IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” დანაშაულებანი

♥ საქართველო – Georgia

***

ჯამბულ გამცემლიძის წერილი მიხეილ სააკაშვილს

giorgi-gamtsemlidze

გიორგი გამცემლიძე

“- ექვსი წელი და სამი თვე გავიდა, რაც ჩემი გიო აღარ არი ამ ქვეყნად, ეს შენმა ტრიბუნიდან მუშტის ქნევამ და საიდუმლოდ გაცემულმა ბრძანებამ განაპირობა, მანამდეც და მის მერეც ვერ დაიოკე გიჟური ჟინი და ერთმანეთის მიყოლებით აუვსე მიქელას ,,ბეღელი,, ახალგაზდებით.

 გიფიქრია ამაზეე? რომ მათაც ყავდათ შვილები? ჩემ გიოს სამი შვილი დარჩა. პატარა ბიჭი შენი პატარა შვილის ტოლია. ჩემი საბა დღესაც ელოდება მამას, მობილური არა აქვსოო, კითხულობს, რატომ არ რეკავსო.

 მეც ასე შევხაროდი ჩემ შვილებს და ჩემი პატარა მოაკვლევინე შე გარეწარო შენ გაწვრთნილ ,,მონადირე,, პატრულს, გიფიქრიაა, რომ საბას მამა ენატრება და მე შვილი? მაგრამ შენ მხოლოდ იმაზე ფიქრობდი მუდამ, როგორ გაგემწარებინა ადამიანები. რატომ ესროლეთ ბუტა რობაქიძეს და ერთადერთი შვილი მოუკალით მის მშობლებს, რატომ მოაკვლევინე სანდრო გირგვლიანი წამებით და დედამისიც რატომ გაუშვით ამ ქვეყნიდან გამწარებული, რატომ ესროლეთ ზურა ვაზაგაშვილს, რომელსაც ასზე მეტი ტყვია მოარტყით და მერე საკონტროლო გასროლით კიდევ დაიკმაყოფილე შენი გიჟი ხუშტურები, რა დაგიშავა გია კრიალაშვილმა, კარგად,რომ იბრძოდა აფხაზეთში ის ვერ აიტანეე, გურამ შარაძე იმიტომ ამძიმებდა დედამიწას, რომ საქართველო უყვარდა და არც ეს აპატიე, კიდევ რადენი ჩმოთვლა მიძნელდება უკვე ხელი მიკანკალებს ამას, რომ ვწერ.

 ამის მერე მე უნდა ვირწმუნო, რომ შენ მამაშვილური გრძნობა გაგაჩნიაა? არა მიშა, შენ არც შენი შვილები არ გიყვარს, თუ არა ასე არ გაიმეტებდი სხვის შვილებს და საკუთარს კი ცოდვიანის შვილის ,,იარლიყს,, არ მიაკერებდი, ჯერ ციხე გელოდება  და მერე მიქელასთან კუპრი დუღს შენთვის, ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს, ცუდია, რომ იქ ვერ მოხვდები, სადაც ჩვენი შვილები არიან, რატოომ? ამაზე შენ იფიქრე, თუმცა დრო ბევრი გექნება ფიქრისათვის, თუ მოახერხე როგორმე…….

 ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მიშა შენ სასამართლო პროცესზე, იქ ბევრი ჩემისთანა დედა და მამა მოვა, დაინახავ შვილ მონატრებულ და შენგან სიცოცხლე გაწარებული ადამიანის თვალებს………….”

ჯამბულ გამცემლიძე

***

464_760810347262827_1804373787_n[1]

ბიძინა სავანელი

5 უმთავრესი ბრალდება სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ


”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისათვის” და ”სახელმწიფოს ღალატისათვის” სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ საბრალდებო დასკვნის მოკლე შინაარსი.

1. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ აჭარაში 37 ათასი თურქი ჩამოგვისახლა, რომელთაგან 28 ათასს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. და ეს მაშინ, როდესაც საქარველოს კონსტიტუციის მუხლი 12-ის ძალით: საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული (!) დამსახურება (!) ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო (!) ინტერესებიდან.” (ძახილის ნიშნები ჩემი დასმულია). მანვე თურქებს რამდენიმე სოფლის მიწები, აგრეთვე ფინანსები გადასცა.
2. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ საქართველოს სამხრეთელი მეზობლის ოცნების ასახდენად დედაქალაქის ქუთაისში გადატანის პერსპექტივით პარლამენტი იქ გადაიტანა. სააკაშვილი შეყვანილია გამოჩენილ სომეხთა ოცეულში. [(იხ. http://planeta-armenya.narod.ru/znamarm.html)].
3. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ენერგეტიკული რესურსები და სისტემა რუსეთს მიყიდა; კოდორის ხეობას დამცველი სვანები განაიარაღა და ხეობა აფხაზეთს მიუერთა; გამსახურდიას ინიციატივით გაუქმებულ სამხრეთ ოსეთს ავტონომიის სტატუსი აღუდგინა და მას ახალგორი მიუერთა; 2008 წელს ცხინვალი დაბობა, და ყველაფრით ამით რუსეთს ხელი შეუწყო ამ რეგიონების ოკუპაცია მოეხდინა და მათი ფორმალური დამოუკიდებლობა ეცნო.
4. რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სააკაშვილს ბრალი დასდო ”ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და ომის დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ეთნიკური ოსების მიმართ. საქმე ისაა, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ყველა პირი, მათ შორის ეთნიკური ოსი, საქართველოს მოქალაქედ სცნო რადგან მათ მოქალაქეობა შეიცვალეს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს ”მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის” გვერდის ავლით. ყველა აღნიშნული დანაშაულისათვის ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტი სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
5. ამრიგად, სააკაშვილსა და მის ბანდას ბრალი ედება მასში, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეთერთმეტე კარის (”დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ”), 37 თავის (”დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ”), მუხლი 308-ის (”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა”) მეორე პუნქტით, რომლის ძალით: ”საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით” და ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტის მეშვიდე და მერვე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, რაც სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
4 აგვისტო, 2014

***

“გაერო სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს”

06 08 2014

saaka“გაერო სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს”
“ალიას” “ნაცმოძრაობასთან” დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ მათი ლიდერის უმძიმესი მდგომარეობის გამო, პარტია, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
ერთი უბდურება ხომ მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრა იყო, მაგრამ უარესი წინ ელით. გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტმა, “ნაციონალებს” შავი დღე აყარა.
ამ კომიტეტის დასკვნაში გარკვევით წერია, რომ გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები – ძალადობის, არასათანადო მოპყრობის, წამების, საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მთელი რიგი სერიოზული ფაქტები. კომიტეტი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს “მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისსა და 2011 წლის 3 იანვარს და ჟურნალისტებზე თავდასხმებს”.
დასკვნას ხელს აწერს კომიტეტის ყველა 18 წევრი. მოკლედ, არც მეტი და არც ნაკლები, გაერო მიხეილ სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს და თუ ეს დანაშაული სააკაშვილს დაუმტკიცდა, მასაც და მისი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს საერთაშორისო ტრიბუნალი არ ასცდებათ”, – წერს გაზეთი”ალია” სტატიაში სათაურით- რა ხდება “ნაცმოძრაობაში” გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ?

“ნაცებისთვის” ეს დასკვნა ხომ თავისთავად შოკისმომგვრელია, მაგრამ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გაეროს დასკვნაში სწორედ იმ საქმეზეა ლაპარაკი, რის გამოც საქართველოს პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა – 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ვანდალურად დარბევა. ამ დასკვნის შემდეგ, “ნაციონალთა” არც ერთ ჭკუათმყოფელ ლიდერს ეჭვი აღარ ეპარება, რომ მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრა საქართველოს ხელიოსუფლების, ევროკავშირისა და ამერიკის ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და მიშასა და “ნაციონალთა” მშველელი და პატრონი, დედამიწის ზურგზე, აღარავინ არის. “ნაციონალთა” ლიდერები, თურმე, იმაზეც წუხან, რაც თავად მიშა სააკაშვილისგან ამ დღეებში შეიტყვეს. სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას, მოგეხსენებათ, გაეროს განიარაღების კომიტეტში სერიოზული თანამდებობა უკავია. ალასანიას გაეროს ადამიანის უფლებათა დასკვნაზე არათუ გავლენა ვერ მოუხდენია, მეტიც, ამ დასკვნის საფუძველზე, შესაძლოა, მის კარიერასაც საფრთხე დაემუქროს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ გაეროში და ცალკეულ პოლიტიკოსებთანაც, ალასანია საკუთარი დისშვილის ლობისტი და პატრონიც იყო”, – აღნიშნავს გამოცემა.

“სწორედ გაეროს ეს დასკვნა იქცა იმის მიზეზად, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილისთვის ზურგის შექცევა დაიწყეს. მართალია, მიშა ხან ერთ ქვეყანაშია, ხან მეორეში და ამით თავის მომხრეებს ამშვიდება, – პოლიტიკური თავშესაფარი არ მჭირდება, ხომ ხედავთ, ყველა ქვეყანა სიამოვნებით მმმასპინძლობსო, მაგრამ მალე ერთი ქვეყნის მასპინძლობაც კი სანატრელი გაუხდება. “ნაციონალთა” ლიდერები კულუარულ საუბრებში აღარ მალავენ, რომ გაეროს დასკვნამ მათ საბოლოოდ მოუთავა ხელი და საერთაშორისო ასპარეზზე ვეღარც ლობისტთა მხარდაჭერა უშველით და ვერც ვერანაირი პიარი. სააკაშვილი ორი დღე დასდევდა ამრიკაში ამ ქვეყნის გავლენიან პოლიტიკოსებს, რომ ვინმეს შეხვედროდა, მაგრამ ყველამ რაღაც მიზეზით უთხრა უარი. ერთი საყურადღებო ფაქტიც. “ნაციონალთა” კულუარებში აცხადებენ, გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” მომსახურებაზე უარი განაცხადეს იმ ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიებმა, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ მათ. კერძოდ, “მოდესტა გრუპ”-მა და “ორიონ სტრატეჯი”-მ”, – წერს სტატიის ავტორი.

“შესაძლოა, მალე სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლაც აუკრძალონ. ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინის პრეზიდენტს, პიოტრ პოროშენკოსთვის შეუთვლიათ, რომ სააკაშვილთან შორს დაიჭიროს თავი, მისგან ნელ-ნელა დისტანცირება მოახდინოს და საბოლოოდ, კიევშიც შეამცირონ მისი ვიზიტები. უცხოელმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ უკრაინაში კონფლიქტი რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდება და ახლო მომავალში, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწიოთ. ამ საქმეში კი სააკაშვილი ხელის შემშლელი ფაქტორია. სხვათა შორის, ვიდრე უცოელი ლიდერები პოროშენკოს სააკაშვილის ჩამოცილებას ურჩევდნენ, იგივეს ეუნებოდა პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე, არსენ იაცენუკი, რომელსაც განსაკუთრეით ის არ მოსწონდა, რომ სააკაშვილი ხშირად უკრაინის სახელითაც აკეთებდა განცხადებებს”, – განაგრძობს გამოცემა.

“მოკლედ, მთელი მსოფლიო მიხეილ სააკაშვილს ისე ექცევა, როგორც პოტენციურ დამნაშავეს. არავის არ უნდა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბრალდებული და გაეროს მიერ ეჭვმიტანილი ახლოს გაიკაროს, მით უფრო, მალე მიშას ინტერპოლიც დაუწყებს ძებნას და უფრო დიდი თავის ტკივილი გახდება ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის. სააკაშვილის საერთაშორისო იზოლაციის პროცესის დაწყება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა ექნება ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების წარმოებისთვის, რეალური შანსი არის იმისა, რომ სააკაშვილს რომელიმე ქვეყანაში ჩაავლონ და ქართულ მხარეს გადმოსცენ. საქმე ისე მიდის, რომ მიშა სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფრის ძიება სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის იმ ქვეყნებში შეიძლება მოუწიოს რომელთანაც საქართველოს ან დიპლომატიური ურთიერთოა საერთოდ არა აქვს, ან ამ ქვეყნებს ინტერპოლთან ხელშეკრულება და ძებნილთა გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია”, – დასძენს გამოცემა.

http://exclusivenews.ge/

4 Responses to “• სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” დანაშაულებანი”

  1. […] ”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისათვის” და ”სახელმწიფოს ღალატისათვის” სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ საბრალდებო დასკვნის მოკლე შინაარსი. 1. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ აჭარაში 37 ათასი თურქი ჩამოგვისახლა, რომელთაგან 28 ათასს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. და ეს მაშინ, როდესაც საქარველოს კონსტიტუციის მუხლი 12-ის ძალი…თ: საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული (!) დამსახურება (!) ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო (!) ინტერესებიდან.” (ძახილის ნიშნები ჩემი დასმულია). მანვე თურქებს რამდენიმე სოფლის მიწები, აგრეთვე ფინანსები გადასცა. 2. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ საქართველოს სამხრეთელი მეზობლის ოცნების ასახდენად დედაქალაქის ქუთაისში გადატანის პერსპექტივით პარლამენტი იქ გადაიტანა. სააკაშვილი შეყვანილია გამოჩენილ სომეხთა ოცეულში. 3. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ენერგეტიკული რესურსები და სისტემა რუსეთს მიყიდა; კოდორის ხეობას დამცველი სვანები განაიარაღა და ხეობა აფხაზეთს მიუერთა; გამსახურდიას ინიციატივით გაუქმებულ სამხრეთ ოსეთს ავტონომიის სტატუსი აღუდგინა და მას ახალგორი მიუერთა; 2008 წელს ცხინვალი დაბობა, და ყველაფრით ამით რუსეთს ხელი შეუწყო ამ რეგიონების ოკუპაცია მოეხდინა და მათი ფორმალური დამოუკიდებლობა ეცნო. 4. რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სააკაშვილს ბრალი დასდო ”ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და ომის დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ეთნიკური ოსების მიმართ. საქმე ისაა, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ყველა პირი, მათ შორის ეთნიკური ოსი, საქართველოს მოქალაქედ სცნო რადგან მათ მოქალაქეობა შეიცვალეს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს ”მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის” გვერდის ავლით. ყველა აღნიშნული დანაშაულისათვის ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტი სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.  5. ამრიგად, სააკაშვილსა და მის ბანდას ბრალი ედება მასში, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეთერთმეტე კარის (”დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ”), 37 თავის (”დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ”), მუხლი 308-ის (”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა”) მეორე პუნქტით, რომლის ძალით: ”საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით” და ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტის მეშვიდე და მერვე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, რაც სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. https://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/#4 […]

  2. ნუკრი said

    წყარო დაიდოს,თვენი არაფერი დაიჯერება!

  3. მაია said

    უი და რა უშლის ხელს გაეროს აგვისტოს მერე ეს საქმე გამოეძიებინა, ან ახლა რა ხდება, არავინ ხვდება სააკაშვილს? ან უკრაინაში ფეხი აღარ ჩაედგმევა??? ვინ წერს ამ სისულეებს და სურვილებს რეალობად ასაღებს

  4. Savaneli said

    „მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია“.

    ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

    (მხოლოდ ფაქტები)

    აბა სულითა და ხორცით ქართველმა თითეულ შეკითხვას პასუხი გასცეს:

    _ ვინ გადასცა რუსეთს ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა?
    _ ვინ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგად საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოყალიბდა?
    _ ვინ აღადგინა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთი, და მას ახალგორი, ხოლო აფხაზეთს კოდორის ხეობა ვინ მიუერთა?
    _ ვინ მოაწყო კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა და ხეობის დამცველი სვანები ვინ განაიარაღა?
    _ ვისი ბრძანებით დაიბომბა ცხინვალი, ანუ ვინ შეუწყო ხელი რუსეთს რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია მოეხდინა?
    _ ვინ აღადგინა და დაამკვიდრა პირველყოფილი ადამიანის ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში”?
    _ ვინ შემოიღო და დაამკვიდრა ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა ცემა და ახალგაზრდების მკვლელობა? (მე ვეკითხები დასავლელ პარტნიორებს: დამნაშავეების დაუსჯელობას ანუ მათ თავისუფალ ბოგინს თქვენს ქვეყნებში დაუშვებთ?)
    _ ვინ გადაიტანა ქუთაისში პარლამენტი, დედაქალაქის იქ გადატანის პერსპექტივით, და რომელი მეზობლის ინტერესში შედიოდა ასეთი? და რატომ შეიყვანა მოსკოვის სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში?
    _ ვინ აღვივებდა და აღვივებს ფარულად რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს სამეგრელოში?
    _ ვინ მიაჩუმათა თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დღევანდელ „ხელშეკრულებასთან“ შედარებით 2012 წლამდე საქართველოსათვის გაცილებით საშიში ათეულობით უარესი „ხელშეკრულება“?
    _ ვინ მიანიჭა არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება გახდნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირი?
    _ ვინ ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და სხვა კერძო უნივერსიტეტების სტატუსს ვინ გაუთანაბრა?
    _ ვინ გააუქმა ან სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები?
    _ ვინ დაარბია და გაყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების 500-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე, და მათგან 70-ს სიცოცხლე ვინ მოუსწრაფა?
    ¬_ ვინ შეუწყო ხელი ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან ხალხის შემოსახლება-დასახლებას მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას და დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას?
    _ ვინ შემოასახლა აჭარაში 47 ათასი თურქი, რომელთაგან 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ვინ მიანიჭა? (მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე).

    მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყველა ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სამი ბატონის მსახურმა სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ.

    ბიძინა სავანელი

    ”ფარისეველნო, გაუტანელნო,
    სხვასთან თავმხრელნო,
    შინ ორმოს მთხრელნო,
    ნაგავის მყრელნო,
    თქვე ჭრელო გველნო,
    რამ შეგაძულათ,
    სთქვით, საქართველო?!”
    აკაკი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: