IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• პლაგიატი რუსულ ლიტერატურაში

plagiat.jpg

პლაგიატი რუსულ ლიტერატურაში

 

ქვეყნად არ არსებულა მეტ-ნაკლებად ცნობილი თუ გამოჩენილი ხელოვანი, მწერლობაში იქნება ეს, თუ მუსიკაში, მხატვრობაში თუ სხვა დარგში, რომელთაც არ გენეცადათ გავლენა წინამორბედებისა.

გამონაკლისია ღვთივკურთხეული გენიოსები, რომლებიც სამარადჟამოდ ანათებენ უქრობი კელაპტრებით კაცობრიობის სულიერ და გონებრივ საგანძურს.

ამის მაგალითები უამრავია და ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ამ ჩვენი წერილით გვინდა ვისაუბროთ შიშველ პლაგიატზე, რომელიც თურმე ბევრ ცნობილ შემოქმედსა სჭირს.

წერილის დაწერის მიზეზი კი გახდა ისევ და ისევ დღევანდელი ჩვენი საზოგადოების მოზრდილი ნაწილის ლოიალური დამოკიდებულება რუსეთისადმი, რასაც სარჩულად უდებენ „დიდ რუსულ კულტურას“, „გენიალურ რუს შემოქმედთა გენიალურ შემოქმედებას“.

გარკვეული წრეები მანიპულირებენ ამ ხერხებით და ცდილობენ გაანეიტრალონ, ან შეარბილ-შეანელონ ქართველი ხალხის შეურიგებელი დამოკიდებულება რუსეთისადმი, მისი მრავალსაუკუნოვანი უკურნებელი დამპყრობლური ვნებებისადმი.

წერილის ავტორს არ აქვს პრეტენზია პროფესიულ ლიტერატორობაზე ან ლიტერატურათმცოდნეობაზე. უბრალოდ, ამ პუბლიკაციის დაწერა გვიბიძგა ზემოთხსენებულმა ვითარებამ, ამიტომ ვერ ვიქნებით კატეგორიული. ჩვენ მოვიძიეთ ინტერნეტსივრცეში არსებული მასალები მრავალი ავტორისა, ლიტერატურის სპეციალისტისა.

რუსეთის ცარისტულ და საბჭოთა იმპერიის რეჟიმების ეპოქაში პუშკინსა და რუსული ლიტერატურის წარმომადგენლებს ჯანსაღი ლიტერატურული კრიტიკისაგან იცავდა რკინის ალიბი და მათი შემოქმედების განხილვა ხდებოდა მხოლოდ დაშვებულ ფარგლებში  (დაშვებული დოზებით).

რუსული ყოფის, რუსული გენის, ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების აღწერას პირველად მეტ-ნაკლები სრულყოფილი სახით შეეცადა ფრანგი ლიტერატორი, მწერალი და მოგზაური მარკიზ დე კიუსტინი თავის თხზულებაში: „რუსეთი 1839 წელს“.

მწერალი მოგზაური სხვა მრავალთან ერთად ეხება და აღწერს იმდროინდელ რუსულ მწერლობასაც. ის თავის მოსაზრებას გადმოგვცემს რუსული ლიტერატურის კორიფე ა.ს. პუშკინზე:

„პუშკინს სტილს უქებენ, მაგრამ ეს დამსახურება არც თუ ისე დიდია მწერლისთვის, რომელიც დაბადებულია უკულტურო ხალხში, მაგრამ მაღალი ცივილიზაციის ხანაში. მას შეუძლიან გადმოიღოს გრძნობები და აზრები მეზობელ ერებისაგან, და მაინც თავი ორიგინალურად მოაჩვენოს თავის თანამემამულეებს. ენა მთლად მის განკარგულებაშია, რადგანაც ეს ენა სრულიად ახალია. იმისთვის, რომ ეპოქა შექმნა უვიცი ხალხის ცხოვრებაში, რომლის ირგვლივ განათლებული ერები ცხოვრობენ, საკმარისია მხოლოდ თარგმნა, დიდი გონებრივი შრომის გაუღებლად. მიმბაძავი აქ შემოქმედის სახელს დაიმსახურებს”.

“გუშინ გადავიკითხე პუშკინის რამდენიმე თარგმანი. ამან დაადასტურა ჩემი შეხედულება მასზე, რომელიც მე მივიღე პირველი გაცნობის შემდეგ მის მუზასთან. მან თავისი ფერადები ახალი ევროპიული სკოლიდან გადმოიღო. ამიტომ არ შემიძლია იგი რუს ეროვნულ პოეტად ჩავთვალო” (იქვე, გვ. 206-209).

სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ, საჭიროა მოვიტანოთ ერთი სიტყვის განმარტება:

პლაგიატი L. plagiatus მოტაცებული— მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, სხვისი იდეებისა და გამოგონებების გააზრებული მითვისება.

ლიტერატურული საკუთრების ქურდობის აღსანიშნავად ხმარობდნენ ლათ. ტერმინს – “plagium litterarium

ტერმინს „პლაგიატი“ არ აქვს ბოლომდე განსაზღვრული მნიშვნელობა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მისი ცალსახად გამიჯვნა ისეთი მომიჯნავე ტერმინებისაგან, როგორიცაა – „მიბაძვა“, „ნასესხობა“, „თანაავტორობა“, მაგრამ შეიძლება ტერმინი „პლაგიატი” უწოდო „იდეების ქურდს”.

თურმე, ნუ იტყვით და, პლაგიატობისთვის ვერც ცნობილ ევროპელ შემოქმედებს დაუღწევიათ თავი. ლიტერატურის ისტორიის კრიტიკოსები დროდადრო აღმოაჩენენ ამა თუ იმ შემოქმედის ქმნილებებში შეფარულ თუ შიშველ პლაგიატს.

პლაგიატში ამხელდნენ ლიტერატურის ისეთ კორიფეებს, როგორებიც არიან ვოლტერი, სტენდალი, ემილ ზოლა, ალფონს დოდე, ონორე დე ბალზაკი, ჰენრი ლონგფელო, მიხეილ შოლოხოვი, ჯოან როულინგი, დენ ბრაუნი, ტატიანა ტოლსტოი, ჯეიმს ჰედლი ჩეიზი, ბორის აკუნინი და სხვა მრავალი. ამას წერს თავის სტატიაში მილა კოროლიოვა.

ვეცნობი ასეთ სიახლეებს და გული სიამაყით მევსება, ჩვენი მშობლიური ლიტერატურის უქრობი კელაპტრები – რუსთველი, გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი როგორი თავანკარა, თვითნაბადი, კრიალა ნიჭისა და გონის არიან! ხალასი გენიოსები!

ჩვენს ჭირვეულ ისტორიასა და ხვედრს რა ვუთხარი, თორემ ჩვენი ლიტერატურის ჩაუქრობელი ჩირაღდნები მსოფლიოს ლიტერატურის ბევრ თვალსაჩინო წარმომადგენლებს დაჩრდილავდნენ!

თავის სტატიაში მილა კოროლიოვა მიმოიხილავს მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის თვალსაჩინო წარმომადგენლების აშკარა თუ შეფარულ პლაგიატს. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:

მაგი ანუ ფაუსტი
როგორც პლაგიატორს ბრალი დასდეს ასევე იოჰან ვოლფგანგ გოეთეს მისი ქმნილებებიდან ყველაზედ ცნობილ „ფაუსტის“ გამო. ფრიდრიხ ენგელსი მარქსისადმი მიწერილ წერილში წერდა, რომ იდეა და სიუჟეტი გოეთემ გადმოიღო ესპანელი პოეტისა და დრამატურგისაგან პედრო კალდერონისაგან, მისი ნაწარმოებიდან „სასწაულმოქმედი მაგი“. მართალია, ამ სახით მან თავისი ნაწარმოები გადმოწერა ქრისტოფერ მარლოსა და ფრიდრიხ კლინგერისაგან, ისინიც წერდნენ აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ მიჰყიდა თავისი სული მაგმა და შავკანიანმა ფაუსტმა ეშმაკს.

ალექსანდრე დიუმა
ვერც ალექსანდრე დიუმა-მამამ დააღწია თავი პლაგიატში დადანაშაულებას. მის სინდისზეა რამდენიმე სხვა ავტორის ლიტერატურული ნაწარმოებების „ნასესხობა“. უპირველესად, საუბარია სასამართლოს ექიმ მაინარის ხელნაწერებზე, რომელსაც დიუმამ გაუკეთა რედაქტირება და მზის სინათლეზე გამოუშვა რომან „ვეშაპებზე ნადირობის“ სახით და ავტორად თავისი თავი მიაწერა.

პლაგიატად ითვლება აგრეთვე ამ მწერლის ცნობილი ნაწარმოები – რომანი „სამი მუშკეტერი“. რომანის სიუჟეტური მსვლელობა და მთავარი გმირები, მეგობარ-მუშკეტერების ჩათვლით, მინდელი და კარდინალი რიშელია, დიუმამ აიღო წიგნიდან „მუსიე დარტანიანის მემუარები“, რომლის ავტორიც იყო ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი ჰასენ დე კურტილ დე სანდრა, რომელმაც მიაღწია კაპიტნის ჩინამდე მუშკეტერთა სამეფო ასეულში მსახურობისას და შემდეგ მოხვდა ბასტილიაში თავის წიგნში სამეფო ოჯახის ცხოვრების სრულყოფილი აღწერის გამო, დე კურტილიომ მოახერხა იქედან ნიდერლანდებში გაქცევა, სადაც მან დაწერა „მუსიე დარტანიანის მემუარები“. სწორედ ეს ნაწარმოები მოხვდა თვალში დიუმას.

მწერალი მრავალჯერ წააყენეს მისი ლიტერატურული ქურდობის წინაშე, მაგრამ დიუმა ადვილად ახერხებდა თავისი არაკეთილისმსურველი მამხილებლების ადგილზე მოსმას ცბიერად: „ყველაფერი რაც ამ სამყაროში არსებობს – პლაგიატია, – თქვა მან, ღმერთმაც კი შექმნა ადამი თავის სახედ და თავის მსგავსად“.

ვერაფერს იტყვი, კაი ყალთაბანდური პასუხია!

 

უილიამ შექსპირი

პლაგიატობაში დადანაშაულების ლიდერად იყო და რჩება უილიამ შექსპირი – მხოლოდ ზარმაცს არ ძალუძდა მის ტექსტებში სხვისი ნაწარმოებების გამოძახილის პოვნა.

თავისი ყველაზე პოპულარული ტრაგედიების – „ოტელოს“ და „რომეო და ჯულიეტას“ სიუჟეტები შექსპირმა გადმოიღო თავისივე კოლეგა მწერლებისაგან.

ასე, თავნება და ნერვიული ვენეციანელი (ვენეციელი) მავრის ოტელოს ისტორია აღწერილი იყო ნაკლებად ცნობილი იტალიელი რომანისტის და პოეტის სინტიოს (ნამდვილი სახელი – ჯოვანი ბატისტო ჯირალდი) მოთხრობაში „კაპიტანი მორო“. სასიყვარულო დრამის შექმნისკენ მას უბიძგა პოემამ „რომეუსისა და ჯულიეტას ტრაგიკულმა ისტორიამ“, რომელიც დაწერა არტურ ბურკომ.

საერთოდ, მწერალი არ უარყოფდა სხვისი ნაწარმოებების გამოყენების ფაქტს, მხოლოდ აღნიშნავდა, რომ მან შეძლო გაემდიდრებინა და გაეკეთილშობილებინა ისინი. „სიუჟეტი, რომლის ქურდობაშიც თქვენ მე ბრალს მდებთ, – თქვა სხვათაშორის შექსპირმა, იყო მსგავსი ქალიშვილისა, რომლის წამოყენება სიბინძურიდან მე შევძელი და გამოვიყვანე უმაღლეს საზოგადოებაში“.

საერთოდ, მის „გასამართლებლად“ შეიძლება ითქვას, რომ მისგანაც სესხულობდნენ და სესხულობენ იდეებს, სიუჟეტებსა და ხასიათებს, მას კი სიცოცხლეშივე არც რა ჰქონია ამის საწინააღმდეგო.

ამ ჩვენს პუბლიკაციას გავაგრძელებთ ქალბატონი მილა კოროლიოვას მასალიდან რუს მწერალთა პლაგიატებზე,

 
%d bloggers like this: