IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სახელმწიფო ქონების მორიგი განკერძოების გეგმა

• საქართველო – Georgia

***

სახელმწიფო ქონების განკერძოების თუ მორიგი პრიხვატიზაციის გეგმა?

2

2016 წლის 30 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „ბუნებრივი რესურსების მართვა“. კონფერენციის ორგანიზატორი –  თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი (ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია). ღონისძიების პარტნიორები – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (მინისტრი გიგლა აგულაშვილი), საზოგადოება 20/30 და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი.  


კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ პრეზენტაცია „წიაღისეულის მართვა-პერსპექტივები და გამოწვევები

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა” შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა სახელმწიფო ქონების განკერძოების პილოტი  –  სადაც შეტანილია: 18 000 მიწის ნაკვეთი, 16 საბადო, 540 შენობა-ნაგებობა, 36 სახელმწიფო კომპანია.

მათი აზრით,  იმის გამო, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არის ძალიან ბევრი (იწები, სასარგებლო წიაღი, სახელმწიფო კომპანიები, შენობა-ნაგებობები და ა.შ.), მისი განკერძოება ფულზე გაყიდვით პრაქტიკულად ვერ ხორციელდება. ამის მიზეზია ჩვენი მოქალაქეების დაბალი მსყიდველობითი უნარი და პროცესის გაწელვა დროში. ამიტომ ერთადერთ გზად მიჩნეულ იქნა ამ აქტივების უფასო პრივატიზება, რაც უზრუნველყოფს ამ ქონების სწრაფ, ეფექტიან და სამართლიან განკერძოებას, მათი ფასების ზრდას და კაპიტალის მოზიდვას.

1

***

***

სახელმწიფო ქონების განკერძოების პილოტი

საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს კერძო საკუთრების დომინირებას. საქართველო, როგორც პოსტკომუნისტური სახელმწიფო,  ჯერ კიდევ ვერ ახერებს მის ფორმირებას. დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია ქვეყნის ძირითადი  აქტივების 60-70%, რომელთა უმეტესი ნაწილი უნდა იყოს კერძო მესაკუთრეების საკუთრებაში.

სახელმწიფო საკუთრებაშია:

  1. სასოფლო-სამეურნეო მიწების 65%
  2. ხე-ტყის რესურსის 100%
  3. სასარგებლო წიაღისეული (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია და ა.შ.) 100% სახელმწიფო საკუთრებაში
  4. შენობა-ნაგებობები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოუყენებელია
  5. 1400 სახელმწიფო კომპანია

ერთადერთი გზა, რათა მოხდეს ამ ქონების ტრანსფორმაცია კერძო საკუტრებად არის მისი უფასო პრივატიზაცია!

ვერცერთი სახელმწიფო, მისი ქონების ამხელა წილის გაყიდვას ვერ შეძლებს ბაზარზე სწრაფად და ეფექტიანად! ამ ქონების ბაზრისთვის მიწოდება ნიშნავს მიწოდების ზრდის შედეგად არსებული ფასების დაბლა დაწევას, კაპიტალის მოზიდვის ყველა შანსის გაქრობას. ასევე ეს პროცესი გაწელილია დროში!

მესაკუთრეებად უნდა ვაქციოთ თითოეული ჩვენი მოქალაქე! ეს შეუძლებელია ამ აქტივების გაყიდვით, რადგან მათი უმეტესი ნაწილი მსყიდველობითი უნარის გარეშეა!

რატომ არის საჭირო სახელმწიფო ქონების განკერძოება?

მაგალითად რუსთაველის გამზირზე, მანამ სანამ კომერციული ფართების მიმწოდებელი და მისი გამყიდველი იყო სახელმწიფო, 1 კვ/მ კომერციული ფართის ფასი შეადგენდა 40 აშშ. დოლარს. ამ აქტივების განკერძოებას მოყვა ფასების თავისუფალი ნახტომი და მიაღწია 3000 აშშ. ფოლარს. ფასების ასეთმა ზრდამ მოიზიდა კაპიტალი და გაზარდა მესაკუტრეების ეკონომიკური თავისუფლება!

ასევე იყო სხვა ურაბანული მიწების ფასებიც. მაგალითად დიღომში, 1 კვ/მ მიწის ფასი შეადგენდა დაახლოებიტ 50 ცენტს, მანამ სანამ ამ ქონების მესაკუთრე და მიმწოდებელი ბაზარზე იყო სახელმწიფო. როგორც კი ეს ქონება გადავიდა კერძო მესაკუთრეების საკუთრებაში მაშნვე მივიღეთ ფასების ზრდა დაახლოებით 30 აშშ. დოლარამდე.

სახელმწიფო ქონების სრულ განკერძოებას მოყვება ამ ქონების ფასების ზრდა, კაპიტალის მოზიდვა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკური თავისუფლების სხვა სიბრტყეზე გადასვლა! ამ ეფექტს განსაზრვრავს ეკონომიკაში არსებული კანონი, რომელიც ცნობილია წარმოების ფაქტორთა ფასების გამოთანაბრების კანონად!

სახელმწიფო ქონების განკერძოების პილოტის ნუსხა:

  • 18 000 მიწის ნაკვეთი
  • 16 საბადო
  • 540 შენობა-ნაგებობა
  • 36 სახელმწიფო კომაპანია

პროცესი გრძელდება 8 თვის განმავლობაში. ყოველი თვის დასაწყისში ქვეყნის თითოეული მოქალაქე იებს 1000 ინვესტს საჩუქრად. მათი მიღება ქვეყნის რეზიდენტებს შეუძლიათ სპეციალურად შერჩეულ ბანკებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შედეგად.

როგორ ხდება აქტივების განკეძოება?

მათი განკერძოება ხდება ღია და დახურულ აუქციონებზე. ღია აუქციონებზე ხდება მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების განკერძოება. დახურულ აუქციონებზე – საბადოები, სახელმწიფო კომპანიები.

ყოველ თვე, მოქალაქეებმა იციან იმ ქონების რაოდენობა და ანგარიშები რომლებიც განკერძოვდება. ღია აუქციონები ხორციელდება დღეს არსებული მეთოდის ანალოგიურად!  მსყიდველობითი უნარი გააჩნია მხოლოდ ნაჩუქარ “ინვესტებს”! ანუ ამ ქონების ყიდვა შესაძლებელია “ინვესტები”.

მაგალითი: თვის პირველ რიცხვში აუქციონზე დაიდო მიწის ნაკვეთი # XXX. მოქალაქეები ახოეციელებენ ბიჯებს თავიანთი “ინვესტებით”. თვის ბოლოს ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იქნება ის, ვისაც ყველაზე მაღალი ბიჯი ექნება გაკეთებული! ეს პროცესი განხრციელდება ონ-ლაინ მეთოდით.

ყველა გატანილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა განკერძოვდება მითითებულ დროში, რადგან მისი ყიდვა განხორციელდება ნაჩუქარი “ინვესტებით”!

როგორ ხდება სახელმწიფო კომპანიების და საბადოების განკერძოება?

მათი განკერძოება ხდება დახურულ აუქციონებზე.

მაგალითი:

  • სახელმწიფო ქმნის სააქციო საზოგადოებას
  • აფასებს საბადოს მარაგებს
  • მოცემული მარაგები გადააქვს სააქციო საზოგადოების ბალანსზე
  • უშვებს აქციებს
  • ახდენს აქციების მინიმუმ 75 პროცენტის განკრეძოებას

მოქალაქეები მიდიან თვის განმავლობაში ბანკებში და წინასწარ ცნობილ ანგარიშებზე შეაქთ “ინვესტები”. თვის ბოლოს ანგარიშები იხურება, შედეგები იგზავნება სახელმწიფოს მიერ შექმნილ სამსახურში და ხდება შეჯამება. მესაკუთრეების სია ქვეყნდება არაუგვიანეს 3 დღეში.

თუ თქვენ შეიტანეთ 1000 ინვესტი და ჯამში შეტანილი ინვესტების რაოდენობა აღმოჩნდა 100 000, მაშინ თქვენ მიიღებთ სააქციო საზოგადოების აქციების 1 პროცენტს.

აქციონერები ირჩევენ მენეჯმენტს. საუკეთესოდ ამ საკითხს ალბათ წყვეტს ამერიკული მოდელი! თუმცა ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.

საიდან ჩნდება კაპიტალი, დაფინანსება?

მოცემულ სააქციო საზოგადოებას, რომელსაც ბალანსზე აქვს ქონება წიაღის სახით, მაგრამ ჯერ საქმიანობა არ დაუწყია, გაუჭირდება გასვლა საერთაშორისო ბირჟებზე. მაგალითად ლონდონის ბირჟა მოითხოვს ლისტინგის გავლას, რაც არც ისე იოლია. თუმცა, რადგან მოცემული სააქციო საზოგადოება პრაქტიკულად თავისუფალია რისკებისგან, ის შეძლებს მაგალითად ტორონტოს და სხვა საერთაშორისო ბირჟებზე აქციების გატანას, სადაც იმ კომპანიებს გააქვთ აქციები, რომელთაც წარმოება ჯერ არ დაუწყიათ.

რატომ უნდა დაინტერესედნენ ინვესტორები ამ აქციებით?

ინვესტორებმა კარგად იციან ის, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს პოსტკომუნისტური ქვეყნიდან გასული აქციები. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჭარბი მიწოდებით დაკნინებულ ფასებად გასულ ქონებას აქვს ფასების ზრდის დიდი პოტენციალი! მოცემული წიაღის აქციებით ასევე დაინტერესედებიან ტოპ კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი კალათის დივერსიფიცირებას.

როგორც კი, სააქციო საზოგადოებების აქციების თუნდაც 1% გაიყიდება საერთაშორისო ბირჟებზე, ეს უკვე ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების ხელთ არსებული აქციების ფასების ლეგიტიმაციას, ლიკვიდურობის ზრდას.

სააქციო საზოგადოებას შეუძლია კაპიტალის მოზიდვის მიზნით დამატებით გამოუშვას აქციები, ან არსებული უკვე ლიკვიდური ქონების უზრუნველყოფიტ მოიზიდოს გრძელვადიანი და იაფი სესხი. მოცემული კაპიტალი სააქციო საზოგადოებისთვის იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენის და რენტაბელობის მიღწევის წინაპირობა.

პს: საერთაშორისო ბირჟებზე დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ ინტეგრაციას უკვე განკერძოებული სახელმწიფო კომპანიები, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გახდეს მომგებიანი და დღევანდელისგან განსხვავები თვითონ დააფინანსოს ბიუჯეტი.

სააქციო საზოგადოებებს, რომელაც არ დაუწყიათ წარმოება, მაგრამ ბალანსზე აქვთ საბადოები ქონების სახით, არ გაუჭირდებათ მსოფლიო ბირჟებზე ინტეგრაცია! სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მოგაწოდოთ იმ ბირჟების კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ თავისუფლად შეეძლებათ.

 ————————–

ჩვენი კომენტარი (იბ): ამ მორიგი პრიხვატიზაციით მოხდება ის რაც მოხდა ვაუჩერიზაციის შედეგად. 30$-იანი ვაუჩერი ზოგმა გაყიდა 5 ლარად (მეტად არ ყიდულობდნენ!), ზოგმა შეიტანა ახლად გახსნილ ორგანიზაციებში, იქაც  5 ლარად, საიდანაც კაპიკი ვერ მიიღო. სამაგიეროდ, ერთეულებმა იაფად ნაყიდი  ვაუჩერებით კაპიკებში ჩაიგდო ხელში გასაყიდად გამოტანილი ქონება – ფაბრიკა-ქარხნები (მათ შორის ღვინის), მაღაზიები და ა.შ.

ცხადია, ამ შემთხვევაშიც ხალხზე დარიგებულ 1000 ინვესტს, კაპიკებში ჩაიგდებენ ერთეულები და დახურულ აუქციონებზე ისევ მათ დარჩებათ  საბადოები, სახელმწიფო კომპანიები, კარგი მიწები და ა.შ.

Advertisements
 
%d bloggers like this: