IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

ეძღვნება მერაბ კოსტავას

Posted by iberiana2 on May 26, 2012

Advertisements

6 Responses to “ეძღვნება მერაბ კოსტავას”

  1. ss69100 said

    А кто поет и где можно скачать песню? Замечательно поет и великолепная музыка.
    А слова, наверно, антирусские, да?

  2. alexandr said

    Ошибаитес дорогой, песня посвещается Мерабу Костава.

  3. გურამი said

    1. სიმართლით შემოდის სამშობლოსათვის თავდადებული მერაბის დრონი, მართლაც რომ დრონი;
    ახლოვდება აგრეთვე ახალი რუის-ურბნისის კრების განმაცხოველებელი დროც, და ამიტომ მართლმადიდებელნო ერნო და კეთილნო მწყემსნო ივერიისანო გიხაროდენ და კვლავაც გიხაროდენ! ხოლო თქვენ, კგბ-ს მიერ დაქირავებულნო და მპარავნო მწყემსნო, კი გეშინოდეთ, უფლისა გეშინოდეთ!
    უკვე დაზრდილნი არიან მართვენი არწივისანი, ქვეყნისთვის თავადადებაში მბაძავნი მერაბისანი.
    ====================================================================
    2. საქართველოს ამჟამინდელ აქტიურ სასულიერო(პატრიარქის ჩათვლით) და საერო პოლიტიკურ ფიგურანტთაგან არავინ არ არის სანდო მითუმეტეს, დაპირისპირებულ ურთიერთმოძულე ხელისუფალთაგან (პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ჩათვლით), რამეთუ …”ყოველი კაცი ცრუ არს”(ფს. 115). და ისინი სანდონი ვერ გახდებიან მანამ, სანამ მათზე არ დაიშვება საღვთო განგებულება (მაგალითად ისე, როგორც ეს მოხდა ჯვარცმის წინაღამეს, როცა უფლის ლოცვის შედეგად უფლის სამგზის უარმყოფელი პეტრე მოციქული დახსნილი იქნა განსაცდელისაგან).
    ისმის შეკითხვა: მაშ, ვინ არის ან ვინ შეიძლება იყოს სანდო? პასუხი ცალსახაა – ამჟამად ცოცხალთაგან ხილულად არავინ ჩანს ღირსეული (იგი გამომჟღავნდება მხოლოდ სანდოობაზე პრეტენდენტის ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ), უხილავთაგან კი – უპირველესად ქრისტიანეთა მწყემსი კეთილი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე – და შემდეგ მის მიერვე გამორჩეულნი მობაძავნი მისნი: მოციქულნი პავლე(„…ჩემი მობაძავნი იყავით, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს…“ – 1კორ.11.1.), პეტრე, იაკობი…, და მათი მობაძავნი ღვთივ დადგინებულნი მრავალნი ქრისტიანენი.
    რაც ეხება მოციქულ პავლეს თანამედროვე ქართველ მობაძავებს, მათ შორის გამორჩეულნი არიან ერის ღირსებისათვის თავდადებულნი: ეროვნული გმირები მარო მაყაშვილი, მერაბ კოსტავა, 1989 წლის 9 აპრილის გმირები, მღვდელმონაზონი ანდრია…
    =========================================================================================================
    3. მათ, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს(ანუ ვისაც ეს კომენტარი სულიერ მშვიდობას არ დაურღვევს):
    სავარაუდოდ, კიდევ 10-20 წელიწადი საქართველოში არ იქნება მშვიდი, ღვთივსათნო ცხოვრება, ვინაიდან სამშობლო ჩვენი ჯერ არ არის გაბრწყინებული ქრისტესმიერი სიყვარულით; და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან რუსის მონობაში (ე.ი. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე) დაბადებულ მონური სულისკვეთების (ნებსით თუ უნებლიეთ) მქონე თაობებს და მათ წინამორბედ თუ ამჟამინდელ წინამძღვრებს (გამონაკლისი იყო მხოლოდ მერაბ კოსტავა და სულიერი ძმანი მისნი) უმთავრესად ამოძრავებთ მონობას მიჩვეული კაცისათვის დამახასიათებელი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენისა და უახლოესი საცხოვრისი გარემოს მხოლოდ სათავისოდ მოწყობის ცხოველური ინსტინქტი, რამაც განაპირობა საზოგადოებრივ ასპარეზზე ამბიციური და ავანტიურისტი ლიდერების გააქტიურება (ეს ხან ხუნტისგან და რუსის კგბ-სგან ხელდასხმული კარიერისტი შევარდნაძეა, ხან დასავლური განათლებით გაყოყოჩებული ავანტიურისტი, ხელისუფლების უზურპატორი სააკაშვილია, ხან მეოცნებე, გაკოტრებულ ქართველ ვაი-პოლიტიკოსთა სანაგვეში მქექავი და „ანეკდოტების“ მოყვარული ოლიგარქი ივანიშვილია და ხანაც… კიდევ ვინ იცის ვინ). მათი საერთო მახასიათებელია ამპარტავნული თვითგანდიდების მანია, პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ აშკარა სიძულვილი და მათ მიმართ ე.წ. “ნულოვანი ტოლერანტობა”, რასაც მოჰყვებოდა ხოლმე ცვლილებების მოსურნე მოწინააღმდეგეებისათვის რჩევა-მუქარა: ხან “ლოგინში გადატრიალების მოწყობისა”, ხან “სველ წერტილში ჩარეცხვისა”, ხან “შუის გაკრეფის აუცილებლობისა” და ხანაც კიდევ ვინ იცის რა. ერთი რამ კი ამთავითვე ცხადია: არამონობაში (ანუ დამოუკიდებელ საქართველოში) დაბადებული ახალგაზრდა თაობის ღირსეული (ანუ ქვეყნისათვის თავდადებაში მერაბის მობაძავი) წარმომადგენლები (რომლებთაგან უფროსები ამჟამად უკვე 20-22 წლისანი არიან) სულ მალე მოუღებენ ბოლოს ამბიციური ავანტიურისტებისა და უპასუხისმგებლო საერო თუ სასულიერო ვაი-ლიდერების პარპაშს საქართველოს საზოგადოებრივი მოღვაწეობის არენაზე. საზოგადოებრივი ცხოვრების განახლება კი სავარაუდოდ დაიწყება სასულიერო და საერო ცხოვრებაში კათარზისით და იგი დაიწყება ხსენებული თავისუფალი თაობის წარმომადგენლების ინიციატივით დაახლოებით 10-20 წლის შემდეგ(როცა მონობის სინდრომი ამოიძირკვება აქტიური ქართველი კაცის ცნობიერებიდან); საბჭოური მონობის ეპოქაში დაფრთიანებულ ამჟამინდელ პოლიტიკურ სულსწრაფ ლიდერებს კი შევახსენებ, რომ ღმერთთან მოსაუბრე, ეგვიპტის მონობაში დავაჟკაცებული ბიბლიური მოსეც კი ვერ გახდა ღირსი ღმერთის მიერ აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა და თქვენ, მპარავნო და დაქირავებულნო მწყემსნო გზადაბნეული ცხვარისა, ღმერთის და მამულის წინაშე რომელი დამსახურების გამო( ერთის მხრივ ვთქვათ “ლოგინში გადატრიალების” მოწოდებისა, თუ “სველ წერტილში ჩარეცხვის” ან “შუის გაკრეფის” მუქარებისა და, მეორეს მხრივ კი, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისა, თუ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამარცხვინოდ წაგებისა, თუ პოლიტიკურად გაკოტრებულ ვაი-პოლიტიკოსთა პოლიტიკური სანაგვედან ამოქექვისა და მათთვის ხელახალი პოლიტიკური ბაკქანალიის მოწყობის შესაძლებლობების მიცემის გამო) , უნდა გამხდარიყავით ან უნდა გახდეთ წინამძღოლნი ქრისტეს მადლით გაბრწყინებული, თავისუფალი საქართველოსთვის თავდადებით მებრძოლი ქართველი ერისა?!
    =====================================================================================
    4. გორთან ჩასაფრებული ოკუპანტი პუტინის ავანტიურისტული ჩანაფიქრი: ქართველის ხელით აურიოს სიტუაცია საქართველოში(როგორც ეს მოხდა 1991-1992 წლებში) და კვლავ მოუვლინოს საქართველოს რუსი ოკუპანტი ყბადაღებული “მშვიდობისმყოფელის” როლში. სწორედ ამიტომ დგება დრო პუტინის გეგმის მხილებისა: შიდა პოლიტიკური ბატალიების გამძაფრების ფონზე დაასუსტოს ბიძინა ივანიშვილის ისედაც სუსტი ხელისუფლება და აიძულოს იგი დაჰყვეს პუტინისეულ გეგმას ბიძინა ივანიშვილის ბიძინა იანუკოვიჩად გარდასახვისა (ქართული საზოგადოების პასიურობის შემთხვევაში კგბ-ს აგენტებით გაჯერებულ საქართველოში უკრაინული სცენარის გამეორება რუსული დაზვერვის ამ მრავალნაცად და ვერაგ უწყებას ნამდვილად არ გაუჭირდება).
    ამიტომ უპრიანია:
    პირველი: არ შევუწყოთ ხელი ნაციონალების რევანშისტული განწყობილებების გაღვივებას;
    მეორე: არ დავუშვათ მეოცნებეების მიერ პოლიტიკური ასპარეზის მონოპოლიზება;
    მესამე: მერაბისეული სულისკვეთების ახალგაზრდული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ტალღაზე პოლიტიკიდან შორს მდგარი პატიოსანი საზოგადოების პოლიტიკური გააქტიურება,
    რათა ამჟამინდელი და მისი წინამორბედი აქტიური პოლიტიკური ვაი-ფიგურანტების და მათი ახლომხედველი თანამოაზრეების გაუაზრებელმა ეგოისტურმა და კონფორმისტული ხასიათის საქმიანობამ პოლიტიკურ ჩიხში არ შეიყვანოს ქართული სახელმწიფო. შორს ჩვენგან ოლიგარქის ფულს დახარბებული და ოკუპანტი რუსის მხარდაჭერილი სულმოკლე ქართველობის უღირსი, კონფორმისტული მისწრაფებები!
    თქვენ კი, ქვეყნისათვის თავდადებაში მერაბისეული სულისკვეთებით ანთებულო თანამოქალაქენო, ღმერთს ებარებოდეთ, რათა ღვთის შეწევნით და 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს ღირსებისათვის დათხეული სისხლის მადლით ავანგარდულად წინ აღუდგეთ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რეალურ საფრთხეს, რომელიც ამ ორი ახლომხედველი და უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის დაუნდობელი ურთიერთქიშპობით შეიქმნა საქართველოში.
    ======================================================================================
    5. Пресловутое отлучение Тольстого от церквы в позапрошлом столетии стало прелюдией процессов, в следствии которых РП церковь стала подсобной структурой гестапоподобных силовых органов безбожних большевитских правителей советской России и этот вопиющий факт в некоторой степени созвучен с фактом игнорирования Руставели(XIII век) горепредводителями ГП церквы (и это длится почти по сей день). От такой близорукости Грузия была наказана ещё строже – длительным лишением возможности самостоятельного государственного развития; а дальше – ещё хуже: в XX веке антихристианский русско – грузинский альянс под “мудрым руководством” безбожной Партии Ленина-Сталина вовсе привел заблудившие христианские народы(и не без помощи их наёмных пастухов) Росии и Грузии к войне 2008 года. Итак, чем дальше от Бога и ближе к безбожным правителям и поддакивающим им наёмным пастырьям, тем суровее станет наказание этим двум горе-государствам, угнетающим свободную Христианскую волю народов Грузии и России.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: