IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ინტერვიუ მშვიდობის ელჩთან, ბატონ ალექსანდრე შაპირო-სულეიმანთან

Интервью с др. Александером Шапиро-Сулиманом.

 

ინტერვიუ
ცნობილ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწესთან,
მშვიდობის ელჩთან,
საერთაშორისო საკითხების ექსპერტ
ბატონ ალექსანდრე შაპირო-სულეიმანთან

shapiro

„სამიტი – GMIS-2019 ეკეტაერინბურგში (რუსეთი), როგორც გაეროს ეგიდით მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევი სამშვიდობო არეალი“

2018 წლის პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორმუზე გამოცხადდა 2019 წელს რუსეთში წარმოებისა და ინდუსტრიალიზაციის გლობალური სამიტის ჩატარების შესახებ (GMIS-2019). რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა ისეთი სამრეწველო-გადამამუშავებელი სექტორის შექმნა, რომელიც კოკურენტუნარიანი რუსული საქონლის ექსპორტის გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული და დასძინა, რომ ამ კონტექსტში ნიშანდობლივია 2019 წლის ივლისში ეკატერინბურგში GMIS-2019-ის ჩატარება.

„ფორუმის ყველა მონაწილეს ვეპატიჟები წარმოებისა და ინდუსტრიალიზაციის ამ გლობალურ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ურალში, ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარდება“, – ბრძანა პრეზიდენტმა.

პეტერბურგის საერთაშირისო ეკონომიკურ ფორუმზე ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი რუსეთის ფედერაციაში 2019 წელს წარმოებისა და ინდუსტრიალიზაციის გლობალური სამიტის ერთობლივ მომზადებაში ურთიერთანამშრომლობის შესახებ. ექვსმხრივი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა დენის მანტუროვმა, არაბთა გაერთიანებული ემირატების ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრამა სუჰეილ მუჰამედ ფარაჯ ალ-მაზურიმ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ მრეწველობის განვითარების განხრით ჰიროში კინიოშიმ, წარმოებისა და ინდუსტრიალიზაციის გლობალური სამიტის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ბადრ ალ-ოლამმა, სვერდლოვსკის მხარის გუბერნატორმა ევგენი კუივაშევმა და როსკონგრესის ფონდის დირექტორმა და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე სტუგლევმა.

GMIS-2019-ი ეკატერინბურგში მე-10-ე საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის ფარგლებში ჩატარდება რუსეთში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი სამრეწველო ცენტრია, ჩატარებული სამიტის თემა იქნება უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ბუნებრივის იდენტურნი არიან ანუ რომელთაც ბიომიმეტური დიზაინისა და ბიონიკის სახელით იცნობენ. ბუნების წინაშე მეცნიერების გამოწვევებმა მრავალ ახალ გამოგონებას ჩაუყარა საფუძველი. GMIS-2019-ის მიზანი ეკოლოგიურად რაციონალური დიზაინისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაერთიანების პროცესში ბუნებრივი სქემებისა და სტრატეგიების გამოყენების მნიშვნელობის ხაზგასმა იქნება სწორედ.

GMIS-სს საფუძველი არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციამ ჩაუყარეს. ეს სამიტი მეწარმეებს, ხელისუფალთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტექნოლოგებსა და ინვესტორებს მეოთხე სამრეწველო რევოლუციის ზღურბლზე წარმოების გარდაქმნაში დაეხმარება. დაინტერესებულ მხარეთა გაერთიანებით – მათ შორის მსოფლიო ლიდერები, წარმოების ხელმძღვანელები, მკვლევარები და მეცნიერები, – GMIS-მა სამრეწველო წარმოება ეკონომიკურ გარდაქმნათა და პოლიტიკური კურსის მწვერვალზე მოაქცია და იგი გლობალური ურთიერთთანამშრომლობის საშუალებად აქცია. სამიტის მიზანია მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს დადგენილებათა მხარდაჭერა.

„სამრეწველო წარმოება რუსული ეკონომიკის ცენტრი იყო ყოველთვის. იგი ახდენდა მის სტიმულირებას და ხსნიდა ჩვენი ხალხის პოტენციალს, ახალი აზროვნებისაკენ უბიძგებდა მას. მოვიდა დრო, რომ წარმოება ადაპტირებული იყოს ახალ მოთხოვნებზე და შესაძლებლობებზე, რომელთაც მეოთხე სამრეწველო რევოლუცია იძლევა. რუსეთი სიამაყით მიიღებს მთელ მსოფლიოს GMIS-2019-ზე, რომელიც სამრეწველო სექტორის წარმატებული, ეფექტური და ეკოლოგიურად რაციონალური გზის პოვნაში დაგვეხმარება. GMIS-ი ინოვაციური ღონისძიებაა მკაფიო მიზნებით, რომლებიც ხელს უწყობენ ურთიერთთანამშრომლობას და კოლოსალურ გავლენას ახდენენ მსოფლიოს მიერ მრეწველობის საერთო გეგმის გაცნობაში. ამ ღონისძიების მასპინძლობით რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს GMIS-ის იდეების მხარდაჭერას“- აღნიშნა რუსეთის ფედერაციის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა დენის მანტუროვმა.

„GMIS-ის კონცეფცია არა მხოლოდ განვითარებაში ურთიერთმოქმედებას ითვალისწინებს, არამედ იმით, რომ მისი შედეგებით მთელი მსოფლიო ისარგებლებს.

სამიტის მსვლელობაში განხილული იქნება საერთაშორისო საკითხები, რომლებიც მეოთხე სამრეწველო რევოლუციას შეეხება. ამჯერად ამ რიგი საკითხების განსახილველად რუსეთი მოიაზრება, რადგანაც იგი დიდი სამრეწველო პოტენციალის ქვეყანაა.

GMIS-2017-მა უკვე აჩვენა, რომ თუ რომელი სფეროების დაძვრა შეიძლება მკვდარი წერტილიდან და რისი მიღწევაა შესაძლებელი. მომავალი სამიტი მომდევნო ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს და ამით კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი მიზანი – ტექნოლოგიების საფუძველზე მრეწველობის გარდაქმნა“ – აღნიშნა გაეროს მრეწველობის განვითარების გენერალურმა დირექტორმა და GMIS-2019-ის თანათავმჯდომარემ ლი იონგმა.

„ის, რომ რუსეთმა GMIS-2019-ის ჩატარების უფლება მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მისი შესაძლებლობების აღიარებას ნიშნავს. GMIS-2019-ის მსვლელობისას ჩვენ სიამაყით ვითანამშრომლებთ რუსეთთან, რამეთუ ამ ქვეყნის სახელი მრეწველობასთან არის დაკავშირებული“- ხაზი გაუსვა GMIS-2019-ის საკონსულტაციო საბჭოს თავჯდომარემ ჰალდუნ ხალიფა ალ-მუბარაქმა.

სამიტის მონაწილეებზე თუ ვიმსჯელებთ, მის მუშაობაში 500-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის რუსეთისა და საზღვარგარეთის ქვეყნების მედიის წარმომადგენლებიც.

GMIS-2019-ში ცნობილი ექსპერტების მონაწილეობა მსოფლიო ინდუსტრიული განვითარების შესახებ დისკუსიას ახალ დონეზე აიყვანს. სამიტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ გაიმართება შინაარსიანი დიალოგები, რომლებიც მიმართული იქნება მრეწველობისა და ტექნოლოგიების განვითარების განხრით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ცალკე დაეთმო ყურადღება GMIS-2019-ის საქმიან პროგრამას. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ალექსეი გრუდზევმა აღნიშნა, რომ სამიტის საქმიანი დღის წესრიგი სხვადსხვა ფორმატის 40-ზე მეტ ღონისძიებას ითვალისწინებს.

„რუსეთი პირველად მასპინძლობს ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამრეწველო სამიტს, რომელიც გაეროს ეგიდით ტარდება. ასეთი ავტორიტეტული ღონისძიების ჩატარება დამატებით იმპულსებს მისცემს ჩვენს ქვეყანას გლობალური ეკონომიკის ფორმირების პროცესში კოოპერაციული კავშირების გაფართოებაში“. ღონისძიებას, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტი გახსნის, რაზეც მან თანხმობა მისცა.

„GMIS-2019-ის რუსეთში ჩატარება ხაზს უსვამს დიდ როლს რომელსაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის გამყარებაში ასრულებს“, – აღნიშნა რუსეთის მთავრობის მეთაურის მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა.

საერთაშორისო ურთიერთობების მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი დოქტორი ალექსანდრე შაპირო-სულეიმანი მომავალი სამიტის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „თანამედროვე რეალიებში ეკონომიკის ინდუსტრიული სექტორის განვითარების დონე ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და მსოფლიო ეკონომიკაზე მისი გავლენის მაჩვენებელია. განვითარებად ქვეყნებში უკანსაკნელ ათწლეულებში ტექნოლოგიური პროგრესისა და შრომის ნაყოფიერების ზრდის შედეგად ეკონომიკის პოსტინდუსტრიულ მოდელზე გადასვლა მოხდა. რუსეთი ამჟამად ნაციონალური ეკონომიკის განვითარების ვექტორის შეცვლის სერიოზული არჩევნის წინაშე დგას, რომელიც ნაციონალურ ეკონომიკას თვისებრივად შეცვლის და განაახლებს“.

სწავლული ექსპერტის კონსტატაციით „ამჟამად მსოფლიო ეკონომიკური განვითარება ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაჩქარებაზეა მიმართული, რომლის განმსაზღვრელი ვექტორი მაღალტექნოლოგიური და ინტელექტუალური წარმოებაა. ამ მხრივ, აქტუალურია რუსეთის ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების ფართომაშტაბიანი დანერგვის პირობებში სამრეწველო წარმოების განვითარებას ემყარება“.
დოქტორი ალექსანდრე შაპირო-სულეიმანი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ეკონომიკური განვითარების სადღეისო ტენდენციები ინდუსტრიალიზაციის ახალი პროცესების განვითარებაზეა მიმართული, რომელშიც განმსაზღვრელ ვექტორს სისტემური ინოვაციური განვითარება და მაღალტექნოლოგიური და ინტელექტუალური წარმოება წარმოადგენს.

ცნობილმა საზოგადოებრივმა მოღვაწემ დასძინა, რომ „ინტელექტუალური საწარმოო სისტემები მრეწველობის არსებულ იერ-სახეს პრინციპულად ცვლიან და ადგილი აქვს გადასვლას თვისებრივად ახალ სამრეწველო წყობაზე, რომელშიც ყველა ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ელემენტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამასთან, ყოველი მათგანი ურთიერთ სინქრონიზაციის რეჟიმში მოქმედებს, ოპტიმიზდება და თავის მოქმედებაში გარემოს ცვალებადობას ითვალისწინებს. მაღალი ტექნოლოგიების განვითარება და მათი ყოველდღიური დანერგვა ახალ სამრეწველო რევოლუციას მოასწავებს“.

2019 წლის ივლისი

 
%d bloggers like this: