IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ასლან მასხადოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ

♥ Caucasus-კავკასია

♥ Abkhazia-აფხაზეთი

♥ Samachablo-სამაჩაბლო

 

 

***

 

aslan maskhadov

ასლან ალის ძე მასხადოვი – Аслан Алиевич Масхадов

(1951-2005)
ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის პრეზიდენტი 1997-2005 წლებში

***

ასლან მასხადოვის მიმართვა საქართველოს

 

მინდა მივესალმო მოძმე საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და მთელ მოძმე ქართველ ხალხს, მინდა გულწრფელი და თბილი მადლობა გადავუხადო მთელ საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მორალური მხარდაჭერისთვის ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლაში რუსეთის იმპერიასთან.

ვეხმიანები იმ მოვლენებს რომელიც ხდება ჩვენს მეზობელ საქართველოში. ჩვენთვის სულერთი არ არის ჩვენი ძმების და მეზობლების ბედი, ყველაფერი რაც ხდება დღეს ჩეჩნეთსა და საქართველოში ეს სარკესავით ირეკლავს მზაკვრულ პოლიტიკას რუსეთისა კავკასიაში. დღეს სამხრეთ ოსეთში იქმნება კონფლიქტი, ეგრეთ წოდებული რუსი სამშვიდობოები იკავებენ კონფლიქტის ერთ მხარეს, სეპარატისტების მხარეს, აძლევენ შეიარაღებას და საომარ ტექნიკას ოსებს. ჩეჩნეთი არ შედის რუსეთის ფედერაციაში, ჩვენ ვიბრძვით რომ შევქმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობები მეზობლებთან და რუსეთთანაც,

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიისწრაფვის რომ გამოეყოს საქართველოს და შეუერთდეს რუსეთს, ნათელია თუ ვისი იდეაა ეს. მე ვიცნობ აფხაზ ლიდერებს, შევხვდი მათ და ღიად ვუთხარი, რომ არ მესმოდა მათი ბრძოლის აზრი, როგორ უნდა გინდოდეს გამოეყო საქართველოს და შეხვიდე რუსეთის ფედერაციაში, ქართველებს და აფხაზებს ერთი ტრადიციები აქვთ, ქართველები კავკასიელები არიან და რუსები? რა ტრადიციებზეა საუბარი, იქ არაფერია, იქ არ არიან უხუცესები, იქ არ არის არანაირი რელიგია.

ჩვენი მოხალისეების მონაწილეობა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, დიახ, ეს ძალიან ცუდი ფურცელია ჩვენი და საქართველოს ურთიერთობების, დღეს მე ვაღიარებ რომ ჩვენი ბიჭები მოატყუეს!!! და შემდეგ რუსეთმა აგრესია ჩვენს წინააღმდეგ განახორციელა. ჩვენი მოხალისეების მოქმედება არანაირად არ არის გამართლებული, ჩვენ ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ წავედით და ჩრდილი მიადგა საქართველოსთან ძმურ ურთიერთობას.

2004 წელი.

intermedia.ge

 

 

***

image_750x_5e08306e9356e

ასლან მასხადოვი საქართველოს ეხუტება, მაგრამ არც იჩქერიის ინტერესებს ივიწყებს

ჩეჩნეთთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული ეიფორიული სულისკვეთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალობის შეგრძნება, ისევე, როგორც პოლიტიკის კანონები, ქართული საზოგადოებისათვის კვლავინდებურად «უცხო ხილია».
რატომღაც ჩამოყალიბდა აზრი, თითქოს «ჩეჩნეთის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ შეიცვალა» და «ჩეჩნები აღარ იომებენ საქართველოს წინააღმდეგ». ედუარდ შევარდნაძისადმი გამოგზავნილ წერილში ასლან მასხადოვი იგივეს ადასტურებს, მაგრამ სინამდვილეში თუ საქართველო აფხაზეთში ომს დაიწყებს, ჩეჩნეთში ბევრი «მოხალისე» გამოიძებნება «მცირერიცხოვანი ხალხის გადასარჩენად ქართველ ფაშისტთა აგრესიისაგან».
მართალია ოფიციალური გროზნო ფორმალურად «ნეიტრალურ» პოზიციას დაიკავებს, მაგრამ საქართველოსთვის ეს დიდი შეღავათი არ იქნება. ჩეჩნებისათვის აფხაზები «მოძმე ხალხია», რომელმაც ისტორიულად მათი ბედი გაიზიარა (კავკასიური ომი, მუჰაჯირობა და სხვა). საქართველო კი ის ქვეყანაა, რომელიც არაერთხელ განუდგა საერთო-კავკასიურ ინტერესებს და კავკასიაში რუსეთი შემოიყვანა. ამ განწყობის შეცვლა ერთგვარად ზვიად გამსახურდიამ სცადა, მაგრამ არ დასცალდა.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია ჩეჩენ პოლიტიკოსთა ტრადიციული პრაგმატიზმი. მათთვის მთავარი, საბოლოო მიზანი სტრატეგიული წარმატებაა, ამიტომ სრულიადაც არ არის გამორიცხული, მოხდეს ინტერესთა ერთგვარი თანხვედრა რუსეთსა და იჩქერიას შორის აფხაზეთის საკითხში. რუსეთის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ასლან მასხადოვი რუსეთს სთავაზობს «კონფედერაციის დროშით» ხუთი ათასამდე ჩეჩენი მეომრის გაგზავნას ენგურის ნაპირებზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამშვიდობო ჯარები იძულებულნი გახდებიან, დატოვონ ეს რეგიონი; ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიაც არ მალავს რუსულ-ჩეჩნური გარიგების არსს: რუსეთი შეეცდება კავკასიაში ჩეჩნეთის მეშვეობით მართოს პროცესები და საქართველოს კვლავაც საკუთარი ნება უკარნახოს.

რაც შეეხება მასხადოვ-შევარდნაძის შეხვედრას, ჩეჩნეთის პრეზიდენტს სურს თავისი «სამართალ სუბიექტურობა» დაადასტუროს, ეს კი არავითარ პოზიტიურ შედეგს არ მოიტანს «აფხაზეთის დაბრუნების თვალსაზრისით» თუ, რასაკვირველია, საქართველო ნებაყოფლობით, სამუდამოდ უარს არ იტყვის ამ მიწა-წყალზე.

ამ შემთხვევაში ჩეჩნები სიხარულით შეასრულებენ «შუამავლის» ფუნქციას და საქართველოს შეარიგებენ აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან.

ჩეჩნეთისაგან სხვაგვარი პოზიციის მოლოდინი, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაა. ჩეჩნეთი საქართველოს მეგობარი მხოლოდ მაშინ გახდება, თუკი საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოახერხებს ან აფხაზეთის დაკარგვას შეურიგდება.

მერიდიანი, 12 აგვისტო, 1997 წ.

***

 
%d bloggers like this: