარებელია ოსთა თარეშობასთან. ოსები ყველა თავად მაჩაბლებისა და ერისთავების ყმები იყვნენ, შემდეგ და შემდეგ, როცა გამრავლდნენ, სხვადასხვა თავადთა და აზნაურთა მამულებში გაიხიზნენ და მოედვნენ თითქმის მთელს ქართლის მთა-ტყეებსაოსები მთა-ტყეებში ცხოვრობდნენ; სახნავ-სათესი არ ჰქონდათოსების ნაწილი ქურდობა _ ავაზაკობას მისდევდადაირღვა მყუდროება სოფლისა, ლეკს მორჩნენ და ოსებმა უარესი დღე დააყენეს”.  
ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად რუსი გენერლები გადაუდებელ საჭიროებად თვლიდნენ  შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. გენერალი ტორმოსოვი 1809 წელს ავაზაკობისათვის ხუთ ოსს უსჯის სიკვდილს ჩამოხრჩობით. უფრო მოგვიანებით, 1824 წელს გენერალი ხონევი უპატაკებს გენერალ ერმოლოვს: იმისათვის, რომ შეწყდეს ქართველებზე თავდასხმები და მათი ძარცვა-გლეჯა ოსების მხრიდან, ქართლის მცხოვრებთ უნდა მივცეთ საშუალება დაიცვან თავი მძარცველებისაგან იარაღით, ისე როგორც კახეთის მცხოვრებნი იცავენ თავს ლეკებისაგან. ამიტომ ქართველს მძარცველის მკვლელობისათვის კანონის წესით დევნას ნუ დავუწყებთ. ჩავაგონოთ როგორც მემამულეებს, ასევე ქართლის მცხოვრებლებს, რომ ისინი პასუხს არ აგებენ ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა მკვლელობისათვის. ქართველები მხოლოდ ვალდებული გავხადოთ ყოველი ასეთი შემთხვევა შეატყობინონ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, კერძოდ, რომ ესა თუ ის ოსი მოკლულია თავდასხმისა თუ ძარცვის დროს.“ (ანზორ თოთაძე, „ოსები საქართველოში, მითი და რეალობა“)

გასაკვირი აქ არაფერია, რამეთუ: ქურდობის, ავაზაკობისა და კაცისკვლისტრადიციებიერთ-ერთი ყველაზე უფრო ექსპრესიული ფორმით ოსთა ეთნოგრაფიულ წარსულში არის წარმოდგენილი და მათთან კულტურის დონემდე აყვანილ ზოგადეროვნულ მოვლენად გვაცნობს თავს. ამასთან თვალნათლივ მოწმობს ოსეთში ერთი მხრივ, ქურდების და ყაჩაღების, ხოლო მეორე მხრივ, მკვლელების მფარველი ღვთაებების(!!!) არსებობის ფაქტები. მთელ ოსეთში ფართოდ არის ცნობილი ალაგირის თემის სოფელ ბიზში მდებარე შავი მხედრის ჯვარის (ოს. Дзуар Саубараг) – ქურდების, ყველა ჯურის ღამის თავგადასავალთა მაძიებლისა და მოძალადის მფარველი ღვთაებების სახელი, რომელმაც ერთ-ერთი უპოპულარესი სასოფლო სალოცავის რანგში XX საუკუნის დასაწყისამდე შემოინახა თავი.

საუბარაგს თავისებურადგვერდს უმშვენებსდა ერთგვარად ჩრდილავს კიდეც ოსეთის სოფელ პანაიგანში XIX საუკუნის მიწურულისათვის ფიქსირებული ფარინჯი ძუარიყოველთა მკვლელთა მფარველი ჯვარ-სალოცავი.(ვასილ კვირიკაშვილი, დაპირისპირება (ნაწილი 1))

ბატონო ელჩო, ნამდვილად დაუჯერებელი რამ არის, მაგრამ ფაქტს სად წავუვალთ! გასაკვირი ის არის მხოლოდ, რომ ერი რომელიც პრეტენზიას მთელს დედამიწაზე და კაცობრიული ცივილიზაციის მშობელად აცხადებს, როგორ შეიძლება ასეთი რამ სჭირდეს?!

ასე რომ, ბატონო ელჩო, ჩვენ ნამდვილად არ ვსაჭიროებთ ისტორიის ხელახლა დაწერას.ასეთ რამეს სხვები საჭიროებენ, ვინც მართლა გენოციდს უწყობდა და უწყობს საკუთარ მიწა-წყალზე მცხოვრებ ხალხს და მუსრს ავლებდა ასიათასობით უდანაშაულო ადამიანს „ცივილიზაციისა და განმანათლებლობის“სახელით, მაგალითად აფრიკაში, არაბულ ქვეყნებში, ინდო-ჩინეთსა და ამერიკაში, ვინც ეწეოდა ყოვლად შეუწყნარებელ ადამიანებით ვაჭრობასა და ამით ხდებოდა „დიდი ერი“.

ბატონო ელჩო, ნუთუ „ცივილიზაცია და განმანათლებლობა“ მსხვერპლად მოითხოვდა ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის ხელთუქმნელი ცივილიზაციის განადგურებას? ნუთუ „ცივილიზაციისა და განმანათლებლობის“ დასტურია მონათა ვააჭრობა, რომელიც შავი ჭირივით გავრცელდა თქვენგან მთელს დედამიწაზე და იმ ავადმოსაგონარ საუკუნეებში საქართველომაც სახადივით გადაიტანა ეს უბედურება?

მივუბრუნდეთ ისევ თქვენს ინტერვიუს:

„-ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას.

არა ბატონო ელჩო, საფრანგეთს შიდა ქართლში ომი არ წამოუწყია, საფრანგეთს ისედაც კისრამდის გადადის თავის მიერ წამოწყებული ომების რაოდენობა და ამ ერთ ომსაც როგორ მოგაწერთ თქვენ!

ომი შიდა ქართლში 1918-1920 წლებში წითელი რუსეთის ქართველმა ემისარმა ბოლშევიკებმა და ოსმა სეპარატისტებმა წამოიწყეს და ეს ომი საუკუნეა, რაც გრელდება. 1989 წლიდან მოსკოვმა კვლავ აამოქმედა პერმანენტული ნაღმები საქართველოს ტერიტორიაზე თავისივე მეხუთე კოლონების – ავტონომიებისა და ეროვნული უმცირესობების სახით და შიდა ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა ოსი სეპარტატისტებისა და ექსტრემისტების შეიარაღებული ბანდები, რომელთაც მეტად საშიში ორგანიზაციები  ხელმღვანელობდნენ.

მათ შორის უმთავრესი იყო „ადამონ ნიხასი“, რომელიც შექმნისთანავე ეწეოდა ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას და საქართველოში თესავდა ეროვნულ შუღლს თავისი სეპარატისტული იდეებით.

1990 წელს „ადამონ ნიხასი“-ს პატრონაჟით დაიწყო გამოცემა გაზეთის „არიაგ მომ“ (ამ გაზეთის რედაქცია მდებარეობდა ქ. ცხინვალში (კოლხური ძირის ქალაქია  – ქრცხინვალი და რცხილას, რცხილნარს ნიშნავს) კოჩიევის ქუჩა 1)) ეს იყო გაზეთი, რომელიც ცდილობდა (სათაურიდანაც ჩანს) დაემკვიდრებინა არიული იდეოლოგია და მოეწამლა მრავალი და მრავალი.

მოვიყვანთ რამოდენიმე ამონარიდს თუ რა მიზნები და ზრახვები ამოძრავებდა ამ გაზეთის რედაქციას, მაგალითად გაზეთში სწერია:

„ჩვენ ოსები, ჭეშმარიტად ეთნიკური არიელები ვართ,ჩვენი საკუთარი სახელწოდება პირდაპირ იღებს სათავეს ძველი აერონისაგან. სხვა არიელებთან შედარებით ჩვენ  ყველაზე მეტად ვზარალდებით არიულობის იდეის დისკრიმინაციის გამო, რაშიც გერმანულფა შიზმს მიუძღვის ბრალი. მაგრამ ფაშიზმი ეთნიკური ინდიკატორი არ არის, იგი ახასიათებდა  და ახაისთებს ბევრ ხალხს, მათ შორის თეთრი რასის გარეთაც არიული იდეოლოგია და ჰუმანიზმი არ არიან პასუხისმგებელნი ფაშიზმისა და სხვა იზმების გამო…

… რუსულ-ოსურ კავშირი – ეს არის ჩვენი ღირსეული პოლიტიკური თანასწორობის საფუძველი. ალანურ-ალემანური საზოგადოება ხელს შეუწყობს ოსურ -გერმანული კავშირების რეანიმაციას და დაგვეხმარება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით დავძლიოთ უკულტურობის მემკვიდრეობა, დღევანდელი ოსეთი გადააბიჯებს ხვალინდელ დღეში არიული სიჯიუტითა და ენერგიით, ქრისტიანული მოთმინებით (საინტერესოა, მუსულმან ოსებს რას უპირებენ, ალბათ მათაც გაჟლეტენ! -ა.ს.)

ბატონო ელჩო, რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული ოსი „ისტორიკოსები“ -ს ერთი ნაწილი ხელაღებით აყალბებს არა მარტო საქართველოს ისტორიას, არამედ ისინი გადატრიალებებს ახდენენ მსოფლიოს ისტორიაში. ხოლო ჩვენ ქართველები, კავკასიის სხვა ხალხებთან ერთდ მადლიერინი უნდა ვიყოთ ოსებისა, რამეთუ ისინი მოგვევლინენ „განმანათლებლებად“, თურმე ქართული ლიტერატურის მშვენება, კაცობრიობის ლიტერატურულ საგანძურში დამკვიდრებული უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი შოთა რუსთველიც ოსი ყოფილა, ოსები ყოფილან აგრეთვე აკაკი წერეთელიც და სხვა ქართველი შემოქმედნიც. და თუ რაიმე შეგვიქმნია – ცეკვა-სიმღერით დაწყებული, რომელიც ცისკკიდურამდის აღაფრთოვანებს მსოფლიოს ხალხებს – მატერიალური კულტურით დამთავრებული, მხოლოდ ოსების შემწეობითა და მადლით?!    

თუ მათს დავუჯერებთ, მხოლოდ ოსი ხალხის გენიიის კელაპტარს გაუნეთებია „უკუნი“ კავკასია და არა მარტო კავკასია, სხვა ქვეყნებიც, როგორც ამას ქვემოთ გიჩვენებთ. მხოლოდ ოსი ხალხი ყოფილა კაცპბრიული ცივილიზაციისა და გენიის შემქმნელ-მატარებელი. მაგრამ სულ სხვისთვის ზრუნვაში ღამენათევ ოს ხალხს საკუთარი ანბანის შესაქმნელად ვერ მოუცლია და ვინ იცის  რამდენი სამყაროული სიბრძნე და საიდუმლო მისცემმია დავიწყებას ამის გამო. რეალურად კი, რომ არა ქართული დამწერლობა და ქართული საისტორიო და ლიტერატურული მწერლობა, რამეთუ ოსთა არსებობისა და ცხოვრების შესახებ ცნობები უმთავრესად ქართულ წერილობით ძეგლებშია შთენილი, არ გეცოდინება ის, რაც დღეს ვიცით ამ ხალხის შესახებ. რაც შეეხება ეთონონიმ „ოსსა“ და ტოპონიმ „ოსეთს“, რომელთაც დღეს ხმარობს მსოფლიო, ქართული წარმომავლობისაა.

ოსური მწერლობა მხოლოდ ამ ასიოდე წლის წინ შეიქმნა და ისიც სხვა ანბანებზე (ჯერ ქართულ დამწერლობაზე და შემდეგ კირილიცაზე), როგორც სჩანს, მათთვის ძნელია კაცობრიული სიბრძნის ქაღალდზედ სხვისი ასო-ნიშნებით გადმოტანა და შედეგიც სახეზეა – ერთი-ორი სასოფლო მასშტაბის მოლექს-მეზღაპრის გარდა მათი წიაღიდან ჯერ არ სჩანს მსოფლიოს მანათობელი შუქურა. 

ჩვენის აზრით, ნამდვილად მისასალმებელი და მისაბაძია საკუთარი ერის სიყვარული და მისი ინტერესების დაცვა, მაგრამ საშიში და გაუმართლებელია ის, როცა ამას სხვა ერის ინტერესები ეწირება. საუკუნეების მანძილზედ კი კავკასიის ხალხები მათგან მხოლოდ ასეთ „სიყვარულს“ იცნობენ. სამწუხაროდ ისინი მთელი ისტორიის მანძილზედ კავკასიაში შემოსულ უოველ ახალ დამპყრობელს ფეხქვეშ ეგებოდნენ გამორჩენის მიზნით და მაოხარი და სადამსკელო რაზმების ფუნქციასაც ასრულებდნენ. ასე იყო და არის რუსეთის დროსაც, კავკასიაში  რუსული პოლიციის რაზმების შემადგენლობაში პროცენტული რაოდენობით ოსები ყველას უსწრებენ. ასეთი სიმღეაც კი არსებობდა> „ოსი ბიჭის ფიქრებიო, რომ გავიზრდები მილიციელი ვიქნებიო“.

ისტორიის გაზალბების დიდოსტათთაგან ერთ-ერთი ოსი ოსტატი ჩელეხსათი ამას ბრძანებს: „Благодарю судьбу за то  что на етот свет родился Осетином», მაშ რაღა ვქნათ ბატონო ელჩო ქართველებმა და ფრანგებმა, რა ვიღონოთ განგებას უნდა ვწყევლიდეთ წართველებად და ფრანგებად რომ დავიბადეთ და არა ოსებად?!

თუ ვირწმუნებთ ოსი „ისტორიკოსების“ აქსიომებს, ისინი პრეტენზიას არა მარტო ქართულ მიწაზე აცხადებენ, არამედ სამი კონტინენტის მიწებზეც. მათი „სამეცნიერო კვლევებიდან“ გამომდინარე შესაძლებელია დედამიწის გლობუსის ამგვარად წარმოდგენა:

 

(http://www.kavkazweb.net/forum/viewtopic.php?t=32666&sid=0e2435cecdf83560ff06f0126e13be93), карта обединненой остии  в л 1  го в Н Э составил Андрус

ახლა კი თავს უფლებას მივცემთ ჩვენც დაგისვათ ორიოდე შეკითხვა, თქვენ ხომ დემკრატიის აკვნის დამრწევი ქვეყნის შვილი ბრძანდებით და იმედია არ გაგვიბრაზდებით უხერხული შეკითხვების გამო, რამეთუ თუ დემოკრატიაა, მაშინ  ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

თქვენო აღმატებულებავ, თქვენ პირდაპირ თუ ირიბად ბრალი დაგვდეთ ოსების გენოციდში, თან დაგვამუნათეთ – ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას-ო.

ჩვენ იძულებული ვართ თვალი გადავავლოთ საფრანგეთის ისტორიის საჩოთირო ფურცლებსა და შეგახსენოთ,  თუ ვინ წერს ისტორიას ხელახლა და უკუღმა. იქნებ ეს სიტყვები თქვენივე სამშობლოს გამოცდილებამ გათქმევინათ?

ბატონო ელჩო, თქვენს სამშობლოში ისტორიას სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონის მიხედვით ასწავლიან?

2005 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ მიიღო კანონი, რომლის ძალითაც სახელმწიფო უხეშად ერევა ისტორიის მეცნიერებაში და წარსულში თუ აწმყოში ჩადენილ დანაშაულებეზე საუბარს კრძალავს.

კანონის თანახმად, ფრანგი მასწავლელბლები მოვალენი არიან მეცადინოებაზე ფრანგული კოლონიალიზმის როლი ინდოჩინეთში, შავკანიან და ჩრდილო აფრიკაში დადებითად აღწერონ.

ჩვენ კი აქეთ გვედავებით „ისტორიას ხელახლა ვერ დაწერთ“-ო?!

ნახეთ რას შეიცავს ეს კანონი – „ერი მადლიერია ქალებისა და კაცების, რომლებმაც წილი გაიღეს იმ საქმეში, რომელიც საფრანგეთმა ადრინდელ საფრანგეთის დეპარტამენტებში ალჟირში, მაროკოში, ტუნისში და ინდოჩინეთში, აგრეთვე ტერიტორიებში, რომლებიც უწინ საფრანგეთის სუვერენიტეტის ქვეშ იყვნენ, გასწია“ (2005 წლის 23 თებერვლის კანონი, მუხლი 1). 

საფრანგეთის მიერ გამოცემული კანონი ჩქმალავს კოლონიალიზმის შავ-ბნელ მხარეებს, ბარბაროსობას და დანაშაულობებს, რომლებიც ჩადენილი იქნა კოლონიზირებული ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ. ამით უგულველყოფილია დევნა და წამება.

„დემკრატიის“ აკვნის დამარწეველ ქვეყანაში იკრძალება მხვერპლის ხსენებაც კი!

ამ კანონის მე-4-ე მუხლი“საუნივერსიტეტო კვლევა წმენდს საფრანგეთის ყოფნის ისტორიის  მოცემულ პერიოდს სხვა კონტინენტებზე, და უპირველეს ყოვლისა ჩრდილოეთ აფრიკაში. სასწავლო პროგრამები სკოლებში უპირველეს ყოვლისა წარმოსახავენ საფრანგეთის ყოფნის როლს სხვა კონტინენტებზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აფრიკაში, დადებითად და მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებენ საფრანგეთის არმიის მებრძოლების მსხვერპლს, რომელიც მათ ეკუთვნით“.

ესეც თქვენი მართალი ისტორია!

ბატონო ელჩო, 1945 წელის 8 მაისს ვინ დაიწყო „სეტიფის ბროლა“ ალჟირში და რამდენი ალჟირელი იქნა გაწყვეტილი იმ დღეს?

თქვენ რომ უხერხულობაში არ ჩაგაგდოთ, ჩვენვე ვუპასუხებთ ჩვენსავე კითხვას – ფრანგებმა! რასაც ემსხვერპლა 45 ათასი კაცი, ფრანგები კი ამ რიცხვს მალავენ და ამბობენ 8 000, რაიც ორჯერ აღემატება 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ „გაწყვეტილ“ ოსებს.

და ეს ხდება იმ დღეს, როდესაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერელებზე გამარჯვებას ზეიმობდა!

ამ დღეს ხალხი გამოსულა ქუჩაში და მოუთხოვია საფრანგეთის დანაპირების შესრულება  – ომის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებელი იქნებით-ო.

ფრანგების მიერ გაჟლეტილი ალჟირელები

 

კონფრონტაცია დამოუკიდებლობის გამო გაძლიერდა ძლიერი დარტყმებით, პარტიზანული ომებით. „გამარჯვებულ სახელმწიფოს“ საფრანგეთს სურს აფრიკისაგან ამოიღოს უფრო მეტი მოგება, რომელიც მას არ ეკუთვნის, გამარჯვების სიამაყემ დე გოლმა არ იცის ზღვარი, ამიტომ აწარმოებს ომებსა და შურისძიებას, რომელიც თავისი არსით უთანაბრდება ჰიტლერისას. შედეგები ასეთია, 20 000 დაღუპული ფრანგი და 1 მილიონი ალჟირელი.

1961 წლის პარიზის ხოცვა – სულ უფრომეტად გამოიყენება ლაგამი  საფრანგეთის კოლონიალიზმის სიმართლის წინააღმდეგ.

2005 წლის 18 ოქტომბერს საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა გაიხსენეს 1961 წლის 17 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა, რომლის დროსაც პარიყში დაიღუპა  200 ალჟირელი დემონსტრანტი.

1961 წლის ოქტომბერში პარიზში 30 000 ალჟირელმა გამართა ალჟირის ომის წინააღმდეგ დემონსტრაცია, რომელიც დახვრეტილ იქნა. 

ხოცვა-ჟლეტა ალჟირში

 

თქვენო აღმატებულებავ, იქნებ ისიც გავიხსენოთ, რაც ამ 50 წლის წინ მოხდა ალჟირის უდაბნოში. „ცივილიზებული და განათლებული“ სახელმწიფო დაპყრობილ ტერიტორიაზე ცდის ატომურ ბომბს, რომლის გამოც მოსახლეობა დღესაც მის შედეგებს განიცდის. 1960 წლის 13 თებერვალს, დილის 7 საათსა და 4 წუთზე. ფეთქდება ატომური  ბომბი, რომლის ძალა იყო TNT -ს 70 კილოტონა, ხუთჯერ ძლიერი, ვიდრე ხიროსიმისა. 

საფრანგეთი დიდხანს უარყოფდა იმას რომ ატომური გამოცდებისას ადამიანები არ დასხივებულან. საფრანგეთმა 1960 წლიდან 1996 ერთიანობაში გამოსცადა 210 ბომბი. პირველად 16 (!) ბომბი ალჟირის საჰარაში ააფეთქა. ატომური გამოცდებისას დაზარალდა 150 000 სამხედრო და სამოქალაქო და ამას ემატება იმ ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობაც.  

ატომური ბომბის აფეთქება ალჟირში

 

აფეთქების ზონა 2006 წლამდის არ იყო დახურული. ატომური გამოცდის მსხვერპლთა კავშირი იტყობინება, რომ გამოსხივება ზოგიერთ ადგილას საერთაშორისო ნორმებს 22-ჯერ აღემატება. მოსახლეობა დღემდის განიცდის ამას, ბავშვები იბადებიან მახინჯები, მრავალს უჩნდება კიბო.

 

ალჟირელები დღესაც ითხოვენ 1830/1960 წლების მანილზე ფრანგი კოლონისტების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

აი, რას ამბობს ალჟირული წარმოშობის ექსპერტი გაზელ ჯამალი:

„Я напомню, как проходило завоевание нашей страны, чтобы дать понять, что нам есть за что спросить с французов. В 1830 – 40-х годах, когда они завоёвывали Алжир, творились такие вещи, по сравнению с которыми меркнут преступления гитлеровцев во Второй мировой войне. Алжирский народ, как берберы, так и арабы, сражались с захватчиками до последнего человека.

Против нашего народа французы бросили легионеров, набранных из сброда со всей Европы, которые творили у нас ужасные зверства. Пример – завоевание Кабилии. Захватчики загоняли мирное население в пещеры, обкладывали выходы оттуда хворостом и поджигали. От удушья гибли тысячи женщин, детей и стариков.

В случае восстаний на уже завоеванных территориях поголовно уничтожалось все их население, для острастки остальных легионеры надевали отрубленные головы жертв на пики и проходили с ними по тем населенным пунктам, которые могли примкнуть к сопротивлению.

То, что происходило во время Национально-освободительной войны 1954–62 годов, – разговор особый. Именно за расследования ее событий Алжир может получить львиную долю компенсаций. Методы подавления восстания алжирского народа со стороны «просвещенной» Францией за сто с лишним лет почти не изменились.

Французы лишь взяли на вооружение тактику гитлеровцев: сгоняли население партизанских районов в концлагеря и проводили массовые репрессии. Кроме того, использовали они и технические новшества, такие, как напалм.

Всего же за время этой кровавой войны алжирский народ потерял полтора миллиона человек из девятимиллионного населения. Эта цифра говорит сама за себя.

Так что нам есть, за что спросить с французов. И мы уже фактически начали судебное дело, которое имеет все шансы увенчаться успехом. Я имею в виду полугодовой давности иск против Франции жителей местечка Реган, где французы в конце 1950-х гг. проводили испытания ядерного оружия“.

Алжир «монетизировал» колониальные грехи Франции

http://news.mail.ru/incident/3013321/gallery/

ახლა კი მოვიყვანთ მოზრდილ სტატიას, რომელიც მოვიკვლიეთ ინტერნეტ-სივრცეში.

 

რუანდა: საფრანგეთი აქტიურად მონაწილეობდა გენოციდში

Tutsi Quelle: Foto: dpa

ტუტსი გენოციდის მსხვერპლთა ნეშტის წინ. Foto: dpa

 რუანდას ხელისუფლება ტუტსის უმცირესობების გენოციდის 14 წლის შემდეგ საფრანგეთის წინააღმდეგ აყენებს მიმე ბრალდებებს. ფრანგ სამხედროებს არა მარტო უნდა სცოდნოდათ მკვლელობების მომზადების შესახებ, არამედ მათ თვით უნდა მოეკლათ და ძალმომრეობა გამოეყენებინათ.

რუანდამ დაადანაშაულა საფრანგეთი 1994 წლის  ტუსის უმცირესობის გენოციდში „აქტიური როლისათვის“. მთავრობის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული საგამოძიებო კომისიის ანგარიშის თანახმად, ორი წლის მანილზე გამოიკითხა გადარჩენილები და თვითმხილველები, საფრანგეთის ხელისუფლებამ იცოდა, რომ იყო მზადება გენოციდისათვის. ამას გარდა საფრანგეთმა ითამაშა როლი ჰუტუს  მილიციის მომზადებაში, რომლებმაც ას დღეში  800 000 ტუტსი გაწყვიტა, ხაზი გაუსვა ბრიტანულმა ბბს-მ თავის გადაცემაში. აგრეთვე, ფრანგ სამხედროებს უშუალოდ პირდაპირ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულში. მათ უნდა მოეკლათ, როგორც ტუტსები, აგრეთვე ჰუტუც, რომლებმაც შეიფარეს ტუტსები. ამასთანავე ფრანგ სამხედროებს უნდა გაეუპატიურებიათ გადარჩენილი ტუტსებიც.

მოხსენებაში ჩამოთვლილია 33 ფრანგი ოფიცერი და პოლიტიკოსი, რომლებიც ავტორების აზრით უნდა მიეცნენ პასუხისგებაში თავიანთი როლის გამო. სხვათა შორის დასახელებულია საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი და ყოფილი პრემიერ მინისტრი დომენიკ დე ვილპენიც.

ჰუტუს რეჟიმთან საფრანგეთის კავშირის მტკიცებულებები

პრეზიდენტმა პოლომ კაგამემ გასულ კვირაში უკვე ილაპარაკა საფრანგეთის კავშირის ხუტუს რეჟიმთან, რომელიც პასუხისმგებელი იყო გენოციდზე, „სერიოზული მტკიცებულებების“ შესახებ. რუანდის მთავრობამ კომისიის დასკვნა მიიღო ჯერ კიდევ ნოემბერში, რომელიც აქამომდის არ გამოქვეყნებულა. 

საფრანგეთმა წარსულში აღიარა „პოლიტიკური შეცდომები“, მაგრამ მონაწილეობა მიიღო გენოციდის განხორციელებაში. რუანდის დღევანდელმა მთავრობამ, რომელშიც ტუცები სჭარბობენ, 2006 წლის ნოემბერში მას შემდეგ გაწყვიტა საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, რაც ფრანგმა მოსამართლემ გასცა პრეზიდენტის თანამშრომლის დაკავების ბრძანება, რომელმაც მოკლა სახელმწიფოს მეთაური  იუვენალ ხაბიარიმანი. ხაბიარიმანის სიკვდილის შემდეგ რადიკალმა ჰუტუებმა დაიწყეს მკვლელობები. საფრანგეთის არმია გაეროს მანდატით იმყოფებოდა რეგიონში და რუანდას ნაწილებში შექმნა უსაფრთხოების ზონები.   (mpr/dpa/AFP)

ბატონო ელჩო აკი ამბობთ, რომ საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას.

ნუთუ ყველაფერი სიცრუეა, ეს არის ის სხვა „ღირებულებები“, რომლებიც თქვენ აირჩიეთ?

განა მარტო ალჟირი? საფრანგეთის კოლონიალიზმისაგან გატანჯული რომელი ერთი ქვეყანა უნდა ჩამოვთვალოთ: ბენინი, ბურკინა ფასო, ჯიბუტი, ჩადი, გაბუნი, გვინეა, კამერუნი, კომორები, მავრიტანია, ნიგერი სენეგალი, ტუნისი…

1945 წლის ნოემბერში საფრანგეთის ჯარებმა დაცხრილეს ჰაიპონგი და გაჟლიტეს  6 000 ადამიანი, ამით დაიწყო ინდოჩინეთის ომი.

 french indochina war

ვიეტნამის ომის მსხვერპლი აქამდის 1,5 მილიონს უდრიდა. ჩრდილოეთ ვიეტნამის ბოლოდროინდელი მონაცემებით აღწერენ უამრავ სამოქალაქო მსხვერპლს. ვიეტნამმა 1995 წლის 3 აპრილს  გახსნა მონაცემები და მსხვერპლის საერთო რაოდენობა შეადგენს  1 მილიონ სამხედროსა და 4 მილიონ სამოქალაქოს, სამხრეთ ვიეტნამმა, ამერიკის მოკავშირემ ომში დაკარგა 250 000 ჯარისკაცი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს მადაგასკარის დამშვიდება დაჯდა 100 000 – სხვა მონაცემებით ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე.

1947 წელს 18 000 ფრანგმა სამხედრომ დაიწყო სისხლისღვრა და შემაძრწუნებელი ქმედებები სამოქალაქო მოსახლეობაში. საფრანგეთის არმიის ოფიციალური ანგარიში საუბრობდა 89 000 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ.

- ევროპა საუკუნეთა განმავლობაში შენდებოდა და, სხვათა შორის, უფრო მეტად იდეებზე დაყრდნობით (განმანათლებლობა XVIII საუკუნეში), ვიდრე სისტემებზე. ნელ-ნელა გამოიკვეთა დემოკრატიული საყრდენი, რომელზეც ამჟამად ჩვენი ინსტიტუტები დგას. საქართველო საერთო მოძრაობას შეუერთდება მას შემდეგ, რაც გადაყლაპავს ეგრეთ წოდებულიევროკავშირის მიერ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილებისდიდ აბს, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო ტექსტებსა და წესდებებს, ნორმებსა და შეზღუდვებს. მაგრამ ეს რთული და ხშირად მტკივნეული პროცესია. საქართველოში მთელი ჩვენი საქმიანობის მიზანია დეტალურად ავხსნათ ამ გამოცდილების მიზეზები, მისი დასაბუთება და სარგებლობა საქართველოსთვის. -ბძანებს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

დიახ, ბატონო ელჩო, ასე შენდებოდა ევროპა მილიონობითი არაევროპელი ადამიანიების სისხლზე და ძვლებზე, შენდებოდა ას მილიონამდის გაყიდული მონის საფასურად. შენდებოდა დანარჩენ კონტინენტებზე მცხოვრები ხალხების კუთვნილი სიმდიდრით, სასარგებლო წიაღისეულით, ბუნების ნობათით, რომელიც მათ ღმერთმა უბოძა, თქვენ კი საუკუნეების განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით იტაცებდით ყოველივე მათეულ სიმდიდრეს.  

აი, ასეთ იდეებზე შენდებოდა ევროპა, ასეთ განმანათლებლურ იდეებზე, ზუსტად მე-18-ე საუკუნეში თქვენი განმანათლებელი ვოლტერი რუსეთის მსუბუქი ყოფაქცევის იმპერატრიცა ეკატერინეს რჩევებს ალძევდა, თუ როგორ უნდა დაეპყრო კავკასია და როგორ უნდა გაეჟლიტა კავკასიელები, რამეთუ მის სამშობლოს ამაში სათანადო გამოცდილება ჰქონდა.

ბატონი ელჩი მკურნალადაც გვევლინება და ევროპაში შესვლისათვის გვირჩევს „ევროკავშირის მიერ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების” დიდი აბის გადაყლაპვას.

ბატონო  ელჩო, არსებობს აბები, რომლებიც ყველა ორგანიზმს არ უხდება, ჩვენ სამოცდაათი წელიწდი ვყლაპეთ ევროპაში გაჩენილი წითელი ჭირის სოციალ- დემოკრატიის მიერ შობილი ბოლშევიზმის აბები და დამანგრეველად იმოქმედა ჩვენს სხეულზე.

ბატონო ელჩო, ჩვენ ის აბები უნდა ვყლაპოთ, რომელიც ჩვენს მამა-პაპათ შეუქმნია და გამოუცდია, ეს არის ჩვენი ზნე-ჩვეულება და ტრადიციები, ჩვენი კანონ-სამართალი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება თქვენსას, პირიქით! ჩვენ თქვენმა მეგობარმა რუსეთის იმპერიამ 200 წელი გვაცხოვრა თავისი ადათ-წესებით, მის დაწერილი კანონებით და ლამის არის დავემსგავსეთ მათ.

ჩვენ საკმაო გამოცდილება გვაქვს „კავშირში“ ცხოვრებისა, მართალია ის თქვენი კავშირისაგან განსხვავებით სისხლითა და ძვლებით აიგო, მაგრამ არსი ერთია, იქაც გვქონდა ერთიანი პასპორტი, ერთიანი ვალუტა, ერთიანი საზღვრები. იქაც ერთი გობიდან ვჭამდით, მაგრამ ზოგს ისეთი დიდი პეშვები აღმოაჩნდა, ლამის შიმშილით დავიხოცეთ.   

ბატონო ელჩო, რა უბედურებაც დღეს საქართველოს თავზე ტრიალებს, ამაში ლომის წილი, რუსეთის „გადემოკრატებულ“ ბოროტების იმპერიასთან ერთად,  თქვენც მიგიძღვით. ჯერ იყო და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ევროპული ორიენტაციის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ცრუ და ფუჭი დაპირებებით კვებეთ, საქართველოსადმი მაშინდელი ევროპის ინდიფერენტიზმმა და გულგრილობამ ხელფეხი გაუხსნა რუსეთის ახლადშექმნილ წითელ, უღმერთო იმპერიას და თქვენს განზე ცქერაში გადაგვყლაპა. მეორე რესპუბლიკას ერთი წელიც არ დააცადეთ, დასვლეთის დასტურითა და გადაგვარებული ქართველების წყალობით, რუსეთმა საქართველოდან განდევნა მართლაც რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ქვეყანაში განახორციელეს სამხედრო გადატრიალება და მოხდა კომუნისტური რევანში. საქართველოში გამოამწესეთ ბებერი, ორთოდოქსი ბოლშევიკი და ცამეტი მეტი აბოგინეთ ქვეყანაში ევროპის გამაერთიანებელი და საქართველოს დამაქცევარი ედუარდ შევარდნაძე.

სწორედ რუსეთის ემისარმა და დასავლეთის დემოკრატიის დიდმა მეგობარმა და მოამაგემ დაამსხვრია საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა, რაც დაასრულა ასევე დასავლეთში გაწვრთნილმა და იქედან მოვლენილმა მისმა სულიერმა მემკვიდრემ მ. სააკაშვილმა.

საინტერესოა, გერმანიის გაერთიანების შემდეგ (გერმანია გააერთიანა გერმანელი ხალხის ნებამ და ძალისხმევამ და არა, როგორც თქვენ დღეს ზოგიერთებს რომ მიაწერთ) ქვეყნის სათავეში ერიხ ჰონეკერი რომ დაბრუნებულიყო, რას იზამდა გერმანელი ხალხი და თვით ევროპა?  

ბატონო ელჩო, თქვენ უარყოფთ რუსეთისათვის სამხედრო გემების მიყიდვას, არა და ინტერნეტ-სივცრცე სავსეა ამ საკითხთან დაკავშირებული ცნობებით. კაციშვილი ვერ გაიგებს რუსეთი ტყუის თუ საფრანგეთი?

 „- ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს.

ბატონო ელჩო, დღეს თქვენ შემთხვევით არ ახსენეთ 1921 წელი და 4 ათასი გაწყვეტილი ოსი. ვიცით საიდანაც მოდის ეს მასახვრობა. საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდი და რუსეთი ამზადებს საპასუხო „დარტყმას“. ჩვეულებისამებრ, ამ საქმეშიც ღირსეულ, შესაშურ დახმარებას გაუწევს საფრანგეთი მის ძმურ მოკავშირეს და თქვენც ახმოვანებთ რუსეთის ხვაშიადს. ამით ამზადებთ საერთაშორისო საზოგადოების აზრს.  პირდაპირ გეტყვით – ეს არის ფარული შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ!

რა არ ხდება ქვეყანაზე ბატონო ელჩო, ევროპელებს ვინც არ მოგწონთ, ვინც თქვენს ჭკუაზე არ გაივლის და თქვენს დაკრულ მუსიკაზე არ აცუნდრუკდება, მას უმალ მოუვლენთ რისხვას. თურმე კადაფის ხელისუფლებას დაუფინანსებია თქვენი ქვეყნის დღევანდელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია, თქვენმა პრეზიდენტმა კი მადლობა თავზე ბომბების დაყრით გადაუხადა. ამ პრინციპებს ემყარება ევროპული ცივილიზაცია და განმანათლებლობა?  

მაშინ მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა!

ალ. სანდუხაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: