IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ანანია ჯაფარიძე – ადიღების დამკვიდრება ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთ-სამეგრელოში (XV-XVII სს.)

♥ Caucasus-კავკასია

anania japaridze

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ადიღების დამკვიდრება ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთ-სამეგრელოში (XV-XVII სს.)

შესავალი

ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ჩრდილოკავკასიის ამჟამინდელი ეთნოსები ჩამოყალიბდნენ მათი კავკასიელი წინაპრების ასიმილაციის შემდეგ სტეპებიდან შემოსულ  სინურენოვანირანულ და თურქულენოვან მომთაბარეთა  ჯგუფებში,  თემურ ლენგის შემოსევათა შემდეგ.

ჩვენს წყაროებად გამოყენებულია ქართული, თურქული, არაბული და სხვა წყაროები (ქართლის ცხოვრება, ვახუშტი, თეიმურაზ ბატონიშვილი, ევლია ჩელები, აბულფედა, ირხანის ისტორია, დერბენდ-ნამე და სხვა უამრავი უცხოელი ავტორი), გამოყენებულია უხვი ლიტერატურა ამ თემაზე, ასევე საინტერნეტო მასალა და გენეტიკური გამოკვლევები.

ნაშრომი წარმოადგენს სიახლეს, რადგანაც ამჟამად გაბატონებული, მაგრამ ჩვენი აზრით, არასწორი, თეორიით მიიჩნევა, რომ ადიღე-ჩერქეზული ტომები (მათ შორის აფსუები) არაინ დასავლეთ საქართველოს თავდაპირველი მოსახლეობა, და მხოლოდ შემდგომ გამოჩნდნენ აქ სვანური და მეგრული ტომები, ხოლო არაბობის შემდგომ ე.წ.“ქართის“ ტომები.

ეს არასწორი თეორია, საინფორმაციო ომისას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს  აფხაზმა სეპარატისტებმა  XX საუკუნის ბოლოს, ამ თეორიას ასევე იყენებდნენ ტერორისტები თავის გამართლების მიზნით  ქართველთა ეთნიკური წმენდისას აფხაზეთში 1992-1993 წლებში. თავის მხრივ ეს არასწორი თეორია ხელფეხს უბორკავს ქართველ მეცნიერებსა და მოღვაწეებს დასავლეთ საქართველოს წარსულის კვლევისას.

თეორია, რომ ადიღე-ჩერქეზები დასავლეთ საქართველოს  თავდაპირველი მოსახლეობაა, ხოლო ქართველები შემდეგ მოსულები, ახლაც აქტიურია.

ეს არასწორი საისტორიო თეორია ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სახელმწიფოს გაუქმების XIX და XX საუკუნეებში. სამწუხაროდ, ამ არასწორი თეორიის სათავეებთან იდგენენ ასევე თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის კორიფეები. მართალია პავლე ინგოროყვამ თავისი შესანიშნავი კვლევით დაასაბუთა, რომ არასწორია ნ. ჯანაშიასა და სხვათა თეორია ადიღე-ჩერქეზული ტომების დასავლეთ საქართველოში თავდაპირველი მოსახლეობის შესახებ, მაგრამ ის არ იქნა გაზიარებული.

ეს მეცნიერები არ შეხებიან ადიღე ხალხის ჩამოყალიბების საკითხს. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგანაც კარგად ხსნის, რომ ადიღე-ჩერქეზები არ იყო დასავლეთ საქართველოს თავდაპირველი მოსახლეობა.

საჭიროა ძიება ჭეშმარიტებისა.

როგორც ნაბრძანებია „სცანით ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ“, ჩვენთვის უმთავრესია მეცნიერული კეთილსინდისიიერებით სიმართლის ძიება.

მით უფრო, რომ ძველი ქართული წყაროები, რომელიც იგნორირებული იყო მე-19 და მე-20 საუკუნეებში, მართლდებიან ჭეშმარიტების ძიების შუქით.

ჩვენი ნაშრომი სიახლეა იმით, რომ ჩვენი კვლევით ადიღეური ცნობიერების სინურენოვანი ხალხები  არ ცხოვრობდნენ კავკასიაში მე-15 საუკუნემდე.

მხოლოდ ოქროს ურდოს სარდალ „ედიგეის“ მიერ ციმბირიდან კავკასიის დასაპყრობად შემოყვანილ სინურენოვან ზედაფენასა და შემდგომ მის მიერ ასიმილირებულ ქვედაფენას (კავკასიელ ხალხებს) ეწოდათ „ადიღეველები“ მე-15 საუკუნის დასაწყისიდან.

ჩრდილო  კავკასიის ადგილობრივი ეთნოსები საქართველოს  გენეტიკური ჰაპლოჯგუფის (G2, J2) მქონე ეთნოსები იყვნენ, ისინი სასტიკად დაამრცხა თემურლენგმა, ამის შემდეგ, მალევე, ისინი საბოლოოდ დაიმორჩილეს “ედიგეის” მიერ შემოყვანილი სინურენოვანი ულუსის ტომებმა.

ედიღეის ტომებმა, მე-15 საუკუნის დასაწყისიდან, მოახდინეს ჩრდილო კავაკსიური ეთნოსების ასიმილაცია, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ჩრდილო კავკასიის ყველაზე მრავალრიცხოვანი “ადიღე” ხალხები და სხვა ხალხები.

გენეტიკური ჰაპლოჯგუფის შეცვალა ასიმილატორებმა ვერ მოახერხეს, რადგანაც ქვედა ფენასთან შედარებით მცირერიცხოვანები იყვნენ, მაგრამ, მიუხედავად მცირერიცხოვნებისა, კარგად შეკავშირებულმა და ორგანიზებულმა მეომრებმა მოახდინეს ქვედა მრავალრიცხოვანი ფენის ცნობიერების, სარწმუნოებრივი ორიენტაცისს, ადათ წესებისა და ტრადიციების შეცვლა, ამის შედეგად ისინი ჩამოყალიბდნენ თანამედროვე ხალხებად ძველი G და  J ჰაპლოჯგუფებით.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ასიმილაციის შემდეგ, თანდათანობით, სინურენოვან მებრძოლთა ჯგუფებმა (დაახლოებით მე-16 საუკუნისათვის) გადმოლახეს კავკასიის ქედი, დაიპყრეს აფხაზეთი და მე-17 საუკუნისათვის სამეგრელოს ნაწილი (კელასურ-კოდორიდან ვიდრე ენგურამდე) და მოახდინეს მკვიდრი მოსახლეობის ასიმილაცია.

ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი ნაწილის გარდა სინურენოვანი ზედაფენა გამოჩნდა ასევე კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში.

გამარჯვებული სინურენოვანი და სხვა მეომართა ჯგუფები ამავე ეპოქაში, (თემურ-ლენგის ლაშქრობიდან ვიდრე შაჰ-აბასამდე),  შევიდნენ დაღესტანში, დაიმორჩილეს ეთნოსები და მოახდინეს მათი ასიმილირება ენობრივად, ხოლო, გენეტიკურად თითქმის უცვლელი დარჩა მათ მიერ ენობრივად ასიმილირებული დაღესტნური და ჩეჩნურ-ინგუშური ეთნოჯგუფების წინაპრები.

სიახლეა ასევე კვლევა ამჟამინდელი ირანულენოვანი ხალხის (ოსების) წინაპრების კავკასიაში დამკვიდრების საკითხისა.

მონღოლებამდე კავკასიელი ალანები და ე.წ. „ძველი ოსები“ აბულფედას ცნობით არა ირანულენოვანი, არამედ თურქულენოვანი ხალხები იყვნენ, ისინი მონღოლებს მტრობდნენ და მონღოლებმა გაანადგურეს კიდეც ისინი, მხოლოდ ამის შემდეგ, გამოჩნდენენ ირანულენოვანი ტომები (ე.წ. „ახალი ოსები“) კავკასიაში, ისინი განსხვავაებით ძველი ალანებისა და ოსებისაგან მონღოლების მოკავშირეები და ერთგული დამხმარეები იყვნენ.

ახალი ანუ თანამედროვე ირანულენოვანი ოსების წინაპრები, განსხვავებით თურქულენოვანი ძველი ალან-ოსებისაგან,  კავკასიაში მხოლოდ მონღოლებისა და თემურ-ლენგის შემდგომ გამოჩნდნენ.

როგორც ითქვა, იქამდე, ანუ მონღოლებამდე, კავკასიაში მცხოვრები ოსები და ალანები წარმოადგენდნენ თურქულენოვან ხალხებს, როგორც ქართლის ცხოვრების, ისე აბულფედას ცნობებით.

„ქართლის ცხოვრება“ ძველ ოსებს „ხაზარების“ ანუ თურქულენოვანი ხალხის შთამომავლად მიიჩნევდა (იხ. ჩემის საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში), ხოლო აბულფედა მათ (ალანებსა და ოსებს) ორ სხვადასხვა ერთმანეთის მეზობელ თურქულენოვან ხალხებად მიიჩნევდა.

თურქულენოვანი ოსები და ალანები სასტიკად ებრძოდნენ მონღოლებს და ისინი მონღოლებმა ამოწყვიტეს კიდეც, ხოლო  შემდეგ (მონღოლებისა და თემურ ლენგის ეპოქაში) მათ მიწა-წყალზე გამოჩნდნენ შუა აზიის მხრიდან შემოყვანილი ირანულენოვანი ტომები.

ირანულენოვანი ტომები მონღოლების და თემურ ლენგის მოკავშირეები იყვნენ, ამიტომ თავდაპირველად მათ თავიანთ მოკავშირეებს  (ამ ირანულენოვან ტომებს) ჩაააბარეს „ძველი ოსეთის“ უკვე გაუკაცრიელებული მიწაწყალი (შემდეგდროინდელი ჩერქეზეთი).

ძველი ოსეთის გაუკაცრიელება გამოიწვია იმან, რომ მონღოლებმა ამოწყვიტეს და  აქედან განდევნეს თურქულენოვანი ალანები და ოსები, მათ გაუკაცრიელებულ მიწაწყალზე ირანულენოვნი ტომები ჩაასახლეს, ეს ირაანულენოვანი ტომები დამპყრობლებმა როგორც ითქვა, ყაზახეთ – შუა აზიის მხრიდან შემოიყვანეს კასპიის ზღვის ჩრდილოეთის გზით. ამ ტერიტორიის (ანუ ძველი ოსეთის) ფლობის გამო ირანულენოვან ტომებს  ქართველებმა „ოსები“ უწოდეს.

შემდეგში მათ, ამ ირანულენოვან ოსებს, ვითარცა მოკავშირე ტომებს, ერთგულების ჯილდოდ დაახლოებით მე-16 საუკუნისათის, სამართავად გადეცა დვალეთი და დიგორი, იქამდე დასახლებული დვალებითა და სვანებით. მათ (დვალებსა და დიგორელ სვანებს) G2 ანუ ქართული გენეტიკური  გაპლოჯგუფი ჰქონდათ.

დვალეთისა და დიგორში შემოსულმა ირანულენოვანმა ოსებმა, ვითარცა გაბატონებულმა ზედაფენამ, თანდათან შეძლო ასიმილირება ადგილობრივი, კავკასიელი დვალებისა და დიგორელებისა ენობრივად და შემეცნებით, მაგრამ გენეტიკა იგივე დარჩა. ვახუშტიც ამავეს მიუთითებდა, დვალეთში მისი  დროისათვის ზედაფენა ოსები იყვნენ, ხოლო ქვედაფენა დვალები, რომელთაც ოსებისაგან განსხვავებული ენა ჰქონდათ მე-18 ს. დასაწყისშიც კი.

გაოსებულებს (ანუ ოსებს) აქვთ ე. წ. „საქართველოს გენი“  G2, მაშინ, როცა სკვვითებისა და ალანების გენი იყო R1a.

ფაქტი, რომ ოსებს არა აქვთ სკვითურ-ალანური გაპლოჯგუფი R1a, და აქვთ ქართული G2,  ნიშნავს, რომ ოსები გენეტიკურად არ არიან ალანები, და არიან ასიმილირებული ქართველები (დვალები, სვანები, ქართლელები).

ანუ თეორია რომ ამჟამინდელი ოსები არიან ალანთა შთამომავლები  არასწორია, არ დასტურდება გენეტიკური მონაცემებით.

როგორც აღინიშნა, ალანებისა და სკვითების გენტიკა – გაპლოჯგუფი იყო R1a, მაშინ როცა ამჟამინდელ ოსებს აქვთ ქართული გაპლოჯგუფი G2. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ვახუშტი მიუთითებდა ოსი ირონები არიან მენტალობით ასიმილირებული ქართული გენის (G2) მქონე დვალები, ხოლო ოსი დიგორები არაიან ასევე ქართული გენის (G2) მქონე ასიმილირებული სვანები,

ალნური გენი R1a ოსებს უმნიშვნელოდ აქვთ, მაშასადამე ენობრივი და შემეცნებითი  ასიმილირების შემდეგაც ადგილობრივი ქართველების (დვალებისა და დიგორელების) გენი (ჰაპლოჯგუფი) G2 უცვლელი დარჩა, რადგანაც ასიმილატორი მმართველი ზედაფენა ძალზე მცირერიცხოვანი იყო.

გენეტიკური კვლევა მიუთითებს, რომ იგივე ითქმის ყარაჩაელებისა და ბალყარელების წინაპრების შესახებაც,  მსგავსადვე,  ჩრდილოკავკასიის სვანეთსა და ბასიანში (ამჟამინდელ ყარაჩაისა და ბალყარეთში),  მე-16 საუკუნისათვის, ყირიმის ხანის ნებით შევიდნენ დონელი თათრები (ანუ თურქულენოვანი მოსახლეობა).

ჩრდილოკავკასიის სვანეთი (ამჟამინდელი ყარაჩაი და ბალყარეთი) „საქართველოს  გაპლოჯგუფ“ G2 -ის მქონე ხალხით იყო და ახლაც არის დასახლებული, თუმცა ენობრივ-სარწმუნოებრივი ასიმილირების შემდეგ აქაურთა შემეცნება შეიცვალა., აქაც თურქულენოვანმა ზედაფენამ შეძლო ასიმილირება მკვიდრებისა, თუმცა გაპლოჯგუფი ძირითადად იგივე დარჩა.

ნაშრომში სხვა საკითხებიც განიხილება სიახლის კუთხით.

მნიშვნელოვანია ადიღე ხალხების ენობრივი კუთვნილების საკითხი.

ადიღე ხალხები ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიში ცხოვრობდნენ. ისინი ენობრივად განეკუთვნებიან ე. წ. სინოკავკასიურ ენათა ოჯახს.

ს.ა. სტაროსტინის მოსაზრებით, ჩრდილოკავკავკასიური ენები (აფხაზურ-ადიღური და ნახურ-დაღესტნური)  ერთროულად გენეტიკურად  უკავშირდებიან ენისეურს და სინო-ტიბეტურს.

სინურ ანუ ჩინურ-ტიბეტურ ენათა მაკროოჯახში შედიან კავკასიისაგან ძლიერ დაშორებულ ისეთ ხალხთა ენები, როგორიცაა ჩინელები, ტიბეტელები, ბირმელები და სხვანი, ამიტომაც ჩრდილოკავკასიაში მის გავრცელებას თავისი ახსნა უნდა მოეძებნოს.

მიიჩნევა, რომ სინური (ჩინური)  ფუძე ენის მატარებელი ხალხი ძველი წელთაღრიცხვის ათასწლეულებში მცირე აზიიდან შევიდა კავკასიაში, მისი ნაწილი აქ დარჩა, ხოლო უმეტესობა (ამ ენათა მატარებლები) ქრისტეშობამდე ათასწლეულებით ადრე კავკასიიდან წავიდა და  დასახლდა არა მხოლოდ ჩინეთსა და ინდოჩინეთში, ამერიკაშიც კი გადავიდა ბერინგის ყელით.

ესაა სტაროსტინისა და მისი მიმდევრების ჰიპოთეზა. მისი, ვითარცა თეორიის, მხოლოდ ნაწილობრივი გაზიარება შეიძლება, რადგანაც სხვას მიუთითებს გენეტიკური მაჩვენებლები.

გენეტიკურად ჩრდილო კავკასიელებს (მათ შორის ადიღეველებს, დაღესტნელებს და ჩეჩნებს) აქვთ არა ჩინურ-ტიბეტური გენები, არამედ იგივე რაც ქართველ ხალხს – ესაა ჰაპლოჯგუფი  (ჰაპლოტიპი) – G2a და ჰაპლოჯგუფი  (ჰაპლოტიპი) J2.

მსოფლიოში მხოლოდ საქართველოსა და მის ყოფილ ისტორიულ ნაწილებშია დაფიქსირებული ჰაპლოტიპი G2a დიდი პროცენტული შემადგენლობით, ხოლო J2-ის მატარებელი ყველაზე უძველესი ადამიანის ნაშთი საქართველშია აღმოჩენილი, ამიტომ, მათ (ამ ჰაპლოჯგუფებს) პირობითად ვუწოდოთ „საქართველოს  გენი“.

როგორც აღინიშნა  ჰაპლოჯგუფი G2a დიდი  პროცენტული შემადგენლობით აქვს ადიღე ხალხს – 54%, ანუ გენეტიკური მაჩვენებლებით ის ქართველთა უახლოესი მონათესავეა.

ამის გამო ისმის კითხვა, გენეტიკურად ქართველთა მონათესვე ხალხი ენობრივად რატომ არის სინურ-ტიბეტურ ენათა ოჯახში შემავალი?

როგორც ითქვა, გენეტიკური მაჩვენებლების მიხედვით ადიღები კავკასიურ-ქართველურ ოჯახში შემავალი ხალხია, რაც უფლებას გვაძლევს გამოვთქვათ მოსაზრება, რომ ქართული გენების მქონე ჩრდილოკავკასიის მოსახლეობის ენობრივი ასიმილაცია მოხდა ისტორიის გარკვეულ ეტაპზე.

იგივე მოსაზრება უფრო ადრე გამოთქვა პროფ. ჩუხუამ. ანუ ქართული გენის (ანუ საქართველოს გენის – G2a, J2) მატარებელი ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა ენობრივად ასიმილირდა რომელიღაც სინურენოვანი ხალხის მიერ რომელიღაც საუკუნეში.

დასმულ კითხვას პასუხობს ჩვენი კვლევა, რომლის მიხედვით ჩრდილო კავკასიიის  „ქართული გენის“ (“საქართველოს გენის” G2, J2) მქონე ეთნოჯგუფების ასიმილირება მოხდა  კავკასიაში ოქროს ურდოს სარდლის ედიგეის მიერ შემოყვანილ სინურ (ენისეური) ენათა ჯგუფის მატარებელთა მიერ (თემურლენგის შემოსევათა შემდეგ).

ჩვენი კვლევის მიხედვით, ადიღები ის ქართველურ-კავკსიური ეთნოსია, რომლის ასიმილაციაც მოახდინა მე-15 საუკუნის შემდეგ ენისეურენოვანმა, ანუ სინო ტიბეტურ ენათა ოჯახში შემავალმა მომთაბარე მეომართა ჯგუფმა (ურდომ, ულუსმა), რომელიც  კავკასიაში საომრად შემოიყვანა ოქროს ურდოს ცნობილმა სარდალმა ედიგეიმ.  

კავკასიაში შემოსულ ურდოს და  მის მიერ ასიმილირებულ ხალხებს ზოგადი სახელი ეწოდა დიდი წინამძღვრის „ედიგეის“ სახელის მიხედვით – ისინი იწოდნენ „ადიღებად“.

ედიგეის ურდოს მიერ ადგილობრივ კავკასიელთა დამარცხების შემდეგ ჩრდილო კავკასიის პოლიტიკური მმართველობის სათავეში აღმოჩნდა სინურენოვანი პოლიტიკური ელიტა, გამარჯვებული მეომრების ჯგუფი, დვრიტა რომელიც  თავისი ძალაუფლების მეშვეობით ენობრივად და ადათ ჩვევებით ახდენდა დაპყრობილი მოსახლეობის ასიმილირებას. სავარაუდოდ ამ შემოსული ჯგუფის გენეტიკა იყო ჰაპლოჯგუფი R1a (гаплогруппа R1a, ის აღმოაჩნდა ჩერქეზების 20%-ს, ყარაჩაელების 27%, და ბალყარელების 26%-ს. у черкессов (20%[6]), у карачаевцев (27,5 %), у балкарцев (26 %), ხოლო, დამხვდური ადგილობრივი მოსახლეობა ატარებდა ძირითადად ჰაპლოჯგუფ G2-ს, ამიტომაც მისი კონცენტრაცია დიდია ადიღებში (гаплогруппа G2 – ჩრდილოკავკასიის მიმდებარე ქართულ მხარეებში ამ ჰაპლოჯგუფის კონცენტრაცია მაღალია, სვანებში 90%, შაფსუღებში 86%, ადიღებში 54%, აფხაზებში 47%, ყაბარდოელებში 38%, დანარჩენ ქართველებში 37%, ოსებში 70%).  ru.wikipedia.org

ედიგეის მიერ ჩრდილოკავკასიაში გაბატონებული პოლიტიკური ელიტა წარმოადგენდა პრივილეგირებულ ფენას, ჯგუფს, რომელსაც ჰქონდა ხელმძღვანელი პოზიციები სამმართველო სტუქტურებში. სინურენოვანი პოლიტიკური ელიტა თავისი ძალაუფლების გამოყენებით უშუალოდ იღებდა ყელაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩრდილოკავკასიის დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრებთა, ახლა უკვე დატყვევებულ-დამორჩილებულთა (გაპლოჯგუფ G2-ის) მატარებელთა მიმართ.

ამ პოლიტიკური ელიტის სინურენოვნება გამოიწვია იმან, რომ თვით ედიგეი იყო სინურენოვანი, წარმოშობით ენისეისპირეთიდან და მისი ულუსისის სამმართველო სტუქტურაც ენისეისპირელებისაგან შედგებოდა.

სინურენოვან მეომართა ფენა, ვითარცა ახლა უკვე ჩრდილოკავკასიაში ბრძოლის შედეგად გამარჯვებული პოლიტიკური ელიტა,   სრულიად ფლობდა ძალაუფლებას და წარმოადგენდა აქაურ  ე.წ. უმაღლეს კლასს.

ჩრდილოკავკასიის  სინურენოვან ელიტპოლიტიკურ ელიტაში შემავალ პირებს გააჩნდათ უმაღლესი-პოლიტიკური ძალაუფლება სახელმწიფ და იდეოლოგიურ ინსტიტუტებში. ისინი, როგორც წესი, ამუშავებენ თავიანთი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ინსტიტუტების მოქმედების სახელმძღვანელო  სტრატეგიას.

მათ ხელში იყო საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლება.

ამის შედეგად ჩრდილოკავკასიის დაპყრობილ ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული ეთნოსების ენებიც სინურენოვანი გახდა, პოლიტიკური ელიტის ენის შესაბამისი, ცხადია ეს ენები ჩამოყალიბდა ადგილობრივი ენებისა და მმართველი კლასის სინური ენის ურთიერთაღრევის შედეგად.

ამის გამო ჩრდილო კავკასიურ ენებს მკვლევარების ერთი ნაწილი უწოდებს სინო-კავკასიურ ენებს, ხოლო მეორე ნაწილი იბერიულ-კავკასიურ ენებს, თუმცა გენეტიკა მოსახლეობისა ამჟღავნებს მათ ადგილობრივ-იბერიულ წარმომავლობას.

იგივე ითქმის ამავე ეპოქაში (ანუ თემურ-ლეგ-თოხტამიშ-ედიგეის მმართველობის წლებში) ჩრდილოკავკასიაში გამოჩენილი ირანულენოვანი ტომების მიამართაც.

ჩრდილოკვკასიაში თემურ ლენგის შემდგომ გამოჩენილ ირანულენოვან ტომებს, რომელნთაც სამომთაბარეოდ აირჩიეს ე.წ. „ძველი ოსეთის“ ტერიტორია, ქართველებმა „ოსები“ უწოდეს, რადგანაც ისინი მომტაბარეობდნენ ძველი ოსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ვახუშტის ცნობით – საბოლოოდ, „ჩერქეზი“ ეწოდა.

ამ ტერიტორიაზე იქამდე (მონღოლებამდე) მომთაბარე „ძველი ოსები“, ანუ მონღოლებამდელი ოს-ალანები, როგორც წყაროები (აბულფედა, ალ-დიმაშკი, ქართლის ცხოვრება) მიუთითებს) – თურქულენოვანი ხალხი იყო, ისინი სასტიკად ეპრძოდნენ მონღოლებს, და მონღოლებმა ეს ალანები ამოწყვიტეს კიდეც, ხოლო ახალი ოსები მონღოლებტან მეგობრობდნენ ანუ ერთად ებრძოდნენ მონღოლების სამიზნეებს, მონღოლთა გვერდიტ იდგენენ, ასე რომ სულ სხვა ხალხი იყო ძველი მონღოლებამდელი ოსები, და სულ სხვაა ახალი ოსები.

„ახალი ოსები“, ანუ ძველი ოსეთის ტერიტორიაზე დასახლებული ირანულენოვანი ჯგუფი, როგრც ითქვა, მონღოლებს არ ებრძოდა, პირიქით ისინი მეგობრობდნენ მონღოლებთან. მონღოლების ერთგვარი თანმხლები, გარკვეულწილად პარაზიტული ჯგუფი იყო, რომელთაც ევალებოდათ მონღოლთა მიერ დამარცხებული ხალხის საბოლოო დამორჩილება, განეიტრალება და მათიი ტერიტორიიის საბოლოო ათვისება.

ე.წ. „ახალი ოსები“ მოკავშირეობდნენ ოქროს ურდოს მმართველებთან, ამ ერთგულების ნიშნად მათ სამართავად მიიღეს ისტორიული დვალეთი, ქართულ-კავკასიური ტომის დვალების ოლქი და იქამდე სვანებით (შემდეგი „რაჭველებით“) დასახლებული მისი მომიჯნავე ოლქი დიგორი, ასევე, ჩანს, ოლქ ბასიანის ერთ ნაწილი.

დვალების, დიგორელებისა და დანარჩენი ქართველების გენეტიკა ერთიდაიგივე იყო და არის ამჟამადაც, მხოლოდ დიგორელები და დვალები გაოსდნენ იმით რომ შეიცვალა მათი ეთნოცნობიერება და ენა, ხოლო გენეტიკა იგივე დარჩათ – გაპლოჯგუფი G2.

დვალეთი იყო საქართველოს ნაწილი, ქართულენოვანი საეკლესიო მოღვაწეების ქვეყანა, იქამდე დასახლებული ძველი ქრისტიანი დვალებით, ქართული ეკლესიის ერთგული მრევლით, რომელნიც, როგორც ითქვა,  ატარებდნენ გაპლოჯგუფ G2 -ს. დვალეთში და დიგორში გაბატონებული ოსები წარმოადგენდა ძალზე მცირერიცსოვან პოლიტიკური ელიტას, მართალია რაოდენობრივად მცირეს, მაგრამ მჭიდროდ შეკავშირებულ მეომართა გუნდს.

დვალეთში და დიგორში გაბატონების შემდეგ, ოსების პოლიტიკურმა ელიტამ, ედიგეის ურდოს მსგავსად, შეძლო დვალებისა და დიგორელების სრული დამორჩილება, შეცვალეს დვალებისა და დიგორელების ენა, ისინი ენობივი ასიმილირების შედეგად ჩამოყალიბდნენ თანამედროვე ოს ხალხად, მაგრამ გენეტიკა უცვლელი -კვლავ ქართული დარჩა – G2. (შესაბამისად ადგილებზე ჩამოყალიბდა ოსური ენის სხვადასხვა დიალექტი, დიგორული და ირონული).

იგივე ითქმის დაღესტანსა და ჩეჩნეთ- ინგუშეთზე, რომელის ძველი მოსახლეობა ატარებდა ასევე ქართულ გაპლოჯგუფ J2 -ს. აქ სარწმუნოებრივი ნიშნით შემოსულმა მმართველმა ფენამ, რომელიც ასევე სინურენოვანი იყო, შეძლო, ედიგეის ულუსის მსგავსად, თავისი ენის გავრცელება სხვადასხვა ოლქში  სხვადასხვა პროცენტითა და სხვადასხვა სახით.

თეიმურაზ ბატონიშვილი მიუთიტებდა ძველად აქაური მოსახლეობის ეთნიკურ ქართულობასა და ქართულენოვნებას, რასაც წყაროთა და ხალხურ გადმოცემათა გარდა, მატერიალური არტეფაქტებიც ადასტურებს.

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%BE%D0%BB%D0%B8%D1%82%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%B0%D1%8F_%D1%8D%D0%BB%D0%B8%D1%82%D0%B0

როგორც ითქვა, ამჟამად საყოველთაოდაა აღიარებული არასწორი მტკიცება,  რომ სინურენოვანი ადიღები    დასავლეთ საქართველოს თავდაპირველი მოსახლეობაა, საიდანაც მათი ნაწილი თემურლენგის შემდეგ გადასახლდა ჩრდილოეთ კავკასიაში. სამწუხაროდ, ეს არასწორი თეორია შეიმუშავეს ქართველმა ისტორიკოსებმა მე-20 საუკუნის  შუა წლებში და ამით ფაქტიურად საფუძველი დაუდეს ე.წ. „აფხაზურ“ სეპარატიზმს. 

 

ჩვენი კვლევა განსხვავებულია –

ჩვენი კვლევით, როგორც ითქვა, ჩრდილო კავკასიის ქართული გენეტიკის მოსახლეობა სინურენოვანი გახდა მხოლოდ მე-15 საუკუნის დასაწყისიდან, იმის შემდეგ რაც მათი ასიმილირება მოახდიმა  ჩრდილო კავკასიაში გაბატონებულმა სინურენოვანმა (სარდალ ედიგეის)  ულუსმა, მის მიერ ასიმილირებულ ხალხებსაც „ადიღეველები“ ეწოდა წინამძღვრის სახელის „ედიგეის“ მიხედვით.

როგორც ითქვა ჩრდილო კავკასიის მოსახლეობის ასიმილირება დაიწყო 15 საუკუნის დასაწყისიდან.

სინო-კავკასიური ენათა ჯგუფი იშვიათია და ატარებს ადიღეური ხალხის ტომები, ჩეჩნეთ-ინგუშეთ-დაღესტნის და ენისეის ტომები, ასევე ჩინელები-ტიბეტელები და ჩრდილო ამერიკელი ინდიელები

როგორც რამდენჯერმე აღინიშნა, ამ იშვიათი ენათა ჯგუფის მატარებლები, ნოღაელთა მსგავსად, ციმბირიდან ჩრდილო კავკასიაში უნდა ჩასახლებულიყო ხალხთა იმ გადაადგილების დროს, რომელიც ხდებოდა ოქროს ურდოში თემურლენგის, თოხთამიშისა და ედიგეის ლაშქრობათა ეპოქაში, ეს მომთაბარეები მიგრირდნენ ენისეიდან და დასავლეთ ციმბირიდან – ჩრდილო კავკასიის რეგიონში.

ამჟამად ენისეურ ენებს უსაფუძვლოდ აკავშირებენ მკვდარ, ნაკლებად შესწავლილ ენებთან _ შუმერულთან, ხეთურ-ურარტულთან, ეს დაკავშირება ისევე ჰიპოთეზურია, ხოლო ადიღეველთა და დასავლეთ-ციმბირულ ენათა ახლო ნათესაობას საფუძლად უდევს ენობრივი მონაცებები _ ენისეის აუზისა და ადიღეური ტომების ერთ ენათა ჯგუფში ყოფნა.

საბოლოოდ, თემურ ლენგის, თოხტამიშისა და ედიგეის ჩრდილო კავკასიაში ბრძოლების შედეგად, სრულად შეიცვალა ჩრდილო კავკასიის ეთნიკური სახე, (მაგრამ არა გენეტიკა), ძველ ხალხებს ჩამოუყალიბდათ ახალი ეთნოშემეცნება, ჩამოყალიბდნენ ახალი ხალხები ძველი გენით და ახალი ეთნოშემეცნებით, სინურენოვანი ელფერით, ევლია ჩელებიც მიუთითებდა მის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში მონღოლური და ჩინური ენების ჯგუფების გავრცელების შესახებ.

კავკასიური ეთნო  ჯგუფების ასიმილაციის შედეგად ჩამოყალიბდა ხალხები კავკასიური  ადგილობრივი G2a ან J2 ჰაპლოჯგუფით, თუმცა კი ენობრივად სინურენოვანი. ესენი იყვნენ ადიღეს, დაღესტნისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის XVI-XVIII სს.-ში ჩამოყალიბებული ეთნოსები,   „საქართველოს გენის“ (G2a და J2) მატარებლები, რომელთა ასიმილაციაც სინურენოვანი მმართველი ზედაფენის მიერ მიმდინარეობდა მე-15 საუკუნიდან, რამაც ჩამოაყალიბა აღნიშნული ეთნოსები.

ჩრდილო კავკასიის სრულად ათვისებისა და დიდ ხალხად ჩამოყალიბების შემდეგ ადიღე-ჩერქეზებმა მე-16 საუკუნისათვის შეძლეს კავკასიის ქედის გადმოლახვა, მათ თავდაპირველად დაიჭირეს აფხაზთა მცირე სამთავრო, აქ გაბატონების შემდეგ (ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში) წარმოიქმნა მოსახლეობის ორი ფენა, მმართველი ფენა მეომარ-დამპყრობლებისა და მათი ქვეშევრდომი-დამორჩილებული ადგილობრივებისა (თუმცა ძველი აფხაზების თავადებმა ნომინალური პრივილეგიები შეინარჩუნეს), ქვეყნის სახელის (აფხაზეთი) მიხედვით მის მპყრობელ ადიღებს (აფსუებს) – თვითვე ეწოდათ აფხაზები, გაძლიერების შემდეგ, მე-17 საუკუნისათვის, აქედან მათ შეუტიეს სამეგრელოს, რომლის დასაცავადაც ლევან მეორე დადიანმა ააგო ე. წ. აფხაზეთის დიდი კედელი დრანდელი, მოქველი და ბედიელი ეპისკოპოსების თანამონაწილეობით (სინამდვილეში კი ეს კედელი ანუ ციხე-სიმაგრეთა სისტემა, სამეგრელოს სამთავროს ამ „აფხაზთაგან“ დასაცავი დიდი ზღუდე იყო), რომელიც გადალახეს ახლა უკვე „აფხაზებად“ წოდებულმა  ადიღე-ჩერქეზ-აფსუებმა და დაიპყრეს სამეგრელოს დიდი ნაწილი  კელასურიდან (კლისურიდან) ენგურამდე.

https://meufeanania.info/adigebi/

 
%d bloggers like this: