IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” დანაშაულებანი

♥ საქართველო – Georgia

***

ჯამბულ გამცემლიძის წერილი მიხეილ სააკაშვილს

giorgi-gamtsemlidze

გიორგი გამცემლიძე

“- ექვსი წელი და სამი თვე გავიდა, რაც ჩემი გიო აღარ არი ამ ქვეყნად, ეს შენმა ტრიბუნიდან მუშტის ქნევამ და საიდუმლოდ გაცემულმა ბრძანებამ განაპირობა, მანამდეც და მის მერეც ვერ დაიოკე გიჟური ჟინი და ერთმანეთის მიყოლებით აუვსე მიქელას ,,ბეღელი,, ახალგაზრდებით.

 გიფიქრია ამაზეე? რომ მათაც ყავდათ შვილები? ჩემ გიოს სამი შვილი დარჩა. პატარა ბიჭი შენი პატარა შვილის ტოლია. ჩემი საბა დღესაც ელოდება მამას, მობილური არა აქვსოო, კითხულობს, რატომ არ რეკავსო.

 მეც ასე შევხაროდი ჩემ შვილებს და ჩემი პატარა მოაკვლევინე შე გარეწარო შენ გაწვრთნილ ,,მონადირე,, პატრულს, გიფიქრიაა, რომ საბას მამა ენატრება და მე შვილი? მაგრამ შენ მხოლოდ იმაზე ფიქრობდი მუდამ, როგორ გაგემწარებინა ადამიანები. რატომ ესროლეთ ბუტა რობაქიძეს და ერთადერთი შვილი მოუკალით მის მშობლებს, რატომ მოაკვლევინე სანდრო გირგვლიანი წამებით და დედამისიც რატომ გაუშვით ამ ქვეყნიდან გამწარებული, რატომ ესროლეთ ზურა ვაზაგაშვილს, რომელსაც ასზე მეტი ტყვია მოარტყით და მერე საკონტროლო გასროლით კიდევ დაიკმაყოფილე შენი გიჟი ხუშტურები, რა დაგიშავა გია კრიალაშვილმა, კარგად რომ იბრძოდა აფხაზეთში ის ვერ აიტანეე, გურამ შარაძე იმიტომ ამძიმებდა დედამიწას, რომ საქართველო უყვარდა და არც ეს აპატიე, კიდევ რამდენი, ჩამოთვლა მიძნელდება უკვე ხელი მიკანკალებს ამას, რომ ვწერ.

 ამის მერე მე უნდა ვირწმუნო, რომ შენ მამაშვილური გრძნობა გაგაჩნია? არა მიშა, შენ არც შენი შვილები არ გიყვარს, თუ არა ასე არ გაიმეტებდი სხვის შვილებს და საკუთარს კი ცოდვიანის შვილის ,,იარლიყს,, არ მიაკერებდი, ჯერ ციხე გელოდება  და მერე მიქელასთან კუპრი დუღს შენთვის, ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს, ცუდია, რომ იქ ვერ მოხვდები, სადაც ჩვენი შვილები არიან, რატომ? ამაზე შენ იფიქრე, თუმცა დრო ბევრი გექნება ფიქრისათვის, თუ მოახერხე როგორმე…….

 ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მიშა შენ სასამართლო პროცესზე, იქ ბევრი ჩემისთანა დედა და მამა მოვა, დაინახავ შვილ მონატრებულ და შენგან სიცოცხლე გაწარებული ადამიანის თვალებს………….”

ჯამბულ გამცემლიძე

***

464_760810347262827_1804373787_n[1]

ბიძინა სავანელი

5 უმთავრესი ბრალდება სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ


”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისათვის” და ”სახელმწიფოს ღალატისათვის” სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ საბრალდებო დასკვნის მოკლე შინაარსი.


1. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ აჭარაში 37 ათასი თურქი ჩამოგვისახლა, რომელთაგან 28 ათასს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 12-ის ძალით: საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული (!) დამსახურება (!) ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო (!) ინტერესებიდან.” (ძახილის ნიშნები ჩემი დასმულია). მანვე თურქებს რამდენიმე სოფლის მიწები, აგრეთვე ფინანსები გადასცა.

2. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ საქართველოს სამხრეთელი მეზობლის ოცნების ასახდენად დედაქალაქის ქუთაისში გადატანის პერსპექტივით პარლამენტი იქ გადაიტანა. სააკაშვილი შეყვანილია გამოჩენილ სომეხთა ოცეულში. [(იხ. http://planeta-armenya.narod.ru/znamarm.html)].

3. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ენერგეტიკული რესურსები და სისტემა რუსეთს მიყიდა; კოდორის ხეობას დამცველი სვანები განაიარაღა და ხეობა აფხაზეთს მიუერთა; გამსახურდიას ინიციატივით გაუქმებულ სამხრეთ ოსეთს ავტონომიის სტატუსი აღუდგინა და მას ახალგორი მიუერთა; 2008 წელს ცხინვალი დაბომბა, და ყველაფრით ამით რუსეთს ხელი შეუწყო ამ რეგიონების ოკუპაცია მოეხდინა და მათი ფორმალური დამოუკიდებლობა ეცნო.

4. რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სააკაშვილს ბრალი დასდო ”ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და ომის დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ეთნიკური ოსების მიმართ. საქმე ისაა, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ყველა პირი, მათ შორის ეთნიკური ოსი, საქართველოს მოქალაქედ სცნო რადგან მათ მოქალაქეობა შეიცვალეს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს ”მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის” გვერდის ავლით. ყველა აღნიშნული დანაშაულისათვის ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტი სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

5. ამრიგად, სააკაშვილსა და მის ბანდას ბრალი ედება მასში, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეთერთმეტე კარის (”დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ”), 37 თავის (”დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ”), მუხლი 308-ის (”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა”) მეორე პუნქტით, რომლის ძალით: ”საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით” და ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტის მეშვიდე და მერვე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, რაც სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

4 აგვისტო, 2014

https://iberiana.wordpress.com/2014/08/11/savaneli/

***

 

“გაერო სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს”

06 08 2014

saaka“გაერო სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს”
“ალიას” “ნაცმოძრაობასთან” დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ მათი ლიდერის უმძიმესი მდგომარეობის გამო, პარტია, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
ერთი უბედურება ხომ მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრა იყო, მაგრამ უარესი წინ ელით. გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტმა, “ნაციონალებს” შავი დღე აყარა.

ამ კომიტეტის დასკვნაში გარკვევით წერია, რომ გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები – ძალადობის, არასათანადო მოპყრობის, წამების, საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მთელი რიგი სერიოზული ფაქტები. კომიტეტი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს “მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისსა და 2011 წლის 3 იანვარს და ჟურნალისტებზე თავდასხმებს”.

დასკვნას ხელს აწერს კომიტეტის ყველა 18 წევრი. მოკლედ, არც მეტი და არც ნაკლები, გაერო მიხეილ სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს და თუ ეს დანაშაული სააკაშვილს დაუმტკიცდა, მასაც და მისი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს საერთაშორისო ტრიბუნალი არ ასცდებათ”, – წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით- რა ხდება “ნაცმოძრაობაში” გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ?

“ნაცებისთვის” ეს დასკვნა ხომ თავისთავად შოკისმომგვრელია, მაგრამ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გაეროს დასკვნაში სწორედ იმ საქმეზეა ლაპარაკი, რის გამოც საქართველოს პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა – 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ვანდალურად დარბევა. ამ დასკვნის შემდეგ, “ნაციონალთა” არც ერთ ჭკუათმყოფელ ლიდერს ეჭვი აღარ ეპარება, რომ მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრა საქართველოს ხელისუფლების, ევროკავშირისა და ამერიკის ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და მიშასა და “ნაციონალთა” მშველელი და პატრონი, დედამიწის ზურგზე, აღარავინ არის. “ნაციონალთა” ლიდერები, თურმე, იმაზეც წუხან, რაც თავად მიშა სააკაშვილისგან ამ დღეებში შეიტყვეს. სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას, მოგეხსენებათ, გაეროს განიარაღების კომიტეტში სერიოზული თანამდებობა უკავია. ალასანიას გაეროს ადამიანის უფლებათა დასკვნაზე არათუ გავლენა ვერ მოუხდენია, მეტიც, ამ დასკვნის საფუძველზე, შესაძლოა, მის კარიერასაც საფრთხე დაემუქროს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ გაეროში და ცალკეულ პოლიტიკოსებთანაც, ალასანია საკუთარი დისშვილის ლობისტი და პატრონიც იყო”, – აღნიშნავს გამოცემა.

“სწორედ გაეროს ეს დასკვნა იქცა იმის მიზეზად, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილისთვის ზურგის შექცევა დაიწყეს. მართალია, მიშა ხან ერთ ქვეყანაშია, ხან მეორეში და ამით თავის მომხრეებს ამშვიდებდა, – პოლიტიკური თავშესაფარი არ მჭირდება, ხომ ხედავთ, ყველა ქვეყანა სიამოვნებით მასპინძლობსო, მაგრამ მალე ერთი ქვეყნის მასპინძლობაც კი სანატრელი გაუხდება. “ნაციონალთა” ლიდერები კულუარულ საუბრებში აღარ მალავენ, რომ გაეროს დასკვნამ მათ საბოლოოდ მოუთავა ხელი და საერთაშორისო ასპარეზზე ვეღარც ლობისტთა მხარდაჭერა უშველით და ვერც ვერანაირი პიარი. სააკაშვილი ორი დღე დასდევდა ამერიკაში ამ ქვეყნის გავლენიან პოლიტიკოსებს, რომ ვინმეს შეხვედროდა, მაგრამ ყველამ რაღაც მიზეზით უთხრა უარი. ერთი საყურადღებო ფაქტიც. “ნაციონალთა” კულუარებში აცხადებენ, გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” მომსახურებაზე უარი განაცხადეს იმ ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიებმა, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ მათ. კერძოდ, “მოდესტა გრუპ”-მა და “ორიონ სტრატეჯი”-მ”, – წერს სტატიის ავტორი.

“შესაძლოა, მალე სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლაც აუკრძალონ. ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინის პრეზიდენტს, პიოტრ პოროშენკოსთვის შეუთვლიათ, რომ სააკაშვილთან შორს დაიჭიროს თავი, მისგან ნელ-ნელა დისტანცირება მოახდინოს და საბოლოოდ, კიევშიც შეამცირონ მისი ვიზიტები. უცხოელმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ უკრაინაში კონფლიქტი რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდება და ახლო მომავალში, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწიოთ. ამ საქმეში კი სააკაშვილი ხელის შემშლელი ფაქტორია. სხვათა შორის, ვიდრე უცხოელი ლიდერები პოროშენკოს სააკაშვილის ჩამოცილებას ურჩევდნენ, იგივეს ეუბნებოდა პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე, არსენ იაცენუკი, რომელსაც განსაკუთრებით ის არ მოსწონდა, რომ სააკაშვილი ხშირად უკრაინის სახელითაც აკეთებდა განცხადებებს”, – განაგრძობს გამოცემა.

“მოკლედ, მთელი მსოფლიო მიხეილ სააკაშვილს ისე ექცევა, როგორც პოტენციურ დამნაშავეს. არავის არ უნდა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბრალდებული და გაეროს მიერ ეჭვმიტანილი ახლოს გაიკაროს, მით უფრო, მალე მიშას ინტერპოლიც დაუწყებს ძებნას და უფრო დიდი თავის ტკივილი გახდება ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის. სააკაშვილის საერთაშორისო იზოლაციის პროცესის დაწყება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა ექნება ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების წარმოებისთვის, რეალური შანსი არის იმისა, რომ სააკაშვილს რომელიმე ქვეყანაში ჩაავლონ და ქართულ მხარეს გადმოსცენ. საქმე ისე მიდის, რომ მიშა სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფრის ძიება სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის იმ ქვეყნებში შეიძლება მოუწიოს რომელთანაც საქართველოს ან დიპლომატიური ურთიერთობა საერთოდ არა აქვს, ან ამ ქვეყნებს ინტერპოლთან ხელშეკრულება და ძებნილთა გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია”, – დასძენს გამოცემა.

exclusivenews.ge

***

ჯონდი ბაღათურია ამხელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. 

ჯონდი ბაღათურიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტში.

28.02.2012

“გავამზადებინებ აბაზანას, ჩაგაწვენენ ტალახში და კარგად დაგზილავენ! ” – სააკაშვილის პასუხი ჯონდი ბაღათურიას მას შემდეგ რაც მან პრეზიდენტი ამხილა: ნავთობის და ოქროს საბადოების ფლობასა და კონტროლში, საქართველოს ყველა წიაღისეულის სიმდიდრის დასაკუთრებაში, საწვავის, სარეკლამო, მედია ბიზნესების ფლობასა და კონტროლში..

***

sharadze

გურამ შარაძე სააკაშვილზე:
“ის არის ავანტიურისტი და ქართველი ხალხის ნაციონალური ინტერესების ყველაზე დიდი შემლახველი”

ჟურნალისტი: სააკაშვილზე რა აზრის ხართ? ჩაგიხედიათ მის თვალებში?

გურამ შარაძე: წინა მოწვევის პარლამენტის არჩევნების შემდეგ პირველი შეკრებაა და მოდის ჩემთან ვიღაცა ახალგაზრდა შავგვრემანი კაცი, მეუბნება, ბატონო გურამ, ბედნიერი ვარ, რომ იმ პარლამენტში ვარ, რომლის წევრია ბატონი გურამ შარაძე. ის კაცი იყო მიხეილ სააკაშვილი. ახლა კი თვითონ არის ყველაზე დიდი ლუსტრატორი საკუთარი თავის. თვალებშიც ჩამიხედავს და ჩემს თვალწინ გაირბინა მისმა რვაწლიანმა პოლიტიკურმა მოღვაწეობამ. ის არის ავანტიურისტი და ქართველი ხალხის ნაციონალური ინტერესების ყველაზე დიდი შემლახველი.

“ტრიბუნა”, 15 სექტემბერი, 2003

 ***

amiran saluqvadze

ამირან სალუქვაძე 

სააკაშვილის “პიჯაკების საქმედ” მონათლული ხარჯები

ამ ყველაფერზე დაუჩემებიათ “პიჯაკები“:

 

673 260ლ – კოსმეტიკური მომსახურება;

191 643ლ – ესპანელი მზარეულის დაქირავება;

75 181ლ – სტილისტ ალი კამალის მომსახურება;

6 342ლ – მარიამ საჯაიას სასტუმრო;

6 401ლ – ალანა გაგლოევას სასტუმრო;

15 873ლ – ქრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო და მგზავრობა;

38 247ლ – ვერა ქობალიას ოჯახის მგზავრობა;

5 430ლ – სოფო ნიჟარაძის სასტუმრო, საჩუქრები;

503 383ლ – სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავება კერძო მიზნებისთვის;

45 214ლ – სააკაშვილის ლიმუზინი ქ. ვერონაში;

35 550 – სააკაშვილისთვის ველოსიპედის დაქირავება 3 წლის მანძილზე;

25 237ლ – ქ. პიზაში (იტალია) იახტის დაქირავება;

49 499ლ – 7 პიჯაკი და 1 ქაშმირის სპორტული პალტო;

7 994 – ხელით ნაკეთი 2 კოსტუმი;

53 283ლ – 10ც მაჯის საათი;

15 989ლ – ლონდონში მხატვრის მიერ მკერდით შესრულებული ნახატი;

57 000 – სააკაშვილის შვილების სწავლის საფასური;

127 858ლ – ტაილანდის კურორტ ფხუკეთში სააკაშვილის, ვარშალომიძის და ბაქრაძის 2 დღის ხარჯი: მგზავრობა, სასტუმრო, კვება.

________________________

სულ 8 837 461 ლარი.

 
 
 

აქ არ შედის სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ან სამუშაო ვიზიტების ხარჯები და არც არავინ კითხულობს ამერიკაში, გერმანიაში, აზერბაიჯანში თუ სხვა სახელმწიფოში ვიზიტებისას ძვირიან სასტუმროში იყო თუ ზომიერში, დელეგაციაში15 პირი ახლდა, თუ 135 და რა ჯდებოდა ეს ვიზიტები.

 
ამ ე.წ. პიჯაკების საქმეში ჩამითვლილია პირადი და ზედმეტად პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სახელმწიფოს და გადამხდელების ხარჯზე.
 

როცა აპარტამენტებს ყიდულობს მაიამში, ოდესაში, როცა კიევთან ახლოს ორ სახლს იშენებს მაღალტექნოლოგიური მასალებით, როცა არჩევნებზე, მედიებზე წლების მანხილზე ასეულობით მილიონს ხარჯავს, როცა მსოფლიოს უმტკიცებდა კორუფცია დავამარცხე და ხალხი ხელფასზე ცხოვრობსო, თანაც თავადაც საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა, წვრილმანი ხარჯებისთვის, პირადი საჭიროებები ჯიბიდან უნდა დაეფარა.

ბოდიშების ნაცვლად, ყველაფერს უარყოფენ და აქეთ იმუქრებიან.

9 ათასი პატიმარი ზის გაცილებით მსუბუქ კი არა, ზოგიერთი უმნიშვნელო დანაშაულზე და ხალხს მოუწოდებს, მოდით და მე დამიხსენითო.

ვინც ამართლებთ, თქვენი მედასავლეთეობა არ გაიშვა.

 ***

ამირან სალუქვაძე – შეცდომა არ დაუშვიაო … თუ არ დაუშვია, რისთვის იხდიდა ბოდიშს?!

აბა მოუსმინეთ, შეცდომა არ დაუშვიაო. მანდვეა სააკაშვილის შარშანდელი ბოდიშები. თუ არ დაუშვია, რისთვის იხდიდა?! მაშინ აწყობდა, წინასაარჩევნოდ გადმოგვიგდო. მალევე გადათქვა, არჩევნებს შემდეგ. ახლა პოლიტიკური ვარო.
 
ახლა ყველაფერს უარყოფენ, აღარც გირგვლიანის საქმეა, მოეჩვენა სტრასბურგს, აღარც ციხეში სისტემური წამებები, რასაც თავად აღიარებს სტუდენტებთან საუბრისას.
 
მხოლოდ ის რამდენიმე განცხადება, რომლებშიც მოკვლისკენ, სროლისკენ, განადგურებისკენ მოუწოდებს, უკვე არის უდიდესი დანაშაული, ნებისმიერი ადამიანისთვის.
 
ვისაც არ გინახავთ, ნახეთ იმედზე გუშინდელი გადაცემა 23.00-ზე… ნახეთ, რას ჰყვება ადამიანი, როგორ აწამეს 40 დღე ვირთხებთან, “ფუქსებში”. 
 
ჰოდა, მძიმე შეცდომების გამოა გასამართლებული. ზოგმა ისიც ვერ გაიგო, რომ ორი განაჩენი უკვე დამდგარია.
 
saaka
 

12-13  ოქტომბერი, 2021

 ***

ვალერი გელაშვილი, ია მეტრეველი, გიგლა ბარამიძე და სხვები ტვ იმედის გადაცემაში.  12.10.2021

 
  • როგორ გაუსწორდნენ ვალერი გელაშვილს, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას საკუთარი ქონება არ გადასცა
  • ია მეტრეველი: გაოცებული ვარ, რომ მეორე ტური დასჭირდა ჩვენს ქვეყანას ისეთ ძალასთან, როგორიც სააკაშვილის ბრბო და რეჟიმია
  • გიგლა ბარამიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის სექტა, სააკაშვილი კი – საერთაშორისო მაწანწალა და ბოროტი მუცლით მეზღაპრე
  • ვალერი გელაშვილი, ია მეტრეველი და გიგლა ბარამიძე გადაცემაში „არჩევნები 2021“
 
 
 
 
                      

***

 

“რა ჩაიდინა მიშამ? რატომ უნდა იჯდეს ციხეში ვისაც აინტერესებს!!!”

 
 
2005 -ში ჰუჯაბის კომპლექსი გადასცა სომხეთს.
2006 -ში წითელი ხიდი აზერბაიჯანს.
2008 -ში კოდორი და ახალგორი რუსებს.
2009- გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს.
2012 – 28000 უცხოელს მისცა მოქალაქეობა, შედეგად 31 ოქტ. შემოხაზეს 5.
 
რუსულ კომპანიებს მიჰყიდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეები და უწყვეტი ფულის ბიუჯეტისთვის შემომტანი შემდეგი სტრატეგიული ობიექტები:
1. ენგურჰესი-რუსული კომპანია”რაოესი”;
2. ჟინვალჰესი – რუსული კომპანია”რაოესი”;
3. რიონჰესი – რუსული კომპანია “ენერჯი ინვესტი”;
4. გუმათი 1- რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
5. გუმათი 2 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
6. ლაჯანურჰესი – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
7. შაორჰესი – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
8. ვარციხე1 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
9. ვარციხე 2 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
10. ვარციხე 3 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
11.ვარციხე 4 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
12. ხრამი 1 – რუსული კომპანია “რაოესი”;
13. ხრამი 2 – რუსული კომპანია “რაოესი”;
14. ხრამი 3 – რუსული კომპანია “რაოესი”;
15. ხრამი 4 – რუსული კომპანია “რაოესი”;
16. ხრამი 5 – რუსული კომპანია “რაოესი”;
17. ყაზტრანსგაზ თბილისი – რუსული კომპანია “გაზპრომი”;
18. გაზ.კომპანია “იტერა” – რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია;
19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა “ალექსი” – რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია;
20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია “ინტერ რაო”;
21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია “ინტერ რაო”;
22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები – რუსული კომპანია “ინტერ რაო”;
23. “მადნეული” – რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
24. “კვარციტი”- რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან “რუსეთის რკინიგზა”.
26. კომპანია “ბილაინი” – რუსული კომპანია;
27. “აზოტი” – რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
28. “გაერთიანებული ქართული ბანკი”-რუსული კომპანია “ვითიბი;
29. “ლუკოილ ჯორჯია”-რუსული კომპანია “ლუკოილი”;
30. ზესტაფონის “ფერო”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
31. ელმავალთმშენებელი ქარხანა – რუსული კომპანია “დემა კომპიუტერი”;
32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო – რუსული კომპანია “ბატუსი”;
33. თბილისის წყალი – რუსული კომპანია”ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი”.
 
მანამდე თურქული ბაღი-სკოლა -ინსტ. გაავსო ქვეყანა.
სააკაშვილის დამსახურებაა, რომ აჭარაში თურქები ისე ხსნიან სკოლებს, სასტუმროებს, მედრესეებს, არც გვეკითხებიან.
 
ებრძოდა ეკლესიას, პატრიარქს, დასცინოდნენ წმინდანებს, სინოდის სხომას ასწრებდა უშიშროებას არის ამის ვიდეო.
დაპატიმრებული ჰყავდა უდანაშაულო მღვდლები.
 
ჯავახიშვილის უნივერსტიტეტიდან გაყარა პროფესიონალი პროფესორები, უწოდა ჩარეცხილები და გააუქმა კვლევითი ინსტიტუტები, აკადემიას შეუწყვიტა დაფინანსება.
 
დააწესა ადამიანების ასაკობრივი დისკრიმინაცია.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროდან პოლიტიკური წმენდით დაითხოვა 20 ქართველი დიპლომატი ცენტრალური აპარატოდან და უცხოეთში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიებიდან.
 
7 ნოემბერს და 26 მაისს სასტიკად დაარბია და გაუსწორდა საკუთარი მოსახლეობა, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ქართველი კაცები დაბორკილები მიწაზე ეყარნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ.
 
სტრასბურგში 118 საჩივრიდან, 98 წააგეს და სტრასბურგის სასამართლომ  ნავმოძრაობა დამნაშავე რეჟიმად ცნო.
 
32 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი ჰყავდათ. პატიმრებს წამებით კლავდნენ. მოკლული ჰყავთ 745 პატიმარი. ქუჩაში დახვრეტილი 151 ახალგაზრდა. მის დროს სასამარლოს გამამართლებელი განაჩენი 1% კი არ გამოჰქონდათ.
 
მოკლეს გურამ შარაძე, ადმირალი ირემაძე, გენერალი კეკუა, პატარკაც. ჟვანია, თეთრაძე, შავაძე, კრიალაშვილი, დუმბაძე, თელია, ცინდელიანი და სხვ. დააინვალიდეს ასეულობით პატიმარი, კობა დავითაშვილი, რეზინის ტყვია თავში მოახვედრეს გია მაისაშვილს, ის დაავადდა სიმსივნით და გარდაიცვალა .
 
20 000 წამების და არაადამიანური მოპყრობის, ფაილი ნახეს სამეგრელოს ე.წ კასრებში.
 
პარლამენტი გადაიტანა ქუთაისში, რათა თბილისი კვლავ სომხებს ჩაეგდო ხელში.
 
ქუთაისში ააფეთქა საუკეთესო ძეგლი, დიდების მემორიალი, რასაც დედა და 9 წლის გოგონა შეეწირა.
 
ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი.
 
დააწესა სასჯელის შეკრებითობა, ადამიანებს უსჯიდნენ 20-25,30-35 წელს, ფაქტიურად სიკვდილს. დღეს ეს გაუქმებულია.
 
არის ფსიქიურად აშლილი, ამაზე წერს ცნობილი პოლიტიკოსები და ცნობილი ფსიქიატრები. ამის დასტურია მისი არეული, ისტერიული, ბლუყუნით მეტყველება.
 
წაართვეს ბიზნესი და ქონება ასეულობით ადამიანს. საზღვარი გაუხსნეს აფრო- აზიას და ცვლიდნენ დემოგრაფიას, გაანადგურეს განათლების და კულტურის სისტემები.
 
ამოიღეს სამშობლოს ღალატზე და ცილისწამებაზე მუხლი. სკოლებში აიკრძალა დედა ენის სწავლება (2 წლის წინ დააბრუნეს).
 
მაშინდელი ოპოზიცია ისე ჰყავს დაშანტაჟებული დღეს მონასავით თავის მწამებელს უდგას გვერდში.
 
დღენახევარში წააგო ომი, გორში ისე გარბოდა სამარცხვინოდ, დაცვა ვერ ეწეოდა.
ომის დროს მისი ჩინოვნიკები წითელ ხიდზე ასწრებდნენ ერთმანეთს.
 
მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ორჯერ პრეზიდენტად არჩეულმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე.
 
რუსი ოკუპანტის ძახილით, მთელი ეკონომიკა და ქვეყნის ძირითად სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსებს. გრიგოლ ვაშაძე, ნაყოფია, ხოშტარია, ბენდუქიძე, რუსეთის მოქალაქეები ჰყავდა მინისტრებად.
 
გაეროში 1633 პუნქტზე ხელი მოაწერა, ომი ჩვენ დავიწყეთო, კასეტური ბომბები ვისროლეთო. უარი თქვა, ოკუპ. რეგიონების საკითხი ეუთოს და გაეროს გადაეწყვიტა, (ამას სარკოზი წერს) ამით რუსებს პირდაპირ აღიარებისკენ უბიძგა.
 
ქვეყანას დაუმალა, კაპიტულაციის აქტზე, რას მოაწერა ხელი.
 
– სოხუმი არასოდეს იყო ჩვენიო აღიარა ერთერთ გამოსვლაში.
 
– ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეშიო.
 
150 მის მიერ დაკარგულ სოფელზე, რაღაც ქვა-ღორღი იყოო, ამის შემომქმედს და მთქმელს მოსახლეობის 27% უჭერს მხარს და აგრესიულად ითხოვს მის დაბრუნებას?!”
 
 
ემზარ ხვიჩია: შევნიშნავ, რომ რუსეთის ხელში საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გადასვლა ამერიკა-რუსეთის საერთო პროექტის ნაწილია, რომელსაც საქართველოს “სინგაპურიზაციის” პროექტს უწოდებდა მიხეილ სააკაშვილი და თავად მხოლოდ მარიონეტის როლს ასრულებდა მის რეალიზაციაში. ეს პროექტი ძალაშია დღესაც, მისი შეჩერება არ შეეძლო ბიძინა ივანიშვილს, მხოლოდ ხალხის წინააღმდეგობამ აიძულა გარეგანი შემკვეთი ხელი აეღო ფორსირებული ტემპით რეალიზაციაზე.
 
 
                 
 
 

***

 
 

გიორგი ოთხმეზური ნაციონალური მოძრაომის შესახებ

 
 
 
 
 

***

 

სააკაშვილის სისტემური დანაშაულები

ნანა ქადაგიშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

21.10.2021

 
 
 
▪„2003 წელს, ბანკში, რომელშიც ჩემმა მეუღლემ ინვესტორები შემოიყვანა, მოვიდა გივი თარგამაძე და, რევოლუციის დასაფინანსებლად, დიდი თანხა მოითხოვა, კატეგორიული უარის შემდეგ, შავ სიაში შეგვიყვანეს“
 
▪„რევოლუციის შემდეგ, სპეცრაზმით – ავტომატებითა და ნიღბებით შემოცვივდნენ ბანკსა და თანამშრომლების ოჯახებში“
 
▪„24 საათის განმავლობაში, ბანკის თანამშრომლები იატაკზე დაყრილები ჰყავდათ და სახლში არ უშვებდნენ“
 
▪„ერთ დღეში, ყველა დაჭერილს დააბრალეს ფულის გათეთრება და თავიანთ ხელში აიღეს ბანკის მართვა“
 
▪„ჩემი მეუღლისა და უფროსი ვაჟის დაკავების შემდეგ, მეც კი, დიასახლისი, რომელსაც საბანკო საქმის არაფერი მესმოდა, დამაპატიმრეს“
 
▪„ბადრი პატარკაციშვილი რომ არა, ჩემი შვილი მკვდარი იქნებოდა – მისთვის არაფერი არ მითხოვნია, მაგრამ სახლში გამომიგზავნა თანხა, რომლის გადახდასაც ჩვენგან მოითხოვდნენ, ამით გადარჩა ჩემი შვილი“
 
▪„ჩემი მეუღლე 8 წელი, მე კი 5 თვე მამყოფეს ციხეში – ამის გახსენებაც კი მზარავს“
 
▪„საკნის ფანჯარაზე მინებიც კი არ გვქონდა – ზამთარში, ქურთუკებით, ფეხსაცმლით გვეძინა და დღეს, ეს ე.წ. პრეზიდენტი, თურმე, ლეიბსა და ტელევიზორს ითხოვს, ერთი ჩვენ გვკითხოს, რა პირობებში ვიყავით“
 
▪„არც გვბანდნენ, არც საჭმელს გვაძლევდნენ, ფრჩხილის დაჭრაზეც კი ზედმეტი იყო საუბარი, რომ დავიჩივლებდით, უარესს გვიკეთებდნენ – ციხიდან, უამრავი დაავადება წამოვიღე, მუნიც კი“
 
▪„საჭმელი, რომელსაც პატიმრებს აჭმევდნენ, იყო წიწიბურა, რომელიც ისეთი ზეთისგან მზადდებოდა, რომ თუ ცხელს არ შეჭამდი, პლასტიკატივით ხდებოდა, ასეთ საჭმლის მიღებით, რა თქმა უნდა, ადამიანს ნაღვლის ბუშტი გადაუგვარდება
 
▪„6 თვე, ჩემს შვილს, რომელსაც კენჭის გავლა ჰქონდა, აწამებდნენ, გამაყუჩებელს არ უკეთებდნენ, მიმქონდა წამალი და უკან მიბრუნებდნენ“
 
▪„ჩემი შვილი ციხიდან რომ გამოვიდა, პრაქტიკულად, მე-4 სტადიის ციროზი ჰქონდა“
 
▪„თუ სააკაშვილი გვიყურებს, მინდა, გავაფრთხილო – ძალიან ჭკვიანად იყოს და ნუ გააგიჟებს 300 ათას ქართველს, თუ სამუდამოს არ მიუსჯიან, ეს ადამიანები მას ლინჩის წესით გაასამართლებენ“
 
▪„მასზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია – ისაა ყველაზე დიდი ბანდიტი და ყაჩაღი“
 
 
 

***

 

გურამ შარაძის საქმე – ნაცრეჟიმის „სამართალი“. “ალტ-ინფო”. 26.10.2021

ალტერნატიული ხედვა  (26.10.21)

გურამ შარაძის საქმე – ნაცრეჟიმის „სამართალი“, სტუამრი: რუსუდან შარაძე – აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი

მიმდინარე პროცესების შეფასება, სტუმარი: ნანა კაკაბაძე – „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე

 

***

ირაკლი ოქრუაშვილის ღია ეთერი – 2007 წლის სექტემბერი

***

სააკაშვილის გრიფით საიდუმლო ფლანგვები

ასეთი ინფორმაციების გასაიდუმლოება არის კანონდარღვევა

 
28.11.2009 – მილანი, იტალია – ლა სკალაში ოპერა „კარმენის“ ბილეთების შეძენა. დავით საყვარელძემ შეიტანა თანხა თავის საბანკო ანგარიშზე და გადარიცხა. 13 120 ლარი;
08.12.2009 – მილანი, იტალია – ლა სკალაში ოპერა „კარმენის“ ბილეთების შეძენა. 5 024 ლარი;
05.05.2010 – აშშ – ბროდვეიზე თეატრის ბილეთების შეძენა. 4 825 ლარი;
28.12.2010 – საფრანგეთი – ავეჯის შეძენა და ტრანსპორტირება. 24 355 ლარი;
10.01.2011 – პრეზიდენტის საწოლის განბაჟება. 5 105 ლარი;
22.06.2011 – სანდრა რულოვსის დავალებით აეროპორტში საბავშვო ოთახისა და მოედნის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები – 22 314 ლარი;
13.12.2012 – საფრანგეთი – პრეზიდენტის საწოლის შეძენა, განბაჟება და ტრანსპორტირება – 15 613 ლარი;
2010-2011 წწ – საზღვარგარეთ პრეზიდენტის ტანსაცმლის შეძენის ხარჯები – 105 398 ლარი;
20.12.2011 – სამაჯური საჩუქრად მარიამ საჯაიას – 3 500 ლარი;
06.09.2012 – 7 საათი საჩუქრად გადაეცა დაუდგენელ პირებს – 32 245 ლარი;
03-09.10.10 – ინსბრუკი, ავსტრია – მ.სააკაშვილი, გ.უგულავა – ტრანსპორტის მომსახურების ხარჯი. 58 876 ლარი;
22.12.2011 – პარიზი – ლიმუზინის დაქირავება. 14 621 ლარი;
24.12.2011 – პარიზი – ლიმუზინის დაქირავება. 4 105 ლარი;
12.09.2011 – პიზა, იტალია – იახტის დაქირავება – 25 237 ლარი;
31.12.2012-06.01.2013 – დუბაი – ტრანსპორტის მომსახურების ხარჯები, სასტუმრო „სოფიტელი“ და „როიალ მირაჟი“. 55 967 ლარი;
20.01.2013 – დუბაი – ტრანსპორტის მომსახურების ხარჯები, სასტუმრო „როიალ მირაჟი“. 50 051 ლარი;
10.05.2010 – კოსტა რიკა – ველოსიპედის დაქირავება – 884 ლარი;
19-26.09.2010 – ნიუ-იორკი – ველოსიპედის დაქირავება – 2 177 ლარი;
20-21.11.2010 – პორტუგალია – ველოსიპედის დაქირავება და 1 მთის ველოსიპედის შეძენა – 4 580 ლარი;
24-28.10.2010 – მაროკო – ველოსიპედის დაქირავება – 1 747 ლარი;
21.04.2010 – ნიუ-იორკი – ველოსიპედის დაქირავება – 1 349 ლარი;
11-12.12.2010 – მექსიკა – ველოსიპედის დაქირავება – 2 276 ლარი;
02.11.2010 – დეტროიტი – ველოსიპედის დაქირავება – 839 ლარი;
05.02.2011 – მიუნხენი – ველოსიპედის დაქირავება – 1 584 ლარი;
14.03.2011 – აშშ – ველოსიპედის დაქირავება – 1 533 ლარი;
22.05.2011 – ხორვატია – ველოსიპედის დაქირავება – 845 ლარი;
24.01.2012 – ვაშინგტონი – ველოსიპედების დაქირავება – 1 836 ლარი;
 
03-12.01.2010 წ. – მ.სააკაშვილის, ს.რულოვსისა და ედ.სააკაშვილის ავსტრიასა და გერმანიაში სასტუმრო მომსახურების ხარჯები – 47 939 ლარი.
03-09.10.2010 წ. – მ.სააკაშვილის და გ.უგულავას ავსტრიაში, ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში ყოფნის ხარჯები – 13 918 ლარი.
29.12.2010-02.01.2011 წ – ბათუმის შერატონში საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებული ხარჯები – დაახლ. 80 პირი (მათ შორის მ.სააკაშვილი, ქსენია სოკოლოვა, გ.დონაძე, თ.ბაღაშვილი და სხვები) – 71 000 ლარი;
12-16.02.2011 წ. – მილანი, იტალია სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი, გ.ბარამიძე, გ.არველაძე) – 31 489 ლარი;
16-19.08.2011 წ. – სენ ტროპე, ნიცა, კოტ დაზური – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი, კ.ნაყოფია, გ.გაბაშვილი, ნ.წიკლაური, გ.არველაძე, პ.ცისკარიშვილი, ს.კიკნაძე) – 95 916 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 6 112 ლარი; სულ – 102 028 ლარი;
04-06.09.2011 წ. – რომი, პორტოფინო, ლუკკა – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი, ლ.ვარშალომიძე, გ.ალასანია, კ.ნაყოფია) – 36 111 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 35 048 ლარი; სულ – 71 159 ლარი;
21-22.12.2011 წ. – პარიზი – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი) – 24 541 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 5 029 ლარი; სულ – 29 570 ლარი;
19-22.02.2012 წ. – დუბაი – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი) – 28 978 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 28 528 ლარი; სულ – 57 506 ლარი;
24-29.01.2012 წ. – ლას ვეგასი, კალიფორნია – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი) – 16 790 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 33 212 ლარი; სულ – 50 002 ლარი;
22-24.03.2012 – ტაილანდში ვიზიტის სასტუმრო ხარჯები (მ.სააკაშვილი, დ.ბაქრაძე, ლ.ვარშალომიძე, რ.გლუკსმანი) – 89 163 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 2 514 ლარი; სულ – 91 677 ლარი;
03-12.01.2010 წ. – მ.სააკაშვილის, ს.რულოვსისა და ედ.სააკაშვილის ავსტრიასა და გერმანიაში სასტუმრო მომსახურების ხარჯები – 47 939 ლარი.
03-09.10.2010 წ. – მ.სააკაშვილის და გ.უგულავას ავსტრიაში, ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში ყოფნის ხარჯები – 13 918 ლარი.
29.12.2010-02.01.2011 წ – ბათუმის შერატონში საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებული ხარჯები – დაახლ. 80 პირი (მათ შორის მ.სააკაშვილი, ქსენია სოკოლოვა, გ.დონაძე, თ.ბაღაშვილი და სხვები) – 71 000 ლარი;
12-16.02.2011 წ. – მილანი, იტალია სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი, გ.ბარამიძე, გ.არველაძე) – 31 489 ლარი;
16-19.08.2011 წ. – სენ ტროპე, ნიცა, კოტ დაზური – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი, კ.ნაყოფია, გ.გაბაშვილი, ნ.წიკლაური, გ.არველაძე, პ.ცისკარიშვილი, ს.კიკნაძე) – 95 916 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 6 112 ლარი; სულ – 102 028 ლარი;
04-06.09.2011 წ. – რომი, პორტოფინო, ლუკკა – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი, ლ.ვარშალომიძე, გ.ალასანია, კ.ნაყოფია) – 36 111 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 35 048 ლარი; სულ – 71 159 ლარი;
21-22.12.2011 წ. – პარიზი – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი) – 24 541 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 5 029 ლარი; სულ – 29 570 ლარი;
19-22.02.2012 წ. – დუბაი – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი) – 28 978 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 28 528 ლარი; სულ – 57 506 ლარი;
24-29.01.2012 წ. – ლას ვეგასი, კალიფორნია – სასტუმრო მომსახურების ხარჯები (მ.სააკაშვილი) – 16 790 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 33 212 ლარი; სულ – 50 002 ლარი;
22-24.03.2012 – ტაილანდში ვიზიტის სასტუმრო ხარჯები (მ.სააკაშვილი, დ.ბაქრაძე, ლ.ვარშალომიძე, რ.გლუკსმანი) – 89 163 ლარი; ამავე პერიოდში დაფიქსირებულია კვების ხარჯები – 2 514 ლარი; სულ – 91 677 ლარი;
11.08.2010 – ნიუ-იორკი – მ.სააკაშვილი – კანის ლაზერი და მუცლიდან ცხიმის ამოღება – 4 623 ლარი (აგვისტოს ომის დღეები);
13.08.2010 – მიუნხენი – მ.სააკაშვილი – კოსმეტოლოგიური პროცედურები – 10 654 ლარი (აგვისტოს ომის დღეები);
03-09.09.2010 – ავსტრია – მ.სააკაშვილისა და გ.უგულავას გასახდომი პროცედურები – 38 727 ლარი;
31.05.2011 – მილანი, – დერმატოლოგიური მომსახურება – 14 462 ლარი (26 მაისის აქციის შემდგომი დღეები);
19.09.2011 – ნიუ-იორკი – სამკურნალო პროცედურები ვინმე ჯეინ სმიტზე (რეალურად სანდრა რულოვსი) – 107 656 ლარი;
14.05.2012 – მილანი, – დერმატოლოგიური მომსახურება – 5 765 ლარი (ორთაჭალის წყლადიდობის პერიოდი).
 
სამგზავრო ბილეთები (2010-2012)
მიხეილ სააკაშვილი 25259
ედუარდ სააკაშვილი 108343
ნიკოლოზ სააკაშვილი 61709
სანდრა რულოვსი 209205
გიული ალასანია 1350
თეიმურაზ ალასანია 2502
ნ.ყიფშიძე 19147
დავით ბაქრაძე 9696
მარიამ საჯაია 831
ნიკა ალასანია 775
ლიკა ევგენიძე 775
ალი კამალი 27481
თორნიკე გორდაძე 2207
ქსენია სოკოლოვა 3503
ა.ილარიონოვი 5023
ქალდერონ ლატასა 2593
სალომე რამიშვილი 2983
გიორგი არველაძე 4302
გიორგი ალასანია 3355
სოფო ნიჟარაძე 1809
ოთარ ქობალია 16683
მერი ერისთავი 16683
ვერა ქობალია 1810
25 კაცის ავიაბილეთები 47700
დ.დაღელაშვილი 3805
მათე კირვალიძე 3805
ალექსანდრე ფარულავა 3805
თამარ მიქაბერიძე 3805
ნინო შუბლაძე 3805
ჰ.ხლობაჩოვა 1037
ა.კოსტენკო 1249
ხათუნა ბერძენიშვილი 3805
გ.გოცირიძე 1134
ივანა მელაი 1358
ოსტრომ როი 3214
კრისტინა ვუსაევა 4698
ნატალია ვუსაევა 1372
ქსენია ვუსაევა 3050
ნინო კოსტავა 13197
თეა ცეცხლაძე 1942
გურგენ დონაძე 1942
ხათუნა ხუციშვილი 1760
ნინო ქათამაძე 3125
ნინო ხარაბაძე 13434
მზია წერეთელი 3698
პლატსერ სარნა 3125
იულია ბერაია 1292
ვლადიმერ ბაიდერ 963
თამაზ შავშიშვილი 5592
ანასტასია კორჩაკი 4911
რიჩარდ ნეუგებაუერი 1873
იულია ნოვიკოვა 5592
ნინა ქობალია 4911
პუგლია მონიკა 1873
პრიჩინა იულია 2641
ნესრინ ჯაბორ 5750
ვარონე სარა 1450
ლანა ბროვინა 5750
შულიარ ანდრეი 1727
შულიარ ოსკანა 1570
ვ.პიდოპლიჩკო 11887
კასსიან ოლინა 6103
მიხეილ ჭავჭანიძე 5730
ელენა შანშიევა 2998
ალექსაი ბენედიქტოვ 122
ხატია ბუნიაშვილი 3253
მერი გულუა 1165
თამარ ჯალაღანია 4586
ანა მირზაშვილი 194
ანატოლი მოტკინ 194
გივი თარგამაძე 1037
ალექსანდრ მუტახო 194
ანდრეი ლოშაკ 352
ფიქრია მამფორია 1037
რაფაელ გლუკსმანი 15328
რ.ადამია 346
ნ.ტაბატაძე 346
ნ.გომართელი 1214
ო.ახმატალიევ 1878
ლ.ბურაკოვა 2688
ი.ახმატალიევ 1739
ე.სარიევა 1878
კ.ოტორბაევ 1321
ჯული მიშელ ვარშტადტი 3091
ლი სუ იანი 45804
მ.მასოვეტსკი 24039
არიფ იქბალ 3091
ირინა მაკარენკო 703
მელიკ კაულან 484
ლევან თურქია 1472
ანი თამაზაშვილი 1472
რეზო მიქაუტაძე 1472
ნინო ბარამიძე 1472
ალექს პეტერზენ 1407
გია გეწაძე 1085
ნატალია ზეგანელი 1058
 
ექიმ ნუგზარ ყიფშიძის ხარჯები სახელმწიფოს ბიუჯეტიდან:
 
სასტუმრო მომსახურება:
▪️შვეიცარია, 2 დღე – 2885
▪️გერმანია, 22 დღე – 5573
▪️ლაიფციგი, 27 დღე – 3177
▪️ნიუ-იორკი, 7 დღე – 15443
▪️მიუნხენი, 2 დღე – 1786
▪️გერმანია, 2 დღე – 1187
▪️ჰოლანდია, 1 დღე – 812
 
სამედიცინო მომსახურება:
▪️რადიოლოგიური, ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური მომსახურება, ჟენევა, შვეიცარია – 6349
▪️სტაციონალური და ამბოლატორიული მომსახურება, მიუნხენი გერმანია – 23071
▪️ექიმთან ვიზიტი, იტალია 8014
▪️უროლოგიური კლინიკა, ლაიფციგი გერმანია 13492 და 15473, სულ – 28965
▪️მედიკამენტების შეძენა, ლაიფციგი, გერმანია, 568 და 383, სულ – 951
▪️სხვადასხვა ხარჯები, შვეიცარია, გერმანია, აშშ, 1208, 902, 246, 365 და 2215, სულ – 4942
▪️ავიაბილეთების შეძენა – 21495.
 
ასეთი ინფორმაციების დასაიდუმლოება არის კანონის, სახელმწიფო საიფუმლოების შესახებ, დარღვევა.
 
დაირღვა თუ არა კანონი საიდუმლოების შესახებ ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც რეალურად არის პირადი და საკუთარი გარემოცვის განცხრომისთვის გაწეული ხარჯები?
შეგახსენებთ, რომ ჯამში 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზეა საუბარი, რომელშიც პიჯაკების საერთო ღირებულება დაახლოებით 50-60 ათასია.
კერძოდ, კანონით “სახელმწიფო საიდუმოების შესახებ” განსაზღვრულია ინფორმაციათა ჩამონათვალი, რომლებიც არ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას.
მაგალითად, ასეთ ინფორმაციებს მიეკთვნება ინფორმაციები კორუფციის, თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებებისა და კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ, ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კანონში ვრცელი ჩამონათვალია, რა ინფორმაციები შეიძლება იყოს საიდუმლო და რა არ მიეკუთვნება საიდუმლოებას.
 
კანონი გვეუბნება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც:
▪️დაასაიდუმლოებს ამ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას, რომელიც არ მიეკკუთვნება საიდუმლოებას;
▪️უსაფუძვლოდ დაასაიდუმლოებს ინფორმაციას;
▪️საიდუმლოობის გრიფს აღნიშნავს ინფორმაციის შემცველზე, რომელიც არ არის ან აღარ არის სახელმწიფო საიდუმლოება;
▪️არ გააკონტროლებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას.
 
შესაბამისად, პირადი ექიმის, ან გარემოცვის სხვა პირთა მგზავრობის, სასტუმროების და კვების თუ საჩუქრების შესახებ ინფორმაციების დასაიდუმლოება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად.
 
როგორც აღვნიშნე, აღნიშნული ს/ს საქმე ეხება 9 მილიონამდე ლარის გახარჯვას ექს-პრეზიდენტის და მასთან დაახლოებული პირების სასტუმრო, კვების, საჩუქრების და მგზავრობის ხარჯებს, რომელთა დასაიდუმლოება კანონდარღვევაა.
 
ევროპიდან თვითმფრინავით სუშის ჩამოტანის ხარჯების დასაიდუმლოება მხოლოდ ერთი მიზნით ხდება, დაუმალონ საზოგადოებას, რაც კანონის პირდაპირი დარღვევა.
 
წესით, ვინც საიდუმლოების შესახებ კანონი დაარღვია და გრიფი მიანიჭა ინფორმაციებს, რომლებიც არ წარმოადგენდა საიდუმლოებას, კანონით განსაზღვრული ზომები უნდა დაეკისროთ. ეს ეხება როგორც ბრძანების გამცემთ, ისე შემსრულებლებს.
 
ასეთ პირებს აღარ უნდა გაუკვირდეთ, თუ შემდგომში მათ კონტრდაზვერვის სამსახური არ მისცემთ დაშვებას სახელმწიფო საიდუმოებებთან მუშაობაზე, რაც მათ სახელმწიფო დაწესებულებებში, საჯარო სამსახურში ან არჩევით თანამდებობებზე მუშაობას შეუზღუდავთ. მაგალითად, მუნიციპალიტეტებს შეხება აქვთ სამობილიზაციო საქმიანობასთან, დეპუტატებს კი ნდობის ჯგუფთან, საიდუმლოებებთან და ა.შ.
 
ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი კანონდარღვევის შემდეგ ნებისმიერი პოლიტიკოსი პოლიტიკიდან გაქრებოდა.
 
ამირან სალუქვაძე
 
 
 

***

 

ცოტნე გამსახურდია – სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია, განვითარებულ ქვეყანაში, მას სოფლის გამგებლად არ აირჩევდნენ

განვითარებულ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილს სოფლის გამგებლადაც არ აირჩევდნენ, ის პროფესიონალი აფერისტია“- ეს განცხადება ცოტნე გამსახურდიამ 2012 წელს, ტელეკომპანია “მაესტრო”-ს გადაცემა “პოლიტმეტრში” გააკეთა, როდესაც ციხე ახალი დატოვებული ჰქონდა და იმდენად იყო დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და სხეულის მდგომარეობა, რომ სკამზეც კი ვერ ახერხებდა დაჯდომას, რის გამოც მთელი გადაცემის განმავლობაში ის ფეხზე იდგა.

“სააკაშვილის პირადი პატიმარი ვიყავი. არ მქონდა ადეკვატური საკვები პროდუქტები, მოსპობილი მქონდა ამანათის საშუალება,მაღაზიით პროდუქტების შეძენის საშუალება, არ მაძლევდნენ წამლებს, მოსპობილი მქონდა ექიმთან კონსულტაციის საშუალება,არ მიტარებდნენ გამოკვლევებს და ადგენდნენ ყალბ აქტებს,თითქოს მე ვამბობდი ამ ყველაფერზე უარს.” – პატიმრობიდან გათავისუფლებული ცოტნე გამსახურდია იხსენებს ციხეში გატარებულ პერიოდს.

“საქართველოში სააკაშვილს ხმა მისცა 97-მა პროცენტმა. საღად მოაზროვნე საზოგადოება, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება, ცხოვრებისეული, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ანალიზის უნარი,  მას სოფლის გამგებლადაც კი არ აირჩევდა და ვისაც ეს უნარი ჰქონდა და შეეძლო, სამწუხაროდ ეს იყო მოსახლეობის უმცირესობა, მას არც აურჩევია სააკაშვილი, მაგრამ ძალიან ბევრმა დაიჯერა, მანაც ძალიან ოსტატურად ითამაშა მოსახლეობის ემოციებზე, წინა ხელისუფლების მიმართ გაბატონებულ ანტიპატიებზე, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია”– ამბობდა ცოტნე გამსახურდია.

***

საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ვაჟი – ცოტნე გამსახურდია 2007 წლიდან გახლდათ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პირადი პატიმარი!!!

სწორედ ცოტნე იყო რეალურად პოლიტპატიმარი, რომელსაც წაყენებული ჰქონდა უსამართლო და აბსურდული ბრალი – ჯაშუშობა და გადატრიალების მცდელობა!!!

ცოტნე გამსახურდიამ მისი უკანონოდ დაპატიმრებისა და ციხეში პატიმართა უფლებების მასიური დარღვევების გაპროტესტების მიზნით იშიმშილა ოთხჯერ მრავალი დღის განმავლობაში:

1. პირველად იშიმშილა 38 დღე – 2009 წლის 28 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, აქედან 12 დღე შიმშილობდა უწყლოდ – 10 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო სხვა დღეებში კი მხოლოდ წყალს იღებდა!..

2. კვების განახლებიდან მხოლოდ სამ კვირაში ცოტნემ კვლავ დაიწყო შიმშილობა და იშიმშილა 63 დღის განმავლობაში – 2009 წლის 25 დეკემბრიდან 2010 წლის 27 თებერვლის ჩათვლით!..

3. რამოდენიმე თვეში ცოტნე გამსახურდიამ ჩაატარა მესამე, უპრეცენდენტო – 67 დღიანი შიმშილობა – 2010 წლის 3 მაისიდან 8 ივლისამდე, აქედან 22 დღის განმავლობაში უწყლოდ – 24 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით!..

4. ხოლო ერთი წლის შემდეგ ცოტნემ მეოთხედ, კიდევ 25 დღის განმავლობაში იშიმშილა – 2011 წლის 30 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით!..

საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, თანამედროვე საქართველოს წმინდანის – მამა გაბრიელის ნათლულმა, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში იშიმშილა სულ 193 დღე, აქედან 34 დღე უწყლოდ!..

ასეთი მრავალდღიანი შიმშილობების შემდეგ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ცოტნე გამსახურდიას არ აძლევდა ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებას!!!

დასნეულებულ ცოტნეს არ ეძლეოდა შესაბამისი საკვები პროდუქტები და წამლები, აკრძალული ჰქონდა ციხის მაღაზიით სარგებლობა და ამანათების მიღება, არ უტარდებოდა სამედიცინო გამოკვლევები და ექიმის კონსულტაცია!!!

სამაგიეროდ კი ციხის ადმინისტრაცია ადგენდა ყალბ აქტებს – თითქოს პატიმარი გამსახურდია თავად აცხადებდა უარს შიმშილის შემდგომ რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე!..

სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში ცოტნე 7 თვის განმავლობაში ლოგინს იყო მიჯაჭვული და მრავალჯერ ნაშიმშილები და ჯანმრთელობაშერყეული პატიმრის მიმართ პირადად ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოიჩინა არაადამიანური დამოკიდებულება და დაუნდობლობა!!!

დღეს კი „ნაშიმშილები“ სააკაშვილი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და კომფორტს, მისი ადვოკატები და ახლობლები არ კმაყოფილდებიან გორის სამხედრო ჰოსპიტლის მაღალი სამედიცინო მომსახურებით და მოითხოვენ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გაგზავნას სამკურნალოდ!..

ძალიან სამარცხვინოა, რომ ზვიად გამსახურდიას მრავალი მომხრე დღეს უჭერს მხარს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის მწამებელ ტირან სააკაშვილს!!!

ლაშა შენგელია

25 ნოემბერი, 2021

***

მიხეილ სააკაშვილი: “რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი”

– რას ამბობდა სააკაშვილი  2001 წელს

“როგორც ენერგიული და ნაციონალისტი პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა თავისი ქვეყნისთვის”

 

“ქართველი ერი არ არის ერი, რადგან მისი პოლიტიკოსები გაცილებით იოლად ახერხებენ უცხოელებთან გარიგებას, ვიდრე ერთმანეთში საერთო ენის გამოძებნასო”

 

“შევარდნაძეს უთქვამს ჩემთვის, რომ მე მომიაზრებს მემკვიდრედ! ეს მას უთქვამს ზურაბ ჟვანიასთვისაც, შაშიაშვილისთვისაც და კიდევ ერთი-ორი გუბერნატორისთვის!”

სააკაშვილის მივიწყებული ინტერვიუ – “კვირის პალიტრის” არქივიდან, 2001 წელი

რუსეთის პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია სამი-ოთხი “ახალგაზრდის” შესახებ, რომლებსაც შევარდნაძე მოიაზრებს პოლიტიკურ მემკვიდრეებად. ისტებლიშმენტში კი კვლავ დაიწყეს მკითხაობა საქართველოს სათავეში “რუსეთის კაცის” შესაძლო დასმაზე და, იმავდროულად, კვლავ ამოატივტივეს მიხეილ სააკაშვილის გახმაურებული ვოიაჟი კიევი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტით, რომლის კონტექსტშიც “ორგანულად” ჩასვეს იგორ გიორგაძესთან თუ რუსეთის სხვა ემისრებთან მისი შესაძლო შეხვედრისა და საიდუმლო სერობების თემა… ეს ვარაუდი თითქოს განამტკიცა თავად იგორ გიორგაძის ნათქვამმა: “ჩემთან ხშირად დარბიან შევარდნაძის მიერ განაწყენებული ბავშვები…” ვესაუბრები ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერსა და პარლამენტარს მიხეილ სააკაშვილს:

– ჯერ ერთი, ვინ არის იგორ გიორგაძე, რას წარმოადგენს, რომ მას შევხვდე? მეორეც: ასე თუ ისე, მე ვარ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარკვეული პოლიტიკური პრეტენზიების მქონე ფიგურა საქართველოში და მყავს უამრავი მომხრე. იგორ გიორგაძე კი რუსეთის დაზვერვის ტიპური ოფიცერია, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებაში. ამიტომ, ასევე “წარმატებით” შეიძლება შევხვედროდი ჯალალედინს ან მურვან ყრუს და მათგან მიმეღო ინსტრუქციები…  საერთოდ, ნუ შემეჯიბრება ნურავინ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობებში. შევახსენებ ყველას, რომ დამთავრებული მაქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის ელიტარული იურიდიული ფაკულტეტი ნიუ-იორკში, რომელიც დაამთავრა აშშ-ის ოთხმა პრეზიდენტმა. ამასთან, პირადი მეგობარი გახლავართ ბევრი გავლენიანი ამერიკელი სენატორისა. ჩემი მინისტრობის პერიოდში რამდენჯერმე შემხვდნენ აშშ-ის იუსტიციის მინისტრი და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი. ეს ადამიანები ძალიან იშვიათად ხვდებიან ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის ამ რანგის მოხელეს (იუსტიციის მინისტრს), მით უმეტეს, საქართველოში. გარწმუნებთ, ამ დონის ამერიკელი მოღვაწეები საქართველოს არც ერთ იუსტიციის მინისტრს აღარ შეხვდება… რაც შეეხება იგორ გიორგაძის ფიგურას, იგი არაფერს არ წარმოადგენს და ცდილობენ მისგან შექმნან “ამუნია”, რომელიც თითქოს შევარდნაძის მთავარი ალტერნატივაა.

– რუსეთის პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი აქცენტს აკეთებს სამ-ოთხ ახალგაზრდაზე, როგორც თავის პოტენციურ მემკვიდრეზე, მაგრამ ამ მემკვიდრეებში არ მოიაზრებს… მიხეილს ანუ სააკაშვილს…

–  გული გამისკდებოდა, შევარდნაძეს მე რომ “მოვეაზრებინე” პოლიტიკურ მემკვიდრედ. სინამდვილეშიც მისი რიტორიკა, რომ მემკვიდრედ მოიაზრებს სამ-ოთხ ახალგაზრდას, ბლეფი და ფარისევლობაა, რადგან შევარდნაძეს პირადად ჩემთვის უთქვამს, რომ მე მგულისხმობს მემკვიდრედ; ასევე პირადად უთქვამს ზურაბ ჟვანიასთვის, რომ ის არის შევარდნაძის მემკვიდრე; ასევე უთქვამს შაშიაშვილისა და კიდევ რამდენიმე გუბერნატორისთვის(!). ისიც ვიცი, რომ დღემდეც ეუბნება სხვადასხვა ადამიანს, რომ თავის შემცვლელ-მემკვიდრედ მოიაზრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ: როგორც კი პრეზიდენტი დაიჯერებს, რომ ვინმე მართლა შეიძლება აღმოჩნდეს მისი შემცვლელი, იგი ავტომატურად აღმოჩნდება მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადასროლილი შევარდნაძის მიერვე.

 

– მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე განვიხილოთ ჩვენი შინაპოლიტიკური ვითარება და ისიც, თუ საქართველოში აშშ-ისა და რუსეთის ინტერესების შეჯახების პირობებში რა ორიენტაციის ხელისუფლება შეიძლება დაჯდეს ქვეყნის სათავეში.

– არა მგონია, აშშ სერიოზულად ჩაერიოს ჩვენს შინაპოლიტიკურ პროცესებში. რუსეთს კი ალბათ აქვს და ექნება მცდელობა, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. მათი ბერკეტებია აფხაზეთის კონფლიქტი, სადაც შეუძლიათ გაგვირთულონ ვითარება და ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები, განსაკუთრებით ახალქალაქისა. სხვა სერიოზულ ბერკეტებს რუსეთის ხელში ვერ ვხედავ. ცალკე უნდა ითქვას, რომ თვითონ პუტინმა ისწავლა დასავლეთთან ცივილიზებულ ენაზე ლაპარაკი და ის, რომ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტი საჯაროდ დაამცირა დსთ-ის სამიტზე, იმაზე მიუთითებს, რომ პუტინი საქართველოს ანგარიშგასაწევ ძალად არ მიიჩნევს. რუსი რომ ვიყო, ძალიანაც მომეწონებოდა პუტინი, როგორც ენერგიული და ნაციონალისტი პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა თავისი ქვეყნისთვის, მაგრამ როგორც ქართველს, შეურაცხყოფად მიმაჩნია საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში ხილვა. და კიდევ: ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ აშშ-რუსეთი შეიძლება გარიგდნენ საქართველოს ხარჯზე და საზიანოდ, სისულელეა. მაგრამ ჩვენ ზომაზე მეტად არ უნდა ვაფასებდეთ საქართველოს საშინაო საქმეებში აშშ-ის ჩარევის პოტენციალს.

თუ ხელისუფლება ზურგს შეაქცევს აშშ-ს, იგი წავა აქედან და კალთებს არ ჩამოგვაგლეჯს. ამის გაუაზრებლობა დანაშაულია. სასაცილოა იმის გაფიქრებაც კი, რომ, ვთქვათ, რომელიმე ესტონელმა პოლიტიკოსმა გააკეთოს ის, რასაც რჩეულიშვილი აკეთებს, ანუ ემლიქვნელოს რუსეთს. რუსეთი გაცილებით დიდ პატივს სცემს ესტონეთს, ლიტვას, უკრაინას, მოლდოვასაც კი, ვიდრე საქართველოს და ეს არ არის ქართველი ხალხის ბრალი. ეს იმ ხელისუფლების პოლიტიკის ბრალია, რომელიც არ არის ორიენტირებული ქართულ ინტერესებზე. მით უფრო, ვერ მოსთხოვ რუსეთს გაითვალისწინოს ჩვენი ინტერესები. ერთ ამერიკელ ისტორიკოსს აქვს დაწერილი, – ქართველი ერი არ არის ერი, რადგან მისი პოლიტიკოსები გაცილებით იოლად ახერხებენ უცხოელებთან გარიგებას, ვიდრე ერთმანეთში საერთო ენის გამოძებნასო. ეს ტენდენცია გრძელდება, მაგრამ დღეს ვქმნით დემოკრატიულ წყობას, სადაც ხალხის პოზიციის და ნების გამოხატვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ აქ მძლავრობს ბევრი ნეგატიური ფაქტორი, უწინარესად, რუსეთის ოლიგარქიული კაპიტალის მძლავრობა საქართველოში. თავისთავად რუსული კაპიტალის წინააღმდეგი არ ვარ და არც შეიძლება ვიყო, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ბიზნესი უნდა არსებობდეს ცალკე, პოლიტიკა – ცალკე. ხოლო როდესაც პოლიტიკა ბიზნესს ერწყმის, იქ უკვე მაფიოზურ სტრუქტურასთან გვაქვს საქმე. ანალოგიურ პროცესებს აქვს ადგილი საქართველოში.

reportiori.ge

***

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ინტერვიუში საუბრობს “ვარდების რევოლუციაზე”, აგვისტოს ომზე და სააკაშვილზე.

***

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი  საუბრობს 2008 წლის აგვისტოს ომზე

***

დევიდ ლი: „ნაციონალურ მოძრაობა“ ეს არის მაფია

 

ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ლი გადაცემაში „იმედი LIVE“.  14.11.2022

 

 
  • დევიდ ლი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ესრის მაფია, ისინი ფულს სძალავდ ნენ ბიზნესს და ასე გამდიდრდნენ – ეს არის სიმართლე და დემოკრატიულ ქვეყანაში ამის თქმის უფლება მაქვ
  • „ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში არის კორუმპირებული. ისინი იღებენ თანხებს დონორებისგან და ამ თანხებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად იყენებენ“
 
  • „კარლ ჰარცელმა მითხრა, რომ არ ითანამშრომლებდა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან, თუ მე დავრჩებოდი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე – მე გადავდექი და საქართველო დავტოვე“
 
  • „ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტია,
  • ჩემი რწმენაა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კორუმპირებულია“
 
  • „მე კუბილიუსის პოსტების კოპირებას ვახორციელებდი. არ ვიცი, ეს პოსტები წაშალა თუ არა, მაგრამ ევროპარლამენტარმა უთხრა ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, რომ არ ემუშავა ევროპულ ბიზნესასოციაციასთან“
 
 
 
 
                                   

***

 

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სააკაშვილზე 

 

 

7 Responses to “• სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” დანაშაულებანი”

  1. […] ”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისათვის” და ”სახელმწიფოს ღალატისათვის” სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ საბრალდებო დასკვნის მოკლე შინაარსი. 1. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ აჭარაში 37 ათასი თურქი ჩამოგვისახლა, რომელთაგან 28 ათასს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. და ეს მაშინ, როდესაც საქარველოს კონსტიტუციის მუხლი 12-ის ძალი…თ: საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული (!) დამსახურება (!) ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო (!) ინტერესებიდან.” (ძახილის ნიშნები ჩემი დასმულია). მანვე თურქებს რამდენიმე სოფლის მიწები, აგრეთვე ფინანსები გადასცა. 2. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ საქართველოს სამხრეთელი მეზობლის ოცნების ასახდენად დედაქალაქის ქუთაისში გადატანის პერსპექტივით პარლამენტი იქ გადაიტანა. სააკაშვილი შეყვანილია გამოჩენილ სომეხთა ოცეულში. 3. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ენერგეტიკული რესურსები და სისტემა რუსეთს მიყიდა; კოდორის ხეობას დამცველი სვანები განაიარაღა და ხეობა აფხაზეთს მიუერთა; გამსახურდიას ინიციატივით გაუქმებულ სამხრეთ ოსეთს ავტონომიის სტატუსი აღუდგინა და მას ახალგორი მიუერთა; 2008 წელს ცხინვალი დაბობა, და ყველაფრით ამით რუსეთს ხელი შეუწყო ამ რეგიონების ოკუპაცია მოეხდინა და მათი ფორმალური დამოუკიდებლობა ეცნო. 4. რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სააკაშვილს ბრალი დასდო ”ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და ომის დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ეთნიკური ოსების მიმართ. საქმე ისაა, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ყველა პირი, მათ შორის ეთნიკური ოსი, საქართველოს მოქალაქედ სცნო რადგან მათ მოქალაქეობა შეიცვალეს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს ”მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის” გვერდის ავლით. ყველა აღნიშნული დანაშაულისათვის ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტი სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.  5. ამრიგად, სააკაშვილსა და მის ბანდას ბრალი ედება მასში, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეთერთმეტე კარის (”დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ”), 37 თავის (”დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ”), მუხლი 308-ის (”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა”) მეორე პუნქტით, რომლის ძალით: ”საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით” და ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტის მეშვიდე და მერვე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, რაც სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. https://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/#4 […]

  2. ნუკრი said

    წყარო დაიდოს,თვენი არაფერი დაიჯერება!

  3. მაია said

    უი და რა უშლის ხელს გაეროს აგვისტოს მერე ეს საქმე გამოეძიებინა, ან ახლა რა ხდება, არავინ ხვდება სააკაშვილს? ან უკრაინაში ფეხი აღარ ჩაედგმევა??? ვინ წერს ამ სისულეებს და სურვილებს რეალობად ასაღებს

  4. Savaneli said

    „მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია“.

    ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

    (მხოლოდ ფაქტები)

    აბა სულითა და ხორცით ქართველმა თითეულ შეკითხვას პასუხი გასცეს:

    _ ვინ გადასცა რუსეთს ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა?
    _ ვინ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგად საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოყალიბდა?
    _ ვინ აღადგინა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთი, და მას ახალგორი, ხოლო აფხაზეთს კოდორის ხეობა ვინ მიუერთა?
    _ ვინ მოაწყო კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა და ხეობის დამცველი სვანები ვინ განაიარაღა?
    _ ვისი ბრძანებით დაიბომბა ცხინვალი, ანუ ვინ შეუწყო ხელი რუსეთს რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია მოეხდინა?
    _ ვინ აღადგინა და დაამკვიდრა პირველყოფილი ადამიანის ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში”?
    _ ვინ შემოიღო და დაამკვიდრა ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა ცემა და ახალგაზრდების მკვლელობა? (მე ვეკითხები დასავლელ პარტნიორებს: დამნაშავეების დაუსჯელობას ანუ მათ თავისუფალ ბოგინს თქვენს ქვეყნებში დაუშვებთ?)
    _ ვინ გადაიტანა ქუთაისში პარლამენტი, დედაქალაქის იქ გადატანის პერსპექტივით, და რომელი მეზობლის ინტერესში შედიოდა ასეთი? და რატომ შეიყვანა მოსკოვის სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში?
    _ ვინ აღვივებდა და აღვივებს ფარულად რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს სამეგრელოში?
    _ ვინ მიაჩუმათა თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დღევანდელ „ხელშეკრულებასთან“ შედარებით 2012 წლამდე საქართველოსათვის გაცილებით საშიში ათეულობით უარესი „ხელშეკრულება“?
    _ ვინ მიანიჭა არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება გახდნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირი?
    _ ვინ ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და სხვა კერძო უნივერსიტეტების სტატუსს ვინ გაუთანაბრა?
    _ ვინ გააუქმა ან სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები?
    _ ვინ დაარბია და გაყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების 500-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე, და მათგან 70-ს სიცოცხლე ვინ მოუსწრაფა?
    ¬_ ვინ შეუწყო ხელი ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან ხალხის შემოსახლება-დასახლებას მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას და დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას?
    _ ვინ შემოასახლა აჭარაში 47 ათასი თურქი, რომელთაგან 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ვინ მიანიჭა? (მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე).

    მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყველა ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სამი ბატონის მსახურმა სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ.

    ბიძინა სავანელი

    ”ფარისეველნო, გაუტანელნო,
    სხვასთან თავმხრელნო,
    შინ ორმოს მთხრელნო,
    ნაგავის მყრელნო,
    თქვე ჭრელო გველნო,
    რამ შეგაძულათ,
    სთქვით, საქართველო?!”
    აკაკი

  5. ირინა said

    ახლა?… ვინ?… აწმყოზე რას გვეტყვის ბატონო, აწმყოზე?.. აწმყოზე კითხვები არ გაქვთ?..

  6. […] ჯონდი ბაღათურია ამხელს პრეზიდენტ მიხ…. 28.02.2012 […]

Leave a reply to Savaneli კომენტარის გაუქმება