IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• საქართველოს პარლამენტს: შეაჩერეთ საყდრისის ნგრევა

• საყდრისი – Sakdrisi

sakdrisi!

გადავურჩინოთ მომავალს მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო

საქართველოს პარლამენტს: შეაჩერეთ საყდრისის ნგრევა და შექმენით საგამოძიებო კომისია

ეს მიმართვა განაპირობა იმ გარეომოებამ, რომ საყდრისის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს გარშემო სიტუაცია, ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო, დღითიდღე იძაბება, რადგან მთავრობა იცავს კერძო კომპანიის RMG Gold-ის ინტერესებს, უარყოფს 10 წლიანი კვლევების შედეგად ფაქტობრივად დადასტურებული უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის არსებობას და ანადგურებს მას!

მთავრობა არ უსმენს მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებს, საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც პრემიერს მიმართეს პეტიციით, მრავალჯერ მისწერეს წერილი, რათა შეეჩერებინა ნგრევა და გადაერჩინა საყდრისი:

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#2-1

არ უსმენს სახალხო დამცველს, რომელმაც 2015 წლის 23 თებერვალს საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების შესახებ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაირღვა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ, დაცული არ იქნა საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის, ორჰუსის კონვენციის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები: http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/rekomendaciebi/rekomendacia-saydrisrekomendacia– …

მთავრობა არ უსმენს არც პრეზიდენტს, რომელმაც 2014 წლის 19 დეკემბერს საყდრისთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა: „უპირველესად, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა,  საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება.“ https://www.president.gov.ge/ge/PressOffice/News?p=9205&i=7

მთავრობა არ უსმენს საპატრიარქოს: როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება. . . ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც ეს სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს (რომ აღარაფერი ვთქვათ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე), – გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს.

http://www.patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=813

არ უსმენს არც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს, რომელმაც 2014 წლის 14 დეკემბერს დაგმო საყდრისის აფეთქება და მოითხოვა დამნაშავეების დასჯა!

https://www.youtube.com/watch?v=Eie9VfDk9fE

* * *
საყდრისის კულტული მემკვიდრეობის განადგურება იქნება დანაშაული ერის წინაშე; არავის არ აქვს უფლება საკუთარ ერს მოუსპოს კულტურული და ისტორიული მეხსიერება;

ამასთან ერთად, ოქროს მოპოვების ტექნოლოგია, რომელსაც  იყენებს RMG Gold-ი ბოლნისის რაიონში, საფუძვლად უდევს ციანიდის გამოყენება, რაც, არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში …

საყდრისი არის სრულიად უნიკალური ძეგლი, უდიდესი პოტენციალის მქონე, რითიც  რეგიონს ეძლევა შანსი სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის.

ამიტომ თქვენ, საქართველოს პარლამენტის  დეპუტატებს, რომლებიც აგირჩიათ საქართველოს მოსახლეობამ, გეძლევათ გმირობის ტოლფასი შანსი – გადაურჩინოთ საყდრისი მომავალ თაობებს.

მოგმართავთ თხოვნით:
1. სასწრაფოდ მიიღოთ გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ნგრევის შეჩერებაზე
2. დროულად გადაწყვიტოთ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

 

21.03.2015

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: