IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• სიკვდილი რეცეპტით!

• ჯანმრთელობა – Health

სიკვდილი რეცეპტით!

c-hepatitis2[1]

ეგვიპტის და მონღოლეთის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, სადაც ასე ფართოდაა გავრცელებული C ჰეპატიტი. ხოლო, თუ რატომ აწუხებს ყოველ მეორე ადამიანს ღვიძლი, ამის პასუხს, მაღაზიაში სურსათის საყიდლად რომ შევალთ, დახლზე დავინახავთ!

როგორც ყველამ ვიცით, დღეს საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს უფასოდ მკურნალობენ. „ეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ივანიშვილის მთავრობამ განახორციელა“, – იუწყებიან ტელევიზიები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაინტერესებთ, რატომ არის ეს „გრანდიოზული“ და ასეთი „მასშტაბური“ პროექტი „წარმატებული“ და, ამავდროულად, უფასო? 

„აქამდე წამლებს ცხოველებზე ცდიდნენ, რადგან არავინ იცის, თუ რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის ახალი წამალი ადამიანზე. ახლა კი, ქართველებზე ჩაატარებენ ზუსტად იგივე ცდებს, როგორსაც აქამდე ცხოველებზე ატარებდნენ. მათი ხელისუფლება კი, არაფერს აკეთებს ამის აღსაკვეთად – საკუთარი მოსახლეობის ნდობით ბოროტად სარგებლობა არის სწორედ ის საფასური, რისი გადახდითაც საქართველოს მთავრობა დასავლეთის მხარდაჭერას მიიღებს!“ – წერს გამოცემა New Eastern Outlook (იხილეთ ბმული).

იქვე ვკითხულობთ: „ამა წლის 22 აპრილს, კომპანია Gilead Sciences-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის საქართველოს გამოიყენებს როგორც უფასო ლაბორატორიას, C ჰეპატიტის განსაკურნად შექმნილი, თავისი, ახალი წამლების გამოსაცდელად“.

ამ ყველაფრის შესახებ სააგენტო როიტერიც წერს: „ამერიკული ბიოლოგიური კომპანია „Gilead Sciences“ ცდილობს დაარწმუნოს აშშ-ის მთავრობა, რომ მის წამლებს შეუძლია განკურნოს C ჰეპატიტი. ამისთვის მას განზრახული აქვს განახორციელოს პროექტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც დაავადებულ მოსახლეობას უფასოდ დაურიგებს თავის წამლებს. ეს უპრეცედენტო პროგრამა საქართველოს აქცევს საცდელ ქვეყნად, სადაც გამოყენებული იქნება როგორც ძვირადღირებულ წამალ Sovaldi-ს აბები, ასევე კომპანიის ახალთახალი პროდუქტი Harvoni“. (როიტერის საიტზე გამოქვეყნებული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე). ამ ცდების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, კომპანიის მესვეურნი იმედოვნებენ, რომ წამალს აშშ-ის ხელისუფლება დაამტკიცებს.

ის, რასაც ზემოთ აღნიშნული ავტორიტეტული საიტები წერენ, ვფიქრობ, კომენტარს არ საჭიროებს…

Gregg Alton

ახლა თავად ამერიკული კომპანია Gilead Sciences-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ გრეგ ალტონს (Gregg Alton) მოვუსმინოთ, რომლის სიტყვებსაც იგივე სააგენტო „როიტერი“ მოიშველიებს: „საქართველო თავის პატარა ტერიტორიით და მასზე მცხოვრები ხუთიოდე მილიონი მოსახლეობით არის იდეალური ქვეყანა სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. საქართველოდან მიღებულ მონაცემებს ჩვენ გავაცნობთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც, რათა დიდი ხნით დავასუსტოთ ეს ავადმყოფობა“.

„სქემა, რომელსაც მხარს უჭერს „აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი“, 2015 წელს მოიცავს 5 ათას პაციენტს. მეორე ფაზა კი (რომელიც შეიძლება არც ჩატარდეს), – 20 ათას პაციენტს ერთ წელიწადში“, – იუწყება როიტერი“.

ცნობისათვის: წამალი Sovaldi აშშ-ში 2013 წელს დამტკიცდა და 1000 დოლარი ღირს. ისეთი გაჭირვებული ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ერთი ფლაკონის (28 აბი) ფასი 300 დოლარია და საჭიროებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებას.

გაინტერესებთ, კიდევ რა წამალს აწარმოებს ამერიკული კომპანია Gilead Sciences? – საქვეყნოდ ცნობილ „ტამიფლუს“! ეს ის „ტამიფლუა“, რომელიც 2009 წელს მსოფლიოში „ღორის გრიპთან“ (H1N1) საბრძოლველად გაავრცელეს. ფრანგული გაზეთი Le Figaro ღიად წერდა: „ტამიფლუს“ სკანდალი: ღორის გრიპზე ფარმაცევტებმა 2,6 მილიარდი გააკეთეს!“ ევროპელმა მეცნიერებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ანტივირუსული მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეთქმულება დასდეს ბრალად და ეჭვი შეიტანეს „ტამიფლუს“ ეფექტიანობაში.

„არავინ იდარდებს, თუკი რამდენიმე ქართველი შეეწირება დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას“, – წერს გამოცემა New Eastern Outlook.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, განზრახ არ გვაწვდის ინფორმაციას საცდელი მედიკამენტების შესახებ და გვიმალავს „უფასო მკურნალობის“ ნამდვილ მიზნებს! ეს არც პოლიკლინიკების რიგითმა ექიმებმა იციან. ჩვენ, ხალხმა, არ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ!

„საქართველოს იყენებენ სხვა წამლების გამოსაცდელადაც. რამდენიმე წლის წინ, აშშ-ის თავდაცვის (!) დეპარტამენტმა დააფინანსა 75 ათასი სასწრაფო ვაქცინაცია საქართველოში წითელას ეპიდემიის აღმოსაფხვრელად“, – წერს გამოცემა და იქვე დასძენს – „ქართველებს გამოიყენებენ როგორც თეთრ ვირთხებს და ეს არის ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარების იმ პროგრამის გაგრძელება, რომელიც ნაცისტების ექიმმა იოზეფ მენგელმა დაიწყო ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. მსგავსი ექსპერიმენტები ტარდება წლობით და ინიღბება სხვადასხვა პროგრამის სახელით“.

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი კი აცხადებს: „საქართველოში ხორციელდება ისეთი საშიში ინფექციური დაავადებების ლაბორატორიული კვლევები, როგორიცა „კურდღლის ცხელება“ და ჯილეხი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში შავი ჭირის საიდუმლო შტამს ინახავს მისი შესწავლის მიზნით. ლუგარის ლაბორატორიას შეერთებული შტატების თავდაცვის (!) დეპარტამენტი მართავს, სადაც ცდიან ბიოლოგიურ იარაღს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ შორის – საქართველოს მოსახლეობაზე. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოში სწავლობს ისეთი ბაქტერიების ახალ შტამებს, როგორიცაა „ციმბირის წყლული“, მათ ზემოქმედებას პირუტყვზე – საყოფაცხოვრებო პირობებში! ასე ცდიან ახალ ვაქცინებს. გარდა ამისა, ქობულეთის მახლობლად არსებობს ლაბორატორია, რომელიც სამხედრო დანიშნულებით მუშაობს და მას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი მართავს“, – დასძენს ცნობილი ჟურნალისტი (იხილეთ ბმული).

„სახელმწიფოს სუსტი რეგულაციები და მოსახლეობის გაუნათლებლობა არის მიზეზი იმისა, რომ გაჭირვებული ხალხი საკუთარ სიცოცხლეს სწირავს“, – წერს გამოცემა New Eastern Outlook და გულისხმობს ჩვენს ქვეყანას. „საქართველო არის სწორედ ის ადგილი, სადაც მსგავსი ფაქტები ხშირია, რადგან იქ, პრივატიზაციის შედეგად, ბევრი საავადმყოფო და კლინიკა კერძო ფარმაცევტულ კომპანიებს გადაეცათ“. გამოცემა იქვე განმარტავს, რომ შეიძლება სწორედ ესეცაა მიზეზი, თუ რატომ შემცირდა საქართველოს მოსახლეობა 4 371 535-დან (2002 წლის მონაცემებით) 3 729 635-მდე (2014 წლის მონაცემებით) – რაც მინუს 14.7 პროცენტს შეადგენს!

ასეთია ჩვენი „ამერიკელი მეგობრების“ და „მთავარი სტრატეგიული პარტნიორის“ მზრუნველობის შედეგი. თუმცა, არავინ დაფიქრებულა, თუ რაოდენ სასაცილოდ ჟღერს, როცა ამხელა, ძლევამოსილ ქვეყანას „ჩვენს (!) პარტნიორად“ მოვიაზრებთ – გამოდის, რომ ისინი ჩვენ გვიწევენ პარტნიორობას მსოფლიო გლობალური პრობლემების მოგვარებაში. თუმცა, ეს სხვა თემაა…

New Eastern Outlook-ის ჟურნალისტი ფაქტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აბასთუმნის ტუბდისპანსერში ასევე ფართოდ გამოიყენება საცდელი წამლები იქ მყოფ პაციენტებზე. აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები იქ განაგრძობდნენ საცდელი წამლებით „მკურნალობას“ სასიკვდილოდ! ხოლო მათ სიცოცხლეზე, როგორც ყოფილ პატიმრებზე, არც არავინ დარდობდა…

ყველაზე ცუდი კი, ის არის, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობენ ჩვენი ქვეყნის, ქართული გვარ-სახელის მატარებელი, პირდაპირი მნიშვნელობით, ნაგავი ადამიანები, რომლებიც სიმდიდრის სანაცვლოდ, არად აგდებენ არც საკუთარი ხალხის, არც, ზოგადად, ადამიანების სიცოცხლეს! ჩვენ კი, მათ პატივს ვცემთ, მეტიც – ისინი „ღირსეულ“ ადამიანებად მიგვაჩნია…

გამოცემა იქვე მცირე ისტორიულ ექსკურსს გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ 1997 წელს, ბილ კლინტონმა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ამერიკელების წინაშე საჯაროდ ბოდიში მოიხადა „ტუსკიგის ექსპერიმენტის“ გამო (Tuskegee syphilis experiment). ეს ექსპერიმენტი ძალიან დიდხანს, 1932 წლიდან 1972 წლამდე გრძელდებოდა და გულისხმობდა ალაბამას შტატში, ქალაქ ტუსკიგიში, აფრო-ამერიკელი მოსახლეობის სიფილისით განზრახ დაავადებას ამ დაავადების სტადიების შემდგომი შესწავლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ 1947 წლიდან პენიცილინი ითვლება ამ დაავადების სამკურნალო საშუალებად, მოსახლეობას არაფერი უთხრეს მის შესახებ, – მეცნიერებმა, აშშ-ის ხელისუფლების მითითებით, გააგრძელეს კვლევები და პაციენტებს პენიცილინის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს. ამავდროულად, მკაცრად აკონტროლებდნენ, რათა კვლევებში ძალადმონაწილეთ, შემთხვევით არ მიემართათ სხვა საავადმყოფოებში სამკურნალოდ. შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა, ბევრმა გადასდო თავის მეუღლეს, გაჩნდნენ ბავშვები თანდაყოლილი მწვავე ავადმყოფობით. ექსპერიმენტი მხოლოდ 1972 წელს დასრულდა, როცა პრესაში შემთხვევით გაჟონა ინფორმაციამ და ამბავმა სკანდალი გამოიწვია. თავად ამერიკელები ამ ექსპერიმენტს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინოს უწოდებენ.

ეს, რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას და დემოკრატიას თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ორიოდე დღის წინ, თბილისში, გამარჯვების პარკში რამდენიმე ძალადპატრიოტი ორგანიზებულად მივიდა, რათა ტელეკამერების წინ, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად მისულთათვის (მათ შორის, ხანდაზმული ადამიანებისთვის), მკერდიდან გეორგიევსკის ლენტები ჩამოეგლიჯათ, – ის ლენტები, რომელთა ტარებაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სიუჟეტს სიუჟეტზე უძღვნიდა მათ, ვინც წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. თუმცა, არც კი უფიქრია, სასხვათაშორისოდ მაინც, ეკითხა, რა უფლება აქვს ვინმეს დაუშალოს ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეს ატაროს ის, რაც კანონით აკრძალული არ არის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოვლად აბსურდულია, როცა ხსენებულ ლენტს „ოკუპაციის სიმბოლოდ“ განიხილავენ, – ამ ლენტს არანაირი კავშირი არა აქვს არც სამაჩაბლოსთან, არც აფხაზეთთან! მით უფრო გაუგებარია, როცა მას საბჭოთა სიმბოლოსთან აიგივებენ, რადგან საბჭოთა კავშირის დროს, კომუნისტური ხელისუფლება ამ ლენტს არასდროს აღიარებდა და არც რაიმე დატვირთვას აძლევდა!..

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბევრი ახალგაზრდა შეცდენილია. ალბათ, არ უნდა შევიტანოთ ეჭვი მათ პატრიოტიზმში, სამშობლოს სიყვარულში… მაგრამ, თავად კი, იციან, რა არის სამშობლო, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი?..

როცა ვინმე პირში გიღიმის და, ამავდროულად, შენს ხალხს, შენს სისხლსა და ხორცს, შენი ქვეყნის მოსახლეობას, როგორც თეთრ ვირთხებს, საცდელად იყენებს, ექსპერიმენტებს უტარებს, – მას მტერი ჰქვია ყველა ენაზე! ხოლო, თუ შენ მას მეგობრად მოიხსენიებ და მასთან მეგობრობ – ან დიდი ბრიყვი ხარ, ან, ძალაუნებურად, – შენი ერის მოღალატე!

საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ სწორედ იმ ადამიანებს, თუკი ზემოთ მოყვანილ ინფორმაციას გაიგებენ? მივარდებიან აშშ-ის საელჩოს, ან ჯანდაცვის სამინისტროს „სამშობლოს სიყვარულით“ აღგზნებულები? თუ დარჩებიან ასე, „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“, ძალადპატრიოტები?! შემთხვევით, დიდმა ილია ჭავჭავაძემ ისინი ხომ არ იგულისხა ამ სიტყვებში?

თუმცა, როცა ადამიანი განათლებას „რუსთავი 2“-ის ეთერის საშუალებით ღებულობს, შედეგად, მეტი არც მოეთხოვება, გარდა იმისა, იყოს „ლენტებთან მებრძოლი“. დღეს უნიჭო „კომედი შოუს“ უნდა უყუროს, ხვალ – უხმო მომღერლების კონკურსს… გააგზავნოს SMS-ი თავისი „რჩეულის“ მხარდასაჭერად, – რეალურად კი, მობილურ კომპანიას გადაურიცხოს თავისი დანაზოგი, ნაცვლად იმისა, გაჭირვებული ადამიანისთვის მიეცა იგივე 50 თეთრი, რათა ამაღამ შინ უპუროდ არ დაბრუნებულიყო…

მართალია, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად, თბილისში, ვაკის პარკში ხალხი ლენტებით მივიდა, სამაგიეროდ, გორში, გორელები საბჭოთა კავშირის წითელი დროშების ფრიალით გამოვიდნენ, – სწორედ ის გორელები, რომლებმაც ყველაზე მძიმედ გადაიტანეს 2008 წლის ომის ტრაგედია!

ზემოთ ნახსენები ძალადპატრიოტები ხომ არ დაინტერესდებიან, გორელებისთვის ეკითხათ, ყველაფრის მიუხედავად, რატომ ეჭირათ წითელი დროშები?!

ვიღაც ზედმეტად დემოკრატი, ან ლიბერალი იტყვის, რომ სტალინის ეპოქა ცუდი იყო, რადგან ადამიანებს „ხალხის მტრებად“ ნათლავდნენ და ხვრეტდნენო.

შეიძლება გადაჭარბებით გამომივიდეს ქვემორე ნათქვამი, მაგრამ… ერთი წუთით, წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი მკურნალობა თქვენ, ან თქვენს საყვარელ ადამიანს სჭირდება. მიდიხართ ექიმთან, საავადმყოფოში. იქ კი, სიხარულით გეუბნებიან, რომ სამკურნალოდ ათასობით დოლარის გადახდა არ დაგჭირდებათ, საქართველოში მკურნალობა სრულიად უფასოა – რაღაც ლამაზი სიტყვების კომბინაციის „პროგრამის ფარგლებში“. ოღონდ არავინ გეუბნებათ, რომ სიტყვა „უფასო“ გულისხმობს ამერიკული კომპანიის ახალი წამლის თქვენზე გამოცდას, რის შედეგად შეიძლება ვერ გადარჩეთ და გაცილებით მალე გაგაცილონ იმქვეყნად, ვიდრე ამას თავად ავადმყოფობა მოგისწრაფებდათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ყველაფერს „პოსტ ფაქტუმ“ იგებთ, ბოლო ჟამს. საინტერესოა, თქვენ რას უსურვებდით მათ, ვინც ექსპერიმენი ჩაგიტარათ? გაიზიარებდით სტალინის მიდგომას „ხალხის მტრებთან“ დაკავშირებით?

ფარმაცევტული კომპანიების პატრონები კი, მდიდრდებიან ჩვენს ხარჯზე, რიგითი ადამიანების ხარჯზე! ცხოვრობენ ფეშენებელურ ვილებში, ფლობენ საკუთარ იახტებს, თვითმფრინავებს – იმიტომ, რომ რომელიმე გაჭირვებულ ქვეყანაში, ამ ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ადამიანებზე ახალ წამალს ცდიან…

ესაა სწორედ ის „კაპიტალისტური დემოკრატია“, რომელიც ასე მოგვახვიეს თავს თავად ამ დემოკრატიის „პატრონებმა“ და ჩვენც, ბრიყვი ხალხი, გულმოდგინედ ვიცავთ ამ წყობას!

P.S. დღეს, ამერიკული (და არა მარტო ამერიკული) ფარმაცევტული კორპორაციები ჩვენ, ქართველ ხალხს, გვიყენებენ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად. თუ გადავრჩით, ალბათ, პლაკატზე დაგვხატავენ – სარეკლამოდ. ხოლო, თუ საქართველოში C ჰეპატიტი ისე გაქრა, რომ ჩვენც გაგვიყოლა, მაშინ დარჩებიან პლაკატის გარეშე და ეგ არის… მეტად, ჩვენ, არ ვუღირვართ!

დროა გამოვფხიზლდეთ! ნუ დავრჩებით ასე „არრის მქონედ, არრის მცოდნედ, უზრუნველი და მშიერი“!

https://levanzangurashvili.wordpress.com/2015/05/12/sikvdili-receptit/

 
%d bloggers like this: