IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

ე.წ. “ცერკოვნი ბუნტი” ავტოკეფალიის გაუქმების დროს (1819-1820)

♥ Georgia-საქართველო

anania japaridze

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საეკლესიო შეკრებები ე.წ. “ცერკოვნი ბუნტი” ავტოკეფალიის გაუქმების დროს (1819-1820)

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა 1811 წელს, იმის შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს, ხოლო საქართველოს ეკლესია დაუქვემდებარეს რუსული ეკლესიის წმიდა სინოდს. თუ უფრო მეტ სიზუსტეს დავიცავთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია საბოლოოდ გაუქმდა არა 1811, არამედ 1821 წელს, იმის შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მთელი თავისი სისასტიკით ჩაახშო დასავლეთ საქართველოში საერთო-სახალხო აჯანყება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დასაცავად. რუსეთის მთავრობამ ამის შედეგად გააუქმა საეკლესიო თავისთავადობა საქართველოს ამ ნაწილში.

როგორც ცნობილია, ქართულ ეკლესიას გააჩნდა ორი ერთმანეთისაგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი, თუმცა, სულიერად ერთიანი საეკლესიო ერთეული: ქართლის და აფხაზეთის (იმერეთის) საკათალიკოსოები, რომელთა მეთაურები პატრიარქის წოდებამდეც ამაღლდნენ. საეკლესიო მოწყობის ასეთი სახე გააჩნიათ სხვა ქრისტიან ერებსაც – ბერძნულ ეკლესიას გააჩნდა და ამჟამადაც აქვს რამდენიმე საპატრიარქო და ავტოკეფალური საეკლესიო ერთეული, ასევე სომხებსაც. ქართული ეკლესიის ასეთი მოწყობის სახე გაგრძელდა XVIII ს-ის მიწურულამდე. ამ დროისათვის ქართველთა შორის გავრცელდა იდეა დაქუცმაცებულ საქართველოს გაერთიანებისა. ამ იდეის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო დასავლეთ საქართველოს, ანუ აფხაზ-იმერთა კათალიკოსის ადგილზე მჯდომი ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი, ექვთიმე გენათელთან ერთად. ამ იდეის განხორციელება, ანუ საქართველოს ერთ სახელმწიფოდ გა ერთიან ება, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო იმ დროისათვის, ვერ მოხერხდა. დასავლეთ საქართველოს ეკლესიის იერარქებმა ამის სანაცვლოდ, როგორც ჩანს, უმჯობესად მიიჩნიეს გაერთიანება სრულიად საქართველოს ეკლესიისა. ამიტომაც ქუთათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოზმა უარი განაცხადა საკათალიკოზო ტახტზე (კათალიკოზის ტიტული მას უბოძა იმერეთის მეფე სოლომონ II -მ) და დასავლეთ საქართველოს ეკლესია და იერარქია მეფე ერეკლე II-ს დროს სამართლებრივად და ადმინისტრაციულად საეკლესიო შეკრებები ე.წ. “ცერკოვნი ბუნტი” ავტოკეფალიის გაუქმების დროს (1819-1820) 496 მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე თავის ნებით დაექვემდებარა აღმოსავლეთ საქართველოს, ანუ ქართლის საკათალიკოზოს სასამართლო ხელისუფლებას (დიკასტერიასა) და კათალიკოს ანტონ II – ს. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების დროისათვის (1811 წლისათვის) საქართველოს ეკლესია აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს მოიცავდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქართული ეკლესიის გაუქმების შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია. პირიქით, ანტონ II დიდი თავაზითა და პატივისცემით გაიყვანეს საქართველოდან ქართული ეკლესიის შინაგანი აშლილობის მოწესრიგების საბაბით, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა ქართველობა, რომ ხელისუფლებას, შესაძლოა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაზე ეფიქრა. როცა რუსებმა ანტონ II-ის მონაცვლე “ეგზარხოსად”, ქართული ეკლესიის “მეთაურად” დასვეს ვარლამ ერისთავი, მას არ მიანიჭეს კათალიკოზის წოდება, ქართველები ფიქრობდნენ, რომ ანტონ II, ე.ი. კანონიერი კათალიკოზი, რუსეთში იმყოფებოდა, როგორც ხელისუფლება ამბობდა, “ავადმყოფობის” გამო, ამიტომაც, ცხადია, მისი სიცოცხლის დროს მისი მონაცვლისათვის კათალიკოსის წოდების მინიჭება სწორი არ იქნებოდა და ეგზარქოსობის დამყარება ნორმალურ მდგომარეობად მიაჩნდათ. “ეგზარქოსს” ქართველები კათალიკოზის მონაცვლედ რომ თვლიდნენ, ეს ჩანს იოანე ბაგრატიონის “კალმასობიდან”, მასში სიტყვა “ეგზარქოსი” ასეა განმარტებული: “ეგზარქი ნიშნავს მონაცვლესა და ადგილის დამპყრობსა პატრიარხისასა, ვითარცა რუსეთსა შინა ნაცვლად პატრიარხისა სინოდი, მმართველი სასულიერო საქმეთა”.

შესაძლოა, ქართველთა აზრით, საქართველოს ეგზარქოსი იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მონაცვლე, ისე, როგორც, ვთქვათ, რუსეთში პატრიარქის ნაცვლად საეკლესიო საქმეებს განაგებდა სინოდი. კათალიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის გარდაცვალებამდე (21.XII.1827) ქართველები გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ და მათ ბოლომდე არც კი იცოდნენ, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებული იყო. ფიქრობდნენ, რომ საქართველოში საეკლესიო საქმეებში ერეოდა რუსეთის ხელისუფლება იმის გამო, რომ ამას ითხოვდა რუსეთის იმპერიის წესრიგიანობა.

საქართველოს ეკლესიას სათავეში 1811 წლიდან ეგზარქოსთან ერთად დიკასტერია ჩაუყენეს. დიკასტერია ჯერ კიდევ ანტონმა დააარსა საკათალიკოსო კარზე. ეს იყო უმაღლესი ადმინისტრაციულ-სასამართლო ორგანო (XVIII ს-ის 70-იან წლებიდან), რომელიც განაგებდა საეკლესიო ხასიათის ყველა საქმეს. ანტონის დროს მმართველობასთან ერთად იგი ასრულებდა აგრეთვე სასამართლო ფუნქციასაც. დიკასტერია კოლეგიალური ორგანო იყო, მის შემადგენლობაში თითქმის ყველა რანგის სასულიერო პირი შედიოდა, წევრთა რაოდენობა 11 კაცს არ აღემატებოდა და ისინი პერიოდულად მონაწილეობდნენ დიკასტერიის საქმიანობაში. დიკასტერია ხელმძღვანელობდა საეკლესიო კანონწესებითა და ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულით.

რუსების მიერ დაარსებული დიკასტერია, ცხადია, თვისობრივად განსხვავდებოდა ანტონ I -ის დროს არსებული დიკასტერიისაგან (ერთი ეროვნული ორგანო იყო, მეორე კი-რუსული), მაგრამ სახელების მსგავსებას ქართველები შეცდომაში შეჰყავდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ქართული ეკლესიის მმართველობის სახე არ შეცვლილა, მხოლოდ წესრიგი განმტკიცდა რუსული წესების შესაბამისად. მაშასადამე, რუსებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას ნელა და ფრთხილად გამოაცალეს საფუძველი ისე, რომ ქართველთა უმრავლესობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ისინი მხოლოდ XIX ს-ის 30-იან წლებში აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე, მაშინ, როცა ქართული ეკლესიის მმართველობის სახე უკვე თვისობრივად შეცვლილი იყო (ეპარქიათა შემცირების ერთ-ერთი მიზანი იყო ქართველ მღვდელმთავართა რიცხვის მკვეთრი შემცირებით ავტოკეფალიის გაუქმების მოწინააღმდეგეთა უვნებელყოფა). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესია უკვე ფაქტობრივად გაერთიანებული იყო XVIII ს-ის ბოლოსა და X IX ს-ის დასაწყისისათვის. ქართლის საკათალიკოსოს დიკასტერია ჯერ კიდევ რუსთა მმართველობის დაწყებამდე არჩევდა დასავლეთ საქართველოს სასულიერო პირთა ზოგიერთ საქმეს. სწორედ ეს ფაქტი ედო საფუძვლად რუსეთის სინოდს, როცა საქართველოს დიკასტერია 1815 წელს გადაკეთდა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორად, მთავრობამ მას დაუმორჩილა ჯერ კიდევ ავტოკეფალური სამთავროების გურია-სამეგრელოს ეკლესიები. მაშასადამე, აღმოსავლეთ საქართველოს საეგზარქოსოში დასავლეთ საქართველოს ეკლესიურ დაქვემდებარებას მხოლოდ იმერეთის სამეფოს იმპერიასთან შეერთება არ ედო საფუძვლად, არამედ დასავლეთ საქართველოს უკვე არსებული ეკლესიური დაქვემდებარება აღმოსავლეთ, ანუ ზოგადქართულ საეკლესიო ცენტრისადმი. ეს რომ ნამდვილად ასე იყო და ქართული ეკლესია დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში გაერთიანებული იყო რუსთა მმართველობის დამყარებამდე, წერს სარგის კაკაბაძე: “მიდრეკილება გაერთიანებისაკენ ამერ-იმერში იმდენად დიდი იყო, რომ მან შემდეგში გამოხატულება ჰპოვა რამდენადმე მაინც საეკლესიო ცხოვრებაში. 1795 წელს კიევში გარდაიცვალა უკანასკნელი აფხაზ-იმერეთის (ე.ი. დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი მაქსიმე აბაშიძე, რომელიც რუსეთში ელჩად იმერეთის მეფე დავით II-ის მიერ გაგზავნილი უკან არ დაბრუნებულა. მის მაგივრად ფიქრობდნენ კათალიკოსად ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოზის კურთხევას, მაგრამ ეს არ მოხდა. პლატონ იოსელიანის დამოწმებით, საერო ხელმძღვანელობა დასავლეთ საქართველოს ეკლესიისაც დაეკისრა ამის შემდეგ საქართველოს კათალიკოსს ანტონ II-ს. მართალია, ეს ხელმძღვანელობა იყო ნომინალური, მაგრამ ის გარემოება, რომ დასავლეთ საქართველოში უკვე ცალკე კათალიკოსი არ იჯდა, მაინც სიმპტომატური იყო. საყურადღებოა ამასთანავე, რომ როგორც ჩანს, ეს მოხდა არა თბილისიდან მითითებით, არამედ თვით იმერლების თაოსნობით”. ამიტომაც, ეგზარქოსი ვარლამ მიტროპოლიტი რუსმა ხელისუფლებამ დაავალდებულა განეხორციელებინა საეკლესიო “რეფორმა” მისდამი ნომინალურად დაქვემდებარებულ დასავლეთ საქართველოში. ვარლამმა ეს ვერ შეძლო, ამით უკმაყოფილო ხელისუფლებამ იგი გაიწვია საქართველოდან და მის ნაცვლად ეგზარქოსად დანიშნა ეროვნებით რუსი მიტროპოლიტი თეოფილაქტე. მან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დასავლეთ საქართველოში საეკლესიო რეფორმის (ე.ი. ქართული ეკლესიის დარჩენილი ნაწილის თავისთავადობის გაუქმების) მიზნით უწმიდეს სინოდს წარუდგინა მოხსენება ლიხთ-იმერეთის ეპარქიების შემცირებისა და ეგზარქოსისადმი დაქვემდებარების შესახებ. დასავლეთ საქართველოში ამ დროს იყო 9 სამღვდელმთავრო კათედრა. რუსების მიერ განზრახული იყო მხოლოდ 3 ეპარქიის დატოვება, აგრეთვე საეკლესიო მამულების შემოსავლის აღრიცხვა და მათი დაქვემდებარება ეგზარქოსისა და სასინოდო კან ტორისადმი. ახლა საეკლესიო გლეხებისაგან ითხოვდნენ ფულად გადასახადს, ხოლო სამღვდელოებას კი პირდებოდნენ ჯამაგირს.6

რუსი მოხელეები არწმუნებდნენ პეტერბურგის უმაღლეს ხელისუფლებას, თითქოსდა საეკლესიო რეფორმის გატარება არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანდა იმპერიას, რადგანაც სახაზინო შემოსავალი იმერეთიდან გაიზრდებოდა 100.000 მანეთამდე (იქამდე 20.000 მანეთს ძლივს აღწევდა). ამის საფუძველი იყო ის, რომ საეკლესიო გლეხები და საეკლესიო მამულები დასავლეთ საქართველოში საერთო მოსახლეობისა და მიწის ფონდის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. ახალი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი, რომელიც 1817 წლიდან შეუდგა საქართველოში საქმიანობას, ხელისუფლებასა და რუსულ წრეებს განათლებულ პირად მიაჩნდათ, იგი ცდილობდა რუსული პოლიტიკის მტკიცე გამტარებელი ყოფილიყო ეკლესიაში. ჩამოსვლისთანავე სიონის წმიდა ტაძარში ქართულის ნაცვლად შემოიღო სლავური წირვა-ლოცვა, გახსნა რუსულენოვანი სემინარია თბილისში (1817), სურდა მისი გამოყენება ქართველი სამღვდელოების ახალი თაობის გასარუსებლად და მათი საშუალებით შემდგომ ქართული მრევლის ეროვნული ცნობიერების დასასუსტებლად. თუ იქამდე საქართველოს ხალხი ქართველობასა და მართლმადიდებლობას სინონიმებად მიიჩნევდა, ახალი საეკლესიო პოლიტიკის თან ახმად, სურდათ მართლმადიდებლობის ცნების ქართველობის ცნებისაგან დაშორება, ერთისათვის მხოლოდ სარწმუნოებრივი, მეორისათვის ეროვნულ-ეთნიკური სახის მინიჭება, შემდგომ კი რუსობისა და მართლმადიდებლობის გაერთმნიშვნელიანება ქართულ ცნობიერებაში. საერთოდ, იმდროინდელ რუსეთში, მართალია, თითქოსდა საზოგადოებრივი ცნობიერება ევროპულის მსგავსად იყო მოწყობილი, მაგრამ სინამდვილეში უფრო აზიური შეხედულებანი ბატონობდა საეკლესიო (და სახელმწიფოებრივ) სფეროში, ეს იქიდან ჩანს, რომ იმპერიაში ყველა არამართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევრებს ნება ჰქონდათ ეროვნული ეკლესიებისა და სასულიერო სასწავლებლების ქონისა, ხოლო არარუს მართლმადიდებლებს მხოლოდ რუსული საეკლესიო დაწესებულებები უნდა ჰქონოდათ, ე.ი. ყველა მართლმადიდებელს სახელმწიფო და ეკლესია განიხილავდა რუსად და თუ მართლმადიდებელი არარუსი იყო, სამომავლოდ იგი რუსულ ეროვნებასა და ეკლესიას უნდა შერწყმოდა. მსგავსადვე იყო ოსმალეთშიც, აქ მხოლოდ ოთხი-ხუთი ხალხის, ანუ ერის არსებობას აღიარებდა სახელმწიფო. ესენი იყვნენ 1. მუსლიმანები, 2. ფრანგები, 3. სომხები, 4. ბერძნები, 5. ებრაელები. ყველა მაჰმადიანი ეროვნული წარმომავლობის მიუხედავად მუსულმან ად განიხილებოდა, ყველა კათოლიკე ეროვნული წარმომავლობის მიუხედავად – ფრანგად, ყველა მართლმადიდებელი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად – ბერძნად, ბერძნულენოვანი სკოლებითა და ეკლესიებით. ასეთივე მოწყობის სახეს, ჩანს, რუსეთის იმპერიაც აღიარებდა – აქაც ყველა მართლმადიდებელს, მათ შორის ქართველებსაც – რუსებად ანდა პოტენციურ რუსებად განიხილავდნენ, სპობდნენ ქართულენოვან ეკლესიებს და სასწავლებლებს. ხოლო სომხებს, ებრაელ და სხვა ხალხებს უტოვებდნენ ეროვნულს. საგანგებოდაა აღსანიშნავი, რომ ყოველივე ამას, რუსეთის ხელისუფლების ნებას, შესანიშნავად გრძნობდა იმერეთის მორწმუნე მოსახლეობა და აღნიშნავდა კიდეც შესაბამის წერილში რუსეთის ხელისუფლებისადმი 1819-1820 წლებში, “საეკლესიო რეფორმის” წამოწყების დროს. დასავლეთ საქართველოს ქართველობა “საეკლესიო რეფორმას” განიხილავდა, როგორც ქართული ეკლესიის, ანუ ეროვნული სარწმუნოების შებღალვა-გაუქმების მცდელობას და წერდა ხელისუფლებას: “თუ რუსეთის იმპერიაში არ შეახეს ხელი ებრაელთა სარწმუნოებას, აგრეთვე სომხებისა და კათოლიკეთა ეკლესიებს, ჩვენ რატომ უნდა წარმოვადგენდეთ გამონაკლისს. თუ იმ დროს, როცა მაჰმადიანთა ხელში ვიყავით, არავინ ეხებოდა ჩვენს მტკიცე რწმენ ას და არც ამგვარ მწუხარ ებას გვაყენებდნენ , მაშ რაღა დაგიშავეთ ამჟამად, როცა გვტაცებენ შეჩვეულ მღვდელმთავრებს, ტაძრებსა და მღვდლებს”.

ამ წერილიდან ჩანს, რომ 1819 -1820 წლებში იმერეთისა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ შესანიშნავად იცოდა, თუ სინამდვილეში რა სურდა და რა ეკლესიური შედეგი მოჰყვებოდა “საეკლესიო რეფორმას”. მართლაც, როგორც წერილშია აღნიშნული, რუსეთის იმპერიას ხელი არ უხლია არამართლმადიდებლური ერების ეკლესიებისათვის. ამის მაგალითია ის, რომ სომხურ ეკლესიას იმპერიაში ბოლომდე ჰქონდა “თავისი საკუთარი დამოუკიდებელი ორგანიზაცია კათალიკოსით სათავეში. სომხურ ეკლესიებთან ყველგან გახსნილი იყო სომხურენოვანი სამრევლო სკოლები, სომხებს ჰქონდათ სასულიერო საშუალო სასწავლებლებიც (სემინარიები, ერთი მათგანი თბილისში), ჰქონდათ ეჩმიაძინში უმაღლესი სასწავლებელიც, სასულიერო აკადემია. ყველგან სწავლა წარმოებდა სომხურ ენაზე”.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას აღელვებდა ისიც, რომ მიუხედავად სამეფო ხელისუფლების გაუქმებისა, მიუხედავად იმისა, რომ იმერეთი 1810 წელს შეიერთა რუსეთის იმპერიამ, კვლავინდებურად იმერეთის მეფის ადგილს ახლა ფაქტობრივად ასრულებდა იმერეთის სასულიერო უმაღლესი ხელისუფლება, მას ხალხის დაბალ და მაღალ ფენაზე უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა. ეს კი ძალზე აწუხებდა რუსულ ხელისუფლებას. ამით იყო გამოწვეული ის, რომ მთავრობისაგან ადგილობრივმა რუსულმა ხელისუფლებამ მიიღო ასეთი სახის ბრძანება: “დრო არის ბოლო მოეღოს იმერეთის სამღვდელობის გადაჭარბებულ გავლენას ხალხის გონებაზე”.

რუსების ხელისუფლების დამყარების შემდეგ იმერეთში უმაღლეს საეკლესიო ხელისუფალთა, განსაკუთრებით კი ქუთათელი და გენათელი მიტროპოლიტების, გავლენა ხალხზე კი არ შემცირებულა, არამ ედ გაზრდილა. ამის მიზეზთა შესახებ ს. კაკაბაძე წერს: “სულ იმერეთ-გურია-სამეგრელოში ამ დროს ითვლებოდა ცხრა მღვდელმთავარი. მღვდლებიც დასავლეთ საქართველოში იყვნენ ძლიერ ბევრნი (ისინი ოჯახობით შეადგენდნენ მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს). მღვდელს სოფელში დიდი გავლენა ჰქონდა, რადგანაც ახლოს იდგა გლეხობასთან და, როგორც უფრო შეგნებული, გლეხობისათვის მის ჭირ-ვარამში სასარგებლოც იყო, გარდა ამისა, გასულ ხანაში, ოსმალებთან ბრძოლების დროს, სამღვდელოება საჭირო იყო ხალხში ქრისტიანული შეგნების განსამტკიცებლად. ქუთაისის და გელათის მიტროპოლიტებს თავის ხელქვეით ჰქონდა საეკლესიო დიდი შეძლება (თითქმის ამ დროს 500 მოზრდილ კომლ აზნაურ-გლეხზე მეტი). თავიანთი კარის სხვადასხვა მოხელეებით და თავადების ხშირი სტუმრიანობით მათი გავლენა ადგილობრივი ქართული მმართველობის გაუქმების გამო კიდევ უფრო გაიზარდა, მით უმეტეს, რომ რუსული მმართველობა ხალხს არ მოსწონდა”.

ქუთათელ და გენათელ მიტროპოლიტთა გავლენის გაზრდა აგრეთვე უნდა აიხსნას ძველქართული სახელმწიფოებრივი მოწყობის სისტემით, რომელიც ბოლომდე, რუსთა მმართველობის დამყარებამდე იყო შენარჩუნებული იმერეთის სამეფოში. კერძოდ, იმერეთში მეფე თვითმპყრობელი მმართველი არ იყო, არამედ იგი სახელმწიფოს მართავდა თავის საბჭოსთან ერთად. საბჭოს წევრები დიდმნიშვნელოვან თანამდებობებსაც ფლობდნენ. მეფის საბჭო ორად განიყოფოდა _ სასულიეროდ და საეროდ, “სასულიერო პირები საბჭოში დიდი უფლებებით სარგებლობდნენ, მათ შეხედულებებსა და მოსაზრებებს მეფე ყოველთვის გულმოდგინედ ისმენდა და დიდ ანგარიშს უწევდა”. საბჭოში მონაწილეობდა ოთხი ეპისკოპოსი: 1. ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი; 2. გენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე; 3. ნიკორწმიდელი მიტროპოლიტი სოფრონიოსი და 4. მთავარეპისკოპოსი ანტონი”.12 მეფის საბჭოს საერო ნაწილი რუსების შემოსვლის წინ შედგებოდა 30-მდე თავადისაგან და ტახტის აზნაურისაგან. იმერეთის სამეფოს პოლიტიკური წყობილება, რომელიც გ. გონიკაშვილის თანახმად, “ქართული სახელმწიფო სამართლის წესებზე იყო აგებული” გვაგონებს ძველქართული სახელმწიფო მოწყობის წესს, როცა მეფის კარზე არსებული სახელმწიფო დარბაზი შედგებოდა “ოთხი ბერისაგან” და ვეზირებისაგან. “ხელმწიფის კარის გარიგების” თანახმად, რომლითაც, როგორც ცნობილია, დიდხანს სარგებლობდნენ იმერეთში, ხელმწიფის კარზე ყოველთვის პირველ რიგში მოიხსენიებოდა 4 დიდხარისხოვანი ბერი, ანუ მონაზონი “რომლებიც არიან: მოძღვართმოძღვარი, ჭყონდიდელი, კათალიკოსნი – ქართლისა და აფხაზეთისა”. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლისა და იმერეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, ჩანს, ცდილან სამეფოში შეენარჩუნებინათ ძველქართული სახელმწიფო სამართალი და მეფესთან შექმნილ საბჭოში შეუნარჩუნებიათ 4 სასულიერო პირის წევრობა, მათ, როგორც აღინიშნა, მეფეზე უდიდესი ზეგავლენა და სახელმწიფოში დიდი ძალა ჰქონიათ, ჩანს ისევე, როგორც ძველ საქართველოში ჭყონდიდელსა და კათალიკოსებს. აღსანიშნავია, რომ იმერეთში მეფობის გაუქმების შემდეგ რუსებიც ცდილან იმერეთის რუსი მმართველის კარზე დაეარსებინათ “საბჭო” (თითქოსდა არ სურდათ მმართველობის ძველი ფორმების შეცვლა ), ახლა მისთვის მმართველობის უმაღლესი ორგანო უწოდებიათ “საერთო კრების” სახელ ით , მაგრამ “კრება მხოლოდ ფორმალური დაწესებულება იყო. იმერეთის საქმეებს ერთპიროვნულად განაგებდა მმართველი რუსი გენერალი”. როგორც აღინიშნა, მართალია, იმერეთში მეფობა გააუქმეს, მაგრამ იმერეთის მეფესთან არსებულ საბჭოს, რომელიც, ცხადია, რუსთა მიერ დაშლილი იყო, მაინც უდიდესი გავლენა ჰქონია ხალხზე, განსაკუთრებით კი მის სასულიერო ნაწილს, ამიტომაც მიიღო ხელისუფლებამ მთავრობის უზენაესი ბრძანება მოესპოთ “ხალხის გონებაზე” ქართული სამღვდელოების ზეგავლენა. ეს ხელისუფლებამ დაავალა სინოდალურ კანტორასა და ეგზარქოსს. მათ ავტორიტეტი არ გააჩნდათ ჩარეულიყვნენ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საქმეებში, ითხოვდნენ ჯარის გამოყენებასა და ხაზინისაგან ხარჯის გაწევას საეკლესიო საქმეთა მოსაგვარებლად. სანაცვლოდ მთავრობას პირდებოდნენ, რომ “საეკლესიო რეფორმით” ხაზინა გაწეულ ხარჯებს ერთიათად აინაზღაურებდა ეკლესიებიდან შემოსავლების გაზრდით. ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსის გაძლიერებული ჯარითა და არტილერია ქვემეხების თანხლებით გადავიდა დასავლეთ საქართველოში “საეკლესიო რეფორმების” განსახორციელებლად. იმერელი ქრონოგრაფი წერდა: “1819 წელს ივნისის თვეში მოვიდა საქართველოს ეგზარხი მიტროპოლიტი თეოფილაქტე ბრძანებითა მისის იმპერატორებისის დიდებულების რუსეთის ხელმწიფისათა სასულიეროს შტატის დასაწყობად, რათა ქმნილ იყო ერთ ეპარქიად და იმ ერთს ეპარქიის ზემდგომ მღვდელმთავარის ხელ ქვეშ უნდა შესულიყო ყოველივე სასულიერო საქმე და ეგრეთვე ეკლესიის ყმათა”…

ამბის გაგრძელების შემდეგ ქრონოგრაფი ამთავრებს: “ამის მსმენელი იმერეთის საზოგადოება მიეცა არა მცირედს მწუხარებასა”. “ძველად საქართველოს ეკლესიას შემოსავალი ძირითადად საკუთარი ყმა-მამულიდან შემოდიოდა, აგრეთვე სასულიერო (საწესო) გამოსაღებები, ეკლესიებთან გამართული “ქალაქობების” ბაჟი და შემოწირულობანი”. თეოფილაქტე იმერეთის სოფლებში აგზავნიდა თავის წარმომადგენლებს, რომელნიც ატარებდნენ ასეთი სახის საეკლესიო რეფორმას: შტატის შე მცირების საბაბით სამსახურიდან ითხოვდნენ სამღვდელოებას, ეს იწვევდა მაჰმადიანების შემოსევების დროსაც კი მოქმედი ეკლესიების დაკეტვას, აღწერდნენ საეკლესიო ქონება-შემოსავლებს, ხოლო ეპარქიათა შემცირების შესახებ მთავრობის განზრახვა უკვე მთელმა დასავლეთ საქართველომ იცოდა. ეპარქიათა და საეკლესიო მსახურთა შტატების შე მცირება სხვა არაფერი იყო თუ არა ეკლესიისა და ქვეყნისათვის თავდადებული ნ აღვაწი ეპისკოპოსებისა და სამღვდელოების დათხოვნა, ეკლესიების გაუქმება, ურჩების დაპატიმრება, საეკლესიო გლეხთა გადასახადების არა თუ შე მცირება, არამედ გაზრდა – “საეკლესიო რეფორმით გლეხთა საეკლესიო გადასახადები გაიზარდა, მოსახლეობის საგადასახადო ტვირთი დამძიმდა. ასე მაგალითად, ივანდიდის, კონტუათის, ნახახულევის, კუხის, მათხოჯის, ფარცხან აყანევის, მაღლაკისა და სხვა სოფლების გლეხთა საეკლესიო გადასახადები სამჯერ გაზარდეს”.

იმერეთში იმ დროს ითვლებოდა 2.124 საეკლესიო კომლი (1.994 კომლი საეკლესიო გლეხი და 130 ოჯახი საეკლესიო აზნაური). შემოსავალი მათგან ფულზე გადაყვანით შეადგენდა 11.482 მანეთ ვერცხლის ფულს, მაშინ როცა 1817 წელს ხაზინის შემოსავალი მთელი იმერეთიდან შეადგენდა მხოლოდ 16.745 მანეთს.16 “რეფორმით” შეშფოთებულმა იმერეთის საზოგადოებამ მრავალგზის თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, შეეწყვიტა ეს პროცესი. საზოგადოება არწმუნებდა მთავ – რობას, რომ ამ საეკლესიო რეფორმის შედეგად “მრავალი ტაძარი დაიქცევა, პატიოსანსა და ყოვლადქებულ ხატებსა და ჯვრებს დაიტაცებენ, საყდრებს მოაკლდებათ მათგანვე აღზრდილი მათთვის მლოცველი მოძღვრები, ქართველები განშორებული ქნებიან თავის მღვდელმთავართა კურთხევისაგან”. ასეთმა თხოვნა-ვედრებამ და დარწმუნებამ არ გაჭრა , რუსის მთავრობამ თეოფილაქტეს ხელმძღვანელობით გააგრძელა “რეფორმა”, რომლის მიხედვითაც “მღვდლების რიცხვი უნდა შემცირებულიყო ერთიორად და ერთისამად. ეპისკოპოსების შესამჩნევად დასანახი ცხოვრება ამალითა და სტუმრიანობით მოისპობოდა, რაც ფრთას შეაკვეცდა მათ გავლენას თავადაზნაურობასა და ხალხზე. როდესაც საეკლესიო გლეხების აღწერას შეუდგნენ გადასახადების ფულზე გადატანით და მათი მომატებით, ხალხი შეშინდა”. აჯანყდა მთელი იმერეთი, საზოგადოების ყველა ფენა 1819 წლის ივნის-ივლისში. თითქმის ყოველი სოფლის ეკლესიებთან იკრიბებოდა მრევლი. ეკლესიებში დაცული ბუკების ხმაზე იკრიბებოდა მთელი სოფლის მოსახლეობა, ტარდებოდა სახალხო საეკლესიო კრებები. იფიცებდნენ ხატებზე, რომ არ უღალატებდნენ ერთმანეთს, საქრისტიანო საქმეს, დაიცავდნენ ერთობას და მთლიანობას გამარჯვებამდე. ხალხის საბოლოო მიზანი იყო ე.წ. “საეკლესიო რეფორმის” გაუქმება, სამღვდელოებისა და ეკლესიის წინანდელ მდგომარეობაში დატოვება. “გლეხები მოუწოდებდნენ ერთმანეთს ერთობისაკენ. ერთობაში მონაწილე ჯგუფები გადადიოდნენ მეზობელ სოფლებში, ყველგან ადგილობრივ ეკლესიებში დაცული ბუკების დაკვრით იკრიბებოდა ხალხი და ხატებზე ერთობის ფიცს ღებულობდა. ერთობის ფიცს ღებულობდნენ გლეხებთან ერთად თავადაზნაურობაც. ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და გენათელი ეფთვიმე აშკარად მოუწოდებდნენ ხალხს ეკლესიის უფლებების დასაცავად”. საეკლესიო აჯანყებამ განსაკუთრებით დიდი სახე მიიღო რაჭაში დასაერთოდ მთელ ქვეყა ნაში . იმერეთის მმართველი რუსი გენერალი მთავრობას აცნობებდა, რომ აჯანყება საყოველთაო იყო, აჯანყებულებმა დაიჭირეს და ჩახერგეს სამიმოსვლო და საფოსტო გზები, დაიკავეს სადარაჯოები, ისინი მოითხოვდნენ რეფორმის გაუქმებას და ეგზარქოსის თეოფილაქტე რუსანოვის იმერეთიდან გაძევებას. 20 მთავრობამ იმერეთში დამატებით შეგზავნა კაზაკთა ორი პოლკი, გრენადერთა პოლკის ერთი ბატალიონი და არტილერია გენერლის მეთაურობით. აჯანყებულებში თანდათან გავრცელდა ლოზუნგი “სამშობლოს განთავისუფლება”.

“სამშობლოს განთავისუფლება”, ცხადია, ეკლესიის თავისუფლებასაც გულისხმობდა. მთავრობა იძულებული გახდა “რეფორმა” შეეწყვიტა, ხოლო “შეშინებული ეგზარქოსი თეოფილაქტე 9 ივლისს, გაძლიერებული დაცვით – 300 ჯარისკაცითა და არტილერიით – ქუთაისიდან თბილისს გაემგზავრა. ეს იყო აჯანყებულთა გამარჯვება”. აჯანყებულები დაწყნარდნენ. მა გრამ რუსი მოხელეებისა და განსაკუთრებით გენერლის ქმედებებმა ხალხი მიახვედრა, რომ ერთადერთი ხსნა იყო მხოლოდ რუსების ქვეყნიდან განდევნა და ეროვნული სამეფო ხელისუფლების აღდგენ ა. აჯან ყებულები დააჩქარა იმან, რომ რუსებს განზრახული ჰქონდათ აჯანყებულების სასტიკი დასჯა, ხალხისაგან კი ითხოვდნენ “ცოდვების მონანიებას” და რუსეთის იმპერიის ერთგულებაზე ფიცის დადებას. აჯანყება განახლდა. საიმპერატორო კარს არწმუნებდნენ, რომ აჯანყებას სათავეში ედგა ქართული ეკლესია, კერძოდ, კი ქუთათელი და გენათელი მიტროპოლიტები დოსითეოსი და ექვთიმე.

პეტერბურგიდან მოვიდა ბრძანება ქართული ეკლესიის მეთაურების იმერეთიდან რუსეთში გადასახლების შესახებ. ეს ფაქტობრივად იყო ნებართვა იმისა, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლება მოპყრობოდა თავისი შეხედულების შესაბამისად. შემუშავებული იქნა მთელი გეგმა მიტროპოლიტების დაპატიმრებისა მთელი თავის ნებართვებითა და ინსტრუქციებით. ამასობაში აჯანყებულმა ხალხმა და იმერეთის მთელმა საზოგადოებამ დაიწყეს ძიება სამეფო კანდიდატებისა. სამწუხაროდ, მეფე სოლომონ II-ს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. სამეფო კანდიდატს ეძებდნენ ბაგრატიონთა შორის, მაგრამ შე მდეგ სამეფო სახლის ნ ათესავ – თა შორისაც დაიწყეს ძიება. საბოლოოდ, იმერეთის მეფედ გამოაცხადეს სოლომონ II-ის შვილიშვილი ივანე აბაშიძე. ამის საპასუხოდ რუსებმა შეიყვანეს იმერეთში დამატებითი ჯარები, გაიცა ბრძანება ახალი მეფისა და მიტროპოლიტთა დაპატიმრების შესახებ ისინი სამართლიანად განიხილებოდნენ ქართული სახელმწიფოებრიობისა და საეკლესიო დამოუკიდებლობის არსებობის მასაზრდოებელ ცენტრალურ ფიგურებად. იმერეთის რუსმა მმართველმა პუზირევსკიმ შეიპყრო ღრმად მოხუცებული ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და გენათელი ექვთიმე 1820 წლის 4 მარტს, თვითონ კი გაემართა გურიისაკენ ახალი მეფის ივანე აბაშიძის შესაპყრობად. შეპყრობილ მიტროპოლიტებს ხელისუფლება მიიჩნევდა არა დაპატიმრებულებად, არამედ დატყვევებულებად. გურიაში წასვლამდე პუზირევსკი შეუთანხმდა რუსულ მმართველობას მღვდელმთავარ ტყვეთა საკითხის შესახებ. გენერალლეიტენანტს ველიამინოვს მისწერა: “იმისათვის, რათა დატყვევებულებმა ვერ შეძლონ გაქცევა, არ იცოდნენ ერთმანეთის ვინაობა და გატარების დროს მცხოვრებლებმა ვერ იცნონ ისინი, გადავწყვიტე, რომ თავზე ჩამოვაცვა ტომრები, მათ კისერთან და წელთან შევკრავ, ხოლო ბაგესთან სასუნთქს გავუკეთებ. თუ რაიმე უკიდურესი შემთხვევა მოხდება მათ დავხოცავ და გვამებს წყალს გავატან”. თბილისის რუსული ხელისუფლება ძალზე შეაშფოთა დახოცვის შემდეგ მიტროპოლიტების გვამების წყალში გადაყრის აზრმა, რადგანაც შეეშინდათ, რომ გვამების ამოცნობის შემდეგ ხალხი გამძვინვარდებოდა, ამიტომაც ასეთი დარიგება მიიღო:”ყველაზე მეტად მოერიდეთ მიტროპოლიტების სიკვდილით დასჯას, ამას შეუძლია მთლად ააღელვოს სამღვდელოებისა და თავადებისაგან წაქეზებული ხალხი, შეიძლება ჩვენს ჯარისკაცებზეც ცუდი შთაბეჭდილება დატოვოს. მათ სარწმუნოებრივი აღმსარებლობის გამო ძლიერი სასოება უნდა ჰქონდეთ სამღვდელოებისადმი… მაგრამ თუ მაინც საჭიროდ მიიჩნევა მოხუც მღვდელმთავრების დახოცვა, არავ ით არ შემთხვევაში არც ერთი გვამი არ დატოვოთ იმერეთში, არც დაასაფლავოთ, არც გადააგდოთ მდინარეში, ვიწრო და სწრაფდინების გამო შეიძლება მდინ არემ ამოაგდოს გვამები, რომელსაც ნახავს ცრუმორწმუნე ხალხი. თითოეული გვამი გადატანილ უნდა იქნეს მოზდოკამდის. არ იქნას დატოვებული საქართველოშიც კი, ანდა მიტანილ იქნან კაიშაურამდე, სადაც შეიძლება მათი დასაფლავება”. ეს იყო ფაქტობრივი ნებართვა მიტროპოლიტების დახოცვისა. მაგრამ ამ ბრძანების შესრულებამდე თვით პუზირევსკი მოკლეს გურიაში. მიტროპოლიტთა შეპყრობის შემდეგ აჯანყდა არა მხოლოდ იმერეთი რაჭასთან ერთად, არამედ გურია და სამეგრელოც.რუსებმა იმერეთში შეიყვანეს დამატებითი ჯარი და არტილერია. სახელმწიფოსა და ეკლესიის

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხი მედგრად ებრძოდა მტერს. ამიტომაც ამიერკავკასიის სარდლობა მდასავლეთ საქართველოში გააგზავნა სამხედრო ექსპედიცია გენერალ ველიამინოვის ხელმძღვანელობით. მას დაევალა სასტიკად გასწორებო და აჯანყებულებს, ადგილზევე ჩამოეხრჩო ტყვეები. მართლაც, რუსებმა ცეცხლს მისცეს და მიწასთან გაასწორეს სოფლები, დაანგრიეს ციხე-სიმაგრეები. მათ ეკლესიის თავისთავადობის დამცველები თავდადებით ებრძოდნენ (1820 წლის აპრილიდან ივლისამდე). საბოლოოდ, რუსებმა გაიმარჯვეს. ერმოლოვი მრავალი წლის შემდეგ წერდა ამ ამბების შესახებ: “ამბოხებული სოფლები გავან ადგურეთ და გადავბუგეთ. ბაღები და ვენახები ძირებამდე ავჩეხეთ, მრავალი წლის შემდეგაც ვერ აღადგენდნენ მოღალატეები პირვანდელ მდგომარეობას”. ეკლესიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხალხის დამარცხების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სასტიკად დასაჯა აქტიური მონაწილენი, დახოცა ციხეებსა და გადასახლებებში. ამის ერთი მაგალითია გელათის საეპისკოპოსოს კუთვნილი სოფელი ფუტიეთი რაჭაში, მიტროპოლიტთა დაპატიმრების შემდეგ სოფელმა, ხალხმა და სამღვდელოებამ, ბერებმა, ქალებმა, მოხუცებმა და ახალგაზრდებმა მედგარი წინააღდგომა გაუწიეს რუსის ჯარს. ბრძოლა შედგა 1820 წლის 21 მაისს. როგორც ფიქრობენ, ამ ერთ სოფელში 2.000 კაცი დაიღუპა შეტევის დროს. როგორც აღვნიშნეთ, შეპყრობილ მიტროპოლიტებს ტომრები ჩამოაცვეს და, ჩანს, ურმით ან ცხენებით გაუყენეს რუსეთის გზას. ხელისუფლებას ეშინოდა მათი ცოცხლად დატოვებისა, ამიტომაც შემთხვევას არ უნდა მივაწეროთ ქართული ეკლესიის ფაქტობრივი მეთაურის, კათალიკოსის ადგილზე მჯდომისა და ზოგიერთი საბუთის მიხედვით კათალიკოსის – დოსითეოს ქუთათელის სიკვდილი. იგი, როგორც ფიქრობენ, სურამთან ახლოს ტომარაში დახჩობილა, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, იგი მოკვდა სასტიკი ცემის შემდეგ. მისი გვამი და აგრეთვე მიტროპოლიტი ექვთიმე გენათელი მაინც ტომრებში დატოვეს, მხოლოდ ანანურში, რუსებისათვის უსაფრთხო ადგილას ინებეს რუსებმა მიტროპოლიტის გვამის გათავისუფლება. ცხადია, ეს წინასწარ შეატყობინეს რუსულ საეკლესიო მმართველობას თბილისში. ქართული ეკლესიის თავისუფლებისათვის თავდადებულსა და სიცოცხლის შემწირველ მიტროპოლიტ დოსითეოსს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე უწოდებს” მოწამე მღვდელმთავარს”. დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გენათელის ხსოვნა საგანგებოდ აღნიშნეს ავტოკეფალიის აღმდგენელმა კრებებმა 1917 წელს. “მოწამე მღვდელმთავრის” დოსითეოს ქუთათელის უკანასკნელი განსასვენებლის შესახებ ბრძანებს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე: “ქუთათელი ამოაღრჩეს ტომარაში გზათმიმავალი სურამიდან გორში. დიდხანს არ იცოდნენ, რა ექნათ მოწამე მღვდელმთავრის ცხედრისთვის. მომყოლ ჯარისკაცთათვის არ გაუმხელიათ ეს ამბავი ანანურამდის, სადაც ბოლოს მოვიდა ბრძ ანება საქართველოს სინოდალურ ეგზარქოსისაგან მღვდელმთავრის დასაფლავების შესახებ ყოვლად მარტივათა და უცერემონიოთ”. რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონების სამეფო სახლის წევრებს ხშირად იწვევდნენ იმპერიის დედაქალაქში იმ მიზნით, რათა მათ შეცვლოდათ შეხედულება იმპერიის ცივილიზებულების შესახებ. ჩანს, ამავე მიზნით მიიწვია პეტერბურგში იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე რუსეთში გადაყვანის შემდეგ. მოელოდნენ, რომ საიმპერატორო ბრწყინვალებით გაოცებული ქართველი მიტროპოლიტი მიღებული წესების შესაბამისად ქებას შეასხამდა იმპერატორს, მაგრამ მოხდა გასაოცარი რამ, გენათელმა ექვთიმემ “ნერონი” უწოდა “სისხლიან იმპერატორს, რომ ელმაც და ხოცა ხალხი ჯერ 1810 წელს, შემდეგ კი 1819-20 წლებში, საქართველოს დათრგუნვასთან ერთად” – განაცხადა 100 წლის შემდეგ წმიდა ამბროსი ხელაიამ. გენათელი მიტროპოლიტი, რომელსაც იმპერატორთან შეხვედრის შემდეგ გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ, დააპატიმრეს და მოათავსეს პეტერბურგიდან 200 კმ-ით დაშორებულ სვირის მონასტერში, სადაც მალე 1822 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. ის მოწამის შარავანდედითაა შემკობილი. ანანურში დოსითეოს ქუთათელი დაუსაფლავებიათ ეკლესიაში ყოვლადწმიდა ღვ თისმშობლის ხატის წინ. ხატისაგ ან საფლავი დაშორებული ყოფილა “ორ არშინ ნახევრით”. იმჟამინდელი ქრონოგრაფები ხშირად წერდნენ დოსითეოსისა და ექვთიმეს რუსეთში გადასახლების შესახებ, მათთვის უცნობი ყოფილა სიკვდილი დოსითეოს ქუთათელისა.

ჩანს, საზოგადოებას უმალავნენ ამას. ამიტომაც მათთვის უცნობი იყო არა მხოლოდ დღე მიტროპოლიტის სიკვდილისა, არამედ წელიც, მაგალითად, ერთი ქრონიკა ასეთია: “1820 – გენათელი და ქუთათელი რუსეთს წაიყვანეს და დაკარგეს, შემოქმედის ციხე მოსჭრეს და შე მოქმედელები დასწვეს”,სხვა ქრონიკა ეხება თარიღსაც – “1820 ქუთათელი და გენათელი წაიყვანეს რუსეთს მარტის მეხუთე დღესა, ე.ი. 1820 წლის 5 მარტს მიტროპოლიტები რუსეთისაკენ გაუგზავნიათ, ალბათ, რამდენიმე დღის შემდეგ მოკლეს მოხუცი მღვდელმთავარი. შეიძლება დაისვას კითხვა, აცნობიერებდნენ თუ არა რუსი ხელისუფალნი თავიანთ ქმედებას, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გენათელის შესახებ? უნდა ითქავს, რომ რუსი ხელისუფლება ამ მღვდელმთავრებს კარგად იცნობდა საქართველოში შემოსვლის დღიდანვე, რადგანაც ისინი ხშირად მონაწილეობდნენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელსაც იმერეთის სამეფო აწარმოებდა რუსეთის მთავრობასთან 1804-1810 წლებში. გენათელ მიტროპოლიტს დიდად ენდობოდა სოლომონ II, ამიტომაც თავის წარმომადგენლად ნიშნავდა რუსებთან მოლაპარაკებების დროს 1809-1810 წლებში, უფრო მეტიც, ექვთიმე გაჰყვა სოლომონ II -ს თბილისში, სადაც მეფე მოტყუებით დააპატიმრეს, რაც, ცხადია, მოულოდნელი იყო მღვდელმთავრისათვის და მის მოტყუებასაც წარმოადგენდა. თბილისიდან სოლომონ II-მ მოახერხა გაქცევა. “გაქცევიდან ერთი კვირის შემდეგ, 1810 წლის 17 მაისს, სოლომონ II-მ ახალციხიდან წერილი მისწერა იმერეთის კათალიკოსს დოსითეოს ქუთათელს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ იგი თავისი უფლებების აღდგენისათვის ემზადებოდა”. ჩანს, წყაროზე დაყრდნობით “კათალიკოსს “უწოდებს დოსითეოს ქუთათელს. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ დოსითეოს ქუთათელი მთელ საქართველოში სახელგანთქმული საეკლესიო მოღვაწე იყო. ოსმალთა შემოსევათა შედეგად გაუქმებული ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრა აღადგინა იმერეთის საეკლესიო კრებამ 1759 წელს მეფე სოლომონ I-ის ნებით ხრესილის ომში გამარჯვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების შემდეგ. დოსითეოზ ქუთათელი ეპისკოპოსის ავტორიტეტი ქვეყანაში გაიზარდა. 1798 წელს სოლომონ II-მ მას კათალიკოსობა უბოძა აბხაზ-იმერთა კათალიკოსის მაქსიმეს გარდაცვალების შემდეგ. მეფე სოლომონი ამის შესახებ წერდა კიდეც ერთერთი საეკლესიო მამულის გუჯარში: “ამის შემდგომად ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათალიკოსობა ვუბოძეთ… მამული, ადგილი, ტყე ბიჭვინტისა ღვთისმშობელისა არის… ყოველივე ამ ადგილებისა და მამულებისა გამოსავალი კათალიკოზისა მიერთმეოდეს უცილებლად ყოველთა კაცთა მიერ”. საკათალიკოსოს მამულებს ბიჭვინტის ღვთისმშობლის ქონება ეწოდებოდა. ქუთაისი მტრის მიერ დანგრეული იყო საკათედრო ტაძ ართან ერთად. 120 წლის მანძილზე მის ციხეში მტრის ჯარი იდგა. დოსითეოს ქუთათელს გადაუწყვეტია აღედგინა არა მხოლოდ ქუთაისის საეპისკოპოსო (ეპარქია), არამედ გადაექცია ქუთაისი ერთ-ერთ სასულიერო ცენტრად, შეუქმნია იქ სტამბა, თბილისში რუსების მიერ ეროვნული ცენტრების და, მათ შორის, სასტამბო საქმის გაუქმების შე მდეგ 1803 წლის 15 იანვარს ქუთაისში დაუსტამბიათ “საღმრთო და სამღვდლო სახარება ვნების კვირიაკისა” სოლომონ II-ის სახსრებით, დედოფლის შეწევნით, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა კურთხევით.32 დოსითეოზ ქუთათელს აუშენებია ქუთაისში რეზიდენციაც. იოანე ბაგრატიონი თავის თხზულებაში ქუთაისში ჩასულ ბერ სტ უმარს ათქმევინებს – “ბერს დიდად მოეწონა ქუთათელის სახლის მდებარეობა და გარდასახედავი ადგილი, რომელიც სჭვრეტდა დიდს ადგილს და თვალთათვის საამო იყო. ბერმან მოახსენა: ყოვლად სამღვდელო მიტროპოლიტო, რა იმერეთის ადგილებში შემოველ, ჯერ ამის მეტათ ჩემ თვალსა არა ამებია რა, სხვა ადგილნი, რომელმაც მომცა მხიარულება გულისა”. ქუთათელის სასახლე გადაჰყურებდა “ვაკე იმერეთს”. ეს საეკლესიო ცენტრი დოსითეოზს მტრისაგან დაქცეულ ქუთაისში აუგია, იმერეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას. თვითონ იმერეთის სილამაზის შესაფასებლად კი შეიძლება მოვიყვანოთ მეფე სოლომონ II -ის სიტყვები, როცა მას დაუპირეს რუსეთში გადასახლება და პეტერბურგის სასახლეებში დაბინავება, მეფეს განუცხადებია: “იმერეთი ღვთიური სამოთხეა და ერთადერთი სასახლე მისი მეფისათვის. ამიტომ თქვენი პეტერბურგის დარბაზები მე ვერ მომხიბლავს”. სოლომონ II-ის მეფობის დაწყებამდე, როცა იმერეთის სახელმწიფოებრიობა და საეკლესიო ცხოვრება აღორძინდა, მთელმა იმერეთის საზოგადოებამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა საკუთარ სახელმწიფოზე და გაერთიანებულიყვნენ ერთ სამეფოდ ქართლ-კახეთის სამეფოსთან ერთად, ერთ-ერთი სულისჩამდგმელნი ამ იდეისა იყვნენ მიტროპოლიტები. ამ დროს მომავალი სოლომონ II იყო 10 წლისა (ჯერ ტახტზე ასული არ იყო). “იმერეთის წარჩინებულნი შეიკრიბნენ და გამოგზავნეს დესპანი ერეკლე მეფესთან მარტში (1789 წ.): დოსითეოს ქუთათელი, ექვთიმე გენათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი… და სხვები. ამათ სთხოვეს ერეკლეს იმერეთის შემოერთება ქართლ -კახეთის სამეფოსთან. ბევრი ბჭობის შემდეგ, დარეჯან დედოფლის გაიქესობით ჩაიშალა ეს ბრწყინვალე საქმე”. პლატონ იოსელიანი წერს, რომ კათალიკოსი ანტონ II, მღვდელმთავრები, თავადები, სარდალნი, სახლთუხუცესნი, მდივანბეგნი ქართლ-კახეთისა, იმერელ დიპლომატებთან ერთად ითხოვდნენ გაერთიანებას. დედოფალი წინააღმდეგი იყო. “ქუთათელი და გენათელი, აბაშიძე და სხვანი დესპანნი მოუთხრობდეს დედოფალს იმერეთის მდგომარეობასა და სრულიად დაღუპვასა, უკუეთუ არ მოხდება ერთობა ქართველთა თანა”.

ამ ელჩობას შედეგად მოჰყვა 1790 წელს ერთობის ტრაქტატის დადება “ზემო ივერიის” (ანუ ქართლ-კახეთის სამეფოსა) და “ქვემო ივერიის” (ე.ი. იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სამეფო-სამთავროს) სახელმწიფოებრივ ერთეულთა შორის. იმერეთის ტახტზე კი ავიდა სოლომონ II. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილისა და სხვათა გამო, ცხადია, რუსულმა ხელისუფლებამ კარგად იცოდა დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გენათელის ვინაობა და მნიშვნელობა საქართველოსათვის. წმიდა აღმსარებელი კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია სიამაყით აცხადებდა რუსულ-ბოლშევიკური სასამართლოს წინაშე: “განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსების დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების ხანა XIX სის დასაწყისში. ამ დროს ეკლესიის და ხალხის დამცველებად გამოდიან ქუთათელი და გენათელი და ხალხის აჯანყებას სათავეში უდგებიან. ორივე გააგზავნეს რუსეთისაკენ, მაგრამ მხოლოდ გენათელმა ექვთიმემ ჩააღწია ნოვღოროდში, სადაც ის უნდა დაებინავებინათ. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მოისურვა მისი ნახვა, ჩაიყვანეს პეტერბურგში. იმპერატორმა დიდი ზეიმით და პატივით მიიღო, მაგრამ ამისათვის ექვთიმე გენათელი არ მოერიდა ემხილებინა იმპერატორი საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისათვის, სამშობლოს დამცველების წამებისათვის. მას უწოდა ახალი ნერონი”. “იმერეთში საეკლესიო აჯანყებად” ცნობილი მოვლენა სინამდვილეში წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დასაცავად მიმართულ სახალხო პროტესტს.

საბოლოოდ, რუსეთის ხელისუფლებამ მაინც ჩაატარა “საეკლესიო რეფორმა” დასავლეთ საქართველოში. გააუქმეს სამღვდელმთავრო კათედრები. ცხრის ნაცვლად დატოვეს სამი (იმერეთში, გურიასა და ოდიშში). ეს რეფორმა ახლა უკვე ფრთხილად, წლების მანძილზე გრძელდებოდა. რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად, შეიბღალა არა მხოლოდ ეკლესიის თავისთავადობა, არამედ ქართულმა ეკლესიამ საუკუნოდ დაკარგა საზოგადოებასა და სახელმწიფოში ის მდგომარეობა და ადგილ ი, რომელიც მისთვის ტრადიციული იყო IV ს-დან XIX ს-მდე. ქართულ ეკლესიას რუსულმა ხელისუფლებამ ჩამოართვა მთელი ქონება, მამულები, სახლები, საეკლესიო გლეხები, აზნაურები. როგორც აღინიშნა, XIX ს-ის 50-იან წლებში რუსეთის სახელმწიფო ხაზინას გადაეცა 150 მილიონ ოქროს მანეთად შეფასებული ქართული ეკლესიის ქონება და მასთან ერთად თითქმის ნახევარ მილიონ დესეტინამდე მიწა. ძველად წმიდან ად შერაცხვა ხდებოდა მთელი მორწმუნე სა ზოგადოების მიერ, ბაგრატ ბატონიშვილის გადმოცემით, 4 პირი, რომელთაც იმერეთის მეფე სოლომონ II-ეს დახმარება გაუწიეს გაქცევის დროს, რუსებმა დახვრიტეს. “ოთხივე დაასაფლავეს ავლაბარში, მინდორზე, რომელთა საფლავთა ზედა დაადგათ ნათელი ზეგარდმო და შეირაცხნენ წმიდათა შორის”. მათი გვარები ყოფილა ავთანდილაშვილი (ავთანდილოვი), პენტელაშვილი (პენტელოვი), ფალავანდიშვილი (ფალავანდოვი) და მურასაშვილი (მურასოვი). მეფისათვის თავდადებული ეს წმიდანები დაუხვრეტიათ “თოფითა ავლაბრის რიყესა ზედა” 1810 წლის 30 დეკემბერს, პარასკევს. პოლიცმეისტერი თუმანიშვილი (თუმანოვი) წერდა: “მებრძანა წინა ღამეს, რათა დამესხმევინა რიყეზედ ოთხი ბოძნი და მას ზედა მისაკვრენი თოკნი და თვალთა საკვრელნი სამოსელნი და აგრეთვე მღვდელი ჩვენის ბერძენი” (ე.ი. მართლმადიდებელი). როგორც აღინიშნა, ისინი ავლაბარში დაუსაფლავებიათ მინდორზე. მემატიანის ცნობით, საფლავებს ზეგადრმო ნათელი დადგომია და ისინი წმიდათა შორის შერაცხულან. ცხადია, რუსულ სინოდს არ გამოუტანია დადგენილება მათი წმიდანად შერაცხვის შესახებ, არამედ მთელი საზოგადოების აზრი დაჯერებული ყოფილა, რომ მეფისათვის თავდადებულნი წმიდანებად შეირაცხნენ (ქართული საზოგადოებისათვის თავდადებული იოთამ ზედგინიძე, რომელმაც მოსაკლავად გამზადებული მეფის საწოლში ჩაწვა, წმიდანი იყო. ახლა კი, XIX ს-ში მეფისათვის თავდადებული “თაბუკაშვილი”, რომელიც სოლომონ II-ის საწოლში ჩაწვა და მეფე სირცხვილსა და სიკვდილს გადაარჩინა, რუსეთის ხელისუფლებამ ციმბირში გადაასახლა, სხვებთან ერთად). ზემოაღნიშნულთა დარად, ქართულ ეკლესიას XIX ს-სა და XX ს-ის დასაწყისში წმიდანად მიაჩნდა დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი. ეს ჩანს კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდესა და წმიდა ამბროსის ნაწერებიდან. დოსითეოსმა და ექვთიმემ თავი დადეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოსა და საქართველოში ჩვენი უფლის და მაცხოვრის იესო ქრისტეს ეკლესიის თავისუფლებას. მათი ღვაწლი იმის შემდეგ უფრო გამოჩნდა, რაც ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ რუსულმა ეკლესიამ ვერ მოახერხა ქართული სამწყსოს მოვლა, ჩაკლა მასში მგზნებარე და მხურვალე სიყვარული ქრისტიანობისა და ეკლესიისა, რასაც მუდამჟამს აღნიშნავდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მომხრეები XX ს-ის დასაწყისში.

http://meufeanania.info/cerkovni/

 
%d bloggers like this: