IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

♥ „აია-კოლხეთი“-ს მიმართვა

♥  Georgia – საქართველო

283267_246157235412110_5227960_n[1]

კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „აია-კოლხეთი“-ს მიმართვა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს,

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, ბ-ნ დავით უსუფაშვილს,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს,

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბ-ნ გურამ ოდიშარიას

მოგეხსენებათ, რომ ძველ ბერძნულ და ლათინურ წყაროებში მრავალი ცნობა მოიპოვება ბრინჯაოს ხანის ქართველურ ტომთა, კოლხების შესახებ და მათ შორის თვითმყოფადი კოლხური დამწერლობის, კირბების არსებობის თაობაზე.

ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კუნძულ კრეტაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს 1400-ზე მეტი თიხის ფირფიტა და ნივთი, რომლებიც შესრულებულია ძვ.წ. XX ს.-ის I ნახევრით დათარიღებული კრეტული იეროგლიფური ტიპისა და A კლასის ხაზოვანი წარწერებით. ეს წარწერები 2006 წ.-ს გაიშიფრა პროტო-ქართველურ-კოლხურ ენაზე, რამაც საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში აღიარება მოიპოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე აუცილებელია დავასახელოთ ძველ აღთქმაში შემონახული ტოპონიმი „ქრთჲ“ (ანუ „ქართი“), რომელიც კუნძულ კრეტას რქმევია.

ამ უძველესი წერილობითი ძეგლების მიხედვით, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართველურ-კოლხური ცივილიზაციის ფესვებს ხმელთაშუა ზღვის ცენტრში ჰქონდა ჰეგემონია და ჩვენ წინაპრებს თავიანთი წვლილი შეუტანიათ ბრწყვინვალე წინაბერძნული, კრეტა-მინოსური ცივილიზაციის შექმნაში.

შემთხვევით მოვლენას ასევე ვერ მივაკუთნებთ იმას, რომ ქართული ასომთავრული დამწერლობის 16 ასოს გრაფიკული მოყვანილობა კავშირს ამჟღავნებს A კლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნებთან.

ამ მოსაზრებების საფუძველზე ვფიქრობთ, რომ ქართული ასომთავრული ანბანი შექმნილია საქართველოს გაქრისტიანებამდე მრავალი საუკუნით ადრე, როდესაც გაბატონებული იყო მზის კულტი. ასომთავრულ ანბანში დაფიქსირებულია მზის კალენდარული სისტემა, რომელშიც ასახულია ასტრონომიის, მათემატიკის, ქრონოლოგიისა და თეოლოგიის იმდროინდელი მიღწევები. ამრიგად მიგვაჩნია, რომ ქართული ასომთავრული ანბანი ანტიკური ხანის ქართული ცივილიზაციის უბადლო ნიმუშია.

ამგვარი მოკლე ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ მოგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული თემების გათვალისწინების ნაცვლად, 2012 წელს გამოცემული „საქართველოს ისტორიის“ ოთხტომეულში ადგილი არ აღმოჩნდა წინაქართველური დამწერლობის ბრწყინვალე წერილობითი ძეგლებისთვის, კერძოდ, ფესტოსის დისკოსთვის. ასევე ამ ოთხტომეულში არ არის მოცემული ქართული წარმართული ეპიტაფიური და ეპიგრაფიკული 15 ნიმუში, რომლებიც აღმოჩენილია მცხეთაში, ნეკრესსა და რუსთავში. მათ შორის არის ფარნავაზიანთა დინასტიის, კერძოდ, იბერიის მეფე მითრიდატე II-ის მემორიალური ძეგლიც, ე.წ. შარაგასის სტელა, რომელიც 2006 და 2011 წლებში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევების თანახმად, ქართული ასომთავრული სიმბოლოების (ანუ რიცხვ-ნიშნების) საშუალებით დათარიღებულია ახ.წ. 97 წლით. ამ ოთხტომეულის ავტორებმა გულგრილად მიიღეს ეს არქეოლოგიური ძეგლები და ასევე ეჭვქვეშ დააყენეს სახელოვანი მეცნიერის აკად. ლევან ჭილაშვილის აღმოჩენები, რათა სადავო ყოფილიყო წინაქრისტიანულ ხანაში ქართული დამწერლობის არსებობა.

ამგვარი მაგალითების ფონზე ამ ოთხტომეულის ავტორებმა ასევე წარმოადგინეს ბუნდოვანი მოსაზრებები. მაგ., „ქართული (და არა მხოლოდ ქართული) ხუროთმოძღვრების მშვენებაა მცხეთის ჯვარი“; „პეტრე იბერიელი მხოლოდ დაიბადა საქართველოში. …ძნელია, მას ქართველი მოღვაწე ვუწოდოთ“ („საქართველოს ისტორია“, 2012, ტ. II, გვ. 334, 325).

აქვე აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ 2008 წ.-ს National Geographic Society-მ გამოაქვეყნა Book of Peoples of the World: A Guide to Cultures (გვ. 96-97), რომელშიც საერთოად არაა წარმოდგენილი მასალა სახელმწიფო საქართველოს, ქართული კულტურისა და ანბანური დამწერლობის თაობაზე, როცა მასში ფართოდ წარმოჩინებულია სომხების, აზერბაიჯანელების, ჩეჩნების, ინგუშებისა და სხვა ხალხის კულტურები.

ქართული წერითი სისტემის არასრულად წარმოჩინების ტენდეცია ჯერ კიდევ შეიმჩნევა XX ს.-ში გამოცემულ წიგნებში. მაგ., „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედია“-ში (1975-1987 წ.წ.) არ არის წარმოდგენილი ქართული ასომთავრული ანაბანური სისტემის ნუსხა. სხვადასხვა ტომში გაბნეულია ქართულ ასოთა გრაფიკული ფორმები და დამახინჯებული სახელები. ამავე დროს, ქართული ანბანური მწკრივის 23-ე პოზიციიდან ასოთა რიგის ნომერი გაზრდილია ერთით. ამნაირად დარღვეულია ქართული ანაბანური სისტემის წყობა და ის გამოუსადეგარია ქართული ქრონოლოგიური აღრიცხვისათვის.

ვფიქრობთ, რომ ამგვარი ტენდენციის შედეგია ის, რომ XI საუკუნეში შემოღებული ქართული ანბანი გამოსახულია ბათუმის კოშკზე; მაშინ როდესაც ქართველებს გაგვაჩნია ანტიკური ხანის ასომთავრული ანაბანი და უძველესი კოლხური ცივილიზაციისდროინდელი დამწერლობის ძეგლები. ვფიქრობთ, რომ ეს კოშკი გადაკეთდეს მუზეუმად, რომელშიც დემონსტრირებული იქნება ქართული დამწერლობისა და სახელმწიფოებრიობის 4000 წლიანი ტრადიცია.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ აუცილებელია ჩაატაროს შესაბამისი სამეცნიერო დარგების სერიოზული რეფორმა და შეიმუშავოს ქართველოლოგიური მეცნიერებისა და კულტურის დარგებში შექმნილი სავალალო მდგომარეობის გამოსწორების, შემდგომ განვითარების გეგმა და სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესში ჩაერთვება ახალი სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ქართველი ერის სახელოვანი ისტორიული წარსულის როგორც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გამოსავლენად და დასამკვიდრებლად საერთაშორისო ასპარეზზე.

კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის

„აია-კოლხეთი“-ს დამფუძნებლები:

გია კვაშილავა,

ქართველოლოგი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

რაულ გვეტაძე,

სრული პროფესორი

One Response to “♥ „აია-კოლხეთი“-ს მიმართვა”

  1. nogenocide said

    აგაშენათ ღმერთმა,მაგრამ,ქართულად ძლივსმოლაპარაკე ქართველებს რომ მიმართავთ,ეშველება ამ დიდ საქმეს ვითომ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: