IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები

♥  Georgia – საქართველო

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის

ძირითადი შედეგები

ზოგადი ინფორმაცია

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

მოსახლეობის აღრიცხვის მომენტს (კრიტიკული მომენტი) წარმოადგენდა 4-5 ნოემბრის შუაღამის 12 საათი.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 პროცენტი (57 ათასი კვ.კმ). აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ: აფხაზეთის ა.რ.-ში და ცხინვალის რეგიონში (მთლიანი ფართობი – 13 ათასი კვ.კმ).

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების (ქალაქი, დაბა, სოფელი) 79 პროცენტში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა

2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან(4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 591 181 კაცი. შემცირება უფრო მეტად სოფლის მოსახლეობამ განიცადა.

aRwera

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია. მატება ძირითადად განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების ქ. თბილისთან შემოერთებით.

aRwera2

საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (29,0 პროცენტი), ხოლო ყველაზე ნაკლები – აჭარის ა.რ.-ში (10,6 პროცენტი).

აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 47,7 პროცენტს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3 პროცენტს – ქალები.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ, 6,3 პროცენტს – აზერბაიჯანელები, ხოლო 4,5 პროცენტს – სომეხი ეროვნების მოსახლეობა.

საქართველოს მოსახლეობის 83,4 პროცენტს მართლმადიდებლები შეადგენენ, მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია მოსახლეობის 10,7 პროცენტი, ხოლო სომხური-სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 2,9 პროცენტი.

 

აღწერის შედეგად მოსახლეობის 26,7 პროცენტი უმაღლესი განათლების მქონეა, პროფესიულის – 17,4 როცენტი, სრული ზოგადი განათლების (საშუალო განათლება) – 36,7 პროცენტი.

 

მოსახლეობის შიდა და გარე მიგრაცია

მოსახლეობის 28,5 პროცენტი წარმოადგენს შიდა მიგრანტებს – პირებს, რომლებმაც შეიცვალეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (გადავიდა საცხოვრებლად სხვა დასახლებულ პუნქტში) საქართველოს ფარგლებში. შიდა მიგრანტთა 33,6 პროცენტს მამაკაცები წარმოადგენენ, ხოლო 66,4 პროცენტს – ქალები.

შიდა მიგრანტთა უმეტესობა ცხოვრობს ქ.თბილისში (33,1 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (15,1 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (9,6 პროცენტი).

 

მოსახლეობის 5,0 პროცენტს შეადგენენ იმიგრანტები – პირები, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს. მათ შორის 51,9 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 48,1 პროცენტი – ქალი. იმიგრანტთა 77,4 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,6 პროცენტი – სასოფლოში.

იმიგრანტთა 51,6 პროცენტისათვის წინა საცხოვრებელ ქვეყანას წარმოადგენდა რუსეთის ფედერაცია, 8,3 პროცენტისათვის-საბერძნეთი, ხოლო 8,1 პროცენტი უკრაინაში ცხოვრობდა.

 

აღწერის პერიოდში სპეციალური კითხვარის მეშვეობით მიღებულ იქნა ინფორმაცია ემიგრანტების შესახებ. აღწერის მეთოდოლოგიის შესაბამისად ემიგრანტი წარმოადგენდა 2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან უცხო სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად წასულ პირს, რომლის არყოფნა საქართველოში აღემატებოდა 12 თვეს ან რომელიც აპირებდა საზღვარგარეთ დარჩენას 12 თვეზე მეტ ხანს.

აღწერის შედეგების მიხედვით ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88,5 ათასი კაცი, მათ შორის 45,4 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 54,6 პროცენტი – ქალი.

ემიგრანტთა 66,1 პროცენტი საზღვარგარეთ წასვლამდე საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა, ხოლო 33,9 პროცენტი – სასოფლო დასახლებებში.

ემიგრანტთა 31,6 პროცენტისათვის წინა საცხოვრებელ ადგილს ქ. თბილისი წარმოადგენდა, 22,9 პროცენტისათვის – იმერეთის, ხოლო 12,5 პროცენტისათვის – ქვემო ქართლის რეგიონი.

ემიგრირებულთა ძირითად ნაწილს 20-54 ასაკობრივი ინტერვალის მოსახლეობა (ემიგრანტების 75,1 პროცენტი) შეადგენს. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის ემიგრანტებში საპირისპირო სურათი გვაქვს და ქალების რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას. 50 წლისა და უფროსი ასაკის ემიგრანტი ქალები 2-ჯერ მეტია შესაბამისი ასაკის ემიგრანტ მამაკაცთა რაოდენობაზე.

როგორც აღწერის შედეგებმა აჩვენა, ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში (21,7 პროცენტი), საბერძნეთში (15,9 პროცენტი)და თურქეთში (11,2 პროცენტი).

რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.

სრულად: Census%20Release_GEO[1]

 
%d bloggers like this: