IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• კახაბერ ფიფია- ,,აფხაზური სახელმწიფოებრიობა” _ მითი თუ ისტორიული რეალობა?

• Abkhazia – აფხაზეთი

240124_419761398093843_121144702_o

კახაბერ ფიფია

     ისტორიის დოქტორი, პროფესორი

,,აფხაზური სახელმწიფოებრიობა” _ მითი თუ ისტორიული რეალობა?

 

***

წინასიტყვაობა

თანამედროვე პოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი კუთხის _ აფხაზეთის ისტორიის ცალკეული პრობლემების შესწავლა განსაკუთრებით აქტუალურია. აფხაზეთის ისტორიის კარდინალური საკითხების პირუთვნელ ისტორიულ ჭრილში წარმოჩენა ქართველ და აფხაზ ხალხებს დაეხმარება ხელახალ კულტურულ ინტეგრაციაში, რაც პოლიტიკური ერთიანობის ძირითადი საფუძველია. სწორედ ამიტომ, რუსეთის იმპერიალისტური ძალებისა და აფხაზი სეპარატისტულად განწყობილი წრეების მიერ ქართულ-აფხაზური კულტურულ-ისტორიული ერთიანობის წინააღმდეგ გეგმაზომიერი იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ პლასტს სწორედ აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს ისტორიის ცალკეული ფაქტების აშკარა გაყალბება წარმოადგენს. აფხაზური სეპარატისტული იდეოლოგიის ძირითად ამოცანას უკვე კარგა ხანია წარმოადგენს იმის დასაბუთება, რომ თითქოს აფხაზ ხალხს ისტორიულად არაფერი აკავშირებს ქართულ ეთნო-პოლიტიკურ სამყაროსთან. სეპარატისტთა მიზანი თავიდანვე ცხადი იყო _ აფხაზთა ,,ნაციონალური” ისტორიის შექმნით უნდა მომზადებულიყო გარკვეული იდეოლოგიური ბაზა ქართული სახელმწიფოებრივი სივრციდან აფხაზეთის სეცესიისა და ,,აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს” გამოცხადებისათვის.

თუმცა, სეპარატისტთა მიერ დასახული ამოცანა არც თუ ისე მარტივად გადასაჭრელი იყო. მათ კარგად ესმოდათ, რომ ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ერთობის მეცნიერული უარყოფა და აფხაზეთის ისტორიის საქართველოს ისტორიისაგან გამიჯვნა, მისი იზოლირებულად გაშუქება შეუძლებელი იყო. ამიტომ სეპარატისტმა მკვლევრებმა იმთავითვე დაიწყეს როგორც საკუთრივ აფხაზეთის, ასევე მთლიანად საქართველოს ისტორიის მიზანმიმართული გაყალბება, რაც პერმანენტულად მიმდინარეობდა მთელი XX ს. მანძილზე და გრძელდება ახლაც. თანამედროვე ეტაპზე, საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის პოლიტიკური-სამართლებრივი სტატუსის განსასაზღვრად, აფხაზი სეპარატისტულად განწყობილი მეცნიერები მაქსიმალურად ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინონ ,,აფხაზური სახელმწიფოებრიობის” არსებობის ,,დოკუმენტური ფაქტები”, ,,მისი წარმოქმნის, განვითარების ისტორიული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ქვეყნის სუვერენიტეტს უძველესი დროიდან დღემდე.[1]   ისინი ცალსახად ამტკიცებენ, რომ თითქოს ანტიკურ ხანაში უკვე არსებობდა “აფხაზური ნაციონალური სახელმწიფო” და ეწევიან “აფხაზური სახელმწიფოებრიობის” მრავალსაუკუნოვანი, 2000-2500-წლოვანი ისტორიის პროპაგანდას.[2]  თუმცა, თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ,,დოკუმენტური მტკიცებულებები” ანტიკურ წყაროებში არსებული  მონაცემების მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი ფალსიფიკაციის ფარგლებს არ სცილდება. ,,დამოუკიდებლობაზე” მეოცნებე აფხაზ იდეოლოგთა პოლიტიკური ამბიციები გასაგებია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება მათ ,,თეორიებს”? როგორც არტეფაქტები, ასევე წერილობითი წყაროები აშკარად მეტყველებენ, რომ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართული კულტურულ-პოლიტიკური სამყაროს ნაწილი იყო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც წმინდა მეცნიერ-ული, ასევე სახელმწიფოებრივი სტრატეგიის თვალსაზრისით, აუცილებლად მიგვაჩნია აფხაზეთის ტერიტორიაზე ანტიკურ ხანაში არსებული პოლიტიკური გაერთიანებების სტატუსის შესწავლა და იმის მეცნიერული დასაბუთება, რომ ,,თეორიას’’ ,,აფხაზური სახელმწიფოს” არსებობის შესახებ არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

წინამდებარე ნაშრომში, ანტიკურ წყაროთა ანალიზის სა-ფუძველზე, შესწავლილია აფსილებისა და აბაზგების გაერთიანებების პოლიტიკური სტატუსის საკითხი; ნაჩვენებია, რომ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ანტიკურ ხანაში იყო ერთიანი ქართული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სივრცის ორგანული ნაწილი.

—————

[1] Т. М. Шамба, А. Ю. Непрошин. Абхазия. Правовые основы госуд­арственности и суверенитета. М., 2004, გვ. 3-4. ელექტრ. ვერსია  იხ.: http://www.apsuara.ru/lib_sh/shamba21.php; T. Shamba, А. Ne­p­­roshin. Abk­hazia: Legal basis of statehood and sovereignty. Moscow, 2005, გვ. 4-5. ელექტრ. ვერსია  იხ.: http://www.apsuara.ru/portal­/node­/224.

[2] ix.: mag., Е. К. Аджинджал. Из истории Абхазской государствен­но­с­ти.­ Сухуми. 1993, გვ. 7-8; Е. К. Аджинджал. Абхазская реконкиста и меж­дународное право. Сухум, 2002,  გვ. 8-10. ელექტრ. ვერსია  იხ.: http://www.apsuara.ru/portal/node/1021; Ю.Н. Воронов. Абхазы – кто они?, Гагра, 1993, გვ. 21-22. ელექტრ. ვერსია  იხ.: http://www­.apsu­a­ra.ru/portal/book/export/html/; М. Шамба, А. Ю. Непрошин. Аб­х­а­­зия, გვ. 32, 53.

***

თავი I

ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთი (აფხაზეთი) უძველესი დროიდან ახ. წ. II საუკუნემდე

ჯერ კიდევ შორეული ზედა პალეოლით-ნეოლითის ეპო­ქ­­­ე­ბ­ში, როდესაც კონკრეტულ ეთნოსებზე მსჯელობა გამო­რ­ი­ც­­­ხულია, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია შედი­ოდა ერ­თ­­­ი­ანი მატერიალური კულტურის გავრცელების არე­ალში, რო­მლის შემქმნელებადაც ითვლება საერთო-კავკა­სიური წარ­მ­ო­შობის ტომები.[1] მომდევნო პერიოდებშიც, არქე­ო­ლოგიური მა­­სალების მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ისე­თი­ვე სუ­რ­ა­თი ფიქსირდება, როგორიც დასავლეთ საქართ­ვე­ლოს სხვა რა­იონებში. ენეოლითსა და განსაკუთრებით ადრე­ბრინჯაოს ხა­­ნაში (ძვ.წ. III ათასწლე­ული) მთელ აღმო­სავლეთ შა­ვი­ზ­ღ­ვ­ი­სპირეთსა და მიმდებარე ბორცვიან ზოლში ერთგვა­როვანი კუ­ლტურა იყო გავრცელებული.[2] ბრინჯაოს ხა­ნის ადრეულ სა­ფეხურზევე უნდა დასრულებულიყო ქარ­თვ­ე­­­ლური ტომების ეთ­ნიკური ერთობის ფორმირება. შემდგომ­ში კი ამ ერთობის თა­­ნდათანობითი რღვევის შედეგად ჩამოყა­ლიბ­და ქართველი ტ­ო­­მების ცალკეული ჯგუფები _ სვანური, მეგრულ-ჭანური (კოლხური) და ქართული.[3]

ადრებრინჯაოს ხანის კულტურას, მკვლევართა ნაწილი ,,პრ­ო­ტო­კოლხურ კულტურას~ უწოდებს.[4] ამ კულტურაში, ძი­რი­თადი ერთგვაროვნების მიუხედავად, რამდენიმე ლოკა­ლუ­რი რეგიონი გამოიყოფა.[5] მათ შორის ერთ-ერთია აფხაზ­ეთიც, რ­ო­მ­ლის ძირითადი გან­მას­ხვ­ა­ვე­ბე­ლი ნიშანია დო­ლ­მენები. დო­­­­ლ­მენი კოლექტიური საგვა­რე­ულო სამარხია და­ წარმო­ად­გ­ე­ნს ქვის მეგალითურ ნაგებობას. ისინი­ ფარ­თოდაა გავრცე­ლ­­ე­ბული ჩრდილოეთ კავკასიაში და საერ­თოდ, ევრ­ოპის, აზ­­­ი­­­­­ისა და აფრიკის სხვადასხვა რაიონებში.[6] მართა­ლია, აფ­ხ­ა­ზ მკვლევართა ნაწილი (შ. ინალ-იფა, ვ. ბჟანია და სხვ.) მი­­­იჩნევს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში იქმნე­ბა დასავლეთ სა­­­ქართველოს სხვა რეგიონებისაგან გან­სხ­ვა­­­ვებული თავისე­ბ­უ­რი­ კულტურა, რომლის შემქმნე­ლებიც იყვნენ აფხაზური ტო­­მები, მაგრამ, ჩრდილო-დასავ­ლეთ კოლხეთში დოლმენების გა­ვრცელების საკითხი ჯერჯე­რ­­ობით გადაჭ­რილად არ შეიძ­ლ­ება ჩაით­ვალოს. თუმცა, ფაქ­ტია, რომ მათ გამოჩენას არ­ გა­მოუწვევია არავითარი მკვეთ­რი­ ცვლილება ადგილობ­რივ კუ­­ლტურაში.[7] ამასთან, აღსანიშ­ნავია, რომ დოლმენების სამ­ა­რ­­­ხე­ული ინვენტარი დამახასი­ათებელია საერთოდ დასავ­ლეთ სა­ქართ­ველოს ადრე და შუა­ბრინ­ჯაოს ხანის ძეგლების­ათ­ვ­ის.[8] ამ რეგიონისა და დანარ­ჩენი კოლხეთის კულტურის გე­ნ­ე­­ტი­კური ერთიანობა აშკარად ჩანს ლითონის ნაწარმში.[9] ასე­ რომ, ამ პერიოდშიც თანამედ­როვე აფხაზეთის ტერიტო­რია ორგანუ­ლადაა დაკავშირებული საერთო-კოლხურ კულ­ტ­უ­­­­რულ­ სამ­ყარ­­ოსთან.[10] ანალოგიური სურა­თი ფიქსირდება შუა­ ბრი­ნჯაოს ხანაშიც.

დასავლეთ საქართველო-აფხაზეთის ტერიტორიაზე სა­ე­რ­­­თო­-კოლხური კულტურის ფაქტობრივად სრული ერთი­ან­ო­­ბა­ ყველაზე აშკარად ვლინდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხა­­­ნ­აში (ძვ.წ. XVI-VII სს.). ამ ეპოქაში მთელ დასავლეთ სა­­­­ქარ­თვე­ლოში, აფხაზეთის ჩათვლით და სამხრეთ-აღმო­სავ­ლ­ეთ შავიზღვისპირეთის გარკვეულ მონაკვეთზე, ე.ი. მთელი ის­ტო­რი­ული კოლხეთის ტერიტორიაზე, გავრცე­ლე­ბას იწყებს მა­ღალგანვითარებული ბრინჯაოს კულტურა, რომ­ელიც სპე­ცი­­ალურ ლიტერატურაში ,,კოლხური კულ­ტურის~ სახე­ლი­თაა ცნობილი.[11] გვიან ბრინჯაოს ხანა­ში, აფხაზეთის ტერი­ტ­ო­­რია მატერიალური კულტურის თვა­ლ­­­საზ­რისით, მი­უხ­­ე­­და­ვად ზოგიერთი ლოკა­ლური თავი­სე­ბუ­რე­ბისა, წარმო­ად­გენს ერ­თ­იანი კოლხური კულ­ტურის გან­უყ­ო­­­ფელ, ორგან­ულ ნაწ­ილს.[12]

ამდენად, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ძვ. წ. III-I ათასწლეულებში აფხაზეთის მოსახლეობა ეთნოკულ­ტუ­რ­ული თვალსაზრისით დანარჩენი კოლხეთის მოსახლე­ობას­თან ერთად წარმო­ად­გენდა ერთ მთლიან სამყაროს და აქ რა­ი­მე­ მნიშვნელოვანი მასშტაბის ეთნიკურ განსხვავებულობას ად­­გი­­ლი არ ჰქონდა.[13] თუმცა, მკვლევართა ნაწილის აზრით, ამ­ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ წამყვან როლს კოლხური კულტურის შემქმნელი ქარ­თველური ეთნიკური ელე­მენტი (მეგრელ-ჭანები, სვანები) ასრულებს, განს­ხვა­ვ­ებ­უ­ლი ეთნიკური ჯგუფის, კერძოდ აფხაზურ-ადიღეური ტო­მე­ბის არსებობაც არ გამოირიცხება.[14]

ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარსა და I ათ­ას­წ­ლ­­­ე­­ულის დასაწყისში კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცე­ლე­ბ­უ­­­ლი საკმაოდ მაღალგანვითარებული, ერთგვარო­ვანი მატ­ე­­რი­­ა­ლური კულტურა გარკვეული პოლიტიკური კონსო­ლიდა­ცი­ის შედეგი უნდა იყოს.[15] სწორედ ამ პერიოდიდან, ძვ. წ. II ათ­ა­ს­­წ­ლე­ულის მიწურულიდან ძველ­აღმოსავლურ წყა­რო­ებში, ასურულ-ლურსმულ წარ­წე­რებში ჩნდება პირველი ცნობები ქართული პოლიტიკური გაერ­თი­ან­ებების _ დაიაენი­სა (მოგ­ვ­ი­­ანო ურარტული წყა­რო­ების დია­ოხი) და კილხის (კო­­ლ­ხას) შე­სახებ.[16] სა­ინტე­რესოა ისიც, რომ ამავე პერი­ოდ­ში, ძვ. წ.­ II ათ­ასწლეულის მეორე ნახევ­არში, ბერძნულ სამ­ყა­­როში ზე­პ­ი­რ­სიტყვიერ გადმო­ცემათა სახით ჩნდება პირ­ვე­ლი ცნო­ბები აღ­­მოსავლეთ შავიზ­ღვისპირეთის შესახებ, საფ­უძ­ველი ეყ­რე­ბა მითოლო­გიურ ტრადიციას არგონავტებსა და­ შორე­ული აი­ე­ტ­ის სამ­ეფოზე, რომელშიც ძველ­კოლხური ტო­მე­ბის უძ­ვე­ლე­სი პოლიტიკური გაერთიანების არსებობა აისა­ხა.[17]

ასურული და ურარტული ლურსმული ტექსტების ანა­ლ­­­ი­­­ზის საფუძველზე მკვლევრები ასკვნიან, რომ უკვე ძვ. წ. XI საუკუნიდან არსებობდა კოლხურ ტომთა სახელმწი­ფო­ებ­რ­­ი­ვი გაერთიანება, რომელიც განსაკუთრებულ ძლიერ­ებას­ ძვ.­­წ. VIII საუკუნეში აღწევს. ამ პერიოდისათვის კოლხა უკ­ვე­ წარმოადგენს მყარ პოლიტიკურ ერთეულს, ძველაღ­მო­სავ­ლ­­უ­რი ტიპის სახელმწიფოს, მმართველობის საკმაოდ რთუ­­­ლი­ სტრუქტურით და ფლობს ვრცელ ტერი­ტორიებს სამ­ხ­რ­ეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვის­პირეთში.[18] ამ­ გა­­­ერ­თი­ანების ცენტრი, მკვლევართა ნაწილის აზრით, მდ. ჭო­­­­რო­ხის ქვემო წელზე მდებარეობდა.[19] საინ­ტერესოა, რომ სწ­ო­რედ ამ პერიოდში, ძვ.წ. VIII საუკუნეში ბერძნულ ლი­ტ­ე­­­­რატურაში პირველად ჩნდება ეთნო-პოლი­ტიკური სახელ­წ­ო­­დ­ება ,,კოლხეთი~ (ევმელოს კორინთელი).[20]

ძვ.წ. VIII ს. 20-იან წლებში კიმერიალთა შემოსევის შე­­­დ­­­ე­გად ძველკოლხური სამეფო დაეცა.[21] დასავლურ-ქართუ­ლი­ ტომების პოლიტიკურმა ცენტრმა ჩრდილოეთით, მდ. ფა­ს­­ი­­სის (რიონი) შესართავთან, თანამედროვე დასავლეთ საქ­არ­თ­­ველოს ტერიტორიაზე გადაინაცვლა,[22] სადაც ძვ. წ. VI ს. ჩა­მ­ო­ყალიბდა ანტიკურ სამყაროში ფართოდ ცნობილი კოლ­ხე­თის სახელმწიფო. მისი სა­ზ­ღ­ვრები, ანტიკურ წყა­როთა მო­­ნაცემებით, გაგრა-ბი­ჭ­ვ­ი­ნთის სექ­ტორიდან ჭოროხის შეს­არ­­თავის რაიონამდე ვრცელდებოდა.[23] ამდენად, თანამ­ედ­როვე აფ­­ხა­­ზე­თის ტერიტორია მთლიანად შედიოდა კოლხე­თის სა­მ­ე­­­­­ფ­ოს ფარგლებში და იგი პოლიტიკური ნიშ­ნით არა­ფ­რით გა­ნ­სხვავ­დებოდა დასავლეთ საქართველოს სხვა­ მხარე­ები­სა­გან. კოლხეთის სახელმწიფოს შექმნა იყო უმნიშვნელო­ვანესი პო­ლიტიკური აქტი ადგილობრივი საზოგადოების გან­ვი­თა­რე­ბის ისტორიაში. კოლხური სახელმწიფოს შექმნას შედ­ე­გად მო­­ჰყვა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთი­ანი ეთ­ნ­­ო­­კულტურული სისტემის ჩამოყალიბება, სადაც წამყვან როლს პოლიტიკურად და სოციალურად დაწინა­ურებული კო­ლ­­­­ხების ტომი ასრულებდა.[24]

ანტიკური წერილობითი წყაროებისა და არქეოლო­გი­უ­რი მასალების საფუძველზე კოლხეთი ძვ.წ. VI-IV სს. წა­რ­­­მ­ო­­გ­ვიდგება კულტურულ-პოლიტიკურად და ეკონომი­კუ­რად მა­­­­ღალ­გან­ვითარებულ სახელმწიფოდ, სადაც აშკა­რად იკვე­თე­ბა ცივილიზაციის თითქმის ყველა განმსაზ­ღვრელი ელე­მენ­ტი: ცენტრალური სახელმწიფო ხელის­უფლება აიეტი­დების დი­­ნ­ას­ტიით სათავეში, საზოგადოებრივი სტრ­უქ­ტურა (ადმი­ნი­ს­­ტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა), ინ­ტენს­იური სა­ქ­­ა­­ლ­ა­ქო ცხოვრება, უთუოდ რთული საგა­დასახადო სისტე­მა, სრუ­ლ­­ყოფილი, მრავალსაუკუნოვანი ტრა­დი­­ციების მქონე ­სა­ერო­ და საკულტო არქიტექტურა, ლი­­თო­ნის, უპირატესად რკი­ნისა და ბრინჯაოს ფართოდ გამოყენება.[25] ცალკე უნდა აღი­ნიშნოს ძვ.­წ. VI ს. უკანასკნელი მეოთხედიდან ადგი­ლობრივი ვერც­ხ­ლ­­ის მონეტების (,,კოლხური თეთრის~) არსე­ბობა და მათი ინ­­ტენ­სიური ტრიალი. მიუხედავად იმისა, თუ ვინ ჭრიდა ამ მო­­ნეტებს _ კოლხეთის მეფეები თუ სანა­პირო ქალაქები, ცხა­­­დია, რომ ისინი იჭრებოდა საერთო­კოლხური, ში­და­ ბაზ­რ­ი­­­სათვის. ,,კოლხური თეთრის~ გავრცე­ლების არეალი,­ რო­მ­ე­ლ­იც მთლიანად მოიცავს კოლხეთის სა­მე­­ფოს ტერი­ტო­რი­ას,­ მის როგორც სანაპირო, ასევე შიდა რაი­ონებს, ქვეყნის ეკ­ო­ნ­ო­­მი­კური კონსოლიდაციის, საერთო-ეკო­­ნ­ომი­კური სისტე­მის არ­­სებობის მაჩვენებელია, რაც კოლ­ხე­თში სახელმწიფო ორ­გ­ა­­ნ­ი­ზაციისა და კლასობრივი, მა­­­­ღ­­­ა­­­ლ­­­­­­განვითარებული სა­ზ­ო­გა­დ­ო­­ების არსებობის უტყუარი მოწ­­მობაა.[26]

ასე რომ, თანამედროვე ისტორიოგრაფიაში კოლხეთის სა­­­­მ­ე­ფოს არ­სებობა ფაქტობრივად ეჭვს არ იწვევს.[27] მაგრამ, მი­­­­უხ­ედავად ამისა, აფხაზ მკვლევართა ნაწილი ჯიუტად ცდი­­­­­ლობს მის იგნორირებას. მაგ., ი. ვორონოვი აფხაზ­ეთის ტე­­რ­იტორიაზე სახელმწიფო სისტემის შემოტანას მილეტელ ბერ­­ძ­­ნებს მიაწერს, რომლებმაც აქ ძვ.წ. VI საუკ­უნეში ქალ­აქ­­-სახელმწიფოები _ დიოსკურია (თანამ. სოხუმი) და გი­ენ­­ო­­­სი (თანამ. ოჩამჩირე) დაარსეს. ეს ქალაქები, მკვლევრის ,,კო­­მ­პეტ­ენტური~ მოსაზრებით, სხვა საქალაქო ცენტრებთან _ პიტიუნტსა და ეშერასთან ერთად, განსაზღვრავდნენ აფხა­ზ­­ე­­­თის პოლიტიკურ ცხოვრებას შემდგომი 600 წლის მან­ძი­ლ­­­ზე.[28] რაც შეეხება კოლხეთის სამეფოს, აქ ი. ვორო­ნო­ვი­­ კი­­­დევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ,,ძვ. წ.­­ VI­­­­­ ს.­ კო­­ლ­­ხეთის სამეფო, რომლის საზღვრებშიც თითქოსდა მოქ­ც­ე­­­ული იყო თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია, მიეკ­უთ­ვნ­ე­ბა ისტორიულ მითს, რომელიც მეცნიერთა და პოლი­ტი­კო­ს­თა მიერ XX ს. 30-იან წლების ბო­ლ­ო­დან, ,,ლავრენტი ბე­რ­ი­ას ეპოქაში~ შეიქმნა.~[29] კოლხეთის სამეფოს წარ­მოქმნა-გა­ნ­ვი­­თარების ძირითად ტენდენციებს, მის მკვეთრად გამ­ო­ხა­ტ­ულ სახელმწიფოებრივ მახასიათებლებს ზემოთ უკვე შევე­ხ­ეთ, ამიტომ აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ,,ლავრენტი ბერ­ი­ას ეპოქამდე‘‘ 2500-2000 წლით ადრე ანტიკური ავ­ტო­რები კა­­რ­გად იცნობდნენ ,,კოლხიდასა~ და კოლ­ხეთის სა­მ­ე­ფოს­ (ჰე­­როდოტე, ფსევდო-სკილაქს კარიან­დელი, ქსენო­ფონ­ტე, სტ­­რ­­­ა­ბონი, პლინიუსი).[30] გარდა ამისა, ადრეანტიკურ ხა­ნა­­ში კო­ლხეთში განვითარებული საზოგადო­ებისა და სახ­ელმ­წი­ფ­ოს არსებობა კარგადაა ილუსტრი­რე­ბუ­ლი მრავალ­რიც­ხოვანი არ­­ქეოლოგიური მასალებითაც.[31] ასე რომ, ი. ვორ­ო­ნო­ვის ეს გა­­ნ­ცხადება წარმოადგენს ისტორიის, როგორც მეცნი­ერ­ე­ბის, პო­­ლიტიკურ-იდეოლოგიური კონიუქ­ტუ­რის ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვ­ის ტიპიურ ნიმუშს და სუფთა პო­ლი­ტ­ი­კურ სპე­კუ­ლა­ციას ,,ბ­ე­­რი­ას ეპოქით,~ რომელიც ქართვე­ლი ხალხის­თ­ვი­საც ისე­თ­ი­ვე მძიმე იყო, როგორც აფხაზებისათვის.

რაც შეეხება, ი. ვორონოვის მოსაზრებას, აფხაზეთის ტე­­­­რი­­ტორიაზე არსებული ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების წა­­­რ­­მ­მართველი როლის შესახებ, მკვლევარი აქაც ცალმხრი­ვია. მკვლე­ვართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სწორედ კოლ­ხ­ე­­­თის სამეფოს არსებობისა და მისი სიძლიერის გამო, ბერძ­ნ­ულ კოლონიზაციას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არ­ მი­უ­­­­ღია კლასიკური ხასიათი. განსხვავებით ჩრდილოეთ შა­ვი­ზ­ღ­­ვის­­პირეთისაგან, კოლხეთის სანაპიროზე ადგილი არ ჰქო­ნია ბე­­რ­ძენთა მასობრივ განსახლებას, რამდენადაც კოლო­ნი­ზა­ცი­ის დაწყებამდე ეს ტერიტორია სამეურნეო თვალ­საზრისით უკ­­­ვე­ ათვისებული იყო ადგილობრივი მოსახ­ლე­ობის მიერ. ამ­ი­ტომ კოლხეთის სანაპიროზე არსებუ­ლი ბერძ­ნუ­­ლი დასახ­ლ­­ებები წარმოადგენდნენ არა ტიპიურ პოლ­ი­სებს, არა­მედ სა­ვ­აჭ­რო ფაქტორიებს _ ემპორიონებს, რომელ­­თაც სა­ფუძ­­ველი ჩა­ეყ­არათ ადგილობ­რივ საქალაქო ცენტრებთან.[32] ყოველ შემთ­ხვე­ვაში, თანამედ­როვე ეტაპზე, თვალსაზრისი კოლ­ხეთის სა­ნ­­ა­­­პიროზე არსებუ­ლი ქალაქების, როგორც და­მო­­უკიდებელი პო­­ლიტი­კური და სოცი­ალურ-ეკონომიკური ბა­ზის მქონე პო­ლ­ი­სების შესახებ, ფაქტობ­რივად უარყოფილია და აქ სა­უბ­ა­რი შეიძ­ლება იყოს მხოლოდ და მხო­ლოდ ამ ქა­ლ­ა­ქების მდგო­მა­­რეობასა და სტატუსზე კოლ­ხე­თის სამეფოს შემადგენ­ლ­­ო­­ბაში.[33] ასე რომ, მოსაზრება ბერძ­ნების მიერ აფხაზეთის ტე­რიტორიაზე პირველი სახელმ­წი­ფო­ებრივი სისტემის შემო­ტა­ნისა და რეგიონის პოლიტიკურ ცხოვ­რებ­აში ,,ბერძნული პო­ლისების~ განმსაზღვრელი რო­ლის­ შესა­ხებ ყოველგვარ საფ­უძველს მოკლებულია.

აფხაზ მკვლევართა ნაწილს კარგად ესმის, რომ კოლ­ხ­ე­­­­თის სამეფოს არსებობის მეცნიერული უარყოფა შეუძ­ლებ­ე­ლ­ია. ამი­ტომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ გვერდი აუარ­ო­ნ­ ამ ისტო­რიულ ფაქტს. მაგ., ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას ავ­­­ტო­­რობით გამოცემულ სახელმძღვანელოში ,,История Аб­­­­х­а­­­зии~,[34] ტერმინი `კოლხეთი” (,,Кол­хида”)­ მხოლოდ გე­ოგ­რა­ფიული მნიშვნელობით იხმარება, ხო­ლო­ კოლხეთის სა­მ­ეფო, რომ­ლის შემადგენლობაშიც მთლიანად შედიოდა თანა­მ­­ე­დროვე აფ­ხა­ზეთის ტერიტორია, საერთოდ არ იხსე­ნიება. ფა­­­ქ­­ტია, რომ ო. ბღაჟბა და ს. ლაკობა, რომლებიც დი­დ­ ად­გ­ილს უთ­მო­ბენ `ძველი აფხაზური ტომების” `საერ­თა­­შო­რ­ი­სო კულ­ტუ­რულ-პოლიტიკურ კონტაქტებს”, მათ ურ­თი­ერ­თო­ბებს ხე­­თ­ებ­თან, ფრიგიელებთან, ლიდიელებთან, ურ­არ­­ტუ­ს­თან, სპა­რ­­სელებთან, ბერძნებთან და სხვა ხალხებ­თან,[35] მკით­­ხველს შე­­გ­ნებ­ულად უმალავენ კოლ­ხეთის სამეფოს არ­სე­­ბო­ბას. სამა­გ­იეროდ, მათ წინა პლანზე ჰყავთ წამო­წე­ული ჰენი­ოხთა გა­ე­რ­­თიანება, რომელსაც, რა თქმა უნდა, წმინ­და აფხა­ზ­ურ `ნა­ც­­ი­ონალურ~ გაერთიანებად მიიჩნევენ. ო. ბღაჟ­ბა­სა და ს. ლა­კ­­ო­­ბას აზრით, აფხაზთა წინაპრებს _ ჰენიოხებს ეჭ­­ი­­­რათ კო­ლ­­ხეთის მთელი ჩრდილო-დასავლეთი და ცენტრა­ლ­უ­­რი ნა­წი­ლი, ფასისის რაიონის ჩათვლით, საიდანაც ისინი გან­­­­­დევ­ნა ძვე­ლქართულმა კოლხების ტომმა.[36] გარდა ამისა, ის­ი­­­ნი არ გა­­მ­ო­რიცხავენ ძვ.წ. IV-II სს. ე.წ. `დიოსკურიის სა­­მე­­ფოს~ არ­სე­ბობასაც, რომელსაც თითქოს ეკავა თანამედ­რო­­ვე გულ­რ­ი­ფ­შიდან გვანდრამდე ტერიტორია და თავის გავ­ლე­­­ნის სფე­რ­ო­ში ჰყავდა მოქცეული ჰენიოხთა ოთხი ადგი­ლ­ო­­ბრივი გა­ე­რ­თ­­იანება.[37] ,,დიოსკურიის სამეფოს~ შესახებ უფ­­­­­­რო­ ვრცლად ,,მსჯელობს” ი. ვორონოვი. იგი ,,აკონ­კრე­ტ­ებს” მი­­სი­ წა­რ­მ­ო­ქ­მნის პერიპეტიებს და აცხადებს, რომ ,,დი­­ო­ს­­­კუ­რი­ის­ სა­მე­ფო” ჩამოყალიბდა ძვ.წ. IV ს. დასას­რუ­ლ­სა და III ს.­ და­ს­აწ­ყ­ი­სში ელინიზირებული ადგილობ­რი­ვი­ სა­მ­­­ხ­ე­დ­­რო-მი­წა­თ­მო­ქ­მ­ე­დი ზედაფენისა და დიოსკურიის ვა­ჭ­არ­-ხე­ლო­სან­თა ელ­იტის სი­მბიოზის შედეგად. მკვლევრის აზ­რით, ეს ელ­ი­ნ­­ის­ტური სა­ხ­ე­ლმწიფო, მმართველობის ტირა­ნული სი­­­ს­­­ტემით, ძვ.წ. II ს. ბოლომდე, რეგიონში პონტო­ელთა გა­მ­ო­­­ჩე­ნ­ამდე არ­ს­ებობდა და მოიცავდა ცენტრალური აფხა­ზ­­ეთ­ის ზღვი­ს­პირა ნაწილს.[38] ი. ვორონოვის ეს მოსაზ­რება ვე­რა­ვი­თ­არ კრიტიკას ვერ უძ­ლ­ებს. წყაროებში არსად იხ­სე­ნი­ება ,,დი­­­­­ოს­კუ­რიის ელინის­ტ­უ­რი სამეფო~ და იგი, ისე­ვე როგორც მი­­­სი­ მმა­რთველობის ფო­რმა _ ტირა­ნული სის­ტე­მა, მკვლევ­რ­ის ფა­ნტაზიის ნაყ­ოფს წა­რ­მ­ო­­ადგენს. ანტიკურ პე­რი­ოდში გა­­­ვრცე­ლებული მმა­რ­თ­ვ­ელობის ეს მოდელი მკვლე­ვარს დი­ო­ს­­­­კ­ურიაში ყოვ­ელ­გვ­ა­­რი საფუძ­ვლ­ის გარეშე, მე­ქა­ნი­კურად აქვს­ გადმოტანილი.

ამრიგად, აფხაზ მკვლევართა ,,რკი­­ნ­ისებური ლოგიკით~ კო­­­­ლ­­­ხეთის სამეფო არ არსებულა, სა­მაგიეროდ არსებობდა `დი­­­­­­ოს­­კურიის სამეფო~, რომელსაც არც ერთი ანტიკური წყა­­­­­რო არ იცნობს. აფხაზ მკვლევ­ართა­­ მიზანი ცხა­დია. ისინი გე­­­გ­მაზომიერად ცდილობენ იმის დასაბუთებას, რომ თითქოს აფ­­­ხაზეთს ისტორიულად არაფერი აკავშირებდა ქარ­თულ პო­ლ­ი­ტიკურ სამყაროსთან და რომ აფხაზეთი დან­ა­რ­ჩენი სა­ქა­რ­თ­­ვე­ლოსაგან დამოუკ­იდებლად ვი­თ­არ­­დებოდა, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურ­დია. თუმ­ცა, როგორც ჩანს, აფხაზ მკ­ვ­ლ­­ე­ვართა ნაწილს, მეც­ნიერულ კვლევა-ძიებაზე პრეტენზია არც გააჩნია. მათთვის მთა­ვარია ნებისმიერი გზით გა­ამ­ართ­ლ­ონ ის პოლიტიკური პრო­ცესები, რომელიც აფხა­ზ­ე­თ­ში მიმ­დ­ი­­ნ­არეობს და მსოფ­ლიო თანამეგობრობას ,,დოკუ­მენტუ­რად და­­უდასტურონ~ აფ­ხა­ზეთში მრავალ­სა­უკუ­ნოვანი სახ­ელ­მ­წ­ი­­ფ­ო­ებრიობის არსე­ბო­ბა. სწორედ ამ მიზანს ემ­სა­ხ­ურება, მათ მიერ გა­მ­ოგ­ონილი ე.წ. ,,დიოსკურიის სამეფოც~, რომე­ლიც, გამო­რიც­­ხულია სამეც­ნიერო წრეებში ვინმემ სერიოზუ­ლად აღიქ­ვას. მაგრამ ამ და სხვა მსგავს სიყალბეებს აფხა­ზი­ იდე­ო­ლ­­ოგები არც მეტი არც ნაკლები მიიჩნევენ ,,აფხა­ზუ­რი სა­ხ­­­ე­ლმწი­ფოებრიობის~ არსებობის იურიდიულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად და მის საფუძ­ველზე, სხვა ,,სამართლებრივ-ნორმა­­ტი­ული­~­ აქ­ტების მოშვე­ლიებით, ით­ხო­­ვენ საერთა­შორისო-სამართ­ლის სუ­ბიე­ქტად აღი­არებას. ამიტომაც გასაკ­ვი­რი არ უნდა იყოს, რომ ი. ვორონოვის ,,თეორია~ ,,დიოს­კუ­რიის სამე­ფოს~ შე­სა­ხ­­ებ სიტყვა-სიტყვით გამეორ­ებულ იქ­ნა 2003 წელს მოს­კო­ვ­ში გამოცემულ ტ. შამბასა და ა. ნეპ­რო­შინის წიგ­ნში, ხმა­მა­ღ­­­ა­ლი სათაურით _ ,,Абха­зия. Право­вые основы гос­уд­арствен­ности и суверенитета~.[39] ალბათ ძნელად თუ შეხ­ვ­დ­ე­ბა მკითხველი სხვა­­გან იმდენ სიყალბეს, რამდენსაც ამ ნაშ­რ­ო­მ­ში. ფაქ­ტობ­რ­ი­ვად აქ ვერ იპოვით სა­ქარ­თველოს ის­ტო­­რ­ი­ის ვერც ერთ ფაქტს, რომელიც რე­ალ­ობას შეესა­ბა­მე­ბო­დეს. საკ­მარისია ით­ქვას, რომ ავტორები, რომლებიც ,,აფ­ხა­­ზური სა­ხელმწი­ფ­ო­­ებრიობის~ ისტორიას უძველესი დრო­იდ­ან იწყე­ბ­ენ,[40] ქა­რ­თუ­ლი სახელმწიფოს შექმნის თარ­იღად XXს. 20-იან წწ. ასა­ხ­ე­­ლებენ,[41] რაზეც, რა თქმა უნდა, სე­რი­­ოზული კო­­მ­ენ­ტარის გა­კეთება არც ღირს.

­­            ა­მ­­დენად, ძვ. წ. VI-I სს. წყა­რო­ებ­ში არავითარი მინ­ი­შ­­­­ნება არაა აფხაზურ ტომთა რაიმე სახელმწიფოებრივი წარ­­მ­ო­ნაქმნის არსებობის შესახებ. უფრო მეტიც, ანტიკური წყა­­რ­ოები არაფერს ამბობენ აფხაზეთში ქართველურისაგან ეთ­ნი­­კურად განსხვავებული მოსა­ხ­ლე­ობის არსებობის შეს­ახ­ებაც კი. პირიქით, უძველესი ავტორები, ჰე­კატეოს მილე­ტე­ლი (ძვ. წ. VI ს.) და ფსევდო-სკი­ლ­აქს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.)­ ცა­ლ­სახად მი­უთ­ით­ე­ბ­ენ, რომ დღევანდელი აფხა­ზეთის ტე­რ­­ი­ტ­ორიაზე მხო­ლოდ კოლხური ტომები – თვით კოლ­ხე­ბი, კო­­ლები და კორაქსები ბინადრობდნენ.[42] ამასთან, მათი ცნო­­ბების განხილვისას ირკვევა, რომ კოლებსა და კორაქ­სებს ეჭ­­ირათ დიოსკურიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტე­­რ­ი­­ტ­ო­­რია, ხოლო თვით ეს ქალაქი კოლხთა მიწა­-წყლის ფარ­­გ­ლ­ებ­ში შედიოდა.[43] რაც შეეხება ჰენიოხებს, რომლებიც კო­ლ­ხე­თის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძვ.წ. V სა­­უ­კ­უ­ნიდან (ჰელანიკე მიტილენელი) ფიქსირდებიან, აფხაზ მკვ­ლ­ე­­ვართა მიერ სრულიად უსაფ­უძ­ვლოდაა გამოცხადებული ძვე­­ლ­ა­ფხაზურ ტომებად. ჰენიოხებს მკვლევართა უმრავ­ლე­სო­ბა­ ქართველურ ეთნიკურ სამყაროს მიაკუთვნებს.[44] უნდა აღი­ნ­იშ­­ნოს ისიც, რომ პროფ. ნ. ლომოური, რომელიც კატეგო­რი­უ­ლ­ად გამორიცხავს აფხაზ­ებ­ის გენეტიკურ კავშირს ჰენი­ოხ­ებთან, საერთოდ უარყოფს ამ უკანასკნელთა განსახლებას კოლ­­ხეთის ტერიტორიაზე.[45] გარდა ამისა, მკვლევართა ნაწი­ლის აზრით, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა ეც­­­­­ხოვ­რა მოსხების (მესხების) ტომსაც.[46] ასე რომ, აფ­ხა­ზეთი ძვ­ე­­­­ლი კოლხეთის ერთიანი სა­ხე­ლ­მ­წი­ფო­ებ­რივ-პოლიტიკური და­ ეთნო-კულტურული სივრცის ორ­განულ ნაწილს წარმო­ად­­გე­ნ­და.

კოლ­ხე­თის სა­მე­ფო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დრო­ი­დან­ვე მრა­ვალ­ტო­­­მი­ა­ნი ქვე­ყა­ნა იყო და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ცა­ლ­­­­კე­უ­ლი ტო­მე­ბი ყო­ველ­თვის ინარ­ჩუ­ნებ­დნენ გარ­კვე­ულ და­­­მ­ო­­­­უ­კი­დებ­ლო­ბას. ერ­თი­ა­ნი კოლ­ხე­თის სა­მე­ფოს არ­სე­ბო­ბის პე­­­­­რ­ი­­ოდ­ში ეს ცალ­კე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ულ­-ტო­მობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი თა­ნ­და­თან ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლე­ბად, ე.წ.­ ,,სკეპ­ტუ­ხი­ე­ბად­~. კოლ­ხე­თის სა­მე­ფოს ძლი­ე­რე­ბის ხა­ნა­ში ,,სკე­­პ­­ტუ­ხი­ე­ბი~ მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ქვე­ით ად­მი­ნის­ტ­რ­ა­­­­­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებს წარ­მო­ად­გენ­დნენ. თუმ­ცა, ისი­ნი ყო­ველ­­თ­ვ­ის იჩენ­დნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი­დან ცალ­კე სამ­­­თ­ა­ვ­­­როდ გა­დაქ­ცე­ვის ტენ­დენ­ცი­ას.[47]

ძვ. წ. II ს. კოლხეთის ერთიანი სახელმწიფო ცა­ლ­კე­ულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერ­თე­ულე­ბ­ად, `სკეპ­ტუ­­­ხიებად~ დაიშალა. კოლხეთის სამეფოს შე­მადგენლობაში შე­­­მა­­ვ­ალმა ცალკეულმა ტომებმა მნ­იშვნელოვან დამოუკი­დებ­ლ­ო­­ბას მიაღწიეს. თუმცა, აფ­სილები და აბაზგები, რომლებსაც აფხაზი მკ­ვ­ლე­ვ­­რე­ბი ცალსახად მიიჩნევენ თანამედროვე აფ­­­­­ხაზ­თა უშ­უალო წინაპრებად, ამ პერიოდისათვის ჯერ კი­დ­ევ არ ჩანან ისტორიის ასპარეზზე. მიუხედავად კოლხეთის სა­­­­ხელმწიფოს სრული პოლიტიკური კოლაფსისა, აფხაზ­ეთის ტე­­რიტორია საერთო-კოლხურ კულტუ­რ­ულ-პო­ლ­ი­­ტიკურ არ­ე­­­­ალს არ მოწყვეტილა. ძვ.წ. I ს. დასაწყისიდან აღმო­ს­ავ­ლეთ შავიზღვისპირეთში მიმ­დი­ნარე პოლიტიკური კა­ტაკ­ლი­ზ­მ­ების პი­­რობებშიც, ჯერ მითრიდატე ევპატორის (ძვ. წ.­ 120­-63 წწ.), ხოლო შე­მდეგ რომაელთა მიერ დაპყრობის შემ­­დე­გაც, კო­­­­ლ­ხ­ეთი ინარჩუნებდა ტერიტორიულ მთლი­ანო­ბა­ს.

ძვ. წ. 65-35/33 წწ. კოლხეთი ცალკე, მთლიანი ად­მი­ნ­ი­­­ს­­­ტრაციულ-პოლიტიკური ერთეულის სახით ექვე­მ­დე­ბარ­ებ­ო­და რომს. ძვ. წ. 35/33 წწ. კოლხეთის ტე­რი­ტო­რ­ია მარ­კუს ან­­­ტო­ნიუსმა ვასალური პოლემონიდური პო­ნტოს სამეფ­ოს შე­მა­დგენლობაში შეიყვანა.[48] ავ­გუ­ს­ტუ­სის (ძვ.წ. 27 _ ახ.წ. 14­ წწ.) ხანაში კოლხეთი ხა­ნ­მო­კლე დროით, ჯერ გაერთი­ანე­ბუ­ლი პონტო-ბო­ს­ფო­რის სამეფოს ნაწილია (ძვ. წ. 14-8 წწ.), შე­მ­დეგ კი, ძვ. წ. 3/2-ახ. წ. 17 წწ., პონტო-კაპადო­კიის ერთიანი სა­მე­ფოს შემადგენლობაში შედის;[49] იმპერატორ ტი­­ბ­ე­რი­­­უსის (ახ.წ. 14-37 წწ.) დროს კოლხეთი სა­მე­უ­რ­ვეო ქვე­­ყა­ნაა პონტოსთან ერთად და უშუალოდ რო­მის პრო­ტექ­ტო­რ­ა­ტის ქვეშ არის მოქცეული; კა­ლი­გუ­ლამ (37-41 წწ.) პო­ნ­­ტ­ოს სამეფო, კოლხეთთან ერთად, კვლავ პოლემონიდებს გა­და­ს­ცა; ნერონის (54-68 წწ.) დროს კოლხეთი ოკუპი­რე­ბუ­ლ­­ია და იგი პროვინცია გა­ლატიის შემადგენლობაში იქნა შე­ყ­­­ვ­ა­­­ნი­ლი; ვე­ს­პა­სი­ა­ნეს (69-79 წწ.) მმართველობისას კოლ­ხე­თი გა­­ერ­თი­ა­ნ­ებული კაპადოკია-გალატიის პროვინციის, ე.წ. “კა­­­პა­­დო­­კიური კომპლექსის” ნა­წ­ილი იყო; დომიციანეს (81-96 წწ.) დროიდან კი კაპა­დო­კი­ის­ პროვინციისა.[50]

ამდენად, ძვ.წ. I – ახ.წ. I სს. მთელ მანძილზე რო­მ­ის არ­­­­­ა­თანამიმდევრული და ცვალებადი აღმოსა­ვ­ლუ­რი პოლ­ი­ტ­­ი­კ­­­­­­ის შედეგად კოლხეთის პოლიტიკური სტა­ტუსის ყველა ც­ვ­­­­­ლ­­­­­­ი­­­ლება და იმპერიის მიერ აღმ­ო­ს­ავლეთ შავიზღვის­პირ­ეთ­ში­ გა­ტარებული ყველა ღო­ნისძიება ვრცელ­დებოდა კოლხე­თ­ის­ მთ­ელ ტე­რი­ტო­რიაზე, მისი უკიდურესი ჩრდილო-დასავ­ლ­ეთ ნა­წ­ი­ლ­ის ჩათვლით. ასე რომ, ზემოთ ჩამოთვლილი იმ­პე­­რ­­ა­­­ტ­ო­­რების მიერ აღმოსავლეთში განხორ­ციელებული ხში­­­რი­­ ადმი­ნისტრაციულ-ტერიტორიული რე­ორ­გა­­ნ­ი­ზ­ა­ციის დრო­ს­,­ კო­­­ლ­­ხეთის ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვე­ულა და თა­­­­ნ­ამედროვე აფხაზეთის ტერიტორია კვლავ კოლ­ხე­თ­ის ნა­წ­ილს წარმოადგენდა.

—————————

[1] ეს საერთოკავკასიური ეთნო-ენობრივი ერთობა, მკვლევართა აზ­­­რით, გვიან ნეოლითის ხანაში დაიშალა და მის საფუძველზე კა­­­ვ­­კა­სიური მოსახლეობის სამი ძირითადი _ აღმოსავლეთ-კა­ვ­კ­ა­­სიური (ნახურ-დაღესტნური), დასავლეთ-კავკასიური (აფ­ხა­ზ­ურ­-ადიღეური) და სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) _ ჯგუ­ფი ჩამოყალიბდა (იხ.: ო. ჯაფარიძე. საქართველოს ის­ტო­რი­­ის­ სათავეებთან. თბ., 2003, გვ. 53-60; О. М. Джапа­ридзе. На за­ре­ этнокультурной истории Кавказа. Тб., 1989, გვ. 376; О. М. Джа­па­рид­зе. К этнокультурной ситуации Северо-Западного Закавказья в эпо­ху камня и раннего металла. – „Разыскания по истории Абха­зии/Грузия“. Тб., 1999, გვ. 9-16.

[2] მ. ბარამიძე, გ. ფხაკაძე. წინარეანტიკური ხანის არქეოლო­გი­უ­რი ძეგლები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე. _ აფხა­ზე­­თი. უძველესი დროიდან დღემდე. თბ., 2007, გვ. 17; М. Барам­и­д­зе, Г. Пхакадзе. Археологические памятники предантичной эпохи на­ территории современной Абхазии.  _ Абхазия с древнейших вре­м­е­н до наших дней. Тб., 2007, გვ. 25.

[3] ო.­ ­ჯაფარიძე. ადრეული ბრინჯაოს ხანა. _ საქართველოს ის­ტ­ო­­­რია ოთხ ტომად (უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან XX სა­უ­კუ­ნის ბო­ლ­ომ­­­დე). ტ. I. თბ., 2012, გვ. 40; Г.А. Меликишвили. К вопросу об эт­­­ни­­ческой принадлежности населения древней Грузии. Основные эт­а­­пы этно-социального развития грузинского народа. _ Очерки ис­то­­­рии Грузии.Т. I. Тб., 1989, გვ. 181; О. Д. Лордкипанидзე. Наследие древ­ней Грузии. Тб., 1989, გვ. 15-17,­ 183-185.

[4] თ. მიქელაძე. ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შა­­ვიზღვი­ს­­პირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან. თბ., 1974, გვ. 49; М. Барамидзе. Некоторые проблемы археологии Запад­но­го Закавказья в III-I тысячелетии до н. э. _ Разыскания по истории Аб­ха­зии/Грузия, გვ. 28-29; М. Барамидзе, Г. Пхакадзе. Ар­хе­ол­оги­ч­е­с­­кие памятники предантичной…, გვ. 22-26.

[5] მ. ბარამიძე, გ. ფხაკაძე. წინარეანტიკური ხანის…, გვ. 15-17.

[6] ო. ჯაფარიძე. ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკით­ხი­ს­ათ­ვის, თბ., 1976, გვ. 179-180; მ. ბარამიძე, გ. ფხაკაძე. წინა­რე­ან­ტ­ი­კური ხანის…, გვ. 17.

[7] О. М. Джапаридзе. К этнокультурной ситуации…, გვ. 14.

[8] ო. ჯაფარიძე. ქართველ ტომთა ეთნიკური…,… გვ. 182-192; ო. ჯა­­­­­­­ფარიძე. საქართველოს ის­ტო­რი­ის­ სათავეებთან, გვ. 132-134, 183-192; О. М. Джапаридзе. К этнокультурной ситуации…, გვ. 14-15; О. Д. Лордкипанидзე. Наследие древней Грузии, გვ. 186.

[9] М. Барамидзе. Некоторые проблемы археологии…, გვ. 27.

[10] М. Барамидзе. Некоторые проблемы археологии…, გვ. 27. შდრ.: З. В. Анчабадзе. История и культура древней Абхазии. М., 1964, გვ. 120-125; Ш. Д. Инал-ипа. Вопросы этнокультурной истории абхазов. Су­х­у­ми, 1976, გვ. 120.

[11] ო. ჯაფარიძე. კოლხური ცული. _ სსმმ, XVI-B, თბ., 1950, გვ. 35­-89; დ. ქორიძე. კოლხური კულტურის ისტორიისათვის. თბ., 1965, გვ. 5-9; თ. მიქელაძე. ძიებანი კოლხეთისა და…, გვ. 60; ო. ლო­რ­თქიფანიძე. ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან. თბ., 2002, გვ. 132; О. М. Джапаридзе. Западногрузинская культура. –  Очерки ис­то­­рии Грузии, I, გვ. 119-140; О. Д. Лордкипанидзე. Нас­ле­дие­ древней Гру­зии, გვ. 189-195.

[12] М. Барамидзе. Некоторые проблемы археологии…, გვ. 32.

[13]ნ. ლომოური. ძირძველი ქართული მხარის – აფხაზეთის   ის­­­­­­­­­­­ტ­­­ო­­­­­­­რიისათვის. თბ., 2008, გვ. 40-41. ძვ. წ. III-I ათას­წლე­ულებ­ში­ აფხაზეთის ეთნიკური სურათის შესახებ დაწვრ. იხ.: ჯ. გა­მ­ა­­ხარია. თანამედროვე აფხაზეთის მიწა-წყალი ძველი ეგ­რ­ი­­სის (კო­ლხეთის) შემადგენლობაში ძვ. წ. I საუკუნემდე. – აფ­ხ­ა­ზე­თი.., გვ. 28-37; Дж. Гамахария. Территория современной Абха­зии в со­с­т­аве древней Колхиды до I в. до н.э. _ Абхазия…, გვ. 43-58.

[14]ნ. ლომოური. ძველი აფხაზეთის ეთ­ნო­კუ­ლ­ტუ­რ­უ­ლი ისტო­რი­ი­დ­ან, თბ., 1998, გვ. 5-6; ნ. ლომოური. ძირძველი ქართული მხა­რის…, გვ.­ 41-42; ზ. პაპასკირი. ნარკვევები თანამედროვე აფ­ხა­ზ­ე­თის ისტო­რიული წარსულიდან. ნაკვ. I. თბ., 2004, გვ. 23; Н. Ю. Ло­­мо­ури. Абхазия в античную и ранн­ес­ре­дн­е­в­ековую эпохи. Тб., 1997, გვ. 6-7; М. Барамидзе. Некоторые проблемы археологии…, გვ. 36-37; З. В. Папаскири. О национально-государственном облике Аб­х­а­­­­зии­/Гру­зия. С древнейших времён до 1993г., Тб., 2003, გვ. 7.

[15] ო. ლორთქიფანიძე. ძველი ქართული ცივილიზაციის სათავე­ებ­თ­ან, გვ. 139; О. Д. Лордкипанидзე. Наследие древней Грузии, გ­ვ­.­ 189-195.

[16] გ. მელიქიშვილი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახ­ლ­ე­­­ობის უძველესი გაერთიანებები. ­­_ სინ, ტ. I. თბ., 1970, გვ. 361­-369; თ. მიქელაძე. ძიებანი კოლხეთისა და…, გვ. 165-167; Г. А. Ме­ли­­­кишвили. Кулха. – сб.: Древний мир (в честь акад. В.В.Струве). М., 1962, გვ. 321-324; Г.А. Меликишвили. К истории древней Гру­зии. Тб., 1959, გვ. 176-184.

[17] გ. მელიქიშვილი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს…, გვ. 371-372­,­ 389-390; ო. ლორთქიფანიძე. არგონავტიკა და ძველი კოლ­ხე­თი. თბ., 1986, გვ. 68-69; ო. ლორთქიფანიძე. ძველი კოლხეთის კუ­­ლ­­­ტურა. თბ., 1972, გვ. 22-23; О. Д. Лордкипанидзე. Наследие дре­в­­ней Грузии, გვ. 210, 217-219.

[18] Г. А. Меликишвили. Наири-Урарту. Тб., 1954, გვ. 412; Г. А. Мели­ки­ш­вили. Кулха, გვ. 322-324; Г. А. Меликишвили. Древнейшие ра­н­­­­не­к­лассовые государства и племен­ные союзы в Юго-Западной Гру­зии. _ Очерки ис­то­­рии Грузии, I, გვ. 208; О. Д. Лордкипанидзე. Нас­ле­дие древней Гру­зии, გვ. 220.

[19] გ. მელიქიშვილი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს…, გვ. 389;  მ. ინა­ძე. ძველი კოლხეთის სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის პრობ­­ლემისათვის. _ წგნ.: მ. ინაძე. ძველი კოლხეთის ისტორიის სა­კ­ითხები. თბ., 2009, გვ. 43; შდრ.: ო. ლორთქი­ფანიძე. არ­გო­­ნავ­ტი­კა და ძველი კოლხეთი, გვ. 69-70; О. Д. Лорд­ки­па­н­и­­д­­­­зე. Нас­л­е­­­дие древней Грузии, გვ. 222.

[20] აკ. ურუშაძე. ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში. თბ.,­­ 1964, გვ. 195-196.

[21] გ. მელიქიშვილი. სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები. ძვე­­­­ლი კოლხური სამეფოს განადგურება. _ სინ, I, გვ. 392-393; Г. А. ­­Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 220-222; Г. ­А. Ме­ли­­кишвили. Скифо-киммерийские вторжения. Разгром Юж­­но-Кол­хи­д­ского царства. _ Очерки ис­то­­рии Грузии, I, გვ. 210-211. შდრ.: თ. მი­ქე­ლაძე. ძიებანი კოლხეთისა და…, გვ. 168-171; მ. ბარამიძე, გ. ფხა­­კაძე. წინარეანტიკური ხანის…, გვ. 26-27; ჯ.გამახარია. თანა­მედ­როვე აფხაზეთის მიწა-წყალი…,…გვ. 38.

[22] გ. მელიქიშვილი. კოლხეთი ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში. _ სინ, I,­­ გვ. 400-402; მ. ინაძე. ძველი კოლხეთის სახელმწი­ფო­ებ­რი­ობ­ის.­.., გვ. 47-48;… Г.А. Меликишвили. К исто­рии древней Гру­зии, გვ. 236-237; Г.А. Меликишвили. Изменение политической об­ста­новки в ­­Гру­зии и соседних странах в VII-VI вв. до н.э. Мидия, Пер­сидская де­р­­­жа­ва и объединения грузинских племен. _ Очерки ис­то­­рии Гру­зии, I, გვ. 219-220. შდრ.: О. Д. Лордкипанидзე. Наследие древней Гру­­­зии, გვ. 222.

[23] ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ., 1968, გვ. 5; ნ. ლო­­­მო­ური. `კოლხიდის~ და `კოლხების~ გაგებისათვის. – თსუ შრო­­მები, ტ. I-ВB(138). თბ., 1971, გვ. 19-31; Г.А. Меликишвили. К исто­рии древней Грузии, გვ. 236-251.

[24] ო. ლორთქიფანიძე.Qქართული ცივილიზაცია. თბ., 1993, გვ. 6.

[25]გ. მელიქიშვილი. კოლხეთი ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში. ბერძნული ახ­­ა­ლ­­შენები შავი ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმო­სავ­ლ­ეთ სანაპიროზე.­ _ ­­საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, გვ. 155; ო. ლორთქიფანიძე. Qქართული ცივილიზაცია, გვ. 3;­ О. Д. Ло­р­д­ки­­панидзე. Наследие древней Грузии, გვ. 271-272.

[26] გ. მელიქიშვილი. კოლხეთი ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში, გვ. 411-412; ო. ლორთქიფანიძე. ანტიკური სამყარო და ძველი კოლ­ხე­თი­.­ თბ., 1966, გვ. 36; Г. А. Меликишвили. К истории древней Гр­­­­у­­­­­­­з­и­и­­,­ გვ. 248­-250; О.Д. Лордкипанидзე. Наследие древней Гр­у­­­­­з­и­и,­­ გვ. 271­-272.

[27] იხ.: ო. ლორთქიფანიძე. იყო თუ არა სახელმწიფო კოლხეთი? _ ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან. თბ., 2001, გვ. 31-­97; მ. ლორთქიფანიძე. ქართული სახელმწიფოს არსებობის უწ­ყ­ვე­ტი ხაზი. _ ქართული სახელმწიფოებრიობის…, გვ. 136-141; ვ.­ ჯაფარიძე. საქართველოში (კოლხეთში) სახელმწიფოს წარ­მ­ო­­­შობის საკითხი და ახალი არქეოლოგიური მონაცემები. _ ქარ­­­თული სახელმწიფოებრიობის…, გვ. 142-165.

[28] Ю.Н. Воронов. Абхазы – кто они?, გვ. 21.

[29] Ю.Н. Воронов. Абхазы – кто они?, გვ. 21.

[30] Herod., IV, 37; Ps.-Skyl., 81; Xenoph., Anab., V, VI, 36; Strabo, XI, 2, 15-18; Plin., NH, XXXIII, 52; Anon., XLII, 7. დასახელებულ წყარ­ო­თა შესაბამისი ანალიზი იხ.: ო. ლორთქიფანიძე. ანტიკური სამ­ყ­­ა­­რო და ძველი კოლხეთი, გვ. 34-36; ო. ლორ­თქი­ფა­ნიძე. იყო თუ­ არა სახელმწიფო კოლხეთი?, გვ. 31-49; О. Д. Лордкипа­ни­д­зე. Нас­ле­дие древней Грузии, გვ. 223-224.

[31] ო. ლორთქიფანიძე. ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, გვ. 35; ო. ლორთქიფანიძე. Qქართული ცივილიზაცია, გვ. 6.

[32]ნ. ლომოური. კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია. თბ., 1962, გვ. 53-83; მ. ინაძე. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბე­რ­ძ­­ნული კოლონიზაცია. თბ., 1982, გვ. 87-181; თ. მიქელაძე. ძი­ებ­­ა­ნი კოლხეთისა და…, გვ.…97; Т. С. Каухчишвили. Письменные ис­то­ч­­ники по вопросу ,,колонизации~ Восточного Причерноморья. _  Про­блемы греческой колонизации Северного и Восточного При­чер­но­м­о­рья. Материалы I Всесоюзного симпозиума по древней ист­о­­рии При­черноморья. Тб., 1979, გვ. 294-304; О.Д. Лордки­панидзе. К  проб­ле­ме греческой колонизации Восточного Причер­номорья (Кол­хиды)._ Про­блемы греческой колонизации Северного и Вос­точ­ного При­че­р­н­о­м­орья, გვ. 187-256; О. Д. Лордкипанидзе, Т.К. Мик­е­ладзе.  О демо­гр­а­ф­ической ситуации в Восточном Причер­номорье в период ве­ли­кой гре­ческой колонизации. _ Демографи­чес­кая си­ту­ация в При­черномо­рье в период великой греческой колон­изации. _ Матер­иалы II Всесо­ю­з­н­ого симпозиума по древней исто­рии Причерноморья. Тб., 1981, გვ.292-315.

[33]იხ.: Н.Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис и район Сух­у­­м­­­ской бухты в античную эпоху (VI в. до н.э. – III в. н.э.). Тб., 2005, გვ. 7-14.

[34] О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии. С древнейших вре­м­ен­ до наших дней. Сухум, 2006; მომდევნო წელს ეს სახელმძღვანელო ხე­ლ­­ა­ხლა გამოიცა მოსკოვში (О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Аб­­ха­­зии. С древнейших времен до наших дней. М., 2007. ელექტრ. ვერ­ს­ია იხ.: http://www.apsuara.ru/lib_b/bgzb00.php  ამ სახელ­მძღვა­ნ­ე­­­ლ­ოს საფუძვლიანი მეცნიერული კრიტიკა იხ.: ზ. პაპას­კი­რი. ცრუ ის­ტო­რია. რეცენზია ოლეგ ბღაჟბას და სტა­ნისლავ ლა­კო­ბას ,,ა­ფხაზეთის ისტორიის~ სახელმძღვა­ნელოზე. _ ­გაზ. ,,საქა­რ­თ­ვ­ე­ლოს რესპუბლიკა~, 24-29 აპრილი, 2009 წ. ელექტრ. ვერ­სია: http://iberiana.wordpress.com/afxazeti/papaskiri-recenzia/ .

[35] О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии, გვ. 39-78.

[36] О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии, გვ. 63-65.

[37] О. Х. Гбажба, С. З. Лакоба. История Абхазии, გვ. 61-62. ელექტრ. ვე­რ­­სია იხ.: http://www.apsuara.ru/lib_b/bgzb109.php

[38] Ю.Н. Воронов. Абхазы – кто они?, გვ. 21.

[39]Т.М. Шамба, А.Ю. Непрошин. Абхазия. Правовые основы госуд­ар­с­т­­­в­ен­­ности и суверенитета. М., 2003, გვ. 179. 2004 წელს გამოვიდა ამ­ წიგნის მეორე, გადამუშავებული ვარიანტი, ხოლო 2005­ წე­­­­­­­­ლს­­­­ კი, გამოიცა ინგლისურ ენაზე (Т.М. Шамба, А.Ю. Неп­ро­ш­ин. Абхазия. Правовые основы государственности и суверенитета. М., 2004; T. Shamba, А. Neproshin. Abkhazia: Legal basis of statehood and­ sovereignty. M., 2005).

[40] თუმცა, ამ საკითხში ავტორებს აშკარა დაბნეულობა ეტყო­ბ­ათ.­ ისინი ,,აფხაზური სახელმწიფოებრიობის~ ფორმირების დრ­ოდ ზოგჯერ­ ზოგადად ძვ.წ. I ათასწლეულს (Т.М. Шамба, А.Ю. Не­­прошин. Абхазия. Правовые основы государственности и су­ве­ре­ни­тета. М., 2004, გვ. 189), ხან ძვ. წ. IV ს. (იქვე, გვ. 32), ზოგ­ჯერ კი, ძვ.­ წ. II-I სს. (იქვე, გვ. 189), ან ახ.წ. II ს. მიიჩნევენ (იქ­ვე,­ გვ. 53).

[41] Т.М. Шамба, А.Ю. Непрошин. Абхазия, გვ. 25, 41-42.

[42] თ. ყაუხჩიშვილი. ბერძენი მწერლების ცნობები სა­ქართველოს შე­­სახებ. I. თბ., 1967, გვ. 47-48.

[43] მ. ინაძე. ძველი აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორიის სა­კ­­ი­თ­­ხები. _ მაცნე. ისტორიის… სერია, #1, 1992, გვ. 8; М. П. Инадзе. Вопросы этнополитической истории древней Абхазии. – Раз­ыс­­кания по истории Абхазии/Грузия, გვ. 61-62.

[44] პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე. თბ., 1954, გვ. 122-124, 135; აკ.­­ ­ურ­­უშაძე. ჰენიოხების შესახებ. ­_ თსუ შრომები, ტ. 96. თბ., 1963, გვ. 243-248; ბ. გიგინეიშვილი. ეთნონიმ ჰენიოხის წარმო­მა­ვ­ლო­ბი­­სათვის. _ მაცნე. ისტორიის… სერია, #1, 1975, გვ. 115-124; თ. ყა­­უხჩიშვილი. კავკასიის ტომების საკითხისათვის ანტიკური წყა­­როების მიხედვით (ჰენიოხები). _ მაცნე. ისტორიის…, სერია, #4, 1980, გვ. 72-76; თ. მიბჩუანი. დასავლეთ საქართველოს ქარ­თ­­­­ველ მთიელთა ეთ­ნო­­გენეზის, განსახლებისა და კულტუ­რის­ ის­­ტო­­რი­­იდან, თბ., 1989, გვ. 48-82; ჯ.გამახარია. თანამედროვე აფ­ხაზეთის მიწა-წყა­­­­ლი…., გვ. 46-50; И. А. Орбели. Город близне­цов ,,Ди­ос­курия~ и пле­­мя­ возниц ,,Ге­ни­охов~. – ЖМНП, XXXIII,1911, გვ. 200-208; Н. Я. Марр.К истории термина «абхаз». – ИАН, СПб., 1913, გვ. 327; Г. А. Ме­л­и­­кишвили. К вопросу об этнической принад­ле­ж­­ности населе­ния…, გვ. 183. შდრ.: З. В. Анчабадзе. История и ку­ль­тура древ­ней Аб­­ха­­зии, გვ. 134-137, 169-176; Ш. Д. Инал-ипа. Воп­ро­­сы этно­куль­турной., გვ. 188.

[45] ნ. ლომოური. ძველი აფხაზეთის…, გვ. 8-20; ნ. ლომოური. ძირ­ძვ­­­ე­­ლი ქართული მხარის…, გვ.­ 48-51, 61; Н. Ю. Ло­мо­ури. Абхазия в античную…, გვ. 9-11.

[46] მ. ინაძე. ძველი აფხაზეთის…, გვ. 12-18; М. П. Инадзе. Вопросы.., გვ. 67. შდრ.: პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე, გვ. 136-137.

[47] მ. ინაძე. კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიათა საკითხისათვის. _ სმამ, 1961, ტ. XXVI, #6, გვ.785-790; მ ინაძე. ძველი კოლხეთის სა­­ზოგადოება. თბ., 1994, გვ. 73-74. შდრ.: ო. ლორთქიფანიძე. იყო თუ არა სახელმწიფო კოლხეთი?, გვ. 50; О. Д. Лордки­пан­и­д­зე. Древняя Колхида. Миф и археология. Тб., 1979, გვ. 56-59; О. Д. Лор­дкипанидзე. Наследие древней Грузии, გვ. 262-263; ჯ. გა­მა­ხა­რ­ია. თანამედროვე აფხაზეთის მიწა-წყალი…, გვ. 54-55.

[48] კ. ფიფია. ანტონიუსის აღმოსავლური პოლიტიკა და კოლხეთი. – სა­ისტორიო ძიებანი, VII, თბ., 2004, გვ. 203-209.

[49] კ. ფიფია. ავგუსტუსის აღმოსავლური პოლიტიკა და პო­ლე­მო­ნ­ი­­­დური პონტოს სამეფო. – კავკასიის მაცნე, XII, თბ., 2005, გვ. 71-74.

[50]კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შა­ვი­ზ­ღ­ვი­ს­პი­რე­თი I-II სს.  (პ­­­ო­­­­ლი­ტიკური ურთიერთობები). თბ., 2005, გვ. 45-57.

***

 

თავი II

აფსილებისა და აბაზგების გაერთიანებების პოლი­­­ტიკური   სტატუსის საკითხისათვის

 

ახ.წ. II ს. დასაწყისში პოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მკვეთრად შეიცვალა. ერთ დროს ერთიანი კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე გაჩნდნენ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებები – მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების “სამეფოები”, რომლებიც უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობისაგან გამოსვლის შემდეგ, იმპერიასთან გარკვეულ პოლიტიკურ ურთიერ-თობას ამყარებენ და მისგან ფორმალურ დამოუკიდებლობასაც იღებენ.

აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების შესახებ პირველხარისხოვანი ცნობები შემონახულია, ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175 წწ.) ცნობილ ნაშრომში “მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო”, რომელიც წარმოადგენს ავტორის მიერ, კაპადოკიის პროვინციის პროკონსულის რანგში, ტრაპეზუნტ-სებასტოპოლისის სანაპირო ხაზზე 131 წ. ჩატარებული საინ-სპექციო მოგზაურობის ოფიციალურ ანგარიშს იმპერატორ ადრიანესადმი (117-138 წწ.). არიანეს ცნობით, ტრაპეზუნტის სიახლოვეს მცხოვრები სანების “გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები. მათი მეფე ანქიალეა. მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები – ძიდრიტები ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან (იგულისხმება იმპერატორი ტრაიანე (98-117 წწ.) – კ.ფ.) მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვს მიღებუ-ლი. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან. მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი. სანი-გთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი”.[1]

ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური ერთეულებიდან[2] ყვე-ლაზე სამხრეთით მდებარე მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანებულ ,,სამეფოს”, ეკავა თანამედროვე ჭანეთის ნაწილი, ცენტრით დაახლოებით ქ. ათინასთან.[3] მათი სამფლობე-ლო ჩრდილოეთით ვრცელდებოდა იბერიის კონტროლქვეშ მყოფ ზიდრიტთა ოლქამდე. ზიდრიტებს, არიანეს მიხედვით, ლაზები ესაზღვრებოდნენ. ლაზებს ეკავათ კოლხეთის ცენტრალური ნაწილი, მდ. რიონის ორივე მხარეს. ჩრდილოეთით მათი საზღვარი გადიოდა მდინარე ეგ-რის-წყალზე,[4] ე.ი. დღევანდელ ღალიძგაზე.[5]

ლაზების ჩრდილოეთით არიანე ჯერ აფსილების, ხოლო შემდეგ აბაზგთა პოლიტიკურ გაერთია-ნებებს ასახელებს. აფსილებისა და აბაზგების განსახლების არეალი წარმოადგენდა საკმაოდ ვიწრო სექტორს ზღვის სანაპირო ზოლში, მდ. ღალიძგასა და სებასტოპოლისს შორის. ეს უკანასკნელი, არიანეს მიხედვით, სანიგების მიწა-წყალზე მდებარეობდა, რომლის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარიც მდ. აქეუნტზე, ანუ დღევანდელ მდ. შახეზე გადიოდა.[6]

ფლავიუს არიანე, როგორც ვნახეთ, ამ ახალ გაერთიანებათა მმართველებს “ბასილევსებს” უწოდებს, რაც ბერძნულში პირველ რიგში “მეფეს” ნიშნავს. შესაბამისად, მკვლევართა დიდი ნაწილი მათ მეფეებად მიიჩნევს, თუმცა ხშირად ამ ტერმინს ბრჭყალებში სვამენ. აღნიშნულ მმართველთა რეალურ პოლიტიკურ ძალაუფლებას შედარებით ზუსტად გამოხატავს რუსული ტერმინი, კნინობითი ფორმით – “царьки”.

არიანეს მიერ აფსილების, აბაზგებისა და სანიგების მმართველების “ბასილევსებად” მოხსენიება წარმოადგენს ფაქტობრივად ერთადერთ საბუთს, რის საფუძველზეც აფხაზი სეპარატისტი მკვლევრები და იდეოლოგები, რომელთათვისაც, როგორც ვნახეთ, უცხო არ არის წყაროთმცოდნეობით ბაზაში, განსაკუთრებით კი ანტიკურ წყაროებში, არსებული მწირი, ხშირად ბუნდოვანი მონაცემების მანიპულირებით მაქსიმალური პოლიტიკური გა-მორჩენის მიღება, ამტკიცებენ, რომ ახ.წ. II ს. დასაწყისიდან უკვე არსებობდა “აფხაზური სახელმწიფოებრიობა” და მისი ,,მრავალსაუკუნოვანი ისტორიის‘‘ ათვლას ყველაზე ხშირად სწორედ ამ “სამეფოთა” წარმოქმნის პერიოდიდან იწყებენ.[7]

ფლავიუს არიანეს მიერ აფსილ-აბაზგთა “ბასილევსების” დაფიქსირების ფაქტი, აფხაზ სეპარატისტ-იდეოლოგთა ხელში, რომლებიც ყოველნაირად ცდილობენ აფხაზთა “ნაციონალური ისტორიის” შექმნას და “დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს” არსებობის ისტორიოგრაფიულ დასაბუთებას, ერთი შეხედვით საკმაოდ მყარი არგუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა, ფაქტები და ისტორიული რეალიები კი აშკარად საწინააღმდეგოს მეტყველებენ.

ჯერ ერთი, მოსაზრება სანიგების აფხაზურ-ადიღეური წარმომავლობის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა. სანიგების ვინაობა ისტორიოგრაფიაში დადგენილია და ისინი უდავოდ ერთ-ერთი ქართველური, მეგრულ-ჭანური ტომია. როგორც აღნიშნავს პროფ. ნ. ლომოური, ეთნონიმში ,,სანიგი” ,,ადვილად გამოიყოფა ძირი სანი, რომელიც სრულიად კანონზომიერად ბერძნულად გადმოსცემს სახელწოდებას ჭანი.”[8] რაც შეეხება აფსილ-აბაზგებს, მათი ეთნიკური კუთვნილების გარკვევა ბევრად უფრო რთულია, თუმცა გამორიცხული არ უნდა იყოს ამ ტომთა ქართველური წარმომავლობა.[9] თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, თუ რამდენად არიან აფსილები და აბაზგები თანამედროვე აფხაზთა უშუალო წინაპრები, როგორც ამას კატეგორიულად ამტკიცებენ აფხაზი მკვლევრები, მათი იდენტურობის შემთხვევაშიც, II ს. დასაწყისში აფსილ-აბაზგთა სატომო გაერთიანებების არსებობა, ნამდვილად არ წარმოადგენს მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ამ პერიოდში “აფხაზური სახელმწიფოს” არსებობა ვივარაუდოთ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის, რომ ტერმინი “ბასილევსი” ( ) ყველაზე უფრო გავრცელებული ეტიმოლოგიის მიხედვით ნიშნავს “ხალხის წინამძღოლს”, და მეფის გარდა, ის შეიძლება ნიშნავდეს მთავარს, არქონტს, ზოგჯერ ტირანს, უფლისწულს, მეთაურს, მამასახლისს, პირველს ან ყველაზე გამოჩენილს თავის წრეში.[10] როგორც თ. ყაუხჩიშვილმა აჩვენა, სწორედ ჩვენთვის საინტერესო ხანაში, ეს ტერმინი სხვადასხვა შინაარსით იხმარებოდა.[11]

ამდენად, ძველ ავტორებთან ამ ტერმინს მრავალგვარი შინაარსი ჰქონდა და ისინი “მეფესა” და “მმართველს” შორის არსებულ მკვეთრ განსხვავებას ხშირად არ აფიქსი-რებდნენ. მაგ., სტრაბონის (ძვ.წ. 64/63 – ახ.წ. 24 წწ.) ცნობით, ძვ. წ. I ს. ჰენიოხებს ოთხი ბასილევსი ჰყავდათ,[12] ხოლო სვანებს ბასილევსი და 300 კაცისაგან შემდგარი საბჭო განაგებდა.[13] რა თქმა უნდა, ეს “ბასილევსები” სინამდვილეში ტომთა კავშირების ბელადებს წარმოადგენდნენ. რეალურად მხოლოდ ადგილობრივი ,,სკეპტუხები” უნდა ყოფილიყვნენ ძვ.წ. Iს. ავტორის მემნონის ცნობაში მოხსენიებული ,,ფასისის მიდამოების მეფეებიც”,[14] რომლებიც დაუმორჩილებია მითრიდატე ევპატორს.[15] საინტერესოა, რომ ანალოგიური სიტუაცია შეინიშნება რომაელ ავტორებთანაც. მაგ., ტაციტუსი (ახ.წ. 55-120 წწ.) თავის “ისტორიაში” სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრებ, სხვა წყაროებისათვის საერთოდ უცნობი ტომის – სედოხეზების ბელადს, რომელსაც თავი შეაფარა აჯანყებულმა ანიკეტმა, “მეფეს” (შედოცჰეზორუმ რეგის) უწოდებს.[16] ასევე, IVს. კომპილატორები _ ევტროპიუსი და ფესტუსი, ,,მეფეს” უწოდებენ პომპეუსის მიერ კოლხეთის მმართველად დანიშნულ არისტარქეს, მაგრამ ეს უკანასკნელი რეალურად კოლხეთის დინასტი იყო.[17]

ასე რომ, არიანეს მიერ აფსილებისა და აბაზგების, ისევე როგორც კოლხეთის დანარჩენ გაერთიანებათა მმართველების “ბასილევსებად” მოხსენიება არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს იმისათვის, რომ აღნიშნული მმართველები მეფეებად, ხოლო მათ გამგებლობაში მყოფი პოლიტიკური ერთეულები სამეფოებად, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მქონე სუბიექტებად მივიჩნიოთ.

ყოველივე ამასთან ერთად, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში II ს. დასაწყისიდან შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის რომაული დიპლომატიის ჭრილში გაანალიზებაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ არიანეს მიერ დასახელებული გაერთიანებები ჩავთვალოთ სახელმწიფოებად.

რომის იმპერია ასწლეულების მანძილზე თავისი საზღვრების გაფართოებასა და მისი სტაბილურობის დაცვას ახერხებდა არა მარტო სამხედრო ძლიერებით, არამედ დახვეწილი დიპლომატიითაც.[18] რომაული პოლიტიკისათვის უცხო არ იყო დაპყრობილი ხალხებისათვის გარკვეული დამოუკიდებლობის ილუზიის შექმნა, რათა რეალურად უკეთ ემართა ისინი. გლობალური საგარეო ექსპანსიის, განსხვავებული ისტორიული წარსულის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ქვეყნების დაპყრობის შედეგად შექმნილ რომის იმპერიას ძალზე რთული ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სტრუქტურა ჰქონდა. თითქმის ყველა აღმოსავლური პროვინცია შექმნილი იყო ადრე დამოუკიდებელი სამეფოების ბაზაზე, სადაც ისტორიული თვალსა-ზრისით ძლიერი იყო ადგილობრივი, ძველაღმოსავლური მემკვიდრეობისა და ელინისტური ტრადი-ციების სინთეზი, რის გამოც აქ ერთმანეთის გვერდით არსებობდა ელინისტური ქალაქები, ადგილობრივი ტიპის ძველაღმოსავლური ტრადიციების მატარებელი საქალაქო ცენტრები, რომაული კოლონიები და მუნიციპიუმები. გარდა ამისა, ყველა პროვინციის შემადგენ-ლობაში შედიოდა ავტონომიური სატაძრო ტერიტორიები, ტომთა გაერთიანებები მათივე ბელადების მეთაურობით, ცალკეული პოლიტიკური ერთეულები – სატრაპიები და პატარა, ეფემერული სამეფოებიც კი.[19] რომაელები დაპყრობილ ქვეყნებში ანგარიშს უწ-ევდნენ ადგილობრივ ტრადიციებს, ადათ-წესებს, ეყრდნობოდნენ ადგილობრივ კანონებსა და მმართველობის ორგანიზაციას, მეტნაკლებად ითვალისწინებდნენ კონკრეტული ქვეყნის ისტორიული განვითარების დონეს და საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას ატარებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.[20] რომაული პრაქტიკის თანახმად, დაპყრობილი მოსახლეობა იმპერიის სამხედრო ნაწილების კონტროლქვეშ იმყოფებოდა და ემორჩილებოდა მათ ტერიტორიაზე მყოფი საოკუპაციო სამხედრო შენაერთის მეთაურებს – პრეფექტებს.[21] თუმცა, იმპერიის სამხედრო ხელისუფლებას არ ეკისრებოდა ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის მიმართ პირდაპირი ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება. ამ ფუნქციებს ტომთა თუ თემთა გაერთიანებების წარჩინებული წარმომადგენლები ასრულებდნენ.[22] სწორედ მათ ევალებოდათ თავიანთ თანატომელებთან უშუალო კონტაქტი, გადასახადების აკრეფა და რომაული ჯარის ნაწილებში თანამემამულეთა გაწვევის ორგანიზება. ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენლები და სატომო ორგანიზაციათა ბელადები ანგარიშვალდებულნი იყვნენ უახლოესი რომაული სამხედრო ნაწილის პრეფექტების წინაშე.[23] ერთი სიტყვით, რომაული სამხედრო ნაწილების მეთაურთა მიერ ზურგმომაგრებული ადგილობრივი წარჩინებულები თავიანთი თანამემამულეებისათვის იყვნენ რომის ხელისუფლების პირდაპირი წარმომადგენლები. ასეთი იყო ზოგადად რომაული პროვინციის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სტრუქტურა.

ანალოგიური სიტუაცია იყო კოლხეთშიც. ახ. წ. 63 წ. ნერონის მიერ კოლხეთის პროვინციულ სისტემაში ჩართვის შემდეგ, რომაელებმა შეინარჩუნეს ქვეყნის დაყოფა ისტორიულად ჩამოყალიბებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად – ,,სკეპტუხიებად”.* აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომებისა და მათი ტერიტორიული ორგანიზაცი-ის, ,,სკეპტუხიების” უზენაეს ხელისუფლად, რომის პოლიტიკის ადგილზე გამტარებლად ითვლებოდნენ ზღვისპირა ზოლში დისლოცირებული რომაული გარნიზონების მეთაურები. მაგ., აფსაროსის გარნიზონის უფროსს ევალებოდა ზიდრიტებისა (რომლებზეც ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა იბერიის გავლენა) და მაკრონ-ჰენიოხების მეთვალყურეობა, ფასისის რო-მაულ გარნიზონს – ლაზების, ხოლო სებასტოპოლისის კასტელუმს – სანიგების, აბაზგებისა და აფსილების ,,სკეპტუხიათა‘‘ გაკონტროლება.[24] თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომის სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ევალებოდათ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ პირდაპირი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება. კოლხეთის მკვიდრ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი, გადასახადების აკრეფა, რომაული დამხმარე ჯარის ნაწილებში კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საკითხები ,,სკეპტუხების‘‘ კომპეტენციაში შე-დიოდა.[25]

ახლა რაც შეეხება აფსილ-აბაზგებისა, და საერთოდ, II ს. დასაწყისში კოლხეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილ “სამეფოებსა” და მათ ბასილევსებს. ამ “მეფეების” ძირითადი დანიშნულება იყო ადგილებზე წესრიგის დამყარება, საჭიროების შემთ-ხვევაში რომისათვის სამხედრო სამსახურის გაწევა, მათ თავიანთი ხელისუფლება მემკვიდრეობით კი არ ერგოთ, არამედ, როგორც ხშირად იმეორებს არიანე, მიღებული ჰქონდათ რომის იმპერატორებისაგან – ტრაიანესა და ადრიანესაგან,[26] და ეს არ იყო მხოლოდ ფორმალური მხარე. ამ “მეფეთა” გამგებლობაში მყოფი პოლიტიკური გაერთიანებები იმპერიას უხდიან ხარკს,[27] მათი ტერიტორია შედის რომაელთა აღმოსავლური ერთიანი თავდაცვის სისტემაში და სამხედრო თვალსაზრისით ემორჩილება კაპადოკიის მთავარსარდლობას,[28] ხოლო კოლხეთის მკვიდრი მოსახლეობა იმყოფება მათ სანაპირო ქალაქებში დისლოცირებული რომაული გარნიზონების კონტროლქვეშ.[29]

ამდენად, რომის “მეგობარი და მოკავშირე” კოლხეთის გაერთიანებათა “მეფეების” რეალური უფლება-მოვალეობანი ფაქტობრივად არ განსხვავდებოდა რომის პროვინციის მოხელეთა და თუნდაც მათი წინამორბედების, ,,სკეპტუხების” ფუნქციებისაგან; ეს “ბასილევსები” არსებითად რომის იმპერიის ადმინისტრატორები იყვნენ,[30] რომელთაც რომაულ გარნიზონებთან კავშირში უნდა უზრუნველეყოთ აღმოსავლეთ შავი-ზღვისპირეთში მცხოვრები ტომების მორჩილება რომისადმი; მათი რეალური უფლებები ძალზე შეზღუდული იყო და ისინი ადგილებზე რომის, კერძოდ, კაპადოკიის პროვინციის რომ-აული ადმინისტრაციის კონკრეტული ინტერესების გამტარებლები იყვნენ**. უფრო მეტიც, თვით ამ “სამეფოთა” წარმოქმნაც კი, გარკვეულწილად რომის პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი ითამაშა ადგილობრივმა პროცესებმა – ეს იყო ფეოდალიზაციის გარკვეული გავლენა,[31] თუ ადგილობრივი ტერიტორიულ-ტომობრივი წა-რმონაქმნების, ,,სკეპტუხიების” გააქტიურება და მათი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ,[32] მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ადგილობრივი საფუძვ-ლები, აშკარაა, რომ რომის სანქციის, გარკვეული მხარდაჭერისა და, შესაძლოა, ინიციატივის გარეშე, ეს “სამეფოები” ვერ წარმოიქმნებოდა.[33]

კოლხეთის ტერიტორიაზე ფორმირებულ “სამეფოთა” მმართველების რეალური უფლებამოსილება რომ მხოლოდ საშინაო საქმეებში გარკვეული თვითმმართველობის ფარგლებს არ სცილდებოდა და ამ “სამეფოთა” წარმოქმნაც კი, გარკვეულწილად რომის ინიციატივა რომ იყო, ამის დამადასტურებელ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ერთეულთა “დამოუკიდებლობის” აღიარება და მათი მეთაურებისათვის “სამეფო ხელისუფლების” გადაცემა ხდება ტრაიანეს დროს,[34] აღმოსავლეთში რომაული ჯარების კონცენტრაციის პირობებში, როდესაც ტრაიანემ არა მარტო გააუქმა რომზე დამოკიდებული იუდეისა და ნაბატეის სამეფოები, არამედ ზედიზედ დაამხო სომხეთისა და თვით პართიის სახელმწიფოები და მათი ტერიტორიები პროვინციებად გამოაცხადა.[35] ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არალოგიკური იქნებოდა, რომ ტრაიანეს აფსილ-აბაზგებისა და კოლხეთის სხვა წვრილ-წვრილი პოლიტიკური ერთეულებისათვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინა. ტრაიანესათვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა კოლხეთის დამორჩილება, რომელიც მისი მმართველობის დასაწყისისათვის უკვე ფაქტობრივად გამოსული იყო რომის გავლენის სფეროდან, მაგრამ აღმოსავლეთში შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შორსმჭვრეტელმა იმპერატორმა უფრო ხელსაყრელად მიიჩნია კოლხეთის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატომო ორგანიზაციათა საფუძველზე წარმოქმნილი ,,სკეპტუხიები” ყოველთვის ამჟღავნებდნენ ადმინისტრაციული ერთეულიდან ცალკე სამთავროდ გადაქცევის ტენდენციას. ახ. წ. I ს. ბოლოს, აღმოსავლეთში იმპერიის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შესუსტების შედეგად, ,,სკეპტუხიებმა” ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს და დომიციანეს (81-96 წწ.) დროს რომის გავლენა კოლხეთზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.[36] ასეთ ვითარებაში იმპერატორმა ტრაიანემ 106-114წწ., პართია-სომხეთის წინააღმდეგ გრანდიოზული ლაშქრობისათვის მზადების პერიოდში, კოლხეთის კვლავ რომის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად და აქ არსებულ ,,სკეპტუხიებზე” ფაქტობრივი სიუზერენობის შესანარჩუნებლად, მათ მმართველებს მისცა ფორმალური დამოუკიდებლობა, სინამდვილეში კი, გარკვეული თვითმმართველობა საშინაო საქმეებში. ასე გამოვიდნენ ისტორიის ასპარეზზე აფსილთა “მეფე” იულიანე და აბაზგთა “მეფე” რესმაგა, რომლებიც, სხვა “მეფეთა” მსგავსად, როგორც ჩანს, ადგილობრივი ,,სკეპტუხები” იყვნენ.

კოლხეთის საკითხის ასე გადაწყვეტა შემდეგი გარემოებებით იყო განპირობებული: როგორც ჩანს, ამ პერიოდისათვის რომს კოლხეთში არსებითი მატერიალური დაინტერესება არ გააჩნდა. მისთვის მთავარი იყო კოლხეთის გეოპოლიტიკური მდებარეობა. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა როგორც სომხეთის, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. იგი წარმოადგენდა უსაფრთხო ზურგსა და ხელსაყრელ პლაცდარმს პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში.[37] კოლხეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა II ს. დასაწყისში, როდესაც ტრაიანემ დაიწყო მზადება დიდი აღმოსავლური ლაშქრობისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა პართიისა და სომხეთის სამეფოების დამხობას. ამ მართლაც რომ უპრეცენდენტო კამპანიისათვის ტრაიანე დიდი მონდომებით ემზადებოდა. იგი პირადად აანალიზებდა მომავალი ოპერაციების სამხედრო-ტექნიკურ მხარეს და დეტალურად სწავლობდა პართია-სომხეთის საზღვრებთან შექმნილ მდგომარეობას.[38] რომაელები მომავალი საომარი მოქმედებების ტაქტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდნენ იმიერკავკასიაში მომთაბარე ალანთა ფაქტორსაც. ასეთ ვითარებაში, ტრაიანეს მხედველობიდან არ გამორჩენია რომაელთა პოზიციების სისუსტე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, საიდანაც ე. წ. “მეოტიდა-კოლხეთის” მაგისტრალით, მცირე აზიის რომაულ სამფლობელოებ-ში თავისუფლად შეეძლოთ შემოღწევა ჩრდილოკავკასიელ ნომადებს.[39] თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთში მებრძოლი რომაული ჯარების მომარაგება სურსათითა და დამატებითი ძალებით შავიზღვისპირეთიდან, ძირითადად კი, ტრაპეზუნტიდან ხდებოდა,[40] მაშინ ცხადი გახდება, რომ ამიერკავკასიაში შემოჭრის შემთხვევაში, ალანებს ადვილად შეეძლოთ რომაელთა ზურგში შეღწევა და ტრაპეზუნტიდან არმენიისაკენ მიმავალი ძირითადი კომუნიკაციების გადაჭრა, რისი დაშვებაც ტრაიანეს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. შექმნილ სიტუაციაში, 106-114 წწ., მომავალი საომარი ასპარეზისათვის ფლანგების გამაგრების მიზნით მასშტაბური ღო-ნისძიებების გატარების[41] დროს, ტრაიანემ კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ სკეპტუხიებს მისცა ფორმალური დამოუკიდებლობა, ხოლო მათ მმართველებს “სამეფო ხელისუფლება”, რითაც უზრუნველყო პართია-სომხეთთან დაპირისპირებაში მათი მოკავშირეობა და მინიმუმამდე დაიყვანა კოლხეთის გავლით ჩრდილოკავკასიელ ნომადთა შემოჭრის საფრთხე. რომაელთა მიერ დანიშნულ ადგილობრივ “მეფეებს”, რომაულ გარნიზონებთან კავშირში, უკეთ შეეძლოთ ადგილებზე წესრიგის დამყარება, საკაბოტაჟო ნავიგაციისა და ვაჭრობის უსაფრთხოების დაცვა, რომაული სამოკავშირეო-დამხმარე ძალების შესავსებად ახალი კონტინგენტის მოზიდვა და, რაც მთავარია, ,,მეოტიდა-კოლხეთის” მაგისტრალისა და ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელების გაკონტროლება. ამდენად, რომის მიერ მთლიანად მართვად “მეფეებს”, წინამორბედ ,,სკეპტუხებთან” შედარებით, უფრო ეფექტურად შეეძლოთ რომის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა რეგიონში.

ამასთან, ადგილობრივ “მეფეთათვის” ძალაუფლების გადაცემა რეგიონის დაკარგვის საფრთხეს არ ქმნიდა, რამდენადაც ეს “მეფეები” კოლხეთის სანაპირო ცენტრებში დისლოცირებული რომაული გარნიზონების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდ-ნენ. გარდა ამისა, თავისი ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გამო კოლხეთი არსებითად რომაულ, პონტოურ სამყაროს მიეკუთვნებოდა. ჩრდილოეთიდან და სამხრე-თიდან იგი მოქცეულია კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა მასივებს შორის, ხოლო აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია ლიხის ქედით. ასე რომ, კოლხეთი თითქმის ყვე-ლა მხრიდან, გარდა დასავლეთისა, ზღვის მიმართულებიდან, ძნელად მისასვლელი იყო, რაც ხელს უწყობდა იმას, რომ იგი ორგანულად ყოფილიყო დაკავშირებული რომაულ სამყა-როსთან.[42] იმპერიასთან კოლხეთის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირისა და გეოგრაფიული სიახლოვის გამო, არ არსებობდა იმის საშიშროება, რომ ადგილობრივ მმართველებს, გარკვეული დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, რომთან კავშირი გა-ეწყვიტათ და მთლიანად საკუთარი პოლიტიკა გაეტარებინათ. ამ ახალჩამოყალიბებული გაერთიანებებიდან ყველაზე ძლიერი – მაკრონ-ჰენიოხებისა და ლაზეთის “სამეფოებიც” კი, მთელი II ს. მანძილზე მთლიანად რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული და იმპერიის ნება-სურვილის გარეშე მათ რაიმე დამოუკიდებელი ღონისძიების გატარება არ შეეძლოთ.[43]

ასე რომ, კოლხეთის პოლიტიკურ გაერთიანებათა დამოუკიდებლობა სრული ფიქცია იყო. ისინი მთლიანად რომის კონტროლქვეშ იმყოფებოდნენ, წარმოადგენდნენ იმპერიის თავ-დაცვითი ზონის ნაწილს და ისეთივე გეოსტრატეგიული და სამხედრო-საკომუნიკაციო ფუნქციები ეკისრებოდათ, როგორც უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში თუ პოლემონი-დური პონტოს სამეფოს შემადგენლობაში ყოფნისას.

რაც შეეხება საკუთრივ აფსილებისა და აბაზგების “სამეფოებს”, ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, ისინი ტერიტორიულადაც ძალზე უმნიშვნელონი იყვნენ. ორივე ამ “სამეფოს” ტერიტორია მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ 50-60 კმ-იან ვიწრო ზღვისპირა ზოლს მდ. ღალიძგიდან სებასტოპოლისამდე. ასეთ ვითარებაში, ცხადია, ამ პოლიტიკურ გაერთიანებათა არავითარ სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. აფსილ-აბაზგთა მმართველების “სამეფო ხელისუფლება” რეალურად რომის პროვინციის მოხელეთა ფუნქციებს არ სცილდებოდა, ხოლო მათ გამგებლობაში მყოფი “სამეფოები” დიდად არ განსხვავდებოდნენ იმპერიის პროვინციულ სისტემაში ჩართული ქვეყნებისაგან. გარდა ამისა, რომაელები აფსილებისა და აბაზგების გაერთიანებებს, როგორც ჩანს, საერთოდ არ მიიჩნევდნენ რაიმე ანგარიშგასაწევ ძალად. თუ კოლხეთის შედარებით ძლიერი “სამეფოების” – მაკრონ-ჰენიოხების, ლაზებისა და სანიგების მიწა-წყალზე (შესაბამისად, აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლისში) დისლოცირებული იყო რომაული გარნიზონები, რომლებიც აკონტროლებდნენ ადგილობრივ მმართველებს, აფსილებისა და აბაზგების გაერთიანებებს მეზობელი სანიგეთის ტერიტორიაზე, სებასტოპოლისში მდგომი გარნიზონი აკონტროლებდა. აფსილებისა და აბაზგების “სამეფოები”, როგორც ჩანს, იმდენად სუსტი იყვნენ, რომ რომის ხელისუფლებას მათი მორჩილებაში ყოლის გარანტად არც სჭირდებოდა უშუალოდ ამ გაერთიანებათა ტერიტორიაზე იმპერიის სამხედრო ნაწილების ყოფნა. ისიც საკმარისი იყო, რომ აფსილებისა და აბაზგების წვრილ-წვრილი ერთეულები ძლიერი მეზობლების – ლაზებისა და სანიგების გარემოცვაში იყვნენ მოქცეული. ამიტომ აფსილ-აბაზგთა მმართველები მთლიანად რომზე უნდა ყოფილიყვნენ ორიენტირებული, რადგანაც იმპერიის მხარდაჭერის გარეშე ძლიერი მეზობლები ადვილად მოუღებდნენ მათ ბოლოს. ასე რომ, აფსილებისა და აბაზგების “სამეფოების” სისუსტისა და მათი მმართველების მიერ რაიმე დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მინიმალური ალბათობის გამო, ამ გაერთიანებათა ტერიტორიაზე არ იდგა რომაული გარნიზონები.[44]

და ბოლოს, აფსილებისა და აბაზგების ,,სამეფოები” საზოგადოებრივი განვითარების თვალსაზრისითაც ჩამორჩებოდნენ კოლხეთის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში არსებულ ლაზებისა და მაკრონ-ჰენიოხთა ,,სამეფოებს.” მკვლევართა აზრით, აფსილებისა და აბაზგების გაერთიანებები განვითარების შედარებით დაბალ დონეზე იდგნენ და ისინი ,,სამხედრო დემოკრატიის” სტადიაზე მყოფ ტომთა კავშირებს წარმოადგენდნენ, მათ სათავეში მდგომი “მეფეები” კი, რეალურად ამ ტომობრივ გაერთიანებათა ბელადები იყვნენ.[45]

აფსილებისა და აბაზგების სატომო გაერთიანებების პირდაპირი დამოკიდებულება რომზე, დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ჩანს, მათ ვერ შეძლეს თავიანთი ფორმალური სტატუსის შენარჩუნება და მალევე დაკარგეს “დამოუკიდებლობა”. ნიშანდობლივია, რომ არიანეს შემდგომ აფსილ-აბაზგთა “სამეფოები” და მათი “ბასილევსები” არც ერთ წყაროში არ იხსენიებიან. გამორიცხული არ არის, რომ ისინი უკვე II ს. მეორე ნახევარშივე მოექცნენ აღმავლობის გზაზე მდგარი ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაში.

ამრიგად, აფსილ-აბაზგთა “სამეფოები” წარმოიქმნა ძველი კოლხეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისინი წარმოადგენდნენ კოლხეთის სამეფოში არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, ,,სკეპტუხიების” მემკვიდრეებს და ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმის არარსებობის პირობებში, აღმოსავლეთში შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, უშუალოდ ემორჩილებოდნენ რომის იმპერატორებს და სარგებლობდნენ გარკვეული თვითმმართველობით, რომლის შენარჩუნება ვერ შეძლეს. თუმცა, მათი ეფემერული დამოუკიდებლობაც კი, ზოგადად კოლხური მოვლენა იყო, რამდენადაც რომმა “სამეფო ხელისუფლება” გადასცა არა მხოლოდ აფსილ-აბაზგთა ,,სკეპტუხებს”, არამედ მთლიანად კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ტომობრივი გაერთიანების მმართველს. ასე რომ, თვით II საუკუნეშიც, აფსილ-აბაზგთა “სამეფოების” არსებობის პერიოდშიც, თანამედროვე აფხაზეთი საერთო-კოლხური, ქართული პოლიტიკური სამყაროს ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, II საუკუნეში “აფხაზური სახელმწიფოებრიობის” არსებობის შესახებ საუბარიც ზედმეტია და აფსილ-აბაზგთა “სამეფოები” უნდა განვიხილოთ როგორც გარკვეული თვითმმართველობის მქონე გაერთიანებები. არიანეს დროინდელი აფსილ-აბაზგთა “ბასილევსები” ამ ფორმალურ წოდებასაც მალევე კარგავენ, მხოლოდ ლაზეთი (ეგრისი) იძენს სახელმწიფოებრიობის ნიშნებს და ერთიან დასავლურ-ქართულ სამეფოდ ყალიბდება.

 

 

______________________________

 
შემოკლებათა განმარტება

 თსუ შრომები _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრ­ო­­მები.

იიშ _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტ­უ­ტ­ის შრომები.

მაცნე. ისტორიის…, სერია _ საქართველოს მეცნიერებათა აკ­ა­­­­დ­­ე­­­მი­ის­ მაცნე. ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ის­­ტორიის სერია.

მსკი _ მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათ­ვ­ი­­­ს.­

სინ _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები.

სმამ _ საქართველოს სსრ მე­ცნ­ი­ე­რ­ე­ბ­ა­თა აკადემიის მოამბე.

სსმმ _ ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუ­ზე­უმის მოამბე.

ВДИ _ Вестник древней истории.

ИАН _ ­Известия Академии Наук.

ЖМНП_Журнал Министерства Народнаго Просвещения.

 

 

____________

 

[1] Arr., PPE, 11; ფლავიუს არიანესა და მისი `პერიპლუსის~ შე­ს­ა­ხ­ებ იხ.: ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარ­შემო. თა­­­რ­გმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმა­­­­ძისა. თბ., 1961, გვ. 3-27; ბერძენი მწერლების ცნობები სა­ქა­რ­თ­ვ­­ე­­ლოს შესახებ. V. ძვ­ე­­ლი ბერძნულიდან თარგმნა, გამოკვლევა დ­ა საძიებლები და­ურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1983, გვ. 94-116; М.­ П. Инадзе. К истории Гру­зии ан­­тич­ного периода (Флавий Арр­и­­ан и его сведения о Груз­ии). Ав­т­о­­реферат кандидатской диссе­р­т­­­а­ции. Тб., 1953.

[2] ამ პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. რო­­­­მის აღმოსავლური პოლიტიკა და ცალკეული ,,სამეფოების~ წა­­­­რ­­­მოქმნა კოლხეთში (ახ.წ. II ს.). თბ., 2012, გვ. 33-70.

[3] ს. ჯანაშია. თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი. _ შრომები, III. თბ., 1959, გვ. 22.

[4] ნ. ლომოური. ძველი აფხაზეთის ეთნოკულტურული ისტო­რი­ი­დ­­ან, გვ. 8; Н.Ю. Ломоури. Абхазия в античную и раннес­ред­не­ве­ковую эпохи, გვ. 18.

[5] დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძი­­­­­­რი­თადი საკითხები. I. თბ., 1977, გვ. 106-113; დ. მუ­სხე­ლიშ­ვი­ლი.­ საქართველო IV-VIII საუკუნეებში. თბ., 2003, გვ. 108.

[6] Aრრიან., PPE, §18; აქეუნტისა და შახეს იგივეობის შესახებ იხ.: ნ. კეჭაღმაძე, ფლავიუს არიანე, გვ. 79, 81-82, შენ. 62; М. П. Ин­а­д­­­зе. К истории Грузии античного периода…, გვ. 16.

[7] იხ.: მაგ., Е. К. Аджинджал. Из истории Абхазской госу­дарствен­н­о­­с­­­ти, გვ. 7-8; Е. К. Аджинджал. Абхазская реконкиста и меж­дун­арод­н­ое право, გვ. 8-10; Ю.Н. Воронов Абхазы – кто они?, გვ. 21-22; E. K. Ad­­z­h­indzhal. Abkhazia’s liberation and international law. Sukhum, 2007, gv. 12-15. el­­eqtr. versia: http://www.apsuara.­ru/portal­/node/­1022;­ Т. М. Шам­ба, А. Ю. Непрошин. Абхазия. Правовые основы …, გვ.­ 53.

[8] ნ. ლომოური. ძველი აფხაზეთის…, გვ. 32-33; ნ. ლომოური. ძი­რ­­­ძ­ვ­ე­ლი ქართული მხარის…, გვ.­ 59; Н. Ю. Ло­мо­ури. Абхазия в ан­т­­и­­ч­ную…, გვ. 20.

[9] იხ.: პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე, გვ. 118-189; თ. გამყრე­ლ­ი­­ძე. ძველი კოლხეთის სატომო სახელთა ისტორიიდან. _ საქ­ა­რ­­­თვე­ლოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქარ­თ­უ­­­­ლი ტერმინოლოგია. თბ., 1993, გვ. 582-588; Д. Л. Мусхели­ш­в­и­ли. Исторический статус Абхазии в Грузинской государствен­нос­ти. – Ра­­­з­ы­скания по истории Абхазии/Грузия,­ გვ. 122-124.

[10] თ. ყაუხჩიშვილი. სტრაბონის ტე­რმინო­ლო­გიი­სა­თ­ვის. –იიშ, II, თბ., 1956, გვ. 181-182; თ. ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია. ცნ­­ო­ბები საქართველოს შესახებ. თბ., 1957, გვ. 37.

[11]  თ. ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია, გვ. 31-48.

[12] Strabo, XI, 2, 13.

[13] Strabo, XI, 2, 19.

[14] Мемн., XV, 30, 3; თ. ყაუხჩიშვილი. მემნონის `ჰერაკლეის ის­ტ­­­ო­­რიის~ ცნობები საქართველოს შესახებ. _ მსკი, ნაკვ. 34, თბ., 1962, გვ. 149; მემნონი. ჰერაკლეის შესახებ. _ წგნ.: ბერძენი მწე­რ­­­­ლების ცნობები საქართველოს შესახებ, VI. ძველი ბერძ­ნ­უ­ლ­ი­­­დან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო თ. ყა­­უხ­ჩ­იშვილმა. თბ., 1987, გვ. 26.

[15] იხ.: კ. ფიფია. რომის აღმოსავლური პოლიტიკა…., გვ. 10-11.

[16] Tac., Hist., III, 48.

[17] აპიანე. მითრიდატეს ომების ისტორია. ბერძნული ტექსტი ქარ­თ­­­უ­­ლი თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და საძიებლები და­­­­­­ურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1959, გვ. 28-36; k. fifia.­Gpo­mp­e­u­si da aristarqe kolxi. _ bedia, № 8-9. Tb.,­­ ­­20­10, gv. 267-275. eleqtr. versia ix.: http://www.dzeglebi.ge/­stat­­ie­b­i­­­­/­istoria/ pompeusi_da_aristarqe. html

[18] D. Braund. Rome and the Friendly King: the Character of Cl­ient King­s­h­ip­. L. – N. Y., 1984, გვ. 30.

[19] История древнего Рима. Под редакцией В. И. Кузи­щ­ина, М., 1981, გვ. 233.

[20] А. Б. Ранович. Восточные провинции Римской импе­рии I-III вв., М.­­­-Л., 1949, გვ. 71;  F. De Martino. Storia della constituzione Romana, II, Na­­­poli, 1958, gv. 297-299.

[21] Т. Д. Златковская. Мезия в I и II веках н.э., М., 1951, გვ. 46.

[22] Ю. К. Колосовская. Паннония в I- III веках, М., 1973, გვ. 61.

[23] Т. Д. Златковская. Мезия в I и II веках н.э., გვ. 46; Ю. К. Ко­ло­со­в­с­к­­ая. Паннония в I- III веках, გვ. 61.

* ქვეყნის დაყოფა ტრადიციულ ,,სკეპტუხიებად~, შენარ­ჩუნე­ბუ­ლი იყო კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგაც, როგორც მით­რი­­დ­­ა­ტე VI-ის, ასევე პოლემონიდთა მმართველობის პერიოდშიც (კ. ­ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის პრ­ოვ­ინ­ცი­ულ სისტემაში. – საისტორიო ძიებანი, VI, გვ. 189-198, თბ., 2003, გვ. 193; კ. ფი­ფია. რომის აღმოსავლური პოლიტიკა…., გვ. 10-11, 24).

[24] კ. ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის პრ­ოვ­ინ­ცი­ულ სისტემა­შ­ი­,   გვ­. 195-197.

[25] კ. ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის პრ­ოვ­ინ­ცი­ულ…, გვ. 197.

[26] Aრრ., PPE, 11

[27] Д. Браунд. Римское присутствие в Колхиде и Ибе­рии. – ВДИ, 1991, №­4, გვ. 47-48.

[28] Т. Моммзен. История Рима. V. М., 1949, გვ. 365.

[29] ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. გვ. 36-37; კ. ფიფია. რო­­­­მი და აღმოსავლეთ შა­ვი­ზ­ღ­ვი­ს­პი­რე­თი I-II სს., გვ. 80.

[30] ნ.ლომოური. ძველი აფხაზეთის ეთ­ნო­კუ­ლ­ტუ­რ­უ­ლი ისტორი­ი­დ­­­­ან, გვ. 41-42; Н. Ю. Ломоури. Абхазия в античную и ранн­ес­ре­дн­е­в­е­­­к­­­овую эпохи, გვ. 27.

** აღნიშნული “მეფეების~ რეალური უფლება-მოვალეობების შე­­­­ს­ა­ხებ საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ნ. ბე­რ­ძე­ნი­შ­ვ­ილს. მკვლევრის აზრით, რომს კოლხეთში `საყრდენი კო­ლ­ო­­­ნ­ი­ების ვაჭრობა (უმთავრესად მონების მოპოვება) აი­ნტე­რე­ს­ე­­ბ­­და და ეს `მეფეები~ ასეთი ვაჭრობის აგენტები უნდა ყო­ფი­ლ­ი­ყ­ვ­ნენ. რომაელთა გარნიზონები კი შემუშავებული სტატუს-ის და­­ც­ვ­­ის გარანტია იყო~ (ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ის­ტო­რი­ი­ს სა­­კი­თხები. თბ., 1990, გვ. 503).

[31] ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფე­ოდ­ა­ლ­იზაციის გზა­ზ­ე. – შრომები. ტ. I. თბ., 1949, გვ. 211-212.

[32]  მ. ინაძე. კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიათა…, გვ. 785-790.

[33] ნ. ლომოური. დასავლეთ საქართველო რომის პო­ლიტიკურ ს­ი­­­ს­­­­ტე­მაში ახ. წ. II-III საუკუნეებში. – ქართული დიპლომატია, 6­, თბ., 1999, გვ. 75.

[34] კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართვე­ლო. თბ., 2005, გვ. 34-39; კ. ფიფია. რომის აღმოსავლური პოლი­ტი­­კა…, გვ. 59-67.

[35] კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართვე-ლო, გვ. 15-18.

[36] М. П. Инадзе. К истории Грузии античного периода, გვ. 13-14.

[37] კ. ფიფია. რომის აღმოსავლური პოლიტიკა…., გვ. 18-19, 60-61.

[38] კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შა­ვი­ზ­ღ­ვი­ს­პი­რე­თი I-II სს., გვ. 103-104; კ. ფიფია. რომის აღმოსავლური პოლიტიკა…., გვ. 61-62.

[39] კ. ფიფია. რომაული სამყაროს კრიზისი და აღ­მო­სავლეთ შა­ვ­ი­­­ზ­ღვისპირეთი. თბ., 2006, გვ. 55-56.

[40] კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა…, გვ. 44-46; კ. ფი­­ფია. რომი და აღმოსავლეთ შა­ვი­ზ­ღ­ვი­ს­პი­რე­თი I-II სს., გვ. 73.

[41] იხ.: კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა…, გვ. 36-37.

[42] Д. Браунд. Римское присутствие в Колхиде и Ибе­рии, გვ. 37.

[43] იხ.: კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შა­ვი­ზ­ღ­ვი­ს­პი­რე­თი I-II სს­­., გვ. 127-144.

[44] კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შა­ვი­ზ­ღ­ვი­ს­პი­რე­თი I-II სს., გვ. 144-145.

[45] გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში. _ სინ, I, გვ. 547-548; Г. А. Меликишвили. К истории древней Гр­­

 

 
%d bloggers like this: