IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• სტუმრად სტალინთან

 

 

ნიკო ბერძენიშვილი: სტუმრად სტალინთან

 

ჩვენი ისტორიოგრაფიის კორიფეები – ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია, 1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, შემოდგომაზე, იოსებ სტალინმა დაიბარა თავისთან, აგარაკზე…

 რა, როგორ იყო, რატომ, რისთვის, რა შედეგი და ა. შ. – თავად ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერებიდან შეიტყობთ.

ძალზე საინტერესო მასალაა, რადგან კარგად ჩანს სტალინის აზროვნების სისტემა და მისი ხასიათი  (ამას ვუმადლით ნ. ბერძენიშვილის ჩანაწერებს). ბევრი ახალი აღმოჩენა შეიძლება გააკეთოთ, თუ რა აზრის იყო სტალინი, მაგალითად:

– საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე და პიროვნებებზე;სიმონ ჯანაშია
– ორჯონიკიძის მიერ საქ. საზღვრის შეცვლაზე;
– ტაო-კლარჯეთზე;
– ახალგაზრდებზე;
– ისტორიულ მეცნიერებებზე;
– სომხების დამოკიდებულებაზე ისტორიისადმი;
– ებრაელების როლზე ომში;
– გერმანელებზე, ამერიკელებზე, ინგლისელებზე, იტალიელებზე;
– თურქეთზე და აზერბაიჯანზე
და მრავალი სხვა დეტალი.

 

 ამ მასალით ცოტა უფრო სხვანაირი სტალინი წარმოდგება თქვენს წინაშე, ვიდრე ამას გვაჩვევდნენ ხრუშჩოვიდან მოყოლებული, პერესტროიკის გავლით ვიდრე დღემდე.

 ეს მასალა შეკრიბა აწ განსვენებულმა ცნობილმა ისტორიკოსმა, პროფესორმა ედიშერ ხოშტარია-ბროსემ. ბატონმა ედიშერმა აღნიშნული მასალა ჯერ 1998 წელს გამოაქვეყნა, 2003 წელს კი გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკამ” გადმობეჭდა. 

 

 *** 

#186

ეს შეხვედრა მოეწყო შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭის მახლობლად, მაცესტაში, 1945 წლის ოქტომბერში. ქართველ დელეგაციაში შედიოდნენ: რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელი კანდიდ ჩარკვიანი, მკურნალი ექიმი, პროფესორი მიხეილ წინამძღვრიშვილი, ისტორიკოსები – სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიძვილი.

ამ საინტერესო სამდღიანი (20-23 ოქტომბერი) შეხვედრის აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილისეული დღიურები და შთამბეჭდილებები ამჟამად დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის #1676 ფონდში. მისი პირველი პუბლიკაცია აკადემიკოს ედიშერ ხოშტარია-ბროსეს ეკუთნის ჟურნალ “ცისკრის” 1998 წლის პირველ ნომერში.

დურმიშხან ცინცაძე

მკითხველს ვთავაზობთ ნიკო ბერძენიშვილის მოგონებას ბატონ ე.ხოშტარია-ბროსეს ხსენებული პუბლიკაციის მიხედვით (მცირედი შემოკლებით).

 

***

ეს იყო 1945 წლის ოქტიმბერში. დიდომგადახდილი და გამარჯვებული ამხანაგი სტალინი ზღვის პირას ისვენებდა. ჩვენი წიგნი `საქართველოს ისტორია~ წაეკითხა ამხანაგ სტალინს და ავტორებთან შეხვედრა საჭიროდ დაენახა.

 

14 ოქტომბერს ამხ. კ.ჩარკვიანმა აწ განსვენებული აკად. ს.ჯანაშია და მე თავისთან გვიხმო. ამხ. სტალინმა სთქვაო, – `თუ ავტორები გაიზიარებენ, საქართველოს ისტორიის შესახებ რამოდენიმე შენიშვნა მაქვსო~, – თავისთან მიგიპატიჟებთ, თუ სურვილი გაქვთო.

 

 19 ოქტომბერს გავემგზავრეთ და ოცში უკვე ამხანაგ სტალინის სტუმრები ვიყავით.

ჩვენი სტუმრობა 3 დღეს გრძელსებოდა. 23 ოქტომბერს უკან წამოვედით და ვიტყვი სხვების სახელითაც, გვწყინდა, რომ ასეთ მაპინძელს ვეთხოვებოდით.

 დატვირთული მოვდიოდით ამხ. სტალინის საჩუქრებით – სახელმძღვანელო აზრებით საქართველოს ისტორიაზრ, ქართულ კულტურაზე, ლიტერატურაზე, სალიტერატურო ენაზე, ქართველი ერის განვითარების პერსპექტივაზე.

კერძოდ, ჩვენი საუბრის საგანი ამხ. სტალინთან იყო:

– ქართველთა წარმოშობისა და მათი მონათესაობის საკითხი ძველი აღმოსავლეთის კულტურულ ხალხებთან;

– საქართველოს ფეოდალური მონარქიის ხასიათის საკითხი, კერძოდ, საუბარი შეეხო, მახსოვს, დავიტ აღმაშენებელზე;

– საქართველოს გვიანფეოდალურ ხანაში, ანუ ქართველთა ბრძოლა დაბალი კულტურის ხალხთა (ოსმალურ-ყიზილბაშურ) გარემოცვასთან;

– ერეკლეს ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის და თავდადების როლი სახელმწიფოებრიობის დაცემაში

– ქართული საზოგადოებრიობის წარმოქმნა-ჩამოყალიბების საკითხი ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში.

 (1945) 19ჰ12 ნ.ბ

“სტალინი განუხრელად ქართველი პატრიოტი იყო”…. . .

 

 19.10. გამგზავრების დათქმული დღე. “ელეთ-მელეთები” მომდის. არავის ვუზიარებ, რომ აღარ მოეწყოს ჩვენი სტუმრობა, ხომ მკეხარობად ჩამომერთვევა. პირი გავითქვი: ქუთაისში ბარათაშვილის დღეს უნდა დავესწრო, მოდვავლინეს სიმონ და მე. . .

 19.10. სადგურზე, წინამძღვრიშვილი სტეტოსკოპით. . . ამხ. კანდიდიც მოვიდა. ექსპრესი თბილისი-სოჩა. ამხ. კანდიდის ტაქტიანი უბრალოება-გულითადობა ჩემს ღელვას ანელებს. . . მაიმედებს ამხ. კანდიდისეული დახასიათება: ჩვენი მასპინძლის “ეპიური უბრალოება”. . .

 დაკვირვებული, ნიჭიერი, საქმიანი კანდიდატი გვესაუბრება მეოთხე, სტალინის ხუთწლედით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ. სასიხარულო პერსპექტივა. . .

 20.10. წვიმიანი დილა. გაგრაში ეს ადგილები სამოთხეს რომ ჰგავს, ჯერ არ მინახავს. სადღაც აქ დაამარცხეს ჯიქებმა დადიანისა და გურიელის შეერთებული ლაშქარი. . . სასიამოვნო სანახაობას ანელებს მოღუშული დღე. ზღვა დაღვრემილია, თუმცა არ შფოთავს. გავიარეთ ბზიფი, კოლმეურნეობა “განთიადი” (პილენკორო). . . შფოთვა სულუფრო და უფრო შემიდგა: საცაა მივალთ. ზოგჯერ არა მჯერა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი დროის უდიდეს ადამიან ვნახავ. . . ადლერი, ხოსტა, მაცესტა, გვირაბი. . . ამხ. კანდიდი ვერ გვანუგეშებს: “ვფიქრობ, დღესვე მიგვიღებს ამხ. სტალინი”. ჩვენ გვერჩვივნა გადაგვედო ხვალისათვის. . . განაჩენგამოტანილივით ვარ გაბრუებული. ჩემი ჩემოდენა სასირცხო მეჩვენება: იქ წიგნები აწყვია. წამოვიღე რომ ამხ. სტალინთან საუბარში გამომადგებოდა.. . სვიმონს, ჩვეულებრივ დინჯს, ვუყურებ. ამასაც ღელვა ეტყობა და მე რაღა მომივა. ..

 სოჩა – სადგური. კოკისპირული წვიმა. გენერალ-ლეიტენანტი ვლასიკი და სხვები გავიცანით. ავტობუსში ჩავსხედით. მცირე ხნის შემდეგ მაცესტაში ვიყავით – “დაჩა #1”. ალაყაფი. პროფ. მიხეილ წინამძღვრიშვილი უკან ჩამორჩენაში მეჯიბრება. კოხტა, ორსართულიანი სახლის წინ გავჩერდით, ვესიბიულში შევდივართ. ჩემზე წინ შესულები პალტოებს იხდიან, ვიღაცას ხელს ართმევენ.. . სტალინი. ამხ. კანდიდმა ჩვენი თავი გააცნო. წინამძღვრიშვილს გაუღიმა. ხელი ჩამოგვართვა და ვლასიკას მიუბრუნდა: “Две комнаты наверху, две внизу. Разместите.” (სტალინი მოღლილი მეჩვენა. მეწყინა. . .) ამხ. ჩარკვიანი და წინამძღვრიშვილი ზევით მოეწყვნენ, მე და სიმონყ – ქვევით. უნდა დავისვენოთ.

 სულ მცირე ხანი გავიდა და ამხ. კ.ჩარკვიანი შემოვიდა: ამხ. სტალინი გვთხოვდა. . .

 როცა (ქვემოთ სართულში) მივედით, ამხ. სტალინი წინამძღვრიშვილს ესაუბრებოდა, ფეხზე იდგა. “სადიტეს’, ია პრივიკ სტაიაც’”. დავჯექით. დგას, ყალიონს აბოლებს, იღიმება – “А Вы Мачавариани помните?” – ეკითხება წინამძღვრიშვილს. “ნეტ.” “ჰმ. . . არ გახსოვთ”. . .

“Я вот имел несколько замечаний к вашей истории, точнее, два основных замечания”.

 

 ჩვენი წიგნი წინ უდევს, გადაშლის. არ აკმაყოფილებს დასაწყისი თავი. მეტ გაბედულებას და გარკვეულობას სცნობს საჭიროდ ქართველთა მონათესავეობა-წარმოშობილობა-იგივეობის შესახებ წინა აზიის უძველეს კულტურულ ხალხებთან: სუმერ-სუბარხეთა-ურარტუსთან. კართაგენი (“კართაშენი”) არ მიაჩნია ებრაელთა მონათესავეებად.. . ასევე ლიბიელები, ბასკები, ეტრუსკები.. . “ბერძნები გვიან მოვიდნენ. ეგვიპტელები მათ ავარებს, რაზბოინიკებს უწოდებდნენ.. . ყველაფერი ეს შესასწავლია.. . მეტი გაბედულობაა საჭირო. აღმოსავლეთის ისტორიის შესასწავლად თქვენ უკეთესი პირობები გაქვთ, ვიდრე დასავლეთ ევროპელთ. კავკასიური ენები, ეთნოგრაფია. . . ზედმეტი პიეტეტი გჭირთ ევროპელთა მოსაზრებების მიმართ. . . (საბუთიანი გაბედულება მეცნიერებაში, დაურიდებლობა გაბატონებული აზრების დარღვევაში). სომხები გვიან მოვიდნენ, ალბათ მეჯოგეები, – ურარტუ დაიჭირეს, მოსახლეობა გამოაძევეს ან მათვე შეერივნენ”. . .

მარის თეორია ენის სტადიალობის შესახებ არა სწამს. ენის საკითხი ხალხთა მონათესავეობის გასარკვევად-დასადგენად უმთავრეს საკითხად მიაჩნია. . . ენის სტრუქტურა უაღრესად ინდივიდუალური და მყარ მოვლენად წარმოუდგენია. იტაცებს ქართულის განსხვავებულობა, კითხულობს ქართულისა და მთიანეთის იმიერკავკასიის ხალხთა ენების ურთიერთ დამოკიდებულების შესახებ. . .

 

ენის ფორმირებულობა ათასეულ წელთა შრომის ნაყოფად წარმოუდგენია (“Формирование языка – это результат тысячелетней работы”. იგონებს იმის შესახებ, მარმა რომ მას ორი წერილი მისწერა გრძელი პერიოდებით და აწეული სტილით. . . არ მიპასუხნიაო. სცნობს მაინც, რომ მარს ბევრი რამ საყურადღებოც აქვს.

 

პავლოვი სწამს, ორბელის ფიზიოლოგობას ეჭვის თვალით უყურებს. მეორე ორბელი, “სიძველეებს რომ აზის” (“Над архитектурными памятниками что сидит”), კიდევ უფრო არა სწამს. ..

 

ბებრუცუნა კომაროვი ორბელს გვჩრიდაო აკადემიის პრეზიდენტათო (კომაროვი “выступить словом не может, докладывать может”…). . . ძველი აკადემიკოსები არც ისე შეუვალ წმინდანებად წარმოუდგენია.

ჩვენი ისტორიის მეორე საკითხი ესაა მისი ბოლო. ჩანს ტექსტი ისეთ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს მკითხველზე, ჩვენ რომ გვინდა. საჭიროდ მიაჩნია, ბოლოში ითქვას საქართველოს არჩევანის შესახებ, რომ საქართველოს ფეოდალურმა დაშლილობამ და რთულმა საგარეო პირობებმა ბოლო მოუღეს, რომ ოსმალეთი და ირანი ყოვლად მიუღებელი იყვნენ: ერანის ხელქვეშ საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა, ოსმალეთის ხელქვეშ – ტურეჩინა – (ფეოდალური ურთიერთობის ყველაზე ბარბაროსული ფორმა. . .), რომ რუსეთი (არჩევანი), მართალია ბოროტება იყო, მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში – უმცირესი. არაფერი გვეთქმის, სავსებით სწორი შენიშვნაა (“То было зло, но в тех исторических условиях то было наименьшее зло”). სწორად მიმაჩნია ჩემი ფორმულა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო და რომ ის კვლავ დაუბრუნდა ევროპული განვითარების გზას. . .

(მაშასადამე, მე დამჭირდება მთელი აბზაცი ბოლო სპარსეთ-ოსმალეთის უკულტურობისა, საქართველოს ევროპულობისა და რუსეთთან მისი დაკავშირების პროგრესულობის შესახებ.).

წიგნს ფურცლავს. . .”ერეკლე კარგი კაცი იყო, საქართველოს გაერთიანებისათვის იბრძოდა. . .” წინამძღვრიშვილი გათამამდა (საუბარში მონაწილეობა თუ სურდა მიეღო.): ”А мне кажется, что тут Ираклий недостаточно выпукло показан”. რა გაეწყობა: მკითხველის შეუვალი უფლებაა. ამხ. სტალინი არ დაეთანხმა: “Нет, я думаю, что он достаточно выпукло показан”. წინამძღვრიშვილი მიდუმდა. . .

 

სააკაძე სწამს, თუმცა მის შეცდომებს კარგად ჰხედავს (ანტონოვსკაიას რომანი მოსწონს).

ორი-სამიოდე გრამატიკული ხასიათის შეცდომა აღნიშნა. კახური კილოს გავლენაც აღნიშნა: ”კიდევ” ნაცვლად ‘კი”-სა. ტერმინი “ჭიდილიც” მიუღებლად მიაჩნია მე-14-ე საუკუნისათვის. . . რუკების ფერებში მიცემას სცნობს საჭიროდ: სათავრობის საზღვრებს. . .

 

დავით აღმაშენებელი მოსწონს. . .

სადილზე მიგვიწვია. მსახური ქალი სუფრას შლის. . . ამხ. სტალინი დადის. . . გორის სასულიერო სასწავლებელს და სემინარიას იგონებს. წინამძღვრიშვილიც ცდილობს მოიგონოს რამე წარსულიდან. . . ფერაძე, მახათაძე, აბაშიძე, ქელბაქიანი, ქოქიაშვილი. . . (შემთხვევები: “ფერაძე-გლახაკი, მახათაძე-დამცველი, სინდისიერი, აბაშიძე-ჟანდარმი. სემინარიელებმა შეხვედრა რომ მოუწყეს “შედლუხით”. . .) ილურიძე-საინტერესო ტიპი. კეთილი, პროგრესული, ოდნავ ახირებული: “რუკები მოგვცა დასახატავად. კარგად დავხატე. აიღო ჩემი ნახელავი. აქებს, ცამდე აყავს. თან თვალს მადევნებს. მე თავი გამოვიდე. . . გაათავა. დამიძახა: ”это я тебя хвалил несчастный” და ერთი დამიწერა: ჩანს ჩემი თავგამოდება არ მოეწონა”.

იგონებს სხვადასხვა შემთხვევებს, ეპიზოდებს. წინამძღვრიშვილიც გაიხსენებს ქოქიაშვილის (ქიზიყელი, ყოვლად უნიჭო, მშრომელი) თავგადასავლებს. “წიგნს თავში იცემდა, რომ შინაარსი დახსომებოდა. (გამოცდების წინ ღვთისმშობელს შეევედრა: თუ ხვალ დამეხმარები და გამოცდას ჩამაბარებინებ, კელაპტარს დაგინთებო. ჩაიჭრა, მოვიდა და ღვთისმშობელს უთხრა, კვლაპტარს კი არა ჩემ. . . დაგინთებო”.

სტალინი გაიხსენებს შემთხვევას ერთი სემინარიელის კეთილშობილი საქციელის შესახებ. მას აკრძალული წიგნი (ლეტურნო) დაუჭირეს. წიგნი სტალინის იყო. ის ყმაწვილი არ გატყდა. სტალინმა ურჩია გატეხილიყო. არა ქნა. “ის ლოტი ერთი ვინმე იყო. არავის სჯეროდა, რომ წიგნი მისი იყო, მაგრამ რას იზამდნენ, არა ტყდებოდა. გარიცხეს, მაგრამ უფლება დაუტოვეს გამოცდების ჩაბარებისა მაისში”. მადლობა უთხრა სტალინს – “წავალ, ჩემს ნებაზე ვიქეიფებ მაისამდეო. . .”

 

სადილი გააწყვეს. . . ხუთნი ვართ. სტალინმა თეფშებს ხუფები ახადა, ღვინოებსაც გადახედა. კონიაკი დაისხა. შემოგვთავაზა. მიგვიწვია. დაჯდა და სადილს შეუდგა. ჩვენც ასევე მოვიქეცით.

7 ნ.ს.ვლასიკი, 1919 წლიდან სტალინის დაცვის მეთაური. 1952 წ. დააპატიმრეს.

 

  

#187

გვმასპინძლობს ამხ. სტალინი, გვთავაზობს, თამადობს, ოხუნჯობს მოკლედ (გაჭიანურებული არა უყვარს რა). შიგადაშიგ საქმიანი საუბარიც ჩამოვარდება კანდიდსა და ამხ. სტალინს შორის. ბასრივით ჰკვეთს (ყოველი აზრის დოკუმენტირებულება აუცილებელი მოთხოვნილებაა. “я думаю”-ს საბუთი უსარგებლო ლაყაბის სინონიმია. . .”) ამხ. კანდიდი საქმიანად, ტაქტიანად, საბუთებით და მტკიცედ უდგას. ამხ. სტალინს მოსწონს ის. . . საქმიდან უმალ თამადობაზე გადადის. სადღეგრძელოს გვიშენს – (სადღეგრძელოები სუფრაზე მსხდომთ არ სცილდება). სადილი გავათავეთ, დასასვენებლად წავედით. რა დამასვენებს. სიხარულის მღელვარებამ ისე მომიცვა, რომ მხრებში ფრთებსა ვგრძნობ. არც სიმონს აქვს დასვენების ხალისი. ვსაუბრობთ შთაბეჭდილებებზე. . .

8 საათზე ისევ ამხ. სტალინთან ვიყავით. ჩაი გაეწყოთ; ჩვენი ისტორიის გარშემო საუბარი გრძელდება. საკითხი ისევ უძველეს ნაწილს შეეხება: გაოცებს, როდის იკითხა ეს ლიტერატურა აღმოსავლეთის ისტორიიდან. . . სახელმძღვანელო მითითებებს იძლევა. . . რუკების საკითხს კვლავ ეხება (სიმონის თხოვნით): – საჭიროთ მიაჩნია, კრიტიკული მიმოხილვა ჩაერთოს (პეტიტით), საქმიანი კრიტიკით ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ინდოევროპეისტულად გამშუქებელთა თეორიებისა (კითხულობს, თუ სადაა ჰროზნი, არ მოსწონს ლემან ჰაუპტი). . .

ჩაის მოვრჩით. კანდიდი თავის ოთახში გავიდა (რაღაც სურდა მოეტანა). სიმონმა ისტორიის რუსული თარგმანი მიართვა ამხ. სტალინს. Mმან ეს საქციელი ისე გაიგო, თითქოს მისი შენიშვნები ჩვენ მისაღებად არ მიგვაჩნდეს. ღიმილით იკითხა. სიმონმა შესაფერად უპასუხა. ამხ. სტალინმა მაშინ სთქვა: “Что у вас хорошая книга выйдет”. ჩვენთვის ამაზე უფრო მაღალი შეფასება წარმოუდგენელია. ჩვენი სიხარულიც გასაგებია. ჯერ კიდევ ჩაის დროს ამხ. სტალინმა შენიშნა, რომ წიგნის აპრობირების შესახებ იქ არაფერია. ეს არ მოეწონა. მოითხოვა, რომ ეს წიგნი აპრობირებული იყოს სახ. კომისართა საბჭოს მიერ. (განსახკომის აპრობაცია არასაკმაოდ მიიჩნია და დასძინა: “Ведь по этой книге должны будут рაвняться истории Украины Белоруссии и других республик”). ამხ. სტალინის განცხადებით, დღესდღეობით, რა თქმა უნდა, არავითარი საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორია არ არსებობს.

23.10. 3 საათია. ამხ. სტალინთან გამოსამშვიდობებლად მივდივართ.

(დანარჩენს თბილისში ჩასვლისას დავწერ).

(სსრკ ხალხთა ისტორია შემუშავდება მას შემდეგ, რაც თითოეული რესპუბლიკის ისტორია შემუშავებული იქნება. სიმონის შენიშვნაზე, რომ “საბჭოთა კავშირის ისტორიის” მუშაკნი (ავტორები, პროფესორები-ლექტორები) ამ ისტორიაში ახალ შინაარსს არა სდებენ, არამედ რუსეთის ისტორიას ჰგულისხმობენ და რომ, მათი აზრით, გამოდის, მხოლოდ სახელი შეიცვალა, – სტალინმა დაურთო: “Да, история России без Украины и Белоруссии”. ხოლო სახელის შეცვლის შესახებ ღიმილით და არცთუ უირონიოდ შენიშნა: “Да, перемена этого названия нам стоило двух революций, но ведь революции происходят не из-за названий”. (აზრი ეს იყო, შეიძლება, სიტყვასიტყვით არ იყოს გადმოცემა).

ლაპარაკი იყო ურარტუს სომხურ თეორიაზე. სტალინის აზრი ნათელია: სომეხთ მოსვლამდე იქ მაღალი კულტურის ხალხი ცხოვრობდა, მომთაბარე სომხები მოვიდნენ. სომხურ თეორიას საფუძველი არა აქვს. სომხები ინდოევროპული ენის ხალხია ლყბლყ. იშქ-სუფიქსალური წარმოება –მიყვარს, გიყვარს (სტალინის მაგალითებია) “смешанные с грузинами”. ამხ. სტალინის “გრუზინი” უფრო ფართე ცნების შემცვლელია, ვიდრე ჩვენ გვესმის, უფრო ფართე, ვიდრე ქართ-ზან-სვანური. ამხ. სტალინ გრძნობს საჭიროებას ამ ტერმინის გაფართოებისას (ისტორია მეცნიერებაა, ჭეშმარიტებაა, ის საფუძვლიანი სილოგიზმია, რეალური და არა ფორმალური და ამდენადვე ის თანამედროვეობასთან სრულ თანხმობაშია. მეცნიერს უნდა ჰქონდეს უნარი ამ თანხმობის აღმოჩენისა. . .).

ჭეშმარიტებაა – ტერმინი “ქართველი” უნდა გაფართოვდეს. ეს აუცილებელია, როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, ისე ადრინდელი საქართველოს პოლიტიკის თვალსაზრისით. . . (ჰკითხავდა სიმონს: შეიძლება –ხეტსკო-გრუზინსკაია გრუპპა ნაროდოვ.

სიმონი შეყოყმანდა: გრუზინსკაია – ერთობ გაბედული ეჩვენა. “боитесь“, – ჩაიღიმა სტალინმა. . .

ერთხელ სთქვა (არ მაგონდება, რას მოაბა) “Ведь Грузия самостоятельна экономически и культурно” – სახელმძღვანელო გამოთქმაა.

აინტერესებს ტფილისის მოსახლეობის შედგენილობა, ქართული მოსახლეობის მოძრაობა ტფილისში.. . როცა ამხ. ჩარკვიანმა უთხრა, რომ ქართველები მეტნი არიან, ვიდრე სხვა რომელიმე ერის მცხოვრებნი, მან შენიშნა: “а всё-таки, грузины не имеют абсолютного большинства..” აინტერესებს ქართველთა ჩამოსახლების საქმე ახალციხის მხარეში, ქლუხორის, იალბუზის, ახალი ხევის რაიონებში.

აინტერესებს, შრომობენ თუ არა აჭარლები, ქობულეთელები, მათი ქალები. . . აღნიშნავს, რომ აფხაზები უსაქმოები არიან. . .

იწონებს ჩვენი მთავრობის ღონისძიებებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სკოლებში (გაქართულებას).

ქებით იგონებს ჩრდილო ოსების ყოფაქცევას ამ ომის დროს, აღნიშნავს აღმაშფოთებულ ქცევას ჩაჩან-ინგუშებისას და მათ ღირსეულ დასჯას. . .

ოსმალეთის ემისრების მუშაობის შედეგი ყოფილა იმ უბედური ადიღელების თუ ჩაჩან-ინგუშეთის ასეთი ქცევა. . . ეხლა კი ოსმალეთი დაწვა და ორივე ფეხი აიშვირა. . . (აღნიშნავს სპარსეთ-ოსმალეთის უკულტურობას) როგორც ახლა, ისე მთელი გვიანფეოდალური ეპოქის სიგრძეზე (ამ გარემოებას მე უნდა ხაზი გავუსვა ისტორიაში).

აინტერესებს ჩვენი ენათმეცნიერება, ახლო აღმოსავლეთის შესწავლის საქმე (აქედან ჩვენ სახელმძღვანელო დასკვნები უნდა გავაკეთოთ). აინტერესებს ჩვენი უნივერსიტეტი, მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები (ასე გრძნობ: სურს გაიგონოს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი, არც ერთ პირველთაგანს არ ჩამოუვარდება. . .).

აინტერესებს ჩვენი მედიცინა (უკმაყოფილოა მოსკოველი ექიმებით: საძაგელ სერვილიზმს იჩენენ). აინტერესებს ქართული მეცნიერება საერთოდ, გვაქვს თუ არა მეცნიერების ყოველ დარგში შემუშავებული ტერმინოლოგია.. .

აინტერესებს ქართული ლიტერატურული ენა:

საჭიროდ და დროულად მიაჩნია ენის უნიფიკაცია, ილია, ვაჟა – საფუძველი უნდა იქნეს უნიფიცირებული ენისა (გმობს კოწიას რეფორმატორობას, მისი ალაგმვა საჭიროდ მიაჩნია. უწონებს კოწიას მუშაობის უნარს, მხატვრულ ალღოს).

საჭიროდ მიაჩნია გამოყენებითი გეოლოგია-მინერალოგია (თვალჭრელიძე), მაგრამ ასევე საჭიროდ მიაჩნია თეორიული გეოლოგიაც (ჯანელიძე).

სერვილიზმით დაავადებული ექიმების მსხვერპლი გახდა შჩერბაკოვი. მკვლელი ექიმების მსხვერპლი შეიქნა გორკი. . .

სძულს სტალინს ზოგადი ფრაზები, უსაბუთო მსჯელობა. . . “ეს სენი უმთავრესად კომუნისტებს სჭირთ: მსოფლიო მასშტაბით მსჯელობა უყვართ, დიალექტიკურ მატერიალიზმზე მსჯელობენ და საბუთიანს კი ორ სიტყვასაც ვერ იტყვიან, წიგნიერს ოქმსაც კი ვერ შეადგენენ. ორგანიზატორობის პრეტენზიებიც აქვთ. . . “იგონებს ბუხარინის პრეტენზიებს. “შარვალი ვერ აუწევია, მუდამ ჩავარდნილი ჰქონდა, არ მახსოვს, სხდომაზე ვყოფილიყოთ და ან კალოში ან პალტო, ან ქუდი სხვისი არ ჩაეცვას და ასეთი საწყალი ორგანიზატორობას იჩემებდა”. . .

საჭიროდ მიაჩნია ამხ. სტალინს ჩვენი ახალგაზრდობის სწავლის დაგეგმვა. “Мы же государственное хозяйство планируем, а хозяйство без людей разве бывает?”. არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ჩვენი ახალგაზრდები საექიმო ფაკულტეტს ეტანებიან, მაგრამ საჭიროდ მიაჩნია სხვა ფაკულტეტების გაძლიერება: იურიდიულის, ისტორიულის, საინჟინეროსი. “ჩემმა ქალმა აიჩემა, მინდა საინჟინროზე შევიდეო. მე კი დავატანე ძალა და საისტორიოზე შევიყვანე. ეს მეტად საჭირო დარგია. კარგ პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენ აქედან მივიღებთ”.

საჭიროა იურიდიული დარგის გაძლიერება. ჩვენ მრავალი იურისტი გვჭირდება. საქმიანი საბუთების წესისაერბ შედგენა, გამოთქმის სიზუსტე, ასე უგულებყოფილი რომაა, უნდა შემოვიდეს. . . (ჩვენი მხედრები ომს შეეჩვივნენ, ომის საქმე ისწავლეს, ხოლო დიპლომატიის კი არა იციან რა და ხშირად სახიფათო შეცდომებს უშვებენ. . .)

(ამხ. სტალინი ყოვლად უცხოა უხეში დაძალებისაგან კოლმეურნეების მიმართ. დაინტერესება, მატერიალური დაინტერესება აქ გადამწყვეტი ხასიათის მოვლენა უნდა იყოს).

არ მოსწონს ამხ. სტალინს სომეხთა ტრაბახი ისტორიაში (საერთოდაც აღნიშნავს, სომეხთა ამ მხარეს) და ხსნის ამ გარემოებას იმით, რომ ისტორიის მიერ სომხები განებივრებულნი არასოდეს ყოფილან, ავადმყოფური ისტორიზმი სჭირთ.

ოსმანეთის ჩამორჩენილობას აღნიშნავს, ადარებს საბჭოთა აზერბაიჯანს და უკანასკნელი სამჯერ უფრო მაღლა მდგომად მიაჩნია. . .

კაფტანოვის ავტორიტეტულობაზე ჩვენი უნივერსიტეტის შეფასების საქმეში ეღიმება. . . არც ვიღაც მადიარის ავტორიტეტულობის სწამს ბიოლოგიის თუ ქიმიის დარგში (სიმონმა რომ მოიტანა). . . საერთოდ, ავტორიტეტებს არ სწყალობს. . . მას, სულ სხვაგვარი საბუთები სჭირია. ეს საბუთიანობა თვითონვე ხშირად სახუმაროდ გამოაქვს.

22.10. 5 საათზე უსტალინოთ ვისაუზმეთ. კორიდორში გამოვიდა და შემთხვევით ამხ. სტალინს შევეყარე. ხელში გაზეთი მეჭირა. შემომხედა, გამიღიმა, მკითხა: ”რა ამბავია, ქვეყანაზე”. “მშვიდობა – მეთქი”, მოვახსენე მეც ღიმილით. “სჭამეთ რამე.” – “დიახ, გეახელით – მეთქი.” “არა მჯერა”, – მიპასუხა და დაურთო: “А где документ.” – გაიცინა და წავიდა.

აინტერესებს ამხ. სტალინს სიმღერა. მოსწონს განსაკუთრებით გურული სიმღერა. აღნიშნავს, რომ სიმონიშვილი გურული სიმღერის კარგი მცოდნეა, მაგრამ სწუხს, რომ სახალხო სიმღერა გურულებს კამერულ სიმღერად გადაუქცევიათ. . .

მოსწონს პაჭკორიას თაოსნობა გუნდის ორგანიზებაში.

აინტერესებს ამხ. სტალინს ქართული ეთნოგრაფია (სახვნელი იარაღის ისტორია). ისტორიული პრობლემების გადაწყვეტისას ეთნოგრაფიის დიდ მნიშვნელობას აღიარებს. . .

აინტერესებს ჩვენი არქეოლოგია. დიდად მოეწონა ნივთები. ყურადღებით ისმენს ბაგინეთის გათხრების შესახებ ცნობებს. . . საჭიროდ სცნობს არქეოლოგიური გათხრების კიდევ უფრო მეტ ინტენსივობას, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში. . .

(გაგრძელება იქნება).

7 განათლების სახალხო კომისარი.

 (с) გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”(с) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

#188

 ოსმალეთის საქართველო, ჩანს, ღრმად სტკივა. . . იშხანს ეძებს რუკაზე (სურათი ვაჩვენეთ). . . აქ სიტყვაძუნწობს. ე.თაყაიშვილის წიგნს – “არქეოლოგიიური ექსპედიცია თორთომის ხეობაში” – ათვალიერებს. . . “ეს ყველაფერი ეხლა განადგურებული იქნება”. . . ლაპარაკობს ლაზთა შესახებ. მათი ენის შესახებ ჰკითხულობს. აღნიშნავს მათ ზღვაოსნობას, გამრჯელობას. . . აღნიშნავს ქართულ მოსახლეობას სმირნის ახლო, სტამბოლის ახლო. ..

 ახასიათებს ქართველ ტომებს: ქიზიყელებს, ქართლელებს, განსაკუთრებით უყვარს გურულები. 1902 წლიდან იგონებს გურული მუშების გამბედაობას, 1905 წლიდან გურული გლეხების გულწრფელობას, მენშევიკთა გურულ შედგენილობას (იგონებს ნოე ჟორდანიას: “ნოე-პეტრეს”, “ნოე-ხუნხუზას”, ბენია ჩხიკვიშვილს, კარლო ჩხეიძეს – პატიოსნების ნიმუშად, კაკი წერეთელს, ლორთქიფანიძეს, არსენიძეს).

იგონებს კამათს გურიაში (ჩოხატაურში, ხიდისთავში). იგონებს თაგუნას, ნიჭიერ კაცად სთვლის: “Да, он только юрист был”), – შენიშნავს ამხ. ჩარკვიანს, რომელიც თაგუნას იუმორისტობას აღნიშნავს მხოლოდ. . .

კუე-ს ლექსს (თაგუნას მიაწერს) იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მოქნილი და მომჭირნეა ქართული ენა, ქართული ზმნა: გავა, ჩავა, წავა, ავა, მივა, დავა. . .

იგონებს თავის ბავშვობას, ხელის ტკივილს, ხალხურ მკურნალობას (თურმანიძეს), სასულიერო სასწავლებელში შესვლის მიზეზს (ჩარკვიანი ხუცესი ცხრამუხიდან და სტალინის მამა).

სემინარიაში ცხოვრებას იგონებს. ქელბაქიანს, ქოქიაშვილს. . .

იგონებს თავის ავადმყოფობას (ტიფს შებრუნებითს) ციხეში, გადასახლებაში. . .

იგონებს ტურუხანის მხარეში ცხოვრებას. გაყინვას, 18 საათს ძილს. . .

იქაური გლეხების ცხოვრებას. მეფის მოხელის მისვლას, წელიწადში ერთხელ გამოთრობას. . .

იგონებს ანეკდოტს იმის შესახებ, თუ გლეხი როგორ უფრო ძვირად აფასებს ოთხფეხ საქონელს, ვიდრე ქალს. აჯავრებს მოხისელებს (დანა ერდოზე, ძროხა დასაკლავად კიბეზე მიყავთ. ჩვენი მამა-პაპა ასე შვებოდაო. . .). . .

იგონებს მოპასანის მოთხრობას იმის შესახებ, რომ საფრანგეთშიც გლეხი ხბოს უფრო ძვირად აფასებს, ვიდრე საკუთარ ქალს. . .

ახასიათებს პოლიტმოღვაწეებს: კარლო ჩხეიძეს, ხომერიკს, რამიშვილს, ჟორდანიას, წერეთელს. . . ახასიათებს რუზველტს, ჩერჩილს, ეტლის, ტრიუმენს, ბორნსს, ბევინს. . .

აღნიშნავს რუსის ჯანმრთელობა-გაუტეხლობას, გერმანელთა ჯანსაღობას, ინგლისელ-ამერიკელების ჯანსაღობას (მათ კარგ კვებას, რეჟიმს, ჰიგიენას-აბაზანა დღეში სამჯერ), ამერიკელთა მოუხეშაობას (ტექნიკაში), იტალიელთა ჩიაობას, ხოლო ტექნიკაში წარმატებულობას. გერმანელთა დიდ დამშევას, სუროგატებით კვების შედეგად დასუსტებას. სტალინგრადელი გერმანელების ტყვეების ნახევარი გაწყდა: ნაშიმშილევზე საჭმელი ვერ იგუეს. . .

რუმინეთს დიდ მომავალს უქადის; მდიდარი ქვეყანა (ტყე, პური, ღვინო, ნავთი, ნახშირი).

აინტერესებს საქართველოში სარწყვავებუ (რუკაზე ეძებს), დადებითად უყურებს სამგორის პრობლემას (მოითხოვს მხოლოდ, რომ ბამბა საქართველოშიაც სთესონ). . . აინტერესებს საქართველოს შეძენილი რაიონები. . . აინტერესებს მეტალურგიის, ავტომობილების ქარხნისა ქუთაისში, ელექტროენერგიის საკითხები. . .

ჩაი და ჩაის რაიონები, მათი მომარაგება.

აინტერესებს მეცნიერ-მუშაკთა ცხოვრების და მუშაობის პირობები. . . ამისთვის მოვიცლით ეხლაო. . . “Мы не могли уделить должного внимания научным работникам, много их потеряли, они безработно, тихо гибли”

იგონებს (არ ვიცი რასთან დაკავშირებით) ლადო კეცხოველის ძმას ვანოს, სძულს ის “უსინდისო”, თავს რომ ბოლშევიკს უწოდებდა – “რახუნა”. . .

ეთანხმება ჩარკვიანს, რომ დღეს კახეთი ისევ უმდიდრეს კუთხედ რჩება საქართველოში. მაგრამ ციტრუსების განვითარებით, უნდა ვიფიქროთ, რომ დასავლეთ საქართველო ჩამოართმევს მას პირველობას. . .

სწუხს ზაქათალის შესახებ. სერგოს ამტყუნებს. ეროვნული საკითხისადმი კომსომოლური მიდგომის შედეგიაო, ბორჩალოს გადაცემა სურდა სომხებისთვისო. . .

როგორ უყვართ ამხ. სტალინი. როგორ ეხუმრება ხოლმე სუფრის გამშლელ ქალს. . . როგორ ზრუნავენ, რომ არ შეაწუხონ ამხ. სტალინი. . .

იკითხავს რასმე. უპასუხებ. თითქო არც გისმენს. ბასრი პასუხი უმალ მზადაა. . .

ღია ქართლური სიცილი. . . დაუნდობელი კრიტიკული გონება სამართებელივით სჭრის. . .

“მარქსი სცდილობდა კომუნებს, რომ სიმპატიით უყურებდა აბსოლუტიზმთან ბრძოლაში. აბსოლუტიზმი პროგრესის თვალსაზრისით უფრო მისაღებია – სახალხო ძალებს აერთიანებს, კლასთან ბრძოლის არეს აფართოებს, კლასთა ბრძოლას აღრმავებს. . .”

საწყალი იოანე მრისხანე – “ორ კაცს სიკვდილით დასჯიდა, ორ თვეს ლოცულობდა. . . რომ გაბედულად დაეკრა, შეიძლება 1605-1613 წლის ამბები არც კი დატრიალებულიყო. . .”

სტალინი: “ქურუმები –“каста ученых звездочетов, инженеров”

“ქრისტიანობა მონობას ანგრევდა და ფეოდალურ ურთიერთობას ასაფუძვლებდა. აზნაურთა როლი – სამხედრო, სამეურნეო (მეურნეობის წამყვანნი, გაუმჯობესების შემომტანნი), საზოგადოების შემდუღაბებელნი. . .

(ჩხავერი-გურულების მიერ გამოყვანილი ჯიში).

სტალინი და ეკლესია:

 “ომს (ანათემას) ვუპასუხეთ ომით. დღეს სამღვდელოება სულ სხვა რიგად იქცევა და ჩვენც ჩვენი პროგრამის თანახმად სარწმუნოების თავისუფლების შესახებ თავისუფლება მივანიჭეთ ეკლესიასაც”. . .

იგონებს ამხ. სტალინი გურულებს: ანთაძეს (დემონსტრაცია რომ დახვრიტა), გუნთაიშვილს – ვაჟკაცს და გულწრფელ კაცს. მისი გადარჩენა სასურველი იყო (ის ჩვენ დროს დახვრიტეს).

სამწუხაროდ, სტალინის არც სახე (სურათი), არც მთავარი რამ მისი ხასიათისა არ იცის ფართე მასამ. არც არავინ ცდილა გადმოეცა მისი ეს ნიშნები, რომელნიც, ჩემი აზრით, ყველაზე დამახასიათებელია. . .

ფენომენალურია სტალინის აზროვნებისათვის დამახასიათებელი განსჯის სისწრაფე. ყოველი ახალი ცნობა, რა დარგისაც უნდა იყოს, მას ელვის სისწრაფით გადააქვს მეცნიერული და პრინციპული კრიტიკის საცდელ ქურაში და ჭეშმარიტების ულმობელობით ამ ცნობის უტყუარ შეფასებას იძლევა. ..

სტალინს ფოლადს ადარებენ. ასევე არ იღუნებაო. და აქ უფრო სტალინის ხასიათის სიმტკიცეს, მის პრინციპულობას უსვამენ ხაზსს. . . მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. შეიძლებოდა შედარების უფრო შორს წაყვანა: სტალინი არა მარტო ფოლადივით უდრეკია, არამედ ფოლადივით ელასტიკურიცაა, მისი გონებრივი აპარატი იმ ფოლადს უფრო ჰგავს, რომელიც იმისათვის მოიდრიკება, რომ უმალვე გასწორდეს, რომელიც მოდრეკილი არასოდეს დარჩება. . . ფოლადური მედგრობა, ფოლადური პრინციპულობა, ფოლადური ელასტიურობა. . . მიუმატეთ ყველა ამას სტალინი ოხუნჯი (დაუნდობელი, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასე სხვის მიმართ), სიცოცხლით სავსეს, ეპიურად მარტივი და თქვენ წინ წარმოსდგება გენიოსი, რომელიც ისე შვენის მომავალ მსოფლიოს, როგორც დიდი რეჟისორი მის მიერ დადგმულ ხელოვნების შედევრს. . .

“რამდენი მიწა მოდის კოლმეურნეობის წევრზე საქართველოშ”. ამხ. კანდიდი მოახსენებს, “რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მეტად მცირე, 1-3 ჰექტარამდე”. ამხ. შტალინი აღნიშნავს, რომ სარატოვის ოლქში კოლმეურნეზე 23 ჰა მოდის, ხოლო ციმბირში ზოგგან 170ჰექტარიც (ამიტომ, თუ ტერიტორია გვექნება, ჩვენ თამამად შეგვიძლია დავასახელოთ იმოდენივე ტერიტორია, რამდენიც ეხლა გვიჭირავს).

იგონებს ვ.ეგნატაშვილი. . . (იმერლობა-ამერლობა.. .)

იგონებს ტაჭველებს (ორჯონიკეძესთან ერთად 1926 წელს შოვიდან რომ მოდიოდნენ. . .): – “ჩვენ ეხლა დავიწყეთ, საით მივეჩქარებითო” – და ეს 5 საათს სმის შემდეგ. . .

მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორია სტალინის მიხედვით: საქართველოს საზოგადოებრივი ზრდა და ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ. პირველი ფორმულა შეიცავს საქართველოს განვითარებას “ქართლ-კახეთ-იმერეთ-სამეგრელოდან” – საქართველომდე, საქართველოდან (საქრისტიანოდან) – საქართველომდე (ეროვნული მომენტით), ფეოდალური ურთიერთობიდან ბურჟუაზიულ ურთიერთობამდე, ყმა-გლეხიდან – პროლეტარიატამდე, ხელოსან-ვაჭრიდან – კაპიტალისტამდე. . .

მეორე ფორმულა შეიცავს ქართული საზოგადოების ბრძოლის სხვადასხვა ეტაპებს ცარიზმის წინააღმდეგ.

ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ ქართველი ფეოდალებისა. ბატონიშვილები, თავადები (ხალხის სახელით ცდილობენ გამოვიდნენ. . .”ფეოდალურ მონარქისტული” ოპოზიცია) ამ მოძრაობის დასასრული 1832 წლის მარცხი. . . გლეხთა ბრძოლა ცარიზმის და ბატონყმობის წინააღმდეგ (წამყვანია გლეხური მოძრაობა 1841 წ., 1856 წ.).

თერგდალეულთა ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ. . .

ერის (ბურჟუაზიულის) შექმნისას-ნაციონალიზმში – (ბურჟუაზია და მისი ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ), პროლეტარიატ (ინტერნაციონალიზმი) და მისი ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ. . .

ბურჟუაზიულ კლასს რომ გაემარჯვა, მივიღებდით დამოუკიდებელ ბურჟუაზიულ საქართველოს, პროლეტარიატმა გაიმარჯვა და მივიღეთ დამოუკიდებელი სოციალისტური საქართველო საბჭოთა კავშირში. . .

ერეკლეს ანდერძის გამრუდება იქნებოდა, ბურჟუაზიას რომ გაემარჯვა: “ნამდვილი დამოუკიდებელი ბურჟუაზიული საქართველო ვერ იქნებოდა და თავისი შემოქმედებითი ძალების გაშლას ქართველი ხალხი ვერ შეძლებდა. . .

სტალინით ისტორია პატრიოტული უნდა იყოს. (ღრმა სიმართლეა. პატრიოტიზმისა და ისტორიის ურთიერთობის შესახებ სადღაც მაქვს შენიშვნა, სადაც ეს დებულებაა ნავარაუდევუ. (ლაპარაკი ეხება “უმცირეს ბოროტებას”, საქართველოს რუსეთთან შეერთებას, რუსეთის პროგრესულ როლს (ობიექტურად) და ასე გაშუქებული საქართველოს ისტორია – “Разве недостаточно патриотично будет? და დაურთო: ამავე დროს უნდა მოცემული იყოს ქართული საზოგადოების ზრდა ცარიზმთან განუწყვეტელი ბრძოლის პირობებში (ლეიტმოტივი).

ამხ. სტალინის ისტორიული შეხედულებებიდან “ჩამორჩენილს სცემენ” (ცარისტულ რუსეთის გამო აქვს გამოთქმული) ყველაზე ნათლად ჩვენს ისტორიაში გამოდგება – მე-19 საუკუნის ისტორიაში. . .

ისტორია პატრიოტული მეცნიერებაა. ..

იმ გაგებით, რომ პატრიოტია საზოგადოების წამყვანი კლასი, მოწინავე კლასი, შემოქმედი კლასი. . .

უმცირესი ბოროტება – (ის მაინც ბოროტებაა, თუმცა უმცირესი). ერეკლეს უმჯობესი გამოსავალი არ ჰქონდა. . . „კნიაზია დოკონალი გოსუდარსტვენნოსტ გრუზიი“.

დასკვნა: თუე ეს იყო ბოროტება, მაშ ერეკლეს ანდერძი ყოფილა ბრძოლა იმისათვის, რათა ეს ბოროტება, რომელიც თან ახლდა (უკეთ, თან მოყვა) ქართველთა მრავალსაუკუნოვან ლტოლვას რუს ხალხთან კავშირისას, თავიდან მოიცილონ. ესეიგი ბრძოლა თავისუფლების მოპოვებისათვის რუსეთთან კავშირის შენარჩუნებით. ერეკლეს ეს ანდერძი დიდმა ბარათაშვილმა განჭვრიტა, ხოლო პროლეტარიატმა პრაქტიკულად განახორციელა.

(Перекрыт). .. (სააკაძე) – პრინციპს უცხო ძალის მოხმარების მიუღებლობა-მისაღებლობას განსაზღრავს მიზანი. თუ ის პროგრესულ მიზანს ემსახურება, მისაღებია და – პირუკუ. . .

აზნაურობის როლი: “Централизирующий элемент феодального общества воинство, носители феодальной культуры”.

ქრისტიანობის როლი ემსახურებოდა ფეუდალური ურთიერთობის განმტკიცებას და მონობის მოსპობას. აქედან დასკვნა: ქრისტიანობა ახალი (პროგრესული) საზოგადოების რელიგია, დიდი პროგრესული ძალაა.

ქართული საზოგადოების განვითარება და მისი ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ (\/\?????????? შაუკუნის საქართველოს ისტორია ერთ წინადადებაში).

(გაგრძელება იქნება).

გაგრძელება. დასაწყისი იხ. “სრ” # 186-187.

(с) გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”

(с) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

#189

 მწიგნობართუხუცესი – დავითის – “Средство как обойти духовенство”, დავით აღმაშენებელი – “Абсолютизм на час” (მეც ამ აზრის ვიყავი).

 ეჭვობს, რომ ტფილისში იმ ტიპის კომუნა იყო მე-11-ე საუკუნეში, როგორც დასავლეთ ევროპის ქალაქ კომუნები. . . (დიახაც, საეჭვოა: ტფილისი და ქართველი ქალაქები რომ ასეთები ყოფილიყო, დავითის აბსოლუტიზმი ერთსაათიანიც არ იქნებოდა). . .

“Я за абсолютизм” – მარქსის შეცდომას აღნიშნავს. მარქსი ქალაქ კომუნების მხარეზე ჩანს მათი ბრძოლის დროს აბსოლუტიზმთან. ქვეყნის გაერთიანება კლასთა ბრძოლის გაფართოებასა და გაღრმავებას უწყობს ხელს…

ოსმალური და ერანული კულტურისა არა სწამს (მარქსს ეთანხმება: ბარბაროსული საფეხური ფეოდალური ურთიერთობისა). მართლაც და ფეოდალური ურთიერთობის დაბალი საფეხურია, მაშ რა, – როდესაც მიწის კერძო საკუთრებაც კი (რა თქმა უნდა ფეოდალური) ვერ შემუშავებულა და სადაც ხანი თუ ფაშა მოხელეს ვერ გასცილებია, ფეოდალი ვერ გამხდარა, სადაც ფეოდალური ეტიკეტიც კი ვერ შემუშავებულა. . .).

 “ხალხი გადაასახლეს და კულტურულად მთელი საფეხურით უკან დასწიეს”, – ამბობს სპარსელებზე (ლაპარაკი ეხება ფერეიდნელებს).

და განა ასევე არ დაემართა ყველას, ვინც კი ერანის თუ ოსმალეთის კულტურა გაიზიარა. სამცხე-საათაბაგო, აჭარა. . . და დანარჩენი ქართველები ან აზერბაიჯანი. . .

“მაჰმადიანობამ დასძლია ქრისტიანობა. . . სიმარტივით, სიცხადით, პრაქტიკული ხასიათით. . .”

მოიგონა, თუ როგორ გაიგეს აჯანყების შესახებ მოწოდება ქართლში (დროის გარეშე). რევოლუცია დამარცხდა და ქართველები შეიძრნენ, სტალინი მოვიდა მათთან და ურჩია გამოსვლისათვის თავი მოერიდებინათ, რომ ეხლა ამის დრო აღარაა. ნაწყენები აყვედრიან: შენც თავადების მხარეზე გადასულხარო. . . არაფერი დაიჯერეს; გამოვიდნენ მწარედ დაისაჯნენ. . .

* * *

გვეხუმრება: სომხებმა გაჯობეს. ამ ომში მათ გენერალი ბაგრამიანი ჰყავთ. თქვენ ქართველებს კი. . . კანდიდი ეუბნება, რომ ჩვენ უფრო დიდი გენერლები გვყავს. წინამძღვრიშვილი მზადაა უთხრას, რომ ეს დიდი გენერალი თვით სტალინია. ამხ. სტალინი მაინც ჰკითხულობს (ხუმრობით): თქვენ ვინა გყავთ. მე ვეუბნები: “ამას ჩვენ სომხებს დავუსახელებთ. . .” იამა პასუხი. გაიღიმა. . . და ლაპარაკი ლესელიძეზე გადაიტანა. ნანობს მის სიკვდილს. ჩვენ ის იქ გვინდოდა მთავარსარდლად. ჭკვიანი იყო, ნებისყოფაც ჰქონდა. ქვეითი არტილერიიდან იყო გამოსული. . . ცუდუბრალოდ დაიღუპა თავი. ნაადრევად ადგა. . . შემდეგ ჰკითხულობს: თუ ჩამოვიდაო ჩანჩიბაძე. . .

ებრაელთა ქცევა ამ ომისას: ყველაზე ნაკლები საბჭოთა კავშირის გმირები (პროპორციულად) ამათგანაა. სამეურნეო ორგანიზაციებს უფრო ეწყობიან. . . სადაც ერთი გაჩნდება, სხვებს (“თავისიანებს”) შემოიკრებს. ომის საქმეს სხვებს მიულოცავენ, თბილი და უშიშარი ადგილის დაჭერას ვერავინ მოასწრებს, უნდა ითქვას, მათ შორის შეხვდები უშიშარ მეომრებს, გმირებს, მაგრამ იშვიათად, საერთოდ კი. . .

* * *

ესაუბრება კანდიდს მეტალურგიულ კომბინატზე, ავტომობილის ქარხანაზე ლაპარაკი შეექმნათ, ძარაზე – ხის იქნება თუ ლითონის. კანდიდი იცავს ლითონს, დაგეგმილიც აგრეაო. სტალინმა იტოშა, ლითონი ჩვენ მილებისათვის გვჭირდებაო. კანდიდი ტყის ნაკლებობაზე მიუთითებს ჩვენში. . . სტალინი ტყის წესიერი მეურნეობის საჭიროებაზე მიუთითებს: დროა “ღვთისაგან გაჩენილი” ტყის ამარა აღარ ვიყოთო”. “Что Бог посадил”.

კითხულობს მორწყვის შესახებ. მოხაზავს რუკაზე მოსარწყავ რაიონებს საქართველოში. . . სამგორზე შეჩერდება საუბარი. . . სტალინი მზადაა დაიცვას სახკომსაბჭოში ეს წამოწყება, თუ საქართველო ბამბის თესვას შეუდგება. . .

“Не могу же я утверждать, что дважды два 72. Дайте мне достаточно оснований для защиты.”

ესე იგი, ბამბის კულტურა საქართველომაც იტვირთოს, ისე, როგორც სხვა სამხრეთელმა რესპუბლიკამო. ამხ. კანდიდიც სთმობს.

* * *

იგონებს ერთს შემთხვევას ავადმყოფობისას (საუბარი ეხებოდა ორგანიზმის გამძლეობას). ამხ. სტალინი გადასახლებაში გაეგზავნათ. გზაში ავად შექმნილიყო. სადღაც ქალაქის (ვოლგის აუზში) სატუსაღოში იწვა. ოდნავ როგორც კი მომჯობესდა, წამოდგა, თუმცა არ ურჩევდნენ, და გზა განაგრძო. “ადგილზე მისვლა მეჩქარებოდა: უკან გამოქცევას ვეშურებოდი სამუშაოდ. . .” საშინელ პირობებში მივდიოდითო. “ერთ ქალაქში გაგვაჩერეს. სატუსაღოში, 25-ადგილიან საკანში 75 კაცი მოგვათავსეს. დასაწოლი არ იყო. ვისხედით იატაკზე. მე 40 გრადუსი სიცხე მქონდა. . . უცბათ ოფლი მომივიდა, სულ ერთიანად დავსველდი. ჩანს, კრიზისმა გაიარა. გადავრჩი. გზა განვაგრძეთ. . . იმ გადასახლებიდან ჩქარა გამოვიპარე”.

თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მთელ სიგრძეზე ამხ. სტალინი განუხრელად ქართველი პატრიოტი იყო.

სტალინი შეკუმშული ენერგიაა, უშრეტი ენერგია. ის არ ზის (ჯდომა მისთვის დამახასიათებელი არაა). დგას (მოხდენილად), მიმოდის მჩატე ნაბიჯით (ჩანს მუხლები მოსდევს), კვლავ დადგება, ხშირად აბოლებს ყალიონს, ოხუნჯობს, მსჯელობს, სულ დგას. იშვიათად დაჯდება სავარძელში. ერთი-ორი წუთით, უმალვე წამოდგება (თითქოს წასცდა დაჯდომაო). ქართულ ლიტერატურაზე საუბრობდა. კოწია გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენიდან” რაღაც ადგილი გაახსენდა “Я Вам сейчас покажу”-ო და უმალ წავიდა. მეორე სართულიდან პირველში ჩავიდა და თავისი საწოლი (თუ სამუშაო) ოთახიდან წიგნი ამოიტანა. ამასობაში სულ ორი წუთი თუ გავიდა, მეტი არა საინტერესო ადგილი წიგნისა უკვე ეპოვა. გადაშალა და წაგვიკითხა და იოხუნჯა: ”ზასილიე”)???

22.10.

დილა.

მე და სიმონი ავდექით. ადრე გვგონია. ამხ. სტალინი დიდი ხანია ამდგარა. ეზოში გამოსულა. ამხ. კანდიდი ახლავს. სტალინი ციტრუსოვან მცენარესთან დგება, რაღაცას აჩვენებს. პალტო აცვია (არა ფორმის), სამხედრო ქუიდ ჰხურავს, მიმოდის და ხალისიანად საუბრობს. ცოტა ხნის შემდეგ მათ ექიმი წინამძღვრიშვილი შეუერთდა (ამხ. სტალინს დაენახა და გამოეხმო). კეგლის შენობაში შევიდნენ. სტალინმა ბურთი ისროლა. . . შემდეგ ბილიარდი ეთამაშა. . .

გამობრუნებულმა ჩვენს ოთახზე გამოიარა. “Вот где я их поймал”-ო მოგვესალმა.

სასაუზმედ წავედით.

 

* * *

მახსოვს, ბელადთან სიტყვა ჩამოვარდა გ.სააკაძესა და ერეკლეზე. . .

სააკაძეს ბელადი მეტისმეტად ცეცხლიანობას აღუნიშნავდა, ჯიქურ მოქმედებას და ამ ნიადაგზე პოლიტიკურ შეცდომებს მიაწერდა. მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ის დიდ მოურავს სიმპათ (იძურად) უყურებდა, პროგრესის მოღვაწედ უყურებდა.

და საუბრისას საკითხი დაისვა (ვგონებ წინამძღვრიშვილმა დასვა) ვინ უფრო მნიშვნელოვანია სააკაძე თუ ერეკლე. ამხ. სტალინი დუმდა, სხვებიც (სიმონი, კანდიდი) დუმდნენ. მე უნდა მეპასუხნა. ამათი მნიშვნელობა შედარებაც ძნელია – მეთქი; რა თქმა უნდა, ერეკლე უფრო მნიშვნელოვანია – მეთქი. და დაჯერებული (ვ)უცდიდი თუ რას იტყოდა ბელადი. “Правильно” – არ დააყოვნა მან. ამას მოყვა ახალი “გამოხტომა” წინამძღვრიშვილის მხრით: აქ (სახელმძღვანელოში) ერეკლე ვერ არის საკმაოდ რელიეფურად ნაჩვენებიო. დავდუმდით ყველანი და ვუცდიდით, თუ რას იტყოდა ბელადი (ჩემი გულის ხეთქვა გასაგებია). ამხ. სტალინმა წიგნი (მისი ის ნაწილი, რომელიც ერეკლეს შეეხებოდა), გადაშალა, თითქოს იგონებსო წანაკითხს და სთქვა: “Нет, Иракли тут достаточно полно и правильно. . .”

რას მოწმობს ეს. იმას, რომ ერეკლე მას ისეთ მოღვაწედ მიაჩნდა, ისეთ პროგრესულ მოღვაწედ, როგორც სააკაძე იყო და ამაში უპირატესობას ერეკლეს ანიჭებდა; იმას, რომ ერეკლე ის “დამპყრობელ-დამმონებელი”, “ხელმწიფე მხედართმთავარი”, ხალხის მტერი და მისგან მოწყვეტილი კი არ ყოფილა (რომელთა შესახებ მას საუბარი აქვს თავის მოკლე კურსის 116-ე გვერდზე), არამედ ის პროგრესული მოღვაწე, რომელმაც თავისი ძალ-ღონე საქართველოს, მისი მწარმოებელი საზოგადოების დაცვას, გადარჩენას, აღდგომას და გამოხსნას შეალია. . .

ასე რომ, ყველა მეფე ის “კაროლი” როდია, ქვეყნებს რომ იპყრობს. . . და ისტორიკოსს, მოწოდებულს, იკვლიოს წარმოებისა და მწარმოებელი საზოგადოების ისტორია, კი არ ეკრძალება ასეთი “მეფეების” ისტორია იკვლიოს, არამედ ის მოვალეა იკვლიოს ამ “მეფეების” ისტორია მწარმოებელი საზოგადოების თავგადასავალთან ერთად და იმდენადვე, რამდენადაც იკვლევს თავის ამ მწარმოებელ საზოგადოებას. . .

ამხ. სტალინის

ერთი ისტორიული გამონათქვამისათვის

 “Перекрыт” – ამხ. სტალინის ამ ფორმულის მართებული გაგებისათვის აუცილებელია გვახსოვდეს მისი სახელმძღვანელო პრინციპი ისტორიულ აზროვნებაში: ისტორია კლასთა ბრძოლაა (საუბარია კლასობრივ საზოგადოებაზე). ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობს კლასობრივ ბრძოლის გაფართოებას, გაღრმავებას, ე.ი. საზოგადოების პროგრესს, მისაღებია, სასურველია, (ასეთია, მაგალითად, ფეოდალური ურთიერთობის წარმოქმნა მონათმფლობელობის დანგრევის შედეგად, ასეთი იყო ფეოდალური ურთიერთობის ბატონყმური საფეხურის წარმოქმნა, ასეთი იყო აბსოლუტიზმის სისტემის წარმოქმნა ფეოდალური დაქსაქსულობის მაგივრად, ასეთი იყო ბურჟუაზიული ურთიერთობის გამარჯვება ფეოდალურ ურთიერთობაზე და ა.შ.) და, პირუკუ. აქედან ცხადია: ამ თვალსაზრისით უნდა შეფასებულ იქნას ყოველი კერძო, ისტორიული მოვლენა. კლასთა ბრძოლაში ამა თუ იმ კლასის მიერ ბრძოლის საშუალებად უცხო ძალისათვის მიმართვა, უცხო ძალის მოშველიება პრინციპულად დაუშვებელი სრულიადაც არაა და ჩვენის მხრით დაგმობს ყველგან და ყოველთვის სრულიადაც არ ხვდება. თუ ასეთი რამ ისეთ მიზანს ემსახურება, რომელიც საზოგადოებრივ პროგრესს ჰგულისხმობს (კლასთა ბრძოლის გაფართოება-გაღრმავება), ის დასაშვებია და, პირუკუ, უკანასკნელ შემთხვევაში ის დანაშაულია, ქვეყნის ღალატია (“ქვეყანას”, ჩვენი თალსაზრისით, კლასობრივი ურთიერთობის პირობებში ის კლასი ასახიერებს, რომელიც უპირატესად პროგრესის მატარებელია, რომლის გამარჯვება კლასობრივი ბრძოლის გაფართოება-გაღრმავებას ჰგულისხმობს), მაგრამ უცხო ძალის მოშველიებისას აუცილებელია ამ ძალის ბუნების გათვალისწინება. თუ ის მომხმობის მიზნებს ამართლებს, მისასალმებელია, მაგრამ, თუ ასეთი ძალა კლასთა ბრძოლის საფუძვლებს ავიწროებს და ანგრევს, მისი მომწვევი (მიზნისგან დამოუკიდებლად) შემცდარია. ასეთი შეცდომა ქვეყნის წინაშე დანაშაულს უდრის. Pოლიტიკური მოღვაწის შეცდომა დანაშაულისაგან ძნელად გამოსაყოფია.

(გაგრძელება იქნება)

(с) გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”

(с) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

#191

მეხუთე-მეექვსე საუკუნებში აზნაურებმა სპარსელები მოიწვიეს და მეფის (ძველი) ხელისუფლება გადააშენეს; მე-11-ე საუკუნეში აზნაურებმა ბიზანტიელები მოიწვიეს, ბაგრატ IV ლაშქარნი წარმართნი მოიწვია, გიორგი XI თურქები მოიწვია, დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები მოიწვია. ეს არის “მოწვევის ყველაზედ უფრო მკაფიო მაგალითი, რომელიც პრინციპული კამათის საგანი გამხდარა დავითის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის. . . მომწვევმა დავითმა კი “აღმაშენებლის” სახელი დაიმკვიდრა”. გიორგი სააკაძემ სპარსელები მოიწვია (და ესეც პრინციპული კამათის საგანი გახდა, მაგრამ აღმაშენებლისაგან განსხვავებით, მაბრალობელთ აქ ის უპირატესობა ჰქონდათ, რომ “მოწვეულმა” შაჰ-აბასმა საქართველო ამოაგდო, მაშინ, როცა დავითმა მოწვეული ყივჩაღებით საქართველო “ააშენა”. ასევე იწვევდნენ გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებულნი თურქები, ხოლო გვიანფეოდალურ საქართველოში ასეთი მოწვევა ოსმალებისა, მთავრობის თუ თავადების მიერ ჩვეულებრივი ამბავი იყო (ათაბაგი, გურიელი, რაჭის ერისთავი, აბაშიძე, გივი ამილახორი, აბდულა ბეგი, ქსნის ერისთავები, ალექსანდრე ბატონიშვილი ბაქარის ძე, ალექსანდრე II კახთა მეფე, თეიმურაზ, ვახტანგ IV რუსებს იწვევდნენ არა მხოლოდ ოსმალ-სპარსთა წინააღმდეგ, მით უფრო ერეკლე და სოლომონ I. ორივეს მიზანი იყო “Перекрыть внутреннюю слабость…” ერეკლეს შორსმჭრეტელობა აქაც შესამჩნევია: მოსაწვევ ძალას საკუთარი სარგებლობის თვალსაზრისით აფასებს და ცდილობს, ეს ძალა სასურველ საზღვრებში ჩააყენოს, რათა მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოს, ხოლო შესაძლებელი თუ აუცილებლად მოსალოდნელი ზიანი თავიდან აიცილოს. ეს იყო ტრაქტატი. ასე რომ, ერეკლემ უცხო ძალის მოწვევა პრინციპულად დასვა და უაღრესად პრინციპულად გადაწყვიტა. მან რეალურად გაითვალისწინა მოწვევის კარგი და სახიფათო მხარეები. . . მისი ანდერძის დამცველები ამ საქმეში იყვნენ ლიონიძე, სოლომონ II, ბარათაშვილი, ჭავჭავაძე, ხოლო მისი ანდერძის განმასახიერებელი – კომუნისტური პარტია და მისი ბელადი ამხ. სტალინი. გიორგი XIII მოიწვია. . . ეს იყო ავადმყოფის უსასოობა. . .

ტრაქტატი, ქართული თვალსაზრისით, მოწვეული ძალის საქართველოს სასარგებლოდ ალაგმვა იყო. ამდენადვე, მისი დარღვევა ამ ძალის აღვირახსნა იყო. . . მოწვევადაპყრობად ქცეული – ბოროტება. . .

როცა ამხ. სტალინი რუსეთის წინაბურჟუაზიულ ცენტრალიზებაზე ლაპარაკობს და ამის ერთ-ერთ მიზეზად (რომელმაც ხელი შეუწყო გაერთიანება-ცენტრალიზების პროცესის დაჩქარებას) საგარეო ხასიათის ფაქტს (მონღოლთაგან თავდაცვის აუცილებლობას) ხედავს, ეს იმ ღრმა რეალურ-ისტორიული ნათელჭვრეტის შედეგად მიღებული დებულებავეა, რომელიც ამხ.სტალინმა არაერთხელ გამოთქვა” – “Перекрыть”-ის სახით (წერილი ბოლშაკოვს, საუბრის დროს ჩვენთან) და რომელიც იმაში მდებარეობს, რომ საგარეო ხასიათის ფაქტების გამიჯვნა საშინაო ფაქტებისაგან, საგარეო ფაქტების მოწყვეტა ქვეყნის შინაგანი განვითარებისაგან ისტორიაში შეუძლებელია და უმართებული, რომ საზოგადოების ისტორია არაა მხოლოდ საშინაო ფაქტების ურთიერთმოქმედების შედეგი, ისევე, როგორც ეს ისტორია არც საგარეო ხასიათის მოვლენათა შედეგია მხოლოდ, რომ საგარეო ხასიათის მოვლენები ისევე ანგარიშგასაწევი გარემოებაა, როგორც საშინაო ხასიათის მოვლენები, თუმცა საბოლოოდ განმსაზღვრელი ძირითადი საშინაო ხასიათის მოვლენებია. ამხ. სტალინის ეს დებულება გასაღებს გვაძლევს საქართველოს ერთი ურთულესი საკითხის მართებულად გასაგებად. ეს გახლავთ საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავიგოთ, ანუ, რას ნიშნავს ფაქტი საქართველოს პოლიტიკური დაშლისა 15-16 საუკუნეში. მართლაცდა, ეს იყო ისეთივე მოვლენა, როგორიც იყო დაშლა კიევის რუსეთისა, ე.ი. იყო ეს ფაქტი იმის მაჩვენებელი, რომ საქართველო განვითარების შედეგად, სოციალური წარმატების შედეგად დაიშალა. მაშინ გამოვიდოდა, რომ კიევის რუსეთი უფრო დაწინაურებული ქვეყანა იყო, ვიდრე მეთორმეტე საუკუნის საქართველო, რომ მეთერთმეტე-მეთოთხმეტე საუკუნე ჩვენში იყო ადრეული ფეოდალიზმის ხანა. . .

შესანიშნავია: დავითის ისტორიკოსი მოციქულებრივ საქმედ უთვლის თავის ხელმწიფეს (დავიტს) უცხოქვეყნის დაპყრობას. მზად იყოვო რათამცა ყოველი ქვეყანა შესაკუთრა ქრისტესაო (ნახე ტექსტი) და ამიტომაც მეორე პავლე იქმნაო. . . თამარის ისტორიკოსი კი ასეთ რამეს მომხვეჭელობად უთვლის მეფეს (აქ ის დავიტს ჰგულისხმობს) და აქებს ის სამართლიან მეფეს, რომელიც კი არ იპყრობს (“შეასაკუთრებს ქრისტეს”), არამედ აღადგენს დაცემულსა და დაგლახაკებულ სახლს (აქ რომ იგივე “წარმართები” და არა მაინცდამაინც ქრისტიანები იგულისხმებიან, ჩანს ჩამოთვლიდან: სახლი შორვანშეთი, დარუბანდელთა, კარნუქალაქელთა. . .) და სოლომონივით ბჭედა ზის შორი მათსა. . . ორი სრულიად საწინააღმდეგო ერთი მეორის შეხედულება, ორი სრულიად საწინააღმდეგო ერთი მეორისაგან იდეოლოგია ორი ვითარების შესაბამისი. . .

ორბელები სპარსელებს იწვევენ დენას აჯანყების დროს გიორგის წინააღმდეგ (რეაქცია).

ორბელების საქციელი მონღოლთა მოსვლისას (გადასვლა, მიყოლა, განდიდება).

სადუნი. . .

გივი ამილახვარი თურქებით. . .

თეიმურაზ-ერეკლე ყიზილბაშებით. . .

გიორგი ბრწყინვალე მონღოლებით. . .

ოსები მეცამეტე საუკუნეში და ქართველი აზნაურობა.

შანშე ერისთავი, მისი ძმისწული ზურაბი და ერეკლე, ქსნის ერისთვის შვილები, ლეკები და ერეკლე.

აბდულაბეგი. ყიზილბაშები და ერეკლე.

ალექსანდრე ბაქარის ძე, ალექსანდრე ამილახვრის ძე, ლეკები და ერეკლე.

გარეშე ძალის გამოყენება კლასობრივ ბრძოლისა:

უცხო ჯარების დაქირავება (ბაგრატ მეოთხე).

უცხო ჯარების მოყვანა, შემოყვანა (ლიპარიტ).

(სააკაძე).

უცხო მხარეზე დადგომა (დიდი აზნაურები, კახელი გლეხების გალეკება, სოფლელი ერი).

უცხო ბატონობის გამოყენება (მონღოლები, როსტომ ხანი, თეიმურაზი), პროგრესი, მისი პირობების უზრუნველყოფა – სახელმძღვანელო იდეია.

პრაქტიკა (“Перекрыт’”) ისტორიულ სინამდვილეში. შესაძლებელია არსად სხვაგან ეს პრაქტიკა ასე ხშირად არ მოეხმაროსთ (საკუთარი ეროვნულის ზღვარის დაშლამდე…), როგორც საქართველოში. ქართველის თვალში, ასეთ პირობებში ეროვნული განთავისუბლება ჩინურ კედლების არასოდეს ამოფარებია, თუმცა ქართული პოლიტიკა – ძირითადად, რა თქმა უნდა, – ქართული ეროვნული პრინციპებიდან (რა თქმა უნდა, ფეოდალურად გაგებული), ქართველობიდან გამოდიოდა. ასეთ პირობებში შემუშავდა ის განსაცვიფრებელი ელასტიური პოლიტიკა, რომელსაც ასე ბრწყინვალედ მოიხმარდნენ ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი და რაც რუს პოლიტიკოსებს “дьявольских дел мастер”-ობად ეჩვენებოდათ(ს. ლეონიძის დახასიათება). ალექსანდრე კახთა მეფე, გიორგი სააკაძე, ერეკლე, გივი ამილახორი, შოლომონ ლიონიზე მარტონი არ იყვნენ (ალბათ გიორგი ბრწყინვალეც ამათი რიგისა იყო). ყველა ესენი თანაბრად მარჯვეთ ხმარობდნენ “Перекрыт”) პრინციპს ქართველობის დაცვის მიზნით.

მინადოი, მეორე წიგნში.

სენტენცია: на этом пришествии с Симоном следует поучиться томყ, как бывает опасно вмешивать чужеземцев в свои дела помощи себе или защиты. Тут ясно видно, что нет вещи сомнительно гадательно, чем доверие к ним, но обещания их, и что они дерзко пойдут на любое злодеяние, лишь бы присвоить себе чужие владения перекрыть)

ჩვენს ისტორიაში ცნობები იმის შესახებ, რომ მეფე თუ დედოფალები საურთიერთო ბრძოლისას უცხო ძალას მოჰმართავდნენ, არა მცირედი მოიპოვება (ლეონტიდან შემდეგ). პრინციპული დავის საგანიც, როგორც ჩანს, არა ერთხელ გამხდარა ის. უცხო Xალის გამოყენების რამოდენიმე ფორმაა ჩვენში ცნობილი. . . ერეკლეს ტრაქტატი (მოწვეული ძალის ალაგმვა) პრინციპი მასზედ არა ნაკლებ ჰქონია გათვალისწინებული დავით აღმაშენებელს, როგორც ამას სრულიად საბუთიანად მოწმობს მისი ისტორიკოსი. . . დავითმა შეისწავლა ყივჩაყები, გაითვალისწინა შესაძლებლობანი, სარგებელი, რომელიც უნდა მოჰყოლოდა ქვეყნისათვის მათ მოწვევას და “чтобы перекрыть внутреннюю слабость в борьбе с внешними и внутренними врагами”) გადაწყვიტა მათი გამოყვანა, მაგრამ ისე მოაწესრიგა მათი საქმე, რომ ისინი უშიშარნი იყვნენ საქართველოს განვითარებისათვის და მხოლოდ მის გაძლიერებას (შიგნით თუ გარეთ) ემსახურებოდნენ. ამ პრინციპზე დგას ისტორიკოსი: ქვეყნის (საქართველოს) თავისუფლების დაცვა, მისი სახელმწიფოებრივი გაძლიერება (გაერთიანება, განვითარება). ამ პრინციპზე იდგა ერეკლე, ამ პრინციპზე იდგა სააკაძე (მაინცდამაინც ამას ჰგულისხმობენ თბილელი, არჩილი). . . მაგრამ იყვნენ მრავალნი, რომელთაც ამ პრინციპისა არა ეცხოთ რა: ოსმალეთის მოპატიჟე მთავრები (დადიანები, გურიელები, ათაბაგები), თავადები (ამილახორი, ქსნის ერისთავი, აბაშიძენი, რაჭის ერისთავი). . .

ფეოდალური სახელმწიფო.

მტერს მოურიგდება თითო მთავარი (როცა ცენტრი უძლურია).

მტრის მხარეზე გადადის მთავარი (როცა ცენტრი ჯერ კიდევ იბრძვის).

მტერს შემოუძღვის ესა თუ ის მთავარი (და თავისიანებს ებრძვის).

“გვაროვნული წყობილება” და “უცხო”.

უცხო მოჰყავთ, როცა გვარი დაშლის ტენდენციას იჩენს. ყველაზე მძაფრი ბრძოლები (чтобы перекрыть) აქაა სწორედ. . . შოლა და შარამაბალა ღუდუშაური. . . ასევე იშვნენ დადიან-დადეშქელიანები, ყაზბეგები, ჯაფარიძენი. . .

წმინდა გვაროვნული წყოფისას ასეთი საკითხი (“Перекрыть”) არ არსებობს. .. ის ჩნდება გვაროვნული წყობის რღვევის პროპორციულად. Gვაროვნული წყობის ერთეულები ერთი მეორეში არც აირევიან. . .

მას შემდეგ, რაც გვარის მთლიანობა ირღვევა, მას შემდეგ, რაც კლასები ჩნდებიან ამ ნაძალადევ (კლასობრივ) საზოგადოებაში (წარმოშობით ის ბუნებრივია, ათასი ძაფით გადახლართული ტრადიციით, სარწმუნოებით. . .) ადვილად ჩნდება ტენდენცია უცხოს მოხმარებისა ამა თუ იმპ ირის ჯგუფის მიერ. უცხოც ეხლა ისეთი აღარა ჩანს, როგორც ეს იყო ძველად (გვაროვნული წყობისას) განსაკუთრებით, თუ სარწმუნოებრივი ერთობაც არის, როგორც ეს იყო, ვთქვათ, დასავლეთში).

(с) გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”

(с) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

 

                         

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: