IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• რუსები რუსეთისა და რუსების შესახებ

რუსები რუსეთისა და რუსების შესახებ

• Russia –  რუსეთი

***

იური აფანასიევი

მონას არ გააჩნია საკუთარი სიამაყე

სტალინური ტერორის მილიონობით გამქრალიმა მსხვერპლმა შვა კიდევ მილონები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ზნეობრივად შერყვნილნი.

ნაციზმი და სტალინიზმი – ეს ტიპოლოგიურად თანაფარდი წარმონაქმნებია… ნაცისტური და სტალინური რეჟიმებისათვის დამახასიათებელია ადამიანი-მასის ბატონობა – უღიმღამოდ დაუნჯებული ადამიანისა. ადამიანისა, რომელიც არ წარმოადგენს პიროვნებას და მიილტვის მასაში გათქვეფისაკენ. ამგვარ ადამიანს ორმაგი ბუნება აქვს: მას სურს გახდეს დიდი  – და ხედავს თავის უსარგებლობას, მას სურს იყოს ბედნიერი – ისე კი სრულიად უბედურია, მას სურს იყოს წარმატებული – მას კი არცრა შესწევს.

გამოდის, რომ ჩვენ, დემოკრატი-რომანტიკოსები ვიყავით შირმა, რომლის მიღმადაც თხუნელები თხრიდნენ სოროებს.

რუსეთი – იმიტაციის ქვეყანაა, მანეკენების ქვეყანაა.

ჩვენთან პარტიაში მანეკენებია, სათათბირო ბუტაფორიული სიყალბეა. ყველა ეს არჩევნების, სასამართლოების, პროკურატურების სისტემა… სახელმწიფო დაწესებულების სისტემა წარმოადგენს მექრთამეობის, ქურდობისა და ყაჩაღობის ორგანოებს, ესე იგი სახელმწიფო ორგანოები ფუნქციონალურად იქცნენ თავისთავთან დაპირისპირებულ რაღაც წარმონაქმნად. და ამ სიმულაციებით ცდილობენ რაიმე სახით შეინარჩუნონ რუსეთში ის, რაც საბჭოთა სისტემიდან დარჩა.

აწინდელმა ხელისუფლებამ უფრო დახვეწილად შეისწავლა თანამედრვე პოლიტტექნოლოგიების მეშვეობით შეგნებაზე მანიპულაცია, ვიდრე საბჭოთა იყო. გარდა ამისა, მას შესწევს უნარი ფინანსური ტალღის იმგავრი რეგულირებისა, რომ რუსეთის მოსახლეობა ხელისუფალთა ძალისხმევით დარჩეს ნაკრძალშივე. მოსახლეობა, როგორც ასეთი, ამ ხელისუფლებას არ ჭირდება. იმიტომ, რომ მილებისა და ნედლეულის არსებობით ის უამისოდაც გავა ფონს.

ამიტომ, პუტინის მთელი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობა შერეკოს ნაკრძალში: არავითარი მონაწილეობა რაიმე სახის პოლიტიკაში, არ წამოაჩინონ თავი არცერთი სახის მრეწველობის დარგში. თქვენი ადგილი კი ნაკრძალშია, ჩვენ კი თქვენ (ეს სიტყვა სოლჟენიცინს ეკუთვნის) გაგიფრთხილდებით.

თვალსაჩინოდ ახდა მაქს ვებერის წინასწარმეტყველება რუსეთზე: რუსეთი იქცა „ნათესავებისა და სამეგობროს კაპიტალიზმის“ (crony capitalism) ქვეყნად, რომელშიც ხელისუფლება მემკვიდრეობით გადაეცემათ. უკანასკნელი ხუთასი წლის მანძილზე ქვეყანაში ყველა სფეროში მოხდა უდიდესი ცვლილებები. განხორციელდა ურბანიზაცია, გაიზარდა ეკონომკია, ამაღლდა ტექნიკური აღჭურვილობა, ორჯერ კარდინალურად შეიცვალა სახელმწიფოებრიობის სახეობები, იცვლებოდა დედაქალაქის ადგილებიც, ქვეყნის მასშტაბები ხან იზრდებოდა, ხან კიდევ თანმიდევრულად მცირდებოდა მოსკოვის სამეფომდელ ფართობში. მაგრამ მიუხედავად ამ გარეგნული მრავალნაირი ცვლილებებისა უცვლელი რჩებოდა ფუნდამენტალური არსი.

***

ი. ტელოკი

რუსული ისტორია მით არის მნიშვნელოვანი, რომ ის არ არსებობს. ყოველი მომდევნო მმართველი თითხნის ახალს თავისი გემოვნების მიხედვით.

ზუსტად არც ვინმემ იცოდა რა იყო სსრკ, რამდენადაც ქვეყანა სიცრუეში ჩაიძირა და აკრძალეს ოფიციალური სტატისტიკით სარგებლობა.

კომპარტია დაუბრუნდა მეფისდროინდელ პოლიტიკას: ინდოეთის ოკეანეში გაჭრა, აფრიკისა და ინდოეთის ბაზრებში შეღწევა, სადაც შეუძლიათ „სწრაფმავალი“ ნახევარჩექმის ყიდვა. ომის დროს გაჩნდნენ დიდი მხედართმთავრები იდეოლოგიურ ბაზაზე: ყოველ ერთ მოკლულ ჰუნზე – ოთხი ვანია. ციფრებში ვერ გავრკვეულვართ! ოჰ, ჩვენ დიადები ვართ!

გავიმარჯვეთ შერეკილზე და მივიღეთ ნახევარი ევროპა. სწრაფადვე ვაჩვენეთ მათ სოციალ დემოკრატებს თუ როგორ უნდა ცხოვრება. დავეხმარეთ ადგილობრივი გულაგების მშენებლობაშიც, იდეოლოგიის გაწმენდაშიც და საქმისადმი ერთგულების აღზრდაშიც.

ყოველ იდეოლოგიას ჭირდება მტერი. ის საძებარიც არაა: აი, ლპობადი იმპერიალისტები ცალკეულ სახლებში ცხოვრობენ, ხორცს თქვლეფენ, უნდათ თუ არ უნდათ. ამასთანავე სულიერებიც არ არიან, სანიმუშოდ, როგორც ჩვენი ღრმად სულიერები. კარგი მტერია. სანდო.

იდეოლოგიური მტერი რომ არ შერყვნილიყო, ამისათვის გავაგრძელეთ ჩვენების ხოცვა, რათა სხვებს შინებოდათ. გულაგი ფართოვდებოდა. ყველაფერი მსოფლიოს მშრომელთა სასიკეთოდ! ყოველი მესამე გახდა ჩამშვები. სწორი იდეოლოგის ფხიზელი თვალი არ თვლემდა.

დღეს უკვე გაუგებარია ის, რომ სოციალისტური ბედნიერების კრიტიკისათვის ადამიანი არანორმალურად მიიჩნეოდა. მისი რეალობა არ ემთხვეოდა სახელმწიფოებრივს. და საბჭოთა ექიმი-ფსიქიატრები ინდივიდს შერეკილად აღიარებდნენ და სუფთა სინდისით აგზავნიდნენ საგიჟეთში.

მოქალაქე „სოვკა“ ცხოვრობდა კომუნალურში კომბოსტოსა და კარტოფილზე, იშვიათად დაუმპალზე. განა ამაზე არ ოცნებობდა კაცობრიობა დასაბამიდან? რევოლუციაც ფართოვდებოდა. აი უკვე დიდმა მაო ძე დუნმა გადაიყვანა თავისი ნახევარი მსოფლიო დღეში ერთ მათლაფა ბრინჯზე. ხო შიმინმა კი თავისი წვრილთვალებიანები კვირაში ნახევარ მათლაფა ბრინჯზე დასვა! აი, კორეიელებიც გადავიდნენ ბრინჯზე, ასეც ხდება! კუბელებიც! რამდენი სიხარულია!

და მაძღარი საბჭოთა ნომენკლატურა, მავზოლეუმის მოაჯირზე მუცელდაყრდნობილი მიესალმებოდა მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის გამარჯვებებს.

საბჭოთა მეცნიერები იჭრებოდნენ ნომენკლატურაში, ამტკიცებდნენ რა დასავლური მეცნიერების აბსოლუტურ არარაობას და ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას. მომღერალი-პოეტები უმღეროდნენ, მხატვრები უდიდებდნენ ბელადებს სიმაღლეს და უმცირებდნენ მუცლებს. სოციალიზმის აყვავება!

გაუშვეს გაგარინი, რათა ყველას ცოდნოდა – გადავალთ კარტოფილზე კომბოსტოს გარეშე, მაგრამ მოგიხელთებთ თქვენ გამაძღრებსა და ლპობადებს. და თქვენს დამპალ იდეოლოგიასაც! იდეოლოგია უნდა იყოს გამობრძმედილი, თქვენ კი მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეს ეფიცხებით! მყრალო იმპერიალისტებო!

ნომენკლატურაც, ნებივრობდა რა ნომენკლატურულ სანატორიუმებში თბილი ნომენკლატურული ზღვის სანაპიროზე, ყლურწავდა ფრანგულ ღვინოებს, აყოლებდა გერმანულ ძეხვებს, ერთმანეთს უზიარებდნენ მოსაზრებებს ცკ-ს აგარაკების, თბილ ქვეყნებში მივლინებების და თავიანთი მდივნების მშვენიერების შესახებ.რევოლუციამ გაიმარჯვა და ნაყოფსაც იძლეოდა.

53-ში მიიცვალა დიადი. და აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ დარჩა არცთუ ისე წიგნიერი მემკვიდრეები, ამაზრზენად სერტიფიცირებულები – მისიანები. „საბჭოთა ცირკის პერიოდი“. ერთ მცირედ წიგნიერს სხვა ცვლიდა, და ადანაშაულებდნენ ერთურთს სწორი იდეოლოგიიდან გადახრაში.

ყველაზე დიდი ბომბები და სამხედრო თვითმფრინავები. ყველაზე ეშმაკი ჯაშუშები ყველგან და ყველაფერში. აი, უკვე სამხრეთ ამერიკაში, და აფრიკაშიც ჩვენები იმარჯვებენ. და შესათანთქლიც აღარაფერი დაგვრჩა, სამაგიეროდ, ხელისუფლებაში არიან ერთგულები იდეებისა, იდეოლოგიისა.

გასაიდუმლოებული საბჭოთა მანქანა და კოსმოსი უკანასკნელ რესურსებს ისრუტავდნენ გადაჯაჭვული ეკონომიკიდან, გარემოს დაბინძურების, დასხივებული მოქალაქეებისა და ცხოვრების დონის დაცემის ხარჯზე.

ღვიძლის ცეროზის ეპიდემიამ იმსხვერპლა სკკპ-ს მთელი მიხჩუებული პოლიტბიურო. გაწყდნენ დინოზავრები, ისე რომ «Дорогие товарищи!»-ის ამოხველებაც ვერ მოასწრეს..

უკანასკნელი მმართველი გახდა მთელი მსოფლიოს საცინარი მასხარა, სამასწავლებლო ტექნიკუმის განათლებით და დაწყებითი სკოლის მეოთხე კლასამდის სწავლების უფლებით, მაგრამ ის მეთაურობდა დიად საბჭოთა კავშირს – მთელი სამყაროს პროლეტარიატის იმედს.

როს ცეროზმა ყველა ბეხლეწი მოინელა, იპოვნეს არამსმელი კომბაინერი, იდეოლოგიურად გენიტალიამდის სუფთა. რეიგანმა გორბაჩოვის შესახებ აღტაცებულმა წამოიყვირა „ის თვითონ დადის და ლაპარაკობს კიდეც!“.

წინამორბედები ხომ სცენაზე გამოჰქონდათ.

ეს იმდენად სუფთა იყო, რომ ცდილობდა იდეოლოგიური ქვეყნის რეფორმირებას! ამას ხომ მოფიქრება უნდა! რეფორმები!

ამ დროისათვის ნავთობზე ფასები დაეცა, საჭმელად  აღარაფერი დარჩა, და იდეოლოგიურ იდიოტიზმში გამარჯვებული დიადი ქვეყანაც დაიმსხვრა, მტვერით, ისე დაიმსხვრა, როგორც ის ცნობილი სწრაფმავალი ნახევარჩექმები, რომლებსაც სიამაყით ატარებდა მთელი უნიფხვო აფრიკა.

დამპალი ტიტანიკი სსრკ მყისიერად ჩაიძირა. ყველა მოძმე ხალხები ოცნებობდნენ თავი დაეძვრინათ ლოთი უფროსი ძმის ხვევნა-კოცნისაგან. და 20 წლის შემდეგ აღმოცენდა ლამაზი ლეგენდა სსრკ-ს შესახებ, რომელიც დაამსხვრიეს ებრაელებმა, კავკასიელებმა, ამერიკელებმა, ევროპელებმა, გორბაჩოვმა, ელცინმა, გაიდარმა და კიდევ ისტორიის ბურუსში მიმალულმა სხვა ვიღაცეებმა.

ახლა კი ქვეყანა დაბორიალობს დიადი სსრკ-ს, ფანტასტიკური რეალობით სოციალიზმის გამარჯვებისა და მთელი პროგრესული კაცობრიობის ლიდერის ნოსტალგიურ ჟღვინტზე. და  უმაღლეს პარტიულ სკოლა დამთავრებულმა ცოცხლად დარჩენილმა ნომენკლატურამ მომდევნო დილასვე აღმოაჩინა თავის თავში დაუცხრომელი რწმენა ისეო ქრისტეში, მისი მოყვასისადმი და მისი ჯიბისადმი სიყვარულის იდეოლოგიაში. როგორაღაც ყველა მათი შვილები და ახლო ნათესავები წამიერად და სხარტად გახდნენ მილიონრები და მილიარდელები, ყოფილი ცკ-ს აგარაკები მიაჩეჩეს თავიანთ ცოლებს. და დანგრეული ეკონომიკის ნარჩენები დაიტოვეს პირად სარგებლობაში.

და გაეშვა რუსული ტროიკა ისტორიის მტვრიან ბორცვებზე, კრიზისებით,ნავთობითა და გაზით მკვებავი, ვერტიკალის ახალი იდეოლოგიის შემოღებით, ყოველი ერთსაშვილოსნოს ერთობით, იესოს რწმენით (სამწუხაროა, რომ ის ებრაელი იყო) და პაწუა მპარავი მეფუკებით.

რუსეთი, ისტორიაში ყველაზე დიდი კლეპტოკრატია, გახდა მთელი სამყაროს დასაცინი.

ძველმოდურკაბიანი, ორსული წვერ-ულვაშიანი ქალი ლოცავს რუსეთის კოსმონავტებს კოსმოსურ სადგურზე გაფრენის წინ. ის აიაზმას უქნევს ჩაძირულ ატომურ წყალქვეშა ნავს. მასზეა ბოლო იმედები დამყარებული, რათა არ ჩამოცვივდნენ თვითმფრინავები, რათა არ აფეთქდნენ საბრძოლო მარაგების საწყობები, რომ არ დაიწვნენ, რომ არ ჩაიძირონ, რომ არ ჩამოვარდნენ…

მთელი ქვეყანა ზეიმობს ჰუნებზე გამარჯვებას, მაგრამ ავიწყდებათ რომ ახლა ისინი მფლობელები არიან რუსეთის ეკონომიკის მესამედისა.

და ქაფქაფა ლუდი და მოწოწნიკები – საიდანღაც.

მხოლოდ რუსეთში მობრუნდნენ უკვდავი თურქმენ-ბაშის, კიმ ირ სენის და მისი  შვილებისა და შვილიშვილებისა მოდელით. და გაფითრებული ლილიპუტები დარბიან კრემლის ხალიჩებიან კიბეებზე და სადარაჯოზე მყოფი, თავზე სათლჩამომხობილი გუსარების ირგვლივ.

სიკვდილამდე საპრეზიდენტო ინაგურაციის კადრებს დასავლეთში დისნეის ანიმაციურ ფილმებთან ერთად შიგა და შიგ უჩვენებენ.

რუსეთი გამიზნულად უბრუნდება მეთვრამეტე ასწლეულს, ჰპირდება რა კაცობრიობას მესამე რომად გახდომას, მართლმადიდებლების ნდობა დაკარგულების  გაკეთილშობილებით, გამაგრებული კონდახებით, 40 გრადუსიანი ნუნუათი, ფსბ-ს ჩინებითა და მერსედესებით.

 წინ – უკან წმინდა რუსული იარაღისა და ჭეშმარიტად მართალი რუსული მართლმადიდებულური ეკლესიის დიადი გამარჯვევებისაკენ! ამინ!

და გავაგრძელოთ მკვდართა პატივგება, მათ ეს დაიმსახურეს, ეჭვგარეშეა.

დავიწყოთ ქრისტეთი, თუმც ებრაელია.

და მთელი ეს ვალპურგის ღამე გავატაროთ 40 გრადუსიანი სოუსით და უკვდავი სამშობლოსადმი სიყვარულით.

ის, ვინაც თავისუფალი დასავლელი ადამიანის ცხოვრებით  რამოდენიმე წელი ნორმალურად იცხოვრა, ვერ შეძლებს მონობის, დასაბამისეული უტიფრობის  და ადამიანის ადამიანისადმი სრული უპატივცემულობის ქვეყანაში დაბრუნებას. ეს ქვეყანა არაა თეთრი ადამიანებისათვის, როგორც ამას უცხოელები აღნიშნავენ.

ვინც მათრახს, „სამაგონის“ ცეცხლს და გენეტიკურ მონობას  გაექცა – მას დაუყოვნებლივ უარყოფს ქვეყანა. მას არ ჭირდება თავისუფალი აზრის გადამდები ბაცილა. ეს ასე იყო მუდამ.

მაგრამ ახლა ცოტა უკეთესადაა, ვიდრე კომისრების დროს, განა ასე არაა? აღარაა  კომბოსტოსათვის რიგები, და ღამ-ღამობით აღარც ჩეკისტები აკაკუნებენ. რაც გინდა ილაპარაკე, მხოლოდ დაბალ ხმაზე.

და მაინც ყველაფერი კარგად იქნება: უბრალოდ, ძვირდება ლუდი და მოწოწნიკი. და ვისაც არ მოსწონს, მას მოუწევს ცოტა ხნით ნარზე ჯდომა.

მოსინჯეთ საკუთარ თავს შეხედოთ გვერდიდან,იქნებ მიხვდეთ რატომ იცინიან გამვლები…

რუსეთელი პროვინციალი ამერიკელზე უკეთესად იცნობს ამერიკას. ის იქ არ ყოფილა და არც აპირებს წასვლას – რატომ?

რუსეთელი პროფესორი პონოსოვი ყოველი მეცნიერების სიზრანის აკადემიიდან ნიუ იორკში ბრაიტონ ბიჩხე იყო, და ამერიკა პირწმინდად შეიცნო: „რუსულად ლაპარაკობს ყველა, და ისეთივე ლოთბაზარები არიან, როგორც ჩვენთან“.

რუსეთელს ეჭვიც არ ეპარება, რომ ყოველი უბედურება ამერიკიდან მოდის: ისიც კი რომ მოსკოვის მერმა ორიოდე მილიარდი მოიპარა და ლონდონს გაუტია. და ისიც, რომ ოცდაექვსი ბაქოელი კომისრის სახელობის ქუჩას შვიდი წელია არემონტებენ, და მისი ჟიგულიც იმავე ორმოში ჩარჩა, სადაც მან კოლიას დაბადების დღის ზეიმის მერე გადაუხვია.

 რუსეთელს ვერაფრით გააკვირვებ. მან ყველაფერი იცის და ვერ დაკერავ.

გეგონოს, ამერიკელმა ნობელის პრემია  მიიღო! ესეც არის რა! ჩვენმა პროფესორმა პონოსოვმა ყოველ მეცნიერებათა სიზრანის აკადემიიდან ეს იდეა ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში წამოაყენა,მაგრამ  მას ხელი სიდედრმა შეუშალა.

რუსეთელი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სამყაროს ცენტრში დგას, პირდაპირ მის წვერზე, და ყველანი მხოლოდ იმას ფიქრობენ თუ რა ავნონ მას. დედიკონა! მასზედ ჰკიდია მსოფლიოს მომავალი! მართლმადიდებლობა იხსნის ჩვენს ცივილიზაციას თქვენი ჰოლივუდურ-მაკდონალდური პროგრესისაგან!

პატრიოტები მსჯელობენ ომის გარდაუვალობაზე ერთ კათხა ლუდთან, აქ მოსაზრებები სხვადასხვაა: დაგვესხმება თუ არა ჩინეთი, როცა სახარბიელო სიზრანს მივუერთებთ შანხაის, თუ პირიქით, იმპერიალისტური ქართველები შემოიჭრებიან – მათი წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს უკვე იაუზეში ფსკერზე.

მაგრამ პატრიოტებს ომის არ ეშინიათ – მშობლიური იარაღის გამარჯვებები სირიაში, ანგოლაში და ელ სალვადორში უკვე გახდნენ ლეგენდარული. უკუეთუ ჩვენ მათ ვუჩვენებთ! აკი ტყუილად არ წაუყვანიათ ვასკა კოსმოსურ ომებში – მარსიდან მიბომბავს პაჭანიკებს.

დასანანია, რომ გრობაჩოვმა დაასამარა დიადი საბჭოთა კავშირი. და მოძმე პოლკოვნიკებიც წყდებიან. აი, ჩამოჰკიდეს სადამ ხუსეინი. ჩვენი საყვარელი იასირ არაფატი მუსულმანურ სამოთხეშია. დიდი კადაფიც დაბრიდეს. ერთგულ ასადსაც მისწვდებიან და საყვარელ ახმადინიჯადსაც. მაგრამ მაინც შემოგვრჩნენ ერთგული მოკავშირეები! ტაჯიკელი რახმონი, თავისუფლებისმოყვარე ყირგიზები, უშიში მაიორი ჰუგო ჩავესი, სათაყვანო გენერალი ფიდელი. მამიკონა, თუმც ბიძის ხასიათით. ძლიერია ჩვენი მეგობრობა ძმებ კორეილებთან და კიდე მუგაბესთან აფრიკაში!

რუსეთელები კიდით კიდემდე გადაჭედილია ბრაზიანი პატრიოტიზმით მოშხამულებით, ამიტომაც ახლოს დგას საშიშროებასთან – აფრქვევენ. მისი პატრიოტიზმი ვარვარებს ცრემლით, გადამწვარი სიმყრალითა და ებრაელებისა და კავკასიელების, მეზობლის ძროხის სასიკვდილო მდგომარეობით, ამერიკელების, დოლარის, ნატოს, შავების, ყვითლების, და საერთოდ ყველა „ამათი“სიძულვილით. მთელი მსოფლიო შედგება კრნკრებითა და დანარჩენი წყეული სამყაროთი, კიდეც ჩაძაღლდეს!

***

რუსები რუსეთისა და რუსების შესახებ

ავაკუმ პეტროვი. XVII საუკუნის რუსი საეკლესიო მოღვაწე

„ღმერთს სატანამ ჰკითხა ნათელმოსილ რუსეთზე.

სადამდე ვიქნებით ასეთ ტანჯვაში მამაო?

სიკვდილამდის დედილო, თვით სიკვდილამდის…“

ალექსანდრე I. რუსეთის იმპერატორი 1777-1825 რომანოვთა დინასტიიდან.

დაუჯერებელია რაც ხდება: ყველა ძარცვავს, პატიოსანი კაცის ნახვა შეუძლებელია.

ალექანდრე II.  (1818-1881) — რუსეთის იმპერატორი 1855 წლიდან, რომანოვთა დინასტიიდან.

„მართვა რუსეთისა მარტივია, მაგრამ ამავე დროს უსარგებლოცაა“.

ი. ბარკლაი (მოსკოვიტებზე). 1582—1621 гг

„ეს – ხალხი, მონობისათვის დაბადებული, და გაშმაგებული ეკიდება თავისუფლების ყოველგვარ გამოვლინებას, ისინი დამშვიდებულები არიან მაშინ, როცა ჩაგრავენ, და უარს არ ამბობენ უღელზე… თურქებსაც კი არ გააჩნიათ ასეთი დამამცირებელი და საზიზღარი ქედმოხრა თავიანთი ოტომანების წინაშე“

ვ. ო. კლიუჩევსკი

 მე მებრალები შენ რუსულო აზრო და შენც რუსო ხალხო! შენ რაღაც შიშველი არსება ხარ ათასწლოვანი სიცოცხლის შემდეგაც, უსახელო, უმემკვიდრო, სულიერების გარეშე, გამოცდილების გარეშე. და აწ, როს… მე მინდა ცხარე დამრთგუნველი ცრემლებით მოგიმღერეო „უფალო, დაიფარე უბედური ხალხი, უბედური რუსეთი!“ 1866г.
В.О.Ключевской. Собр.соч.т.9.стр.276

უცნობი ავტორი

 „ხალხი – ღვთიური, მართლმადიდებლობით მოამაყე, უდრტვინველად წვავდა მამულებსაც, ტაძრებსაც. მიესალმებოდა ღვთივკურთხეულების – ალექსანდრესა და ნიკოლოზის მოკვდინებას, ანადგურებდა ბიბლიოთეკებს, 90-იან წლებში თავს ესხმოდა ფერმერებს, ბოლოს და ბოლოს, შთავარდა თავაწყვეტილ ლოთობაში. ცხოვრობს მუდმივი შურით მდიდარი მეზობლების მიმართ და ხელისუფლების მიერ იკვებება საზღვარგარეთის შიშით, უეცრად და მტერბი შეეცდებიან დაარღვიონ მისი თვითმოფდი პირველყოფილი არსი.

საშონელიებაა ცხოვრობდე ასეთ ქვეყანაში – არა საკუთარი თავის გამო, არამედ ბავშვებისთვის, შვილიშვილებისათვის. სოლჟენიცინმა მოუწოდა საბჭოთა საშინელებების მონანიებისაკენ გერმანელების დარად. საით მივდივართ! ეს ხალხიმზადაა ისევ უმღეროს თავის ბელადებს, თითქმის თვალცრემლიანები იგონებენ სოციალისტურ ბედნიერებას, და მზად არიან აღადგინონ არა მარტო სტალინის ძეგლი (ლენინის ხომ ისედაც დგას), არამედ პუტინსაც დაუდგან.“

***

 უცნობი რუსის გონებით დანახული რუსეთი

რუსო, ნუ იფარებ სიტყვა „წმინდას“!

რუსული ისტორიის განხილვის მიხედვით ჩვენ ვისწავლეთ ნგრავა, შენება კი ვერა…

რუსეთი არასოდეს მოკვდება, რამეთუ მასში არცროდეს ყოფილა ნამდვილი სოცოცხლე…

ამბობენ, რომ თავხედობა მეორე ბედნიერებააო. მოსკოვში კი ის პირველია…

ჩვენეული სინდისის თავიუფლება: გსურს -იქონიე, გინდა – არ იქონიო…

რუსეთს თავისი გზა აქვს: ჭაობის გავლით უფსკრულში.

ადამიანი, რომელიც რუსეთში არ სვამს, მან მაინც უნდა დაამტკიცოს თავისი წესიერება.

დაბადებიდან მხოხავი ხალხის დაჩოქება ძნელია.

სიძნელეები არ აბნევს რუს კაცს, მართალიცაა, ის მათ სულაც არ აფრთხობს…

ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი გვყოფნის, სხვა საქმეა, რომ არა ყველას…

ჩვენთან ქრთამის გარეშე ვერც თავს ჩამოიხრჩობ, ჩამოგხსნიან, შემდეგ  კი დაგსჯიან.

ჩვენ უშველებელი შესაძლებლობების ქვეყანა გვაქვს არა მარტო დამნაშავეებისათვის, არამედ სახელმწიფოსათვისაც.

რუსეთს ორი უბედურება სჭირს: სულელები და..  განსაკუთრებული გზა.

რუსეთს ორი დაავადება სჭირს: ბუასილი და სურდო…მტრებს ფეხისალაგში ვახრჩობთ და დღენიადაგ ვყლაპავთ ჟღვინტს.

რუსეთს განსაკუთრებული გზა აქვს – ხვრელის გავლით კი მაინც უცნობია გეზი.

რუს კაცს ჭკუა საშუალებას აძლევს გადაიტანოს ის პირობები, რომელშიც მას უბრალოდ შეეძლო ცხოვრება.

პროლეტარიატის დიქტატურაზე საშინელი შეიძლება იყოს მხოლოდ დიქტატურა ერთი პროლეტარისა.

საშინელება ის კი არაა, რომ რუსეთში ყველაფერი ხდება, არამედ ის, რომ ის აუცილებლად უნდა განმეორდეს.

თავისუფლება რუსულად: მონობის გააზრებული არჩევანი.

რუსეთი – ადამიანის უფლებების შემზღუდავი უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანა.

ვზივარ კრემლის პირდაპირ და ვფიქრობ, თუ როგორ შლიან ნელნელა რუსეთს…

საბჭოთა კავშირი აღმოცენდა კლასობრივი ბრძოლის შედეგად; მაგრამ ვითარდებოდა სიდამპლიდან.

რუსული ენა ისეთი დიდი და ძლიერია, რომ შეიძლება ნებისმიერი კანონი შენებურად განმარტო.

რუს ადამიანებს ვერასოდეს ვერ დასცემ მუხლებზე: იწვნენ, წვანან და იწვებიან.

რუსეთში გზების საქმე ცუდადაა, მაგრამ უგზოობა მთლად უბედურებაა.

რუსი ხალხი ყველაფრის მჭამელია, რაც არ უნდა მოუთუხთუხოს ხელისუფლებამ – ყველაფერს ჩავახვილიფებთ.

რუს კაცს მძიმე ავადმყოფად ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდის.

რუსეთი -პარადოქსების ქვეყანაა – ქურდები დალხინებულად ცხოვრობენ, დანარჩენები კი იხდიან სამუდამო სასჯელს.

რუსეთი დიდია, მაგრამ მოსაპარი აღარაფერი დარჩა.

ადამიანის ტვინი რუსეთში საქონლის ხორცზე იაფია.

ჩემს ქვეყანას ერთი ღირსება აქვს – ეს მე ვარ.

მხოლოდ რუსეთში შეუძლიათ დააძალონ ერთ სულგაყიდულ სამინისტროს კორუფციასთან ბრძოლა ყველა დარგში.

მხოლოდ რუსეთში შეუძლია ადამიანს უფასოდ სწავლა, უფასოდ მკურნალობა და უფასოდ მუშაობა.

ჩინოვნიკს მხოლოდ რუსეთში შეუძლია ბორძიკით აღმასვლა.

ადამიანმა მხოლოდ რუსეთში იცის სხვაობა სადილსა და საუზმეს შორის.

სიტყვა «пол-литра»-ს გაგონების შემდეგ ადამიანი მხოლოდ რუსეთში არ კითხულობს – რისი ნახევარი ლიტრა?

რუსმა კაცმა რომ იმუშაოს, საჭიროა მას მისცე გამომუშავება.

სიძნელეები არ აშინებს რუს კაცს.

ჩვენ მდიდარი ქვეყანა გვაქვს, ჩვენ კი მისი ღარიბი ნათესავები ვართ.

რუსეთის ნათელი მომავალი არა მთებს გადაღმაა, არამედ ოკეანის გაღმაა.

რუს კაცს იქაც, იმ ქვეყნადაც გატანჯავს მიწისქვეშეთშის გაუმჯობესების სინდრომის გავრცელება.

რუს კაცს არ შეუძლია მშიერ კუჭზე ფიქრი, მაძღარზე კი არ სურს.

რუსმა ადამიანმა მშვენივრად იცის, რომ მას ყოველჟამს ატყუბდნენ და გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მას შემდეგში ვერ გააცურებენ.

რუსები შრომას გულგრილად იმიტომ ეკიდებიან, რომ ჩვენთან პატარა ფულზე მუშაობას აზრი არა აქვს, დიდი კი მუშაობას არ საჭიროებს.

–               რატომ არის რუსეთის გერბზე სამი გვირგვინი?

–               ერთი თავი დასავლეთისკენაა მიდრეკილი, მეორე კი აღმოსავლეთისაკენ, საკუთარი კი არ გააჩნია.

რუსეთის უბედურება არც გზებშია და არც სულელებში, არამედ გზის მაჩვენებელ სულელებში.

რუსეთს ჭკუით ვერ გაუგებ, იმიტომ რომ იქ ყველაფერი უკანალით კეთდება.

ვერ გაუგებ რუსეთს ჭკუით? უმჯობესია ტიხარს უცვალო ფერი.

ჭკუით რუსეთს ვერ დააშოშმინებ…

რუსეთი – ეს პარადოქსების ქვეყანაა – პრეზიდენტი იურისტია, კანონები კი  ხის მორების გავლით მუშაობენ.

რუსეთი მდიდარი ქვეყანაა, აი, ამერიკაში – ერთი კანონია ყველასათვის, რუსეთში კი – თითოეულს თავისი აქვს.

რუსეთი – მდედრობითი სქესისაა, ესე იგი იქნება კრიტიკული დღეები, როგორც წესი, მოვა პერიოდულად. არ ღირს მათით შეშფოთება!

რუსეთი იმედების ქვეყანაა, მისთვის ნებისმიერი პროგნოზი საბოლოდ ოპტიმისტური აღმოჩნდება.

რომანტიკა – ეს სიხარულია ელემენტარული პირობების გარეშე. და დუნიაზე ყველაზე რომანტიკული ადგილი – რუსეთია.

რუსი კაცის ცნობიერების უმთავრესი ნიშანია – რწმენა იმედების გარეშე.

რატომ აინტრესებთ რუსეთელებს აგრერიგ – რა ღირს ფუთი მერქანი? იმიტომ რომ კიდევ დაგვრჩა რაღაც გასაყიდი.

რუსეთის განვითარების განსაკუთრებული გზა მდგომარეობს იმაში, რომ ორი ბოროტებიდან ვიქმნით მესამეს, ორი ხომ ისედაც შევისრუტეთ.

რუსი ადამიანის განმასხვავებელი განსაკუთრებულობა – ესაა ლაპარაკის დაწყების ცოდნა ყველაზე უკანასკნელი სიტყვებით, თქვენს წინაშე რა მიზნებიც არ უნდა დაისახოთ, ჩვენ ჭიპზე გავსკდებით და ამ მიზნებსაც დავამსხვრევთ.

რუსეთის წინაშე ხომ ეგზომ ხშირად დგას ამოცანის არგადაწყვეტა, არამედ მისგან თავის დაძვრენა.

არ არსებობს უკანასკნელი წერტილიც კი, რომელზედაც ფეხი არ დაედგა რუს კაცს.

ახალ რუსეთს ახალ რუსებზე ვერ ააშენებ.

ჩვენი ხალხი თუ გენიალური არ არის, უკანასკნელ შემთხვევაში – უნიკალურია.

ჩვენმა ქვეყანამ ისე შორს გაუტია, რომ უკან მოიტოვა თავისი მომავალი…

ჩვენი დიდი ინტეგრალური სქემები- მსოფლიოში ყველაზე დიდი სქემებია!

არ ვიცი, ვინ მიაყენა რუსეთს ყველაზე დიდი ზიანი ვარიაგებმა თუ „ვორიუგებმა“…

მთელს მსოფლიოში მიიჩნევა, რომ ფულები – ეს ხელისუფლებაა, ჩვენთან კი პირიქით, მიიჩნევა, რომ ხელისუფლება – ეს ფულია.

ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ორჯერ დააბიჯო ერთსა და იმავე ნეხვს – ეს სულ ადვილია.

რუსი ადამიანის ყველაზე ცნობილი გამომგონებლობა დაფუძნებულია მისი არცოდნის ნაზავზე, რამესგან რისიმე გაკეთება სრულიად მარტივია, და იმისი არგაგებაც, რომ რაღაცისგან რაღაცის გაკეთებაც მკაცრად დაუშვებელია.

მხიარული რუსული ქორწილები შეიძლება გახდეს რუსული დასაფლავებებად.

რუსეთში ცხოვრება გაუმჯობესდა, მაგრამ არა ყველასათვის, მხოლოდ უკიდურესი უმცირესობისთვის.

რუსეთში ერთი უბედურებაა. ესაა სულელები კეთილშობილი განზრახვებით.

რუსეთში ერთი უბედურებაა: გზები, რომლებსაც სულელები კრემლში მიჰყავთ.

რუსეთში ნათლად მხოლოდ ბურუსით მოცული პერსპექტივები სჩანან.

რუსეთში აღორძინებიდან დაცემამდე ერთი ნაბიჯია.

რუსეთში პოლიტიკას აკეთებენ არა თეთრი ხელთათმანებით, არამედ ეჟოვის ხელთათმანებით.

რუსეთში შემმოწმებელი – ეს არ არის თანამდებობის პირის ფუნქცია, არამედ პრივილეგიაა.

რუსეთში აწარმოებენ მხოლოდ მას, რისი შეკეთებაც  მთვრალ „მუჟიკს“ უროთი შეუძლია.

რუსეთში წარსულს მოაქვს არანაკლები სურპრიზები, ვიდრე მომავალს.

რუსეთში ხელისუფლების სამი შტოა, სადაც თითოეული ფოთოლი ლეღვისაა.

რუსეთში ბიზნესის მფლობელს მფარველის გარეშე ხუფი ადევს.

რუსეთში ყველაფერი გონიერი ნაადრევია.

„ედინაია რასიას“ დედობრივ ზრუნვაზე უბრალო რუსეთის შესახებ მთელი უბრალო რუსეთი ერთიანი შემართებით პასუხობს უბრალო დედის გინებით.

სხვა დანარჩენი ქვეყნისაგან განსხვავებით, რუსეთი შეიძლება ალალად უყვარდეს მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრებს.

შორიდან უფრო მეტი ჩანს, ამიტომაც მრავალნი უპირატესობას ანიჭებენ რუსეთის შორიდან დაკვირვებას.

რუსეთი -ეს ქვეყანაა, სადაც არჩევანის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პუტინისეულსა და ნოვგოროდისეულს შორის.

ჩვენს ქვეყანაში წვენის დადენა ლიმონის ქერქისაგან უფრო შედეგიანია, ვიდრე ორთქლისაგან.

რუსეთის უბედურება იმაშია, რომ უმრავლესობა მიეჩვია დამცირებულ ცხოვრებას.

რუსულად უკონტროლობა  – ეს ის არ არის, რომ ხელები ფულისაკენ არ მიიწევს, არამედ ის რომ ამ ხელებს გამუდმებით უტყლაშუნებენ.

დასავლეთში ნოქრებს მუშტრებისადმი გაღიმებას ასწავლიან, ჩვენთან კი არა. და მართალიცაა. იმიტომ რომ რუსი ადამიანის სახეზე გადაფენილი ღიმილი ისე გამოიყურება როგორც  ღრენა.

რუსი კაცის ცნობიერება – თუ ყველაფერს უმალვე ისე გააკეთებ, როგორც საჭიროა, მაშინ შედეგისაგან კმაყოფილებას ვერ მიიღებ.

კაპიტალიზმი – დღევანდელი რუსეთის წყობის სახელწოდებაა.

ზოგჯერ გეჩვენება, რომ მითი რუსეთის ამოუცნობ სულზე მოგონილ იქნა თვით რუსების მიერ იმისათვის, რომ არ იმუშავო.

უცხოელები ამტკიცებენ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სიტყვა, რომლის წინააღმდეგაც წასვლა არ შეუძლია არცერთ რუსს. ეს არის ტკბილი სიტყვა – ასაბია!

კრემლში მომსვლელი თითოეული რეფორმატორი რუსი ხალხისათვის სინათლეს გვირაბის ბოლოში ანთებდა… წასვლისას კი აქრობდა.

რუსეთის მთავრობის სანუკვარი ოცნება: ერთ მშვენიერ დილას ხალხი გაქრებოდეს, ნავთობი კი დარჩებოდეს.

რუსეთში აკრძალვები შამათია  და დადგება სრული ფათა.

რუსეთში ცხოვრება – უკვე გმირობაა, ზამთრის რუსეთში კი დიადი გმირობა!!!!

რუსეთში გზები – ეს ოღრო-ჩოღროებია ორ კიდეს შორის, ხდება, რომ კიდეები ქრებიან და ოღრო-ჩოღროები სამუდამოა!

მიეცი რუს კაცს საყრდენი წერტილი და ის გადაბრუნდება… მეორე მხარეს.

ყოველთა რუსებს აერთიანებს თუნდაც ის, რომ მათ ერთად შეჭამეს მრავალი ფუთი მარილი, მხოლოდ და მხოლოდ შავი პურით, სხვებმა კი შავი ხიზილალით.

რუსეთის მთავარი უბედურება მისი უბედურებების ამოუწურაობაა.

რუსეთის სახელმწიფო წყობა პარანოიაა. პარანოია – ეს იმის შიშია, რომ შენ გმართავენ უხილავი ძალები.

რუსული დემოკრატია – ეს უპირველეს ყოვლისა არის სიტყვის თავისუფლება საქმისაგან, საქმის თავისუფლება სინდისისაგან და სინდისის თავისუფლება ქეჯნისაგან.

როცა სახელმწიფო ადამიანის სახით შემობრუნდა ადამიანისაკენ, ადამიანმა საშინელებისაგან შეჰყვირა.

მთავრობა მუშაობს კარგად… ეს ხალხი ცხოვრობს ცუდად, იმიტომ რომ მთავრობაში არ მუშაობს.

რუსეთში ხელისუფლებით ადამიანთა ორი კატეგორიაა კმაყოფილი, ისინი, ვინც გაგებაში არაა და ისინი, ვინც წილშია.

ჩვენთანაც დაცულია ადამიანის უფლებები და მარტო ერთის არა, არამედ რამოდენიმე ასეული რჩეულისა!

თანამედროვე რუსეთში წარმატებული ცხოვრების საიდუმლო დაკავშირებულია პატიოსნებასთან და წესიერებასთან: თუ თქვენ არ გაგაჩნიათ ეს თვისებები – წარმატება გარანტირებული გაქვთ!

სამართლიანობა – ეს ისაა, რისიც თქვენ  მანამდის გწამთ, სანამ თქვენ სამართალდამცავ ორგანოებს შეეფეთებოდეთ.

ცხოვრება რუსეთში გახდა გაცილებით უკეთესი: თუ ადრე მისგან გარბოდნენ უკმაყოფილოები და გაძარცვულები, ახლა კი მას ტოვებენ გამდიდრებულები და კმაყოფილები.

თუმც დღეს მთელს რუსეთში აშენებენ ტაძრებს,- ეს არაა ქრისტიანობის აღორძინება. უბრალოდ მოსახლეობის ზოგიერთ ნაწილს უნდა ცოდვათა მთელი ზვინის მონანიება,დანარჩენები კი კარიბჭეში შევლენ, და ადგილი ყველას ეყოფა.

რაც რუსისთვის კარგია, ის გერმანელისათვის პორნოა!

მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში აკეთებენ ღობეებს ფიცრისაგან, ავეჯს კი ნახერხისაგან.

გამოთაყვანების, სიცრუის, უცხოთა ცხოვრებისადმი შეურაცხმყოფელი ურთიერთობების წინააღმდეგ ბრძოლა რაღაც უმაღლესი სახელმწიფოებრივი ინტერესების სახელით – ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა? გამოთაყვანების მიჩქმალვა – ესაა მისი დიდებისათვის ბრძოლა! უფრო მეტი გამოთაყვანება – ეს რუსეთის დიდების სიმაღლეა!

რუსეთისათვის ყველაზე საშინელება დაიწყება მაშინ, როცა ბოლშევიკები გამოფენენ სამფეროვან დროშას (თეთრი ემიგრანტი არგენტინაში 50-იანი წლები).

ხუნდები – რუსი კაცის საყვარელი სამოსი და სამკაულია. ციხე – აი ესაა სამშობლო რუსი კაცისა. მუქთა – აი, სახლი და ჭერი რუსი კაცისა.

რუსეთის წარსულში არის რაც გინდა, გარდა რეალური ისტორიისა. შესაძლებელია ეს იმ მცირე ქვეყანათაგანია, სადაც ისტორიას დღემდის ანაცვლებენ მითებით ისტორიის შესახებ.

რუსეთში უკვე კარგა ხანია აღარ არის პრობლემები თავისუფალ სიტყვასთან მიმართებაში. თავისუფლების პრობლემა დგება სიტყვის შემდეგ.

თუკი ამერიკელები ჩლუნგები არიან, მაშინ რა უნდა თქვა იმათ შესახებ, ვინც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მათ დაწევასა და გადასწრებას?

ყველაფერი ადამიანის ხელშია, რომლის ხელებიც ჯიბეშია… სახელმწიფო.

თუ მათი კაპიტალიზმი სოციალურად ლპებოდა, მაშინ ჩვენი სოციალიზმი – კაპიტალურად.

ჩვენ ხომ იმისათვისა ვართ დაბადებულები, რათა ცხოვრება ვაქციოთ ახვრულად.

ხელისუფლებისაგან გამომთვრალები ნაბახუსევზე სისხლით გამოდიან.

რუსეთში დღეს შესაძლებელია მოვლენათა განვითარების ორი ვარიანტი – უცუდესი და ნაკლებად საეგებიო.

რაც ცოტა მაცხოვრებელია, მით უფრო დიდი გეჩვენება იმპერია.

ქსენოფობია ღმერთის სიძულვილის ნაირსახეობაა.

ააყენე მონა მუხლებიდან – მიიღებ უტიფარს.

ამერიკელი აღმერთებს თავის ქვეყანას და დინგს მიუნგრევს ყველას, ვინც მას არ დაეთანხმება. რუსს არ უყვარს თავისი ქვეყანა,მაგრამ სიფათს მიუნგრევს ყველას, ვინც მას დაეთანხმება.

თუ ბილბორდებზე გამოჩდნენ თავხედი ღორული სიფათები, ეს იმას ნიშნავს, რომ მალე არჩევნებია.

ინტელიგენციის ხელისუფლებაში მოსვლა ყოველთვის სამწუხაროდ მთავრდებოდა – ინტელიგენცია კლებულობდა.

ბელადები ჩვენ სამარემდის გვიყვარს, შემდეგ კი გვძულს.

ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, ესენი ხომ ერთმანეთისათვის ასე უცხონი არიან.

ნაცვლად ნათელი ხვალინდელისა, მოვიდა ბილწი გუშინდელი.

ხალხი – დიადი, ბელადები – გენიალური, სასარგებლო წიაღისეული განუზომელი და ისე ვცხოვრობთ, თითქოს ეს ყველაფერი სიცრუეა.

რუსეთში ცხოვრების საუკეთესო დროებია – პირველი ცხრა თვე.

ყველა ქვეყანა კანონებით ცხოვრობს, რუსეთში კი ანდაზებითა და აფორიზმებით.

რამდენად უბადრუკი უნდა იყოს ხალხი, მრავალმილიონიანი ტიტულოვანი ერი, რაკი დაუშვა, რომ ერთი მუჭა საცოდავი „ჟიდები“ საუკუნეთა მანძილზე ალპობდა, ქურდავდა და ამცირებდა მას?

***

ვიქტორ ვლადიმერის ძე ეროფეევი

(დაბ. 1947), რუსი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. 1979 წელს ის გახდა დამაარსებელი და თანამონაწილე ცენზურისაგან თავისუფალი ალმანახისა „მეტროპოლი“ და გაირიცხა სსრკ-ს მწერალთა კავშირის რიგებიდან.

რუსეთში ზოგადად არ არსებობს ერთი პატიოსანი კაციც კი.
რუსეთი შედგება გულადი ადამიანებისაგან, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან.
რუსეთში უყვართ ის, ვინც უამრავი რუსი გატანჯა და გაანადგურა.
რუსულმა ხელისუფლებამ ძირითადად საკუთარი მოსახლეობა გაანადგურა,და არა უცხონი ან მტრები, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.
რუსეთს მოუწევს ჯადოს ახსნა თუნდაც იმისათვის, რომ არ დაიღუპოს.
გამჭრიახი კაცი – ეს არაა რუსული მოვლენა.
რუსებს ყოველთვის მიაჩნდათ, რომ დასავლეთის ჩაძირვა გარდაუვალია. მათ, ეტყობა, რაღაც ვერ გათვალეს. დასავლეთის მაგიერ იძირება რუსეთი.
რუსი იხრწნება უტოპიით, ვითარცა ჩირქით.
რუსული ყოფა მოწოდებულია ადამიანები ჩამოაშოროს ცხოვრებას.
რუსეთი – ეს ქვეყნის ისეთი სახეობაა, რომელიც შობს ადამიანურ უბედურებას.
რუსეთი კარგია უტოპიური კონსტრუქციების დასამუშავებლად, რომლებიც აშკარად განუხორციელებელია და რომელთა განვითარებასაც მოჰყვება ბევრი მსხვერპლი. ამაზე უფრო საშინელებას არცრას უნდა ელოდო ასეთი დიდი ქვეყნისაგან.
რუსეთში არის დადებითი უუნარობა ე. წ. ნორმალური ცხოვრებისათვის.
რუსეთი უდავოდ საშიში ქვეყანაა.
რუსული ცხოვრების ძირითადი სისაძაგლეა და არა სულმდაბლობა, ადამიანთან დამოკიდებულება როგორც ნეხვთან, არამედ ფარული თანხმობა უღირსი ცხოვრების გაგრძელებაზე და სწრაფვა ამის გამართლებისკენ. რუსული სიმართლე მდგომარეობს ყველაფრის გამართლების მიდრეკილებაში.
რუსები – ოსტატები არიან საკუთარი მტრების გამოგონებაში.
ადამიანი, რომელიც ვერ სწვდება თავის ინტერესებს და შეგნებულად ვნებს საკუთარ თავს მთელი ცხოვრების მანძილზე, უდაოდ გამოუცნობია. თანამგზავრის გაშვებისა და ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ არქაულ განათლებაში ჩარჩენილი ხალხი საშიშია და დაუნდობელი.
შემართებული გამოფხიზლება მარადიული ღირებულებებისკენ ნეხვში.
სიმწარე პირში – სამშობლოს უმთავრესი გემო. ქვეყანისათვის საკუთარი თავისთვის მუშაობის იძულების უუნარობა. სახელმწიფოს ადამიანისაგან დასაბამისეული გაუცხოების დაძლევის უუნარობა. დაუსაბამო ვიშვიში. დისდენტთა ენაბლუობა. წამებულობა. რუსული ცხოვრების უსასრულო სითახსირე. როცა ცხოვრება ცხოვრების საწინააღმდეგოდ მიედინება. სასოწარკვეთილების გმირობისა და უკიდურესი ეროვნული ჭეშმარიტების ხარისხში აყვანა. სასოწარკვეთა კარნახობს სიძულვილს ქვეყნისადმი.
რუსებთან ასე თუ ისე შესაძლებელია საქმის დაჭერა, რუსეთთან კი ვერასოდეს მორიგდები. მასში ერთობ ბევრი ნეხვია შეზავებული.
რუსები უნდა განაშორო რუსეთისაგან. რუსეთი რუსებზე უარესი ნეხვია.
რუსული სასამართლო საშინელია უსაშინლეს სასამართლოზე.
… რუსების ეროვნული იდეა – უსარგებლობა. არ არსებობს სხვა რაიმე იდეა, რომლიც რუსებმა ცხოვრებაში მეტ-ნაკლები თანმიმდევრობით გაატარონ.
რუსეთში ზედმეტია ყოველი.
რუსეთში შრომა იხშობა ორი მხრიდან. მოთხოვნილებისა და შედეგის მხრიდან.
მხოლოდ ძალმომრეობას შეუძლია მოიყვანოს ქვეყანა გრძნობაზე. მოსახლეობის არაფრად ჩაგდება. თუ გაწყვიტავ ნახევარს (არაა შესაბრალისი – ხალხი ბევრია), მეორენი კი მორჩილები გახდებიან.
რუსები მუჭში უნდა გეჭიროს,მუდმივ შიშში, უნდა ჩაგრო, არ უნდა მოადუნო.მხოლოდ მაშინ ყალიბდებიან ისინი ხალხად და ასე თუ ისე რჩებიან ამ ქვეყნად.
რუსებს არ გააჩნიათ ცხოვრებისეული პრინციპები. მათ არ ძალუძთ საკუთარი თავის დაცვა. მათ საერთოდ არ იციან რამე. მათ არაფერი გააჩნიათ. შეგიძლია გააბითურო. რუსი – ძალზედ საეჭვო ყოფა-ქცევისაა. რუსი – ზნეობრივად ბნელია. ვერ სცნობს საკუთარ ბედნიერებასაც. მან არ უწყის თავისი ბედნიერება.ის ყოვლეგვარ გამარჯვებას მარცხად აქცევს, ვერ ისარგებლებს. სანაცვლოდ, ყოველგვარ მარცხს კატასტროფად აქცევს…
რუსისთვის ყოველი დღე – მეორედმოსვლაა. ის ამას შეჩვეულია. ის თავის თავს სხვაზედ აღმატებულად თვლის, მაგრამ ფილოსოფიამ რუსეთში ფეხი ვერ მოიკიდა. საითკენ უნდა მოუწოდო გზააბნეულ ადამიანებს? თუ უმეცრება – სულიერებაა, მაშინ ჩვენ სულიერნი ვყოფილვართ. ჩვენ მოჭარბებულად არაფერი გვჭირდება. მხოლოდ დაგვეხსენით. რუსი შეურაცხადია. ყოველთვის გაუგებარია, რა გაიგო და რა არ გაიგო. უბრალო რუსს უნდა ელაპარაკო ძალზე მარტივად. ეს ავადმყოფობა არაა, არამედ ისტორიული ყოფაა.
ჩლუნგობა – ადამიანური სურვილების რუსული სამანია, სულერთია, როგორც ჯარში – გენერალსიმუსია.
ყოველი რუსი უფროსი – სქელშუბლაა. ერთნი დონდლო ჩლუნგები არიან, მეორენი კი თავაშვებული ფანტაზიებით. გაუგებარია, თუ რას წამოაყრანტალებენ მეორე წუთში… ის აღმერთებს თავისსავე დაუსჯელობას. სიჩლუნგე დამკვიდრებულია ეროვნულ სადიზმზე.
რუსეთში ყველაზე ურთულესი – მორალის ამოცნობაა. ქვეყნის მთელი ინტელექტუალური ძალები წავიდნენ სიკეთის გამართლებაზე, მაგრამ სრულიად ამაოდ.
პრინციპში, რუსი – ზნეობრიობის თაყვანისმცემელია, მაგრამ მხოლოდ პრინციპში. სინამდვილეში კი, რუსი უაღრესად უზნეო არსებაა. ის თვლის, რომ თვით კეთილია და საერთოდაც უნდა იყო კეთილი. რუსისათვის მორალს არ აქვს სამკვიდრო. ის მოძრავია და მიესადაგება ვითარებას.
პრინციპში, რუსი – ზნეობრიობის პოლკოვნიკია. ეს მხოლოდ პრინციპში. ისე კი, რუსი უსაშველოდ ზნედაცემული არსებაა. ის თვლის რომ ის ჩლუნგია და საერთოდ უნდა იყო კეთილი. რუსი მორალისათვის არაა მოტივირებული.

რუსები ვერ იტანენ მათთან კარგ ურთიერთობას. კარგი ურთიერთობისაგან ისინი იხრწნებიან, მყრალდებიან, როგორც ძეხვი მზის გულზე. მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ვნებენ. არ ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, ანგრევენ ოჯახებს.
ისინი ცხოვრობენ უვარგის პირობებში და ეგუებიან ამას. ძნელია წარმოიდგინო, თუ რას ვერ აიტანენ რუსები. შესაძლებელია ისინი ყველაფრისაგან განძარცვო. ისინი უპრეტენზიონი არიან. შესაძლებელია ისინი აიძულო, რომ დაიბანონ სილით. უფრო მეტიც, რუსები უსაზიზღრესი შურიანებია. თუ ერთს სიკვდილის წინ წამებასა და ტანჯვას მიუსჯიან და მეორეს უბრალოდ დახვრეტას, პირველენი აყვირდებიან, რომ მეორეებს გაუმართლათ. და მართლებიც აღმოჩნდებიან.
მე ვფიქრობ, რომ რუსი – ეს ისაა, რომელსაც არ ეხება აღზრდა, ის მხოლოდ აღზრდილის სახეს ღებულობს. აღზრდაზე რუსეთში არც ვინმე ზრუნავს. არსებობს რუსების მხოლოდ ერთი ტიპი – აუღზრდელი ადამიანები. გლეხები,მუშები, ინტელიგენცია, მთავრობა – ყველანი უზრდელები არიან. ელეგანტური რუსი ხომ მთლად ანეგდოტია.
ჭკვიანი რუსების უმრავლესობა საბოლოოდ წბილდებიან რუსებში. მაგრამ თავიდან ფიქრობენ წმინდა უხუცესებზე, ვოლოგდელ მოკრძალებულებზე, ნესტორისეულ რუსზე.
რუსებს გააჩნიათ წარმოსახვა. მათ შეუძლიათ თხრობა. რუსული სამყარო სიტყვებისაგან შედგება. ის ენაწყლიანია. წარტაცე სიტყვა – არც რამე დარჩების.
კარგები დიდი ხანია განადგურდნენ. შემდეგ გაანადგურეს მეტ-ნაკლებად რიგიანები. შემდეგ გაანადგურეს ზომიერად გარეწრები.
ვერ ვუგებ იმ მწერლებს, რომლებიც წავიდნენ რუსეთიდან. რუსეთი – სამოთხეა მწერლებისთვის. მაგრამ მე არ შემიძლია გავუგო იმ მწერლებს, რომლებიც აქ დარჩნენ. რუსეთი – ჯოჯოხეთია მწერალთათვის.
იმედი იმისა, რომ რუსეთმა არ ამოწურა ადამიანური ძალები, აღმოჩნდა ერთობ მშვენიერი სულელური. რუსეთი არ მიეკუთვნება კულტურებს, რომელთაც შესწევთ თვითგამორკვევის უნარი. ეს ისტორიულად უბედური ქვეყანაა. ის სიცრუეში აღესრულება. რუსეთში ცხოვრება მხოლოდ სიცრუითაა შესაძლებელი, ინტელიგენციის ჰუმანისტური სიცრუის ჩათვლით.
რუსული კომუნიზმის კოლაფსი – რუსს არ უყვარს ადამიანები. ის – არის არასაზოგადო კაცი და თავის საფუძველშივე უჟმური. რუსი, როგორც გერმანელი არ გაიზარდა სამყაროში. ის დაფრინავს, ორთქლდება სამყაროს ზედა. რუსი არ ფლობს სამყაროს, თავი ვერ გაართვა მას და ზედ გადმოეკიდა. და ამ „ზედდაკიდებიდან“ წარმოიშვა რუსული სულიერება.
რუსული სულიერება – „беседa о бренности“. მაგრამ რუსი – იძულებითი ასკეტია. სამყაროს თავგაურთმეველი, ის ლაპარაკობს სამყაროს სიბერწეზე. ის ზურგს აქცევს სამყაროს გულმოსული და თავის თავში აპოხიერებს გულმოსულობას, სამყაროსადმი ეჭვიანობას, როგორც უკანასკნელი ინსტანციის უძვირფასეს ჭეშმარიტებას.
რუსი – ეგზომ არაისტორიულია, და ამაშია მისი თვითმყოფადობა. ის ყოველთვის თავგზააბნეულია, იწყებს ერთით და ლაპარაკობს მეორეზე, აზრს ვერ იჭერს. ეტყობა, მას ეშინია აზრის.სამყაროს თავგაურთმეველი აბინძურებს სამყაროსაც. ის ანტიეკოლოგიურია. მისი სამყარო სამრეცხაოდ იქცევა, და რომ არა ხელისუფლება, რუსი დიდი ხნის ჩაძირული იქნება ნარჩენებში.
რუსი მოწამლულია,გატანჯულია, ქანცგაწყვეტილია.ხან იღრინება, ხან კიდე კუდს აქიცინებს, ის ელის თავის გამართლებას.
რუსის განმასხვავებელ ნიშნად ითვლება მისი უნარი სისაძაგლის კეთებისა. ერთიანობაში -საძაგლობს. რუსისთვის ირგვლივ ყველა დამნაშავეა. რუსი განთქმულია არასაიმედობით. დაგპირდება – არ შეასრულებს.. მისთვის უმთავრესია შეინარჩუნოს ლინეალური არსებობის საშუალება. ის არასაიმედოა, სხვამხრივ, ის როგორც რუსი დაინგრეოდა. ეს არის ეროვნული თავდაცვის სისტემა, კარატეს განსაკუთრებული სახეობა.
მე მომწონს ის, რომ ჩემი ქვეყნის ხალხს ასეთი ცარიელი და თაღოვანი თვალები აქვთ. ეს ჩემში კანონიერი სიამაყის გრძნობას ნერგავს. შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი თვალებია იქ, სადაც ყველაფერი იყიდება და ყველაფერს იყიდი.
ღრმად გადამალული, მიმალული, მტაცებელი და დამნაშავე თვალები. გაუფასურება, უმუშევრობა, პაუპერიზმი…
იცქირებიან წარბსქვემოდან, დაუცხრომელი ზრუნვითა და გასაჭირით – აი ასეთი თვალებია მომხვეჭველთა სამყაროში..
და მაინც როგორი თვალები აქვს ჩემს ხალხს! ისინი დღენიადაგ დაჭყეტილია, მაგრამ მათში არაა რაიმე დაძაბულობა. ყოველგვარი აზრის სრული არარსებობა – სამაგიეროდ ეს როგორი ძალაა (როგორი სულიერი ძალა!)! ეს თვალები არ გაგყიდიან. არცრაიმეს გაყიდიან და არც იყიდიან. რაც არ უნდა მოუვიდეს ჩემს ქვეყანას, ორჭოფობის ჟამს, უსიამო ფიქრისას, ნებისმიერი გამოცდისა და უბედურების ჟამს – ეს თვალები არ შეიხრებიან. მათთვის სულ ერთია!
ვინ თქვა რომ სტალინი მოკვდა? სტალინი ჩვენს შორის ცოცხლობს. ის ცოცხლობს სამართლიანობაზე მეოცნებე დედაბრების გულებში, ის ცოცხლობს სიცოცხლის უფლების მოკვეთილ დამცირებულებსა და შეურაცყოფილებში, ის ცოცხლობს ბანდიტებსა და დამნაშავეებში, რომელთაც არ ეშინიათ რომ მოკლან, ის ცოცხლობს მილიციონრებსა და ჩინოვნიკებში, რომელთაც სწამთ თავიანთი დაუსჯელობისა, ის ცოცხლობს ხელისუფლების ერთგულ ეშელონებში, რომელიც თვლის რომ იციან ქვეყნის მართვა. ის ცხოცხლობს ხელისუფლების ვერტიკალში ზემოდან ქვემოთ. ის ცოცხლობს ახალგაზრდებში, რომელთათვისაც უცხოა პასუხისმგებლობის გრძნობა, ის ცოცხალია ნაციონალისტებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ ყველაზე საუკეთესონი ვართ, ფაშისტებშიც, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში სტალინის მოკავშირეები იყვნენ. ის ცოცხლობს მათში, რომელნიც ოცნებობენ რუსეთის იმპერიის აღორძინებაში და ქედმაღლურად ეკიდებიან მეზობლებს, და შემდეგ აწყობს ისტერიკებს იმ საბაბით, რომ მეზობლები სიძულვილით აქცევენ ზურგს სტალინს. სტალინი ცოცხალია გადაკეთებულ საბჭოთა ჰიმნში, მოსყიდულ ჟურნალისტებში, ჩვენს საეკლესიოს სლავიანურ კომუნისტებში, ბიზანტიური ავყია ჭორების მონასტრულ ნოსტალგიაში.
სტალინი ცოცხალია – ის ცოცხლობს მოსწავლეებში, რომლებიც თანაკლასელებზე ძალმომრეობენ, ძალოვანებში, რომლებთაც არც თუ იშვიათად წესრიგი ციხის შინაგანა წესების კოდექსში ერევათ.
სტალინი ცოცხალია, იმიტომ რომ ვართ მსხვერპლნი ჩვენი უბედური ისტორიისა, რისი გაგებაც არცოდეს გვინდოდა. სტალინი ცოცხალია, იმიტომ რომ სადომაზოხიზმი – ეს ჩვენი ეროვნული თამაშობაა. ო, რა ბევრის სტალინი მოქუჩდა ჩვენში! გიყვარდეს სტალინი – ეს უწინარესად ნიშნავს აგდებულად იძიო შური მათზედ, ვინც შენ არა გგავს.
სტალინი – ეს მყრალი, ბუყბუყა ქვაბია ჩვენს კერებზე.
არ შეიძლება სტალინის სიძულვილი, რამეთუ სტალინი – ჩვენი ერთობის გარანტია, საყრდენია ჩვენი იდიოტიზმისა.

***

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: