IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ცრუ წმინდანი ალექსანდრე ნეველი

• Russia – რუსეთი

ცრუ წმინდანი ცრუ მართლმადიდებლური ეკლესიისა

ანუ ნამდვილი სახე და არსი ალექსანდრე ნეველისა

 

დღეს ჩვენში მოდაშია ასეთი კომპოზიტის ხმარება –  „მართლმადიდებლური რუსეთი“ და მისდამი ლოიალური, კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა-დანერგვა…

ჩვენ წინანდელ პუბლიკაციებში განვიხილავდით რუსული ეკლესიის ნამდვილ არსსა და სახეს, განსაკუთრებით იმპერატორ პეტრე პირველის საეკლესიო რეფორმებიდან მოყოლებული და ამის შესახებ აღარ ვისაუბრებთ.

ახლა კი მივუბრუნდეთ მთავარ სათქმელს, სინამდვილეში ვინ იყო დღევანდელი რუსული ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი წმინდანი ალექსანდრე ნეველი , ნოვგოროდის მთავარი (1236-1251) 1252 წლიდან ვლადიმირის დიდი მთავარი, შვილი იაროსლავ ვსევოლოდისა, (სიკვდილის შემდეგ რუსულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. 1724 წელს პეტრე პირველის ბრძანებით ალექსანდრე ნეველის ნეშტი პეტერბურგში გადაასვენეს, 1725 წელს რუსეთში დაწესდა მისი ორდენი, 1942 წელს კი ალექსანდრე ნეველის საბჭოთა სამხედრო ორდენი) და ნათელი გავხადოთ ისტორიული სიმართლე, ვინ იყო ნეველი?

აი, რას წერს ისტორიკოსი ალექსეი ვოლოვიჩი თავადის არაოდიოზური ფიგურის შესახებ:

„პრაქტიკულად მთელი ევროპული ისტორიული მოსაზრება ერთიანია იმის შესახებ, რომ „სწორედ ალექსანდრეს კოლაბორაციონიზმმა თათარ-მონღოლთა მიმართებაში და ძმების – ანდრეი და იაროსლავლისადმი ღალატი გახდა მიზეზი 1252 წელს ოქროს  ურდოს უღლის დამყარებისა სრულიად რუსეთში“.

გამოდის რომ, სწორედ ალექსანდრე ნეველი არის მათ შორის , ვინც დამნაშავეა რუსის ხალხების 240 წლოვან მონობაში, ასე რომ მან ბრძოლის გარეშე აიძულა ხალხი ეღიარებინა ოქროს ურდო“.

ვოლოვიჩის აზრს იზიარებს ინგლისელი ისტორიკოსი ჯონ ფენელი ნაშრომში „შუასაუკუნეების რუსეთის კრიზისი: 1200- 1304“.

ალექსანდრე ნეველის დადანაშაულება გამცემლობაში არ წარმოადგენს ჩვენი თანამედროვეების მოგონილს. დასავლურ საისტორიო მეცნიერებაში ჯერ კიდევ წინარე დროში წერდნენ პოლონელი მეცნიერი უმინსკი და გერმანელი ისტორიკოსი ამანი.

დიახ, მეცხრამეტე საუკუნის რუსული საისტორიო მეცნიერებაც ალექსანდრე ნეველისადმი იჩენს გულგრილ დამოკიდებულებას. მართალია, მაშინდელი მეცნიერები ბოლომდის ვერ ბედავდნენ წმინდა მთავრისადმი ბრალის ღიად  დადებას, რადგან ეს იყო საწმინდანოს შელახვის ტოლფასი. ამიტომაც რუსული ისტორიოგრაფიის ფუძემდებლების ნაშრომებში ძუნწად მოიხსენიება იგი, თუნდ ლმობიერადაც.

საერთოდ ინტრიგანი, მოღალატე და რუსი ხალხის მჩაგვრელი, ეკლესიასთან ერთად მიეყიდა ოქროს ურდოს. ასე იყო მიჩნეული გარკვეულ დრომდისაც… მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ამოიღეს ცნობები და ხსენება ოქროს ურდოსადმი მისი მონური ქვეშევრდომობის შესახებ…

ალექსანდრე თავის მხრივ იყო ჩინგისიდების შთამომავალი, რამეთუ შვა ბათო ყაენის ქალიშვილმა. ჩინგისიდები კი ქალის მხრიდან სარგებლობდნენ უდიდესი პატივით ოქროს ურდოში, თუმც არ შეეძლოთ პრეტენზია განეცხადებინათ სამეფო ტახტზე. ასეთი იყო დიდი იასის (ჩინგისიდების კანონი) განჩინება.

ოფიციალურად ალექსანდრე ითვლებოდა აგრეთვე თავად იაროსლავ ვსევოლოდოვიჩის ძედ, რომელიც მთავრობდა სუზდალის მიწაზე და 1245 წელს მოუწოდა რუს მთავრებს ეღიარებინათ ბათო ყაენი „თავიანთ მეფედ“. რის შემდეგაც ის აქტიურად თანამშრომლობდა დამპყრობლებთან, ასრულებდა რა პოლიციურ ფუნქციებსა და რუსის მიწებიდან თათრებისათვის კრეფდა ხარკს.

ბათუ ყაენთან

 ის რომ იაროსლავ ვსევოლოდოვიჩმა  გაგზავნა თავისი ღვიძლი შვილი ალექსანდრე ბათოს სახანოში, იცის ყველამ. მაგრამ იმის შესახებ, რომ ბათუს მიერ ის იწოდა ბათუ ყაენის ძედ და ბათუს ძის სარტაკის ძმადნაფიცად იქცა და ატარებდა სახელ ნევრიუის, შემდგომსი ის სწორედ ამის გამო  გახდა ნეველი, რატომღაც დუმან.

იმისათვის, რომ მას მიაწერონ ნევის ბრძოლა, მისი დაბადების წლად ოფიციალური ბიოგრაფები ასახელებენ 1220 წელს, მაგრამ სინამდვილეში იაროსლავ ვსევოლოდოვიჩის ძე დაიბადა 1230 წელს და მისი მცირეწლოვანობის გამო ნევის ბრძოლასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

1230 ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ძმადნაფიცი სარტაკი, რომელთანაც ალექსანდრემ შეასრულა მონღოლური ადათისამებრ ძმადნაფიცობა ხელის გადასერვით, კუმისში გარეული სისხლის დალევით, ნიშნად სამარადისო ძმობისა, სრულდებოდა ბავშვობის ასაკში.

სარტაკი კი როგორც ცნობილია დაბადებულა 1229-1232 წლებს შორის, რაიც მომდინარეობს ისტორიკოს ვლადიმერ ბელინსკის გამოთვლებიდან, რომელიც ანგარიშობდა შემდეგნაირად: ვინაიდან თუ ცნობილია ბათუს ამქვეყნად მოვლინების თარიღი 1208 წელი, მაშინ მისი შვილი უნდა დაბადებულიყო ოცი წლის შემდგომ და არა ათი წლისა.

1238-1249 წლებში, კიდევ უფრო მეტიც,1252 წლამდე ალექსანდრე ნეველი ცხოვრობდა ურდოში, რასაც ადასტურებბს უამრავი საბუთი.

საგმირო საქმენი

ზემოთქმულიდან გამოდის, რომ 1240 წელს ნევისა და შემდგომ 1242 წელს ჩუდის ტბაზე გამართულ ბრძოლაში მას მონაწილეობის მიღება არ შეეძლო.

ნევის ბრძოლა, არარუსული წყარეობის მიხედვით გაიმართა მდინარე ნევაზე და იყო არაუმეტეს ჩვეულებრივი შეტაკება დანაკარგებით 30 კაცის საერთო რაოდენობით და არა ცხედართა მთებით, როგორც ამას ეკლესიის ჟამთააღმწერლები წერენ. უფრო მეტიც, ხსენებული ბრძოლა გაიმართა ახლოს მიმავალ სავაჭრო ქარავანზე ჩვეულებრივ ყაჩაღური თავდასხმით.

მეტსახელ ნეველის არცთუ სახარბიელო ზედებულებით შემდეგია – ნეველი ყაჩაღი, ვაჭრების მძარცველი!

ჩუდის ტბაზე სახელგანთქმულ ტევტონელებთან შეტაკების ისტორია საერთოდ ფანტასტიურია.

ცნობილი კინოლენტის ვერსია, რომელიც მას გმირად წარმოაჩენს, განზე გადავდოთ და ყურადღება მივაქციოთ გერმანულ ქრონიკას:

გერმანული ორდენის წარმომადგენლები, ამ დროისთვის მათი რაოდენობა იყო არაუმეტეს 150 კაცისა, რომლებიც თავს აღწევდნენ ნოვგოროდელების თავდასხმას, ვერ გაითვალისწინეს გარემოება და აღმოჩნდნენ ყინულის ქვეშ. ჩუდის ტბაში ჩაიძირა 20-მდე გერმანელი.

დავუშვათ, ვერ მიაღწია ალექსანდრე ნეველმა მის მიერ ჩადენილი გმირობების ადგილამდის, აქვე ჩნდება მეორე კითხვაც, მაშ რისთვის შერაცხეს იგი წმინდანად?

იმისათვის, რომ ის იცავდა ურდოს მიწებს? აგროვებდა ხარკს და ახშობდა რუსების ანტითათრულ გამოსვლებს?

დასავლელი მეზობლებისაგან თათარ-მონღოლური იმპერიის ტერიტორიალური ერთიანობის დაცვისათვის?

ვინ იყო ალექსანდრეს მამა?

დროებით შევეშვათ ალექსანდრეს და თავისივე მივაგოთ მამამისსაც.

იგი, სანამ ვაჟიშვილი იზრდებოდა, ოქროს ურდოსადმი თავისი დამსახურებების გამო აამაღლეს კიევის მთავრობამდის. თუმცა, დაწინაურებას ვეღარ მოესწრო, გარდაიცვალა ტახტისკენ მიმავალი.

მივუბრუნდეთ ისევ ვაჟიშვილს:

გაიგო რა, რომ თავისმა ძმამ ანდრეიმ, მმართველმა როსტოვისა, თავადმა დანილმა და იაროსლავ ტვერელმა გადაწყვიტეს გამოსულიყვნენ ურდოს წინააღმდეგ, გასცა ისინი, თავისივე ძმის ჩათვლით.

ამ „დამსახურებისთვის“ გახდა იგი ვლადიმირის მთავარი და მიიღო დიდძალი ლაშქარი, რომლის მეშვეობითაც მთელი რუსეთი ჩაახშო სისხლსა და ცეცხლში.

სათვალავი არ ჰქონდა მონებად წასხმულ ადამიანებს, გადამწვარ სოფლებს, ქალაქებსა და დაბებს.

ალექსანდრეს მრისხანების შესახებ საუბრის ეშინოდათ კიდეც, მასობრივი ჩამოხჩობები და მხეცური წამებები, აი რითაც ის ზღავდა რუსზედ ბატონობას. ხალხს სხამდა ძელზე, ადამიანებს თხრიდა თვალებს, ჭრიდა ცხვირებს.

11 წელი რწყავდა ის რუსის მიწას სისხლით და განახორციელა ხუთი შემმუსვრელი ექსპედიცია, არ დაინდო რა საკუთარი შვილი ვასილიც, რომელმაც ააჯანყა ნოვგოროდი მამის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ნეველმა სახელი გაითქვა მოსახლეობის აღწერითაც, რის წყალობითაც მან შემოიღო კანონიერი მონობა, ოჯახის თითოეულ წევრზე დაადო გადასახადი და აუკრძალა „ჩაწერის ადგილის“ დატოვება საოკუპაციო ხელისუფლების თანხმობის გარეშე.

ეკლესიის რეაქცია

რას აკეთებდა ეკლესია?

ეკლესიამ ნეველი წმინდანად გახადა.

 გგონიათ რომ ის შეცდა?

არა, ეკლესიამ კანონიზაცია გაუკეთა თავის ნამდვილ გმირს, იმდენად, რამდენადაც ეს გასაკვირი არაა, დრო თათარ-მონღოლური უღლის ქვეშ ყოფნისა, ეკლესიისთვის აყვავების ხანა იყო. როგორც საფუარზე ისე იზრდებოდა მონასტრების რაოდენობა, აშენდა ოთხასამდე მონასტერი, სადაც ხდებოდა გახრწნილობა, მომხვეჭველობა და ლოთობა.

ეკლესია აკონტროლებდა ხალხს, აღიარებდა თათართა ღვთივრჩეულობას, ქადაგებდა თათრის უღლის მორჩილებას, ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ჩინგისხანის შვილთაშვილი დაირა ყაიდაღული – „წმინდა პეტრე, ურდოს უფლისწულის“ სახელით, აგრეთვე ვლადიმირის ბასყაყის შვილიშვილი ამირხანი.

ეკლესიამ ის დააჯილდოვა იმისათვის, რომ მან უკრაინას არ დაანება დასავლური არჩევანი. დანილ გალიცელმა, აგრძელებდა რა ბრძოლას თათრების წინააღმდეგ, დაიწყო ევროპასთან დაახლოების პოლიტიკა.

მაინც რომელი აღმსარებლობის იყო თვით ნეველი?

ერთი პერიოდი ის იყო მართლმადიდებელი. მაგრამ ვითარებათა მიხედვით ის იცვლიდა თავის აღმსარებლობას:

ის იყო კათოლიკეც: 1248 წელს, მამამისის იაროსლავის მაგალითის მსგავსად მან მიიღო კათოლიკობა, რაზეც მეტყველებს პაპ ინოკენტ მეხუთის სამადლობელი წერილი, სადაც ის მადლიერებასთან ერთად წერს, რომ აგზავნის ნეველის პროტექციით ფსკოვში აშენებულ საყდარში კათოლიკე არქიეპისკოპოსს.

მუსულმანი: სიკვდილის წინ 1263 წელს მონღოლთა სატახტო ქალაქში მიიღო მუსულმანობა, რამეთუ ოქროს ურდოს ახალი ყაენი ბერყე მუსულმანი იყო, ნეველი კი მოქნილი პოლიტიკოსი გახლდათ.

დასკვნა

ხალხში ამგვარი პოლიტიკური „მოქნილობა“ იწოდება სხვა თუ არაფერი – პროსტიტუციად. ალექსანდრე ნეველი იყო აშკარა, განუმეორებელი თათარ-მონღოლური პოლიტიკური პროსტიტუტკა.

ისტორიკოსი იური აფანასიევი მასზედ წერს: „Сегодняшнее мифологическое сознание воспримет известие о том, что князь фактически являлся “первым коллаборационистом”, совершенно однозначно — как антипатриотическое очернительство”.

ინგლისელი ისტორიკოსი ჯონ ფენელი აცხადებს: „როგორი დასკვნების გაკეთება შეიძლება ყველაფერ             იმისაგან, რაც ჩვენ ალექსანდრე ნეველზე, მის ცხოვრებასა და მმართველობაზე  ვიცით?

გადაარჩინა კი მან რუსეთი ტევტონელი რაინდებისა და შვედი დამპყრობლებისაგან? იყო კი მისი თვითდამცირება ნაკარნახევი მამულის გადარჩენის სურვილით?

ის ფაქტები, რომლებიც შეიძლება მოვაგროვოთ არსებული წყაროებიდან, გვაიძულებენ სერიოზულ ჩაფიქრებას, სანამ დამაჯერებლად ვუპასუხებდეთ აქ დასმულ კითხვებს.“

დაფიქრდით, რად ღირს ის ქვეყანა, რომლის გმირიც იყო არა უბრალოდ გამყიდველი და კაპიტულანტი, არამედ „ვლასოველი“, მისი წინამორბედი , კოლაბორაციონისტი, ჯალათი, იზუზერი, პოლიტიკური და როგორც შემდგომ გამომჟღავნდა რელიგიური პროსტიტუტკაც…

„ალექსანდრე ნეველი იყო პირველთაგანი რუსის დიდი მთავრებისაგან, რომელიც თათართა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად წავიდა მათთან პირდაპირ თანამშრომლობაზე. თათრებთან მოკავშირეობით მან მოქმედება დაიწყო სხვა რუსი მთავრების წინააღმდეგ: ის ისე სჯიდა რუსებს – მათ რიცხვშიც ნოვგოროდელებს – დამპყრობლისადმი დაუმორჩილებლობის გამო, რომ თვით მონღოლთაც არ დაესიზმრებოდათ… მაგრამ დღევანდელი პატრიოტული მითოლოგიური თვითშეგნება ისე ცალსახოვნად აღიქვამს ცნობას იმის შესახებ, რომ მთავარი ფაქტიურად იყო „პირველი კოლაბორაციონისტი“, ასევე ანტიპატრიოტულ გამოვლინებას“, იუ. აფანასიევი, ჟურნალი „Родина“ .

„რუსი ხალხი, რუსეთის თავისუფლება შიგნიდანვე გაიყიდა. ისინი გახდნენ ერთგვარი შეთქმულების მსხვერპლნი. და ამაში წამყვანი ფიგურა იყო ალექსანდრე ნეველი… ალექსანდრე დაიბადა იაროსლავის ოჯახში… სწორდე მისგან (იაროსლავისაგან) მომდინარეობდა იდეა ისტორიული გამყიდველობისა, სწორედ მათთან იყო მიღებული საბედისწერო გადაწყვეტილება რუსის გადაცემა აზიატი მომხვდურებისადმი დესპოტური მმართველობის დასამყარებლად. რუსული ისტორიული შეგნების სირცხვილი, რუსული ისტორიული მეხსიერება იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ნეველი გახდა… თვით იმ ხალხის ალამი, რომლის ისტორიული ბედი მან დაუნდობლად გააუბედურა“ – მ. სოკოლსკი «Неверная память», М., 1990.

წერილობით წყაროებში ლაპარაკია თათრების მიერ დამორჩილებულ 14 ქალაქზე. რუსეთში კი ორასამდე ქალაქი იყო. ასე რომ იარაღის ძალით ახშობდნენ მას, ვინც ურდოს წინააღმდეგ გამოვიდოდა. ალექსანდრე ნეველის მამა, იაროსლავი, საერთოდ არ მონაწილეობდა რუსული მიწების დაცვაში და ასევე მისი ვაჟებიც. ბათო ყაენი სამხრეთისაკენ მიიწევდა, იაროსლავი დარჩა ვლადიმირის სამართავად, მანამდე კი იქ მთავრობდა იური, ძმა იაროსლავისა, რომელიც თავის ვაჟიშვილებთან ერთად შეეწირა რუსული მიწების დაცვას მონღოლი დამპყრობლებისაგან. როგორც ვხედავთ, ეშმაკმა იაროსლავმა თათართა თარეშისაგან იხეირა.

უკვე 1242 წელს იაროსლავი მიდის ურდოში და ბათო ყაენი მას რუსი მთავრების უფროსად სვამს.

1249 წელს ალექსანდრე და მისი ძმა ანდრეი, დაბრუნდნენ რა ყარაყუმიდან, ჩამოიტანეს თათართაგან გამოთხოვილი იარლიყები და ხალათები თავადობაზე. ანდრეიმ მიიღო ვლადიმირი, ალექსანდრემ კი როგორც ბათო ყაენის შვილობილმა კიევი და სრულიად რუსეთი. მამამისი იაროსლავი 1246 წელს მოკვდა, მოასწრო რა ურდოში თავისი დასმენით დაეღუპა მიხეილ ჩერნიგოვსკი და შემდეგ შემოიერთა მისი მიწები.

1250 წელს დანილ გალიცელმა თავისი ქალიშვილი შერთო ვლადიმირის დიდ მთავარ ანდრეის (ალექსანდრეს ძმას), ამ სახით მან შეჰკრა საიდუმლო სამხედრო კავშირი თათრების წინააღმდეგ, რომელსაც იაროსლავ ტვერელიც შეუერთდა.

1252 წელს ანდრეიმ შესთავაზა მის ძმას ალექსანდრეს შეერთებოდა მათ კავშირს თათრების წინააღმდეგ, მაგრამ ალექსანდრემ ის ყაენთან დაასმინა.

აი თქვენი წმინდანიც!

ყაენმა ერთგული სამსახურისთვის ალექსანდრეს ვალდიმირის სამთავროც უბოძა. თვით ალექსანდრემ კი წაასხა ნევრიუს ურდო ანდრეიზე შურისსაძიებლად, მან მოასწრო გაქცევა შვეციაში. ალექსანდრემ დაასმინა აგრეთვე დანილ გალიცელი. ხანმა დანილის წინააღმდეგ გაგზავნა ყურემსის ურდო.

1257 წელს ალექსანდრე ნეველი დასთანმხდა რუსში აღწერის ჩატარებას მისთვის ღალის დასადებად და ნოვგოროდის ყაენისადმი დასამორჩილებლად.

ნოვგოროდმა კი უარი თქვა თათართა მორჩილებაზე. აჯანყებულ მოქალაქეებს მხარი დაუჭირა თავადმა ვასილიმ, ალექსანდრეს შვილმა. ალექსანდრე ფსკოვში შევიდა თათრებთან ერთად შეიპყრო შვილი და წაიყვანა ვლადიმირში.  მხოლოდ 1259 წელს დამორჩილდა ნოვგოროდი, მაგრამ ალექსანდრე გამყიდველს (როგორც მას უწოდებდნენ იმ დროს) ეს ცოტა ეჩვენა. 1262 წელს მთელს რუსეთში იფეთქა აჯანყებამ თათარ-ბასყაყების, ხარკის ამკრეფების  წინააღმდეგ. ნოვგოროდში, სუზდალში, იაროსლავში, ვლადიმირში რუსიჩები ანადგურებდნენ თათრებსა და ალექსანდრე ნეველის ზედამხედველებს.

დაუჭირა კი მხარი ალექსანდრე ნეველმა ხალხის აჯანყებას უცხოელი მომხვდურის უღლის წინააღმდეგ?  არამც და არამც! ალექსანდრე ნეველმა თავისი არჩევანი ისე გააკეთა, როგორც ეს ადრე სჩვეოდა, მხოლოდ და მხოლოდ თავის სასარგებლოდ – თათრის ჯარებთან ერთად მან დაუჯერებელი სისასტიკით ჩაახშო აჯანყება. ალექსანდრეს მეომრები არ ჩამოუვარდებოდნენ თათრის მეომრებს სისასტიკეში, ხალხს აჭრიდნენ ყურებს, თითებს, ცხვირებს, ამათრახებდნენ და აბრმავებდნენ. წვავდნენ რუსს! აჯანყების ჩახშობის შემდეგ ალექსანდრემ ბრძანა ყველა ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქიდან ვეჩეს გარეკვა, რომლებიც ხალხს  აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ. ამის შემდეგ კი ხალხმა ალექსანდრე კიდევ ერთი წოდებით შეამკო – რუსის ჯალათი!

მთავარმა ალექსანდრე ნეველმა თავი წარმოაჩინა არა როგორც გმირმა და რუსის დამცველმა, არამედ უპრინციპო ინტრიგანმა, გამცემმა და ჯალათმა, რომელიც საკუთარი მიზნებისათვის არ ერიდებოდა თავისი თანამორწმუნე ძმებისა და დების სისხლის ნთხევას. მაშ რისთვის შერაცხა ის წმინდანად ეკლესიამ?

თათრის ხანის ერთგულებისთვის, რომელმაც ეკლესია გაათავისუფლა გადასახადებისაგან, რომელმაც 1279 წელს გამოცემულ თავის ბრძანებაში აკრძალა მართლმადიდებლობის ძაგება და შეურაცხყოფა, აკრძალა რუსი მღვდლების ძარცვა და ხოცვა. ჯერ კიდევ 1261 წელს ურდოში დაწესდა საეპისკოპოსოები, ეკლესია კი აგიტაციას უწევდა თათრის უღლისადმი მორჩილებას.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მონღოლები იმ დროისათვის აღიარებდნენ ქრისტიანულ სექტას ნესტორიანობას, რუსეთის ეკლესია კი მჭიდრო კავშირში იყო მათთან.
ალექსანდრე იაროსლავის ძე, რუსის გამყიდველი და ჯალათი,აგრეთვე ივანე მრისხანისათვის გახდა მაგალითი ვერაგობისა და უპრინციპობისა.

შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეროვნულ გმირად ალექსანდრედ წოდებული თათრისადმი კუდის მქიცინებელი, კაპიტულანტი და კოლაბორაციონისტი? რომელმაც თავის ხელებით დაამკვიდრა უცხო ტომელთა ბატონობა, მოუწოდებდა მონღოლურ რაზმებს საკუთარ ძმების განადგურებისაკენ?… ძმადნაფიცად გაუხდა ბათუ ყაენის ძეს სარტაკს და შემდეგ ხელი მოაწერა ბერკესთან სრულ  ვასალობასა და მოხარკეობას…

ამის შემდეგ აღარც რცხვენოდა შეესია თავისი რაზმები ამ ქმედების მოწინააღმდეგე რუსი მოსახლეობისთვის. სტალინისა და ლენინის კულტი ამხილეს ისეთი ზედმიწევნითი წარმატებით და დამაჯერებლობით,რომ მათი აღდგენის შანსებიც არ დარჩა. პეტრე პირველისაგან კულტი ვერ გამოდის. რჩება ერთი ალექსანდრე იაროსლავის ძე რიურიკების მოდგმიდან ნეველად წოდებულისა. მის მიმართ ინტერესი არასდროს დამცხრალა, მაგრამ მან მოიპოვა ახალი შტრიხები, რომლებიც არ ჩამორჩება სტალინის განდიდების ფორმებს. ზუსტად ასევე ხდება ფაქტების იგნორირება, წინააღმდეგობებისა და სრულიად ცხადი მოვლენებისა. ეს განეკუთვნება საზოგადოებრივი პათოლოგიის განტვირთვას.

„როგორ უნდა განსაჯო ხალხი, რომელმაც თვით შეთხზა, თითიდან გამოწოვა და წამოაყენა მთავარ ეროვნულ გმირად და სიმბოლურ ფიგურად, რომელსაც, როგორადაც არ უნდა აბრუნო, გამცემის გარდა სხვას ვერას უწოდებ?“ (ნიკოლაი ჟურავლიოვი ინტერნეტ-ჟურნალი „Арба“).

ისტორიულ მეცნიერებაში მორალური შეფასებების გარდაუვალობა უდავოა: წარსულის შეფასებისას თითოეული თაობა განსაზღვრავს თავის შემდგომ გზას. მაგრამ „ისტორიის სამსჯავრო“ ხშირად არასამათლიანიცაა, „მსაჯულთა“ როლი ხანდისხან სინამდვილეში ისტორიკოსებისათვის ხდება „ეშმაკისეულ ცდომილებად“. სრულიად თვალსაჩინოა ამასთან მიმართებაში დისკუსია, რომელიც უკანასკნელ ხანებში არის გამართული მთავარ ალექსანდრე ნეველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიის ირგვლივ.

ამ მთავრის ბედის არსი სამამულო კულტურულ ტრადიციებში იყო ცალსახად ბედნიერი: ასწლეულების განმავლობაში ის ეკლესიის მიერ იყო პატივდებული როგორც კეთილმორწმუნე წმინდანი, ეს ტრადიცია დამკვიდრდა ისტორიკოსებს შორისაც. მოკრძალებით წერდნენ მასზედ ნ. მ. კარამზინი, ს. მ. სოლოვიოვი და სკეპტიკოსი ნ. ი. კოსტმაროვიც კი.

ბოლო დროს გამოიკვეთა სხვა ხედვაც. გადახედა რა „სუზდალის მიწის მზეს“ „დაბურული მინით“ მოსკოველმა ისტორიკოსმა დანილევსკიმ, აღმოაჩინა მასზედ მრუმე ლაქების მთელი მასა. აღმოჩნდა რომ კეთილმსახური წმინდა მთავარი მთელი ამ ხნის განმავლობაში სარგებლობდა სრულიად დაუმსახურებელი პატივით.

აღმოჩნდა, რომ ნევის ბრძოლა და ლაშქრობა ყინულზე – ეს ჩვეულებრივი შეტაკებები იყო და მასში არც ისე ბევრი ადამიანი დაღუპულა, პოლიტიკურ პროცესებზე მათი გავლენა იყო ძალზედ მცირე. ლიტვის მთავარმა შეძლო გაცილებით მეტი გერმანელის განადგურება. როგორც ჩანს, მისი განდიდება მიტროპოლიტ კირილესათვის წარმოადგენდა ერთგვარ საჭიროებას. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას ურდოსადმი, აქ ალექსანდრე ნეველი გამოიყურება გენერალ ვლასოვის პირდაპირ შთამომავლად (მხოლოდ მეტად წარმატებულადაც კი) სწორედ მისი წყალობით შეიქნა ურდოს „უღელი რუსი ხალხის კისერზე ხელდასმული“.

რათქმა უნდა, რუსულმა იმპერიულმა სახელმწიფოებრივმა იდეოლოგიამ და პოლიტიკამ, გარკვეული როლი ითამაშა და თავისი გავლენა მოახდინა თვით რუსულ ისტორიოგრაფიაში ამ პერსონის შეფასებისას, რომლის ერთი წყება წარმომადგენლები ცდილობენ ეკლესიის მსგავსად დიდებით შემოსონ ალექსანდრე ნეველის ცხოვრება და მოღვაწეობა. ჩვენ ამჯერად შევეცადეთ წარმოგვედგინა მედლის მეორე მხარე, რომელიც ნამდვილად არის ანგარიშგასაწევი ჩვენს წარმოდგენებზე და მიდგომაზე რუსეთის ამ საერო პიროვნებაზე და რუსული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ პერსონაზე.

ალექსანდრე სანდუხაძე

 

 

 
%d bloggers like this: