IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

♦ თამარ თუმანიშვილი

 

 

ქართველი ,,შავი მარგალიტი,“ რომლის სილამაზემ ჰოლივუდიც დააჩოქა

 
 
27.09.2011
[ალექსანდრე აკობია]

თამარ თუმანიშვილი იყო უმშვენიერესი ქართველი ქალი, რომლის სილამაზით თვით ცნობილი ქორეოგრაფი, ჯორჯ ბალანჩინი მოიხიბლა. მისმა სილამაზემ, არა მარტო ბალანჩინი, არამედ ჰოლივუდიც კი დააჩოქა. მას ერთ-ერთ ლეგენდარულ რომანტიკულ დრამაში ,,დიდების დღეები“ პარტნიორობას ისეთი ცნობილი ვარსკვლავი უწევს, როგორიც გრეგორი პეკია.

ქართული წარმოშობის ბალერინა და მსახიობი თამარ თუმანიშვილი (თუმანოვნა) 1919 წლის 2 მარტს შანხაიში დაიბადა. თამარის დედა, ევგენია დიმიტრის ასული თუმანიშვილი ხელთუბნელ თავად თუმანიშვილთა შთამომავალი იყო. 1918 წელს ის მეუღლესთან ერთად საქართველოს ტოვებს და რუსეთის გავლით ემიგრაციაში ჩინეთში მიემგზავრება. გზაში ევგენიას მეუღლე ინფექციური დაავადებისგან ეღუპება, ხოლო მარტო დარჩენილ ფეხმძიმე ქალბატონს, ნერვიულობის ნიადაგზე, მშობიარობა დროზე ადრე  დაეწყო. მან ციმბრსა და შანხაის შორის, გზაში იმშობიარა. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. ევგენიამ გოგონას თამარი დაარქვა და თავისი გვარი თუმანიშვილი მისცა.

დედა-შვილი ჩინეთის ქალაქ ხარბინში დასახლდა, თუმცა ისინი აქ დიდხანს არ დარჩენილან და მალე ეგვიპტეში გაემგზავრნენ. ისინი მცირე ხნით ქაიროს ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდნენ, თუმცა რამდენიმე წელიწადში დატოვეს ეგვიპტეც და 1926 წელს საფრანგეთში ჩავიდნენ.

თამარ თუმანიშვილი ბავშობიდან სილამაზით გამოირჩეოდა. დედამ ის ბალეტზე შეიყვანა. მისი დებიუტი სცენაზე 10 წლის ასაკში, პარიზის ოპერის სცენაზე შედგა. სწორედ აქ შეამჩია ის ცნობილმა ქორეოგრაფმა ჯორჯ ბალანჩინმა, რომელმაც თამარი Basil Ballet Russes de Monte Carlo-ს საბალეტო დასში მიიწვია.

1932 წელს, ჯორჯ ბალანჩინმა სპეციალურად თამარისთვის, ბალეტში Cottilon ახალგაზრდა გოგონას სახე შექმნა. ამ დღის შემდეგ, თამარ თუმანიშვილი მოცეკვავე ვარსკვლავად იქცა. მასზე აქტიურად წერდა ფრანგული პრესა. ერთ-ერთმა გაზეთმა მას ბალეტის ,,შავი მარგალიტიც“ კი უწოდა.

ცნობილი ბალერინა ლეონოდ მაისინის, ჯორჯ ბალანჩინის, სერგეი ლიფარის, ბრონისლავა ნიჯინსკას და სხვათა მუზა გახდა და ეს ბუმბერაზი ადამიანები მისი შთაგონებით ქმნიდნენ საბალეტო ნაწარმოებებს.

1939 წელს, თამარი დედასთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადადის. ულამაზესი მანდილოსანი ჰოლივუდში მალევე შეამჩნიეს. იმავე წელს, ის ბროდვეის მიუზიკლში Stars In Your Eyes-ში მონაწილეობს და იწყებს ტურნეს მსოფლიოს გარშემო. სამსახიობო კარიერის დასაწყისში, ჯორჯ ბალანჩინმა მას გვარის შეცვლა ურჩია და ის თამარ თუმანოვა გახდა.

1944 წელს, თამარის ცხოვრებაში ცვლილება მოხდა – დიდი სიყვარული ეწვია. მას შეუყვარდა ამერიკელი პროდიუსერი და სცენარისტი კეისი რობინსონი, რომელზეც იქორწინა კიდეც. თუმცა მათი ოჯახი მყარი არ აღმოჩნდა და მალევე განქორწინდნენ.

თამარ თუმანიშვილი უამრავ ჰოლივუდის ფილმში გადაიღეს, თუმცა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი ფილმ ,,დიდების დღეებშია,“ სადაც მას პარტნიორობას ცნობილი ამერიკელი მსახიობი გრეგორი პეკი უწევს. მას ასევე პარტნიორობას უწევდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც იყვნენ ჯინ კელი, პოლ ნიუმენი, ჯული ენდრიუსი და სხვები. 1966 წელს თამარს საკუთარ ფილმში ცნობილი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი იღებს.

თამარ თუმანიშვილი იშვიათი სილამაზით გამოირჩეოდა და მისი ერთი დანახვაც კი საკმარისი იყო, რათა მისი მშვენიერებით მოხიბლულიყავი. ის მრავალი მხატვრის შთაგონების წყარო გამხდარა. თამარის პორტრეტები დახატული აქვთ ისეთ მხატვრებს, როგორებიც იყვნენ: ჯოსეფ კორნელი, ქრისტიან ბერნარდი, ვლადიმერ ტრეტჩიკოვი, ხუან მირო და სხვები.

სიცოცხლის ბოლო წლები თამარ თუმანიშვილმა საკუთარ სახლში, ბევერლი ჰილზში გაატარა. ის 1996 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი მთელი ქონება ქველმოქმედებას მოახმარა. დაკრძალეს დედის გვერდით, ლოს ანჯელესის სასაფლაოზე.

 

http://www.presa.ge/new/?m=diaspora&AID=9266

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: