IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

◊ საით მიგვაქანებს

 

 

 

ლეილა ცომაია

 

საით მიგვაქანებს სააკაშვილის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანა?

 

 სიტყვის თავისუფლებისა და ელიტარული კორუფციის ისტერიით გაპრეზიდენტებული სააკაშვილი ზნეობრივად რყვნის და მორალურად ანადგურებს ახალგაზრდებს.

პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში მან შექმნა ღამის კლუბებსა და ღამის ქუჩებში დილამდე მობორიალე “თინეიჯერების” თაობა, რომლებიც 9 წლის ასაკიდანვე ეწევიან სიგარეტს, სვამენ ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, იკეთებენ ნარკოტიკებს, თანაცხოვრობენ გარყვნილობით და ავლენენ პარანოიდულ აგრესიას – კლავენ და ასახიჩრებენ ერთმანეთს. მოზარდ–ახალგაზრდების მკვლელობებით საქართველო პირველ ადგილზეა.

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილმა საქართველოს თაობა წაართვა, თაობა დაუღუპა, თაობის გარეშე დატოვა ერი.

გართობის ინდუსტრიის მშენებლობის მანიაკალური ჟინით შეპყრობილმა ქვეყნის მეთაურმა, ახალგაზრდობას, ცხოვრების უმთავრეს მიზნად სექსი დაუსახა, რისთვისაც აამოქმედა მთელი პროპაგანდისტული მანქანა: პრესა, რადიო, ტელევიზია, კომპიუტერული თუ მობილური ტელეფონების პროგრამები, საიდანაც გახრწნილობა და გაუკუღმართებული ინტიმების პროპაგანდა მიდის.

“სექსუალური ქალისა და სექსუალური მამაკაცის იმიჯი” – აი, თვითდამკვიდრების უმთავრესი საზრისი, არსი, მიზანი, რითაც სააკაშვილი ასაზრდოებს ახალგაზრდობას. ამ “უმთავრესი იმიჯის” პროპაგანდირების მიზნით, თვით საინფორმაციო პროგრამების ტელეწამყვანებიც კი ერთმანეთს პირდაპირ ეთერში ეთომარ–ეარშიყებიან (ჟარგონისთვის ბოდიშს ვიხდი მკითხველების წინაშე) და თუ მიშა–პრეზიდენტმა უბრძანა, სექსუალური აქტის საჯარო დემონსტრირებასაც უკომპლექსოდ მოახდენენ. სამაგიეროდ, სააკაშვილის ფავორიტ ჟურნალისტებს არ მოეთხოვებათ  ნიჭი და უნარი (პროფესიული ხმის ტემბრი, მეტყველების სიმკვეთრე და კულტურა), არამედ მჩქეფარე და ბლაგვი მეტყველებითაც იოლად გადიან ფონს. მერე რა, რომ მსმენელსა და მაყურებელს არ მოსწონს ისინი. მიშას მოსწონს!

“ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს, მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალი ანჯელინა ჯოლი ეწვია” – დღის საინტერესო თემად გადმოსცეს ჩვენმა საინფორმაციო პროგრამების ჟურნალისტებმა. სექსუალური ანჯელინა ჯოლი და მეტი, არავინ! ეს და მხოლოდ ესაა უმთავრესი “ტიტული და რეგალია” მანიაკი სააკაშვილის ხელისუფლებისათვის, რომლის ტელევიზიებში, თვით ბიზნეს–კურიერებიც კი სექსუალური ჟესტიკულაციებითა და მიხვრა–მოხვრით გადაიცემა. აღარაფერს ვამბობთ დილის, შუადღის, ღამისა თუ შუაღამის ამაზრზენ შოუებზე, სადაც ახალი ტიპის “ევრო–ამერიკელი” ქართველი სექსო–მანიაკები ღავღავებენ, მერამდენე ქმარი (ცოლი) ჰყავთ, მერამდენე საყვარელი, რომელი სექსუალური ორიენტაციისანი არიან.

აი, ამათ კი ჭეშმარიტად დასდგომიათ ბედნიერი თავისუფლების ხანა და იშვებენ და ხარობენ კიდეც!

კიკიმორა ნანა ჟორჟოლიანის – “ნანუკას შოუს” – ხანგრძლივ და ყოველდღიურ რეკლამირებას ხომ წალეკილ–წაბილწული აქვს “იმედის” ეთერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, კოდუას ცოლობა, თურმე საკმარისია, რომ კიკიმორა ნანუკას განუსაზღვრელი დრო მიეცეს ტელევიზიაში თავისი იაფფასიანი შოუს წასაყვანად, რისთვისაც ოლიგარქი ბანკირ–ბიზნესმენები სპონსორობას არ იშურებენ. მშიერი და ავადმყოფი ადამიანებისათვის კი, ერთი ლარიც არ ემეტებათ და კარზე მიმდგარ უპოვართ კაცუნებივით ემალებიან.

სააკაშვილის “ჯიბის ტელევიზიების” საინფორმაციო დროის მეტი ნაწილი ჰოლივუდური კინოფილმების, სხვადასხვა სახის გამოფენების, “დეგუსტაციების”, ტურისტული ინფრასტრუქტურებისა და მოდის ჩვენებებს ეთმობა, რაც მარტოოდენ მდიდართა განცხრომა და ფუფუნებაა. ამ მოჩვენებით კეთილდღეობაში კი სრულიად გამქრალი და მივიწყებულია მშიერი და ღატაკი ხალხი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის სამოცდაათ პროცენტს შეადგენს. თუმცა, თითქოს, ქვეყანაში ისინი სულაც არ არსებობენ. საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკით კი, სააკაშვილის საქართველო, ბავშვთა შიმშილით სიკვდილიანობისა და შიმშილ–სიღატაკით 20–დან 60 წლამდე ადამიანთა თვითმკვლელობებით პირველ ადგილზეა. თუმცა, სააკაშვილის მაძღარი ხელისუფლების ხროვას, არც ეს ადარდებთ.

სააკაშვილის ანტიადამიანური ხელისუფლების ხელში ხალხს წართმეული აქვს ჯანმრთელობის გამოკვლევისა და დაცვის, აგრეთვე საბინაო უფლება, ქვეყანა ჩამხრჩვალია საშინაო და საგარეო ვალებში, ხოლო მომხვეჭელი სააკაშვილის პირადი ქონება სამ მილიარდ დოლარამდეა. აღარაფერს ვამბობთ მის პარლამენტარებსა და მთავრობის წევრების ასეულ ათასობით ფულად და სხვა მატერიალურ ქონებებზე.

ამ ღატაკ და შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ ქვეყანაში ყვავის ელიტარული კორუფცია და უსამართლობა. პრივილეგირებული ნაციონალები გაბატონებულნი არიან ყველა დარგსა და ყველა სფეროში. საზოგადოება დაყოფილი ჰყავთ “ჩვენიანებად” და “სხვისიანებად”. შესაბამისად – “ჩვენიანს” ყველაფერი, “სხვისიანს” არაფერი. “სხვისიანებმა” კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აზარტული თამაშობებით მოიპოვონ ფული, გაკოტრდნენ, ერთმანეთს თავ–პირი დაამტვრიონ, მოკლან ან მოიკლან თავი. მცირე ბიზნესის წამოწყების იმედით ბანკის ვალებში ჩაეფლონ, უპოვარ–უსახლკაროებად იქცნენ (შეიქმნან) და ურვას მიეცნენ. სასოწარკვეთილთ, წელსა და ხერხემალში გადატეხილებს ხომ ბრძოლის თავი აღარ ექნებათ!

ამიტომაც იღიმის მუდამ ცბიერი მიშა და აღმა–დაღმა თვითკმაყოფილი დანავარდობს.

მის მძულვარე აგრესიას აღძრავს ქალაქის ძველი და ისტორიული შენობები და ყიდის ყველას და ყველაზე (ოღონდ ვინმემ იყიდოს), თუნდაც გადამთიელზე. ეკლესიების გაყიდვის უფლებაც რომ ჰქონდეს, მათაც ხელაღებით გაყიდდა, რამეთუ იდეურობისა და სულიერებისაგან დაცლილ ამ რე-აგენტისათვის ისინი მხოლოდ შენობა–ნაგებობებია და არა ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობა.

ტელევიზიები კი ყველაფერზე შემგუებლურად დუმან, ვინძლო მიშა არ გააბრაზონ. მაამებლობა იმდენად გაითავისეს ჩვენი ტელევიზიების მესვეურებმა, რომ სრულიად დაივიწყეს, რომ ისინი სიმართლის მსახურები არიან.

პარლამენტის ისტორიული შენობის გაყიდვა და პარლამენტის ქუთაისში გადატანა სწორედ თავქარიან სააკაშვილს შეიძლებოდა მოსურვებოდა მხოლოდ. მაგრამ, ნუთუ მმართველ ნაციონალურ მოძრაობაში არავინ, სულ არავინაა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კანონიერებისა და სამართლიანობის შინაგანი განცდის მქონე პოლიტიკოსი ან მთავრობის პირი, რომ გააპროტესტოს სააკაშვილის ეს თავნება გადაწყვეტილება? ნუთუ ყველანი ერთნაირად ლაჩარ–ცვედანნი და გასვრილ–გაყიდულები არიან, რომ ხმის აწევისა ეშინიათ?

იქნებ, ცბიერმა სააკაშვილმა, სწორედ ამ მოსაზრებით შეარჩია თავისი გუნდი ნაკლული ნიშნით (არასრულფასოვანი გარეგნობისა და დეფექტური მეტყველების) და მაღალი თანამდებობებიც უბოძა, რომ ისინი ასე მორჩილი და მხოლოდ ხელქვეითები ყოფილიყვნენ? ნუთუ ყველაფერს უნდა შეეგუონ? ტერიტორიების დაკარგვას, მიწების გაყიდვასა და მისხალ–მისხალ ჩამოთლასაც აღმოსავლეთ–დასავლეთ–ჩრდილოეთის თუ სამხრეთის საზღვრებზე. ოკუპანტების თავისუფალ თარეშსა და საქართველოს მოსახლეობის დაწიოკება–დატყვევებასაც თვით საქართველოს კონტროლირებად საზღვრების შიგნით. მარტოოდენ საპროტესტო ნოტითა და დეკლარაციებით უნდა შემოვიფარგლოთ? სად არის აქ სახელმწიფო ინსტიტუტები თავისი სამართლებრივი და სამხედრო ძალმოსილებით? ნუთუ ყველა ისინი მხოლოდ სააღლუმოდ არიან შექმნილ–აღჭურილი და სხვა ფუნქცია წართმეული აქვთ?

აკი, გამოჩნდა კიდეც აგვისტოს ომში ჩვენი ჯარისა და სამხედრო ტექნიკის სრული უუნარობა და მთავარსარდალ სააკაშვილის ამაზრზენი სილაჩრე.

როდემდე უნდა გვრცხვენოდეს ასეთი პრეზიდენტისა და ასეთი ჯარის, როდემდე?!

სააკაშვილის “ჯიბის ტელევიზიები” კი კვლავ აკეთებენ (აქ სწორედ ეს მანიპულაცია უნდა ვიხმაროთ) გადაცემებს “კარგად შეიარაღებულ და საიმედოდ გაწვრთნილ” ქართულ არმიაზე. ნებისმიერ ქართველს კი სულით ხორცამდე შესძრავდა და სირცხვილითაც დაწვავდა ინტერნეტით გავრცელებული აგვისტოს ომში ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცების კადრები, რომლებიც მორჩილად ასრულებენ ოკუპანტთა მოთხოვნას ფეხით გათელონ საქართველოს სახელმწიფო დროშა. ხოლო მტირალი და შიშით დამფრთხალნი, როგორ უარყოფენ მებრძოლობას.

მთელ საქართველოს და მსოფლიოსაც, აგრეთვე ახსოვს გავრცელებული კადრები დაჩოქილ–გაშიშვლებული და იარაღაყრილი ქართველი შინაგანი ჯარისკაცებისა ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროსაც.

აშკარაა, რომ ქართველი ჯარისკაცები, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვაზე ყველაზე მეტი ფინანსები იხარჯება, ფიზიკურად სათანადოდ არ იწვრთნებიან, იდეურად და მორალურად კი, – საერთოდაც არა!

ასეთი წვრთნა და მზაობა უცხოა თავად მთავარსარდლისთვის, რომელიც ქვემეხების გრუხუნზე, რეზერვისტივით იკუნტება და შიშით კანკალებს. სამაგიეროდ, აღლუმებზე ძლევამოსილ მთავარსარდლად წარმოგვიდგება და პომპეზური ტელეჩვენებით ვიხილავთ კადრებს.

 

 

გაზეთი „განმათავისუფლებელი“ N29

 

               

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: