IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ქართული გენი

 

 ქართული გენი მსოფლიო განფენილობაში

                 

      ქართველმა მკითხველმა მიიღო კარგი საჩუქარი – დაიბეჭდა წიგნი, სახელწოდებით: „ქართული გენი უცხო ხალხის სამსახურში ( ასი რჩეული ბიოგრაფია)“.

      წიგნის შმუცტიტულზე არსებული წინათქმა იუწყება, რომ: „ეს წიგნი, მსგავს თემატიკაზე დაბეჭდილი,  პირველი ნაშრომია საქართველოში. მკითხველის წინაშე სრული სისავსით წარმოჩინდებიან  სამშობლოსაგან  დაშორებით მოღვაწე ყველა სახის სახელმოხვეჭილი ქართველები – სასულიერო პირები და მეცნიერები, სამხედროები და პოლიტიკოსები, მწერლები და ხელოვანნი, თავგადასავალთა მაძიებელნი და ავანტიურისტები…   მათი საქმიანობის გაცნობით  მკითხველისათვის საცნაური გახდება, თუ ეპოქების სახესხვაობათა  მიზეზით, სოციალური პირობების ზეგავლენით, ოჯახური ტრადიციებით თუ სხვა მიზეზ–შედეგობრიობითა და გარემოებებით –  რა  გარეგნულ გამოვლინებებს ახდენს ქართული გენი მსოფლიო განფენილობაში.“

     წიგნის შესავალი კიდევ უფრო აზუსტებს ნაშრომის მიზანდასახულებას, სადაც სახელდობრ მითითებულია:

     „დღემდე მრავლის უმრავლესი ქართველის სახელია დაკარგული, ან მითვისებული უცხო ტომის მემატიანეთა მიერ, რომლებიც, ჩვენგან განსხვავებით,  თავისი თვისტომის თითოელ სახელს სანთელივით უფრთხილდებიან და ქართველებივით დაუდევრად და უდიერად არ ფანტავენ! ამ გზით ვინ იცის რამდენი ქართველია მითვლილი სომხად, რუსად, ბერძნად, სპარსად, ფრანგად თუ ვინ იცის, ვისად აღარ! ჩვენი ვალია, ის სახელები  მაინც დავინარჩუნოთ, რაც უცილობლად მიუთითებს მათ ჩვენეულ ეროვნულ კუთვნილებაზე!

       ჩვენი წიგნით მკითხველსა და ფართო საზოგადოებას გვსურს გავაცნოთ 100 საყოველთაოდ  ცნობილი, სახელგანთქმული  იმ ქართველი მოღვაწის ბიოგრაფია, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების პოლიტიკურ, სამეცნიერო თუ ხელოვნების სარბიელზე უხსოვარი დროიდან დღემდე. „სახელმოხვეჭილი“ არ ნიშნავს მაინცდამაინც დადებითად მოაზრებულს – შეიძლება ის სახელი უარყოფითადაც ყოფილიყო მოხვეჭილი – ჩვენთვის მთავარი იყო ამ სახელის არსებობა – გნებავთ კარგი და გნებავთ ცუდი სახელისა!

        მსგავსი წიგნები გააჩნიათ დროთა უკუღმართობით, სხვათათვის დამაშვრალ ჩვენსავით მცირესა თუ ჩაგრულ ერებს – ებრაელებს, პოლონელებს, ირლანდიელებს, სომხებს…ამ წიგნის არსებობა  ჩვენთვის მით უფრო მნიშვნელოვანია, რამდენადაც  ქართველები სომხებივით და ებრაელებივით საყოველთაოდ არ არიან გაფანტულნი და არ ახასიათებთ დიდი დიასპორებისთვის ჩვეული  შეკავშირებულობა და საკუთარი თვითიდენტიფიკაციისადმი განსაკუთრებული მზრუნველობა…

       ჩვენი ყურადღების საგანია ნებისმიერი ქართველი – ეროვნული თვითიდენტიფიკაციითა, თუ ოდენ ეროვნული წარმომავლობით; საქართველოსთან რაიმე კუთხით  დაკავშირებული, თუ საერთოდ დაუკავშირებელი; თავისი შემვრდომებელი ქვეყნის მიმართ კეთილად განწყობილი, თუ ბოროტად; უცხო მიწა–წყალზე დაბადებული, თუ კონდოტიერად შეხიზნული…–ანუ “გენეტიკური ქართველები, რომლებმაც უპირატესი დადებითი თუ უარყოფითი როლი შეასრულეს სწორედ უცხო ქვეყნის სარბიელზე!

       დღევანდელი ანონსის შემდეგ „იბერიანას“ საიტი დროდადრო მიაწვდის  მკითხველებს ფრაგმენტებს ამ წიგნიდან და გახდის მათ შორეულ ქვეყნებში მოღვაწე თანამემამულეთა კეთილ და ავ საქმეთა თანაზიარად!

        

***

      

აბაშიძე დავით (ანტონ) (1867-1942) –  რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი  

ნიკოლოზ აფხაზი (1900–1988) – კანადაში „სიყვარულის ბაღის“  გამშენებელი

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: