IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ერევნის ცენტრი

 • Armenia-სომხეთი

• Мархулия-Иреван Азербайджанский город

 

ფუად ახუნდოვი: “ჩვენ  შეგვიძლია შევთავაზოთ სასომხეთს ძველი ნახაზები ერევნის ცენტრის აღსადგენად”

 

ИА REGNUM-ის ინტერვიუ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური გამოძიების სექტორის ხელმძღვანელთან ფუად ახუნდოვთან.

ИА REGNUM: ახლახან გახდა ცნობილი, რომ ერევნის ცენტრში აშენდა ისტორიული კომპლექსი, სადაც გადატანილი იქნება მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისის შენობები, ქალაქის ისტორიული ცენტრის მსგავსების მიზნით.

ჩემთვის ცნობილია ეს პროექტი ,,ძველი ერევნის” სახელით, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანია LV Architect, მაგრამ საინტერესოა ის რომ ნაცვლად ნამდვილი შუა საუკუნეების ერევნის ცენტრისა, რომელიც ეტაპობრივად იყო განადგურებული სომხური ხელისუფლების მიერ საბჭოთა პერიოდში და ახლა დამოუკიდებელი სომხეთის პერიოდში უნდა შეიქმნას მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისის არქიტექტურული მსგავსება, მაგრამ ერევანი პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოში ყველაზე ძველი ქალაქის სტატუსზე, მაშინ სად არის მისი ძველი არქიტექტურული ძეგლები და რატომ უნდა აღადგინონ 20 ნაგებობა ზუსტად მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისის? მე ვთვლი, რომ ერევანში სტარტი აქვს აღებული ძველი ქალაქის ფალსიფიცირებული იერსახის მასშტაბურ პროექტს. მთელი საქმე იმაშია, რომ ნამდვილი იერსახე შუა საუკუნეების ირევანის (ერივანი- ეხლა ერევანი) ეკუთვნის მუსულმანურ, აზერბაიჯანულ არქიტექტურას და აღდგენა წინანდელი ნამდვილი იერსახის ისტორიული ცენტრისა ეტყობა ხელს უშლის სომხური იდეოლოგიის პოსტულატებს, რომლებიც ამტკიცებენ რომ სომხები თითქმის 8000 წელი ცხოვრობდნენ და შეადგენდნენ ერთადერთ ეთნოს რეგიონში.

ИА REGNUM: რატომ არ არის ერევანში ისტორიული ცენტრი?

ნამდვილი ძველი ერევანი – ერივანის ციხე მუსულმანურ აზერბაიჯანულ არქიტექტურულ სტილში ჩამოყალიბდა მე-16 საუკუნეში, იყო მდინარე ზანგის (რაზდანის) ამაღლებულ ბორცვძე, ხოლო ეხლანდელი ერევანი, რომელიც ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში, განლაგებულია მდინარის ხეობის მეორე ნაპირზე. ამ ერევნის მშენებლობა დაიწყო მეფის რუსეთის პერიოდში და ათვისებული აქვს იმ პერიოდის ევროპული არქიტექტურის ელემენტები.

ИА REGNUM: ე.ი. სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ააშენოს შენობების კომპლექსი მე-19-20 საუკუნეების სტილში, რომ შუა საუკუნეების ერევნის გარეგნული სახის აღდგენის საჩოთირო თემას მოერიდოს?

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო არენაზე თავის გამოსვლებში მრავალჯერ აღნიშნა, რომ ახლანდელი სომხეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა ირივანის სახანოს აზერბაიჯანულ მიწებზე და ახლა სასომხეთში პრაქტიკულად განადგურებულია  აზერბაიჯანული ისტორიისა და კულტურის ყველა ძეგლი. ზუსტად ბაქოში იყო პრეზენტირებული პორტალი erevangala500.com, პრეზიდენტის ინიციატიკის ჩარჩოებში, რომელიც მიეძღვნა ერივანის ციხესიმაგრის 500 წლისთავს. პრეზენტაციაზე იყო დომინირებული ძველი ერევნის ისტორიული ცენტრის არქონა, თბილისსა და ბაქოსგან განსხვავებით, რის შედეგადაც სომხეთის ხელისუფლებას გაუჩნდა იდეა ,,შეექმნა’’ ერევნის ისტორიული ცენტრი, მაგრამ თუ დავუჯერებთ სომხურ პრესას, ერევნის ისტორიული ცენტრის შექმნის იდეა უკვე რამდენიმე წელი ტრიალებდა სომხური ხელისუფლების აზროვნებაში და 2005 წ იყო მომზადებული პროექტი ამ მიზნით, მაგრამ ზუსტად ახლახან აზერბაიჯანში ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ, რომელიც დაემთხვა ერევნის ციხესიმაგრის 500 წლისთავს, სომხურმა მხარემ გადაწყვიტა ამ პროექტის რეალიზება. თვითონ სომხურ საზოგადოებაში დაიწყო მსჯელობა ერევნის ისტორიული ცენტრის ტრაგიკულ ბედზე, რადგან სომხების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორი იყო ქალაქი 100-150 წლის წინ.

ИА REGNUM: საინტერესოა, რომ ყალიბდება ისტორიული ცენტრი ერევნის, სადაც ყველაზე ძველი შენობა არის ნახევარი საუკუნის, თუმცა ქალაქის ისტორია უფრო ძველია. . .

აზერბაიჯანის მხრიდან მუდმივმა შეხსენებებმა იმის შესახებ, რომ სომხეთში განადგურებულია ძველი შუა საუკუნეებრივი სახე მუსულმანური, აზერბაიჯანული არქიტექტურის და აქტიურმა მსჯელობამ სომხურ საზოგადოებაში ამ თემაზე, იძულებული გახადა სომხეთის ხელისუფლება გადასულიყვნენ მოქმედებაზე. საერთო ჯამში, რომ გაქცეოდნენ პირველყოფილი მუსულმანური შუა საუკუნეების ისტორიული ერევნის აღდგენას, ახლანდელმა სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეფიქრა თავის ,,ძველი’’ ერევანი. ამასთან ერთად, სომხური მხარე უსინდისოდ აცხადებს, რომ ,,დაიწყება აღორძინება არქიტექტურული კომპლექსისა, სადაც გადატანილი იქნება მე-19 საუკუნის დასაწყისის ყველა ის შენობა, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ-არქიტექტურულ ღირებულებას.’’ და არც ერთი სიტყვა იმის შესახებ, რომ მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდი არ წარმოადგენს  შუა საუკუნეების ერევნის პირველყოფილ სახეს. ე.ი. ერევანს არ შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია ძველი ქალაქის სტატუსზე, რადგან მისი ისტორიული ცენტრი ორი ათეული შენობებით, 100-150 წლისაა. ფაქტიურად ,,ყალიბდება’’ შენობები, რომლებიც აშენდნენ ერევნის სახანოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შენდეგ და არა ნამდვილი სახე ერივანის ციხესიმაგრისა, ნაწილობრივ შენარჩუნებულის მე-19 საუკუნის ბოლომდე და სრულად დანგრეული საბჭოთა სომხეთის პერიოდში.

ИА REGNUM: საბჭოთა პერიოდში სომხეთში იყო შენარჩუნებული შუა საუკუნეების არქიტექტურის ელემენტები, რომლებიც ახლა სრულად დანგრეულია?

სრულიად მართალია. მაგალითად, ნამდვილი ვანდალიზმი იყო სომხური ხელისუფლების მიერ 1964 წელში სარდარის სასახლის- ერივანის სახანოს დანგრევა, სადაც 1827წ გადასახლებაში მყოფი დეკაბრისტების მიერ პირველად იყო დადგმული ა.გრიბოედოვის უკვდავი პიესა ,,ვაი ჭკუისა’’ თვითონ ავტორის მონაწილეობით. სომხეთის ხელისუფლებამ, იმის მაგივრად, რომ დაედგათ მემორიალური დაფა სარდარის სასახლის შენობაზე და მოეწყოთ მუზეუმი ა.გრიბოედოვისა, სადაც ჩამოვიდოდნენ ტურისტები ყველა რუსულენოვანი სივრციდან, აიღეს და დაანგრიეს ეს ძეგლი არა მარტო აზერბაიჯანული, არამედ რუსული და საბჭოთა კულტურისა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში ლ.ი. ბრეჟნევის მოსვლისას, სომხეთის ხელისუფლებამ მიმართა თხოვნით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან სომხეთის რესპუბლიკისთვის მთიანი ყარაბაღის გადაცემის შესახებ. მაგრამ ბრეჟნევმა უარი უთხრა და მაშინ სასომხეთში დაიწყო მორიგი ფაზა აზერბაიჯანული მუსულმანური შუა საუკუნეების ძეგლების დანერგვისა. მათ შორის იყო დანგრეული სარდარის სასახლის ნარჩენები, რის ადგილზეც აშენდა ადმინისტრაციული შენობა რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის.

ИА REGNUM: მაშასადამე ამ პროექტს ვერ ვუწოდებთ შუა საუკუნეების ერევნის შექმნას?

დიახ. მითუმეტეს თუ სადღაც აგურებს დაშლიან და ერევნის ცენტრში ააწყობენ შენობებს 100-150 წლის წინანდელს, ისინი არ იქნებიან განსაკუთრებული არქიტექტურულ-ისტორიული ღირებულებებისა. თუ ერევანში მართლა უნდათ ქალაქის ძველი იერსახის აღდგენა, რუსულ არქივებში შემონახულია დიდი რაოდენობის ნახაზები და გეგმები ძველი ქალაქისა. ამასთან ერთად, ცნობილი ერვოპელი მხატვრების ტავერნეს, შარდენის, მათ შორის რუსი მხატვრების ფ.რუბოს და გ.გაგარინის ნახატები, რომლებშიც ყველა წვრილმანით არის ასახული მე-19 საუკუნის ერივანის ციხესიმაგრე. ჩვენ სიამოვნებით შეგვიძლია მივაწოდოთ სომხურ მხარეს ეს სურათები და ნახატები. ავღნიშნავ, რომ ერევანი, რომელსაც აქვს სტატუსი ერთადერთი ძველი ქალაქისა, რომელსაც არ აქვს ისტორიული ცენტრი, ახლა კიდევ გახდება ერთადერთი ქალაქი. ახალი შექმნილი, მოგონილი ,,ისტორიული” ცენტრით. მაშასადამე, სახეზეა სურვილი იმისა, რომ კი არ შეიქმნას, არამედ შეითითხნოს ,,ძველი ერევანი”, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს შუა საუკუნეების ქალაქის იერსახესთან.

ИА REGNUM: არის სადმე მსოფლიოში მაგალითი დანგრეული ძველი ქალაქის ცენტრის აღდგენისა?

არის მაგალითი ნამდვილი აღორძინებისა ძველი პოლონეთის დედაქალაქის ვარშავის, რომელის 90% იყო დანგრეული მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური დაბომბვებისას. მაშინ ვარშავაში თითქმის ძველი ნაგებობების ფუნდამენტის ნარჩენებზე, რომლებიც შენარჩუნებულია ძველი ნახატებით, აღადგინეს ქალაქის ისტორიული ცენტრი. მაგრამ ერევანში არ ყოფილა დაბომბვები და არავის თვითონ სომხების გარდა ეტაპობრივად არ დაუნგრევია ქალაქის ისტორიული ცენტრი. თან საქმე ეხება არა ძველი ერევნის აღდგენას, არამედ რაღაც საგამოფენო კომპლექსის მშენებლობას 300×68 მეტრებში, სადაც თავს მოუყრიან რამოდენიმე ნაგებობას, მიმსგავსებულს დასაწყისის სტილს. ერევანი ახლა იქნება ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, ხელოვნურად შექმნილი ,,ძველებური კუთხით”, რადგან არამარტო ერევანში, პრაქტიკულად მთელ სომხეთში არ არსებობს შუა საუკუნეების შენობები, საზოგადოებრივი ნაგებობები, აბანოები, გალავნის კედლები, ციხეები, რომლებიც მოგვაგონებს წარსულ ისტორიას. არის მხოლოდ ნახევრად დანგრეული ალბანური სამლოცველოები, რომლებიც ემსგავსებიან სომხური ეკლესიების არქიტექტურას, ამასთან ნაწილი ამ სამლოცველოების უკვე გასომხებულია, მეორე ნაწილი კი ნელ-ნელა ინგრევა.

ИА REGNUM: მაგრამ ხომ ცნობილია, რომ ბევრმა ქალაქებმა, რომლებმაც განიცადეს ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია გაანადგურეს და ჩაყლაპეს ძველი შენობები?

აღსანიშნავია, რომ ყველა თანამედროვე ქალაქი, რომელიც ფართოვდება და შენდება აკონსერვებს, ინახავს თავის ისტორიულ ცენტრს და როგორც თვალისჩინს უფრთხილდება, მაგრამ ეს წესი არ ეხება ერევანს. სომხეთის ხელისუფლებამ მიწიდან აღგავა ისტორიული ცენტრი, რომლის არქიტექტურა გვახსენებს, რომ ქალაქი ეკუთვნის აზერბაიჯანელ, მუსულმანურ კულტურულ-ისტორიულ შთამომავლობას. თბილისისგან განსხვავებით, სადაც ისტორიულ ცენტრში შემონახულია ელემენტები მუსლიმანური, სპარსული, არაბული და თურქული ქმნილებებისა და სათუთად დაცულია, ამას ვერ იტყვი ერევანზე. საერთოდ, თბილისში და ბაქოში შემონახულია შენობების მასა, რომელიც სომხების მიერ არის შექმნილი, მათ შორის სომხური ეკლესია. ფაქტიურად საქართველოში და აზერბაიჯანში სათუთად ექცევიან სომხურ ნაგებობებს და საერთოდ ყველა სხვას, რაც არის ნაწილი ისტორიისა და კოლორიტის, მაგრამ ერევანში ასე არ არის და გაუგებარია ამ ქალაქს, რომელსაც არ აქვს ძველი ნაგებობები, რატომ აქვს პრეტენზია ძველი ქალაქის სტატუსზე?

ИА REGNUM: სომხეთში იძახიან, რომ ერევნის აღდგენის გეგმა შემუშავებულია 2005 წელს. როგორ ფიქრობთ, ახლა გაახსენდათ როცა აზერბაიჯანის მხრიდან შემაშფოთებელი გამოთქმები იყო?

მთელი მე-20 საუკუნე სომხეთიდან აგდებდნენ აზერბაიჯანელებს, ანგრევდნენ კულტურულ ძეგლებს და ახლა უცბად გადაწყვიტეს და დაიწყეს ,,შექმნა” ქალაქის,  რომელიც შეიცავს მოკლე პერიოდს მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისის, რომ მაქსიმალურად გაექცნენ აზერბაიჯანელ მუსულმანურ შუა საუკუნეების ისტორიის პერიოდს ერევანში. მაშინ სომხური მხარე და СМИ რატომ იყო გაჩუმებული მთელი 7 წელი. რადგან თვითონ სომხებმაც კი, გამომდინარე მათი რეაქციიდან, არ იციან და არც ახსოვთ, რომ დანგრეულია მათი ძველი ქალაქი. სოციალურ ქსელში დაიწყო შეგროვება ძველი ერევნის ფოტოებისა. თვითონ სომეხი მომხმარებლები გაკვირებული არიან ძველი დედაქალაქის იერსახისა.

შეგახსენებთ, რომ ახლანდელი სომხეთი შექმნილია აზერბაიჯანის ერევნის სახანოს მიწებზე, მაგრამ ჩვენ, სომხებისგან განსხვავებით არ ვუყენებთ მათ ტერიტორიულ პრეტენზიას და გვინდა რომ სომხეთის ხელისუფლებამ შეინახოს მის ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურულ-კულტურული ძეგლები, რომლებიც მათ კულტურას არ მიეკუთვნება, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.

One Response to “• ერევნის ცენტრი”

  1. diaokh said

    საინტერესო მასალაა. რასაკვირველია ტყუილია, როდესაც იძახიან რომ ერევანი მსოფლიოში უძველესი სომხური ქალაქია. მე რამდენადაც ვიცი, ერევანი დააარსა ურარტუს მეფე არგიშთი პირველმა (როგორც ციხე-სიმაგრე ერებუნი) ძვ. წ. აღ მერვე საუკუნეში. ალბათ ამიტომაცაა, რომ სომხები პრეტენზიას აცხადებენ რომ ისინი არიან შთამომავლები ურარტუელების და ურარტუ ძველი სომხური სახელმწიფო იყო. კარგადაა ცნობილი, რომ ურარტუს საერთო არაფერი ჰქონდა სომხეთთან. მაგრამ არის მეორე ფაქტორიც, აქ ნახსენებია, რომ ერევანში იყო ძეგლები, რომლებიც წარმოადგენდნენ აზერბაიჯანული (მუსულმანური) არქიტექტურის ნიმუშებს, საიდან გაჩნდა აზერბაიჯანული არქიტეტურა (თუ არსებობს ასეთი საერთოდ) სომხეთში? სომხეთი კი იყო მუსულმანური სახანო დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ იგი იყო ხან სპარსეთის და ხან ოსმალეთის მიერ დაპყრობილი. შედიოდა ერევანი ოდესმე აზერბაიჯანის შემადგენლობაში?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: