IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გურამ მარხულია: „სომხურმა ცივილიზაციამ” საქართველოში 653 ეკლესია “აღმოაჩინა“

 

• Armenia – Georgia

 

markhulia

 

გურამ  მარხულია

ისტორიის  დოქტორი,

სოხუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის,  ასოცირებული  პროფესორი

  

„სომხურმა  ცივილიზაციამ”  საქართველოში   653  ეკლესია  “აღმოაჩინა“

 

სომხური  ცივილიზაციის“  მიერ   საქართველოში  442  სომხური  ეკლესია-მონასტრის   „აღმოჩენა“, მიწითურთ,     ახალი  ამბავი  არაა, ჯერ  კიდევ 1995   წელს ერევანში გამოვიდა სამველ კარაპეტიანის რუკა-ცნობარი – „სომხური ეკლესიები საქართველოში“, რომელშიც  653  „სომხური ეკლესიაა“ დააფიქსირებული.   მეც   გულუბრყვილოდ ვიფიქრე ეტყობა  სომხეთის  მესვეურებმა  „დიდსულოვნება“ გამოიჩინეს   და  ქართველებს  653-დან 211   ეკლესია „დაგვითმეს“-თქო,  მაგრამ  ამაოდ,  211  სომხური  ეკლესია ოკუპირებულ  აფხაზეთში  და   ჩრდილოეთ  ქართლში  (სამაჩაბლოში)  ყოფილა  თურმე.

გასათვალისწინებელია  ის  გარემოება,  რომ  XVIII  ს-ის  მიწურულიდან  სომეხი  სამღვდელოება  და  შემდგობ  ვანდალი  არქეოლოგების მუშაობა,  რომლებიც   ძირძველი  ქართული  მოსახლეობის  ნაკვალევს  მონასტრებსა  და  ეკლესიებში მასობრიავად  ანადგურებდნენ  და  შლიდნენ,  თვით  თანამედროვე  სომხეთში საქართველოს  ისტორიული  ტერიტორიის  ნაწილზე,  სადაც  ტაძრებში  და  საფლავების  ქვებზე   ქართულის  ნაცვლად  „ძველ“  სომხურ  ორნამენტებსა  და  წარწერებს ამოტვიფრავდნენ, რათა  შემდგომში  ქართული  ისტორიული  ძეგლების  სომხური წარმომავლობა გამოეცხადებინათ. ძველმა  სომხურმა  მეთოდმა,  საქართველოში  სომხური  ეკლესიების  „პოვნამ“   დღეს  არ უნდა  გაგვაკვივროს,  მაგრამ  ყველა  მათ  მოთხოვნებს  უნდა  გაეცეს  სათანადო  მეცნიერული  პასუხი,  რათა  შემდგომში  მათ  ასეთი  სურვილი არ გაუჩნდეთ.

ქართული  სახელმწიფოს  გაუქმებამდე  სომხებს  საქართველოში სომხური  ერეტიკული  ეკლესიის  მშენებლობის უფლება არ ქონდათ,  ხოლო  1801 წლის აქტის შემდგომ, 1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით  დაუქვემდებარა  რუსეთის ეკლესიის სინოდს.  ამის  შემდეგ  სომხებმა  მასობრივად  დაიწყეს  დანგრეული  ქართული ეკლესია-მონასტრების  მითვისება,  და  მათთვის  სომხური  ელფერის  მიცემა. ეს  ვითარება  იმით  იყო  განპირობებული,  რომ  1795  წელს  აღა-მაჰმად  ხანის ჯარის შემოსევისას  მათ  გაანადგურეს   თბილისის და  მთლიანად აღმოსავლეთ  საქართველოს   თითქმის  ყველა  ეკლესია-მონასტერი, შემდგომ  ამას  მოჰყვა ქართული სახელმწიფოებრიობის  დაცემა,  ამით  ისარგებლა    ჩამოსახლებულმა სომხობამ  და  ქართული  ისტორიული  ძეგლების  მითვისებას შეუდგა. ასე  ხდებოდა  ქართული   სიწმინდეების  მითვისება.   ნიშანდობლივია,  რომ  ძირითადად  სომხური  მხარის  მოთხოვნებში  ეკლესიები  XIX  საუკუნის  წლებითაა  დათარიღებული.

სომეხთა  ამ  პოლიტიკის  დასადასტურებლად  ერთ  მაგალითს მოვიყვანთ:  სომხეთის  მხარე  ამტკიცებს,  რომ თბილისის  ცენტრში  მდებარე  ე.წ.  ნორაშენის  ეკლესია მათი  ისტორიული  კუთვნილებაა. რამდენიმე  ხნის  წინ  აქ  ჩატარებულმა  არქეოლოგიურმა  სამუშაოებმა  მე-16-ე საუკუნის დროინდელი  ქართულ წარწერიანი სამარხები აღმოაჩინა. ეს კი იმის  ნიშანია, რომ ეკლესია  ქართული  იყო!  ქვები  არ ტყუიან! დარწმუნებულნი  ვართ, რომ  ყველა  ის  ეკლესია  რომელზეც    ისინი თავიანთ  პრეტენზიას აცხადებენ ყველა მათგანის  ძირი  ქართულია,  მხოლოდ   ამის  მეცნიერული  დასაბუთებაა  საჭირო.

როცა ქალკედონის მსოფლიო კრებას მიემხრო ქართველობა და ამით სარწმუნოებრივად ქართველები და სომხები ერთმანეთს  დაშორდნენ, სომხებმა ცალკე კრება მოიწვიეს დვინში და განაჩენი გამოიტანეს. ამ განაჩენის მიხედვით, სომეხთა მაშინდელმა პატრიარქმა აბრაამმა ასე შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა ქართველობა:

“ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოზი კირიონი და ქართველებზე  ვბრძანებთ, რომ  სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც ლოცვითა, არცა ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზრდით; არ გაბედონ წასვლა სალოცავად არ სახელგათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან. ვინც ამ ბრძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა”.

როგორც  ვიცით,  ეს  წყევლა  არავის  გაუუქმებია, სომხობა  კი   დღეს  რატომღაც  ქართულ  ისტორიულ  ძეგლებზე  გამოხატავს  მითვისების „სურვილს“.

ჯერ კიდევ XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ღევონდ ვართაპეტი თავის „ხალიფთა ისტორიაში“  გადმოგვცემს, რომ „არაბთა ხელისუფლებისაგან სომხეთიდან ლტოლვილმა დიდებულებმა თავი შეაფარეს ბიზანტიის იმპერიას, კერძოდ ტრაპეზუნტის რეგიონს და იმპერატორის ბრძანებით მათ საცხოვრებლად ებოძათ ეგერთა ქვეყნის ქალაქი ფუთი (ფადისი), სადაც ისინი 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ (706–712 წ.წ.), შემდეგ კი გაძარცვეს მისი ეკლესიები და სომხეთში გაიქცნენ. როგორც  ისტორიული ლიტერატურა და წყაროები ცხადჰყოფენ    მათი ზნე და ჩვეულებანი  დღემდე არ შეცვლილა.

XV  საუკუნიდან  სომხობა  ქართულ  ეკლესია-მონასტრებს  ლორეს  მხარეში ითვისებს,  სადაც   ქართველთა   ნაკვალევი დღესაც  ჩანს.  იმის  ნაცვლად,  რომ  ჩვენ  ვიბრძოლოთ  ჩვენი  ისტორიული  ტერიტორიების  და  ეკლესია-მონასტრების  დასაბრუნებლად  აქეთ  გვედავებიან  წმინდა  ქართულ   ტაძრებს.

ბოლოს რუსეთის ხელისუფალნიც მიხვდნენ სომხების მიზნებს და ალექსანდრე II–ის მკვლელობის შემდეგ რუსეთში გამეფებული რეაქციის პერიოდში, მათ წინააღმდეგ  რეპრესიებს მიმართეს. დაიხურა კავკასიაში სომხური საქველმოქმედო საზოგადოება, სომხური ჟურნალ–გაზეთები და გამოცემები; 1903 წლის 12 ივნისის განკარგულებით სომხურ–გრიგორიანულ ეკლესიას ჩამოერთვა საეკლესიო ქონება, შეიზღუდა მათი თვითმმართველობა და წირვა–ლოცვა სომხურ ენაზე, მათი სახელმწიფო სამსახურში მიღება, დაიწყეს მათი გადასახლება რუსეთის ცენტრალურ გუბერნიებსა და ციმბირში. კავკასიის მთავარმმართებლის გოლიცინის 1901 წლის ნოემბრის ცირკულარით სომხები უკან, თურქეთში  უნდა  დაბრუნებულიყვნენ“.

1890 წელს თბილისში შექმნილი „დაშნაკცუტუნის“ პარტიის რაზმებმა, უკვე 1905 წლის ნოემბერში თავიანთი ნაციონალისტური და ტერორისტული ბრძოლის მეთოდები გამოააშკარავეს და ქართველების დაშინებისა და ჩამოსული სომხებისათვის „ადგილის გამოთავისუფლების“ მიზნით, თბილისის უბნების ქართული მოსახლეობა ამოწყვიტეს. თბილისის გარშემო სოფლებში მართლმადიდებელი გლეხები ამოხოცეს, არ დაინდეს დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, ხოლო  ქართული  ეკლესიები  სომხურად  გადააკეთეს.

ოსმალეთშიც  ეთნიკური  თურქების  დახოცვის  შემდეგ,  თურქეთის  ხელისუფლება  იძულებული გახდა  სომხური  მოსახლეობა გადაესახლებინა.  საქართველოში  შემოხიზნულმა  სომხობამ  ძირითად  სამცხე-ჯავახეთში  დაისადგურა  და  იმთავითვე  შეუდგა  ეკლესიების  მითვისებას  მიწითურთ. ქართველებთან ერთან, ამ მიწაზე ჩასახლებული რუსები, დუხობორები იხსენებდნენ თუ როგორ შეიფარეს თურქთაგან გამოქცეული სომეხნი, როგორ დააპურეს ისინი,… როგორ მიუჩინეს მათ საცხოვრებლად მიწები. მაგრამ საკმარისი იყო 1917 წელს რუსეთის არმიის მიერ ამ მხარის დატოვება, რომ სომხებმა რუსების აყრა–გადასახლება დაიწყეს და ამ მხარის წმინდა სომხურ რაიონად გადაქცევას შეეცადნენ“…

საქართველოს მთავრობამ 1918 წელს წინადადებით მიმართა სომხეთის მთავრობას, რომ საქართველოში თავმოყრილი სომეხი ლტოლვილების 30%–ი მაინც, მას დაესახლებინა სომხეთში, – სომხეთის მთავრობამ უარი განაცხადა, მათი  შთამომავალნი  დღეს  სამცხე-ჯავახეთს  „დიდი  სომხეთის“  კუთვნილებად  აცხადებს,  ხოლო  აფხაზეთში  ჩასახლებულების  შთამომავლებმა   ბაგრამიანის  სახელობის  ბატალიონი  შექმნეს  და  ქართველ  ერს  ებრძოდნენ  რუსეთ-საქართველოს  ომის  დროს.

ასე რომ, სომხობა  ჩვეულებისამებრ კბენდნენ იმ ხელებს, რომლებიც მათ უმძიმესი ტრაგედიების დროს იფარავდა და საშველს აძლევდა. ერთი მხრივ ერთგულებას და მეგობრობას  გვეფიცებიან, მეორე მხრივ მუხანათურად ზურგში ლახვრის ჩასაცემად  ემზადებიან. როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან ჩანს, ამგვარ პოლიტიკას აწარმოებდნენ სომეხი ნაციონალისტები სამუსლიმანო საქართველოშიც. ოცნებობდნენ რა ძლიერი რუსეთის მეშვეობით „დიდი სომხეთის“ შექმნაზე, საქართველოს ამ ნაწილიდანაც ღალატის საბაბით ქართველი მაჰმადიანური მოსახლეობის აყრას და იქ ოსმალეთისა და სპარსეთის სომხების ჩასახლებას გეგმავდნენ. ამასთან, არსებული ვითარების გამოყენებას  სომეხი ვაჭრები და მოხელენი სხვაგვარადაც ცდილობდნენ და სასტიკად ძარცვავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, – ართმევდნენ მას პირველადი მოხმარების საქონელს, სურსათს, ხშირად უფასოდ ამუშავებდნენ და ფულსაც სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეწეოდნენ  შანტაჟს და ქართველ მაჰმადიანებს რუსეთის  ხელისუფლების წინაშე დასმენით ემუქრებოდნენ.

1918  წელს  უკვე  დამოუკიდებელი  სომხეთი   არ მოერიდა  ისტორიას  და  თავს  დაესხა  საქართველოს,  ქართული  მიწის  მიტაცების  მიზნით.

სომხობა   ძველი  სომხურ  ტრადიციებს დღესაც  აგრძელებს, რათა  თავისი  ეროვნული წადილი აიხდინოს, რაც  ამჟამად  ქართული  ეკლესიების  მითვისებას  გულისხმობს,  ამ  მიზნით  მათ  თავი  მართლმადიდებლადაც კი  გამოაცხადეს  რათა  უფრო  დამაჯერებელი  იყოს   მათი  მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ სომხების მიერ ისტორიის გაყალბებას და ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უსაფუძვლოდ მისაკუთრების მხილებას ჯერ კიდევ დიდმა ილიამ ჩაუყრა საფუძველი.

სამწუხაროდ,  დღეს  საქართველოში  არ არსებობს  ისეთი  ცენტრი  რომელიც  გააერთიანებდა  ქართველ  მკვლევრებს იმისათვის, რომ   უპასუხოდ  არ დარჩეს  სომეხთა  პრეტენზიები.  ვფიქრობთ,  რომ  დროა  არ მოვერიდოთ სომხების მიერ ქართველი ერის ისტორიული ძეგლების მისაკუთრების უსაფუძვლობისა და სომხური ფალსიფიკაციის მხილებას.

 იხილეთ  ეკლესიათა ჩამონათვალი:

Georgian-churches

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: