IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

“იბერიელნი”

 

საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა “იბერიელნი”-ს
განცხადება.

 

ჩვენი მიზანია რეალურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, უნიტარული სახელმწიფო წყობილების, სოციალურ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა.

1991–93წწ. სახელმწიფო გადატრიალებიდან დღემდე ტერიტორიულ დანაკარგების გარდა ბარბაროსულად ნადგურდებოდა და ნადგურდება ბუნება, კულტურული ძეგლები, იძარცვებოდა და იძარცვება ბუნებრივი რესურსები, ამ პროცესებმა უზარმაზარი ფინანსური ზარალი მიაყენა სახელმწიფოს.

ე.წ საბჭოთა ეკონომიკიდან ე.წ საბაზრო ეკონომიკაზე არასწორმა “დანაშაულებრივმა” გადასავლამ გამოიწვია ე.წ ველური კაპიტალიზმის დამყარება, რომელიც არ არის პროგრესის მატარებელი ეროვნული ეკონომიკის არცერთი დარგისათვის. ვინაიდან მისი იდეალი არის კერძო პირთა გამდიდრება, ცხადია მთელი სახელმწიფო ქონება გაიფლანგა და უცხოური კაპიტალი გახდა ბადონად.. ასეთ პირობებში შრომა და წვრილი საკუთრება გახდა საწველ ფურად, უმწეოდ და უმფარველოდ მიტოვებული.

უაღრესად გაჭირვებული ხალხი ადვილად შეურიგდება ყოველნაირ მმართველობას, ოღონდაც გაჭირვებიდან გამოიყვანონ და მათი უახლოესი პრაქტიკული მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

ამრიგად 1991–93წწ სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ დღემდე, ჩვენი აზრით არასწორად დანაშაულებრივად, ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ გამოიწვია ქონებრივ და სოციალურ ძალთა გადაჯგუფება სავსებით ინდივიდუალურ საფუძველზე უცხო კაპიტალთან ერთად დაიმორჩილა ქართველი ხალხი, ქართულმა სახელმწიფოებრიობამ დაკარგა ყველა პოზიცია და დიდი ხნით იქცა უძლურ მიმდინარეობად.

რა რჩება ფაქტობრივ ხელისუფალთ? არჩევანი დიდი არ არის ან თვითონ უნდა გამოაცხადონ თვით ლიკვიდაცია ვადამდელი არჩევნებით ანდა ერმა უნდა თქვას სიტყვა და დაიწყოს ქმედება ვადამდელი არჩევნებისათვის.

“ჩვენ მიგვაჩნია აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად, არსთა გამრიგემ მათ უბოძა გარკვეული ხელშეუვალი უფლებანი, მათ შორის არის სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა.

ამ უფლებათა დასაცავად ადამიანები ქმნიან ხელისუფლებას, რომელიც თავის მართლზომიერ უფლებას მათგანვე იღებს მათივე თანხმობით.

“უკეთუ მმართველობის, რომელიმე ფორმა ხელყოფს ამ მიზანს ხალხის უფლებაა, შეცვალოს ან გააუქმოს არსებული მმართველობა და დაამყაროს ახალი ხელისუფლება, როგორადაც უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს საკუთარი უსაფრთხოებისა და ბედნიერებისათვის”.

მოძრაობა “იბერიელნი”–ს თავჯდომარე

ლ. ხარაიშვილი

 
%d bloggers like this: