IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ინტერვიუ ალ. აბდალაძესთან

 • Armenia-სომხეთი

 

ინტერვიუ ალექსანდრე აბდალაძესთან…

 

საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს წმინდა სინოდის ერთობლივი ოქმის მიღების შემდეგ მართლმადიდებელი მრევლის მღელვარება არ წყდება, თუმცა რატომ, ამ ოქმზე ხელისმომწერი 70 შეჩვენებული პარლამენტარისა და 20 ყურპარტყუნა ანაფორიანისთვის, სულერთია…

“თუ სომხები დაეფლებიან იმ ეკლესიებს საქართველოში, რომლებსაც ითხოვენ, (ნორაშენი, მარდი, მოღნიანი, სურბ-ნაშანი, სურბ-გევორქი. – მჭ) არსებობს ძალიან დიდი ხიფათი იმისა, რომ საქართველოში არსებული მოქმედი სომხური ეკლესიები გადაიქცევა ანტიქართულ კერებად;

რას გეგმავენ, რა ესაქმებათ საქართველოში და რას დასჩხავიან ღვთის გარეგანი გარეგინი და მისი სომხობა;

საუკუნეების განმავლობაში ლტოლვილი სომხები მორბოდნენ საქართველოში, რომელთაც თავშესაფარს აძლევდნენ ქართველი მეფეები. მტრისგან დევნილები სულს ითქვამდნენ საქართველოში, მაგრამ როგორც ყოველთვის, დაწყებული ძვ.წ II საუკუნიდან დღემდე, ყოველთვის “შავ უმადურებას” იჩენენ საქართველოს მიმართ;

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთი გამოთქმა “გველი გაგვიზრდია უბეში”, _ ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი ალექსანდრე აბდალაძე (აბუდალაძე), ავტორი არაერთი მეცნიერული ნაშრომისა, წერილებისა და სამეცნიერო-პოპულარული წიგნებისა: “წმინდა საქართველოს ჟამთა აღწერა”, “საქართველო და სომხეთი” და “სომხების პრობლემა საქართველოსთვის”.

 

_ ბატონო ალექსანდრე, მოდით, რადგან, თქვენი შედარებისა არ იყოს, გველის ნაკბენივით გვახსოვს გენეტიკურ ქართველებს “სომხური შავი უმადურების” ამბავი 1918 წელს, ამით დავიწყოთ და მივყვეთ არა ქრონოლოგიურად, არამედ, როგორც წამოჭრილი კითხვები მოითხოვს.

_ თქვენი ნებაა, მაგრამ პატარა შესავალი აუცილებელია _ სომხების პრობლემა საქართველოს დაუდგა ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე II საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველო არ იყო ერთიანი სახელმწიფო. ამ დროს სომხეთის მოკავშირე იყო რომი. გარდა ამისა ჩრდ. კავკასიაც, კერძოდ, სარმატებიც უტევდნენ საქართველოს და ასეთ რთულ ვითარებაში სომეხთა მეფეებმა შეძლეს ქართული მიწების მიტაცება. ზოგჯერ ქართველი მეფეები იბრუნებნენ მიტაცებულ ტერიტორიებს და ასე, გაგრძელდა ეს შეხლა-შემოხლა საუკენეების განმავლობაში და სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება ასე., მოგეხსენებათ ჯავახეთზე პრეტენზია (ლორე-ტაშირი დღესაც მიტაცებულია).

_ და მიტაცებულ ტერიტორიებზე სომხურ მოსახლეობას ასახლებდნენ…

_ რა თქმა უნდა. შემდეგ სახელებსაც უცვლიდნენ, ქართულ ადგილის სახელებს სომხურს არქმევდნენ. სწორედ ამის გაგრძელება იყო განხეთქილება ქართულ-სომხურ ეკლესიებს შორის VII საუკუნეში. სომხურ ეკლესიას სურდა განეგრძო ძველი სომხეთის მეფეების პოლიტიკა, რომ დაპატრონებოდა ქართულ მიწა-წყალს. იმ დროს, VII საუკუნეში, არც საქართველოს (აღმ. საქართველოს) და არც სომხეთს მეფე არ ჰყავდა, ამდენად, სომხური ეკლესია ცდილობდა შეესრულებინა სახელმწიფოს ფუნქცია, რაც ქართული მიწების მიტაცების მცდელობაშიც გამოიხატებოდა.

მოხდა ისე, რომ XI საუკუნეში სომხური სახელმწიოებრიობა მოისპო და ეს გაგრძელდა 1918 წლამდე. უფრო მეტიც, თვით სომეხთა საპატრიარქო-საკათალიკოსო XI –XV საუკუნის შუა ხანებამდე აღარ არსებობდა, რადგან ბიზანტიამ მოახერხა და გაიტანა იგი სომხეთის საზღვრებსგარეთ. (მოგეხსენებათ, სომხები მოხეტიალე ხალხია, გაუტკბათ უცხოეთში ყოფნა) მხოლოდ XV საუკუნის მეორე ნახევარში, ოთხი საუკუნის შემდეგ მოვიდნენ გონს და დაბრუნდნენ ეჩმიაძინში. სომხები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, _ მეფე არ ჰყავთ, პატრიარქი არ ჰყავთ, _ სახელმწიფო არ აქვთ. როდესაც საპატრიარქო დაბრუნდა, ის ასე თუ ისე, ცდილობდა ეპატრონა სომეხი ერისთვის, თუმცა, ვერ უმკლავდებოდა მაჰმადიანურ შემოსევებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დუხჭირ მდგომარეობაში არიან ყოველმხრივ და გარბიან. მორბიან პირველ რიგში საქართველოში და ქართველი მეფეები, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, იფარებდნენ საქართველოში, _ ეს ძალზე მოკლედ.

XIX-XX საუკუნეებში, სომხურმა წრეებმა, რომელიც მრავალრიცხოვანი იყო, გამოიჩინეს “შავი უმადურობა” საქართველოს მიმართ, გაიხსენეს ქრისტესშობამდელი იდეა “დიდი სომხეთის” არსებობისა და დაგეგმეს მისი კვლავ შექმნა, რაც არასდროს ჰქონიათ. უფრო მეტიც, რაც ვითომ ოდესღაც “დიდი სომხეთი” იყო, იმაზე დიდი სომხეთის შექმნა მოინდომეს.

_ სანამ განვაგრძობთ, _ “დიდი სომხეთი”, “ველიკაია არმენია”, მაგრამ სომხურად როგორ ითქმება?

_ “მეც ჰაიკ”. ოცნებებში გაელვებულ დიდ სომხეთში ასევე დაგეგმეს, რომ მოქცეულიყო, სულ ცოტა, ნახევარი საქართველო მაინც, კერძოდ, თბილისი, გორი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი _ თელავი, სიღნაღი… ყოველ შემთხვევაში, ცოტა მთიულეთს გვიტოვებდნენ. სამცხე-ჯავახეთიდან დაგეგმილი ჰქონდათ გასვლა ბათუმში. კურიოზამდე მიდიოდა საქმე, მათ ასევე დაგეგმეს, რომ ლაზისტანი, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ დღესაც თურქეთის შემადგენლობაშია, გამხდარიყო დიდი სომხეთის ვასალი, _ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რუსეთის იმპერიის მხარდაჭერით იგულისხმებოდა.

_ ორიოდე სიტყვით ამაზეც ვთქვათ.

 

_ რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით ძალიან მომრავლდა სომხური მოსახლეობა საქართველოში, მაგალითად, იგივე აფხაზეთში. ვიღაცებს ჰგონიათ, სომხებს ზღვისპირეთში უნდოდათ ცხოვრება კარგი პირობების გამო, _ ესეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო შორსმიმავალი გეგმებია, _ ამას ხომ წარმართავს ვიღაც, იგივე სომხური საპატრიარქო. საქართველო რომ დაესუსტებინათ, სომხების გეგმაში შედიოდა აფხაზეთის საქართველოსთვის ჩამოშორებაც, ნახევარი საქართველოს მიტაცება ხომ სურთ, ამასთანავე, დარჩენილი ნახევრის სომხეთის გავლენის ქვეშ მოქცევა და ამიერკავკასიაში წამყვან სახელმწიფოდ ყოფნა.

_ ბატონო ალექსანდრე, მოდით, ცოტა გასაგებად და მოკლედ ავხსნათ, რამ შეაკავშირა რუსეთი და სომხეთი.

_ 1801 წელს, რუსეთის ვითომ მართლმადიდებელმა იმპერიამ ვერაგულად, მოტყუებით მოსპო ქართლ-კახეთის სამეფო. სულ ტყუილებია ის ამბავი, რომ ვითომ ერეკლე II-ს სურდა საქართველოს შეერთება რუსეთთან _ არა! ერეკლე II-ეს სურდა ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირით საქართველო გაძლიერებულიყო. იმ დროს, აღმოსავლეთ საქართველო ითვლებოდა მაჰმადიანი სპარსეთის ვასალად, ამდენად, ერეკლე II თანახმა იყო, ქართლ-კახეთი და მთლიანად საქართველოც, ყოფილიყო არა სპარსეთისა და თურქეთის ვასალი, არამედ ერთმორწმუნე რუსეთის ვასალი, მოძლიერებულიყო და ამ გზით აღმდგარიყო დავითისა და თამარის საქართველო.

_ ანუ, თქვენ ამბობთ, რომ “ოქროს ხანის” საქართველოს საზღვრების აღდგენა ჰქონდა გამიზნული?

_ დიახ, “დიდი საქართველოსი”. სომხები თუ არარსებულ “დიდ სომხეთზე” ბოდავენ, “დიდი საქართველო” ნამდვილად არსებობდა დავითისა და თამარის ეპოქაში. ყველა ნამდვილი ქართველის ოცნება ყოველთვის იყო იმ სიდიადის აღდგენა. იცოდნენ რა რუსეთის მიზნები, ქართველები ფიქრობდნენ, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირი იქნებოდა ორივე მხარისთვის სარგებლობის მომტანი, მაგრამ ვერაგობამ გადასძალა რუსეთს. ეს რომ დაინახეს წამყვანმა ქართველმა ეროვნულმა წრეებმა, ბუნებრივია, გამოიწვია პროტესტი და დაიწყო აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ, _ ამის გამო, რუსეთმა “ურჩ ერად” გვაღიარა. ბარემ ესეც ვთქვათ, ნაპოლეონი რომ რუსეთს შეესია 1812 წელს, ზუსტად მაშინ აუჯანყდა რუსეთს კახეთიც, რომელიც ისე იყო დაგეგმილი, შეიძლებოდა რომ მთელ საქართველოს მოსდებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, “მორჩილ ერად” ჩათვლილ სომხეთს აწყობდა რუსეთის გაბატონება დროებით მაინც, ანუ ამიერკავკასიის რუსეთის კოლონიად გადაქცევა. როდესაც 1827 წელს რუსეთმა ერევანი აიღო, ასე ვთქვათ, სპარსეთს წაართვა, სომხეთში მხოლოდ 25 000 სომეხი ცხოვრობდა, დანარჩენი გაქცეული იყო, რუსეთის შესვლამ კი უკან დააბრუნა სომხები. გარდა ამისა, ამ ჩვენმა “ერთმორწმუნემ”, საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია რომ წაართვა 1811 წელს, სომხეთის ეკლესიას დაუტოვა.

ერთი სიტყვით, XIX საუკუნეში მხოლოდ რუსეთი კი არ შემოესია საქართველოს, სომხეთიც შემოუსია და ერთად ცდილობდნენ ქართველი ერის დაკნინებას, დაჩაჩანაკებას, დასუსტებას. სომხების გათვლა მარტივი იყო, _ არცერთ იმპერიას არ უბოგინია დიდხანს, რუსეთის იმპერიაც დაემხობოდა და რუსეთის ფრთის ქვეშ გაძლიერებული სომხეთი აისრულებდა მიზანს, დაუძლურებულ საქართველოს ადვილად გაასომხებდა, დიდ ნაწილს მაინც.

აი, რას წერდა გამოჩენილი სომეხი მწერალი ხაჩატურ აბოვიანი XIX საუკუნის I ნახევარში, კაცი, რომელიც ისეთი მოღვაწე იყო სომეხთათვის, მისი მსგავსი მეორე რომ არ მოიძებნება, როგორ მოძღვრავდა სომეხ ერს: “რუსის სახელი ჩვენთვის ისევე წმინდა უნდა იყოს, როგორც მისი სისხლი, რომელმაც სამუდამოდ დაგვიხსნა. მაშ, ამიერიდან აკურთხეთ რუსის მარჯვენა. დე, იკურთხოს ის საათი, როცა რუსმა სომხების მზიურ ქვეყანაში შემოდგა ფეხი… სანამ პირში სული გვიდგას, დღედაღამ, ჩვენი მწუხარებით სავსე წარსული მოვიგონოთ და რუსის დანახვაზე უფალს მადლობა შევწიროთ. ღმერთმა ნათელი მოგვფინა, მფარველად რუსნი მოგვივლინა” (სომხეთის ჭრილობა”)

მოვედით 1918 წლამდე.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერია დროებით დაიშალა. (ჩვენ იმპერიას ვუწოდებთ იმ ორივეს “თეთრ” და “წითელ” რუსეთსაც) ამის შედეგად, სომხეთმაც და საქართველომაც 1918 წლის მაისში მოიპოვეს დამოუკიდებლობა.

ჩვენდა საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოექცნენ არაქართული სულისკვეთების მარქსისტები, მენშევიკები, რომლებიც საკუთარ თავს მსოფლიოს მოქალაქეებად მიიჩნევდნენ, _ ნოე ჟორდანიას არავითარი ქართული სულისკვეთება არ გააჩნდა, მითუმეტეს, ფილიპე მახარაძეს და სხვებს. შეიძლება, მენშევიკები ოდნავ სჯობდნენ ბოლშევიკებს, მაგრამ თავდაპირველი “ძმები” მაინც “ბიძაშვილებად” რჩენოდნენ. აქვე დავაზუსტოთ, შეიძლება ერთ-ორ მენშევიკს ჰქონდა ქართული სულისკვეთება, მაგრამ ეს არაფერს წყვეტდა. მე ამ ამბავს ასეთ შეფასებას ვაძლევ, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპარონნენ!

რაც შეეხება სომხეთს, ეროვნულ გრძნობაში გვაჯობა (ამასაც თავისი მიზეზები აქვს) და იქ სათავეში მოექცნენ ეროვნული, ნაციონალისტური, შეიძლება შოვინისტურიც დავარქვათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში სომხური სულისკვეთებით გაჟღენთილი დაშნაკები. ეს დიდი უბედურება იყო ჩვენთვის, ვინაიდან, დაშნაკებმა ადრეც და მითუმეტეს 1918 წელს დაგეგმეს რაც უკვე ვთქვით, მენშევიკებმა კი ვერ მოამზადეს ქართველი ერი სომხების მოსალოდნელი შემოსევისთვის, რაც აშკარა იყო, _ ილია ჭავჭავაძე რომ მოსწრებოდა საქართველოს სათავეში ჟორდანიას მოსვლას, მოკვლა არ გახდებოდა საჭირო, გული თავისით გაუსკდებოდა. ეს ასე იყო ნამდვილად, ილია იყო უდიდესი ეროვნული პიზიცია, ჟორდანია _ ანტიეროვნული, ხაზი გავუსვათ, მარქსისტი.

1918 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში (რიცხვს არ ვაზუსტებ გარკვეული მიზეზების გამო) სომხეთის ხელისუფლებამ, ომის გამოუცხადებლად ჯარი შემოუსია საქართველოს.

_ რომელი მხრიდან, დავაზუსტოთ, მხოლოდ ჯავახეთის მხრიდან?

_ ქვემო ქართლიდანაც და ჯავახეთიდანაც. ძირითადად გვიტევდნენ ქვემო ქართლიდან, ლორე-ტაშირიდან, დმანისის სამხრეთიდან. არ იყო ძნელი საქართველოსთვის იმ დროს გაჭირვებულ სომხეთთან ომი, მაგრამ ვიმეორებ, საქართველოს ანტიეროვნული მთავრობა ამისთვის მზად არ იყო.

ვთქვათ ერთი ფაქტიც, იმ დროს, როდესაც სომხეთმა ჯარი შემოუსია საქართველოს, სომხური წყაროდან გეუბნებით, სომხეთში, კერძოდ, ერევანში გავრცელებული იყო გადამდები სნეულება, ძალზე ბევრი ადამიანი კვდებოდა და ერევნის ქუჩებში დაუმარხავი მკვდრები ეყარა, _ მკვდრებს ვერ მარხავდნენ და ჩვენ ჯარი შემოგვისიეს. საქმე ის იყო, რომ იცოდნენ, ჟორდანიას მთავრობა მზად არ იყო ომისთვის, მეორე _ თქვენ რომ სომხეთის მეგობრები ახსენეთ, ეს ის დროა, როცა I მსოფლიო ომი ასე თუ ისე მომთავრებული იყო და ამიერკავკასიაში უკვე მოემართება ინგლისი, რომელიც მხარს დაუჭერს სომხეთის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ომში.

_ საბრალო საქართველო! _ ინგლისს რაღა ჯინი სჭირდა საქართველოსი? რა ვიცი, თავი გადაგვჭამეს უორდროპით

_ კი, იყვნენ ქართველი ერის მეგობრები უორდროპები, მაგრამ მათ ბევრი არაფერი შეეძლოთ, ოლივერ უორდროპი იყო შედარებით დაბალი რანგის მოხელე…

ინგლისის იმას გვერჩოდა, რომ იმხანად თურქეთში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობდა…

_ მიუხედავად 1915 წელს სომეხთა გენოციდისა თურქეთში?

_ ჟლეტა დავარქვათ.

 

_ თურქეთის პოზიციას, როგორც სახელმწიფოსას თუ გავითვალისწინებთ, იმ დროს, მათი ამგვარი ქმედება გამართლებულად მიმაჩნია, სომხები ხომ ფაქტიურად ძირს უთხრიდნენ თურქეთის სახელმწიფოებრიობას შიგნიდან… არაპოპულარული ნათქვამი გამომივა გარკვეული წრეებისთვის, მაგრამ ჭკვიანი ხალხი ყოფილან თურქები, უმადურობას დროზე და ეფექტიანად მიუგეს პასუხი…

_ მაგაზე რა გითხრათ, თურქები ჩვენი მტრებიც არიან… იმის თქმა მინდა, რომ ჟლეტამდეც და შემდეგაც, ინგლისს მოკავშირეებთან (საფრანგეთი, აშშ) ერთად დაგეგმილი ჰქონდა თურქეთის იმპერიის (ასე ვთქვათ, “თურქეთი” ძალიან ვრცელი სახელწოდება იყო, მასში შედიოდა პალესტინაც და სირიაც) დაშლა, კონკრეტულად ინგლისს, მისი ნაწილის მისაკუთრება ჰქონდა გამიზნული. (იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო იყო ინგლისი, აშშ არ იყო ჯერ მის დონეზე.) პრინციპში, ნაწილობრივ დაშალეს კიდეც, რადგან თურქეთი გაცილებით დიდი იყო მაშინ, ვიდრე დღეს არის. აი, ამ დაშლის პროცესში დაგეგმილი იყო რომ გამოეყენებინათ თურქეთის სომხებიც, ვინაიდან, მთელი მხარეები იყო, რომლებზეც სომხები პრეტენზიას აცხადებდნენ რომ მათი საკუთრება იყო…

_ კი, მაგრამ 1918 წელს ინგლისი სომხეთ-საქართველოს ომთან რა კავშირშია, თურქეთის სომხების ნაწილი გაჯლეტილები არიან, ნაწილი გაქცეულია…

_ ინგლისი ფიქრობდა, რომ “სომხური საკითხი” (ასე ჰქვია მათი ჟლეტვის ამბავს) მალე არ მოიხსნებოდა. ადვილი შესაძლებელი იყო, იგივე ლტოლვილი სომხების დაბრუნება თურქეთში და საერთოდ ჰაერში ჩამოკიდებული რომ არ ყოფილიყვნენ სომხები, რისი საფრთხეც არსებობდა იმ დროს, “რუსეთის სომხეთიც” ასე იყო თუ ისე გაეძლიერებინათ. ის, რომ გაძლიერებულიყო სომხეთი, არა მხოლოდ სომხეთის სომხური წრეების მიერ იყო დაგეგმილი, არამედ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების წრეების მიერაც, ორივე სომხეთი ბოლო-ბოლო უნდა გაერთიანებულიყო.

ერთ მომენტსაც აუცილებლად გავუსვათ ხაზი, ინგლისისთვის (არამხოლოდ) მიუღებელი იყო საქართველოს მარქსისტული ხელისუფლება.

_ რა ვიცი, ეროვნული მთავრაობაო და…

_ ტყუილია! არავითარ შემთხვევაში! თქვენ მეუბნებით, ინგლისმა დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული პირობები წამოუყენა სომხეთის სასარგელოდ, რაზეც საქართველოს ხელისუფლებისგან, კერძოდ, აკაკი ჩხენკელისგან უარი მიიღოო, _ თემიდან ერთგვარად ვუხვევთ, მაგრამ მოკლედ გეტყვით. აკაკი ჩხენკელს, შეიძლება, სხვა მენშევიკებთან შედარებით ცოტათი უფრო ჰქონდა ეროვნული სულისკვეთება, ბოლო-ბოლო მისი ძმა ცნობილი ქართველოლოგი იყო, კიტა ჩხენკელი და ძმისგან რაღაც მოეცხო, თორემ მაგ მხრივაც კურიოზებამდე მიდის საქმე. ვთქვათ ბარემ ეგ ამბავიც _ ერთხელაც, პავლე ინგორყვა, შესანიშნავი მამულიშვილი აკაკი ჩხენკელს უხსნის, რას წარმოადგენდა საქართველო ისტორიულად. მიიყვანა ჩხენკელი რუკასთან უჩვენებს რა იყო დიდი საქართველო. უსმინა, უყურა ჩხენკელმა ინგორიყვას და გაოცებულ-აღშფოთებულმა წარმოთქვა: _ კი, ქე ყოფილა ბატონო დიდი ქვეყანაო. (მოიშორეს სხვათა შორის აკაკი ჩხენკელი მალე)

ვითომ, მარქსისტი ჟორდანია (და მისი მთავრობა) იყო ეროვნული სულისკვეთების? _ არა, ეს ტყუილია!

როცა ილია ცოცხალი იყო, ჟორდანიას და მას საკმაოდ ცხარე პოლემიკა ჰქონდათ. ილია ამბობდა, თუ მარქსიზმი ასეთი სიკეთის მომტანია, როგორც თქვენ ამბობთ, მარქსიზმის მოძღვრება ხომ ევროპაში წარმოიშვა, ჯერ ევროპამ გამოსცადოს და მერე გადმოვიტანოთ საქართველოში, ნუ ვიჩქარებთო. 1907 წელს რომ მოკლეს ილია და ატყდა მთელი ამბავი, ნოე ჟორდანიამ მის მკვლელობაზე განაცხადა: “როცა ტყეს ჭრიან, ნაფოტები ცვივაო”, _ სხვა რომ არაფერი, ამას ეროვნული სულისკვეთების კაცი ილიაზე იტყოდა?

1918 ხელისუფლების სათავეში მოექცა ჟორდანია და ავად თუ კარგად ხელისუფლების სათავეში იყო, _ ამ სამი წლის განმავლობაში არავითარი პატივი არ მიუგია მის მთავრობას ილიასთვის, პირიქით, მისი სახელის დაკნინებას ცდილობდნენ მაშინაც, 11 წელი იყო გასული მისი მკვლელობიდან და მაინც ებრძოდნენ…

დავუბრუნდეთ ინგლისს, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოების მთავრობებთან ერთად მარქსიზმს ებრძოდა რუსეთშიც, არათუ საქართველოს მარქსისტული ხელისუფლებისადმი რამე კეთილი განწყობა გასჩენოდა. ყოველივე ამის შედეგი იყო ის, რომ ინგლისის ხელისუფლებამ დაიჭირა სომხეთის მხარე და დიდი ვნება მოუტანა საქართველოს 1918 წლის ბოლოს.

ძალიან ცუდი რამ გააკეთეს სომხებმა, ძალიან გამიჭირდება თქვენთან ამის თქმა, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს, ვინც არ იცოდა აქამდე, მანაც გაიგოს. როდესაც სომხეთის ჯარი ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საქართველოს, ჯარი უპატრონოდ იყო. მენშევიკებს თავიანთი პარტიული ჯარის შექმნა უნდოდათ, იგივე გვარდიის, რომლის უფროსად დასვეს ვალიკო ჯუღელი, რომელიც თავდაპირველად ბოლშევიკი იყო, მაგრამ რომ დაინახა მენშევიკები, მარქსისტული ჭირი იგებდა, მათ მხარეს გადაბარგდა. ვალოკოც მათი ფესვისა იყო, საქართველოს წარსული ეჯავრებოდა და როგორია, როცა ქართული ჯარის მთავარსარდალს და გვარდიის სარდალს ამგვარი განწყობა აქვთ, გადასცემენ ლორე-ტაშირს სომხეთს, აბა, რას იზამენ? ჩვენ იმ დროს გვყავდა ძველი, გამოცდილი სამხედრო კადრი, პატრიოტი გენერლები, გიორგი მაზნიაშვილი, აბელ (ბალო) მაყაშვილი და სხვები და სხვები, რომელთაც მენშევიკები ებრძოდნენ.

როდესაც სომხები შემოგვესივნენ, ქართველ მესაზღვრეებს ეძინათ და მძინარეებსვე გამოჭრეს ყელი. ძალიან შორს თუ არ წავალთ, მცირე გადახვევას გავაკეთებ _ ქართველი ერისთვის ასეთი რამ მიუღებელი იყო. არის ასეთი ფაქტი, _ ლეკიანობა რა უბედურება იყო საქართველოსთვის, მოგეხსენებათ და რა ხდება, ქართველები თავს წაადგნენ მძინარ ლეკებს ქართულ მიწაზე საქართველოსავე ასაწიოკებლად შემოსულებს და კი არ დახოცეს, გააღვიძეს და დაატყვევეს…

_ ყელის გამოჭრაზე ამაზრზენი რამ გააკეთეს…

_ მერიდებოდა მანდილოსანთან, მაგრამ რახან თქვენ გცოდნიათ, უფრო გამიადვილდება, _ ყელის გამოჭრა კიდევ რა არის, დახოცილებს სასქესო ორგანოები მოაჭრეს და პირში ჩაუდეს. ეს არ არის შეთხზული ამბავი. ახლა ვეღარ დავდივარ, მაგრამ ორმოცი წელი რეგულარულად დავდიოდი საჯარო ბიბლიოთეკაში (სხვა ბიბლიოთეკებშიც) სადაც მუდმივად თავს იყრიდა ხნიერი ხალხი, რომელთაც ეს ამბავი იცოდნენ. პირდაპირი წყაროა იმდროინდელი მოვლენების შუაგულში მოტრიალე ქართველი ცნობილი მოღვაწე იოსებ იმედაშვილი, “თეატრი და ცხოვრების” გამომცემელი წლების განმავლობაში, რომელიც 1918 წელს საშუალო ასაკის კაცი იყო. მან 1919-1920 წლებში დაბეჭდა თხზულება “განახლებული სიცოცხლე”, სადაც ცხელ კვალზე მოყვანილი აქვს ეს ფაქტიც.

_ აფხაზეთში დააკლეს?

_ ეჰ!… დავუბრუნდეთ 1918 წელს, _ ამ დროს ქართული ეროვნული ძალები უკვე აღარ უყურებდნენ მთავრობას, თვითონ დაირაზმნენ, დარაზმეს ხალხი სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, დაახევინეს სომხებს უკან და იყო იმის შანსი, რომ ქართულ ჯარს აეღო ერევანი, მაგრამ ინგლისი და მისი მოკავშირეები (კერძოდ, საფრანგეთი) ჩაერივნენ საქმეში და ომის სასწრაფოდ შეწყვეტა მოითხოვა ჟორდანიამ. ეს მოხდა 1918 წლის 31 დეკემბერს.

_ რატომ?!

_ მესმის თქვენი აღშფოთება, გეტყვით, აზრი დავასრულო… ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობდა ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე და ინგლისის მითხოვნით ეს ძირძველი ქართული მიწა-წყალი გამოცხადდა ნეიტრალურ ზონად. ინგლისის მთავრობის ამ ნაბიჯით და ჟორდანიას მთავრობის თანხმობით საფუძველი ჩაეყარა იმას, რომ 1921 წელს რუსეთს შემზადებული დახვდა ნიადაგი და დღეს ლორე-ტაშირი ჩამოშორებულია საქართველოს ისევე, როგორც საინგილო გადასცეს აზერბაიჯანს…

_ უკან მოგვიწევს მიბრუნება, _ რატომ შეასრულა ჟორდანიამ ინგლის-საფრანგეთის მოთხოვნა.

 

_ გამეორება მიწევს, _ უპირველესად იმიტომ, რომ ჟორდანია და მისი მთავრობა არ იყვნენ ეროვნული სულისკვეთებისანი და ეს გამოჩნდა ლორე-ტაშირის საკითხსიც. ის თავის მოგონებებში “ჩემი წარსული” წერს, რომ შეცდომა იყო თავის დროზე, სომხებით დასახლებული ამ მხარის შემოერთება, მაგრამ ჩვენმა სტრატეგებმა ასე გადაწყვიტეს, რადგან ისტორიულად ქართული მიწა-წყალია, საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოსო, მაგრამ არაო, არ უნდა შემოგვეერთებინაო…

_ ჟორდანიასეული ხედვით, სამცხე-ჯავახეთი მივცეთ სომხებს, ქვემო ქართლი აზერბაიჯანელებს და ვიაროთ თბილისი-ქუთაისი-ზუგდიდი-ამბროლაურის ტეხილზე, უკაცრავად, თბილისი სადავოა…

_ კი, კი, ეგრეა! ერთი სიტყვით რა ეროვნული იყო ჟორდანია, ამაშიც ჩანს, _ მაშინ, როცა სომხეთში სომხები აღარ ცხოვრობდნენ, ლორე-ტაშირის შენარჩუნებისთვის ქართველ ერს ზღვა სისხლი აქვს დაღვრილი XV საუკუნიდან ოთხი საუკუნის განმავლობაში, უფრო წინა საუკუნეებში რომ არ გადავინაცვლოთ.

მოდით, ვთქვათ პირდაპირ, ჟორდანიამ საქართველოს ისტორია არც იცოდა და არც აინტერესებდა. ჯორდანიას და მის მთავრობას მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება აინტერესებდა და რაკი ინგლისი მაშინ წამყვანი სახელმწიფო იყო, ინგლისის მმართველ წრეებს ლორე-ტაშირის გამო არ გაანაწყენებდნენ…

იმ დროინდელი ჩვენი ეროვნული მოღვაწე სპირიდონ კედია (ედპ-ს თავმჯდომარე)წერდა, რომ ეს ომი, იდეოლოგიურადაც და ტექნიკურადაც მომზადდა თბილისში, თბილისელ სომხებში. იგივეს წერს იოსებ იმედაშვილი. ასევე, მენშევიკი იყო, პეტრე გელეიშვილი, (“ყარიბის” ფსევდინიმით წერდა) მაგრამ ეტყობა მასაც არ მოეწონა ის, რაც სომხებმა ჩაიდინეს, აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები სომეხთა სასულიერო წოდება, ტერტერები, აქტიურად მონაწილეობდნენ ანტიქართულ კამპანიაში და დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს წინააღმდეგ სომხების ომის მომზადებაში.

_ ბატონო ალექსანდრე, ორიოდე სიტყვით ვთქვათ, როგორ იბარტყა სომხურმა ეკლესიებმა XIX საუკუნეში, კერძოდ, თბილისში.

_ რუსეთის მიერ საქართველოში საყრდენად გამხდარი სომხური წრეები და თვით რუსეთი ერთი მიზნისთვის იბრძოდნენ, ყველაფერთან ერთად, გაღატაკებულიყო ქართველი ერი და გაძლიერებულიყო სომეხი ერი, ბურჟუაზია, ვაჭრები…

_ ქალაქის თავების დიდი უმრავლესობა სომხები იყვნენ, ერთი იყო ქართველი…

_ კი, ჩერქეზოვი და იმასაც გვარი რუსულ ყაიდაზე ჰქონდა… ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართველებს ოდითგანვე არ ეხერხებათ ვაჭრობა, _ არ ეხერხებოდა, იმიტომ, რომ სავაჭროდ არ ჰქონდა საქმე, დღე და ღამე ხმლით ხელში იბრძოდა, არ ეცალა. სომეხი რომ შემოიხიზნა საქართველოში, ხომ უნდა დაესაქმებინათ. ქართველი მეფეებიც ტყუილად ხომ არ იხიზნავდნენ ლტოლვილ სომხებს, დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ გაენთავისუფლებინათ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი კავკასია. მთლად ისეც არაა საქმე, როგორც წარმოაჩენენ. იოანე ბატონიშვილმა, გიორგი XII-ეს შვილმა, ერეკლეს შვილიშვილმა, “კალმასობის” ავტორმა შეადგინა ქართლ-კახეთის სამეფოს, ასე ვთქვათ, უკეთმოწყობის პროექტი “შჯულდება” სადაც კატეგორიულად ითხოვს, რომ ქართველები აღარ უნდა ვიყოთო სომეხი და მაჰმადიანი ვაჭრების ხელისშემყურენი, ქართველები აუცილებლად უნდა ჩავაბათ ვაჭრობაშიო. ეს არ იყო ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, თვით იყო ერთ-ერთი უმაღლესი ხელისუფალი ქართლ-კახეთის სამეფოსი და რადგან ეს დაიწერა, აუცილებლად გატარდებოდა, მაგრამ ვინ დაგვაცალა, რუსეთმა მოსპო ქართლ-კახეთის სამეფო და იოანე ბატონიშვილი რუსეთში გადაასახლა, საერთოდ მოაშორა საქართველოს. თუ მართლმადიდებელი ქართველები თაკილობდნენ ვაჭრობას, კათოლიკე ქართველები არ თაკილობდნენ, ასე რომ, საქართველოს თავისი თავი თავადვე არ ეყუდნა, თორემ კათოლიკე ქართველები არანაკლები ვაჭრები იქნებოდნენ და ბატონიშვილის ბრძანებაზე არამეომარი მართლმადიდებელი ქართველებიც ჩაებმებოდნენ მასში.

ილია მოუწოდებდა ქართველებს ვაჭრობაში ჩაბმისკენ, თვითონ იყო ბანკის თავმჯდომარე და მისი ბანკი საქართველოს იმდროინდელი ბიუჯეტის ნახევარი იყო, მაგრამ რუსეთი და სომხური წრეები ჩანასახშივე სპობდნენ ქართველთა ვაჭრობისაკენ გასაქანს.

მე არ მეშინია ამის თქმის, სომეხი ვაჭრები XIX საუკუნიდან 1917 წლამდე საქართველოშივე სისხლს სწოვდნენ ქართველებს და ამ ნაძარცვი ფულით დაიწყეს ეკლესიების აშენება თბილისში, რადგან ყველა სომეხი ვაჭარი დაკავშირებული იყო ეჩმიაძინის საპატრიარქოსთან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სომხური ეკლესიები, რომლებიც ამ პერიოდში აშენდა საქართველოში, ყველა არის უკანონო, ამდენად, მათ დაბრუნებაზე სომხეთის საპატრიარქოსთან ლაპარაკი არ უნდა არსებობდეს.

გიორგი წერეთელი, ცნობილი მწერალია ასე თუ ისე, ხომ? მისი შვილი, ირაკლი (კაკი) წერეთელიც მენშევიკი იყო. ის ამბობდა, ჩვენ აწმყოც გვეჯავრება და წარსულიც, მხოლოდ მომავალზე ვართ დამყარებულიო _ მარქსიზმით აპირებდნენ საქართველოს აყვავებას. ასეთი იდეით იყვნენ მენშევიკები.

ჩვენ ისეთი მრავალტანჯული ერი ვართ, (მიუხედავად იმისა, რომ იყო რაღაც ნაკლოვანებებიც,) იმდენი სისხლი აქვს დაღვრილი, ქართველმა კაცმა თუ საქართველოს წარსული შეიჯავრა, ის ქართველი აღარაა!

რაც თავში ვთქვი, იგივეს გავიმეორებ, რომ მკითხველმა კარგად გაიაზროს მოსალოდნელი საფრთხე, როგორც მაშინ XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში სომხური ეკლესიები საქართველოში იქცნენ სომხურ კერებად, დღესაც, თუ მოქმედი სომხური ეკლესიები მომრავლდება საქართველოში და როგორც მათ სურთ, ნელ-ნელა 650 ეკლესიას მოიხელთებენ, საქართველოსგან რა დაგვრჩება ისტორიისთვის ცოტა ხანში, დღეს არ უნდა ვიფიქროთ ამაზე?

_ ბატონო ალექსანდრე, მე, პირადად, სომხეთის პატრიარქთან არაფერი პრეტენზია მაქვს, თავისი ერის საკეთილდღეო საქმეზე “ჩალიჩობს” ყველა ხერხით, საქართველოს საპატრიარქოსთან მაქვს საქმე, ღრმა ძილით სძინავთ? სამარადისოდ სწირავენ თუნდაც საკუთარ შთამომავლობას? ვის ვაბარებთ ჩვენი სულის საიდუმლოს, აღსარებას, გარეგინ II-ის მოციქულებს?

_ ამაშია საქმე!… სანამ მაგაზე ვიტყოდეთ, ერთი რამ ვთქვათ, სომხებმა რომ სახელმწიფოებრიობა დაკარგეს და მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ, ქართველ ერს რომ არ ებრძოლა და ზღვა სისხლი არ ეღვარა XI-XVIII საუკუნეებში რაოდენობრივად ასე არ დაილეოდა (წყარო ჯავახიშვილია, ქართველების რიცხვი მეტი იყო, ვიდრე მსოფლიოს ინგლისურენოვანი მოსახლეობისა). XIX საუკუნეში რუსეთი გაუხდა მფარველად, მაგრამ ვინ მოიყვანა XIX საუკუნემდე – საქართველოს რომ არ ეომა, აღარც სომეხი იქნებოდა, აღარც სომხეთი და არც მათი იდეა “დიდ სომხეთზე“.

_ ჩვენ რომ გამიზნულად არ გავავლოთ პარალელები დღევანდელობასთან, თავისით დახვავდა… მითხარით რა განსხვავებაა მარქსისტულ-მენშევიკურ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას შორის და გავჩუმდები.

_ არა, არა, ნუ გაჩუმდებით, გაჩუმება არ შეიძლება! ახლა გადავიდეთ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, _ ეპოქა სხვა არის, მაგრამ კვლავ ჩვენდა საუბედუროდ, არაეროვნული იყო ჟორდანიას მთავრობა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არაეროვნულია დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება. იმ დროს, საქართველოში, ასე თუ ისე, მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები. ღარიბი იყო იმდროინდელი საქართველო, I მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და შესაბამისად, არეული იყო მსოფლიო, მაგრამ არ ავიწროვებდნენ. შორს არ წავალ და ყველაფერს არ ჩამოვთვლი, უნივერსიტეტი გახსნა ივანე ჯავახიშვილმა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, ქართულ ეკლესიას არ ავიწროვებდნენ მენშევიკები, დღეს? ბოლო-ბოლო, ბოლშევიკებიც კი ამათზე უკეთესები აღმოჩდნენ. ბოლშევიკების ქება არ გამოგვივიდეს, მაგრამ ამათ და შევარდნაძის მმართველობასაც შევადარებ თუ გნებავთ.

ამათ მიწასთან გაასწორეს ქართული მეცნიერება, ყოველშემთხვევაში, მოსპეს ქართველოლოგიური დარგები…. მე არმენოლოგი გახლავართ, ავიღოთ “ქართული არმენოლოგია” და გამოვკვეთოთ, რომ არსებობს “სომხური არმენოლოგიაც”.

“სომხური არმენოლიგია” გვეუბნება, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ, რომ საქართველოში თუ რამე გაკეთებულა, ეს არის სომხების, ან ნასომხრების, ანუ ქართულად გვარგადაკეთებულების დამსახურება. დღესაც გყავთ თქვენ ნასომხარი სააკაშვილი პრეზიდენტად, ე.ი ქართველები უვარგისები ხართ, საპრეზიდენტო ქართველიც კი ვერ მოგიძებნიათო.

მე, როგორც “ქართველი არმენოლოგი”, ვამბობ საპირისპიროს _ სააკაშვილი ჭირია საქართველოსთვის, რომელიც შეგვყარეს სწორედ სომხურმა წრეებმა და ვიღაც სხვა წრეებმა, თუ მოგვაცილებენ, მადლობას ვეტყვით სულით და ხორცით ქართველები…

მე, ამჯერად როგორც რიგითი ქართველი, სომეხ ხალხს არაფრისთვის მადლობას არ ვეუბნები, იმიტომ, რომ ისინი არ იმსახურებენ ამას, მაგრამ თუ სააკაიანს, იგივე სააკოვს მოგვაშორებენ და თავისთან წაიყვანენ, ამისთვის გულწრფელ მადლობას გადავუხდი.

არ გვინდა სომხური ზღაპრები!

იმისათვის, რომ ვამხილოთ ყველა სომხური ზღაპარი ძვ.წ II საუკუნიდან, საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს “ქართული არმენოლოგია”, რომლის წარმომადგენელი მე გახლავართ, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ უმუშევარი ვაგდივარ სახლში. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მავიწროვებენ. შევარდნაძის დროსაც მავიწროვებდნენ, მაგრამ ამათ მთლად მომიღეს ბოლო, სადაც გავჭაჭანდი, ყველაფრიდან გამომაგდეს. ერთი სიტყვით, “ქართული არმენოლოგია” ამ ხელისუფლებამ შეგნებულად მოსპო, რათა საქართველოში დამკვიდრდეს “სომხური არმენოლოგია” _ ეს სურს როგორც სომხურ წრეებს, ასევე დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას, ანუ ნასომხრებს.

ეპოქა სხვა იყო-თქო, მაგრამ ტყუპისცალივით მეორდება ყველაფერი, არც ჟორდანიას და მის მთავრობას გაეგებოდა რამე საქართველოს ისტორიისა და არც აინტერესებდათ და ასე არიან ესენიც; მაშინ ინგლისი იყო მსოფლიო მოვლენების წარმმართავი, ახლა აშშ-ია და მის ნება-სურვილზე დადის საქართველოს ხელისუფლება; ჟორდანიას ხელისუფლებამაც სკამების შენარჩუნების სანაცვლოდ ითამაშა სომხების სასარგებლოდ და ლორე-ტაშირი მიუძღვნა მათ, ესენიც სომხების თამაშს თამაშობენ სკამების შენარჩუნების გამო…

_ დაგეხმარებით, ნამდვილ სამხედრო კადრებს, პატრიოტ გენერლებს რომ სდევნიდნენ ისინიც და სდევნიან ესენიც, არ გამოგრჩეთ; არც ის გამოგრჩეთ, პარტიული ჯარის შექმნა რომ უნდოდათ, ალბათ, დღევანდელი სპეცნაზის წინამორბედის… იმ დროს ლორე-ტაშირი უნდოდათ სომხებს? _ მიართვეს; ოდითგანვე ზღვაზე გასასვლელი იყო სომხეთის ოცნება? _ ამათ გაუხვრიტეს გოდერძის უღელტეხილი და პირდაპირ აჭარის სანაპირო ზოლზე დაავანეს; ახლა ხუთი ეკლესიიდან დაიწყებენ, ნელ-ნელა ხუთ-ხუთად მიამატებენ და მორჩა, რაღას მივედ-მოვედებით, ჩავთვალოთ, რომ სომხეთში ვცხოვრობთ…

_ გეთანხმებით, ქართველებმა თუ არ ვიძალეთ, ასე გამოვა.

 

საერთო გაზეთი N=31

13 აგვისტო 2011

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: