IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• რუსეთს მოუწევს საქართველოსთან დალაპარაკება

• Russia – რუსეთი

 

გურამ მარხულია: “რუსეთის ხელისუფლებას მაინც მოუწევს საქართველოსთან დალაპარაკება და ქართველი ხალხისთვის ბოდიშის მოხდა”

 
 06.12.2012

news_21382[1]ინტერვიუ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ გურამ მარხულიასთან.

– ბატონო გურამ, უპირველეს ყოვლისა, ზოგადად, რომ შეგვიფასოთ ახალი მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები და პირველი ნაბიჯები ოკუპირებულ რეგიონებთან და ასევე რუსეთთან ურთიერთობის დარგულირების მიმართულებით?

– რუსეთთან  ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ საქართველოს  ახალმა მთავრობამ მზადყოფნა იმთავითვე გამოთქვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამმხრივ, წინგადადგმული ნაბიჯია ისეთი გამოცდილი და  გაწონასწორებული დიპლომატის დანიშვნა, როგორიც ზურაბ აბაშიძეა. ამით საქართველომ პირველი განაცხადი გააკეთა და რუსეთისგან  საპასუხო ადეკვატურ რეაქციას ყველანი უნდა  ველოდოთ,  თუმცა,  სამწუხაროდ, ასეთი რამ ჯერჯერობით არ გაკეთდა. რუსეთის მიერ  ფართოდ პროპაგანდირებული თემა იმის თაობაზე, რომ ის მზად  იქნებოდა დაელაპარაკებოდა საქართველოს ახალ ხელისუფლებას,  ოღონდ  მოლაპარაკების  მაგიდას  “დამნაშავე” სააკაშვილთან ერთად არ მიუჯდებოდა, აშკარა გახდა. რუსეთის სპეკულიაცია “სააკაშვილის   თემით” დასრულდა. თუმცა მომავალში რუსეთის ხელისუფლებას მაინც  მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან დალაპარაკება და ქართველი  ხალხისთვის ბოდიშის მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის  ოკუპაციისა  და  ქართული  რეგიონების  დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  გამოცხადების გამო.

– თქვენი აზრით, ამ ფონზე, რამდენად შეძლებს ახალი მთავრობა რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს? ასეთი რა უნდა შევთავაზოთ მათ?

– არაფერი. ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ მოლაპარაკება. საქართველოს დასათმობი უკვე არაფერი აქვს. მოლაპარაკება კი იმიტომ გვჭირდება, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. 

– საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, საქართველო-რუსეთის რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ამოქმედების საკითხი იქნას განხილული, ოკუპირებული აფხაზეთის “საგარეო პოლიტიკური უწყება” აღფრთოვანებით არ შეხვედრია. პარალელურად, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოს მიერ სოხუმის გავლით სარკინიგზო ხაზის აღდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს გადახედოს.. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატური იყო აზერბაიჯანელი ექსპერტების რეაქცია და ასეთი ხისტი განცხადების გაკეთება?

– აფხაზი სეპარატისტების მოსაზრება, რა თქმა უნდა, გასაგებია, რადგან  მათ  ეშინიათ, არ დაკარგონ არსებული მდგომარეობა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მდგომარეობა უფრო დამღუპველია აფხაზი ერისათვის,  რადგან  მათი  ეროვნულობის  არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება აზერბაიჯანელი პოლიტოლოგების  განცხადებებს, ეს რა თქმა უნდა,  მათი პირადი მოსაზრებებია, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების მოსაზრებისაგან შორს დგას. უფრო მეტიც, საქართველო და აზერბაიჯანი მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან. აზერბაიჯანს ეშინია, რომ საქართველოს რკინიგზის  აფხაზეთის მონაკვეთის ამოქმედებით სომხეთში რუსეთის შეიარაღება შემოვა. ისინი ფიქრობენ, რომ ამით განმტკიცდება სომხეთის  ეკონომიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, რკინიგზის აღნიშნული  მონაკვეთი ბაქო-თბილისი-ყარსის ტრანსმაგისტრალურ რკინიგზას კონკურენციას გაუწევს. ამ ვითარებამ გამოიწვია აზერბაიჯანელი  პოლიტოლოგების უსაფუძვლო განცხადებები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს გადახედოს.

– ბატონო გურამ, რა მდგომარეობაა დღეს მთიან ყარაბაღში და  თქვენი პროგნოზით, რამდენად არის მოსალოდნელი, უახლოეს პერიოდში აზერბაიჯან-სომხეთს შორის “გაყინული” შეიარაღებული კონფლიქტის განახლება?

– ყარაბაღში ყოველდღიურად ირღვევა ორმხრივი შეთანხმება ცეცხლის  შეწყვეტის შესახებ, მაგრამ თანამედროვე ეტაპზე აზერბაიჯანის  ხელისუფლება ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო ძლიერდება,  როგორც  ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი  საომარი  მოქმედებები   რიგმა   ფაქტორებმა გამოიწვიონ:

1. საომარი მოქმედებები, შესაძლოა, გამოიწვიოს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქ ხანკენდიში (ყოფილი  სტეფანაკერტი) აეროპორტის გახსნამ. აზერბაიჯანის სამხედრო  ხელისუფლებამ  მკაფიოდ  განაცხადა,  რომ  ჩამოაგდებს  სამოქალაქო  თვითფრინავს,  რათა  საჰაერო  სივრცე დაიცვას.

2. სომხეთის მიერ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებამ. ამ შემთხვევაშიც  ბაქო იძულებული იქნება დაიწყოს სამხედრო მოქმედებები.

3. ყარაბაღის ომი განახლდება თუ გეოპოლიტიკური ძალები, ამ  შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია და  აშშ რეგიონის  გეოკონსტრუქციის  შეცვლას გადაწყვეტენ.

4. აზერბაიჯანი აუცილებლად დაიწყებს საომარ ოპერაციებს და  დაიბრუნებს ყარაბაღს, როდესაც რუსეთი დატოვებს  სამხრეთ  კავკასიას. სწორედ რუსეთის იზოლიაცია წარმოადგენს თანამედროვე აზერბაიჯანის  ხელისუფლების  სტრატეგიას.

– 2008 წლის ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის მიმართ ტერმინი “ოკუპანტი” პირველად გამოიყენა, რაც არაერთ რეზოლუციაში ჩაიწერა.. თქვენი აზრით, აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომის დაწყების შემთხვევაში, გარისკავს თუ არა რუსეთი სომხეთისთვის პირდაპირი დახმარების გაწევას?

– საერთაშორისო საზოგადოება კარგა ხანს ფიქრობდა..  2008  წლის  ომმა აჩვენა, რომ თუ რუსეთი მოახდენდა საქართველოს სრულ  ოკუპაციას, მაშინ ევროპის ქვეყნების გეოეკონომიკურ პროექტებს საფრთხე შეექმნებოდა და ევროპის და ამერიკის “სულგრძელმა”  დიპლომატებმა  მხოლოდ მაშინ  ამოიღეს ხმა და მხოლოდ მაშინ უწოდეს  რუსეთს ოკუპანტი, თითქოს მანამდე “არ გაუგიათ” საქართველოს  ტერრიტორიების 20%-ის ოკუპაცია თუ ნახევარი მილიონი დევნილი  მოსახლეობის ტრაგედია. აქედან გამომდინარე, მათ “დადგენილებებს” დიდად არ ვაფასებ, რადგან ეს გადაწყვეტილება საქართველოს  სიყვარულით არ იყო ნაკარნახევი. რაც შეეხება რუსეთის  პოზიციას აზერბაიჯან-სომხეთის შესაძლო  ომის შემთხვევასთან დაკავშირებით, უნდა  აღვნიშნოთ,  რომ  სომხეთში  დგას  რუსეთის  შეიარაღებული  ძალების გარკვეული კონტინგენტი.  მათ  არ ევალებათ სომხეთის დაცვა, არამედ მათი  მიზანია,  მთლიანად  სამხრეთ  კავკასიის კონტროლი, რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე  თურქეთის რეგიონში არშემოშვება. შექმნილი ვითარებიდან  გამომდინარე, რუსეთს აწყობს ამ კონფლიქტის გაყინულ მდგომარეობაში შენახვა,  რადგან აკონტროლებს  სამხრეთ კავკასიის  საზღვარს თურქეთთან   და  თუ  ამ  ვითარებას საფრთხე შეექმნა, რუსეთი იძულებული იქნება თავისი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, სომხეთს გვერდში  დაუდგეს.

– აზერბაიჯანის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ნამიგ ალიევმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ “სწორი დიაგნოზს თუ დავსვამთ – დიდი სომხეთის სახელმწიფოს შექმნის ეპიცენტრში ვიმყოფებით”.. იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას და აქვს თუ არა რეალურად სომხეთს ასეთი დიდი ამბიციის განხორციელების რეალური შესაძლებლობები?

– სწორი დიაგნოზი დაუსვამს ნამიგ ალიევს, რადგან სომხეთი უკვე  არსებობს საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილში. ისინი  გვედავებიან  სამცხე–ჯავახეთს, ამ რეგიონის ციხე-სიმაგრეებს,  ეკლესია–მონასტრებს. წინა პარლამენტის სულგრძელმა “ქართველმა”  დეპუტატებმა თბილისშიც აღმოუჩინეს სომხებს ეკლესიები, ჩვენი  მართლადიდებლური  ეკლესია ერეტიკულ სომხურთან გათანააბრეს. აზერბაიჯანში კი სომხეთმა  უკვე მოახდინა მისი  ტერიტორიის  20%-ის  ოკუპაცია.  პრეტენზიებს აცხადებენ  ნახიჩევანზეც. აქედან გამომდინარე, “დიდი  სომხეთის” კონტურები  მართლაც  იკვეთება,  მაგრამ მიუხედავად  ამისა,  სომხები  ტოვებენ სომხეთს და ეძებენ უკეთეს ცხოვრებას სხვა ქვეყნებში. მათ შორის საქართველოშიც, რომელიც სომხებისთვის ყოველთვის  იყო მეორე  სამშობლო,  თუმცა ზოგჯერ  ავიწყდებოდათ და  საქართველოს  მიწა-წყალს  სომხეთად აცხადებდნენ. ასე,  რომ,  თუ  ჩვენ  ქართველები  არ დავეხმარებით  და  არ გადავცემთ  მათ  ჩვენს  ისტორიულ მიწას, ისინი ვერ შეძლებენ არსებული სომხეთის   შენარჩუნებასაც,  რაც  ისტორიის  მანძილზე არაერთხელ  მომხდარა.

თელარა გელანტია
საინფორმაციო სააგენტო “პირWელი”

 

3 Responses to “• რუსეთს მოუწევს საქართველოსთან დალაპარაკება”

  1. Джавахкская диаспора России said

    Армяне хлопочут за грузин.

    В редакцию поступило обращение джавахской диаспоры России, в котором, в частности, говорится: «Резкая антироссийская риторика прежних властей Грузии и умышленно насаждаемая извне вражда между российским и грузинским народами, в результате которого российско-грузинские отношения оказались в тупике, является абсолютно недопустимой. Антироссийская и антигрузинская истерия ещё более усугубляют ситуацию, корни которой отнюдь не в наличии каких-то глубинных противоречий, а в выгодности противостояния для вполне конкретных политических сил России, Грузии и третьих стран.

    Вместе с тем, непрерывная информация, поступающая из Грузии,свидетельствует о том, что население страны желает перемен в улучшении отношений между российским и грузинским народами. Как многим очевидно, после того как правительство Грузии оказалось в руках коалиции “Грузинская мечта”, из Тбилиси прозвучало немало сигналов о готовности к нормализации отношений с Москвой.

    Сегодня, когда к власти в Грузии пришли вменяемые политические силы, мы считаем объективно необходимым приступить к диалогу, а соответственно обращаемся к властям Российской Федерации с просьбой протянуть руку примирения дружескому грузинскому народу и пригласить на встречу грузинского специального представителя по России.

    С уважением,

    Джавахкская диаспора России
    Россия, 08 декабрь, 2012 год

    Ссылка: http://www.segodnia.ru/content/116491

    ***

    Если хотите, можете не поверить, но нашу просьбу услышали.
    См. здесь: http://www.newsru.com/russia/09dec2012/lavrovgruzia.html

    ***

  2. a.s said

    არ მგონია მე ეგ რომ მოხდეს

  3. a.s said

    Джавахкская диаспора России რაც ამ ორგანიყაციას საქართველოსთვის უნდოდეს, ერთი ასად დაუბრუნოს ღმერთმა მათ ისტორიულ სამშობლოს! და რა ესქმება ამ ორგანიზაციას ამ საკითხის გადაჭრაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: