IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გურამ მარხულია: ანარქიზმი სომხურად

• Armenia – სომხეთი

Guram Markhulia

გურამ მარხულია

ანარქიზმის ფილოსოფია და ანარქიზმი სომხურად

 

დადგენილია, რომ ადამიანის ადრეული განვითარება მოგვიანებით მაშინ დაჩქარდა, როდესაც იარაღების გამოყენებამ რეგულარული შრომა და მოსახლეობის ზრდა შესაძლებელი გახადა. ამ და სხვა ფაქტორებმა საზოგადოება მკვიდრ ცხოვრებამდე და საკუთრებამდე მიიყვანა და ფიზიკურად და გონებრივად გამორჩეულ და საკუთრების მიტაცების მცოდნე ადამიანებს მიანიჭა უპირატესობა. ამით დაიწყო ძალაუფლებისა და კერძო საკუთრების ხანგრძლივი ეპოქა, რომელიც დღემდე გრძელდება. მაგრამ როგორც ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები აჩვენებენ ეს ეპოქა ახალ – თავისუფლებისა და სოლიდარობის ტენდენციებს შეიცავს, რომლებიც გადალახავენ პრივილეგიებს და მონოპოლიას. ეს ტენდენციები უფრო სრულყოფილი მიღწევებისაკენ მიემართებიან და ანარქისტების იდეალები ამ განვითარების ხაზზე დგანან, ხოლო მისი უფრო მაღალი ფორმები კიდევ უფრო წინაა.

უეჭველია, რომ პირველყოფილ ადამიანებს არ შეიძლება ჰქონოდათ ასეთ სისტემურ განვითარებაზე წარმოდგენა. მათ ცხოვრებას სოციალური განვითარების ადრეულ საფეხურზე შექმნილი ადათები მართავდა, რომლებიც მესაკუთრეთა და მეთაურთა უპირატესობაზე დამყარებეულ წესებთან იყო შერეული. მსგავს ვითარებაში არსად არ იყო თავისუფლება. იგი ადათ-წესებით ჩაწიხლული და პრივილეგიებით იყო გარშემორტყმული. დესპოტიზმი და ტირანია დიდი ხნის მანძილზე ყოვლიშემძლენი იყვნენ და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, შედარებით განვითარებულ ქვეყანებში, მაგალითად საბერძნეთში, უარი ითქვა ტირანიაზე და დამყარადა დემოკრატია. მაგრამ დემოკრატიას დიდხანას არ უარსებია, რამეთუ საბერძნეთი მაკედონიამ, შემდეგ კი რომმა დაიპყრო. ხშირად იფეთქებდა აჯანყებები და თავისუფლება თეორიულ პლანში იდეალად  რჩებოდა.

  სოციალისტური მისწრაფებებისა და მათი შესაბამისი სიღრმისეული ეკონომიკური მიზეზების მიუხედავად იშვიათობას წარმოადგენდა იდეები, რომლებიც ავტორიტარული სულისკევთების მატარებელი არ იყო. უეჭველია, რომ ყველა ამ ხალხს რელიგიური წარმოდგენები ჰქონდა და მრავალი ღმერთი ყავდა, რომელთაგანაც განთავისუფლება მოუწევდა სამომავლოდ.

თუმცა, ყველა ამ ფიზიკური და გონებრივი წინააღმდეგობების მიუხედავად, ოქროს ხანა, გარდასულ დღეთა პატრიარქალური ცხოვრება, ლეგენდები ღმერთების წინააღმდეგ აჯანყებაზე, სატანიდან პრომეთემდე, ნათლად მეტყველებენ ანარქსიტულ მისწრაფებებზე, სრული თავისუფებისაკენ სწარფვასა და სოციალური უთანასწორობის მიზეზების აღმოფხვრაზე.

მსგავსი მისწრაფებები მოცემულია ხალხურ სიმღერებში, რომლებიც ხელისუფლების მეამბოხეებით დაწყებული ქურდებით დამთავრებული მთავრობის წინააღმდეგ ბერძოლებს ადიდებენ. მათ წამებულებად გამოსახავდნენ და  მათ შესახებ თანაგრძნობით ლაპარკობდნენ სუსტნი. ამ ტრადიციიდან ბევრი რამ დაიკარგა, რადგანაც ხელისუფლების მხარეს მდგომ ოფიციალურ ქრონოგრაფებს არ აღუწერიათ ანდა მოგვიანებით ქურუმების მიერ იქნა გაუკუღმართებული. თვით მოგზაურები და ეთნოგრაფებიც კი იშვიათად იყვნენ მზად მსაგავსი ტრადიციული იდეებისადმი ყურადღების გამახვილებაზე. ისინი ნახევრად პოლიტიკურ დაწესებულებებსა და ხელისუფლებას განიხილავდნენ როგორც ცივილიზაციას, ხოლო თავისუფლების ჩვევას, როგორც ველურობის გადმონაშთს. მხოლოდ იშვიათად თუ გამოსახავდნენ ზოგიერთ ველურს, როგორც პატიოსნების სიმბოლოს, რომელსაც კანონი არ ეხება. ასე იყო მაშინ, როდესაც წითელკანიანი ინდიელები და ტაიტელები მოვიდნენ საფრანგეთში მე-XVIII-ე საუკუნეში. თანამედროვე გაუკუღმართებულ საზოგადოებამდე დიდი ხნით ადრე, ძველ საბერძნეთში და თვით ამაყ რომში, ზოგიერთი „ბარბაროსი“ ხალხი მოქალაქეთათვის მაგალითად მოყავდათ იმ მწერლებს რომლებიც ადათ-წესებს აკრიტიკებდნენ.

ჩაგვრის ეპოქაში აუცილებელი იყო, რომ თავისუფლება მარტივად ყოფილიყო გაგებული, როგორც დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა სჭირდება. ამიტომ თვითდაცვის მიზნით ბევრი უნებურად ხდებოდა ხელისუფლების, ტირანებისა და დიქტატორების  მომხრე. ამას ძველი ტირანიის ნაცვლად ახლის გაჩენამდე მივყავართ. ნაკლებად ძილერ სახელმწიფოს უფრო ძლიერი იპყრობდა და დაპყრობათა ეს ჯაჭვი ასე გრძელედება დღემდე.

მაგრამ ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც ამ მანკიერი წრიდან გამოსვლაზე და ყველსათვის თავისუფლების მოტანაზე ოცნებობდნენ. სხვები ადათ-წესებისა და კანონების მიერ შევიწრობეული პიროვნების უფლებათა დასაცავად იდგნენ. სწორედ ამ ადამიანებს შორის უნდა ვეძებოთ ადრეული ანარქისტები.

ამგვარად, ეთნოგრაფიის, ისტორიის, მითოლოგიის, ფოლკლორის, ადგილობრივი ქრონიკების, თავისუფლებისმოყვარულთა ადრეული აჯანყებების, უძველესი ადათ-წესების, ადრეული პოეზიისა და ფილოსოფიის განხილვამ შესაძლებელია ანარქიზმის დაკარგული კვალი გვაპოვნინოს. ოღონდ ამ შემთხვევაში უარი უნდა ითქვას ავტორიტარული მკვლევერების გაუკუღმართებულ გაუგებრობებზე. ასეთი ნაშრომი დაწვრილებითი ხასათის მქონე უნდა იყოს და იგი წარსულის შესახებ ჩვენს ცოდნის სრულყოფას არ დააყოვნებს.

ბერძნული ფილოსოფია ისე დაწვრილებით იქნა გამოკვლეული, რომ სახელმწიფო ულტრა-პატრიოტული მიმდინარეობების გარეთ წარმოქმნილი ქვე მიმდინარეობები არ დარჩენილან ყურადღების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად აცხადებდენ, ასწავლიდნენ და ფილოსოფიურად ასაბუთებდნენ სახელმწიფოსაგან პიროვნების დამოუკიდებლობის თეზისს და არწმუნებდნენ ადამიანებს, რომ მშობლიური ქალაქი ან სახელმწიფო ყველა დანარჩენზე უმჯობესია, რომ ბრძენი უნდა მბრძანებლობდეს, ხოლო დაბალი ფენის წარმომადგენლები მორჩილებაში იყვნენ, წარმოიქმნებოდა უკუდინებები და პიროვნების თავისუფლება, ადამიანობა და საკუთარი ნების თანახმად ცხოვრება ბევრის მიერ უფრო მაღალ იდეალად იყო მიჩნეული. ცალკეული ფილოსოფოსები, რომლებიც დამოუკიდებლად აზროვნებდნენ ოფიციალაურად აღიარებულ ფილოსოფოსთა მხრიდან უდიერ მოპყრობას იმსახურებდნენ და მათი ნაშრომები ან იღუპებოდა ან კიდევ ნაწყვეტების სახის ნარჩუნდებოდა.

  ანარქიზმი, როგორც სახელმწიფოსა და ხელისუფლების უარყოფისა და პიროვნების თავისუფლების იდეა საზოგადოების კერძო სახელმწიფოებრივ მოწყობასთან ერთად გაჩნდა.  ჩვენამდე მოაღწიეს ძველი სამყაროს მოაზროვნეთა ნაშრომებმა, რომლებიც საუკუნეების შემდეგაც სიახლედ მიიჩნევა. ანარქიზმის იდეა შედარებით მკვეთრად გამოხატულია ძველ ბერძენ სოფისტ[1] ფილოსოფოს ანტიფონტთან[2]. ანტიფონის მიხედვით ყველაფერი რაც ადამიანის ხელიდან გამოდის ხელოვნური, არამყარია. ის სახელმწიფოს მიერ პიროვნების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდიოდა. კანონთა დაცვა, მისი აზრით, იმ ზომითაა დასაშვები, რა ზომითაც ეს დასჯის თავიდან ასაცილებლადაა აუცილებელი. ანტოფონი ელინებსა და ბარბაროსებს შორის განსხვავებას უარყოფდა და წარჩინებულთა უპირატესობას არ ცნობდა. ცნობილი ისტორიკოსი ს. ლურე წერდა: „ამ მოძღვრებაში ბევრი რამ გულუბრყვილობაა, მაგრამ თუკი შევინარჩუნებთ ანტიფონის მოსაზრებას ისმის შესახებ, რომ სასამართლო სუსტთა ჩაგვრის იარაღია და რომ სოციალური და ნაციონალური ზღუდეები უვიცობაა, რომ საზოგადოების საუკეთესო მოწყობა მისი მეგობართა წრედ გადაქცევაა, მაშინ მკითხველი ანტიფონში ანტიკურ ძირზე გადანერგილ რომელიმე თანამედროვე მოაზროვნეს დაინახავს“[3].

მსგავსი სისტემა ჰქონდა ჰედონისტური სკოლის ფუძემდებელ არისტოპოსს[4] და თვით ცნობილ ისტორიკოს ზენონს (342-270 წ. წ. ჩვ. წ. აღ. მდე), რომელიც პლატონის ავოტორიტარულ სისტემას კარგად მოფიქრებულ და არგუმენტირებულ ანარქიზმს უპირისპირებდა.

კინიკოსი ფილოსოფოსების მიერ წამოყენებულ საზოგადოებრივ იდეალში ძნელი არ არ არის ანარქიზმის პოვნა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ როგორც ერთი დიდი საზოგადოება და რომ აუცილებელია სახელმწიფო შეზღუდვებისა და კანონების მოშლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კინიკოსების სოციალური იდეალი საზოგადოების ყველა წევრის მოთხოვნილებათა მინიმიზებას და ყოველი ცალკეული წევრის თვითშემეცნებას ითვალისწინებდა („მე“ საზოგადოებისათვი და საზოგადოება ჩემთვის). ასევე ისინი ოქროსა და ფულის ამოღებას მოითხოვდნენ, რადგანაც მათ ყოველგვარი უბედურების წყაროდ მიიჩნევდნენ.

   თავიანთი მოძღვრებით სტოკიოსები ეთანხმებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების, საერთო კანონების, ქორწინების და საკუთრების უარყოფას. წარსულის ზემოხსნებულ მოაზროვნეთა შეხედულებების გაცნობა მათში ორი ძირითადი პუნქტის გამოყოფის საშუალებას იძლევა – აბსოლუტური ჭშმარიტებისაკენ სწრაფვა და სახელმწიფოს უარყოფა. სწორედ ეს ნიშნები შემდგომში ანარქიზმის ძირითადი პრინციპები გახდნენ.

   ცნობილია აგრეთვე რომ ჩვ. წ. აღ. მდე. მე-5-ე საუკუნეში ადგილობრივი საკანონმდებლო ღონისძიებების პარალელურად ე. წ. ბუნებრივი სამართლის პრინციპების – ადამიანის უფლებათა პირველი დეკლარირება, – შემუშავება ხდებოდა, რომელიც ლიბერტანიალური და ეგალიტარული პრინციპებით იყო გაჟღენთილი და რომელსაც სტოიკური სკოლები აღიარებდნენ. მოვიანებით ეს პრინციპები თვით რომის სამართლის შემუშავებაში გზამკვლევის როლს ასრულებდნენ. ეს პრინციპები  „ბუნებრივი სამართლის“ სახელწოდებით შუა საუკუნეებში ერთი იურიდიული სკოლიდან მეორეში გადადიოდა. მოგვიანებით, მე-17-ე საუკუნეში ისინი საერთაშორისო სამართლის საფუძვლები გახდნენ (ჰუგო გროციუსი)[5]. არსებული კანონების ფონზე ბუნებრივი სამართალი ერთგვარი დამცავი საშუალების როლს ასრულებდა, რომლის გარეშე საქმის ვითარება ბევრად უფრო უარესი შეიძლება ყოფილიყო. მრავალთათვის დაუწერელი ბუნებრივი სამართალი ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა რევოლუციური ბძოლისა და აზროვნებისათვის.

   კაცობრიობის საუკეთესო ნაწილს 2500 წლის მანძილზე ყოველთვის ჰქონდა იმის შეგნება, რომ არსებული საზოგადოებრივი წყობა ხელოვნურია და რომ მასთან შედარებით ბუნებრივ მდგომარეობას ლიბერტარიანული სოციუმი შეესაბამება.    ანარქიზმის ყოველი განსაზღვრული გამოხატულება ამ საფუძველს, კერძოდ იმის შეგრძნებას ემყარება, რომ არსებობს უზენაესი სამართალი ვიდრე ადამიანთა ურთიერთობების მარეგულიერებელი მიწერილი დღევანდელი კანონები.

     ბერძნების და რომაელების მიერ ტრადიციული მითოლოგიის დაძლევა  და აღმოსავლეთის ხალხებთან მათი დაახლოება ახალი ძლიერი რელიგიური გრძნობების წყარო გახდა. მითრადან[6] მოყოლებული იესო ქრისტემდე საუკუნეების მანძილზე საკაცობრიო აზროვნება რელიგიური საფარველით იყო მოცული. ასეთ ვითრებაში თავისუფალი აზრი „ერეტიკოსებში“ და მეცნიერთა მცირე ჯგუფში ვითარდებოდა, რომლებიც კონტრაბანდულად შოულობდნენ წიგნებსა და ხელსაწყოებს ცდებისა და გამოკვლევების ჩასატარებლად. მათ შორის საიდუმლო კავშირი მანამდე არსებობდა სანამ ამას არ გაიგებდნენ და მათ არ განდევნიდნენ.

  ზოგიერთი მათგანი,  გნოსტიკოსი[7] კარპოკრატის[8] მსგავსად მეორე საუკუნეში კომუნიზმის თავისუფალ ფორმას ქადაგებდა და ყოველგვარ დაწერილ კანონს უარყოფდა. სხვა მსგავსი მიმდინარეობები თითქმის ათასი წლის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია. ეს ის პერიოდია როდესაც კალამი ხელთ რელიგიურ ორთოდოქსებს ეკავათ და საერო და სასულიერო დოკუმენტებსა და ქრონიკებს ქმნიდნენ. სამოქალაქო იდეალებს ხელისუფლების მომხრე კანონმდებლები განაგებდნენ. ამიტომ საქალაქო ცხოვრებაზე, სადაც ვითარდებოდა მეცნიერება და ხელოვნება, ვაჭრობა და ხელოსნობა და რომელზეც ყურადღება დაახლოებით მე-XI-ე საუკუნიდან მახვილდება ცოტა რამაა ცნობილი. თავისუფალი აზრის გაუკუღმართებულად წარმოჩენის მიუხედავად კანონმდებლებმა და ქრონიკოსებმა ბოლომდე მაინც ვერ წაშალეს მისი კვალი. თუმცა საწინააღმდეგო აზრის წაშლას ისინი გეგმაზომიერად ახორციელებდნენ. ასე მაგალითად, მას შემდეგ რაც გამოკვლეულ იქნა ამორისა[9] და ორთლიბის[10] და სხვ. მოძღვრება, აუცილებელი გახდა მე-XIII-ე საუკუნის ერტიკოსთა – „თავისუფალი სულის და-ძმების“[11]  შესწავლა, რომლებიც საზოგადოებასტან მიმართებაში ყოველგვარ ვალდებულებებს, კანონებს და თავისუფალი ცხოვრების შემზღუდველ ადათ-წესებს უარყოფდნენ.

   ჰუსიტების აჯანყება[12], რომელიც საფუძველშივე ნაციონალისტურ მოძრაობას წარმოადგენდა, ჰუსის კოცონზე დაწვით გამოწვეული პირველი აგრესიული რექცია იყო.  ჰუსიტებმა ალბიგოელების[13] მსგავსად განადგურება არ ისურვეს და ნაციონალური და სოციალური ბრძოლა მეზობელ ქვეყნებზეც გაავრცელეს. აქედან იკრებს ძალას ანაბატისტური[14] მოძრაობა. ხოლო ასი წლის შემდეგ, მე-XVI-ე საუკუნეში კათოლიციზმის წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ ევროპის სახელმწიფოების მიერ, რომელთაც დიდძალი საეკლესიო სიმდიდრის ხელში ჩაგდება სურდათ, მხარდაჭერილ იქნა. ამან რელიგიის გავლენა შეასუსტა და იგი სახელმწიფოს ხელში იარაღად გადააქცია, ხოლო კალვინისტურ ქვეყნებში სადაც ვაჭრობა და იმპერიალიზმის ვითარდებოდა იგი ომისა და დაპყრობის გამამართლებლად და მასულდგმულებლად გადაიქცა. მხოლოდ მაშინ დაიწყო მეცნიერებამ მისთვის აუცილებელი ხელსაწყოების მოპოვება და რელიგიისაგან თავის დაღწევა, ხოლო მე-XIX-ე საუკუნეში სიმწიფეს მიაღწია.

   კაპიტალიზმისა და ავტომატიზმის ხანამ შეცვალა სახელმწიფოს ხელისუფლება და ადმინისტრაცაია, სახე უცვალა სახელმწიფოთა საზღვრებს, გაიზარდა შრომის ნაყოფიერება და მასთან ერთად მოსახლეობის რაოდენობა. ყოველივე ამან თავისუფლებისა და სოლიდარობისათვის ადაგილი არ დატოვა, გააერთიანა რა საზოგადოება ფანატიკური რწმენით, ნაციონალიზმითა და სავაჭრო ინტერესებით.

   ამგვარად, მე-XIX-ე საუკუნის პირველ წლებამდე ანარქიზმი არსებობდა როგორც ინტელექტუალური ქვედინება, რომელმაც ძველი საბერძნეთიდან და წყებული და „პოლიტიკური სამართლიანობის“ ფორმით დამთავრებული 1792 წელს თავისი იდეების ბრწყინვალე გადმოცემას ახდენს, მაგრამ როგორც მასობრივი მოძრაობა და რევოლუციური ფაქტორი ის ჯერ კიდევ  არ არსებობდა რადგანაც ადამიანები ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყვნენ განთავისუფლებეული ავტორიტარული კრიზისისაგან. მათ წინაშე მე-XIX-ე საუკუნე იყო აღმართული, როგორც ისტორიის დაუწერელი გვერდი.

     მე-XIX-ე საუკუნის ევროპული განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტურმა მონაწილემ, ფრანგმა ფილოსოფოსმა პიერ ჟოზეფ პრუდონმა[15]ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა სიტყვა „ანარქია“ და „ანარქსიტი“ კონსტრუქციული აზრით: „მე ანარქსიტი ვარ! ის რაც ვთქვი, ღრმად გააზრებული და სეროზული განსჯის შედეგია“. მისი ნაშრომი – „რა არის საკუთრება?“[16] რომელშიც „საკუთრებისა“ და „ქონების“ ცნებებია გაანალიზებული დღემდე არ არის დავიწყებული.  ანარაქსიტული საზოგადოება პრუდონს წარმოედგინა, როგორც „სუვერენების“ – კერძო მეწარმეების ერთობა, რომლის წევრები თავისუფალი ფულად-სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში მოქმედებენ, რა დროსაც არ არსებობს სახელმწიფო და სახეზეა საკუთრების თანაბარი ოდენობა და ყველას უფლებები თანასწორია. სუვერენებს შორის ურთიერთობა ურთიერთმოლაპარაკების გზით რეგულიერდება. სოციალისტური შეხედულებების მომხრე პრუდონი თანმიმდევრული ანტიკაპიტალისტი არ იყო, რამდენადაც მთავარ ბოროტებად საკუთრების, როგორც ასეთის არათანაბარი განწილება მიაჩნდა, და არა კაპიტალი, როგორც კაპიტალისტურ ურთიერთობათა თავისებურება.

    სხვა თეორეტიკოსი, რომელმაც ანარქიზმს თეორიული საფუვლები ჩაუყარა გერმანელი ფილოსოფოსი მაქს შტირნერი[17] იყო. მისი შეხედულებები სოციალისტური შეფერილობის მქონე ინდივიდუალურ ბუნტარულია, მაგრამ მის ფილოსოფიაში მოცემულია პირველი რადიკალური ნაბიჯები, რომელიც ევრპული ცნობიერებისათვის დაახასიათებელ ნიცშეს მიერ შემოტანილ „ღმერთის სიკვდილის“ თემატიკას ეხმიანება.  შტირნერი – რაციონალურ-პოზიტივისტური  ბურჟუაზიული მსოფლმხედველობის წინააღმდეგ გალაშქრებაა. მისი შეხედულებები ანარქსიტული მსოფლაღქმისა და მსოფლგაგების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც არა პოლიტიკური, არამედ მსოფლმხედველობრივი ხასიათი გააჩნია. როგორც სოციოლოგი და პოლიტიკოსი მაქს შტირნერი სუსტია, მაგრამ მის მიერ გაცნობიერებული ღირებულებით მსოფლმხედველობირივი პრობლემატიკა თანამედროვე ევროპულ კულტურაში დღემდე აქტუალურია.

   როგორც ცალკეული პოლიტიკური მიმდინარეობა სოციალისტური მოძრაობის ფარგლებში ანარქიზმი პირველად გამოვლინდა მუშათა საერთაშორისო თანამეგობრობის სახით (მუშათა საერთაშორისო ასოციაცია, პირველი ინერნაციონალი), რაც რუსი რევოლუციონერის მიხეილ ბაკუნინის[18] (1814-1876) სახელთან არის დაკავშირებული. მისი ანარქიტული შეხედულებები, რომლებიც ცხოვრების ბოლო წლებში ჩამოაყალიბა, გამოცემულია ნაშრომებში – „ღმერთი და სახელმწიფო“, „ფედერალიზმი, სოციალიზმი, ანტითეოლოგიზმი“, „სახელმწიფოებრიობა და ანარქია“. თანამედროვე პოზიციების გათვალისიწნებით ბაკუნინის კონცეფცია პრიმიტიულად გამოიყურება. იგი შემდეგ ძირითად დებულებებს მოიცავს: 1. სახელმწიფო და ექსპლუატაცია უპირველესი ბოროტებაა. 2. სახელმწიფოსა და ექსპლუატაციის მოსასპობად გლობალური სოციალური ბუნტია საჭირო. 3. ბუნტის შემდეგ სოციალური ცხოვრების არანაირი რეგლამნეტაცია არ იარსებებს. 4. თუკი რუსეთზე ვისაუბრებთ, მაშინ მსგავსი ინსტიტუტების შექმნა აქ საჭირო არაა. ისინი სოფლის ერთობების სახით ისედაც არსებობენ აქ, საჭიროა მხოლოდ მათი გარდაქმნა არასახელმწიფოებრივ ფედერალიზმად.

    ანარქიზმი ამ პოზიციური იდეოლოგიის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. როგორც კი საზოგადოებაში სერიოზული კრიზისი დაიწყება ოპოზიციური იდეოლოგია დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტის საკუთარ რადიკალურ კონცეფციას იძლევა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ოსმანთა იმპერიაში ანარქისტული დაჯგუფებების წარმოშობის ხელსაყრელი პირობები გაჩნდა, კერძოდ საფუძველი ჩაეყარა რადიკალური ანტიეტატიზმის[19] ახალი ეტაპს. ეს ხელსაყრელი პირობები სახელმწიფო კონტროლის შესუსტებასთან და პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისთან იყო დაკავშირებული. საზოგადოებაში რადიკალური პოლიტიკური ჯგუფის წარმოსაქმნელად აუცილებელია „კონფლიქტური სიტუაციის“ წარმოშობა, ანუ მოქალაქეთა ჯგუფის ინტერესები სახელმწიფო ხელისფლების ინეტერებს უნდა უპირისპირდებოდეს. სწორედ ასეთი სიტუაცია შეიქმნა ოსმანთა იმპერიაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების დასისტების შედეგად სომხურმა მოსახლეობამ თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა. ანარქიული სიტუაციის შექმნა სომეხ იდეოლოგებს ოსმანთა იპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში აწყობდათ.

   სომეხმა ანარქსიტებმა თავიანთი ფართოდ გავრცელებული პროპაგანდისტული აქტიურობის შედეგად მე-XIX-ე საუკუნის დასასრულს ოსმანთა იმპერიის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრეს. საერთაშორისო არენაზე სომეხთა შორის ალექსანდრ ათაბეკიანი[20] იყო მეტ-ნაკლებად ცნობილი, რომელსაც საერთაშორისო ანარქისტულ მოძრაობასთან ჰქონდა კავშირი. ჯერ კიდევ ჟენევაში სწავლის პერიოდში ის დაუახლოვდა გამოჩენილ ანარქისტ პ. კრაპოტკინს, ე. რეკლიუს და ჟ. გრავს. მას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა კრაპოტკინთან, ფაქტობრივად ის იყო კრაპოტკინის გვერდით გარდაცვალების ჟამს და მონაწილეობას იღებდა მოსკოვის ქუჩებში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაში. ათაბეკიანმა სომხურ ენაზე თარგმნა რამდენიმე ანარქსიტული ნაშრომი და გამოსცემდა და ავრცელებდა ანარქისტულ ჟურნალს სახელწოდებით „თანამეგობრობა“ (ამაინკი), რომელიც ასევე სპარსულ ენაზეც გამოდიოდა. ათაბეკიანს სერიოზული მცედლობა ჰქონდა ეხეირა შუა აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისადმი ანარქსიტული მიდგომით. ყველა მის შრომაში ნათლად შეიმჩნევა სომხებზე ოტამანთა იმპერიის ბატონობისა და მთლიანად რეგიონზე ევროპული გავლენის მიუღებლობა. დროთა განმავლობაში მსგავსი იდეების მთავარი გამომხატველი სომხური რევოლუციური ფედერაცია (დაშნაკცუტუნი) გახდა, რომელიც ანარქისტებისა და ნაციონალისტების კოალიციას წარმოადგენდა. სხვა საქმიანობასთან ერთად ორგანიზაცია გამოსცემდა და მთელ სომხეთში ავრცელებდა სხადასხვა ანარქისტულ ბროშურებს. ანარქსიტული იდეალები პოპულარული გახდა დასავლეთის ქვეყნებში ემიგრირებულ სომხებს შორის, რასაც ზოგიერთი ანარქსიტული ჟურნალი მოწმობს. მაგალითად იმ დროს აშშ-ში სომხურ ენაზე გამომავალი ჟურნალი. დაშნაკცუტუნისა და ანარქსიტების გზები ერთმანეთს დაემთხვა. ისინი შეიქმნენ „ნაციონალური“ ბურჟუაზიის წინააღმდეგ და საქმე სომეხ ანარქსიტებსა და ოსმანთა იმპერიას შორის სისხლისმღვრელ დაპირისპირებამდე მივიდა.

   თუკი ანარქსიტულ ინტერნაციონალიზმს ისტორიულად განვიხილავთ, მაშინ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ის უცბად არ წარმოქმნილა და ნაციონალური საკითხები დიხანს წარმოადგენდა ლიბერტანიანელთა კამათის საგანს. დაგენილად უმდა მივიჩნიოთ ის, რომ მე-XIX-ე საუკუნეში ინტერნაციონალიზმის თანამედროვე გაგება ჯერ კიდევ არ არსებობდა არათუ ანარქისტთა წრეში არამედ საერთოდ. ცნობილია, რომ ანარქიზმის ფუძემდებელი ბაკუნინი ნაციონალური სახელმწიფოსადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად სლავების ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობით ინტერესდებოდა, თუმცა ამ მოძრაობის სახელმწიფოებრივ ხასიათს ეწინააღმდეგებოდა. უფრო მეტიც, მარქსთან პოლემიკაში იგი ნაციონალური ფსიქოლოგიის პოზიციებზე დაგას, რასაც ანარქისტების მომდევნო თაობა უარყოფდა.

   მე-XIX-ე საუკუნის ბოლოსა და მე-2-ე საუკუნის დასაწყისის დროინდელი ანარქსიტები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხავადსხვა სახის ნაციონალურ-გამათავისუფლებელ მოძრაობებში. სომხური დაშნაკცუტუნი ამ დროისათვის ამხედრებული იყო, რადგანაც იმპერიაში შექმნილი ქაოსი მას თავისი მიზნების მიღწევის ფართო შესაძლებლობას უხსნიდა. უფრო მეტიც, იტალიელ და რუს ანარქისტთა დიდი ნაწილი  1875-1877 წლებში ბოსნიაში ანტიოსმანური აჯანყების დასახმარებლად ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაკუნისი მსგავს რამეს უარყოფდა და მიაჩნდა, რომ „საკუთარი ძალები შენს ქვეყანაში უნდა გამოიყენო და არა სხვაგან“[21].  1882 წელს ერიკო მალატესტა და სხვა იტალიელი ანარქსიტები ეგვიპტეში არაბი-ფაშას ანტიიმპერიალისტურ აჯანყებაში მონაწილეობდნენ.[22] ბულგარელი ანარქისტები შესამჩნევ როლს ასრულებდნენ ოსმანთა იმპერიისაგან მაკედონიის განთავისუფლების საქმეში[23], კუბელი ანარქსიტები კი ესპანეთის ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ[24] და ა. შ.

   მსგავსი მოქმედების მოტივები ახსნა ანარქიზმის იმ დროინდელმა წამყვანმა თეორეტიკოსმა პ. კრაპოტკინმა: „ჩვენ მოგვიწევს, – წერდა ის ანარქისტ ქალ მარი კორნს,- ყოველ ნაციონალურ მოძრაობაში ნაციონალიზმთან ერთად სახალხო საკითხების წამოყენება. ორი სიტყვით, ჩევნი დამოკიდებულება ასეთია: „დააყენეთ სახალხო საკითხები და გადაწყვეტილი იქნება ნაციონალურიც! ჩვენც გვძულს თქვენი მჩაგვრელი რუსები, თურქები და ინგლისელები, მაგრამ ჩვენ უფრო ღრმად ვიყურებით და ვხედავთ დაჩაგრულ ხალხს!“ „სახალხო საკითხის წამოყენებით ყოველი პატიოსანი ნაციონალისტი ჩვენთან დადგება!“[25]

ნათელია, რომ აქ საუბარი რომელიმე „ნაციონალურ იდეას“ კი არ შეეხება, არამედ მასობრივ სოციალურ მოძრაობებში მონაწილეობის ტაქტიკაზე და სოციალურ-რევოლუციურ ლიანდაგზე გადასვლაზეა ყურადღება გამახვილებული. ამ პოზიციის წინააღმდეგობრიობა მოგვიანებით გამოჩნდა, როდესაც პირველი მსოფლიო ომის დროს კრაპოტკინი და სხვასხვა ქვეყნის 15 ცნობილი ნარქისტი ანტანტის მხადამჭერს მანიფესტს მოაწერენ ხელს. ლიბერტარიანელთა უმრავლესობა (მალატესტა, ემა გოლდმანი დს სხვ.) მსგავს ფაქტს ნეგატური განწყობით შეხვდა.

    მათ მსგავსად ბევრი ანარქისტი მე-XIX-ე საუკუნის ბოლოს აბსოლუტური ინტერნაციონალიზმის მხარეს დადგა და ნაციონალური განთავისუფლების იდეა უარყო. გამოცენილი კუბელი ანარქისტი ენრიკე რიოგ-დე-სან-მარტინი 1890 წელს წერდა: „დიახ, ჩვენ – ანტიპატრიოტები ვართ სწორედ იმიტომ, რომ ანარქისტს არ უყვარს საკუთარი სამშობლო. ის შესაძლებელია საკუთარ თავს გრძნობდეს როგორც შავკანიანი, ჩინელი, ფრანგი და დედამიწის ნებისმიერი მცხოვრები. სწორედ დედამიწის მცხოვრებნი წარმოადგენენ მის ოჯახს და არანაირი რელიგიური და სხვა განსხვავება ვერ გაამართლებს მის წევრთა სასაკლაოს“[26]. ოღონდ მსგავს სიტუაციაში საინტერესოა დაშნაკებისა და საერთოდ სომეხი ანარქისტების პოზიცია. ისინი სოციალური განთავისუფლების იდეას აფარებდნენ თავს და ბერძენ, რუმინელ და მაკედონიელ ანარქისტებთან ერთად ძალზე „ნაყოფიერ“ მუშაობას ეწეოდნენ ამ მიმართულებით. დაშნაკური გასამხედროებული ორგანიზაციები ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ ოსმანთა იმპერიაში, რითაც ისინი თავიან ნაციონალურ ინტერესებს მისდევდნენ და აფარებული ყავდათ საერთაშორისო ანარქსიტული მოძრაობა. მათ მიზანი ოსმანთა იმპერიის ტერიტორიაზე სომხური სახელმწიფოს შექმნა იყო, უფრო მეტიც მსგავს მიზნებს ისახავდნენ ბერძენი ანარქსიტები, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი კონსტანტინოპოლისა და ოსმანთა იმპერიის სხვა ნაწილების განთავისუფლებას ესწრაფოდნენ. ასე რომ ერთისა და მეორის ნაციონალური ინერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, რის გამოც ორივენი  შეთანხმებულად მოქმედებედნენ.

სინამდვილეში, ნებისმიერი ნაციონალიზმის გაუკუღმართება მმართველი წრეების შოვინისტური პოლიტიკისაგან თავის არიდებისაკენ უბიძგებდა ანარქისტებს. ასე რომ, ყველა ფრანგი ლიბერტარიანელი როდი იღებდა მონაწილეობას „დრეიფუსის საქმეში“, აცხადებდა რა, რომ მათ მხოლოდ სოციალური პრობლემები აინტერესებთ. მაგრამ როგორც აღნიშნეთ დაშნაკი „ანარქისტი“ პოლიტიკოსთათვის ეს იდეა უტოპიური იყო. სინამდვილეში ისინი ანარქისტები კი არა, ანარქისტულ მოძრაობას მიტმასნილები იყვნენ და თავიანთ ბრძოლას ეწეოდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ლიბერტარიანელები[27] ნაციონალურ პრინციპებს არც თუ იშვიათად უპირისპირებდნენ რეგიონულ, გეოგრაფიულ და კულტურულ კრიტერიუმებს. ასე მაგალითად, ესპანეთისა და ლათინური ამერიკის ანარქისტული და ანარქო-სინდიკატური ორგანიზაციები თავიანთ თავს „რეგიონალურ სექციებად“ მიიჩნევდნენ, ხოლო 1927 წელს ანარქისტების მიერ შექმნილი იბერიის ფედერაცია პორტუგალიიდან და ესპანეთიდან უხელისუფლობის მომხრეებს აერთიანებდა. ენობრივი პრინციპით არის აგებული ფრანგული ანარქისტული ფედერცია და ა. შ.

   პირველმა მსოფლიო ომმა ანარქსიტებს შორის ანტინაციონალური განწყობა გააძლიერა. ომებს შორის პერიოდს მიეკუთვნება  „ნაციონალური იდეის“ საკუთარი ალტერნატივის შექმნის უხელისუფლებობის მომხრეთა მცდელობა. მათ შორის გამორჩეულია ანარქო-სინდიკალიზმის გამოცენილი გერმანელი წარმომადგენელი რუდოლფ როკერი. მის მიერ იმ დროს გამოცემულმა სტატიებმა შემდგომში შეადგინა წიგნი სახელწოდებით: „ნაციონალიზმი და კულტურა“. სხვადასხვა ენაზე თარგმნილმა ამ წიგნმა, მათ შორის იაპონურ ენაზეც ითარგმნა, ისეთი გენიოსების გამოხმაურება მოიპოვა როგორებიც ა. აინშტაინი, ბ. რასელი, ლ. მემფორდი და თ. მანი არიან.

   როკერის ანალიზის მიხედვით, რომელიც მის მიერ მოყვანილ მდიდარ ფაქტობრივ მასალას ემყარება, ნაციონალური ცნობიერება შედარებით ძველი დროის პროდუქტია. შუა საუკუნეებში, ავტორის მტკიცებით, იგი არ იყო, რამდენადაც ადამიანი ერთი მხრივ მჭიდროდ იყო დაკავშირებული სოციალურ გარემოსთან და მეორე მხრივ უნივერსალურ ქრისტიანულ ცივილიზაციასთან. მხოლოდ შუა საუკუნეების მიწურულს ეკონომიკურმა და პლიტიკურმა ცვლილებებმა ეგოისტურ ინდივიდუალიზმამდე და სოლიდარობის შესუსტებამდე მიგვიყვანა. ადრინდელი კოლექტიური და ერთობითი სტრუქტურები ნაციონალურმა შეცვალა. აბსოლუტიზმის მიერ იარაღის გამოყენებით შექმნილი ნაციონალური სახელმწიფოები უნებურად თავს უყრიდნენ სხვადასხვა კულტურის, ენისა და ეთნოსის ხალხებს. როკერი კატეგორიულად უარყოფდა, რომ ერი ბუნებრივი წარმონაქმნია და სახელმწიფო ქმნის. „ნაცია ყოველთვის ძალაუფლებრივ-პოლიტიკური მისწაფებების ხელოვნური შედეგია“ ხოლო „ნაციონალური გრძნობა წმინდა ფსიქოლოგიური ფენომენია.[28]

   იმ დროისათვის ნაციის იდეა ანტიაბსოლუტიზმის მარცვლებს შეიცავდა. ასე მაგალითად, საფრანგეთში მე-XVIII-ე საუკუნეში არსებული ნაციები იმ უზურპირებული მონარქიის ცრურწმენას უკავშირდებოდა.  ამ კონტექსტში ნაციის ცნება ქვეშევდრომის ცნებას უპირისპირდება. ნაცია თითქოს ქვეშევრდომს ნიშნავდა, რომელმაც სუვერენიტეტი დაიბრუნა. მაგრამ აბსოლუტიზმის დამხობისა და სუვერენიტეტის მოპოვების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. საფრანგეთის რევოლუციიდან დაწყებული ნაცია საერთო ნების მატარებელი გახდა და მისი ნება ღმერთის გამოცხადების ტოლფასი გახდა. საკუთარი ერის თაყვანისცემა სხვა ერების უარყოფის მიზეზი გახდა. როკერი ერზე როგორც ტირანულ აბსოლუტურ იდეაზე მსჯელობს: „ნაცია – ყველაფერია, ადამიანი – არაფერი!“ის რაც პრაქტიკულად პირველად განხორცილედა საფრანგეთში გერმანიაში თეორიულად და ფილოსფიურად გაიაზრეს, ისტორიული აუცილებლობის აღიარების სახით. ნაცია თანამედროვე სახელმწიფოს რელიგიად იქცა. ერთიანი ნაციონალური სახელმწიფოს აღიარება ყოველთვის ახდენდა სხვადასხვა ჯგუფების თუნდაც ძალადობრივ უნიფიცირებას.

   გერმანელი ანარქისტი აჩვენებდა, რომ ნაციონალური ინტერესების შესახებ სიტყვების უკან პრივილეგირებული უმცირესობის პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები იმალება მხოლოდ. ისინი მოწოდებულია დამალონ ყოველი ერის შიგნით არსებული სოციალური წინააღმდეგობები. როკერი ასევე აჩვენებდა, რომ არ არსებობს არანაირი ერთიანი ნაციონალური კულტურა, რომ რეალურად არსებული სხვადასხვა ტერიტორიული კულტურული და ენობრივი ჯგუფები ნაციონალური სახელმწიფოს გამაერთიანებელმა ხელმა წაშალა. ე. წ. კულტურულ ნაციონალიზმს ანარქო-სინდიკატი თეორეტიკოსი „ლეღვის ფოთოლს“ უწოდებს, რომელიც უცხოტომელთა ბატონობის ეპოქაშია ჩაცმული, როდესაც საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელება შეუძლებელი ხდება. წარსულის „კულტურული დიდების“ გახსენება ნაციონალური სახელმწიფოს პრეტენზიების საფუძვლად გამოიყენება და მეტი არაფერი.

ფაშიზმს როკერი განიხილავდა როგორც ნაციონალური იდეის ლოგიკურ და პრაქტიკულ დაბოლოებამდე მიყვანად. „თანამედროვე ნაციონალიზმი, – წერდა, იგი სახელმწიფოს შიშველი წყურვილია ნებისმიერ ფასად მოახდინოს ადამიანის ინტერესების გათქვეფა ხელისუფლების ინეტრესებში“ და აგრძელებდა: „ნაციის ქვეს ყველაფრი დამალავა სეიძლება; ნაციონალური დროსა ნებისმიერ უსამართლობას, არაადამიანობას, ნებისმიერ სიცრუეს და სამარცხვინო მოქმედებას, ნებისმიერ დანაშაულს ფარავს. ნაციის კოლექტიური პასუხისმგებლობა ახრჩობს ცალკეული ინდივიდის სამართლიანობის გრძნობას“.[29]

შესაბამისად, როკერს მიაჩნდა, რომ ყოველი ნაციონალურ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა უნიფიკაციის ციკლს ხელახლა იმეორებს, ორონდ ახალ დონეზე. „ხალხები, რომლებიც ეროვნული განთავისუფლების სახელით გადიგდებენ უცხტომელთა უღელს არაფერს იღებენ ამისაგან“, – წერდა იგი.

ნაციონალური იდეის ალტერნატივას როკერი ინტერნაციონალიზმში, ადგილობრივ ერთობასა და კულტურაში ხედავდა. ნაციას და ნაციონალურ სახელმწიფოს იგი საუკუნეების მანძილზე შექმნილ ადამიანთა ბუნებრივ ერთობას უპირისპირებდა. ასეთი „მცირე სამშობლოები“ მისი წარმოდგენით, „ტრადიციებიდან, ადათ-წესებიდან, მატერიალურ და სულიერ მდგომარეობათა ერთობის შედეგად გაჩნდა“. როკერი ამტკიცებდა, რომ მსგავსი ერთობა არაფრით არ არის დაკავშირებული ნაციონალიზმთან და პატრიოტიზმთან, რამდენადაც ძალაუფლების ნებას მოკლებულია და სხვებზე ბატონობის არანაირი აუცილებლობა არ გააჩნია. მისთვის ინტერნაციონალიზმი ადგილობრივი თავისებურებების წაშლას არ ნიშნავდა, პირიქით, ნაციონალური სახელმწიფოსაგან მათ განთავისუფლებას გულისხმობდა.

ნაციონალისტი თეორეტიკოსების საპირისპიროდ, რომლებთაც მიაჩნდათ, რომ ნაციონალური იდეა და ნაციონალური ერთობა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კულტურულ განვითარებაზე, როკერი ამტკიცებდა, რომ ისტორიაში უფრო ხშირად საპირისპიროს ჰქონდა ადგილი: კულტურული განვითრებისათვის შდარებით ხელსაყრელი პირობები ჰქონდათ არა დიდ ნაციონალურ სახელმწიფოებს, იმპერიებს, არამედ მსგავსი გარემო იქმნებოდა პოლიტიკური განხეთქილებების დროს. კლასიკურ მაგალითად მას მოჰყავდა ძველი ბერძნული კულტურა, რომელიც მცირე პოლისებს ემაყრებოდა. საწინააღმდეგოდ, ნაციონალური იდეა და ნაციონალური უნიფიკაცია კულტურულ ძიებებზე ყოველთვის უარყოფითად მოქმედებდა. კულტურის სხვადასხვა ასპექტების: ენის, ხელოვნების, მეცნიერების, სულიერი და სოციალური კავშირების და სხვ.  დეტალური ანალიზის შედეგად როკერი აჩვენებდა, რომ ისინი ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში ნაციონალური საზღვრებისა და ჩარჩოების გარეშე ვითარდებოდნენ. მისი შეხედულებეის პრინციპულ მომენტს წარმოადგენს „ნაციონალური კულტურის“ ცნების უარყოფა. მის აზრით, თავისი არსით კულტურა ინტერნაციონალური და უნივერსალურია, რამდენადაც გამუდმებით საჭიროებს იდეათა ცვალებადობას. როკერი ამტკიცებდა, რომ კულტურული, ეთნიკური და მსგავსი სინთეზი დადებით ცხოველმყოფელ როლს ასრულებს. მთავრია, რომ ის ნებაყოფლობითი და ბუნებრივი იყოს და უნიფიკაციის გზით, ზემოდან იძულების წესით არ ხორცილედებოდეს.[30]

ამგვარად, როგორც ჩანს, ანარქიზმის ფილოსოფია სულ სხვაგვარია, ვიდრე სომხური ანარქიზმი, რომელიც საკუთარი ნაციონალური იდეების განსახორციელებლად  ანარქიზმს იყო შეფარებული. მისი მიზანს სხვის, ოსმანთა ტერიტორიაზე საკუთარი ნაციონალური სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენდა. ამ ასპექტით სომხების მოკავშირეებად ბერძენი, რუმინელი და მაკედონიელი ანარქისტები გვევლინებიან.

საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მიზანმიმართულად გაუარესდა. 1897 წლის აპრილში ბერძნების შეიარაღებულ მოხალისეთა ფორმირებებმა მცირე ჯგუფებად დაიწყეს შეღწევა ოსმანთა იმპერიის მიერ ოკუპირებული მაკედონიის ტერიტორიაზე.[31] თურქეთმა ომი გამოუცხადა საბერძნეთს. საბერძნეთ-თურქეთის ომის საწყის ეტაპზე ბერძნებმა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.[32] მაგრამ მალე თავი იჩინა ფინანსურმა და სამხედრო მოუმზადებლობამ. თავისი შედეგებით საბერძნეთ-თურქეთის ომი, მძიმე შედგების მიუხედავად, საბერძნეთისათვის საერთოეროვნულ კატასროფად და ტერიტორების დაკარგვად არ გადაიქცა. თვით კუნძული კრეტა, რომელზეც მომხდარი მოვლენები სამხედრო მოქმედებათა პრელუდიად იქცა 1898 წლამდე რუსეთის ჩათვლით 6 ევროპული სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. საბერძნეთ-თურქეთის ომი და „კრეტის მოვლენები“, ფინანსური ბანკროტი – ასეთი იყო მე-19-ე საუკუნის უკანასკნელი წლების მოვლენები. საბერძნეთი თავისი განვითარების ახალ ეტაპში შევიდა.[33]

   მთელი მე-XIX-ე საუკუნე ოსმანთა იმპერია ღრმა სოციალური კრიზისით იყო მოცული. იგი საგრძნობლად ჩამორჩა მეზობელ ქვეყნებს სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.  რუსეთთან ომში დამარცხებული და ეკონომიკურად გაჩანაგებული ქვეყნის სულთანი სელიმ  III (1789-1807) საერო და სასულიერო წრეების წარჩინებულ წარმომადგენლებთან ერთად რეფორმების გატარებას ცდილობს, რომელმაც „ახალი  სისტემის“ სახლწოდება მიიღო. იგი მიწათსაკუთრების მოწესრიგებას, მანუფაქტურული წარმოების გაფართოებას, ევროპული ყაიდის არმიის ჩამოყალიბებას და იანიჩართა გვარდიის ჩანაცვლებას ისახავდა მიზნად. „ახალ სისტემას“ არც წარჩინებულთა და არც დაბალი წრის წარმომადგენელთა შორის მხარდამჭერები არ აღმოაჩნდა.

თურქეთის მდგომარეობა საფრანგეთთან (1798-1801) და რუსეთთან, რომელთანაც კავშირი 1806-1812 წლებში გაწყდა, ომის შემდეგ გაუარსედა. ხოლო 1807 წლის იანიჩართა მღელვარებამ ბოლო მოუღო როგორც რეფორმებს ასევე რეფორმატორის მეფობას. 1808 წელს „რუშუქის საძმოს“ მეთაურმა მუსტაფა-ფაშამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და „ახალი სიტემის“ განხორციელებას შეეცადა, მაგრამ იანიჩართა მღელვარებამ მის წამოწყებას ბოლო მოუღო.

მხოლოდ 1826 წელს სულთანმა მუჰამედ მეორემ შეძლო არა მარტო იანიჩართა ამბოხების, არამედ იანიჩართა კორპუსის ლიკვიდირება და არმიის რეორგანიზება. ეფექტური აღმოჩნდა სულთნის მოქმედება ფეოდალური ზედა ფენის წინააღმდეგ, მაგრამ ოსმანთა იმპერიის კრიზისს ბოლო არ უჩანდა.

   მუჰამედ ალი, რომელიც სულთანმა ეგვიპტის ფაშად დანიშნა ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახდა. ბალკანეთზე 1815 წელს აჯანყდა სერბეთი, აჯანყდნენ ბერძნებიც. როდესაც თურქების დასახმარებლად მოსულმა ეგვიპტის ჯარებმა საბრეძნეთის გარკვეული ნაწილი დაიკავეს, ევროპული სახელმწიფოების საბერძნეთის დასახმარებლად მივიდნენ. ნავარინის ბრძოლაში ანგლო-ფრანკო-რუსულმა ესკადრამ თურქულ-ეგვიპტური ფლოტი გაანადგურა. თურქეთმა მარცხი იწვნია რუსეთ-თურქეთის ომში 1828-1829 წლებში. 1829 წლის ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით საბერძნეთმა ავტონომია მოიპოვა და 1930 წელს დამოუკიდებელი სამეფო გახდა, თურქეთი ვალდებული იყო ავტონომია მიეცა სერბეთისათვის და ასევე გაეფართოებინა ვლახეთისა და მოლდოვეთის პრივილეგიები.

1813-1833 წლებში სულთნის წინააღმდეგ ეგვიპტის ფაშა მუჰამედ ალი გამოვიდა. ევროპის ქვეყნებისაგან დახმარების არ მიღების შემდეგ საშველად მუჰამედ მეორემ რუსეთს მიმართა, რომლის დესანტი ბოსფორზე იქნა გადმოსხმული და რომელმაც  ეგვიპტის შემოჭრა შეაჩერა. რეგიონში რუსეთის გავლენის საწინააღმდეგოდ  მხარეთა შერიგების საქმეში ბრიტანეთი და საფრანგეთი ჩაერთო. გარკვეული ტერიტორიების სანაცვლოდ ეგვიპტის ფაშამ თავი თურქეთის სულთნის ვასალად აღიარა.

1839-1841 წლებში თურქეთ-ეგვიპტის ახალი კონფლიქტი გაჩნდა. თურქეთის არმიამ შეტევა დაიწყო და პირველივე ბრძოლა წააგო, ხოლო თურქეთის ფლოტი ეგვიპტის ფაშას მხარეზე გადავიდა. გაჩნდა ოსმანთა იმპერიის დაშლის საშიშროება, მაგრამ ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ მოილაპარაკეს როგორ გაეყოთ იგი და სულთნის გადარჩენა გადაწყვიტეს. კონფლიქტში დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, პრუსია და რუსეთი ჩაერია. ბრიტანეთის, ავსტრიისა და თურქეთის  ფლოტი და დესანტი 1840 წლის სექტემბერში ეგვიპტის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა. ალექსანდრიის ბომბარდირების საფრთხის გამო მუჰამედ ალიმ კაპიტულაცია გამოაცხადა და საკუთარი თავი ხელახლა აღიარა სულთნის ვასალად.

   1839 წელს დაიწყო რეფორმების პერიოდი, რომელმაც „თანზიმატის“ სახელწოდება მიიღო. 1839 წლის ნოემბერში გიულხანეის რესკრიპტის გასაჯარეობა მოხდა, რომელიც ყველა ქვეშევრდომს სიცოცხლის, ღირსების, ქონების ხელშეუხებლობას და გადასახადების სამართლიან განაწილებას პირდებოდა. რესკრიპტის შესასრულებლად  გამოიცა კანონები, რომლებიც ილთიზამს აუქმებდა (გადასახადების აკრეფისას გამოსასყიდი სისტემა). შემცირდა სამხედრო სამსახურის ვადები. გაჩნდა საერო სკოლები, არამუსულმანებს ნება დაერთო მოწმედ გამოსულიყვნენ სასამართლოში და ა. შ. მიუხედავად ამისა დეკლრირებული უფლებები და თავისუფლებები ძირითადად მაინც არ სრულდებოდა.

   1853 წელს ყირიმის ომი დაიწყო, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ თურქეთის მხარე ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიკავეს. 1856 წლის პარიზის სამშვიდო ხელშეკრულებამ დაადასტურა ოსმანთა იმპერიის „მთლიანობა და ხელშეუხებლობა“. იმავე წელს სულთანმა ახალი რესკრიპტი მიიღო, რომლითაც თურქეთის ეკონომიკის განვითარების  და „ევროპის კაპიტალის“ გამოცდილების გამოყენების დაპირებას იძლეოდა, რაც ევროპული კაპიტალის ინტერსების გამყარება იქნებოდა რეგიონში. უცხოელებმა დამატებითი პრივილეგიები მიიღეს: კერძოდ ამიერიდან შეეძლოთ მიწის ფლობა, რკინიგზის მშენებლობის კონცესია და სხვა. თურქეთში დაფუძნდა უცხოური ბანკები. 1858 წელს სისხლის სამართლისა და მიწის კოდექსები იქნა მიღებული, ხოლო 1969 წელს სამოქალაქო კოდექსი.„თანზიმათი“ რომელიც 1870 წლამდე გრძელდებოდა ბურჟუაზიის, საერო განათლების და ახალი ინტელიგენციის წარმოშობას უწყობდა ხელს, რომელთა ლიდერები კონსტიტუციური მოძრაობის იდეოლოგები და თურქი განმანათლებელები იყვნენ.

1865 წელს საიდუმლო საზოგადოება „ახალი ოსმანები“ შეიქმნა. მისმა მომხრე მიდჰატ-ფაშამ 1876 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. ტახტზე მურად მეხუთე ავიდა, რომელიც კონსტიტუციის შემოღების პირობას იძლეოდა. მაგრამ მან მხოლოდ სამი თვე იმეფა და სულიერი ავადმყოფობის გამო აბდულ ჰამიდ მეორის მიერ იქნა შეცვლილი. 1876 წლის დეკემბერში გამოცხადდა პირველი კონსტიტუცია. ოსმანთა იმპერია კონსტიტუციური მონარქია გახდა.

ოსმანურ ბაკლანეთში სლავ ხალხებს შორის ურთიერთობათა დარეგულერების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დაიწყო აჯანყება ბოსნიაში, რომელიც საზარლად იქნა ჩახშობილი. მარცხით დამთავრდა 1876 წლის კონსტანტინოპოლის კონფერენცია ბოსნიაში, ჰერცოგოვინასა და ბულგარეთში რეფორმების შემუშავების შესახებ. ამან რეფორმატორების ავტორიტეტს ზიანი მოუტანა. აბდულ-ჰამიდ მეორემ გაანადგურა ჰამიდ-ფაშა და „ახალი ოსმანები“ რეპრესიებში მოჰყვნენ. რუსეთთან ომში დამარცხების პირობებში (1877-1878) 1878 წელს სულთანმა პარლამენტი და რელიგიური უმცირესობები  დაშალა და მთელს ქვეყანაზე „მართლმორწმუნეთა დამცველის“ როლი მოირგო, მაგრამ ეს ყველაზე სუსტი დაცვა იყო.

   1877-1978 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად ბაკლანეთში თურქეთის ბატონობას სერიოზული ზიანი მიადგა. ჩრდილოეთ ბულგარეთში ბულგარეთის სათავადო შეიქმნა, რომელიც ფორმალურად იყო სულთნის მოკავშირე. იგი ავტონომიური პროვინცია გახდა. სერბეთი, ჩერნოგორია და რუმინეთი დამოუკიდებლად იქნა ცნობილი. ზოგიერთი ტერიტოია რუსეთსაც ჩამოცილდა. 1881 წელს საფრანგეთმა ტუნისი მიიტაცა, ხოლო 1878 წელს დიდმა ბრიტანეთმა კვიპროსი, 1882 წელს ეგვიპტე. 1897 წელს კუნძული კრეტა ფაქტობრივად საბერძნეთს მიუერთდა. ამ ვითარებაში დაიწყო ოსმანთა იმპერიის გერმანიასთან დაახლოება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შესვლას ლამბობდა. 1888 წელს გერმანიამ მიიღო კონცესია რომელიც მას ბაღდადის რკინიგზის მშენებლობის უფლება აძლევდა. საუკუნის ბოლოს ოსმანთა იმპერიას „ავადმყოფი ადამიანის“ მყარი რეპუტაცია ჰქონდა, რომლის ლოგინთან „მემკვიდრეები“ სხედან და მომაკვდავის ქონების განაწილებაზე დაობენ. მიიჩნეოდა, რომ ოსმანთა მემკვიდრეობის გაყოფა დროის საკითხია, მაგრამ იმპერიამ 1920 წლამდე იცოცხლა.

მე-XX-ე საუკუნის დასაწყისში ოსმანური თურქეთი ის ტერიტორია იყო სადაც ხალხათა ნაციონალური სუვერენიტეტისათვის ბრძოლა შეიძლებოდა, რის შედეგად მრავალმა ხალხმა ავტონომიური უფლებები მიიღო. ბულგარელების, ბერძნების, მაკედონიელების და რუმინელების მაგალითის იმედად მყოფი სომხებიც მიიჩნევდნენ, რომ მათაც ერგებოდათ თურქეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და იქ ნაციონალურ სახელმწიფოს შექმნიდნენ. ამ მიზნით ანარქსიტულ მოძრაობას შეფარებული დაშნაკები ძირს უთხრიდნენ ოსმანთა სახელმწიფოს. უნდა აღინიშნოს, რომ დაშნაკები თავიანთ გრანდიოზულ გეგმებში სამომავლოდ დასავლეთი ტერიტორიის ანუ თურქეთის სომხეთის ე. წ. აღმოსავლეთის ანუ რუსეთის სომხეთთან შეერთებას იმედოვნებდნენ. ამასთან დაკავშირებით მთელი სამხრეთ კავკასიის სომხურ მოსახლეობას, ანუ საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრები სომხების ჩათვლით მიაჩნდათ, რომ შესაძლებელია ამ აღმოსავლეთის სომხეთის საზღვრებში თბილისისა და ბაქოს მოქცევა, რომელსაც სომხური სახელდებით ბაქუმკერტი უნდა დაერქვას. თბილისისა და ბაქოს სომხური მოსახლეობის ნაწილი სომეხ მეთაურებს ამ მიმართულების ფიქრის საშუალებას აძლევდნენ, ამიტომ სომხურ ნაციონალური მოძრაობა ამ ქალაქებში დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა.

მე-XX-ე საუკუნის დასაწყისში ბაქოს შემოგარენი ასობით ნავთობის კოშკით დაიფარა. იმ დროისათვის ბაქო ნავთობის მოპოვების მთავარ ცენტრს წარმოადგენდა რუსეთში. აქ ათობით ათასი პროლეტარი მუშაობდა. ნაციონალური შედგენილობა ფრიად სხვადასხვაგვარი იყო. იყვნენ ირანელები, სომხები, რუსები, ქართველები და აზრებაიჯანელები.  მე-XX-ე საუკუნის დასაწყისი სომხების და აზერბაიჯანელების სისხლისღვრით აღინიშნა. სომეხი ანარქისტები ანუ დაშნაკები და სხვა სომხური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავიანთ პროკლამაციებს სომხურ ენაზე უშვებდნენ, რამდენადაც ანარქსიტების უმრავლესობას სომხები წარმოადგენდნენ. სომხები აქ აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას 1904 წლიდან ეწეოდნენ, მაგრამ მათი აქტიურობა პიკს 1905-1907 წლებში აღწევს. პირველი რუსული რევოლუციის პერიოდი სამხრეთ კავკასიაში სომხური ორგანიზაციების წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგანაც მღვრიე წყალში ცდილობდნენ დაედოთ საფუძველი თავიანთი ნაციონალური მიზნებისათვის.

ამგვარად სომხური ნაციონალური ორგანიზაციები „დაშნაკცუტუნის“ მეთაურობით ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ არა მარტო ოსმანთა იმპერიის ტერიტორიზაე, არამედ რუსეთშიც, რისთვისაც ნაყოფიერ ნიადაგს წამოადგენდა პირველი მსოფლიო ომის საწყისი თვეები, სადაც სომხური ფორმირებები მშვიდობიანი თურქული მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკად მოქმედებდნენ, ანდგურებდნენ რა ეთნიკურ თურქებს სომხების წინამძღოლთ მიაჩნდათ, რომ ისინი მომავალი სომხური სახელმწიფოს ტერიტორიებს ათავისუფლებენ.

            ამერიკელი ისტორიკოსის სტენფორდ შოუს წიგნის „ოტომანთა იმპერიის ისტორიიის“ მიხედვით „მთელი ომის განმავლობაში სომხების მიერ მუსულმანების საზარელი და უმოწყალო ხოცვა მიდიოდა. მილიონზე მეტი თურქი გლეხობა იძულებული იყო გაქცეულიყო საკუთარი საცხოვრებლიდან. ათასობით დევნილი ნაკუწებად იქნა დაჩეხილი“. 3 300 000 ათასი თურქი მოსახლეობიდან რომელიც 1914 წელს ტრაბზონში, ერზერუმსა და ერზინდაჟსში ცხოვრობდა ომის შემდეგ 600 000 კაცი დარჩა. სომხური ბანდიტური ფორმირებები ქურთ მოსახლეობასაც ესხმოდნენ თავს და მხეცურად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, არ ინდობდნენ რა ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს“.[34] თურქებს სომხებისათვის თურქებისაგან მიწების განთავისუფლების მეთოდების არც გაგება და არც პატიება შეეძლოთ, ამიტომ სომხური „ანარქიზმი“თურქეთის მთავრობის მიერ გასამართლებულ იქნა.

___________________

[1]სოფისტებად ჩვ. წ. აღ. მდე მე-5-ე საუკუნის პირველ ნახევარში და მე-6-ე საუკუნეში სიბრძნისა და მჭევრმეტყველების მასწავლებლები იწოდებოდნენ, რომლებიც თავიან ხელოვნებას გარკვეული თანხის საფასურად ასწავლიდნენ.

[2]ანტიფონტ ათენელის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. ცნობილია, რომ ის ათენში ცხოვრობდა ჩვ. წ. აღ. მდე მე-5-ე საუკუნის საუკუნის ბოლო ათწლეულში. სავარაუდოდ ის უფროსი სოფისტი, სოკრატეს თანამედროვე და ოპონენტი იყო.

[3]ს. ლურე, ანტიფონტი – უძველესი ანარქისტული სისტემის შემოქმედი/დ. რუბლიოვის შესავალი წერილი. მე-2-ე გამოცემა. 2009. გვ. 168.

[4]არისტიპი (ჩვ. წ. აღ. მდე. 435-355 წ. წ.) – ძველი ბერძენი კირინეელი (სამხერთი აფრიკა) ფილოსოფოსი. კირინეელთა ჰედონისტური სკოლის ფუძემდებელი. მის მოწაფეებს შორის იყო ქალიშვილი არეტა. მის მიხედვით, შემეცნება მხოლოდ შეგრძნებებს ემაყრება, რომლის მიზეზები შეცნობელია. სხვა ადამიანთა აღქმა ჩვენთვის ასევე მიუღწეველია. ჩვენ მხოლოდ მათ გამონათქვამებს შეიძლება დავეყრდნოთ. არისტიპის ევდემონია თვითშემეცნების შედეგად სიამოვნების მიღებას გულისხმობს, რომელიც მხოლოდ აწყმოში ხორციელდება. ამიტომ არ ღირს თავის შეწუხება არც წარსულით და არც მომავლით.

[5]ჰუგო გროციუსი (1583-1645) ჰოლანდიელი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ქრისტიანობის აპოლოგეტი, დრამატურგი და პოეტი, რომელმაც ბუნებრივ სამართლზე დაყრდნობით საერთაშორისო სამართალს ჩაუყარა საფუძველი.

[6]მითრა – ისეო ქრისტეს წარმართული პროტოტიპი.

[7]გნოსტიციზმი – „შემმეცნებელი“ – გვიანანტიკური რელიგიური მიმდინარეობების პირობითი სახელწოდება, რომელიც იყნებდა ძველი აღთქმის, აღმოსავლური მითოლოგიის და რიგ ადრექრისტიანულ მოძღვრებათა მოტივებს. გნოსტიციზმში გნოსისის, საიდუმლო ცოდნის შინაარსი ადამიანის მიერ საკუთარი ღვთაებრიობის გაცნობიერებას წარმოადგენს. გნოსტიკოსებს მიაჩნდათ, რომ ისინი ღმერთზე, სამყაროზე და ადამიანზე საკრალურ ცოდნას ფლობენ, რომელსაც კაცობრიობის სხვა ნაწილი მოკლებულია (დაწვრილებით იხ. ნ. შაბუროვი, გნოსტიციზმი/ ახალი ფილოსოფიური ენციკლოპედია, მე-4-ე ტომი, 2000-2001; ასევე ვ. მაკდემორტის, ე. როდინის, ნ. ლოსევის, ა. პეტროვის, გ. იონასის ნაშრომები გნოსტიციზმის შესახებ).

[8]კარპოკრატი – ჩვ. წ. აღ. მეორე საუკუნის ალექსანდრიელი გნოსტიკოსი. ქადაგებდა სამყაროსა და ყოველგვარი სხეულებრივი ცოდვების უარყოფას. ცნობილია მისი ვაჟი – ეპიფანე. მათ მოსწავლეებს კარპოკრატებს ეძახდნენ. კარპოკრატესა და მის ვაჟის მიმდევრებმა ჩვ. წ. აღ. 160 წელს რომში კაინიტების სექტა ჩამოაყალიბეს.

[9]ამარლიკი ბენიდა, ამორი შარტრელი (გარდ. დაახლ. 1206) – შუა საუკუნეების ფრანგი მისტიკოსი ფილოსოფოსი პარიზის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში. ამორის პანთეისტური ნაშრომები მისი ოპონენტის ჟერსონის წყალობით გადარჩა. ამორის მოძღვრებით, სამყარო ღმერთის ემანაციაა, რომელიც საგანთა არსს შეადგენს; ნებისმიერი ელემენტი მოწოდებულია საკუთარი თავი განიცადოს როგორც ქრისტეს სხეულის ელემენტი. ღმერთთან მიახლებით სული კარგავს თავის თავდაპირველ ბუნებას და ერწყმის ღმერთს. ამით ღმერთი სულისთვის რაღაც გარეგანს არ წარმოადგენს. ამორის იდეები მისმა მიმდევრებმა ეთიკურ მოძღვრებად გადააქციეს, რომლის მიხედვით სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისაგან განუყრელია, რადგანაც ორივე ღვთისგანაა. მკვდრეთით აღდგომა და საშინელი სამსჯავრო გამონაგონია. პარიზისსა და ლატერანის (1215) ეკლესიებმა გაასამართლეს ამორის სწავლება და მის მიდევრებს კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. თვით ამორის ნეშტი  ამოთხარეს და ძაღლებს მიუგდეს, რის სემდეგაც მის ძვლები ველად მიმოფანტეს. მისი თხზულებების კითხვა აკრძალეს, ხოლო პარიზის უნივერსიტეტში ბუნებისმეცნიერების სწავლება სამი წლით აკრძალეს (იხ. ფილოსოფიის ისტორია: ენციკლოპედია. მინსკი. 2002).

[10]ამორის მოსწავლე იყო ორთლიბი სტრასბურგიდან. თავისუფალი სულის ძმების, ასე უწოდებდნე საკუთარ თავს ორთლიბის მოწაფეები, თავდაპირველი სარწმუნოების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მთავრი დოკუმენტი რომელიც მათ სწავლებას ნათელს ფენს მე-13-ე საუკუნეში, ნაკლებად ეხება მათ პრინციპებს, ვიდრე საეკლესიო რიტუალების უარყოფას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შეუქმნელი სამყარო მარადიულია და ყველას მარადიულ ცხოვრებას პირდებოდნენ უარყოფდნენ რა სხეულის აღდგომას. წმინდა სამება სექტის სამი წევრის სახით ყავდათ წარმოდგენილი. უარყოფდნენ ქორწინებას, კაცთა კვლას, სიცრუეს და დაფიცებას. მათ ძლიერ დევნიდნენ (1212, 1216). მე-13-ე საუკუნეში მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა შვაბიაში. ორთლიბის ზოგიერთი მიმდევარი სატანის შესახებ მოძღვრებას მიმართავდა. მათ ლუციფერიანელთა განსაკუთრებულ სექტას მიაკუთვნებდნენ, რის გამოც დაუდობლად სდევნიდნენ.

[11]თავისუფალი სულის და-ძმები (სექტანტური მოძრაობის მიმდევართა საერთო სახელწოდება მე-13-ე – მე-14-ე საუკუნეებში, რომლის წარმოშობა უკავშირდება ამალრიკისა და ორთლიბის სწავლებას. სახელწოდება ბიბლიური ტექსტის ალუზიაა: „სადაც ღმერთის სულია, იქაა თავისუფლება“. სექტის წარმოშობაზე ყურადღება 1270 წელს გაამახვილეს, როდესაც ალბეტრ დიდმა საეკლესიო ორგანიზაციის უარმყოფელ რადიკალურ-მისტიკურ მოძღვრებათა შესწავლა გადაწყვიტა. სექტის მიმდევრები პანთეიზმს ქადაგებდენენ და მიაჩდათ, რომ ადამიანსა და ღმერთს შორის განსხავება არ არსებობს. ისინი სოციალური უტანასწორობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და საერთო საკუთრები აღიარებით გულუბრყვილო კომუნიზმს ქადაგებდენენ. სექტაში დაშვებული იყო სქესებს შორის თავისუფალი სასიყვარულო ურთიერთობები. ძმობა გავრცელდა მე-13-ე მე-14-ე საუკუნეებსი. რომის პაპ კლიმენტი მე-5-ის მიერ 1311 წელს გასამართლების შემდეგ სექტა აიკრძალა და მის ცალკეული ჯგუფები ჰუსიტებს შეუერთდა (ამის შესახებ იხ. ო. ტრახტენბერგის, ა. იუნდიტის და სხვ. შრომები).

[12]ჰუსიტები – ჩეხური რელიგიურ-რეფრომატორული მოძრაობის სახელწოდება იან ჰუსის საპატივცემულოდ შერქმეული სახელით. მე-14-ე საუკუნის დასაწყისში ჩეხეთში კათოლიციზმის საწინააღმდეგო ფართო ოპოზიციური მოძრაობა გაჩნდა, რომელიც გერმანელთა წნეხს ვერ იტანდა. ჩეხეთი საღვთო რომის იმპერიაში შედიოდა, რომელსაც გერმანელები განაგებდნენ. ოპოზიციურ მოძრაობას სათავეში პრაღის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი იან ჰუსი ჩაუდგება. ჰუსის მიერ წამოწყებული მოძრაობა რეფორმაციის ფარგლებში მიმდინარეობდა. თავის ქადაგებებსა და ლექციებში იან ჰუსი ეკლესიის რეფრომიერებას მოითხოვდა და მდიდართა ფენის მხილებას ახდენდა. რამაც მას დიდი პოპულარობა მაოუპოვა მოსახლეობის დაბალი ფენის წარმომადგენლებში, მეორე მხრივ კი წარჩინებულთა ფენა მტრად გადაეკიდა. ჰუსი ეწინააღმდეგებოდა ინდულგენციებს და საეკლესიო გადასახადების გადახდას. ბუნებრივია, იგი არც ნაციონალური საკითხის მიმართ იყო გულგრილი და გერმანელთა წნეხის წინააღმდეგაც გამოდიოდა.

  ჰუსმა თარგმნა ბიბლია ჩეხურ ენაზე. მას მრავალი ნიჭიერი მიმდევარი და მოსწავლე ჰყავდა, რომლებიც უფრო რადიკალურად იყვნენ განწყობილნი, ვიდრე მათი დიდი მასწავლებელი. მათ შორის გამორჩეულია იერონიმე პარიზელი (1380-1416), რომელიც კათოლიკური ეკლესიის არა რეფორმირებას არამედ მის წინააღმდეგ გალაშქრებას მოითხოვდა.

       რომის პაპმა ჰუსი ერეტიკოსობაში დაადანაშაულა და უმკაცრესი სასჯელით დასჯა ბრძანა. 1414 წელს ჰუსი კონსტანცის კრებაზე გამოიძახეს, რომელზეც ის საღვთო რომის იმპერატორის სიგიზმუნდ პირველის მიერ ბოძებული წყალობის სიგელით გაემართა, რომელიც პაპმა არ ცნო. კრებაზე მას არც კი მოუსმინეს. მას ერეტიკოსობა დასწამეს და კონსტანცაში 1415 წელს კოცონზე დაწევეს. იგივე ბედი ეწია მის მოწაფე იერონიმე პარიზელს.

[13]ალბიგოელები – ტერმინი რომლითაც მე-17-ე-მე-18-ე საუკუნეებში ფრანგულ ისტორიოგრაფიაში რელიგიურ ქრისტიანულ მოძრაობას აღნიშნავდნენ და რომელსაც თანამედროვე ისტორიკოსები „კატარზისად“ მოიხსენიებენ, თანამედროვე საფრანგეთის ალბიჟუის რეგიონიდან მომდინარეობს (იხ. ნ. ოსოკინი, ალბიგოელების ისტორია და მათი დრო. ყაზანი. 1869-1872) (რუს.ენაზე)

[14]ანაბაპტისტები ანუ გადანათლულები ასეთი სახელწოდება მიიღეს თავიანთი მოწინააღმდეგეებისაგან რადიკალური რელიგიური მოძრაობის წარმომადგენლებმა რეფორმაციის ეპოქაში (მე-15-ე საუკუნე) ძირითადად გერმანიაში, შევეიცარიასა და ჰოლანდიაში. თვითონ ანაბაბტისტები თავიანთ თავს მონათლულებს უწოდებდნენ და ამით ნათლობის, როგორც გაცნობიერებული არჩევანის ხაზგასმას აკეთებდნენ. მოძრაობა ძალზე არაერთგვაროვანი იყო.

   მოძრაობის ძირითად ნიშანს გაცნობიერებული ნათლობისაკენ მოწოდება წარმოადგენდა. ანაბატიპსტების რადიკალური ფრთის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 1524-1525 წლების გლეხთა ომებში და მიუნსტერის კომუნა შექმნეს, ბოლოს კი განადგურებულიქნენ. მეორე ფრთა ზომიერ პოზიციას იკავებდა და პაციფიზმს ემხრობოდა (გრებლი, სიმონსი, მარპეკი) და ადგილობრივ ხელისუფლებსთან თანამშრომლობდა კიდეც. მათმა იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ინგლისელ და ჰოლანდიელ ბაპტისტებზე მე-16-ე საუკუნეში. იგი დღემდეა შემორჩენილია (მათ შესახებ იხ. შნაიდერის და არნოლდის შრომები).

[15]პირე ჟოზეფ პრუდონი (1809-1865) ფრანგი პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ეკონომისტი, ფილოსოფოსი და სოციოლოგი. იყო საფრანგეთის პარლამენტის წევრი და პირველი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ანარქისტს უწოდებდა. მიჩნეულია ანარქიზმის ერთ-ერთ გავლენიან თეორეტიკოსად. 1848 წლის მოვლენების შემდეგ საკუთარ თავს ფედერალისტად მიიჩნევდა.

[16]პ. ჟ. პრუდონი, რა არის საკუთრება? ანუ სამართლისა და ძალაუფლების პრინციპების გამოკვლევა:; სიღარიბე, როგორც ეკონომიკური პრინციპი; პორნოკრატია ანუ ქალები დღეს; 1998. გვ. 367.

[17]მაქს სტირნერი – ნამდვილი სახელი იოჰან კასპარ შმიდტი (1806-1856 – გერმანელი ფილოსფოსი, ნიჰილიზმის, ეგზისტენციალიზმის, პოსტმოდერნიზმისა და ანარქიზმის იდეების მატარებელი, განსაკუთრებით ინდივიდუალური ანარქიზმისა. მისი ძირითადი ნაშრომია „ერთადერთი და მისი საკუთრება“.

[18]მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაკუნინი  – (დაიბადა 1814 წლის 18 მაისს ტვერის გუბერნიაში. გარდაიცვალა 1876 წლის 19 ივნისს, ბერნში) – რუსი მოაზროვნე, რევოლუციონერი, პანსლავისტი, ანარქსიტი, ხალხოსნობის ერთ-ერთი იდეოლოგი.

[19]ანტიეტატიზმი – ამ ტერმინით აღინიშნება იდეათა სისტემა, რომლებიც პირად, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფოს ჩარევას უარყოფს. ანტიეტატისტური შეხეულებები შესაძლებელია მთლიანად უარყოფდნენ სახელმწიფოს და საერთოდ მართვას (ანარქიზმის მსგავსად); მის მიხედვით, სახელმწიფოს გავლენა მინიმუმადე უნდა იქნეს დაყვანილი (მაგალითად, მინარქიზმი); მისი ძირითადი მიზანი სახელმწოფოს უარყოფაა (ავტონომიზმი).

[20]ალექსანდრ მოვსეს ძე ათაბეკიანი  დაიბადა 1868 წლის 2 თებერვალს  ელიზავეტპოლის გუბერნიაში, შუშაში, ექიმის ოჯახში. მიეკუთვნებოდა ცნობილ სომეხ თავდთა საგვარეულოს. დაამთავრა შუშის რეალური სასწავლებელი. 1889-1896 წლებში სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შევიდა სომხურ სოციალ-დემოკრატულ პარტია „გნაჩკში“ („ზარი“), მაგრამ მალევე დატოვა მის რიგები და ანარქსიტი გახდა. ჟენევაში გამოსცემდა ანარქისტულ ლიტერატურას სომხურ და რუსულ ენებზე. 1893 წლის ზაფხულში ბულგარელ ანარქისტ პ. სტოიანოვთან ერთად პ. კარაპოტკინთან საგამომცემლო გეგმებზე მოსალაპარკებლად ლონდონში გაემგზავრა. შემდეგ იმყოფებოდა ემიგრაციაში და უარს ამბობდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე. 1414 წლის ბოლოდან რუსული არმიის ექიმის და კავკასიის ფრონტზე საველე ჰოსპიტალის უფროსი იყო. 1917 წლის აგვისტოში მოსკოვში გადავიდა და ანარქისტებთან კავშირი აღადგინა, მათ შორის კრაპოტკინთან. დაიწყო თანამრომლობა ანარქისტულ გამოცემებთან. ოქტომბერში მოსკოვის მხარის ანარქისტული ჯგუფის გაზეთ „ანარქიაში“ მონაწილეობა მიიღო დროებითი მთავრობის მიმართ აქციების შესახებ გამართულ დისკუსიაში. სტატიაში „იყავით თანმიმდევრულნი!“ („ანარქია“ 16 ოქტომბერი 1917 წ.) ესერების წინააღმდეგ გამოვიდა, რომლებიც მოსკოვის საქალაქო დუმის წევრები იყვნენ და მუშათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 60 მილიონი მანეთის გამოყოფას ეწინააღმდეგებოდნენ. თხზულებაში „უნდათ გაატარონ“ (იქვე, 23 ოქტომბერი) მოსკოვის მუშათა და მოსამსახურეთა დაგეგმილ გაფიცვას დადებითად გამოეხმაურა. ოქტომბრის რევოლუციამდე გამოაქვეყნა „ღია წერილი კრაპოტკინს“, რომელშიც არა მხოლოდ გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის, არამედ რუსეთის მხრიდან ომის მტაცებლურ ხასიათზე გააკეთა მინიშნება; კრაპოტკინს მოუწოდებდა ანარქსიტული სოციალისტური რევოლუციის ხელმძღვანელობისაკენ, რომელსაც უნდა დაეცვა მშრომელები, როგორც კლასობრივი ბრძოლისაგან ,ასევე „ქუჩური ბოლშევიზმისაგან“ (იხ. დიდი გამოცდილება, მ., 1919. გვ. 16). ოქტომბრის რევოლუციას უკიდურესად უარყოფითად შეხვდა. ბროშურაში „მოსკოვის სისხლიანი კვირა“ (1917) იგი დაახასიათა როგორც სოციალისტური ბანაკის ორი მიმდინარეობის ურთიერთგასწორების მიზნით გამოწვეული ძმათამკვლელი ომი. ათაბეკიანის აზრით, ოქტომბრის რევოლუციის მიზეზი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად სხვადასხვა მიმართულების სოციალისტებს შორის გამართული ბრძოლაა. შეეხო რა საბჭოთა ხელისუფლების პირველ დეკრეტებს მათ უტოპიურობაზე გააკეთა მინიშნება. ბროშურამ გაზეთ „ანარქიაში“ უარყოფითი რეცენზია დაიმსახურა. შემდგომსი ათაბეკიანი ხშირად თანამშრომლობდა ამ გამოცემასთან და 1918 წლის აპრილ-ივნისში 30-ზე მეტი სტატია გამოაქვეყნა მოქმედები ბოლშევიკების კრიტიკითა და ანარქისტული მოძრაობის პრობლემების განხილვით. 1918 წლის გაზაფხულზე გ. სანდომირსკისთან ერთად გამომცემლობა და ჟურნალი „თაოსნობა“ დააარსა და 1922 წლის ბოლომდე 24 ბროშურა დაბეჭდა. 1920 წელს დაპატიმრებულ იქნა. 1921 წლის იანვარ-თებერვალში მომაკვდავი კრაპოტკინის სასთუმალთან იდგა დმიტრიევში. მონაწილეობდა კროპოტკინის ხსოვნის უკვდავსაყოფად გამართულ საერთორუსული კომიტეტის სხდომაში. გამომცემლობა „თაოსნობის“ დახურვის შემდეგ საექიმო პრაქტიკას დაუბრუნდა.

[21]ვ. გროსული, რუსული პოლიტიკური ემიგრაციის საერთშორისო კავშირები მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, მ., 2001, გვ. 201.

[22]AgainstWarandTerrorism. Chapter Towards a History of Anarchist Anti-Imperialism –http://www.struggle.ws/issues/war/afghan/pamwt/antiimp.html; Anarquismo en Egipto- http:// recollectionboocks.com/siml/library/egypt.htm.

[23]Г.Хаджиев. Националното освобождение и безвластният федерализъм. София, 1992.

[24]Frank Fernandez. El anarquismoen Cuba.Madrid, 2000.P.30-46.

[25] Anarchistes en exil.Correspondanceinedite de Pierre Kropotkine a Marie Goldsmith.1897-1917. Paris, 1995.P.77.

[26]ციტ. «Communisme» – ის(No.37. Decembre 1992). მიხედვით.

[27]ლიბერტარიანელი არის ტერმინი, რომელიც მემარცხენე ორიენტაციის ლიბერალურ-პოლიტიკური მოძრაობის აღსანიშნავად გამოიყენება. მემერცხენე ლიბერტარიანელთათვის, როგორც ამას თანამედროვე თეორეტიკოსები – პ. ვალენტაინი, გ. შტაინერი და მ. ოცუკა, – განმარტავენ, დამახასიათებელია პიროვნული თავისუფლებისაკენ სწრაფვა და ბუნებრივი რესურესების გამოყენებასთან დაკავშირებით ეგალიტარული შეხედულებების ქონა. ბუნებრივი რესურსები ყველასათვის ხელმისწავდომი უნდა იყოს. სოციალური ანარქისტები, მათ შორის მ. ბუკჩინი, პ. კრაპოტკინის მსგავსი ანარქო-კომუნისტები და მ. ბაკუნინის დარი ანარქო-კოლექტივისტები ზოგჯერ მემარცხენე ლიბერტარიანელებად იწოდებიან. ნ. ჰომსკი საკუთარ თვზე, როგორც მემერაცხენე ლიბერტარიანელზე ლაპარაკობს. ხშირად ლიბერტარიანელები გეოისტეთან არის გაიგივებული, რომლებიც საზოგადოებისათვის მიწის რენტის გადასახადის გადახდის მომხეები არიან. ლიბერტარიანულ პარტიებს მიეკუთვნებიან მწვანეები.

   მემარჯვენე ლიბერტარიანელები ნებისმიერ შეზღუდვას უსამართლობად მიიჩნევენ. მათი აზრით სახელმწიფო არ უნდა ანაწილებდეს რესურსებს. ზემოაღნიშნული განსაზღვრებისაგან განსხვავებით ზოგიერთი ანარქსიტები, რომლებიც ბუნებრივ რესურსებზე კერძო საკუთრების მომხრეები არიან, თავიანთ თავს მემარცხენე ლიბერტარიანელებს უწოდებენ. მათ მიეკუთვნებიან: თ. ლონგი და ს. ე. კონკინი და სხვ. სხვები, ისეთები როგორიცაა დ. ლეონი თავისუფალი ბაზრის კერძო მესაკუთრულ ანარქიზმს მემარცხენედ არ მიიჩნევენ.

[28] J.Michael Allen. Ambivalent Social Darwinism in Korea // «International Journal of Korean History». 2001. Dec. Vol.2.

[29] Rudolf Rocker. Nationalismus und Kultur. Bd.1,2. Bremen, o.J.

[30]Rudolf Rocker. Nationalismus und Kultur. Bd.1,2. Bremen, o.J.

[31]Ekinci, Mehmet Uğur. The Unwanted War: The Diplomatic Background of the Ottoman-Greek War of 1897. Saarbrücken: VDM, 2009.

[32] საბერძნეთ-თურქეთის 1897 წლის პირველი ომი ცნობილია როგორც ოცდაათდღიანი ომი.  სამხედრო კონფლიქტი საბერძნეთსა და ოსმანთა იმპერიას შორის. ომის მიზეზს კუნძულ კრეტაზე თურქული უღელის წინააღმდეგ ქრისტიანი მოსახლეობის აჯანყება წარმოადგენდა. სინამდვილეში ომის მიზეზები თურქეთის შიდა პოლიტიკური მდგომარეობით იყო განპირობებული. ზოგიერთი ქრისტიანი ხალხის დაპყრობით ოსმანებმა უარი თქვეს მათთან შერწყმაზე, რასაც ოსმანთა იმპერიის დასუსტებისას უკუპროცესი მოყვა შედეგად. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დამოუკიდებელი ქრისტიანული სახელმწიფოების წარმოშობით თურქების გავლენის ქვეშ ქრიატიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობა რჩებოდა. ისინი სულთნის ქვეშევრდომ ქრისტიანებსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდენ იმპერიის დასაშლელად.

   სხვა სახელმწიფოებთან ერთად საბერძნეთმაც მიმართა თავისი ძალისხმევა ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ბერძნების დასასახლებლად. ომის უშუალო მიზეზი კუნძულ კრეტასთვის ბრძოლა გახდა, სადაც ბერძნული მოსახლეობა თურქეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. 1896 წელს კუნძულ კრეტაზე აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საბერძნეთში. 1897 წლის იანვარში აჯანყებული ბერძნების დახმარება მოხალისეებმა დაიწყეს, ხოლო 15 თებერვალს კრეტაზე 1,5 ათასი ბერძენი ჯარისკაცი იქნა გადასხმული ტიმოლეონ ვასოსის მეთაურობით. მსოფლიო სახელმწიფოთა მშვიდობიანი რეგულიერბის ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ბერძენთა რეგულარული დაჯგუფებები ოსმანთა თესალიაში შეიჭრნენ. ბოლოს, ყველაფერი 6 აპრილს თურქეთის მიერ ომის გამოცხადებით დასრულდა.

[33]ბ. ურლანისი, ევროპის ხალხთმოსახლეობა და ომები, მ., 1960.

[34]ა. გულიევი, ჭეშმარიტი გენოციდი და მის მსხვერპლნი, ჟურნ. „აღორძინება-XXI  საუკუნე, # 4 (26), 2000.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: