IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• საღი გონება ჯანმრთელ სხეულში

♥ ჯანმრთელობა – Health

საღი გონება ჯანმრთელ სხეულში- კვება ცოცხალი საკვებით

    კულტურა ადამიანის შინაგანი გონითი აქტივობაა, რომლის ძირითად მოთხოვნად მიიჩნევა ღმერთის მცნებების აღიარება და მისი ცხოვრებაში გატარება. სხვადასხვა იარაღითა და მეთოდებით მიწის დამუშავება, მცენარეთა და ცხოველთა მოვლა-პატრონობა შეადგენს ადამიანთა კულტურას. ადამიანის სხეულში გრძნობით, სუნთქვითა და კვებით შეღწეული ოთხი სტიქიის (წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი) ელემენტები და სამყაროს ენერგეტიკული ძალები ერთობლიობაში ქმნიან სასიცოცხლო სუბსტანციას. ამრიგად, კულტურის სუბიექტი – ადამიანი სასიცოცხლო კავშირშია კულტურის ობიექტთან, ნატურასთან (მიწა – წყალთან და კოსმოსთან).

„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი – ყველაზე დიდი ფასეულობაა“ – ამბობს მისი უწმინდესობა, პატრიარქი ილია მეორე.

ადამიანის არსება შედგება: ფიზიკური სხეულის, სამშვინველისა და სულისაგან. სხეული სამშვინველის სამყოფელია, ხოლო სამშვინველი – სულის. ადამიანი – ღვთის უნიკალური ქმნილება იბადება მშობლებისა და სამშობლოს წიაღში, მისი ფიზიკური სხეული ჩვენივე პლანეტის ნაწილია, მისი სუბსტანცია აღებულია დედამიწიდან და სიკვდილის შემდეგ მასვე უბრუნდება, ხოლო მშობლისაგან გადმოცემული გენეტიკური მიდრეკილებები (ტემპერამენტის ნიშან-თვისებები, ზნეჩვეულება) მემკვიდრეობს სასიცოცხლო სხეულში. ადამიანის ფიზიკური სხეული არის სულის ჭურჭელი. როცა ჭურჭელი გამოსადეგი არ ხდება მას ტოვებს სული და საიდანაც შემოვიდა და შექმნა სხეული, იმავე გზით, მზის გავლით, უბრუნდება სამყაროს უკვდავებას.

სამშვინველი, სიცოცხლის არამატერიალური საწყისი, არის ადამიანის შემოქმედებითი ძალების სუბსტრატი. იგი არის მეხსიერება ადამიანის ტვინში.  აზროვნების რეგენერირება და შენახვა ხდება მეხსიერების აპარატში. სამშვილველი – შინაგანი „მე“, ხასიათდება გონით (აზრი, ინტელექტი, მეხსიერება), გრძნობით (ემოცია, მიდრეკილება, ლტოლვა) და ნებელობით (ნდობა, არჩევითობა, გადაწყვეტილება).

სული არის ადამიანის უმაღლესი ნაწილი, რითაც ხდება ღმერთის შემეცნება. სული ანუ „სიცოცხლის სულიერი საფუძველი“ ნიშნავს გონის, აზრის და გრძნობის გაგებას. სული ქმნის ფორმას.

ცნობიერების აქტის გამოწვევა ხდება: გრძნობის ორგანოების აღქმით; სხეულის ორგანული შეგრძნებით; ადამიანის ტრანსცენდენტალური არსებით; უზენაესი სულიერი სამყაროს აღქმით; სულის ზემოქმედებით. სულსა და სხეულს შორის არსებობს მუდმივი კავშირი: სული და სხეული ურთიერთ დაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია; სხეულში ყოველგვარი დარღვევა გავლენას ახდენს სულის მდგომარეობაზე და პირიქით.

ცნობიერება არ არის იზოლირებული, ის დაკავშირებულია გრძნობასთან, გრძნობა და ნებელობა კი აზრთან. ერთდროულად ეს აქტები განსაზღვრავს ცნობიერების მდგომარეობას. ცნობიერების აქტთან და ცნობიერების მდგომარეობასთან უშუალო დამოკიდებულებაშია ადამიანის სული. ამრიგად, სული გაგებული უნდა იყოს, როგორც ორგანული და გრძნობისმიერი აღქმების, მოგონების, აზრების და ნებელობის ერთობლიობა.

ყოველი ცოცხალი არსება არაცოცხალი ბუნებისგან განსხვავებით, იკვებება და მრავლდება. ადამიანი, როგორც მიწიერი არსება, სამყაროსთან დაკავშირებულია გრძნობის ორგანოთი, სუნთქვითა და კვებით. კვების გზით ადამიანი გარემომცველი სამყაროდან იღებს ნივთიერებებს, რომელსაც გადაამუშავებს საჭმლისმომნელებელი სისტემით. კვების პროცესში ხდება საკვების გარდაქმნა ორგანოების არამატერიალურ სუბსტანციად.

ანსხვავებენ კვების ორ ტიპს: მიწიერსა და კოსმიურს. მიწიერი კვება ხორციელდება საჭმლის მომნელებელი სისტემის გზით, ხოლო კოსმიური – აღქმის ორგანოებით: (თვალი, ცხვირი, ყური, შეგრძნებები).

საკვების ცალკეული ნაწილაკი, შეიცავს ფიზიკურ, ემოციურ არსთან ერთად სიცოცხლეს. ასიმილაციის გზით ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიის ჩანერგვამდე უნდა  მოხდეს  მისი გადალახვა და დამორჩილება, ამისთვის საჭიროა გარკვეული რაოდენობის ენერგია და დრო. მინერალური, ცხოველური და მცენარეული საკვების გადამუშავება-ათვისებას, მათი განსხვავებების მიხედვით, სჭირდება შესაბამისი  რაოდენობის ენერგია და დრო. ადამიანი და ცხოველები მცენარეებით კვებისას ითვისებენ მიწის ქიმიურ კომპონენტებს. ადამიანის მიერ ადვილად აითვისება მინერალური საკვები, მასთან შედარებით ძნელად აითვისება მცირე ინდივიდუალობის მქონე მაღალორგანიზებული მცენარეებისაგან მიღებული საკვები, კიდევ უფრო ძნელად – მაღალორგანიზებული ცხოველური საკვები. საკვები რომელიც მიღებულია ცხოველისაგან, შედგება ინდივიდუალური „სხეულის სურვილის“ ნაწილაკებისაგან, ამის გამო იგი გაცილებით ინდივიდუალიზებულია, ვიდრე მცენარეული საკვები. ცხოველურ საკვებში არსებობს უჯრედის ინდივიდუალური სამშვინველი, რომელიც გამსჭვალულია ცხოველის ვნებებითა და სურვილებით, ამიტომ მისი გადალახვისა და დამორჩილებისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგია და დრო, რათა მოხდეს მისი ათვისება.

საჭმლის მონელების თავისებურება-განსხვავებულობა ინდივიდის მახასიათებელია, სუბიექტურია. გრძნობის ორგანოები, ასტიმულირებენ საკვებზე მოთხოვნილებას. ბუნებრივი მოთხოვნილებებით ორგანიზმმა უნდა მიიღოს ის ნივთიერებები, რომელიც ორგანიზმს შეუძლია შეითვისოს და მოახდინოს ასიმილირება აბსოლიტური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

საქართველოში უკანასკნელ ათწლეულში მართმადიდებლური ეკლესიის გავლენით ადამიანმა განიცადა წარმოუდგენლად დიდი ევოლუცია, რომელიც გამოიხატა მორწმუნე ინდივიდების გონებრივი უნარის განვითარებაში. გონებრივი უნარის განვითარებამ გააფართოვა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სწორი წარმოდგენები. ადამიანებმა თავისუფალი ნების განვითარების შესაბამისად გააკეთა სწორი არჩევანი. ისწავლა რა უნდა ჭამოს და დალიოს. ეკლესიურმა ცხოვრებამ განაპირობა (მარხვით) კვების სწორი სისტემა. ეს ითქმის კვების სწორ (ბუნებრივ, ტრადიციულ) სისტემაზე და არა იდეალური საკვების გამოყენებაზე, რაც საუბედუროდ ხელმისაწვდომი არ არის ფართო ფენებისათვის.

უმთავრესად ყნოსვისა და მხედველობის ორგანოების მეშვეობით საკვების გადამუშავების სასიგნალო სისტემა ადამიანში აღძრავს განწყობას. გარდა ამისა ორგანიზმს აქვს საკვების თვითშერჩევის უნარიც. ამ გზით ხშირ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს სწორ არჩევანს. ეს ხდება, მაშინ თუ ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ხდება ჯანმრთელობისათვის საღი საკვები პროდუქტები. გრძნობის ორგანოები ვერ ანსხვავებენ ნატურალურ და სინთეზური დანამატებით შექმნილ პროდუქტს. იგი იძულებულია საკვებად გამოიყენოს ჯანმრთელობისათვის უვარგისი პროდუქტი. ასეთი პროდუქტები ადამიანში იწვევს სასიცოცხლო ძალების დისჰარმონიას, რაც ვლინდება ტკივილსა და ავადმყოფობაში. საკვებისაგან მიღებული დისჰარმონიის მოსახსნელად ადამიანი შვებას პოულობს წამალში. ტკივილის მოსახსნელი პრეპარატები კლავს ორგანიზმის სასიგნალო რეფლექსებს, ასუსტებს გრძნობისუნარიანობას დისჰარმონიის დასაძლევად და სპობს ინდივიდის უმაღლეს შემოქმედების უნარს. ყველა დაავადება გამოწვეულია საკვებითა და კვებით.

ნარკოტიკები, ჭარბი ალკოჰოლი და მატონიზირებელი სასმელები, ქიმიური ნივთიერებებით გაზავებული საკვები, სასუქებითა და პესტიციდებით მოყვანილი ხილი და ბოსტნეული, ემულატორებით, საღებავი ნივთიერებებით, არომატიზატორებითა და სხვა სინთეზური დანამატებით წარმოებული საკვები პროდუქტები შეუთავსებელია ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრების წესთან. ამრიგად, ადამიანურ ცივილიზაციას თუ გადმოვხედავთ კოსმიური პერსპექტივიდან აღმოჩნდება, რომ მიწიერი ადამიანის მხოლოდ მცირე პროცენტი ინარჩუნებს აბსოლუტურ ჯანმრთელობას.

ურწმუნოების შედეგად თანამედროვე დასავლეთ ცივილიზაციას მოაკლდა გონიერება. იქ კულტურა წარმოდგენილია წვრილმანი ინტერესების ბატონობის, პრაქტიციზმისა და რაციონალიზმის სამყაროდ, ადამიანის ცხოვრებაში ჭარბობს სამყაროსადმი უტილიტარული, მომხმარებლური დამოკიდებულება. ადამიანთა ცხოვრებაში კულტივირებული კონკურენცია ურთიერთობის ღრმა ეგოისტური გამოვლინების ფორმაა.

      დედამიწაზე კაცთმოსახლეობის აბსოლუტური ჯანმრთელობის მისაღწევად აუცილებელია დაიძლიოს ეგოიზმი.

   ბუნებასთან დამოკიდებულებაში (ნატურა-კულტურა) აუცილებელია სიბრძნე და კეთილგონიერება. ყველაფერი ყველაფერთანაა დაკავშირებილი და იგი ღმერთშია. ადამიანი-ბუნების ნაწილი, წინააღმდეგობაში კი არ უნდა იყოს ბუნებასთან, არამედ ჰარმონიაში (“წინააღმდეგობის სული ბოროტი სულია”). ადრეულ ეპოქაში კულტურის ცნებაში მოიაზრებდნენ სამეურნეო საქმიანობის უმთავრეს ფორმას, რომელსაც აგრიკულტურას (Agriculrura ლათინურად- მიწათმოქმედება) უწოდებენ. ადრეულ ეპოქაში მიწის მუშაკი კეთილგონიერი იყო, იგი მიწას კი არ ებრძოდა, არამედ შესთხოვდა ისე, როგორც ღმერთს: “პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს…” ქართველი გლეხკაცი პურის თესვისას იღებდა მუჭა მარცვალს, მოაბნევდა მიწას და იტყოდა: “ეს თქვენ ჭია_ღუანო, ეს თქვენ ფრინველნო, ეს კი_მენა.” ამით პატივს მიაგებდა ყოველ სიცოცხლეს- ცოცხალ მიწას, ცის ფრინველთ და საკუთარ თავს.

   დღეს, ევროპაშიც კი, დიდი სიფრთხილით განიხილავენ მიწასთან ადამიანის დამოკიდებულების საკითხს. ფიქრობენ უარი თქვან ინდუსტრიულ მიწათმოქმედებაზე, თუმც საერთოდ ევროპაში  და კონკრეტულად ჰოლანდიაში წახალისებულია ინტენსიური სოფლის მეურნეობის დარგები. ზოგიერთ ქვეყანაში (შვეცია)  ალტერნატიული მიწათმოქმედების ფორმების დანერგვას სტრატეგიული მიმართულება მიეცა და ასეთი ფერმებიდან მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანა კანონით აიკრძალა.

   ქართული ტრადიციული მიწათმოქმედების პრინციპებს შეეთანადება გასული საუკუნის ოციან წლებში გერმანიაში ნააზრევ ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის პრინციპებს.

   ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის უმთავრესი ამოცანაა ადამიანს მიაწოდოს  ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი საკვები. აქ საკვებთან დამოკიდებულებაში შეგნებულად არ ვხმარობთ სიტყვას “ხარისხი”, ვინაიდან ბიოდინამიკური ხარისხი განსხვავებულია ტრადიციულისაგან. მატერიალური გაგებით ნივთიერებათა ცვლის შედეგად ადამიანი თავის სხეულს აგებს იმ ნივთიერებებიდან რასაც ჭამს. წმინდა მატერიალისტურ გაგებას შეესატყვისება ლუდვიგ ფოიერბახის ცნობილი გამოთქმა: ”ადამიანი ის არის რასაც ჭამს”. ბიოდინამიკა ადამიანს განიხილავს როგორც მშვინვიერ-სულიერ არსებას. აქ პირველადია აზროვნება, მგრძნობელობა, ნებელობა და არა სხეული და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური პროცესები. ამიტომ საკვები ხარისხისათვის მნიშვნელოვანია არა ნივთიერებები, არამედ ენერგიის ის მუხტი, რომელსაც იგი თავისთავში შეიცავს და აუცილებელია სულიერი შემოქმედებითი აქტივობისათვის. მხედველობაში მიიღება არა “კალორიები”, არამედ ის სპეციფიკური სახე ენერგიისა, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებისათვის და რაც ქმნის მათ სიცოცხლეს. მკვდარი ნივთიერება რომ გაცოცხლდეს, იგი უნდა ამაღლდეს ენერგეტიკულ უფრო მაღალ საფეხურამდე, ეს გარდაქმნა ხდება მხოლოდ მცენარის ორგანიზმში. მცენარიდან იწყება სიცოცხლის ჯაჭვი, გრძელდება ცხოველებითა და ადამიანით.

    ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის მეთოდები მიმართულია იქითკენ, რომ მივიღოთ სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული პროდუქტები.

    “ცოცხალი არსება უნდა იკვებებოდეს მხოლოდ ცოცხალი საკვებით”, ეს არის ბიოდინამიკური მიწათმოქმედების მთავარი პრინციპი. ამის მიხედვით, ადამიანი კვებავს მიწას. მიწა-მცენარეს, მცენარე-ცხოველს, ხოლო მცენარე და ცხოველი ადამიანს. აქ მიწა განხილულია, როგორც სიცოცხლის მატარებელი. შესაბამისად, მიწის საკვებად გამოყენებულია ნაკელი, კომპოსტი, ნეშომპალა და მწვანე სასუქი, ამიტომ მასში მცხოვრები მიკროორგანიზმები, წვიმის ჭიაყელები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები აცოცხლებენ მიწას. ოციან წლებში დასავლეთ ევროპაში მინერალური სასუქების გამოყენებამ დაარღვია სასიცოცხლო ძალების წრებრუნვა, რამაც შექმნა სასიგნალო ასიგნაციები: გაუარესდა მარცვლის და შესაბამისად პურის ხარისხი, შეიქმნა ცხოველთა დაავადების პრობლემები. თანდათან შეამჩნიეს, რომ იცვლებოდა თვით ადამიანი. ეს ხდებოდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. დღეს, მკვდარმა, ნახევრად სინთეზურმა საკვების მოხმარებამ ადამიანს მოუტანა მწუხარება. განუკურნებელი დაავადებების გავრცელებასთან ერთად კულტურულ დონეზე მივიღეთ საშინელი შედეგები – ქვეითდება აზროვნება, შეირყა მორალური და ზნეობრივი საფუძველი, იზრდება უნებისყოფობა, დეპრესია, სუიციდის შემთხვევები. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, სადაც განვითარებულია ბიოდინამიკური მიწათმოქმედება (ავსტრალია, ახალი ზერლანდია) არ არის დანაშაული.

   დასასრულს, ადამიანის სრულფასოვანი სიცოცხლისთვის აუცილებელია ბიოდინამიკური ხარისხი, რომელიც საკვებ პროდუქტებში უზრუნველყოფს სასიცოცხლო ენერგიის შენახვა-გაძლიერებას.

დემურ ბახტაძე

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

3 Responses to “• საღი გონება ჯანმრთელ სხეულში”

  1. marine said

    თეორიული მოწოდების მაგივრად სჯობს ფლობდეთ და აქვეყნებდნენ იმ მონაცემებს, რომელიც მიწათმოქმედების დარგში, ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდიდან ( ძვ.წ. 7–6 ათასწლულიდან) ა ბრინჯაოს ხანის – ძვ.წ. 3–2 ათასწლულში დანერგილი იყო საქართველოს ტერიტორიაზეანუ არსებობდა მთისა და ბარის მიწათმოქმედების სისტემა, რომლის შედეგად ხორბალი მოჰყავდათ ყველგან, რადგასნ ქართველების წინაპრებმა გამოიყვასნერს ხიორბლის ყინვაგამძლე და გვალაგამძლე ჯიშები.. მსოფლიოში ცნობილი 14 აბორიგენული ხორბლის ჯიშიდან 5 საქა.რთველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. .მიწათმოქმედების გამოცდილება გატანილი იქნა ხმელტაშუაზღვისპირეთში. მათ შორის საბერძბნეთში, ეს–პანეთში. დაინტერედსთით ქართ^ველი მეცნიერების ინფორმაციით და ნუ ეძებთ უცხოეთში

  2. TEKO said

    Marine, tqven ashkarad meti intormacia gaqvt am temaze, gtxovt gagvagebinot iqneb,zalian mainteresebs da es teoriuli statiac saintereso iyo;

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: