IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ზურაბ პაპასქირი – საბჭოთა რუსეთის იმპერიული პოლიტიკა

♥ Georgia – საქართველო

Zurab Papaskiri

ზურაბ პაპასქირი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე,

გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი

  

საბჭოთა რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ 1921-1922 წლებში

ანუ იმის შესახებ თუ როგორ მოუღეს ბოლო  ლენინმა და სტალინმა დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფო

 

ბოლო პერიოდში საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება მოსკოვურ ორბიტაზე მყოფი ანტიდასავლური ძალების მხრიდან, რომელთა გააქტიურება განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების ცვლის შემდეგ. მიდის დასავლური ორიენტაციის ღია და შეფარული კრიტიკა; იმის მტკიცება, თუ როგორი მიუღებელია მენტალურად ქართველი ხალხისათვის დასავლური ცხოვრების წესი და რა ახლოა მისთვის რუსული მართლმადიდებლური სამყარო. ყოველივე ამას თან ახლავს თავიდან ბოლომდე გაყალბებული ინფორმაციულ-ისტორიოგრაფიული პროპაგანდა. ხალხს უნერგავენ აზრს თითქოს რუსეთს საქართველოსათვის სიკეთის მეტი არასოდეს არავითარი ზიანი არ მოეტანოს და რომ ქვეყნის ხსნა მხოლოდ დიდ ჩრდილოელ მეზობელთან ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეში ყოფნითაა შესაძლებელი. ამ ფონზე მიმდინარეობს კომუნისტური ეპოქის ბელადების, პირველ რიგში კი ყველა ხალხის მამის отца всех народов»), დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს „მესაფლავის“ – იოსებ სტალინის პოლიტიკური რეანიმაცია და ხელახალი გაკერპება. ეს, არც მეტი არც ნაკლები, არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების სრული დეგრადაცია, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ განთავისუფლდა მარქსიზმ-ლენინიზმისა და პროლეტარული ინტერნაციონალიზმის „უკვდავი“ იდეებისაგან.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი თანამემამულეების ერთი ნაწილი ვერაფრით ვერ გამოდის უტოპიური ილუზიებისაგან და აბსოლუტურად არადექვატურად აფასებს ქვეყნის ისტორიის ცალკეულ მოვლენებს არის ისტორიული ცოდნის დეფიციტი. მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც ქართულ ისტორიოგრაფიას მოეხსნა ყოველგვარი იდეოლოგიური ბარიერები და საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია მთლიანად განთავისუფლდა ანტიეროვნული კომუნისტური პოლიტიკური კონიუნქტურისაგან, როგორც ჩანს, ქართულმა საისტორიო მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ისტორიული სიმართლის ბოლომდე მიტანა თითოეულ მოქალაქემდე და საზოგადოების გამოყვანა იმ ისტორიოგრაფიული „ბურანიდან“, რომელშიც ის მოაქცია ბოლშევიკურმა რეჟიმმა. აბა სხვას რას უნდა მივაწეროთ ის გაუგონარი მკრეხელობა, რომ ქართველი კაცი ძეგლს უდგამს დამპყრობელს, გადაგვარებულ მარიონეტს, ყველაზე დიდ მოღალატეს საქართველოს ისტორიაში, რომელმაც, როგორც იტყვიან, „საკუთარი ხელებით მოაშთო“ თავისივე სამშობლოს სახელმწიფოებრიობა.

წარმოდგენილი სტატია კიდევ ერთი ცდაა, ნათელი მოჰფინოს ამ დიდ ეროვნულ ღალატს, რომლის ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება 3 ათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში და რომლის მთავარი შემოქმედი თავის „დიდ მასწავლებელთან“, „მსოფლიო პროლეტარიატის ბელადთან“ ვლადიმირ ლენინთან ერთად სწორედ რენეგატი ქართველი იოსებ ჯუღაშვილი იყო. რასაკვირველია, სტატიის ფორმატი არ იძლევა აღნიშნული პრობლემის სრულად და ამომწურავად გაშუქების საშუალებას, ჩვენ არც გვაქვს ამის პრეტენზია. უბრალოდ შევეცადეთ ცალკეული დოკუმენტური მასალის ანალიზის საფუძველზე გვეჩვენებინა კრემლის ბოლშევიკური რეჟიმის იმპერიული პოლიტიკის არსი საქართველოს მიმართ, რომლის მიზანი იყო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს საბოლოო გაქრობა და მისი რუსეთის კომუნისტური იმპერიის ფარგლებში მოქცევა, რაც მიღწეულ იქნა კიდეც 1922 წლის მიწურულს. მაგრამ მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად.

კრემლის ბოლშევიკურმა რეჟიმმა, მას შემდეგ, რაც გადამწყვეტ წარმატებებს მიაღწია სამოქალაქო ომში, უკვე სერიოზულად დაიწყო ფიქრი „განდგომილი“ ამიერკავკასიის შემომტკიცებაზე. 1920 წ. გაზაფხულზე რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების პირდაპირი მითითებებითა და ბრძანებით წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს ბაქო და აზერბაიჯანი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს. 1920 წ. ოქტომბერში იმავე მეთოდებით მოხდა სომხეთის გასაბჭოება, რის შემდეგ ჯერი საქართველოზე მიდგა. 1921 წ. თებერვალში წითელი არმიის ნაწილები რამდენიმე მიმართულებით დაიძრნენ საქართველოსკენ და 1921 წ. 25 თებერვალს „გამარჯვების დროშა“ ააფრიალეს თბილისის თავზე, 4 მარტს საბჭოთა ხელისუფლება უკვე სოხუმშიც გამოცხადდა, მარტის შუა რიცხვებისთვის კი წითელმა არმიამ „ძლევამოსილად“ დაასრულა სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობა.

თუმცა ეს არ იყო ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან საქართველოს „გასაბჭოების“ პირველი მცდელობა. მუშაობას ამ მიმართულებით ვ. ლენინი და მისი თანამებრძოლები ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების ე.წ. „ტრიუმფალური სვლის“ (1918 წ.) პერიოდში შეუდგნენ. მთელი კატეგორიულობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ბოლშევიკ ავანტიურისტთა გამოხდომები, რომელთაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 1917 წ. მიწურულსა და 1918 წ. I ნახევარში, უშუალოდ იყო ინსპირირებული ვ. ლენინისა და მისი გარემოცვის მიერ. ამ თვალსაზრისით, უთუოდ საყურადღებო ფაქტია ის, რომ, ჯერ კიდევ 1918 წ. იანვარში რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ ვ. ლენინის უშუალო ინიციატივით გამოჰყო ნახევარი მილიონი მანეთი ოქროთი ამიერკავკასიაში ბოლშევიკური გადატრიალების მოსაწყობად და გადასცა ის ამ უაღრესად „საპატიო“ მისიის შესასრულებლად ცნობილ ბოლშევიკს სტეფანე შაუმიანს {. სურგულაძე. საქართველო ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის პერიოდში /1917 წ. ოქტომბერი, 1918 წ. მაისი/. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. VI. თბ., 1972, გვ. 540}. მკვლევართა ყურადღება (ჯერ კიდევ კომუნისტურ-ტოტალიტარული მმართველობის პერიოდში) მიიპყრო აგრეთვე იმავე 1918 წ. დამდეგს პირადად ვ. ლენინის დავალებით სამხედრო სპეციალისტის გამოგზავნის ფაქტმა საქართველოში, რომელსაც უშუალოდ უნდა ეხელმძღვანელა პუტჩისათვის თბილისში {ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: . კვაჭაძე. თბილისის ბოლშევიკები 1917 წელს. თბ., 1967, გვ. 338-339; . სურგულაძე. საქართველო ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის.., გვ. 552.}.

რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლებისა და უშუალოდ „პროლეტარიატის დიდი ბელადის“ „ხელმძღვანელი და წარმმართველი როლი“ საქართველოში, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა აფხაზეთში 1918 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე მიმდინარე ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლებისას. ამ მხრივ რად ღირს თუნდაც თვით აფხაზი ბოლშევიკების ლიდერის ნესტორ ლაკობას აღიარება იმის თაობაზე, რომ იმ პერიოდში აფხაზეთში ბოლშევიკური პუტჩის ორგანიზატორები თურმე «аккуратно получали литературу.., а также всякие инструкции от ЦК РСДРП (затем РКП). В них мы черпали все, что надо было» {მასალა მოყვანილია: Г. А. Дзидзария. Абхазия в период подготовки проведения Великой Октябрьской социалистической революции. Борьба за победу советской власти в Абхазии в 1918 г. – История Абхазской АССР. Сухуми, 1983, გვ. 26, ხაზგასმა ჩვენია – .. }.

თავის მხრივ, ნ. ლაკობა, რომელიც მაშინ გუდაუთის ბოლშევიკურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, თანამებრძოლებთან ერთად ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ატყობინებდა (1918 წ. 16 იანვარს) მათ განზრახვაზე, „ხელთ ეგდოთ“ ძალაუფლება სოხუმში და ამ გეგმის რეალიზაციისათვის ითხოვდნენ, ცენტრალური კომიტეტი დახმარებოდა შავი ზღვის ფლოტთან კავშირის დამყარებაში. აფხაზი ბოლშევიკების აზრით, შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გამოჩენას აფხაზეთის სანაპიროებზე გუდაუთის ორგანიზაციისათვის ექნებოდა «громадное значение… во всех отношениях». არანაკლებ საინტერესოა ვ. ლენინის დასტური 1918 წ. აფხაზ ბოლშევიკთა ლიდერის ეფრემ ეშბას 11 მაისის თხოვნაზე (ამ უკანასკნელმა უშუალოდ ვ. ლენინსა და გ. ორჯონიკიძეს მიმართა) «срочно дать распоряжение (в) Новоросийск командующему Черноморским флотом Саблину о высадке на Сухумский фронт боевих судов». როგორც ირკვევა, ლენინი გულისყურით მოჰკიდებია ამბოხებული სოხუმიდან მოსულ თხოვნას და საბლინისადმი გაცემული ბრძანების არშიაზე შემდეგი შენიშვნა გაუკეთებია «По моему Брестский договор на может нам запретить боротсья против мятежников – пиратов» {В. И. Ленин. Г. В. Чичерину. – ПСС, Издание пятое, т. 50. М., 1970, გვ. 76; Г. А. Дзидзария. Абхазия в период подготовки.., გვ. 40, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

„მეამბოხე-მეკობრეებს“ ვ. ლენინი უწოდებდა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ვ. ლენინის ამ მითითება-შენიშვნის შესრულების მიზნით, ბოლშევიკური რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სახალხო კომისარი გიორგი ჩიჩერინი თავის პოლიტიკურ წარმომადგენელს ბერლინში ავალებდა, შეეთანხმებინა გერმანიის მთავრობასთან შავი ზღვის ფლოტის აფხაზეთში გაგზავნის საკითხი „ამიერკავკასიის უზურპატორების“ წინააღმდეგ მებრძოლი აფხაზების დასახმარებლად { Г. А. Дзидзария. Абхазия в период подготовки.., გვ. 40}. აღნიშნული მასალები (რომლის პროპაგანდას, სხვათა შორის, აქტიურად ეწეოდნენ საბჭოთა პერიოდში და იყენებდნენ მათ იმის მკაფიო დადასტურებად, თუ როგორ „ძმურ“ სოლიდარობას უცხადებდა ბოლშევიკური რუსეთი თავის აფხაზ და ქართველ „თანამოძმეებს“, რომელთაც მოაწყვეს სამხედრო პუტჩი აფხაზეთში) ნათლად მეტყველებს მოსკოვის „წამყვან“ და „წარმმართველ“ როლზე საქართველო-აფხაზეთში 1918 წ. გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებში.

პროლეტარიატის „დიდმა ბელადმა“ რუსეთის კპ(ბ) VII ყრილობაზე (1918 წ. 6-8 მარტი) ნათლად ჩამოაყალიბა ბოლშევიკური რეჟიმის დაპყრობითი გეგმები და ღიად განაცხადა: «Только благодаря тому, что наша революция попала в этот счастливый момент, когда ни одна из двух гигантских групп хищников не могла немедленно ни броситься одна на другую, ни соединиться против нас, – только этим моментом международных политических и экономических отношений могла воспользоваться и воспользовалась наша революция, чтобы проделать это свое блестящее триумфальное шествие в Европейской России, перекинуться в Финляндию, начать завоевывать Кавказ, Румынию»{. И. Ленин. Политический отчет Центрального Комитета (7 марта, 1918г.). – ПСС, т. 36. М., 1974, გვ. 9}. მაგრამ იმ პერიოდში რუსეთი, როგორც ცნობილია, ხანგრძლივი სამოქალაქო ომის ალში გაეხვია, რამაც ვ. ლენინსა და მის თანამებრძოლებს არ მისცა საშუალება სისრულეში მოეყვანა რკპ(ბ) VII ყრილობაზე გაჟღერებული „კავკასიის დაპყრობის“ იდეა. ამისთვის კრემლმა მხოლოდ 1920 წლის გაზაფხულიდან მოიცალა, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას თავს მოახვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება.

როგორც ცნობილია, სწორედ ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, კომუნისტურ ორგანიზაციებს საქართველოში ლეგალური საქმიანობის უფლება მიეცა. თუმცა ეს ნამდვილად არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოს „შიგნიდან ასაფეთქებლად“, ანუ ფართო მასშტაბის მუშურ-გლეხური შეიარაღებული გამოსვლების ინსპირირებისათვის. ამიტომ ვ. ლენინი და მისი გარემოცვა ყოველნაირად ცდილობდნენ “რევოლუციურ ბრძოლაში” ჩაერთოთ მენშევიკური მთავრობის მიერ „დაჩაგრული“ ეროვნული უმცირესობანი. აი, რას წერდნენ ამასთან დაკავშირებით, 1921 წ. 2 იანვარს სერგო ორჯონიკიძე და სერგეი კიროვი რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალურ კომიტეტს: «Нельзя надеяться, что внутри Грузии произойдет рещающий взрыв.., без нашей помощи её советизация невозможнаповод для нашего вмешательства в дела Грузии имеется. Для этого не нужно открытое нападение на Грузию. Имеется возможность начать движение в Абхазии, Аджарии, Борчалинском уезде» { Л. Тоидзе. К вопросу о политическом статусе Абхазии. – Разыскания по истории Абхазии/Грузия. Тб., 1999, გვ. 293, ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.}.

1921 წ. 11 თებერვალს, როგორც ცნობილია, „იფეთქა“ აჯანყებამ ბორჩალოს მაზრაში. ასე დაიწყო სპექტაკლი, რომელიც შემდგომ მონათლულ იქნა „სოციალისტურ რევოლუციად საქართველოში“ და რომლის მთავარ მოქმედ გმირებად, ცნობილი ქართველი ისტორიკოსის ლევან თოიძის მოსწრებული თქმით, მოგვევლინნენ „გადაცმული წითელარმიელები“ {. თოიძე. რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, მისი დარღვევა რუსეთის მიერ და საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. – ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბ., 1998, გვ. 404}. საბჭოურ ხანაში, კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური დოგმების ერთგული მარქსისტულ-ლენინური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები ყოველმხრივ ცდილობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – დამოუკიდებელი სახელმწიფოს, რომლის სუვერენიტეტი როგორც ცნობილია, ოფიციალურად აღიარა (1920 წ. 7 მაისს) თვით ბოლშევიკურმა რუსეთმა, ანექსია წარმოეჩინა როგორც „სოციალისტური რევოლუცია“. სინამდვილეში კი, არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ე.წ. „სოციალისტურმა რევოლუციამ“ საქართველოში „გაიმარჯვა“ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წითელი არმიის ხიშტების წყალობით.

დოკუმენტურად არის დადასტურებული ისიც, რომ ე.წ. „რევოლუციის“ დაწყების შესახებ არაფერი იცოდნენ თვით ქართველ ბოლშევიკთა ლიდერებმა. აი რას წერდა ამის შესახებ მოსკოვის მიერ საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ (ბოლშევიკური საქართველოს „სახელმწიფოს“ პირველ პირად) ხელდასხმული ფილიპე მახარაძე. 1921 წლის დამდეგს, .. საქართველოს გასაბჭოების მომენტში, აქ (ანუ საქართველოში – ..) ჩვენი პარტიული ორგანიზაციების მდგომარეობა უაღრესად სავალალო იყოდა მოხდა ისე, რომ როცა წითელი ჯარების შეტევა დაიწყო, ამ შეტევის მიზნებსა და განზრახვაზე საქართველოში არც ერთმა უჯრედმა კი არა, პარტიის არც ერთმა წევრმაც სრულიად არაფერი იცოდაამრიგად, გამოვიდა შემდეგი: ჯერ ერთი, საქართველოს საზღვრებში წითელი ჯარების შესვლამ და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებამ გარედან დაპყრობის ხასიათი მიიღო, რადგან ამ ქვეყანაში ამ დროს აჯანყების დაწყება არც უფიქრია ვინმეს, მეორე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების დროს ადგილებზე არც ერთი პარტიული უჯრედები აღმოჩნდა და არც ისეთი პარტიული ცალკეული წევრები, რომელთაც უნარი ექნებოდათ მოეწყოთ ხელისუფლება და ცხადია ამ საქმისათვის ხელი უნდა მოეკიდათ საეჭვო ან პირდაპირ დანაშაულებრივ ელემენტებს. აი სად არის ჩვენი პირველი ცოდვა, აი სად არის ფესვი ბოროტებისა {მითითებულია წიგნიდან: . თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია. 1921-1923 წლები. თბ., 1999, გვ. 15, ხაზგასმა ჩვენია – ..}

ე.წ. „რევკომი“ (რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ფილიპე მახარაძე, შალვა ელიავა, მამია ორახელაშვილი {ფილიპე მახარაძის არ ყოფნაში ის ასრულებდა რევკომის თავმჯდომარის მოვალეობას (. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია. გვ. 24)} და სხვ.) არათუ არ იყო დაკავებული შეიარაღებული აჯანყების მომზადებით, არამედ საერთოდ შეიქმნა საქართველოს ფარგლებს გარეთ 16 თებერვალს, აჯანყების დაწყებიდან (1921 წ. 11 თებერვალი) რამდენიმე დღის შემდეგ. უფრო მეტიც, რევკომის თავმჯდომარედ გამოცხადებული ფილიპე მახარაძე იმჟამად სულაც მოსკოვში იმყოფებოდა, საიდანც მხოლოდ 6 მარტს ჩამოსულა {. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია, გვ. 24}. ადგილზე არ ყოფილა ქართველ ბოლშევიკთა კიდევ ერთი აღიარებული ლიდერი – ბუდუ მდივანი (რომლის კანდიდატურა ასევე განიხილებოდა რევკომის თავმჯდომარის პოსტზე). ის თურქეთში იყო მივლინებული, სადაც უშუალოდ ლენინის დავალებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქემალ ათა-თურქის მთავრობასთან. რევკომის შემადგენლობაში მისი შეყვანის ამბავი ბ. მდივანმა პირველად შეიტყო ს. ორჯონიკიძის დეპეშიდან 1921 წ. 30 მარტს {. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია. გვ. 22}.

იმის გასარკვევად, თუ რა გამომწვევად იქცეოდა კრემლი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციის მომზადებისას ნათლად ჩანს საქართველოს დაპყრობის სულისჩამდგმელის, „დიდი ქართველის‘‘ სტალინის მიმოწერიდან თავის ემისრებთან საქართველოში. ასე მაგალითად, აფხაზეთის რევკომის თავმჯდომარის რენეგატ ისაკი ჟვანიას თხოვნის – დაუყოვნებლივ შემოეყვანათ წითელი არმიის ნაწილები აფხაზეთში – პასუხად ს. ორჯონიკიძემ მიიღო დეპეშა იოსებ სტალინისაგან, რომელშიც ეს უკანასკნელი რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით ს. ორჯონიკიძეს – წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის უშუალო ორგანიზატორს, აძლევდა შემდეგ მითითებას: «Не забудьте абхазцев, которые тоже восстали и в близи которых стоит 9-я армия» { Г. А. Дзидзария. Абхазия в период подготовки.., გვ. 70}. ს. ორჯონიკიძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ღირსეულად“ შეასრულა ზემდგომი პარტიული ხელმძღვანელობის ეს დავალება და უბრძანა მეცხრე არმიის სარდლობას დაუყოვნებლივ შესულიყო აფხაზეთში. «Красная Армия, – წერდა ს. ორჯონიკიძე მოგვიანებით, – изменила бы себе, если она на пришла на помощь восставшим рабочим и крестьянам Абхазии» { Г. А. Дзидзария. Абхазия в период подготовки.., გვ. 70}.

1921 წ. 19 თებერვალს IX არმიის 31-ე დივიზიის 91-ე ბრიგადის ნაწილებმა სოჭისა და ტუაფსეს წითელარმიელთა დახმარებით მოახდინეს მდ. ფსოუს ფორსირება და დაიძრნენ გაგრისა და სოხუმისაკენ. მანამდე კი, 15 თებერვალს, არ დაელოდა რა საქართველოს ე.წ. „რევკომის“ ოფიციალურ თხოვნას დახმარების თაობაზე (ასეთი „თხოვნა“ შეთითხნილ იქნა მხოლოდ 16 თებერვალს, მას მერე, რაც შეიქმნა ე.წ. „რევკომი“), მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა ფეხქვეშ გათელეს 1920 წ. 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან. ასე დაიწყო რუსი ოკუპანტების „ტრიუმფალური სვლა“, რომელიც „ძლევამოსილად“ დასრულდა 25 თებერვალს თბილისის თავზე „გამარჯვების“ დროშის აფრიალებით.

1921 წ. თებერვალ-მარტში დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ძალადობრივი გზით დამხობისა და ქვეყნის ოკუპაციის დასრულების შემდეგ, მოსკოვი ყოველნაირად ცდილობდა შეენიღბა თავისი იმპერიული ზრახვები და საქმის ვითარება ისე მოეჩვენებინა, თითქოს საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი ხელუხლებელი რჩებოდა. სინამდვილეში, კრემლის ბოლშევიკურმა რეჟიმმა და მისმა ლიდერმა იმთავითვე დაიწყეს ერთგვარი „დამოუკიდებლობანას“ თამაში, ანუ ფორმალურად საქართველო გამოცხადდა „დამოუკიდებელ“ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. ამ ახალი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლების სათავეში მოიყვანეს, ერთი შეხედვით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალა – რომელიც ოფიციალურად საქართველოს კომუნისტური პარტიად იწოდებოდა. ე.ი გარეგნულად თითქოს უბრალოდ მოხდა ხელისუფლების ცვლა – ერთი სოციალისტური მიმართულების პარტია – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია შეცვალა მეორე ასევე სოციალისტური მიმართულების პოლიტიკურმა ორგანიზაციამ – საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ. ერთია მხოლოდ, ე.წ. „საქართველოს კომუნისტური პარტია“ სულაც არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ის არამარტო დე-ფაქტო, არამედ ოფიციალურადაც იყო მეზობელი სახელმწიფოს – რსფსრის (რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტური რესპუბლიკა) მმართველი პოლიტიკური ძალის – რკპ//- (რუსეთის კომუნისტური პარტიის /ბოლშევიკებისა/) ადგილობრივი ორგანიზაცია.

უფრო მეტიც, „სუვერენული“ საქართველოს სახელმწიფოს მმართველი პოლიტიკური ძალის – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი თავისი უფლებებით, სულაც რუსეთის გუბერნიების კომიტეტებზე დაბლაც იდგა და მხოლოდ ამ გუბერნიებში შემავალი ცალკეული ოლქების კომიტეტებსღა უტოლდებოდა. სხვათა შორის, ამის შესახებ 1921 წ. 3 ივლისს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენდა „დამოუკიდებელ“ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, ანუ მისი სუვერენიტეტი არ იყო შეზღუდული არც ამიერკავკასიის ფედერაციისა და არც სსრ კავშირის სუბიექტობით, რკპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს თბილისში გამართულ გაფართოებულ პლენუმზე ღიად და დაუფარავად განაცხადა არა სხვა ვინმემ, არამედ თვით რუსეთის კპ(ბ)-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, 1922 წლიდან მისი უმაღლესი მუშა ორგანოს – ცენტრალური კომიტეტის – გენერალურმა მდივანმა იოსებ სტალინმა. მან, არც მეტი არც ნაკლები, დამსწრე თანაპარტიელებს, მათ შორის, „სუვერენული“ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტ ხელმძღვანელებს, მენტორული ტონით პირში მიახალა, რომ «Права ЦК Грузии приравниваются не к губкому, а областному, а это нечто другое» {. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური.., გვ. 153, ხაზგასმა ჩვენია – ..} და მიუწოდა მათ სრული მორჩილებისაკენ. ვერაფერს იტყვი, საქმე მართლაც რომ პოლიტიკური ცინიზმის იშვიათ ნიმუშთან გვაქვს. სავალალო და ტრაგიკული ისაა მხოლოდ, რომ ამ მოღალატურ პოლიტიკურ კონინქტურას და იდეოლოგიას თავის ისტორიულ სამშობლოს თავს ახვევდა არა ვინმე რუსი „დერჟიმორდა“, არამედ ბედკრული საქართველოს ღვიძლი შვილი – სოსო ჯუღაშვილი.

კრემლის ბოლშევიკური რეჟიმი თავის იმპერიულ პოლიტიკას ამიერკავკასიის „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ მიმართ რეგიონის ეკონომიკური გაჯანსაღებაზე ფარისევლური ზრუნვით ნიღბავდა და ყოველნაირად ცდილობდა ფორსირებულად განეხორციელებინა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთიან სამეურნეო სივრცეში ინტეგრირება და მისი საერთო რუსულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ არეალში მოქცევა. ამის დირექტივა უშუალოდ ვ. ლენინისაგან მოდიოდა {თავის დროზე, საქართველო-ამიერკავკასიის პარტიული ლიდერი ლ. ბერია არა თუ არ მალავდა, არამედ ერთგვარი სიამაყით აცხადებდა, რომ «Ленин 9 апреля 1921 г. давал прямую директиву о создании областного хозяйственного органа для республик Закавказья». იხ.: Л. П. Берия. К вопросу об истории большевистских организаций в Закавказье. Тифлис, 1935 (http://www.proriv.ru/articles.shtml/beria?beria)}. სწორედ პროლეტარიატის „დიდმა ბელადმა“ უკარნახა ამიერკავკასიის კომუნისტებს ერთიანი „საოლქო სამეურნეო ორგანოს“ შექმნა. «Настоятельно требую, – წერდა „მეზობელი სახელმწიფოს“ ლიდერი, თავის პარტიულ „ამხანაგს“, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს, “დეფაქტო” კი კავკასიის „გენერალ-გუბერნატორს“, სერგო ორჯონიკიძეს, создать областной хозяйственный орган для всего Закавказья, налечь изо всех сил на концессии, особенно в Грузии» {В. И. Ленин. Телеграмма Г. К. Орджоникидзе. – ПСС, т. 52. М., 1982, გვ. 136. ხაზგასმა ჩვენია – ..}.

ამ შემთხვევაში, ვ. ლენინს, რასაკვირველია, ნაკლებად აღელვებდა საკუთრივ ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღება. მისთვის მთავარი იყო რეალური მექანიზმების ამოქმედება აქ არსებულ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის დასამყარებლად, რათა ეს რესურსები მაქსიმალურად გამოეყენებინა საერთორუსული ეკონომიკის ჩიხიდან გამოსაყვანად. პროლეტარიატის „დიდი ბელადი“ არც კი მალავდა, თავის ამ ინტერესს, რისი მკაფიო დადასტურებაა თუნდაც მისი დასკვნითი სიტყვა სრულიად რუსეთის პროფესიული კავშირების კომუნისტური ფრაქციის სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა კონცესიების საკითხს. ეხებოდა რა უცხოური კონცესიებთან თანამშრომლობის საკითხს, ვ. ლენინი აცხადებდა, რომ «Вероятно, придется нести большие жертвы, если мы на концессии будем отдавать руду или лес, отдавать такое сырье, в котором за границей нуждаются до зарезу, как, например, марганцевая руда» {В. И. Ленин. Заключительное слово по докладу о концессиях. – ПСС, т. 43. М., 1982, გვ. 186, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

ეძებდა რა გამოსავალს (რუსეთისათვის) ამ მიმართულებით, ლენინი ერთგვარი სიამაყით აუწყებდა აუდიტორიას: «Теперь стала советской Грузия. Речь идет об объединении Кавказских республик в один хозяйственный центр: Грузинской, Азербайджанской и Армянской. Нефть производит Азербайджан, её нужно возить через Батум, через территорию грузинскую, так что будет единый хозяйственный центр. По одному сообщению грузинским меньшевистским правительством раньше была заключена концессия, которая в общем приемлема для насДва представителя иностранных держав были в Грузии и не уехали в момент советского переворота – итальянский и германский, обстоятельство чрезвычайно важное, так как с этими державами желательно развить сношения, между прочим, при помощи концессий. Италия имеет даже концессионный договор с Грузией, а Германия находится в таком положении, что некоторым немецким капиталистам принадлежит громадный % чиатурских марганцевых копей. И речь идет о том, чтобы это право собственности перевести на аренду или концессию, т. е. тем же немецким капиталистам передать на правах аренды те копи, которыми они владели на правах собственности. Благодаря изменению политического положения на Кавказе могут сложиться концессионные отношения» {В. И. Ленин. Заключительное слово по докладу о концессиях, gv. 186-187, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

როგორც ვხედავთ, ვ. ლენინი ფაქტობრივად განკარგავს მეზობელი „სუვერენული სახელმწიფოს“ – საქართველოს ბუნებრივ რესურსებს და იძლევა ინსტრუქციას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ „კონცესიურ ურთიერთობებთან“ დაკავშირებით. უფრო მეტიც, სხვა დოკუმენტში, ის “თხოვდა” (30 მარტი 1921 წ.) ს. ორჯონიკიძესა და საქართველოს რევკომს: «обратить серьезнейшее внимание навопрос об армии и концессиях в Грузии. Грузинское правительство меньшевиков заключило ряд концессий. Надо изо всех сил постараться возобновить эти старые концессии, как можно скорее и всячески постараться заключить новые, чтобы достать за концессии продовольствие» {В. И. Ленин. Телеграмма Г. К. Орджоникидзе. – ПСС, т. 52. М., 1982, გვ. 118-119, ხაზგასმა ჩვენია – ..}. უფრო კატეგორიული იყო ვ. ლენინი ამ საკითხთან დაკავშირებით ს. ორჯონიკიძისადმი 5 აპრილს გაგზავნილ დეპეშაში: «Ваш ответ неполон и неясен. Прошу узнать у Грузинревкома подробности. Первое, подтвердило ли совправительство Грузии концессию итальянцам на ткварчельские копи {სხვათა შორის, დეპეშის ეს ფრაგმენტი ნათლად მიუთითებს, რომ ამ დროს აფხაზეთს ლენინი აშკარად საქართველოს ნაწილად განიხილავდა და სულაც არ მიიჩნევდა საჭიროდ ტყვარჩელის საბადოების საკითხი შეეთანხმებინა „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის სსრ-ის რევკომთან. ტყვარჩელის საბადოებზე ყურადღებას ლენინი ამახვილებდა თავის ცნობილ მიმართვაში (1921 წ. 14 აპრილი) კავკასიის (აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, მთის რესპუბლიკისა და დაღესტნის) კომუნისტებისადმი (იხ.: В. И. Ленин. Товарищам коммунистам Азербайджана, Грузии, Армении, Дагестана, Горской Республики. – ПСС, т. 43. М., 1982, გვ. 198-200). ნიშანდობლივია, რომ ამ წერილშიც რატომღაც ცალკე არ არის დასახელებული .. დამოუკიდებელი აფხაზეთის სსრ და მისი კომუნისტები, საიდანაც ჩანს, რომ ტყვარჩელის საბადოების საკითხს ბელადი ქართველ კომუნისტებთან არკვევდა, რითაც აღიარებდა საქართველოს სსრის სუვერენიტეტს თანამდროვე აფხაზეთზე. ე.წ. აფხაზეთის სსრ-ის სახელმწიფოებრივ სტატუსთან დაკავშირებით დაწვრილ. იხ. Л. Тоидзе. К вопросу о политическом статусе Абхазии, გვ. 291-312; . პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. II. 1917-1993. თბ., 2007, გვ. 80-108 (http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/29915/1/Nakveti_II.pdf); З. В. Папаскири. Абхазия. История без фальсификации. Издание второе, исправленное и дополненное. Тб., 2010, გვ. 230-251 (http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/29865/1/AbkhaziaIstoriaBezFalsifikacii.pdf)}, когда, каковы условия, сообщите кратко телеграфом, подробнее письмом. Второе, насчет чиатурских марганцевых копей: перевели ли немцевсобственников на положение арендаторов или концессионеров, когда, какие условия. Крайне важно, чтобы по этим и подобным вопросам решения были самые быстрые. Это имеет гигантское значение и для Грузии и для России, ибо концессии, особенно с Италией и Германией, необходимы безусловно, как и товарообмен за нефть, в большом масштабе с этими странами, а потом и с другими. Прошу извещать меня о мерах Грузинревкома» {В. И. Ленин. Телеграмма Г. К. Орджоникидзе. – ПСС, т. 52. М., 1982, გვ. 126-127, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

ერთი შეხედვით, რა უნდა ყოფილიყო იმაში ცუდი თუ ლენინი თავისი რჩევებით „უანგაროდ“ ეხმარებოდა კავკასიელ „ამხანაგებს“ და ნიადაგ იმის ფიქრში იყო, რომ უზრუნველეყო მეზობელი „სახელმწიფოების“ მშრომელთა მატერიალური კეთილდღეობა. მაგრამ ფაქტები ახალი რუსული იმპერიის ფუძემდებლის სრულიად სხვა მერკანტილურ – „მშობლიური რუსეთისთვის“ სასიცოცხლო – ინტერესებზე მეტყველებენ. არის არაერთი დოკუმენტი ხელმოწერილი ლენინის მიერ, რომელშიც ერთნიშნად ჩანს თუ როგორ მოურიდებლად ერეოდა პროლეტარიატის „დიდი ბელადი“ ამიერკავკასიის „სუვერენული“ სახელმწიფოების, აგრეთვე უკრაინისა და ბელორუსიის „დამოუკიდებელი“ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების „საშინაო საქმეებში“ და პარტიული ხაზით ავალდებულებდა „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ მთავრობებს შეესრულებინათ მისი მითითებები სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანთ ზოგიერთ მათგანს: «Политбюро указывает ЦК КПУ, – იძლეოდა დირექტივას ვლადიმირ ილიას ძე 1921 წ. 9 ნოემბერს, – что полный сбор продовольствия на Украине, т. е. 100%, имеет для РСФСР абсолютно коренное значение. Также и доставка нам 57 миллионов пудов» {В. И. Ленин. Записка В. М. Михайлову с проектом постановления Политбюро ЦК РКП(б) о продовольственной работе на Украине. – ПСС, т. 44. М., 1982, გვ. 241. ხაზგასმა ჩვენია – ..}. კიდევ უფრო თავხედურია (როგორც შინაარსით, ისე ტონით), ლენინის დეპეშა „დამოუკიდებელი“ უკრაინის სახელმწიფოს მთავრობის მეთაურის – რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის (ანუ უშუალოდ ვ. ლენინის „კოლეგის“) ხრისტიან რაკოვსკისადმი (დათარიღებული 1921 წ. 23 თებერვლით): «Самый тщательный подсчет ожидаемого поступления хлеба, учитывая затянувшийся перерыв сообщения с Сибирью, в целях хотя бы некоторого смягчения продовольственного кризиса в центре заставляет самым категорическим образом потребовать от Укрнаркомпрода выполнять регулярную отправку сорока вагонов продовольствия ежедневно с назначениемцентру. Выражаю настоятельное желание отправки шестидесяти вагонов согласно депеши Владимирова 3781, уверенный, что Укрнаркомпрод горячо откликнется на это обращение, со своей стороны прошу Укрнаркомпрод проявить максимальные усилия и немедленно принять все доступные меры, чтобы выполнить это новое задание и тем самым облегчить наше продовольственное положение в крайне тяжелый для нас момент в целях оказания фактической помощи в деле отправки хлеба в Центральную Россию. – Предсовнарком Ленин» {В. И. Ленин. Телеграмма Х. Г. Раковскому. – ПСС, т. 52. М., 1982, გვ. 308, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

იგივე პრობლემაა დასმული აგრეთვე ლენინის მიერ იმავე ხ. რაკოვსკისადმი უკრაინის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტისა და და უკრაინის სსრ-ის სასურსათო საქმეების სახალხო კომისარ მ. ვლადიმიროვისათვის 1921 წ. 28 ივნისს გაგზავნილ დეპეშაში: «Начиная с двадцать второго июня, წერდა ილიჩი, отправка хлеба центру вами совершенно прекращена. В дополнение к телеграмме Брюханова указываю на полную безвыходность положения центра, если немедленно не будет возобновлена отправка с Украины не менее одного маршрута в сутки. Без этого неизбежен длительный и тяжкий перерыв в снабжении столиц Поэтому предлагаю немедленно возобновить отправку хлеба на север, не менее тридцати вагонов в день» { В. И. Ленин. Телеграмма X. Г. Раковскому, М. К. Владимирову, ЦК КП(б)У. – ПСС, т. 53. М., 1982, გვ. 3-4, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

როგორც ვხედავთ, ლენინი თავის „უკრაინელ {სინამდვილეში . რაკოვსკი საერთოდ არ ყოფილა უკრაინელი, ის ბულგარული წარმოშობის საბჭოთა ბოლშევიკი იყო} კოლეგას“, სხვა ოფიციალური სტუქტურის ხელმძღვანელებს უბრალოდ კი არ თხოვს დახმარებას მის ქვეყანაში – რუსეთში სასურსათო კრიზისის დასაძლევად, არამედ კატეგორიულად მოითხოვს მისგან ყოველდღიურად სურსათის გამოგზავნას „ცენტრისათვის და ამას „ახალი დავალების (რასაკვირველია, ცენტრის) კვალიფიკაციას აძლევს. როგორც იტყვიან კომენტარები ზედმეტია. კიდევ უფრო დამამცირებელია ლენინის მითითება (5.10.1921) უკრაინის „სუვერენული სახელმწიფოს“ „პრემიერ“ ხ. რაკოვსკისადმი იმის თაობაზე, რომ ეს უკანასკნელი «Ввиду крайней важности и неотложности вопросаявиться наркомам (იგულისხმება რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები) или их замам лично, не посылая второстепенных работников» {В. И. Ленин. Х. Г. Раковскому. – ПСС, т. 53. М., 1982, გვ. 242-243, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

ასევე ვ. ლენინის „ბრძნული ხელმძღვანელობის“ ქვეშ მუშაობდნენ „სუვერენული“ ბელორუსიის სსრ-ის სახელისუფლებო სტრუქტურები, რომლებიც სისტემატიურად იღებდნენ დირექტივებს კრემლიდან. ასე მაგალითად, ბელორუსიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარისადმი (რომლის გვარი რატომღაც არ სახელდება) გაგზავნილ (10.X. 1821) დეპეშაში, ლენინი საყვედურობს თავის ადრესატს იმის გამო, რომ «На телеграммы управделами Совнаркома 01090 8 сентября, 01134 14 сентября, 01161 19 сентября, 01204 1 октября, 01220 5 октября экономсовещание Белоруссии присылает или отписки или неудовлетворительные ответы. Прошу немедленно затребовать в экономсовещании все указанные номера, расследовать дело, виновных в волоките и саботаже отдать под суд. Требуемый отчет, подписанный председателем экосо, должен быть выслан немедленно. Телеграфируйте о получении телеграммы и исполнении» {В. И. Ленин. Телеграмма Председателю Совнаркома Белорусской ССР. – ПСС, т. 53. М., 1982, გვ. 254, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

ამ ფონზე თითქოს ერთგვარად მორიდებულად მოჩანს ვ. ლენინის მითითებები გაცემული საქართველოსთან დაკავშირებით. რაც ნიშანდობლივია, აქ ძირითადად მთავარ ფიგურანტად, როგორც დავინახეთ, მოჩანს არა იმდენად „სუვერენული“ საქართველოს სახელისუფლებო ორგანოები, რამდენადაც რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის სტრუქტურული დანაყოფი – ე.წ. „კავკასიის ბიურო“, რომლის მეშვეობით კრემლი და პირადად ვ. ლენინი ახორციელებდა თავის დიქტატს ამიერკავკასიის „სუვერენულ სახელმწიფოებზე“.

1021 წ. 2 მაისს რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ მიიღო დადგენილება, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა შორის საბაჟოებისა და საკონტროლო პუნქტების გაუქმების შესახებ და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და რევოლუციურ კომიტეტს დაავალა სათანადო ღონისძიებათა გატარება საბაჟოებისა და საკონტროლო პუნქტების გასაუქმებლად {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და სახალხო მეურნეობის აღდგენა საქართველოში (1921-1925 წწ.). – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, VII. თბ., 1976, გვ. 172}. იმპერიული სტრუქტურის ეს მოთხოვნა ძირს უთხრიდა საქართველოს ეკონომიკურ სუვერენიტეტს, სპობდა რა იმ პრივილეგიებს, რაც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გააჩნდა {საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით პრივილეგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით. დასავლეთთან გაცხოველებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა კიდევ უფრო გაზარდა მისი როგორც „სატრანზიტო სახელმწიფოს“ მნიშვნელობა, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საბაჟოებს (ბათუმის, ფოთის, ანაკლიის, ახალციხის, ახალქალაქისა. თბილისის) დიდძალი მოგება მოჰქონდა საქართველოსათვის (ლ. კარბელაშვილი. ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების საგარეო ვაჭრობა 1922. – გაზ.: „ტრიბუნა“ 4.VII. 1923; ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 182}. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, რომელიც ამ პერიოდში, როგორც ცნობილია, ე.წ. “ნაციონალ-უკლონისტურ” {სახელწოდება „ნაციონალ-უკლონისტები“ მომდინარეობს რუსული სიტყვებიდან «Национальный уклон» – „ეროვნული გადახრა“} პოზიციაზე იდგა არ დაემორჩილა ცენტრის ამ მითითებას და არ გააუქმა საბაჟოები და საკონტროლო პუნქტები. ამის პასუხად, რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტმა {რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ერთგვარი სამართალმემკვიდრე, რომელიც შეიქმნა 1922 წ. თებერვალში ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების I ყრილობაზე} 1922 წ. 20 აგვისტოს უკვე კატეგორიულად მოსთხოვა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტს, 24 საათის განმავლობაში მოეხსნა ყოველგვარი საკონტროლო პუნქტები, ყოველგვარი შეზღუდვანი საქონლის გატანა-შემოტანაზე {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 172}, მაგრამ ეს მოთხოვნა ამჯერადაც არ შესრულდა {საბოლოოდ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა შორის საბაჟოებისა და საკონტროლო პუნქტების ლიკვიდაცია მოხდა მხოლოდ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ნაციონალ-უკლონისტური შემადგენლობის გადადგომის შემდეგ}.

არანაკლებ დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილებები ფულად-საკრედიტო სფეროში, რომლებიც საქართველოს რევკომმა უშალოდ ზემდგომი პარტიული ორგანოების კარნახით მიიღო. კერძოდ, ჯერ კიდევ საქართველოს რევკომმა 1921 წ. 27 თებერვალს სახელდახელოდ „გამოაცხო“ დეკრეტი, რომლითაც „დააკანონა“ საბჭოთა რუსეთის ფულის ნიშნების მიმოქცევა საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი კურსის მქონე ქართული ბონების პარალელურად {Революционные комитеты Грузии в борьбе за установление и упрочение Советской власти (февраль 1921 г.-март 1922 г.). Сборник документов и материалов. Составитель И. Д. Ахалаия. Сухуми, 1963, გვ. 315; ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა.., გვ. 164-165}. კრემლმა საქართველოს მეტ-ნაკლებად სტაბილური ფულად-საკრედიტო სისტემის მოსაშლელად ესეც არ იკმარა და მოგვიანებით (1921 წ. 30 მარტს) საქართველოს „ოფიციალურ ხელისუფლებას“ ამჯერად უკვე კიდევ უფრო დაბალი კურსის მქონე საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა სომხეთის ფულის ნიშნებიც დააკანონებინა {Революционные комитеты Грузии.., გვ. 319; ი. კაჭარავა. საბჭოთა.., გვ. 165.}.

საქართველოს ეკონომიკური დაკაბალების გზაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო მისი სუვერენიტეტის ლიკვიდაცია საბანკო სფეროსა და საგარეო ვაჭრობის სფეროში, რაც უშუალოდ ვ. ლენინის მითითებით მოხდა. «По полученным сведениям, წერდა ლენინი ს. ორჯონიკიძეს 1921 წ. 18 აპრილს, в Грузии остался Грузинский государственный банк с полным штатом квалифицированных служащих и с вкладами от иностранных представительств. Если это верно, необходимо сохранить банк как аппарат кредита для внешней торговли и, быть может, превратить его в банк всего Закавказья в связи с проектируемым экономическим объединением республик Закавказья» {В. И. Ленин. Телеграмма Г. К. Орджоникидзе. – ПСС, т. 52. М., 1982, გვ. 153, ხაზგასმა ჩვენია – ..}. ერთი დღით ადრე კი ბელადი ს. ორჯონიკიძის ყურადღებას მიაპყრობდა საგარეო ვაჭრობის ერთიანი სტრუქტურის შექმნის აუცილებლობას და მოითხოვდა მისგან შემდეგ ინფორმაციას: «кто у вас заведует Внешторгом, объединены ли в этом отношении Грузия, Армения, Азербайджан» {В. И. Ленин. Телеграмма Г. К. Орджоникидзе. – ПСС, т. 52. М., 1982, გვ. 150, ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.}.

როგორც ირკვევა, ლენინის „ზრუნვა“ ამიერკავკასიის ქვეყნების, პირველ რიგში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების მოწესრიგებაზე, პირდაპირ კავშირში იყო რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებთან. ასე მაგალითად, ბოლშევიკური რუსეთის ლიდერი, მის მიერ მომზადებულ რუსეთის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილების პროექტში, პირდაპირ აძლევს (1921 წ. 9 თუ 10 მაისი) დირექტივას „ქართველ ამხანაგებს“ ყურადღება მიაქციონ «на исключительно важное значение Грузии и её торговли с Италией и Германией для всей РСФСР, особенно ввиду попыток Америки и Франции сорвать все наши торговые сношения с заграницей». გარდა იმისა, რომ ვ. ლენინი მოცემულ კონტექსტში „სუვრენეულ“ საქართველოს აშკარად „მთელი რსფსრ“-ის всей РСФСР») ნაწილად მოიაზრებს, ის არც მეტი არც ნაკლები, იმუქრება, რომ «Нерадение в выполнении всей настоящей директивы ЦК будет считать преступлением против Соввласти» {В. И. Ленин. Проект Постановления ЦК РКП(б). – ПСС, т. 43. М., 1982, გვ. 257, ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.}. ამ თვალსაზრისით არანაკლებ ინტერესს იწვევს ვ. ლენინის ბარათი მიწერილი ანდრო ლეჟავასადმი (იმჟამად რუსეთის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე) 1921 წ. აპრილის ბოლო რიცხვებში: «Грузия архиважна, как прикрытие внешней торговли России. Это удобно и Италии, и Германии, и Америке» {В. И. Ленин. А. М. Лежаве. – ПСС, т. 52. М., 1982, გვ. 172, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

რუსეთის მთავრობის მეთაურის დავალებით, 1921 წ. 2 ივნისს ხელი მოეწერა შეთანხმებას ამიერკავკასიის რესპუბლიკათა საგარეო ვაჭრობის გაერთიანების შესახებ {გაზ.: «Правда Грузии», 25.VI.1921; ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული.., გვ. 172}, რასაც მოჰყვა გაერთიანებული საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის შექმნა და სავაჭრო ფლოტის ნაციონალიზაცია {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 172}. ცენტრის ამ მორიგ ანტიქართულ ეკონომიკურ პროექტს ასევე შეეწინააღმდეგნენ ნაციონალ-უკლონისტები, რომლებიც ამ დროისათვის სულ უფრო ხვდებოდნენ თუ საითკენ მიჰყავდა საქართველო ლენინის „ბრძნული დამოძღვრით“ მის „საამაყო შვილებს“ სტალინსა და ორჯონიკიძეს. ნაციონალ-უკლონისტების კონტროლქვეშ მყოფმა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა დაბლოკა საქართველოს სავალუტო ფონდი გადაცემა გაერთიანებული საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატისათვის {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 172}. უფრო მეტი, საქართველოს კპ ცკ-ს მითითებით საქართველოს სახელმწიფო ბანკმა, ფარულად დაიწყო ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტის შეძენა, რაც მაღლა სწევდა ვალუტის ფასს და ძირს უთხრიდა გაერთიანებულ საგარეო ვაჭრობას {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 173}.

საბჭოური პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში სავსებით „სამართლიანადაა“ შენიშნული, რომ „ქართველი ნაციონალ-უკლონისტების … პოლიტიკა საგარეო ვაჭრობის დარგში… ნაციონალ-უკლონისტების მიერ დასავლეთის კაპიტალზე აღებული ორიენტაცია, რომ მას წარმატება ჰქონოდა, მოშლიდა და დააუძლურებდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ეკონომიურ კავშირს, გააძლიერებდა პოლიტიკური სეპარატიზმის ტენდენციებს და, მაშასადამე, ძირს გამოუთხრიდა საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკურ კავშირს, პირველ რიგში ამიერკავკასიის ფედერაციას“ {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 173}. ერთი სიტყვით, კრემლს სულაც არ აწყობდა ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, რომელიც არ იქნებოდა მორჩილი და ძნელად თუ დათმობდა თავის სუვერენიტეტს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ სფეროში. ვ. ლენინისა და მისი თანამებრძოლების უმთავრესი მიზანი კი სწორედ რუსეთის იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენა და ახალი მოდერნიზებული კომუნისტური იმპერიის შექმნა იყო.

1921 წ. 16 აგვისტოს რუსეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ მორიგ „საბრძოლო“ ამოცანად დასახა „ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ეკონომიური ღონისძიებების შემდგომი გაერთიანება“ და ამ მიზნით ამიერკავკასიის „დამოუკიდებელ სახელმწიფოების“ ამჯერად უკვე თავს მოახვია „გადაწყვეტილება კავკასიის ეკონომიური ბიუროს დაარსების შესახებ“ {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 85}. ამის ფონზე, ი. სტალინის ცნობილი განცხადება, თითქოს «эти и подобные им акты не ослабляют, а укрепляют независимость этих государств» {И. В. Сталин. Об очередных задачах коммунизма в Грузии и Закавказье: Доклад общему собранию тифлисской организации коммунистической партии Грузии. 6 июля 1921 г. – очинения. Т. 5. М., 1947, გვ. 98 (http://grachev62.narod.ru/stalin/t5/t5_09.htm)}, არც მეტი არც ნაკლები, პოლიტიკურ ცინიზმად გამოიყურებოდა. რუსული იმპერიული პოლიტიკის მთავარი გამტარებლის – რუსეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროსა და მისი ლიდერის ს. ორჯონიკიძის ამ გადაწყვეტილებას წინ აღუდგნენ ნაციონალ-უკლონისტებად მონათლული ქართველი კომუნისტები, რომლებიც, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა იმ პერიოდში მთლიანად აკონტროლებდნენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს.

მათ ერთგვარი საპროტესტო წერილით მიმართეს რუსეთის კპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტს, პირადად ვ. ლენინსა და ი. სტალინს {წერილს ხელს აწერდნენ ნაციონალ-უკლონისტთა აღიარებული ლიდერი, საქართველოს რევოლუციური კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარე და საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრი ბუდუ მდივანი, რევკომის პრეზიდიუმისა და ცენტრლური კომიტეტის წევრი, იუსტიციის სახალხო კომისარი სერგო ქავთარაძე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ბესარიონ კვირკველია, ცენტრალური კომიტეტის წევრი სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე, ცენტრალური კომიტეტის წევრი და სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა, რევკომისა და ცენტრალური კომიტეტის წევრი, საგანგებო კომისიის თავმჯდომარე კოტე ცინცაძე, რევკომის წევრი, ფინანსთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე და სურსათის საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე ერქომაიშვილი. ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 86}, რომელშიც ილაშქრებდნენ ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების გამაერთიანებელი მოძრაობის წინააღმდეგ და აცხადებდნენ მას ზევიდან თავსმოხვეულ მოძრაობად. ამასთან, ისინი უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის კავშირის დამყარებას კონვენციის საფუძველზე {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 86}. საქართველოს კომუნისტური პოლიტიკური ელიტის ეს მოთხოვნა კრემლმა, ბუნებრივია, არაფრად ჩააგდო და ფორსირებულად შეუდგა უკვე ამიერკავკასიის რესპუბლიკების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ლიკვიდაციის „ლენინური გეგმის“ განხორციელებას.

1921 წ. 3 ნოემბერს რუსეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს პლენუმმა გამოიტანა ვერდიქტი, რომელშიც პირდაპირ გაცხადდა „გადაუდებელად და აუცილებლად“ იქნა მიჩნეული „რესპუბლიკებს შორის ფედერაციული კავშირის შეკვრა. უწინარეს ყოვლისა, სამხედრო, სამეურნეო საფინანსო მუშაობისა და საგარეო პოლიტიკის დარგში“. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს „ოფიციალური ხელისუფლების“ მეთაური ბუდუ მდივანი, რომელმაც სასწრაფოდ აფრინა საპროტესტო დეპეშა რუსეთის კპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტში, მაგრამ მოსკოვი შეუვალი იყო, რის შემდეგ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 25 ნოემბერს გამართულმა პლენუმმა დაადასტურა რუსეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს 3 ნოემბრის პლენუმის გადაწყვეტილება ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების შესახებ და მიიღო ის „სავალდებულო შესასრულებლად“ {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა და.., გვ. 87, ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.}.

ნაციონალ-უკლონისტები გულუბრყვილოდ მიიჩნევდნენ, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების იდეა არ მოდიოდა ვ. ლენინიდან და ის მთლიანად სტალინისა და ორჯონიკიძის „შემოქმედება“ იყო. სინამდვილეში კი, სრულიად ცხადი იყო, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის ინიციატივა სწორედ ვ. ლენინს ეკუთვნოდა. ეს თვალსაზრისი ურყევი იყო საბჭოური პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის.., გვ. 89}, თუმცა ამ ბოლო დროს შეინიშნება ამ თვალსაზრისის გადასინჯვის მცდელობა. ასე მაგალითად, ზემოხსენებული ქართველი ისტორიკოსის ლ. თოიძის აზრით, ამიერკავკასიის ფედერაციული გაერთიანების იდეა არ ეკუთვნოდა ვ. ლენინს და ის პირველად თვით ამიერკავკასიელ ბოლშევიკებში იშვა {ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური.., გვ. 121-127}. ამის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მკვლევარს მოჰყავს აზერბაიჯანის სსრ-ის საგანგებო სრულუფლებიანი წარმომადგენლის ბეიბუთ შახტატინსკის ჯერ კიდევ 1921 წ. 1 მარტით დათარიღებული წერილი ვ. ლენინისადმი, რომელშიც ავტორი «из всех возможных форм разрешения территориальноэкономических и других споров Закавказья наиболее выгодной, приемлемой и целесообразной вовсех отношениях» მიიჩნევდა «объединение всех закавказских республик включая сюда и Дагестан с горцами в одну Кавказскую республику и вступление в Россискую федерацию» {С. В. Хармандарян. Ленин и становление Закавказской федерации. 1921-1923. Ереван, 1969, გვ. 96-97; . თოიძე. საქართველოს პოლიტიკური.., გვ. 122}.

თავისი დასკვნის გასამყარებლად, ლ. თოიძე გარდა აღნიშნული დოკუმენტისა, იშველიებს სხვა უფრო გვიანდელი (ამიერკავკასიის ერთიანი სამეურნეო ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე ლენინის ცნობილი მითითებების შემდგომი) პერიოდის ფაქტებსაც, მაგრამ ეს მასალები ნაკლებად გამოდგება ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის იდეისაგან ლენინის დისტანცირების საჩვენებლად. ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წინადადებათა პროექტს ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციული გაერთიანების შესახებ 1921 წ. 28 ნოემბერს შეიმუშავა არა სხვა ვინმემ, არამედ თვით “მეზობელი სახელმწიფოს” ლიდერმა და დაამტკიცა იმავე სახელმწიფოს უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ – რუსეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ 1921 წ. 29 ნოემბერს. უფრო მეტიც, თუ დავაკვირდებით ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ დოკუმენტებს, სრულიად აშკარა ხდება, რომ სწორედ ლენინს მიჰყავდა ნაბიჯ-ნაბიჯ ამიერკავკასიის რესპუბლიკები ფედერაციული გაერთიანებისკენ. უბრალოდ, ლენინი უფრო თვალთმაქცობდა და მოუწოდებდა თავის „პარტიულ ამხანაგებს“ არ ეჩქარათ და საქმე ისე აეწყოთ, რომ ფედერირება მომხდარიყო არა „ზემოდან“, არამედ „ქვემოდან“, ამიერკავკასიის „მშრომელთა სურვილით“.

ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ბელადის ბარათი (1921 წ. 28 ნოემბერი) სტალინისადმი, რომელსაც ერთვოდა რუსეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს დადგენილების პროექტი: «Тов. Сталин! Я согласен с Вами в основном. Но думаю, что надо формулировать чуточку иначе. 1) Признать федерацию закавказских республик принципиально абсолютно правильной и безусловно подлежащей осуществлению, но в смысле немедленного практического осуществления преждевременной, т. е. требующей известного периода времени для обсуждения, пропаганды и советского проведения снизу; 2) предложить Центральным комитетам Грузии, Армении и Азербайджана (через Кавбюро) поставить вопрос о федерации пошире на обсуждение партии и рабочих и крестьянских масс, энергично вести пропаганду за федерацию и провести её через съезды Советов каждой республики; в случае большой оппозиции точно и своевременно донести Политбюро ЦК РКП» {В. И. Ленин. Записка И. В. Сталину с проектом постановления Политбюро ЦК РКП(б) По Вопросу Об Образовании Федерации Закавказских Республик. – ПСС, т. 44. М., 1982, გვ. 255, ხაზგასმა ჩვენია – ..}.

ამგვარი პოლიტიკური თვალთმაქცობა საქართველო-ამიერკავკასიის საკითხებში ვ. ლენინისთვის ნამდვილად არ იყო ახალი. ის ჯერ კიდევ საქართველოს გასაბჭოების წინ აკეთებდა სრულიად გაუგებარ, ცინიკურ განცხადებებს. მხედველობაში გვაქვს, რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის სახელით ბელადისაგან წამოსული ცნობილი დირექტივა გაცემული XI წითელი არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსადმი რომელშიც ლენინი რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის სახელით არც მეტი, არც ნაკლები იძლეოდა თბილისის დაკავების სანქციას «при соблюдении международных норм{В. И. Ленин. Телеграмма Реввоенсовету 11 армии. – ПСС, т. 52. М., 1970, გვ. 71}» და, რომელსაც მკვლევრები, სავსებით მართებულად პოლიტიკურ-სამართლებრივ კურიოზად მიიჩნევენ {Р. Такер. Сталин. Путь к власти. М., 1991, გვ. 211}. ის, რომ ვ. ლენინი და მისი გარემოცვა იმთავითვე სრულიად მოურიდებლად ცდილობდნენ საქართველოს ანექსიის იურიდიულ გამყარებას ჩანს თუნდაც იქიდან, რომ 1921 წლის 10 დეკემბერს თბილისის საბჭოს პირველი საზეიმო სხდომამ აირჩია სრულიად რუსეთის საბჭოების IX ყრილობის 15 დელეგატი {გაზ. „კომუნისტი“, 16.XII.1021; ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 52}, რაც იმას ნიშნავდა, რომ „სუვერენული“ საქართველოს დედაქალაქი „მეზობელი“ ქვეყნის – რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფორუმზე აგზავნიდა არა საპატიო „უცხოელ სტუმრებს“, არამედ სრულუფლებიან დელეგატებს. ეს კი, არც მეტი არც ნაკლები, ღია დადასტურება იყო იმისა, რომ საქართველოს „სუვერენული“ სახელმწიფო და მისი დედაქალაქი ჯერ კიდევ სსრ კავშირის შექმნამდე 1 წლით ადრე ოფიციალურადაც რუსეთის შემადგენლობაში მოიაზრებოდა {ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 52}. დავიჯეროთ, რომ ეს ვ. ლენინისგან დამალულად ხდებოდა?!

ის რომ ლენინი არასოდეს შერიგებია აზრს რუსეთის იმპერიის ცალკეული რეგიონების გამოყოფის შესახებ ნათლად ჩანს თუნდაც მის მიერ ჯერ კიდევ 1920 წ. 21 დეკემბერს რსფსრ-ის სახკომსაბჭოს საქმეთა მმართველობისათვის გაგზავნილი ბარათიდან, რომელშიც ის მოითხოვდა რუსეთის სქემატურ ადმინისტრაციულ რუკაზე «дорисоватьхотя бы зелёными чертами и зелёной штриховкой границы теперешние: (а) Западный «фронт» (Финляндия, Эстляндия, Латвия, Польша, Румыния) Крым Грузия, Азербайджан, Армения Средняя Азия, Бухара Дальвостреспублика» {В. И. Ленин. В управление делами СНК. – ПСС, т. 52. М., 1982, გვ. 35-36, ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.}. ე.ი. ლენინი იმას კი არ ამბობდა, რომ ეს ქვეყნები (ფინეთი, ესტონეთი, პოლონეთი, რუმინეთი…), როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, საერთოდ ამოეღოთ მეზობელი სახელმწიფოს – რუსეთის „სქემატური ადმინისტრაციული რუკიდან“, არამედ განსხვავებული ფერით აღენიშნათ «границы теперешние». ამასთან დაკავშირებით, უადგილოდ გვეჩვენება ლ. თოიძის მცდელობა აღნიშნული დოკუმენტი გამოიყენოს იმის ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ლენინი ზოგადად საუბრობდა ამიერკავკასიის ქვეყნებზე და არ უთითებდა მათ ერთიან ფედერაციაში გაერთიანებაზე {ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 129-130}. ლენინი ამ ბარათში, რასაკვირველია, ნამდვილად არ საუბრობს ამიერკავკასიის რაიმე ფედერაციულ გაერთიანებაზე (მას ამ შემთხვევაში სხვა რამ აინტერესებდა), მაგრამ სრულიად ნათელია (და სწორედ ესაა მთავარი), რომ ჩამოთვლილ ქვეყნებს ახლო მომავალში (ალბათ, მაშინ, როდესაც დასრულდებოდა ჯერ კიდევ 1918 წ. 7 მარტს რუსეთის კპ(ბ) VII ყრილობაზე თვით ლენინის მიერ ღიად გაცხადებული „კავკასიისა და რუმინეთის დაპყრობა“, რომელზეც ზემოთ უკვე გავამახვილეთ ყურადღება) რსფსრ-ის ფარგლებში მოიაზრებდა.

ასე რომ, ლენინის „წარმმართველი და ხელმძღვანელი როლი“ ამიერკავკასიის ფედერაციის იდეის შემუშავებასა და მის განხორციელებაში სრულიად ცხადია და ქართველი კომუნისტების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერისა და საბჭოთა საქართველოს „სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის“ ლიკვიდაციის „შემომქმედის“ მამია ორახელაშვილის „ავტორიტეტული დასკვნა“: «Родительские права Закавказской федерации принадлежать ЛенинуЗакавказская федерация является детищем Ленина» {М. Д. Орахелашвили. В. И. Ленин и ЗСФСР (материалы). Тифлис, 1925, გვ. 13. ამ მხრივ არანაკლებ საინტერესოა . ბერიას აღიარება: «вдохновителями и организаторами Закавказской федерации являются Ленин и Сталин». იხ.: Л. П. Берия. К вопросу об истории большевистских организаций, ხაზგასმა ჩვენია _ .. (http://www.proriv.ru/articles.shtml/beria?beria)} ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს. ამ შემთხვევაში ვითარებას არ ცვლის ის, რომ იგივე მ. ორახელაშვილი 1923 წ. პარტიის XII ყრილობაზე აცხადებდა: «Москва не ставила вопроса о Закфедерации, – эта была инициатива наших закавказских организаций, – и Москва только потом санкционировала все эти решения, возникшие стихийно на месте, в процессе работы в своеобразных условиях Советского Закавказья» {Двенадцатый съезд РКП(б). 17-25 апреля 1923 года. Стеногрфический отчёт. М., 1968, გვ. 167; . თოიძე. საქართველოს.., გვ. 127, ხაზგასმა ჩვენია – ..}. აქაც ხომ მთავარია, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისათვის გადამწყვეტი იყო მოსკოვის სანქცია, და რომ ამ შემთხვევაში ინიციატივა ქვემოდან მხოლოდ მოჩვენებითი იყო.

ერთი სიტყვით, ამიერკავკასიის ფედერაციის იდეა ფორმალურად ცალკეული ამიერკავკასიელი კომუნისტებიდან მომდინარედ რომც ჩავთვალოთ, დიდი გამჭრიახობა არაა საჭირო, რომ ეს პროექტი, სინამდვილეში მთლიანად ცენტრიდან იყო ინიცირებული და მისი მთავარი მიზანი ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების – ჯერ კიდევ ოფიციალურად „სუვერენული სახელმწიფოების“ დამოუკიდებლობის მოშთობა იყო. ეს საფრთხე ცხადად დაინახეს ქართველმა კომუნისტებმა, რომლებმაც ზემდგომი პარტიული სტრუქტურების – რუსეთის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროსა და თვით ცენტრალური კომიტეტისათვის მოულოდნელად მწვავედ გამოვიდნენ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის წინააღმდეგ.

აქ პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებიდან სწორედ საქართველო აღიზიანებდა ყველაზე მეტად კრემლის იმპერიული პოლიტიკის გამტარებლებს. ამ მხრივ ძალზე ნიშანდობლივია ს. ორჯონიკიძის მიერ რუსეთის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს გაფართოებულ პლენუმზე ჯერ კიდევ 1921 წ. 3 ივლისს საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის საგანგებოდ წამოწევა ერთ-ერთ მთავარ სამსჯელო თემად: «На этом совещании, – აცხადებდა ამიერკავკასიის კომუნისტების პირველი პირი, выяснить вопрос о независимости Грузинской республики, который при практическом осуществлении породил ряд недоразумений и недоговорённостей. Совещание должно дать ответ на вопросы: 1. В каком смысле мы понимаем независимость Кавказских республик. 2. Можно ли рассматрывать независимость в буржуазном понимании. 3. Могут ли быть Закавказские советские республики незавысимы от РСФСР. 4. Могут ли быть Закавказские советские республики незавысимы друг от друга» {. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური.., გვ. 149-150; Ю. Н. Жуков. Первое поражение Сталина. М., 2011, გვ. 503, ხაზგასმა ჩვენია – ..}. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ს. ორჯონიკიძის მიერ თვით საკითხის დასმა და მით უფრო მთელი ეს რიტორიკა, სხვა არაფერია თუ არა დაცინვა და აბუჩად აგდება საქართველოს დამოუკიდებლობისა.

ქართველი კომუნისტების გაუბედავი პროტესტები და მცდელობა როგორმე შეეჩერებინათ (უარეს შემთხვევაში დროში გაეწელათ) ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნა უშედეგოდ დასრულდა და „სათანადო პროცედურების“ (კერძოდ, ლენინის მიერ შემოთავაზებული რესპუბლიკების საბჭოების ყრილობებზე საკითხის „მოწონების“) გავლის შემდეგ 1922 წ. 12 მარტს თბილისში შეიკრიბა რესპუბლიკების საბჭოების ყრილობების მიერ არჩეული „სრულუფლებიანი წარმომადგენლების“ კონფერენცია, რომელმაც დაამტკიცა ხელშეკრულება ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ.

სამოკავშირეო ხელშეკრულების თანახმად იქმნებოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სამოკავშირეო ხელისუფლების ორგანოები. ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში უმაღლესი ხელისუფლებად ცხადდებოდა რესპუბლიკათა მიერ თანასწორი რაოდენობით არჩეული – „სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენცია“. აღმასრულებელ ხელისუფლებად კი სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციის მიერ შექმნილი „სამოკავშირეო საბჭო“. რესპუბლიკათა სამეურნეო ორგანოების კურირების ფუნქცია დაეკისრა „უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოს, რომელიც მოქმედებდა, როგორც „სამოკავშირეო საბჭოს“ მუდმივი კომისია.

ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე კარგა ხანია გადაისინჯა ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის მიზანშეწონილობის კომუნისტური ახსნა და დღეს უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ამიერკავკასიის ფედერაცია ფაქტობრივად სამი არარუსული რესპუბლიკისაგან შემდგარი ერთი რუსული პროვინციის შექმნის მცდელობა იყო {. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 164}. ყველა „არგუმენტი“ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის აუცილებლობის სასარგებლოდ მაშინაც {ამიერკავკასიის ფედერაციის მომხრეთა არგუმენტების ყოვლისმომცველი კრიტიკა მოცემულია პოლიტიკური პატიმრების: კალისტრატე გოგუას, ზაქარია გურიელის, ალექსანდრე დგებუაძისა და ვლადიმერ ჯიბლაძის წერილში, რომელიც მათ სუზდალის საგანგებო ბანაკის საპყრობილიდან გაუგზავნიათ (1925 წ. 1 მაისს) სსრ კავშირის ოფიციალური ხელისუფლების მეთაურის – სრულიად საკავშირო საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) თავმჯდომარის მიხეილ კალინინის სახელზე. ამის შესახებ იხ. ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური.., გვ. 169} და მით უფრო დღეს სრულიად უსუსურად გამოიყურება. ეს მკაფიოდ აჩვენა ლ. თოიძემ {ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 164-170}, რომელმაც სავსებით მართებულად დაასკვნა, რომ „ამიერკავკასიის ფედერაცია არც ქართული იყო, არც სომხური {აღსანიშნავია, რომ არსებულ სიტუაციაში, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნა ეკონომიკური თვალსაზრისით სომხეთისათვის მეტად მომგებიანი ჩანდა. ამიტომაც სომეხი ბოლშევიკები (ისევე როგორც აზერბაიჯანელებიც) არათუ არ ეწინააღმდეგებოდნენ ფედერაციის შექმნა, არამედ, შეიძლება ითქვას გარკვეულ ენთუზუაზმსაც კი იჩენდნენ ამ მიმართულებით. თავის მხრივ, მოსკოვი ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნას განიხილავდა, როგორც ერთგვარ საჩუქარს სომხეთისათვის კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების “ტრიუმფალურ სვლაში”, პირველ რიგში კი საქართველოს გასაბჭოებაში შეტანილი წვლილისათვის. ამასთან დაკავშირებით, მეტად მრავლისმთქმელ ინფორმაციას გვაწვდის ცნობილი ქართველი ბოლშევიკი ლიდერი სერგო ქავთარაძე, რომელიც იგონებს რა ერთ-ერთ პრივატულ საუბარს ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორთან და „შემომქმედთან“ ი. სტალინთან აღნიშნავდა, რომ «он (იგულისხმება ი. სტალინი – ზ.პ.), лукаво улыбнувшись, посмотрел на меня и сказал: «А армяне малость на федерацию заработали». იხ.: ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 137, ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.}, არც აზერბაიჯანული. მისი დაარსებით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ამიერკავკასიის რუსიფიკაციის გზაზე. ფაქტობრივად სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანება“ {ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 170}.

ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის შემდეგ, საქართველოს სსრ-ის ისედაც კუდშეკვეცილი სუვერენიტეტის საერთოდ არარაობად იქცა. სხვათაშორის, ამას ფაქტობრივად აღიარებდნენ საბჭოთა სახელმწიფოს მესვეურები და თვით ი. სტალინი. ამ თვალსაზრისით ძალზე საყურადღებოა ი. სტალინის დეპეშა ს. ორჯონიკიძისადმი (1923 წ. მარტი) «Я узнал от Куйбышева и Каменева, что [ты] при организации Заккрайреспублик и ЗакСНК отобрал у национальных СНК почти все комиссариаты кроме пяти или шести бытовых комиссариатов. Я считаю эту комбинацию вместе с Каменевым и Куйбышевым неправильной и незаконной. Федерацию Закреспублик надо составить так, чтобы у национальных СНК остались кроме шести бытовых ещё пять хозяйственных вместе с РКИ. Нельзя ставить национальные республики Закавказья в худшее положение, чем Крымскую или Якутскую. Эту ошибку надо исправить и немедленно» {ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური.., გვ. 176, ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.}. ე.ი. გამოდის, რომ საქართველოს არათუ არ ჰქონდა ე.წ. „სუვერენული“ საბჭოთა რესპუბლიკის უფლებები, არამედ ის ამ მხრივ თვით რუსეთის ფედერაციაში შემავალ ყირიმისა და იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკებზე დაბლა იდგა.

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ლიდერები ფილიპე მახარაძისა და ბუდუ მდივნის ხელმძღვანელობით, რომლებიც ამ დროისათვის უკვე საბოლოოდ მონათლეს ნაციონალ-უკლონისტებად, მაინც არ ყრიდნენ ფარ-ხმალს და განაგრძობდნენ პოლიტიკურ ბრძოლას ამიერკავკასიის ფედერაციული გაერთიანების წინააღმდეგ რუსეთის კპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტში ახალ-ახალი საჩივრების გაგზავნის გზით, მაგრამ ამაოდ. ამ დროისათვის სიტუაციას ცენტრალურ კომიტეტში აკონტროლებდა იოსებ სტალინი – ლენინის მიერ გენერალურ მდივნად ხელდასხმული (1922 წ. 3 აპრილი), რომელიც ამასთან, როგორც ეროვნებათა საქმეთა სახალხო კომისარი სათავეში ჩაუდგა მოძრაობას „დამოუკიდებელი“ საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით გაერთიანებისათვის.

1922 წ. 5 აპრილს რუსეთის კპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო (უკვე მეორედ) დადგენილება, რომელიც ავალდებულებდა ამიერკავკასიის კომუნისტურ პარტიას „უყოყმანოდ“ გაეტარებინა ცხოვრებაში ცკ-ს გადაწყვეტილება {ი. კაჭარავა. საბჭოთა ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა.., გვ. 92-93}. დაპირისპირებამ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და ამიერკავკასიის პარტიულ ლიდერ ს. ორჯონიკიძეს შორის აპოგეას მიაღწია 1922 წ. შემოდგომაზე, როდესაც საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებისათვის მოძრაობა დასკვნით სტადიაში შევიდა. საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანისა და მოდერნიზებული რუსული იმპერიის სტალინისეულმა (ე.წ. „ავტონომიზაციის“) პროექტმა სრული მხარდაჭერა ჰპოვა უკლებლივ ყველა „სუვერენულ“ საბჭოთა რესპუბლიკაში. ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა საქართველოს სსრ, რომლის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ – საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, ღიად გაილაშქრა ავტონომიური რესპუბლიკის (ისიც ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით) სტატუსით რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების სტალინისეული გეგმის წინააღმდეგ. ამ გზაზე უდავოდ საეტაპო მოვლენა იყო 1922 წ. 15 სექტემბერს ჩატარებული საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება, რომელშიც უარყოფილი იყო ე.წ. „ავტონომიზაციის“ პროექტი {ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 221-230}.

ამის საპასუხოდ, უკვე მეორე დღეს, ზემდგომმა პარტიულმა ორგანომ – რუსეთის კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტმა {ყოფილი რუსეთის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ერთგვარი სამართალმემკვიდრე, რომელიც შექმნა 1922 წ. თებერვალში გამართულმა ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების I ყრილობამ} დემონსტრაციულად მოიწონა „ავტონომიზაციის“ იდეა და ოფიციალურად აუკრძალა „სუვერენეული“ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობას (პერსონალურად კი ფ. მახარაძეს, ს. ქავთარაძეს და პ. საბაშვილს) საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის 15 სექტემბრის დადგენილების შინაარსის გაცნობა პარტიული მასებისათვის {ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 231}. 1922 წ. 22 სექტემბერს საკითხით დაინტერესებულა ვ. ლენინი {ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ლენინმა გაიგო ამიერკავკასიაში არსებული წინააღმდეგობის შესახებ. იხ.: ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 232}, რომელსაც სტალინისაგან მოუთხოვია, ეცნობებინა მისთვის, თუ როგორი იყო რკპ(ბ) ცკ-ს დამოკიდებულება საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანების საკითხისადმი. სტალინმა იმავე დღეს ოპერატიულად უპასუხა ბელადს. იმის გამო, რომ სტალინის ეს წერილი მეტად შთამბეჭდავ ინფორმაციას იძლევა იმჟამად ცენტრსა და ე.წ. „სუვერენულ“ რესპუბლიკებს შორის რეალურად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ უაღრესად მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელი დოკუმენტის თითქმის სრულად მოყვანა:

«Тов. Ленин! Мы пришли к такому положению, когда существующий порядок отношений между центром и окраинами, т.е. отсутствие всякого порядка и полный хаос, становятся нестерпимыми, создают конфликты, обиды и раздражение, превращают в фикцию т.н. единое федеративное народное хозяйство, тормозят и парализуют всякую хозяйственную деятельность в общероссийском масштабе. Одно из двух: либо действительная независимость и тогданевмешательство центра, свой НКИД, свой Внешторг, свой Концессионный комитет, свои железные дороги, причём вопросы общие решаются в порядке переговоров равного с равным, по соглашению, а постановления ВЦИК, СНК и СТО РСФСР не обязательны для независимых республик; либо действительное объединение советских республик в одно хозяйственное целое с формальным распространением власти СНК, СТО и ВЦИК РСФСР на СНК, ЦИК и экономсоветы независимых республик, т.е. замена фиктивной независимости действительной внутренней автономией республик в смысле языка, культуры, юстиции, внудел, земледелия и прочее.

Следует иметь в виду, что:

  1. Формально решения СНК, СТО и ВЦИК РСФСР необязательны для независимых республик, причем эти учреждения сплошь и рядом отменяют постановления центральных учреждений независимых республик, что вызывает протесты последних против «незаконных действий» центральных учреждений Москвы. 
  2. Вмешательство Цека РКП в таких случаях происходит обычно после того, как центральные учреждения окраин уже дали свои декреты, отменяемые потом центральными учреждениями Москвы, что создает волокиту и тормоз в хозяйственных делах и вызывает на окраинах недоумение среди беспартийных и раздражение среди коммунистов.
  3. За четыре года гражданской войны, когда мы ввиду интервенции вынуждены были демонстрировать либерализм Москвы в национальном вопросе, мы успели воспитать среди коммунистов, помимо своей воли, настоящих и последовательных социалнезависимцев, требующих настоящей независимости во всех смыслах и расценивающих вмешательство Цека РКП, как обман и лицемерие со стороны Москвы. 
  4. Мы переживаем такую полосу развития, когда форма, закон, конституция не могут быть игнорированы, когда молодое поколение коммунистов на окраинах игру в независимость отказывается понимать как игру, упорно принимая слова о независимости за чистую монету и также упорно требуя от нас проведения в жизнь буквы конституции независимых республик. 
  5. Если мы теперь же не постараемся приспособить форму взаимоотношений между центром и окраинами к фактическому взаимоотношению, в силу которых окраины во всем основном безусловно должны подчиняться центру, т.е. если мы теперь же не заменим формальную (фиктивную) независимость формальной же (и вместе с тем реальной) автономией, то через год будет несравненно труднее отстоять фактическое единство советских республик.

Сейчас речь идёт о том, как бы не «обидеть» националов; через год, вероятно, речь пойдёт о том, как бы не вызвать раскол в партии на этой почве, ибо «национальная» стихия работает на окраинах не в пользу единства советских республик, а формальная независимость благоприятствует этой работе. Один из многих примеров: недавно грузинский ЦК, оказывается, решился без ведома Цека РКП разрешить оттоманскому банку (англо-французский капитал) открыть своё отделение в Тифлисе, что несомненно повело бы к финансовому подчинению Закавказья Константинополю (уже теперь в Батуми и Тифлисе турецкая лира является господствующей, вытесняющей с рынка грузинские и русские деньги), причём решительное запрещение со стороны ЦК (принятое по настоянию т. Сокольникова), вызвало, оказывается, бурю возмущения среди грузинских националкоммунистов.

Мой план: 

  1. Вопрос о Бухаре, Хиве и Дальневосточной республике (которая еще не советизирована) оставить пока открытым, т.е. пока их не автономизировать. 
  2. В отношении остальных пяти независимых республик (Украина, Белоруссия, Грузия, Азербайджан и Армения) признать целесообразным автономизацию с тем, чтобы к Всероссийскому Съезду Советов ЦИК и этих республик сами добровольно изъявили свое желание вступить в более тесные хозяйственные отношения с Москвой на началах автономии (я имею уже заявление Азербайджанского и Армянского Цека Компартии о желательности автономизации и заявление Грузинского Цека Компартии о желательности сохранения независимости…» {Известия ЦК КПСС. 1989. #9, გვ. 198-200; ლ. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 234-236; Из докладной записки Сталина Ленину по вопросу автономизации. 22 сентября 1922 г. (http://his95.narod.ru/doc18/dc16.htm ხაზგასმა ჩვენია – ზ.პ.}.

როგორც ვხედავთ, სტალინის ამ წერილში ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. კერძოდ, რსფსრ, მოსკოვი არის ცენტრი, ხოლო „სუვერენული“ საბჭოთა რესპუბლიკები – მხოლოდ განაპირა მხარე – «окраина». ის ბელადს უხატავს უმძიმეს სურათს, რომელიც პარალიზებას ახდენს სამეურნეო საქმიანობის მთელი რუსეთის (რომელშიც ის, რასაკვირველია, მოიაზრებს ე.წ. „ოკრაინებს“ – ანუ „სუვერენულ“ საბჭოთა რესპუბლიკებს) მასშტაბით. მას კატეგორიულად მიღებლად მიაჩნია ლიბერალიზმი ნაციონალურ საკითხში. ის თვლის, რომ დროა შეწყდეს ე.წ. „დამოუკიდებლობანას“ თამაში „ოკრაინების“ კომუნისტების მხრიდან და ა.შ.

სტალინს რასაკვირველია არაფერი ახალი არ უთქვამს ლენინისთვის, ამ უკანასკნელმა ყოველივე ეს ისედაც მშვენივრად იცოდა და არც თუ იშვიათად თვითონაც ღიად გმობდა „სუვერენული“ სახელმწიფოების (უკრაინის, ბელორუსიის) ხელმძღვანელთა ურჩობას ცენტრის მიმართ (სხვათაშორის, ამ მხრივ ლენინისა და სტალინის ტერმინოლოგია სრულიად იდენტური იყო), ემუქრებოდა კიდეც მათ (ამის მაგალითები ზემოთ უკვე მოვიყვანეთ) პარტიული სანქციებით. სტალინი არ დაელოდა ბელადის რეაქციას და 23-24 ოქტომბერს მოიწვია რუსეთის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის ორგბიუროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის {აღსანიშნავია, რომ ამ კომისიის თავმჯდომარე ოფიციალურად იყო ვ. კუიბიშევი, მაგრამ თვით ლენინი მას მაინც სტალინის კომისიად მიხსენიებდა (იხ. В. И. Ленин. Об образовании СССР. Письмо Л. Б. Каменеву для членов Политбюро ЦК РКП(б) – ПСС, т. 45. М., 1982, გვ. 212; . თოიძე. საქართველოს.., გვ. 242} სხდომა, რომელმაც ერთხმად მიიღო საბჭოთა რესპუბლიკების „ავტონომიზაციის“ ი. სტალინისეული პროექტი {. თოიძე. საქართველოს პოლიტიკური ისტორია.., გვ. 237}. ამის შემდეგ სტალინი 1922 წ. 26 სექტემბერს პირადად ეახლა ლენინს გორკაში და მოახსენა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. მაგრამ, ამჯერად ბელადმა, მოულოდნელად, დაიწუნა სტალინის პროექტი და საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტის დაცვით გამოვიდა.

ვ. ლენინის პროტესტმა ნამდვილი პოლიტიკური დემარშის სახე მიიღო. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ, ამ შემთხვევაში, ლენინის პოზიციის ასეთი მკვეთრი შეცვლა, უმეტესწილად განაპირობა არა იმდენად ბელადის ზრუნვამ ზოგადად „ინოროდცების“ (ლენინი ხშირად ხმარობდა ამ ტერმინს რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების აღსანიშნავად) {ყველაზე მკაფიოდ ეს ჩანს მის ცნობილ წერილში: «К вопросу о национальностях или об «автономизации» (იხ.: В. И. Ленин. К вопросу о национальностях или об «автономизации». – ПСС, т. 45. М., 1970, გვ. 357-362).} ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობაზე, არამედ პირადმა შუღლმა სტალინთან, რომელიც თვალშისაცემი გახდა 1922 წ. შემოდგომისათვის. ის, რომ ე.წ “ქართული ინციდენტი” {ასე აღნიშნავენ კონფლიქტს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტს შორის საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანების საკითთან დაკავშირებით, რომელიც მწვავე ფაზაში შევიდა 1922 წ. შემოდგომაზე. ამ ამის შესახებ დაწვრ. იხ.: Р. Такер. Сталин. Путь к власти, გვ. 232-253; В. З. Роговин. Была ли альтернатива? M., 2008 (http://trst.narod.ru/rogovin/t1/ix.htm)} მხოლოდ საბაბი იყო ლენინისათვის „ზომაზე მეტად“ მოძლიერებულ სტალინთან დასაპირისპირებლად, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი არ დარჩენილა {ამაზე მეტყველებს თუნდაც ფრაგმენტი ლ. ტროცკის მოგონებიდან: «Намерения Ленина стали мне теперь совершенно ясны: на примере политики Сталина он хотел вскрыть перед партией, и притом беспощадно, опасность бюрократического перерождения диктатуры». იხ.: Л. Д. Троцкий. Моя жизнь. Опыт автобиографии. М., 1991. გვ. 459-460, (ხაზგასმა ჩვენია, – ზ.პ.). (http://www.magister.msk.ru/library/trotsky/trotl026.htm); В. З. Роговин. Была ли альтернатива? M., 2008 (http://trst.narod.ru/rogovin/t1/ix.htm)}. სწორადაა შენიშნული ისტორიოგრაფიაში, რომ «Настойчивый интерес Ленина к «грузинскому делу» свидетельствовал о том, что его мнение о Сталине всё более менялось к худшему» {В. З. Роговин. Была ли альтернатива? (http://trst.narod.ru/rogovin/t1/ix.htm)}.

„პროლეტარიატის დიდ ბელადს“, რომ საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის პრობლემა სულაც არ აწუხებდა ჩანს თუნდაც იქიდან, რომ სტალინისა და ორჯონიკიძის კრიტიკისას მას ერთხელაც არ გახსენებია მთავარი პრობლემა – საქართველოს სსრ-ის უშუალო გაწევრიანება სსრ კავშირში (და არა ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში), რის გამოც იყო ძირითადად ატეხილი სკანდალი საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობასა და რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტს შორის. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, ლენინმა მკაცრად გაკიცხა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობა და მოუწოდა მათ ეხელმძღვანელათ რკპ(ბ) ცკ-ის ოქტომბრის პლენუმის გადაწყვეტლებით. «Удивлен неприличным тоном записки, –  წერდა ბელადი კ. ცინცაძისა და ს. ქავთარაძისადმი გაგზავნილ დეპეშაში, – … переданной мне почемуто Бухариным, а не одним из секретарей Цека. Я был убежден, что все разногласия исчерпаны резолюциями пленума Цека при моем косвенном участии и при прямом участии Мдивани. Поэтому я решительно осуждаю брань против Орджоникидзе и настаиваю на передаче вашего конфликта в приличном и лояльном тоне на разрешение Секретариата ЦК РКП...» { В. И. Ленин. Телеграмма К. М. Цинцадзе и С. И. Кавтарадзе – ПСС, т. 54. М., 1975, გვ. 299-300, ხაზგასმა ჩვენია, – ..}.

როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია. ანუ, ვ. ლენინი სულაც არ იყო „ფრთიანი ანგელოზი“, რომელიც თითქოს დღენიადაგ ზრუნავდა „დამოუკიდებელი“ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის უზრუნველყოფაზე. სინამდვილეში, სწორედ ის იყო რუსეთის იმპერიის ომამდელ საზღვრებში აღდგენისა და შემდგომი გაფართოების („მსოფლიო რევოლუციის“ ქიმერული ლოზუნგის მეშვეობით) მთავარი იდეოლოგი. ლენინმა უბრალოდ თავისი ყალბი „ლიბერალური“ ფრაზეოლოგიით მოინდომა რეალური მიზნების „შელამაზება“.

სხვათა შორის ლენინის ამ „ახლებურ“ მიდგომებს მწარედ განიცდიან რუსული იმპერიის აპოლოგეტები, რომლებიც თვლიან, რომ განსხვავებით 1918 წლისა, როდესაც ლენინმა თავი გამოიჩინა «своим прагматизмом во время споров о Брестском мире», ამჯერად ის «увлекся доктринёрством, решив ещё раз всем показать, кто в партии лидер». ისინი წუხან იმის გამო, რომ სტალინის მარტივ და ლოგიკურ სქემას «наделения всех национальных республик единого государства одинаковыми автономными правами«в смысле языка, культуры, юстиции, внутренних дел, земледелия и прочее» ლენინმა დაუპირისპირა «чрезмерно усложненный вследствие своей идеологизированности вариант декларативно-федеративного государственного устройства» { М. Смелый. Россия нуждается в новой реформе государственного устройства. – Русский Журнал (http://old.nasledie.ru/politvnt/19_1/article.php?art=4) ხაზგასმა ჩვენია, _ ..}. უახლეს რუსულ ისტორიოგრაფიაში, ასევე აღნიშნავენ, რომ «Позиция Ленина по поводу объединения была неясной, недостаточно определенной» {А. Н. Боханов, М. М. Горинов, В. П. Дмитренко. История России. XX век. М., 2001, გვ. 64 (http://litrus.net/book/read/158715?p=64)}.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ასეც იყო, თუმცა „სუვერენულ“ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობის ბელადისეული გამოცდილების გათვალისწინებით, რომელზეც ზემოთ საგანგებოდ გავამახვილეთ ყურადღება, ჩვენ მაინც იმ აზრზე ვრჩებით, რომ ლენინის ეს „მოულოდნელი აღშფოთება“ სტალინის „ავტონომიზაციის“ პროექტის გამო, მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგია და პოლიტიკური თვალთმაქცობა იყო და სხვა არაფერი. სინამდვილეში სტალინს ახალი არაფერი მოუგონია, მან მხოლოდ ხორცი შეასხა და რეალობად აქცია ახალი რუსული იმპერიის შექმნის ლენინური იდეა.

ქართული სახელმწიფოებრიობის დასამარების მთელი ეს „ეპოპეა“ დასრულდა 1922 წლის 30 დეკემბერს, როდესაც „დამოუკიდებელი“ საბჭოთა რესპუბლიკების „სრულუფლებიანმა“ წარმომადგენლებმა საბჭოების I ყრილობაზე შექმნეს ახალი ფედერაციული გაერთიანება – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომელშიც „სუვერენული“ საქართველოს სსრ შევიდა არა როგორც ცალკე სახელმწიფოებრივი სუბიექტი, არამედ ლენინის „პირმშოს“ – ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ასე მოუღეს ბოლო დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს ლენინმა, სტალინმა და რუსულ-ქართული ბოლშევიკური ელიტის სხვა „ღირსეულმა“ წარმომადგენლებმა.

დაიბეჭდა პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილის

დაბადებიდან 75 წლისთავისადმი

მიძღვნილ საიუბილეო კრებულში.

იხ. ელდარ მამისთვალიშვილი – 75. 

თბ., 2015, გვ. 385-420  

 

 

 

Advertisements
 
%d bloggers like this: