IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• კავკასიური ზოდიაქო

 ♥ Georgia-საქართველო

რუკა-ზოდიაქო

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან სოხაძე გადაცემაში „თქვენი დრო“. აპრილი, 2018

***

“კავკასიური ზოდიაქოს” განსახლების პრინციპები

ქართული წარმართული კალენდრის (წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები..) სალექსიკონო მასალის კვლევამ საინტერესო დასკვნები მოგვცა: ეს არის კარგად გააზრებული და ძირითადი საკულტო ღვთაებების დღესასწაულებზე დაფუძნებული სისტემა. ამიტომ ისიც უნდა ექვემდებარებოდეს მსოფლიო პრაქტიკაში არსებულ კანონზომიერებებს. კერძოდ, შესაძლებელია, გამოითვალოს ნებისმიერი კალენდრის შექმნის თარიღი. ხოლო შემდეგ მისი მეშვეობით, გარპენდონავტების ფორმულის გამოყენებით მეცნიერები ზუსტად ითვლიან ეგვიპტური პირამიდებისა და შუმერული ზიქურათების არა მარტო მდებარეობას, არამედ მათი მშენებლობის დაწყების თარიღს საათების სიზუსტით. ჩვენც შევამოწმეთ, ჩვენი კალენდარი თუ იზიარებდა ამ კანონზომიერებებს. სათანადო სპეციალისტის ძიებამ კი პროფ. ჰამლეტ წულაისთან მიგვიყვანა, რომელმაც გამოთვლების საწარმოებლად ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ზუსტი რუკა მოითხოვა. ასეთი რუკა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ქ-ნმა რუსუდან ბახიამ შექმნა. მასზე ის ტაძრებია დატანილი, რომლებიც ვახტანგ გორგასალმა აღადგენინა და აღაშენებინა უკვე არსებულთა ნაცვლად. პირველივე მონახაზებმა ცხადყო, რომ ჩვენი წინაპრები ტაძართა მშენებლობისას გარკვეულ ჩარჩოებს იცავდნენ და მსოფლიო ცივილიზაციათა სტანდარტს არ არღვევდნენ. ქრისტიანულ ტაძართა 90-95% ხომ ძველი წარმართული ბომონების ადგილასაა აგებული (ოლიმპო_ათონის მთის მონასტერთა კომპლექსი, მარსის მოედანი _ წმ. პეტრეს ტაძარი..). ამიტომ ჩვენს რუკაზე არქეოლოგიური ძეგლებიც არის დატანილი და აი, რა აღმოჩნდა:

1)    დღესდღეობით ძირითადი საკათედრო ტაძრები სწორედ უდიდეს საკულტო ნაგებობებზეა დაშენებული (სვეტიცხოველი, ზედაზენი, ჯვარი…). ამაზე ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ ვწერდით სხვადასხვა სამეცნიერო თუ პოპულარულ გამოცემაში (ჟ. “კავკასიის მაცნე”, “მნათობი”, გაზეთები). აღნიშნულმა რუკამ ამ ხნის მანძილზე ექსპერტთა ხელში გაიარა, არქეოლოგიური კვლევის ცენტრმაც განიხილა (პროფ. რ. რამიშვილი და გ. ღამბაშიძე), გარკვეული რჩევებიც კი მივიღეთ მათგან. რუკის უტყუარობა და მონაცემები ყველამ აღიარა და, უფრო მეტიც, გარეჯის ცივილიზაციაზე საუბარი სწორედ მას შემდეგ დაიწყო.

2)   რუკაზე კარგად ჩანს ის ტერიტორია, რასაც ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყაროები ქართლს უწოდებენ 1921 წელს დაკარგული მხარეებით. ჩვენი აზრით, ეს არის ე. წ. ქართის მოდგმის ტომთა განსახლების სივრცე.

3) თვითონ ტაძრები გარკვეულ ტერიტორიებზე არათანაბარ ჯგუფებად არის განაწილებული, ზოგან_მეტი, ზოგან_ნაკლები. ზოგი დიდი ზომისაა, ზოგი_საშუალო ან მცირე ე.წ. ერთნავიანი ბაზილიკები, ივრისპირეთში კვირია ეკლესიებს რომ უწოდებენ. ამიტომ გაჩნდა ლოგიკური კითხვები: ესა თუ ის ნაგებობა რატომ დგას მაინცდამაინც აქ, ასეთი და ამ ზომის?

 ეს არ არის თავდაცვითი ძეგლები, რომელთა მდებარეობა და სიდიდე მათივე ფუნქციიდან მომდინარეობს. ტაძართა სიდიდეები და ფორმები ჩვენი წინაპრების სულიერებასა და ეკონომიურ შესაძლებლობებთან უფრო უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და ბევრად უფრო სათუთი საკითხია, ვიდრე დღეს ვუწევთ ანგარიშს.

რუკას რომ დახედა, ბ-ნმა ჰამლეტ წულაიამ განაცხადა აქ ყველაფერი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვითაა განლაგებულიო, რამაც ჩვენი დიდი სკეპტიციზმი გამოიწვია. მაგრამ როცა მან რუკაზე ოთხი წერტილი – ბოდბე, გარეჯი, ნეკრესი და ნინოწმინდა ერთმანეთს სწორი ხაზით დაუკავშირა, სასწორის თანავარსკვლავედის ნიშანი მივიღეთ. მერე უკვე დანარჩენებიც გადავამოწმეთ და ტაძართა განლაგების საერთო კონტურები საქართველოს ყველა რეგიონში ზოდიაქოს ნიშანთა მოხაზულობას დაემთხვა: სასწორი – კახეთი, ღრიანკალი (მორიელი) – საინგილო,  ქალწული – ქართლი, ლომი – ზემო იმერეთი და სამეგრელო-სვანეთის ნაწილი, კირჩხიბი (კიბო) – აჭარა-ჭანეთი და  ტყუპები – ტაო-კლარჯეთი (ე.წ. 12 სავანეთა მხარე).

სვეტიცხოვლის ფრესკა

და ჩვენს წინაშე მაშინვე დაისვა საკითხი: ზოდიაქოს ნიშნები ქართული სინამდვილისთვის საერთოდ თუ არის დამახასიათებელი?

ისინი სვეტიცხოვლის სამხრეთ ფასადზეა განთავსებული. ფრესკა საკმაოდ კარგად ჩანს და თეოლოგიური მნიშვნელობა ასეთია: ”ყოველი სული აქებდით უფალსა”(ფს). ცენტრში მოთავსებულია ქრისტე-პანტოკრატორი. მომდევნო წრე ანგელოზთა იერარქიისაა, გარე წრეში კი ზოდიაქოს ნიშნებია, რომელთაც მზე და მთვარე აქვთ დამატებული. ერთი სიტყვით, მსოფლიო ცივილიზაციათა გარკვეული ცოდნა და გამოცდილება (დენდერის ტაძრის ზოდიაქო, ეგვიპტე IV ათასწლეული) უცხო არ იყო ჩვენი წინაპრებისათვის. ამიტომ კვლევაც სწორედ ამ მიმართულებით განვაგრძეთ. 6 ზოდიაქო სახეზე გვქონდა, მაგრამ სად იყო დანარჩენი 6 და ვინ განალაგა ასე ისინი სამხრეთ კავკასიის სივრცეში?

მეორეს მხრივ, ტაძრები წრფივ განლაგებასაც გვიჩვენებენ და ეს აშკარად ჩანს “ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების” 1991 წ. გამოცემულ რუკაზე. ისინი წრფეებზე ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით არიან დაშორებულნი. თუ ერთ მათგანს ცენტრად მივიჩნევთ, სხვა ორი მისგან ერთნაირ თანაბარ მანძილზე აღმოჩნდება მის მარჯვნივ და მარცხნივ, იმდენად ზუსტად და რეგულარულად, რომ ფარგლით შეიძლება თითოეული ტაძრის ადგილმდებარეობის პოვნა. წრფეები კი ჰორიზონტის მიმართ 23 გრადუსითაა დახრილი, ანუ ზუსტად იმდენით, რა დახრის კუთხეც გააჩნია დედამიწას კოსმოსში.

4) ამ დროს განლაგებაში წრეც მონაწილეობს, უფრო სწორად, წრეები.. აქ კიდევ ერთი დამთხვევა აღმოვაჩინეთ_სულხან-საბას “სიტყვის კონაში” ფიქსირებული ცათა სისტემა, რომელშიც VIII და IX წრეს შორის განლაებული 12 ცალკეული ვარსკვლავი 12 ზოდიაქოს აღნიშნავს.

დენდერის ტაძრის ზოდიაქო

5)  თავიდან არ ვიცოდით, რა მანძილით უნდა დაგვეშორებინა ეს წრეები ერთმანეთს. განგვიმარტეს, რომ ეს არის 29,5 კმ._მთვარის სინოდური თვის ციფრი, რაც, როგორც მანძილის საზომი ერთეული ერთი დღის სავალად არის ცნობილი.

საინტერესო იყო, ჩვენი სისტემა როგორ მოერგებოდა სულხანისეულ ცათა სისტემას. გამოსათვლელი იყო წრის ცენტრიც.. ბატონმა ჰ. წულაიამ თბილისის კარტოგრაფიულ ფაბრიკაში 1994წ. დაბეჭდილი რუკის მიხედვით ის დღევანდელი კიროვაკანის (საქართველოს ყოფილი ლორეს ტერიტორია) მიდამოებში ივარაუდა. ზუსტი გამოთვლა კი ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელს მიხეილ ხაბაზიშვილს ეკუთვნის _ 44-ე და მე-40 პარალელების გადაკვეთაზე, მდ. არაქსზე საქართველო-სომხეთის დღევანდელი საზღვრის ახლოს. სულხანის ცათა სისტემის I და II წრე კი ჩვენს რუკაზე იმ ტერიტორიას მოიცავს, რაც თრიალეთის კულტურის ცენტრს წარმოადგენს  და არც ეს არის შემთხვევითი. ცათა სისტემის საბოლოო, ელექტრონული ვერსიის ავტორი გახლავთ ვახუშტის  სახელობის გეოგრაფიის   ინსტიტუტის კარტოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

6)     ერთი სიტყვით, მივიღეთ, რომ გვაქვს წრეები, პარალელური ხაზები, ზოდიაქოს ნიშნები და ოქროს კვეთის პრინციპზე დამყარებული ზუსტი გამოთვლები. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, ერთ საერთო სისტემაში ჯდება_ ცოცხალი კვადრატი და მასში ჩახაზული წრე, რაც ქართული ასომთავრული ანბანის საფუძველია. ფაქტობრივად მივიღეთ, რომ ქართული ასომთავრული ანბანი და ქართის ტომთა განსახლების პრინციპები ერთიდაიგივე ყალიბშია მოჭრილი. ის მხოლოდ გარკვეული კასტის წევრთა ცოდნაზე იყო გათვლილი. მათ განდობილები ანუ ქურუმები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არეგულირებდნენ კალენდარს. მისი მეშვეობით კი საკუთარი ერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

7)   კომპიუტრულ ვერსიაზე მუშაობისას თავიდან ზოდიაქოთა XVI-XVII ს-ის მონაცემებს ვეყრდნობოდით. ბოლო მომენტში კი ცნობილი ასტროფიზიკოსის გალინა გლობას დენდერის ტაძრის ზოდიაქოს (ეგვიპტე, IV ათასწლეული) ნიშნები გამოვიყენეთ. მასში ვარსკვლავთა უფრო მეტი რაოდენობაა ფიქსირებული, ვიდრე ევროპული ზოდიაქოების ნიშნებში. ქართის ტომის რუკა კი სწორედ დენდერის ტაძრისას იმეორებს. ამის ნათელი დასტურია 12 სავანეთა მხარის ძეგლები, აგებული გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების მიერ. თავის მხრივ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ცნობიერება უშუალოდ მონაწილეობდა ეგვიპტე-აზიის კულტურის ფორმირება-განვითარების საკითხებში.

8)   მონაცემთა შეჯერების შემდეგ გეოგრაფიული კანონზომიერებებიც გამოვლინდა:

ა) ეს განსახლება ძირითადად სამი ზღვის აუზში გვაქვს:
შავი ზღვის – ტყუპები, კიბო, ლომი;
  კასპიის – ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული;
  სპარსეთის ყურის – თევზები, ვერძი, კურო.  

ბ) სხვადასხვა რეგიონში მდებარე ზოდიაქოს ეტლების მასშტაბები სხვადასხვაა, ანუ არ გვაქვს ერთიანი მასშტაბი. ფაქტობრივად, ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ცის თაღივით ერთნაირი სწორი რელიეფი გვექნებოდა. მაგრამ ეს ხომ სამხრეთ კავკასიაა თავისი მთათა სისტემებით და ამ რელიეფის გამო შეგვიძლია მასშტაბის ერთი საზომი გამოვრიცხოთ. სამაგიეროდ, მიწიერი ზოდიაქოები არ სცილდება ბუნებრივ გეოგრაფიულ საზღვრებს_თითოელი მხოლოდ გარკვეული მდინარის აუზში თავსდება და სხვა აუზში კი არა, წყალგამყოფ ქედებზეც  კი არ გადადის.

გ)  ზოდიაქოს 12-ვე ეტლი ზუსტად მოერგო აღნიშნულ ტერიტორიებს. საკმარისი იყო, რომელიმე ნიშნისათვის 2 წერტილი მოძებნილიყო, დანარჩენს თვითონ კომპიუტერი სვამდა. კანონზომიერებებზე კი, თურმე უკვე მაშინაც შეგვეძლო საუბარი, ყველა ეტლიდან ერთი ვარსკვლავის მიხედვით მაინც რომ შეკრულიყო წრე. აქ კი კონკრეტული ძეგლების ჯგუფები ამოდის. ერთადერთი ირანსა და თურქეთში მდებარე თხის რქის, მერწყულისა და თევზების თანავარსკვლავედებზე დანამდვილებით ვერ ვიტყვით ამას, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო უძველესი მონაცემების მოძიება.

მდინარეთა აუზების მიხედვით კი ასეთი გადანაწილებაა:
ვერძი და თევზები ევფრატის აუზში, თხის რქა, მერწყული და კურო  – არაქსის სხვადასხვა წელზე, ტყუპები –  ჭოროხის ზედა წელზე, კიბო – აჭარისწყალზე, ლომი – რიონის, ქალწული – მტკვრის შუა წელზე, სასწორი – ალაზნის, მორიელი – ივრის, მშვილდისანი – მტკვრის ქვედა წელზე.

9) განსახლების ეს სქემა აშკარად გვიჩვენებს, რომ არქეოლოგიური და კულტურული ფენების თვალსაზრისით, ეს არის მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალი. მისი ცენტრალური ნაწილი, ე. წ. წრის “გული” I და II წრით თრიალეთის კულტურის ზონაა. თავის მხრივ, ეს დასკვნები საშუალებას გვაძლევს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დავაყენოთ აკაკი შანიძის მიერ მოძიებული მასალა ნართ, პართ, ქართ-ის შესახებ_ რას ნიშნავს და ვის მიერ არის დარქმეული ეს სახელები ამ ტომთა გაერთიანებებისათვის?

10) ე.წ. კავკასიური ზოდიაქო ბადებს კითხვას: ვინ ქმნიდა აღნიშნულ ცივილიზაციას და საიდან, რა წერტილიდან “ითვლიდა” ამ კოორდინატებს? უფრო კონკრეტულად კი, მაშინდელი “ცივილიზებული მსოფლიოს” რა წერტილში უნდა მდგარიყო მისი ეგო(მე), რომ ასე განესაზღვრა თავისი საცხოვრისი_ამ მიმართულებით გადმოეღო ცის ტატნობი?

ასტრონომიული თვალსაზრისით, ზოდიაქოთა ათვლა ყოველთვის ვერძის სახლით იწყება. სწორედ მასში აითვლება გაზაფხულის ბუნიობის, ანუ დღეღამტოლობის მომენტი (21 მარტი). მსოფლიოს მრავალი კალენდრისთვის ეს დღე იყო ახალი წლის დასაწყისი (მარტის წელიწადი) და დღესაც მრავალ მუსულმანურ ქვეყანაში ახალი წელი ამ დღეს იწყება. ამიტომ კავკასიური ზოდიაქოს დაგეგმარების კოორდინანტთა სათავესაც ამ ეტლის დასავლეთით ვგულისხმობთ. ეს ტერიტორია კი არიან-ქართლი უნდა იყოს, რადგან ისიც ცნობილია, რომ სწორედ არიან-ქართლიდან ანუ ”მამათა ჩვეთა” საცხოვრისიდან (ქართლის უძველესი კულტურულ-პოლიტიკური ცენტრი “ქართლის ცხოვრების” მიხედვით) წამოღებული გაცისა და გაიმის კერპებისათვის არმაზის დამატებით, ანუ ახალი ტრიადის შექმნით ქართული სახელმწიფოს ახალი ცხოვრება დაიწყო  ფარნავაზის ქართლის სახით. ისტორიული წყაროები მას არმაზი-ქართლის სახელითაც იცნობენ. ვახტანგ გორგასლის მიერ სატახტო ქალაქის გადატანითა და ქრისტიანული სულიერების კულტურის კერად თბილისის სახელდების შემდეგ, ამავე ლოგიკით შეიძლება, ქვეყანას გორგასლის ქართლი ან თბილისის ქართლი ვუწოდოთ.

სამივე ქართლისათვის, უფრო კი პოლიტიკურ ცენტრად რომელიმე რეგიონის განსაზღვრისას ძირითადი ენობრივი მახასიათებელი უზენაესი ღვთაება გახლავთ: არიან-ქართლისათვის არია (მარსი); ფარნავაზისა და მისი მოდგმისათვის (ცენტრით მცხეთაში)_არმაზი  და გორგასლიანებისათვის (თბილისი)_იესო ქრისტე.

არიან-ქართლიდან პოლიტიკური ცენტრის გადანაცვლების მიზეზი რელიგიურის გარდა პოლიტიკურიც უნდა ყოფილიყო. ე. წ. ”ზღვის ხალხთა” შემოსევები (ჩვ. წ. აღ-მდე XII ს.) წინა და მცირე აზიაში მცხოვრებ ტომთა გაერთიანებებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ავიწროებდა. ალბათ, ამის გამო გახდა საჭირო პოლიტიკური ცენტრის უფრო უსაფრთხო ადგილას გადატანა, რამაც მცხეთის დედაქალაქად ქცევა განაპირობა. მსგავსი რამ რომ სრულიად შესაძლებელია, ისევ “ქართლის ცხოვრებას” მოვიშველიებთ. თბილისის საამიროს შექმნის შემდეგ ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და კულტურის ცენტრად ახალი ქართლი_ტაო-კლარჯეთი იქცა. ის ქართლის უკიდურესი დასავლეთი პროვინცია იყო, ცენტრით არტანუჯში, რომლიდანაც ბაგრატოვანთა დინასტიის ზეობა დაიწყო.

თვითონ არიან-ქართლი კი ჩვენს ისტორიულ ცნობიერებაში წინაპართა აკვანია და დღესაც კი ისტორიკოსთა დავის საგანი: ერთნი მას უფრო აღმოსავლეთით _ ევფრატის სათავეებისაკენ ეძებენ, მეორენი _ დასავლეთით _ ხეთური სახელნწიფოს აღმოსავლეთ პერიფერიაზე თუ მის მიმდებარედ. ორივე შემთხვევაში ეს არის ქართის ტომთა ისტორიული საცხოვრისი და სწორედ ამის ერთ-ერთი დასტურია ჩვენს მიერ წარმოდგენილი კავკასიური ზოდიაქო. თუ ჩვენი ვარაუდი მართებულია ათვლის სისტემის ვერძის ზოდიაქოთი დაწყების თაობაზე, მაშინ არიან-ქართლის  ლოკალიზება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით უნდა მოხდეს. ამას კი მომავალი კვლევა გვიჩვენებს.

და ბოლოს, კიდევ ერთი საკითხი ისევ არიან-ქართლთან დაკავშირებით. ჯერ   კიდევ  ქ-ნმა რუსუდან ბახიამ აღნიშნა, რომ ძველი თბილისი თავისი კარტოგრაფიული განფენილობით მთლიანად იმეორებს მცხეთას (ჯვარი-მეტეხი, სვეტიცხოველი-სიონი, ბაგინეთი-ნარიყალა, ბებრისციხე-ლურჯი მონასტერი_ქსე, თბ., 1981), მხოლოდ მასშტაბია ოდნავ შემცირებული. თავდაპირველად გვეგონა, რომ ეს განპირობებული იყო მცხეთასა და თბილისთან მტკვრის ერთნაირი მოხაზულობით. მაგრამ ისიც აღმოჩნდა, რომ მცხეთას ასევე ზუსტად “იმეორებს” უჯარმაც. ეს სამი გეოგრაფიული პუნქტი საერთოდ არ ჯდება ჩვენი “წრფივი განვითარების თეორიაში”, მაგრამ მათ ისტორიული და ენობრივი ლოგიკა სულ სხვა კუთხით აერთიანებს. მცხეთა ფარნავაზის მიერ შექმნილი ქართლის დედაქალაქია, თბილისი _ ვახტანგ გორგასლისა და მის შთამომავალთა მიერ დაარსებული სახელმწიფოსი, ხოლო უჯარმა გორგასლის  დროს და მანამდეც სამეფო რეზიდენცია იყო. როგორც ჩანს, არსებობდა რაღაც ტრადიცია “საუფლო” (სამეფო) ადგილსამყოფელთა დაგეგმარებისა, რაც ისევ უძველეს აღმოსავლურ ანდაზასთან უნდა იყოს დაკავშირებული “ყველა გზა ტაძართან მიდის”.. ძველი მცხეთა ხომ ქართლის მთის-ქართლოსის საფლავის ორიენტირითაა განვითარებული (წრის ცენტრი), იმ მთის, რომელზეც არიან-ქართლიდან მოტანილი კერპები დააბრძანეს, ალბათ, ზუსტად ისე განალაგეს, როგორც ეს ძველ ადგილას ჰქონდათ. მოგვიანებით ამ ცენტრმა (მირიანის დროს) სვეტიცხოვლისაკენ გადაინაცვლა, მაგრამ დაგეგმარების ტრადიციები კი უცვლელი დარჩა. არქეოლოგიური კვლევის ცენტრში ჩვენ მაშინვე დავსვით საკითხი, გაერკვიათ წინა და მცირე აზიის კონკრეტულად რომელ ქალაქს “იმეორებს” მცხეთა? სავარაუდოდ ის უნდა იყოს არიან-ქართლის ყოფილი დედაქალაქი. ამის თქმის საშუალებას აშკარად გვაძლევს ქართულ-ქართველური ტოპონიმიკა, სადაც ლოკალურ ადგილებში ხშირია სახელთა (ტოპონიმთა) დამთხვევები, რაც ისევდაისევ გარკვეული ტრადიციებითაა განპირობებული.

ქეთევან სოხაძე

                           

16 Responses to “• კავკასიური ზოდიაქო”

  1. guliko said

    ვაი საოცრებავ …!!!
    ოდესღაც, დიდი ყოფილა საქართველოოოოოოოოოოოო… 😦

  2. nodiko121 said

    საინტესეესო იყო ძალიან, არ ველოდი :ს

  3. misha said

    ღმერთმა გაგიმარჯოთ! ყოველთვის ვთვლიდი რომ დასახლებული პუნქტები თანავარსკვლავედებზე უნდა ყოფილიყო აგებული მაგრამ ვერასოდეს ვერ მივაღწიე ამ სქემას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ დამეხმარეთ მე და სრულიად საქართველოს! შევეცდები ჩემი კვლევის კუთხით გამოვიყენო აღნიშნული სქემა. საოცარია მაგრამ მიუხედავად რომ დამოუკიდებლად ვაზროვნებთ ერთი მიმართულება გვაქვს თითქმის აღებული. 🙂

  4. chili said

    ადამიანი, ძველი ტაძრები/ნაგებობები სამყაროს მიკროკოსმოსია, იმეორებს მის განლაგებას… ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა, მადლობა ამ სტატიისთვის (y)

  5. უდაოდ, ძალზე საინტერესოა. პალეოასტრონომიაში ქართველმა მეცნიერებმაც დაიწყეს ძიება და წარმატებულადაც! ნახეთ ეს და ანალოგიური საიტები http://www.timothystephany.com/paleoastronomy.html

  6. ზოდიაქური მისტერიები http://www.timothystephany.com/the-zodiac-mysteries.html

  7. […] წყარო […]

  8. dato said

    ღმერთმა დალოცოს საქართველო

  9. Liku Lik said

    აღფრთოვანებული ვარ ამ მიგნებით, მჯერა, კიდევ არაერთი დაფარულის გაცხადების მომსწრენი ვიქნებით, ქართველები! დიდება უფალს!!!

  10. 29.5 წელი სატურნის ერთი წრის ხანგრძლივობაა

  11. ქეთი said

    ძაალიან საინტერესოა.მადლობა

  12. შორენა said

    ძალიან საინტერესო იყო, მადლობა თქვენ.

  13. miriani said

    მნათობები იყვნენ ღმერთები,ამიტომ ადამიანები უძველესი დროიდან ცდილობდნენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში მათთვის მიებაძათ.ეს კარგად ჩანს არქიტექტურაში.შენიბებს ისე აგეგმარებდნენ რომ ღვთაებრივი წესრიგის,წესის,ზომის იმიტაცია შექმნათ.

Leave a reply to chili კომენტარის გაუქმება