IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• როგორ უნდა გავიაზროთ ,,რუსული სამყარო“?

• Russia – რუსეთი

__[1]

როგორ  უნდა გავიაზროთ ,,რუსული სამყარო“?

რას ნიშნავს  ,,Русский Мир,,

ცნება ,,რუსული სამყარო” შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს. ესენია: ანტიდასავლური, ანტილიბერალური, ნეოიმპერიალისტური მიმართულებები. ,,რუსული სამყაროს,, გაგებაში ძირითადი დომინანტია იმაგინარული წარმოდგენები რუსეთის როგორც ,,დომინირებული სივრცის” შესახებ სადაც წარმმართვეელი როლი ენობრივ კულტურასთან ერთად ისტორიულ ცნობიერებას და ისეთ ემოციონალურად დატვირთულ სიმბოლოებს ენიჭება, როგორიცაა ,,წმინდა რუსი,,.

სემანტიკური ანალზი – ცნება ,,რუსული სამყარო,, მე XIX საუკუნის იმპერიალისტური იდეოლოგიის პირმშოა და ის დროთა განმავლობაში პოეტური მეტაფორიდან იდეოლოგიურ კონცეფციად ჩამოყალიბდა. ეს ცნება განსაკუთრებით რუსულ-უკრაინული კონფლიქტის დროს იქცა რუსეთში პროპაგანდის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ ე.წ. ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. კონსტიტუციაში ეს ცნება ოთხჯერ მეორდება და თამაშობს „ისტორიული თვითგამორკვევის“ როლს.

,,რუსული სამყარო,, როგორც ცნება ვრცელდება როგორც რუსულენოვან ადამიანთა ჯგუფებზე, ასევე იმ ხალხზე, რომელთაც აქვთ მეტ-ნაკლებად საერთო ისტორიული და კულტურული წარსული რუსეთთან. სადღეისოდ ,,რუსული სამყაროს ცნება,, გამოიყებენა რუსეთის მიერ საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკის ლეგიტიმაციისათვის. ,,რუსული სამყაროს” როგორც კონცეფციისათვის ისეთი ცნებები, როგორებიცაა ,,მსოფლიო” და ,,თანამეგობრობა” წარმოადგენენ პოლუსებს. რუსეთის მიერ ეს ცნება გამოიყენება, როგორც მეტაფორული შედარების, სივრცობრივი და სოციალური მოდელების ხელოვნურად შექმნის ლეგიტიმაციის შესაძლებლობა.

6_1[1]

რუსული სამყარო ანუ საკრალური სივრცე

,,რუსული სამყაროს” სპეციფიკურობა, რომელიც მას სხვა პოსტმოდერნისტული კონსტრუქციებისაგან, როგორებიცაა მაგალითად ,,ფრანკოფონია” და ,,ბრიტანული კომმონვოლტ” განასხვავებს, არის ეკლესიის და რელიგიის როლი ,,რუსული სამყაროს” ანუ ,,რუსული იდეის” პროპაგანდის საქმეში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ,,რუსულ სამყაროს” აცხადებს როგორც საკრალურ ქრისტიანულ სივრცეს, სადაც ქრისტიანულ მართლმადიდებლობას პრიორიტეტული როლი ენიჭება. ვინაიდან ,,რუსული სამყარო” საკრალურ სივრცედ მოიაზრება, შესაბამისად რთულია მისი ტოპოგრაფიული საზღვრების დადგენა. ეს იწვევს იდეალურ, ზღაპრულ-ლიტარატურული ,,წმინდა რუსის” საცხოვრებელი არეალის განსაზღვრების საჭიროების წარმოშობას.

საკრალურ ელემენტებზე ოპერირება რუსული ნაციონალური ნარატივის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. რუსების ერად ჩამოყალიბების პროცესს საფუძვლად დაედო საერთო ევროპული მმართველობითი კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო განმანათლებლობის მიერ გატარებული რეაქციული ცვლილებებით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მმართველობის ლეგიტიმაცია განისაზღვრებოოდა არა საერთო კეთილდღეობით, არამედ მონარქის კეთილდღეობით. ლეგიტიმაციის ამ მოდელის მიხედვით სუვერენულად აღიქმებოდა ის მმართველი, რომლის კულტიც პერსონიფიცირებული იქნებოდა ეროვნულ სხეულთან და არა მხოლოდ მმართველთან, ანუ მმართველი განიხილობოდა როგორც სახელმწიფო ამ შემთხვევაში როგორც რუსეთი ანუ Гасударь=Государство. დღევანდელ რეალობაშიც თითქმის არაფერია შეცვლილი. მაგალითისათვის, პუტინი ასოცირდება რუსეთთან და ძლიერი მმართველი, როგორც რუსეთის წინსვლის ერთ-ერთი გარანტორი.

Karamzin_Nikolaiნიკოლაი კარამზინი, სენტიმენტალიზმის ერთ-ერთი მიმდევარი, თავის ,,რუსეთის სახელმწიფოს ისტორია”-ში ამართლებს რუსი თვითმარქვია მეფეების თვითნებობას და მათ საქციელს რუსული ეთნო-ფსიქოლოგიური ხასიათის გამოვლინებად ასახელებს. მისივე ხედვით. ,,თვითმარქვიობა,, აღიქმება არა როგორც მოცემული მმართველობის გაუკუღმართებული ფორმა, არამედ როგორც გამაერთიანებელი კოლექტიური სიმბოლო. ქრისტიანობის სიყვარულს და მონარქისადმი ერთგულებას უბრალო ხალხი და ელიტა ერთმანეთთან უნდა გაეერთიანებინა. საფრანგეთთან შედარებით სადაც ,,ეროვნული სხეულის,, დაბადებას თან მოჰყვა ანციების რეჟიმის დაცემა, რუსეთში იგივე პროცესმა გამოიწვია ,,სენტიმენტალური ნაციონალიზმის” ჩამოყალიბება. განსხვავებით საფრანგეთისაგან, სადაც ეტრფოდნენ ,,ძმობას” ერთობას,, თავისუფლებას,, რუსეთში ადიდებდნენ ,,მართლმადიდებლობას”,  ,,თვითმარქვიობას”,  “სახალხოობას”…

,,წმინდა რუსი” როგორც ცნება რელიგიური იდეალიზმის მეშვეობით დამკვიდრდა. ,,რუსული ღმერთების,, ცნებები ჯერ ფოლკლორში, ხოლო შემდეგ ეროვნულ იმპერიულ დისკურსად ჩამოყალიბდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია 1828 წელს ვიასემსკის მიერ გამოქვეყნეული ლექსი სათაურით ,,რუსული ღმერთი“, რომელიც წარმოადგენს მწარე სატირას. არსებობს მცდელობა, რომ მომხდარიყო მისი ინსტრუმენტალიზირება ეროვნული თვითდამკვიდრების საქმეში. ,,რუსული ღმერთი,,-ის ამ ავტორისათვის არის ცუდი და ამორტიზებული ქუჩების, სიცივის, შიმშილის, უკიდურესი სიღარიბის და აგრეთვე უზღვავი სიმდიდრის ღმერთი. დაახლოებით 20 წლიანი ინტერვალის შემდეგ ეს ავტორი იყურება ევროპის მიმართულებით და თავის ლექსში ,,წმინდა რუსი,, სრული იმედგაცრუებით ამბობს, რომ რუსეთმა რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი ევროპული გავლენებისაგან და განსაკუთრებით დაიცვას მართლმადიდებლობა, მეფის სიყვარული და რუსული ისტორია და მწერლობა. აქვეა დასტური იმისა, რომ წმინდა რუსის ხედვა ემყარება ევროპულ უკანონობას, მცდარ სწავლებებსა და მცდარად აღქმულ თავისუფლებებს.

ვიასემსკის ლექსში ,,ევროპაში მომხდარი ამბების შესახებ” (1848). ხოტბა ესხმება მეფის მანიფესტს. ამ ლექსში ცენტრალური რეტორიკული არგუმენტი სახელმწიფოსაგან უკვე მოცემულია:

 

1) რელიგია როგორც წინაპრების ანდერძი;

2) ის, რომ რუსეთს მტერი ყველგან ყავს და ბოლოს

3) და რომ რუსეთის დაცვა ყველგან და არამარტო მისი საზღვრების შიგნით უნდა მოხდეს.

ვიასემსკი რუსულ ენას მიიჩნევს როგორც ,,გამაერთიანებელ” იარაღს ყველა ხალხისა. ის არ ჯერდება მხოლოდ ენის ამ ფუნქციით აღჭურვას, არამედ მას ანიჭებს აგრეთვე საკრალურ მნიშვნელობას, სადაც ის ღმერთთან კომუნიკაციის საშუალებად მოიაზრება.

1422400657_russ_mir[1]

ენობრივი გაერთიანებიდან ტრანსცენდენტულ მსოფლიო ბატონობამდე

ივან ტურგენევი რუსული ენის ატრიბუტებად მოიაზრებს ,,ჭეშმარიტებას, ძალაუფლებას, სიდიადეს და თავისუფლებას,“, რომლის მიხედვითაც რუსული ენა ხდება ცენტრალური ატრიბუტი და ეროვნული სიმბოლო და არამხოლოდ ეს, არამედ როგორც მედიუმი, რომლითაც მთელს მსოფლიოს სიმართლის შესახებ უნდათ მოუთხრონ… ეს აზრი დოსტოევსკიმ ,,მწერლის დღიურებში” ჩამოაყალიბა და სადაც ის რუსეთის მისიას ხედავს იმაში, რომ რუსული ენით დასავლეთ ევროპის ,,ტრაგიკული შეცდომები,, უნდა შესწორებულ იქნეს.

საბჭოთა კავშირი საკუთარ თავს მოიაზრებდა არამარტო როგორც რევოლუციური იდეების მატარებლად, არამედ როგორც მსოფლიო ძალად, რომელმაც განავითარა გლობალური მსოფლიოს ცნება. აქ შესაძლოა გავიხსენოთ აგრეთვე საბჭოთა კავშირის გერბზე არსებული გლობუსის შესახებ და ამას ემატებოდა საბჭოთა კავშირის ჰიმნიც რომელიც ასე იწყებოდა:

„თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური შეუკრავს მუდმივად დიდ რუსეთის ხალხს. გაუმარჯოს ხალხთა ნებისყოფით შექმნილს დიდ საბჭოთა კავშირს, ერთიანს და მძლავრს.“

ევრაზიიზმი ანუ იმპერიული ხსნის იდეოლოგია

ევრაზიულობის, როგორც დოქტრინის იდეა ემყარება იმ მოსაზრებას, რომ თითქოსდა ევრაზიულ კულტურასა და ,,გერმანო-რომანულ” ანუ დასავლეთ-ევროპულ კულტურებს შორის გადაულახავი განსხვავებები და წინააღმდეგობებია. ევრაზიელების იდეოლოგიის მთავარი მეტაფიზიკური ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს რუსული სახელმწიფოს ერთიანობის დაცვა-შენარჩუნება. ევრაზიელბის მოსაზრებით ამ სახელმწიფომ დროთა განმავლობაში შესაძლოა იცვალოს ფორმა, ისე როგორც მაგალითად ,,მეფის რუსეთიდან ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე შეიქმნა რუსეთის ფედერაცია და მოვიდა დღევანდელ დღემდე. სახელმწიფოებრივი ფორმაციის ცვალებადობა მათთვის არ წარმოადგენს რაიმე არსებით პრობლემას, მათთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ მოხდეს ტერიტორიული ერთიანობის და ამ კონგლომერატის სივრცობრივი განვრცობადობის შენარჩუნება ანუ სამუშაო ფორმულაა: აინტერესებთ არა დასახლებული ტერიტორიები და მათზე განვრცობილი კულტურები, არამედ ტერიტორიები და მათზე არსებული რესურსები!

განსაკუთრებული გზის აღორძინების ხანა

საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია ამ იდეოლოგიის ახალი ძალით გაცოცხლება, დაიწყო მისი აღორძინების ხანა. განსაკუთრებით მტკივნებული ევრაზიისტებისათვის იყო ის, რომ საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა და ამით დაიშალა იმპერიაც, ამ ფაქტით უბრალოდ მოხდა იმპერიის ცენტრის მოსპობა. ის განადგურდა, თუმცა ის კვლავ დარჩა ადამიანთა თავებში. მაგალითისათვის პუტინის სიტყვები, როდესაც მან საბჭოთა კავშირის დაშლა ოცდამეერთე საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფად მოიხსენია.

რუსმა მემარჯვენე რადიკალებმა ევრაზიულობისა და რუსული სამყაროს იდეას ერთგვარი იდეოლოგიური ჩარჩოები შეუქმნეს და საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მოარგეს და ამგვარად განვითარდა უფრო მოდიფიცირებული იმპერიალისტური იდეოლოგია, რასაც ერთგვარად კომუნიზმის დაკარგვით ჩამოწოლილი ვაკუუუმი უნდა შეევსო. ამგვარად, ევრაზიზმის იდეოლოგია წარმოადგენს ერთგვარ შეხვედრის ადგილს, სადაც თანამედროვე რუსული იმპერიალისტური მისწრაფებები ხვდება წარსულ, კომუნისტურ სისტემურ ნოსტალგიებს. ამ იდეოლოგიების ერთმანეთთან შერწყმამ გამოიწვია ჯერ ,,რუსული იდეის” ხოლო შემდეგ ცნების ,,რუსული სამყაროს” დაბადება.

უტოპიასა VS  სახელმწიფო იდეოლოგიას

,,რუსული სამყაროს” უნივერსალიზაციას ბევრი ავტორი ცდილობს. ამისათვის ქმნიან სხვადასხვა კვაზითეორიებს. მაგალითისათვის ვადიმ ზუმბირსკი 1993 წელს წერდა, რომ რუსეთი არის კუნძული რომელსაც ევრაზიის კონტინენტალური ოკეანე აკრავს გარს და მიაჩნია, რომ რუსეთმა მოახდინა ძველი ევრაზიული იდეოლოგიის პოსტულატების ახლებური შემოტანა. ის ამბობს, რომ ეს ცივილიზაცია საკუთარი გზით ვითარდება და მკითხველს სთავაზობს ახალ გააზრებას იმის შესახებ თუ რას ნიშნავს ,,რუსული”. მისი აზრით, რუსეთის რაობა დამოკიდებულია მასზედ თუ სად მდებარეობს ეს. ანუ გეოგრაფიულ მოცემულობას ის ანიჭებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ,,რუსულის” განსაზღვრების საქმეში. ამგვარი იდეოლოგია განსაზღვრავდა არამხოლოდ ეროვნულ ხასიათს, არამედ გავლენას ახდენს აგრეთვე ეროვნულ ინტერესებზე.

კრემლის ერთ ერთმა პოლიტ-ტექნოლოგმა შჩედროვსკიმ ,,რუსული სამყარო” წარმოადგინა როგორ ერთი ქსელი, ერთი თანამეგობრობა, რომელსაც მთავარი მახასიათებელ ნიშნად რუსული ენა აქვთ. ამ იდეოლოგიის მიხედვით რუსული სამყარო როგორც პრიმატი არ შეიძლება გაგებულ ან აღქმული იქნას მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკურად ან ტერიტორიულად რუს ხალხზე. მისი აზრით ის უფრო დიდი სამყაროა და უფრო ვრცელ ჰიპოთეტურ სტრატეგიას წარმოადგენს, რომელმაც რუსულენოვანი დიასპორას, რუსულ სახელმწიფოს და გლობალურ ეკონომიკურ და ფინანსურ რესურსებზე წვდომა უნდა შეაძლებინოს. ეს თეორეტიკოსი ანვითარებს იდეას, რომ თითქოსდა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები თანდათან კვდებიან და მათი ადგილი უნდა დაიკავოს თანამეგობრობათა გაერთიანებებმა.

90-იან წლებში ,,МИР“ უტოპიურ ხასიათს ატარებდა. ხოლო 2000 წლიდან ის სახელმწიფო მნიშვნელობის რანგში გადაიზარდა. 2007 წელს დაარსდა კიდეც ფონდი „რუსული სამყრო“, რომელიც რუსული ენისა და კულტურის გავრცელებაზე მუშაობს და სხვას არაფერს წარმოადგენს თუ არა რუსული იდეოლოგიური პროპაგანდის გამავრცელებელ მანქანას…

 

ალექსანდრე აბესაძე

 
%d bloggers like this: