IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• სტალინი და ეკლესია

• Russia-რუსეთი

 

 

***

 

სტალინი და ეკლესია: ხუთი ფაქტი

 

  1. არ არსებობს არავითარი სარწმუნო წყარო იმის შესახებ, რომ სტალინი ოდესმე შეხვედროდა კეთილმსახურ მატრონა მოსკოველს. ლეგენდა მათი შეხვედრის შესახებ, რომლის დროსაც წმინდანმა, თითქოსდა დალოცა სტალინი, წარმოიშვა 1993 წელს გამოცემულ ზ. ვ. ჟდანოვას წიგნის წყალობით. კანონიზაციის სინოდიალურმა კომისიამ დეტალურად შეისწავლა არსებული წყაროები და საბუთები, რითაც უარყო ეს ვერსია წმინდანის ცხოვრების აღწერაში. კომისიის დავალებით შედგა კანონიკური ტექსტი კეთილმსახურ მატრონას ცხოვრებისა, საიდანაც ამოღებულ იქნა არა სარწმუნო და ღვთისმეტყველურად დამახინჯებული ცნობები, მათ შორის მისი სტალინთან შეხვედრისაც.

 

  1. სტალინი არასდროს შეხვედრია ლიბანის მთიანეთის მიტროპოლიტ ილიას (კარამი), თუმც შესაძლებელი იყო, რომ ეს შეხვედრა მომხდარიყო 1947 წელს. მაშინ მიტროპოლიტი ილია ჩავიდა სსრკ-ში როგორც ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელი და მოლაპარაკებებს აწარმოებდა პატრიარქ ალექსეი პირველთან და საბჭოთა ხელმძღვანელობასთან ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრების მიზნით, რომელიც საბოლოოდ 1948 წელს შედგა. ერთია რომ,მიუხედავად მიტროპოლიტის თხოვნისა სტალინთან შეხვედრაზე, მას უარი უთხრეს.

 

  1. ვერსია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტ ილიას გამოეცხადა ღვთისმშობელი და მას ჰსურდა გადაეცა საბჭოთა მთავრობისათვის თხოვნა, რომ აუცილებელია სტალინგრადისა და ლენინგრადის გარშემო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის შემოტარება (რომელიც თითქოსდა აღსრულებული იქნა – ესე იგი, თვითმფრინავმა ხატით შემოიფრინა ამ ქალაქებზე, ეს ეხება ასევე ლეგენდას მოსკოვის გარშემო შემოფრენასაც), პირველად გაჩნდა მოთხრობაში „ყაზანის ღვღისმშობლის სასწაულები“. 1990-იანი წლების დასაწყისში ეს არავითარ საარქივო წყაროებითა და დოკუმენტებით დამტკიცებული ტექსტი ხშირად ქვეყნდებოდა პერიოდიკაში სხვადასხვა ავტორების მითითებით, მაგრამ ნამდვილი ცნობადობა მოიპოვვა ს. და ტ. ფომინების კრებულით „რუსეთი მეორე მსოფლიო ომის წინ“.

 

  1. „1943 წლის შემობრუნების“ სრულყოფისათვის საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონდა რაციონალური მიზეზები და არა სასულიერო და მისტიური ხასიათისა. მსოფლიო საზოგადოებასთან მიმართვის აუცილებლობამ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად საბჭოთა ლიდერებს გაუღვიძეს რუსულ ეკლესიასთან თანამშრომლობის გააქტიურება, რომელსაც თავისი სამწყსოები ჰქონდა საზღვარგარეთაც, მათ შორის აშშ-ში, როგორც იმ დროისათვის სსრკ-ს მოკავშირესთან. 1941 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობის წინაშე იდგა ამოცანა, რომ რაც შეიძლებოდა სასწრაფოდ მიეღწიათ ლენდ-ლიზით არმიისათვის საჭირო შეიარაღების მიწოდება, 1942 წლისათვის კი მოკავშირეების მხრიდან ანტიჰიტრელური კოალიციის მეორე ფრონტის სასწრაფო გახსნას. საბჭოთა კავშირში ეკლესიის დევნის შეწყვეტის საკითხი მოკავშირეების მოლაპარაკებებში არ იყო საკვანძო, მაგრამ დოკუმენტაციის კეთილსინდისიერი კვლევაც არ გვაძლევს საშუალებას მას მეორეხარისხოვანი ვუწოდოთ (იხ. Болотов С.В. Русская Православная Церковь и международная политика СССР в 1930-е – 1950-е годы. М., 2011). 1943 წლის 4 სექტემბრის სტალინის შეხვედრა ეკლესიის ხელმძღვანელობასთან და ეკლესიისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯები, ისეთები, როგორიცაა პატრიარქის არჩევა, არ გამხდარა აღსავლის წერტილი, არამედ საბჭოთა ხელისუფლების თვალსაწიერით კანონზომიერი შედეგი მოსკოვის საპატრიარქოს „გამოყენებისა“, როგორც 1940-იანი წლების სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტის

tablica050313[1]

  1.  „1943 წლის შემობრუნება“ საბჭოთს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებში არ ნიშნავდა ეკლესიის დევნის სრულ შეწყვეტას. 1943 და შემდგომ წლებში სასულიეროების დაპატიმრებები და დახვრეტები მართლაც საგრძნობლად შემცირდა, რაც არ ნიშნავდა ქრისტიანთა დევნის შეწყვეტას. საბჭოთა ბანაკებში კვლავ იხოცებოდნენ რწმენისათვის გასამართლებული სასულიერონი და საერონი, თავისუფლებაში მყოფ მორწმუნეთა წინააღმდეგ გრძელდებოდა სისიხლის სამართლის საქმეების შეთითხვნა, სახელმწიფო იდეოლოგია და საშინაო პოლიტიკა რჩებოდა მკვეთრად ათეისტური.

 

 

ავტორი: სერგეი ბოლოტოვი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

 

http://www.foma.ru/stalin-i-czerkov-pyat-faktov.html

 

 

***

როგორ აღორძინებდა სტალინი ეკლესიას

მართლმადიდებლური ტაძრების უმრავლესობა აღდგენილ იქნა არა საბჭოთა ხელისუფლების მიერ, არამედ გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დიმიტრი პოსპელოვსკი

საეკლესიო ისტორიკოსი

სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე შვერნიკი და რუსეთის მართლმადიდდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე კარპოვი კრემლში პატრიარქ ალესეი I -სათვის ორდენის გადაცემის შემდეგ. 1960 წელი.

  საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის წინ თავიანთ საეკლესიო თანამდებობებზე მხოლოდ ოთხი არქიელი იყო – მიტროპოლიტები: საპატრიარქო ტახტის თანამესაყდრე სერგი (სტრაგოროდსკი), ლენინგრადელი ალექსეი (სიმანსკი), ექსარხოსი უკრაინაში ნიკოლოზი (იარუშევიჩი) და ბალტიისპირეთში ექსარხოსად წარგზავნილი სერგი (ვოსკრესენსკი) ან სერგი უმცროსი. სხვა დანარჩენი რუსული ეპისკოპატი ან დახვრიტეს ან იმყოფებოდნენ ბანაკებში, ციხეებსა და გადასახლებებში. ეკლესიის სხვა არალიტურგიული მოღვაწეობა (ქველმოქმედება, პატიმართა და მათ ოჯახებზე დახმარება, სულიერი აღზრდა) საეკლესიო იატაკქვეშეთს წარმოადგენდა.

ომი და ეკლესიის აღდგენის შეხედულება

ომის პირველსავე დღეებში, როდესაც ხელისუფალნი დაიკარგნენ, გაზეთები ომის დაწყების შესახებ სდუმდნენ, პანიკაში ჩავარდნილი სტალინი კი გაიქცა თავის კუზნეცევსკის აგარაკზე, მიტროპოლიტმა სერგიმ თავის საკვირაო ქადაგებაში განაცხადა, რომ ომი დაიწყო, რომ 1941 წლის 22 ივნისის თავდასხმა დაემთხვა არა მარტო კვირას, არამედ ყოვლაწმინდის დღესასწაულს რუს წმიდანთა  მიწაზე, მათ შორის ახალმოწამეთა, ასე რომ მორწმუნეთათვის ეს რაღაც მისტიური მომენტი იყო. მიტროპოლიტმა სერგიმ იმავ დღეს თავის ქადაგებაში მართლმადიდებელ მორწმუნეთ მოუწოდა დამდგარიყვნენ სამშობლოს დასაცავად და ბრძანა გადაეგზავნათ ეს ქადაგება-მოწოდება ყველა იმ მცირე ტაძარში, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებდნენ და წაეკითხათ ის ამბიონიდან. ეს ყველაფერი საბჭოთა კანონის დარღვევა იყო, რომელიც ეკლესიას უკრძალავდა საზოგადოებრივ, მით უმეტეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას. სტალინმა კი, როგორც ეტყობა, წამსვე შეაფასა ეკლესიის ასეთი პოზიციიის სარგებლობა თავდაცვის საქმეში. და მიტროპოლიტ სერგისადმი არა მარტო არ იქნა რაიმე სახის დაგმობა ხელისუფლების მხრიდან, არამედ, პირიქით, ეს მრავალრიცხოვანი პატრიოტული მოწოდებები მრავლდებოდა სახელმწიფო ტიპოგრაფიის მიერ და იყრებოდა თვითმფრინავებიდან ფრონტის იქეთა ხაზზე. ეკლესია აქტიურად აგროვებდა შემოწირულობებს ომისათვის. მიიღო რა უფლება ბანკში ანგარიშის გახსნისა საპატრიარქოს სახელით, უკანასკნელი კი როგორღაც დე ფაქტოდ ღებულობდა  იურიდიული პირის სტატუსს, თუმც ეს არსად დაფიქსირებულა.

ბოლოს, 1943 წლის 4 სექტემბერს სტალინი კრემლში შეხვდა სამ მიტროპოლიტს. შედეგად კი ოთხ დღეში მოიწვიეს კრება. რატომ ასეთი სიჩქარე? სრულიად უბრალოდ: სტალინს სჭირდებოდა მეორე ფრონტი, და ის იმედოვნებდა მის გახსნას თეირანის მომავალ კონფერენციაზე. ის ხვდებოდა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ბევრი რამ საზოგადოებრივ აზრზეა დამოკიდებული, ჩერჩილმა და რუზველტმა მას შეაგნებინეს, რომ მათ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის განწყობა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ შეიძლებოდა საბჭოთა კავშირში რელიგიური თავისუფლების ცნობით. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ანგლიკანური ეკლესიის ფაქტორი, რომლის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ 1941 წელს ცდილობდა საბჭოთა მთავრობისაგან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობასთან ვიზიტის ნებართვის მიღებას. სტალინმა გადაწყვიტა დაესწრო თეირანის შეხვედრამდის საბჭოთა კავშირში ანგლიკანური ეკლესიის მაღალი ვიზიტი. იმისათვის, რომ ინგლისელებზე მოეხდინათ დადებითი შთაბეჭდილება საჭირო იყო პატრიარქი და მისი წინამძღოლობით საზეიმო ღვთისმსახურება. სტალინს საბჭოთა კავშირში ეკლესიის აღდგენის დანახვა სჭირდებოდა 1943 წლისათვის დასავლეთში საბჭოთა არმიის გადამწყვეტი წაწევისათვის – რაიონებში, სადაც გერმანული ოკუპაცის პერიოდში გაიხსნა 7 500 მართლმადიდებლური ტაძარი.

საქმის რეალური ვითარება

ეკლესიის რეალური მდგომარეობა კი სრულიად სხვა იყო. სუკის გენერალ-მაიორის გიორგი კარპოვის (სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე) ჩანაწერებიდან, რომლებიც განკუთვნილი არ იყო პუბლიკაციისათვის, ხდება ნათელი, რომ დასაწყისშივე საბჭოთა მთავრობას აზრადაც არ მოსვლია ტაძრების, ეკლესიებისა და საღვთისმეტყველო დაწესებულებების გახსნაზე შეზღუდვების მოხსნა: ჯერ კიდევ 1943 წლის 13 სექტემბერს მოლოტოვმა განუცხადა კარპოვს, რომ ჯერაც არ არის საჭირო ეკლესიების გახსნა, არსებული შუამდგომლობები კი უნდა გადაეგზავნოს ადგილობრივ ხელისუფლებებს გადასაწყვეტად.

არქივები სავსეა ადგილობრივ ულებამოსილებათა მიმართ კარპოვის მოთხოვნებით, არ ჩაერიონ ეკლესიის საკუთარ, ლიტურგიულ ცხოვრებაში. გიორგი კარპოვი, როგორც მისი კოლეგა რელიგიური კულტების საბჭოში პოლიანსკი, ხაზს უსვამს, საბჭოების ერთ-ერთი ამაცანათაგანია – „შეინარჩუნონ ეკლესიისა და სახელმწიფოს ნორმალური ურთიერთობები და გააუმჯობესონ ისინი სამშობლოს სასარგებლოდ“. კარპოვი გამუდმებით აკრიტიკებს ადგილობრივ უფლებამოსილებს და ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკლესიასთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოს დადგენილებების შეუსრულებლობაში, მორწმუნეთა იძულებაში, დამატებითი შრომით გამოიმუშავონ უფლება ტაძრის გახსნისა.

კარპოვი იძლევა რჩევას უფლებამოსილების საკავშირო ბიუჯეტზე გადაყვანისას, რათა მათი დანიშვნა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭოსა და საოლქო კომიტეტების მიერ ერთობლივად მოხდეს და მხოლოდ მისი თანხმობით. ნათელია, ადგილობრივი ხელისუფალნი არაფრად აგდებდნენ საბჭოს წარგზავნილებს, რამეთუ კარპოვმა მოლოტოვისადმი გაგზავნილ მოხსენებაში ითხოვა, რომ სკკპ-ს ცკ-მ დაუგზავნოს საოლქო კომიტეტებსა და რაიკომებს წერილები, რომელიც დაადასტურებდა უფლებამოსილების მნიშვნელობას და იმაში, რომ რმე-ს საქმეთა საბჭო გაუთანაბრდა საკონსტიტუციო წესით სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებულ კომიტეტებს. ისე კი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლომდე რჩებოდნენ საოლქო კომიტეტების ბიუჯეტზე. სხვა საქმეა რაიონები, რომლებიც  ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ. იქ მოლოტოვი ურჩევდა, ყოველ შემთხვევისათვის, პირველ ხანებში, რომ წარმომადგენლების თანამდებობებზე დანიშნულიყვნენ ჩეკისტები.

სრულიად ნათელია, რომ განსაკუთრებით რბილი რელიგიური პოლიტიკა საბჭოთა სახელმწიფოსი – დროებითია. რომელიც ნაკარნახევია ომის პირობებით, დასავლელ მოკავშირეებთან კეთილი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და  ისევ საბჭოთა ხელისუფლების ქვეშ პირველად მოხვედრილი ტერიტორიების  მოსახლეობასთან. მაგრამ პარტიული მოღვაწეები თუ აფრთხილებდნენ დროებითობის შესახებ, მოსახლეობამ ამის შესახებ არრა იცოდა რა. საბჭოთა ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთ ლოიალობის ყველა შინაგანი გამოვლინება უნერგავდა მორწმუნეებს, საეკლესიო-სახელმწიფო ურთიერთობების ნორმალიზაციისა და ეკლესიის უფლებების გაფართოების ოპტიმისტურ იმედებს.

ცნობილია, რომ 1944 წლის მარტში კარპოვთან მივიდა დრამატურგ ოსტროვსკის 21 წლის ძმისშვილი, რომელმაც წარუდგინა ქრისტიანი ახალგაზრდების კავშირის პაკეტი, რომელიც ახალგაზრდობას აღზრდიდა პატრიოტიზმის, თავგანწირვისა და რწმენის სულისკვეთებით, რაც იმოქმედებდა მის ზნეობრივ აღზრდაზედაც. მისი აზრით, უპირველეს ყოვლისა, სასულიერო სკოლების გახსნა და ახალი მოსწავლეების ნაკადი მოწმობს ქრისტიანობის მორწმუნე ახალგაზრდების არსებობაზე, მეორე, ახალგაზრდობის ქრისტიანული კავშირები არსებობენ დასავლეთის ყველა ქვეყანაში, ნაცისტურ გერმანიაშიც კი; დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთში არსებობს ახალგაზრდული ქრისტიანული ორგანიზაციები, რისი დასტურიცაა – ინგლისის ახალგაზრდული ქრისტიანული მოძრაობის წერილი ანალოგიური რუსული მოძრაობისადმი – პასუხად კი უხერხული დუმილი საბჭოთა მხრიდან.

ოსტროვსკის სიტყვებით, მორწმუნე ახალგაზრდობის წიაღში არსებობს აზრი, რომ სასულიერო სკოლები კომპლექტდება ფარული კომკავშირლებით და სამღვდელოების ახალი კადრები მომავალშიც შეესაბამება ამგვარ შერჩევას.  ეს აზრი ფართოდ არის გავრცელებული მართლმადიდებელი ახალგაზრდების წრეებში. ბუნებრივია, კარპოვმა უარყო ასეთი კავშირის არსებობის დაშვება. კარპოვმა მისთვის დამახასიათებელი ბოროტულობით გამოთქვა აზრი ოსტროვსკის შესახებ: “…производит впечатление физически здорового молодого человека, но в психическом отношении, видимо, с отклонениям от нормы”.

ამის შემდეგ კარპოვთან მივიდა 52 წლის ინჟინერი შესტაკოვი, რომელმაც შესთავაზა რელიგიურ-ფილოსოფიური საზოგადოების შექმნა. ბუნებრივია კარპოვმა უარყო, მისი კომენტარი ინჟინრის შესახებ მსგავსია ზემოთმოყვანილისა: “производит впечатление психически больного человека…”  ეს კომენტარი წინამორბედია მორწმუნეთა ფსიქიატრიულში გაგზავნის ხრუშოვისა და ხრუშოვის მერმინდელი პრაქტიკისა. მარქსისტული განათლების მქონე კარპოვს ვერ გაეგო, საბჭოთა პირობებში აღზდილ და 20-30-ან წლებში გარდაქმნისა და ტერორის გადამტან ხალხს, ინტელიგენტ ადამიანებს თუ როგორ შეეძლოთ ერთის მხრივ გულწრფელად სწამდეთ ღმერთისა, და მეორეს მხრივ – წარმოედგინათ, რომ საბჭოთა დათმობა ეკლესიის მიმართ იყოს სერიოზული და ხანიერი.

ეკლესიების გახსნა ოკუპაციის დროს

ახლა კი გავაკეთოთ მოკლე მიმოხილვა ეკლესიის ცხოვრებისა იმ ოლქების საარქივო დოკუმენტებით, რომლებიც ოკუპაციიდან დაუბრუნდა საჭოთა ხელისუფლებას. ბელორუსიაში ეკლესიის პირველ მეთაურად ხდება ყოფილი განმანახლებელი, არქიეპისკოპოსი ვასილი (რატმიროვი), ზნეობრივად იმ დონეზე დავარდნილი ტიპი, რომ მისი ციხიდან გადამრჩენელი და ხელდამსმელი ვიტალი ბორევოი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი შემქმნელი, დიდხანს ეჭვობდა თავისი მღვდლის მადლმოსილებაში. აი ამ იერარქის მოღვაწეობის ნიმუში. 1945 წლის 19 იანვარს ის ბელორუსიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს სწერს დასმენას არაოფიციალურად არსებული სასანთლე საამქროების შესახებ სხვადასხვა სამწყსოში, რომლებიც გაისხსნა გერმანული ოკუპაციის დროს და წარმატებით უწევდა მათ მიერ გახსნილ ეპარქიულ სასანთლე ქარხნებს. მისი მიმართვა პარტიულ-სამთავრობო ამხანაგის მიმართ სავსე იყო მონურობითა და მლიქვნელობით.

ღმერთს დიდება, ვასილი არა მოარტო დიდხანს შერჩა ბელორუსიის ეკლესიის მეთაურად, არამედ საერთოდ ეპისკოპატის შემადგენლობას. უკვე 1947 წელს ბელორუსიის მიტროპოლიის მეთაური ხდება ყოვლად ღირსეული არქიეპისკოპოსი პიტირიმი.

საინტერესოა ეპისკოპატის მატერიალური უზრუნველყოფის ზოგიერთი დეტალი იმ შიმშილობის წლებში. შეგახსენებთ, რომ 1943 წელს სტალინთან შეხვედრისას, მიტროპოლიტებმა უარი თქვეს ფინანსურ დოტაციებზე, რომლებიც სტალინმა შესთავაზათ, მაგრამ დასთანხმდნენ კრემილის ულუფაზე განსაკუთრებულ ფასებში. საბუთებიდან სჩანს, რომ განსაკუთრებული ულუფები განკუთვნილი იყო საეპარქიო არქიელებზეც.

მღვდლების რეალური დაქვემდებარება საბჭოთა იერარქიისადმი ყველგან ერთნაირად არ ხდებოდა.. გომელის ეპარქიის 1945 წლის სამღვდელოების კრების ოქმი იტყობინება ეპარქიაში არსებული 8 მღვდლის შესახებ, რომლებმაც არ სცნეს მოსკოვის საპატრიარქო, აგრეთვე მრავალი ბერი, რომლებიც ღვთისმსახურებას აღავლენენ. საუბარი აშკარად უკიდურესი მიმდინარეობის  კატაკომბურ ეკლესიას შეეხება, რომლებიც თავიანთ თავს კინაღამ წმინდანებად მიიჩნევდნენ, ხოლო დანარჩენ მღვდლებს, კი მადლის არმქონედ. და კრებამ დაადგინა „ეთხოვოს რმე-ს საქმეთა საბჭოს… გაატაროს ზომები ზემოთხსენებულ პირთა მოღვაწეობის აღსაკვეთად, როგორც ოლქის საეკლესიო ცხოვრებაში განხეთქილებისა და არეულობების შემომტანებისა და სამწყსოს ცხოვრების სწორი ფუნქციონირების ხელისშემშლელნი“. სხვა სიტყვებით რომ ვთაქვათ მღვდლები ითხოვენ სახელმწიფო რეპრესიებს თავიანთ თანამოძმეთა წინააღმდეგ! მღვდელი პარტიზანი რაინა არქიეპისკოპოს ვალისისადმი მიძღვნილ 1946 წლის მარტის რაპორტში საუბრობს უკვე გომელის ეპარქიაში არსებულ ასეთ 11 მღვდლის შესახებ, რომლებიც სოფლიდან სოფელში დადიოდნენ, ამ რაინამ შეძლო 4 მღვდლის გადაყვანა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.

კატაკომბელთაგანი დაკავშირებული იყო ეპისკოპოს დიმიტრი გუდოვსკისთან, რომელის ერთ-ერთი პირველი იყო მიტროპოლიტ სერგის 1927 წლის დეკლარაციის წინააღმდეგ განხეთქილებისა, რამაც შემდგომში მიიღო სახელწოდება “Иосифлянского” მიტროპოლიტ იოსების (პეტროვიხი) სახელის მიხედვით, რომელიც შეუერთდა ამ განხეთქილებას და სათავეშიც ჩაუდგა მას.

ამ ჯგუფის ორი სხვა კატაკომბელი ხელდასმულნი იყვნენ გერმანული ოკუპაციის დროს ეპისკოპოს პანკრატ ჩერნიგოვსკის მიერ, რომელიც საბჭოთა ხეისუფლების დაბრუნებისთანავე გაქრა. ზოგიერთთა თქმით, ის დააპატიმრეს, სხვათა თქმით კი მოკვდა. კიდევ ერთ შეუდრეკელ კატაკომბელ მღვდელზე იტყობინებიან, რომ ის დაპატიმრებულია. დოკუმენტები სდუმან კიდევ სამი თუ ოთხი მღვდლის შესახებ.

ასე რომ, ბელორუსიაში უკვე ჩნდება კატაკომბული სამღვდლოება, რომელიც არ სცნობს მოსკოვის საპატრიარქოს, მაგრამ უკრაინისაგან განსხვავებით იმ წლებში ავტოკფალიის არავითარი ნაკვალევი არსებობს.

რაც შეეხება უკრაინას, საბჭოთა არმიის მიერ კვლავ დაკავებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილია 94 ავტოკეფალიური სამწყსო, მათ შორის 14-მა დნეპროპეტროვსკის ოლქში თავისი ეპარქიული მმართველობით მიმართა ხრუშჩოვს თხოვნით ნება დაერთოთ უფლება უკაინულ ენაზე აღავლინონ ღვთისმსახურება. მათ უპასუხეს, რომ მოსკოვის საპატრიარქო არ კრძალავს ღვთისმსახურებას უკრაინულ ენაზე. დნეპროპეტროვსკის ავტოკეფალიური მმართველობის „ხელმძღვანელ სამეულს აპატიმრებს სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი გერმანელებთან კოლაბორაციონიზმის ბრალდებით.

რაც შეეხება კატაკომბელთა ზოგიერთ აქტიურობას 40 წლებში, ეს დამახასიათებელია არა მარტო ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებისათვის. ასე მაგალითად, წარმომადგენლის ცნობით, მორწმუნეთა შორის მრავალი უპირატესობას ანიჭებდა იოსიფლიანების ფრთას. უგლიჩში საპატრიარქოს მიერ დანიშნული მღვდელ ილინას პროსაბჭოურ ქადაგებებს მორწმუნენი აწყვეტინებენ შეახილებით „კმარა, მოგვბეზრდა ყველაფერ ამის მოსმენა!“

ბელორუსიის დასავლურ ოლქებში საერონი ცდილობდნენ აეღორძინებინათ სამწყსოს ცხოვრება, ხელახლა შეექმნათ ან აეღორძინებინათ სამწყსოს საძმოები კათოლიციზმისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად, სადაც ამგვარ საძმოებს ხუთასწლოვანი ისტორიული ტრადიცია აქვთ. ეპისკოპოსი დათმობაზე წავიდა და გაგზავნა შუამდგომლობა რწმუნებულთან, მაგრამ რამდენადაც ომისმერმენდელ სსრკ-ში არ არსებობს ერთი შემთხვევაც კი საეკლესიო საძმოების ლეგალური მოქმედებისა, ნათელია, რომ ამგვარი თხოვნები მსვლელობას ვერ პოვებდნენ.

საყდრების დახურვა

უკვე 1945 წელს არის ხელისუფლების პირველი მცდელობები ეკლესიის დათრგუნვისა. ბელორუსიაში ტაძრების დახურვის პირველი კონკრეტული ცნობები ჩნდება 1947 წელს. საბჭოთ პრესაში იმავდროულად იწყება ცალკეული მღვდლების დაგესვლა, განსაკუთრებით ვინც გერმანული ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. არქიეპისკოპოსი პრიტირიმი იცავს პრესაში ცილნაწამებ თავის მღვდლებს, გზავნის პროტესტებს, მაგრამ ისინი საბჭოთა პრესაში ვერ ხვდებიან.

ტაძრები, და არა მარტო მართლმადიდებლური, ძირითადში ჩამოირთმევიან იმ მიზეზით, რომ ისინი ომამდის ეკუთვნოდათ კოლმეურნეობებს, საბჭოთ მეურნეობებს, მუშათა კლუბებს, და ისინიც საწყობებად და საამქროებად. პოლიანსკი, რელიგიური კულტურების საბჭოს თავმჯდომარე, ამაოდ ცდილობს ამის მიჩქმალვას, ამტკიცებს რა, რომ 1929 წლის კანონებით ტაძრები წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას და შესაძლებელია მათი ჩამორთმევა და ამა თუ იმ ორგანიზაციაზე არენდით გადაცემა, და არა საკუთრებად და ტაძრების მიყიდვა კოლმეურნეობებზე და სხვა დაწესებულებებზე ომამდე იყო უკანონო, ამის საფუძველზე კი ტაძრების ომამდელი სამოქალაქო მომხმარებლები არ შეიძლება ჩაითვალოს მათ მფლობელებად.

რაც შეეხება რუსეთის რელიგიური აღორძინების პოტენციალს, ის შეიძლება გამოვყოთ სამი ოლქის მაგალითით, რომლებიც განსაკუთრებით დიდხანს იმყოფებოდა ოკუპაციის ქვეშ: ფსკოვის და ნაწილობრივ ნოვგოროდის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც ოკუპაციის პერიოდში გახსნილი ტაძრების რაოდენობა გაიზარდა სამიდან ორასამდის, და კურსკში, სადაც გერმანელების მოსვლამდის 2 ან ზოგიერთი მონაცემებით, 4 ღია ტაძარი, 1944 წლისათვის კი 282.

1944 წლისათვის როსტოვის ოლქში მოქმედებდა 202 (მათ შორის 6 განახლებული) ტაძარი, აქ უკვე ნათელია რამდენი იყო ოკუპაციამდის და რამდენი მოქმედებდა 1942 წლისათვის ან კიდევ რამდენი გაიხსნა საბჭოთა ხელისუფლების დაბრუნების შემდეგ. ტამბოვის ოლქში კი, რომელიც ოკუპაციაში არ იმყოფებოდა, 1944 წლისათვის მოქმედებდა 3, დახურული კი იყო 331.

უკვე 1944 წლისათვის რწმუნებული იძლევა 44 ტაძრის დახურვის რეკომენდაციას კრასნოდარის მხარეში, მორწმუნეეები კი მოითხოვდნენ 55 ტაძრის გახსნას, ამ შუამდგომლობებიდან დაკმაყოფილებული იქნა მხოლოდ 6, 2 კი გაეგზავნა ადგილობრივ ხეისუფლებას განსახორციელებლად. რწმუნებული ითხოვს საბჭოებისაგან  ტაძრების დახურვას იმ რაიონებში, სადაც  სამი ან მეტი მოქმედი ტაძარია, და პირიქით ამ ოლქის 13 რაიონისთვის გაიხსნას 1 ტაძარი, სადაც სულაც არ არის. საერთოდ არქივების შესწავლა უჩვენებს, რომ ეკლესიის ყველაზე საუკეთესო 1943-1948 წლებშიც კი დაკმაყოფილდა ტაძრების გახსნის შესახებ მორწმუნეთა შუამდგომლობების მხოლოს 10%,  ეს პროცესი შუამდგომლობის გაგზავნიიდან გახსნამდის სამ წელიწადს გრძელდებოდა.

ანტირელიგიური პოლიტიკის გამკაცრება

ამ წლებში რწმუნებული რაღაც დონემდის მაინც იცავს ეკლესიას ადგილობრივი ხელისუფლებებისა და პარტიული ორგანოების თვითნებობებისაგან, და კარპოვი მკაცრად უთითებთ მათ არ ჩაერიონ ეკლესიის ცხოვრებაში, მაგრამ მან და მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა ცოტა რამ იციან ეკლესიის ცხოვრებისა. როგორც რმე-ს საქმეთა საბჭოს რწმუნებული  ეკლესიის შინაგან საქმედ არ თვლის ცნობილი ქირურგის ტამბოვის არქიეპისკოპოსის  ლუკას (ვოინო-იასენცკის), სტალინური პრემიის ლაურიატის  ქადაგებებს, რომელმაც ომამდის 11 წელი საშინელი წამებით მოიხადა ბანაკებსა და ციხეებში. ტამბოვის რწმუნებული კარპოვისადმი გაგზავნილ ცნობებში არქიეპისკოპოს-ექიმი თავისი ქადაგებების მიხედვით მიაჩნია ანტისაბჭოელად, არქიეპისკოპოსი ამბობს: „”Пятнадцать лет были закрыты и связаны мои уста… примите мои утешения, мои бедные голодные люди. Вы голодны отсутствием проповеди слова Божия. Храмы наши в пепле, угле и развалинах… свои храмы очищайте от грязи… храмы Божии должны вновь восстановиться и вера засиять новым пламенем”.

რწმუნებული უფრო მეტად არის შეძრწუნებული იმით, რომ ლუკა განმანახლებლებს ღებულობს მხოლოდ საჯარო მონანიების შემდეგ, რომლის დროსაც მონანიენნი ყველას გასაგონად წარმოთქვამენ შემდეგ სიტყვებს: “В малодушии своем убоялся я страданий за Христа и избрал путь лукавства и неправды”. ამ ფიცის თემის შესახებ ქადაგებისას ლუკამ ხაზი გაუსვა დევნას, რომელსაც განიცდიდნენ ერთგული მორწმუნენი.

რწმუნებულის თვალთახედვით უკვე სრულიად აუტანელია ლუკას გამოჩენა სამედიცინო კონფერენციაზე რიასში და კოლუბკაში. კარპოვი პროტესტს აგზავნის ჯანდაცვის სამინისტროში. არქიეპისკოპოსსს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის სცემს ცნობებს მღვდლებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ მრევლი და ამ ცნობებით მათ აქვთ უფლება ღვთისმსახურების ჩატარებისა. ამ შემთხვევაში ტამბოველმა მაღალჩინოსანმა შეძლო გაენელებინა კარპოვის რისხვა, აცნობა რა მას, რომ ტაძრებისა და რეგუსტრირებული მღვდლების არ ქონის გამო, კატაკომბური მართლმადიდებლური ოლქში ატარებენ მასიურ ხასიათს, რომელთაგან მრავალს საერონი არჩენენ. სოფლად არსებულიმღვდლები მზად არიან რეგისტრციაში გაატარონ თემები, რაიც ხელს შეუწყობს თემების იატაკქვეშეთიდან გამოსვლასა და კატაკომბების ლიკვიდაციას.

1951 წლის 6 ივნისს კარპოვი სწერს სტალინს: “Со второй половины 1948 г. все без исключения ходатайства групп верующих об открытии церквей… категорически отклоняются”.  იმავდროულად მიმდინარეობს  მეტად შესამჩნევი პროცესი ეკლესიების დახურვისა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამრიგად, საბჭოთა კავშირში მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესიებსი რაოდენობა 14,5 ათასიდან 1949 წლის დასაწყისში დაეცა 11. 5 ათასამდის.

1951 წლის 1 იანვარს კარპოვი ამ წერილში სთავაზობს შემდეგ მოდიფიკაციას: ოკუპაცისს ქვეშ ანმყოფ მიწებზე დახურონ 200-300 ეკლესია, ამავ დროს წლიურად გახსნან 20-30 ეკლესია სსრკ-ს აღმოსავლეთ რაიონებში.

იმავე 1948 წელს გაიხსნა სარატოვის უკანასკნელი სემინარია, რის შემდეგაც ადგილობრივი არქიელებისა და პატრიარქის ყველა შუამდგომლობამ დამატებითი სემინარიების და კიევში მესამე აკადემიის  გახსნის შესახებ მიიღო კატეგორიული უარი.

ამ უარებს 1948 წლისათვის ჰქონდა შემდეგი მიზეზები. პირველი, ცივი ომის დასაწყისი და იტალიაში, საფრნგეთსა და გერმანიაში მიმდინარე ორი წლის განმავლობაში კომუნისტური რევოლუციის ექსპორტირების მცდელობის ჩავარდნა. სტალინმა აირჩია იზოლიაციონური პოლიტიკა, რომლის დროსაც ეკლესიის მიერ საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის მახარდაჭერასუკვე აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. არ განხორციელდა მოსკოვის საპატრიარქოს, როგორც თავისი არსით მართლმადიდებლური ვატიკანისა,  მოსკოვში ჩაეტარებნინათ საერთომართლმადიდებლური კონფერენციის ჩატარების მცდელობა, რომელიც მიძღვნილი იქნებოდა რუსული ეკლესიის ფაქტიური ავტოკეფალიის 500 წლისთავისადმი. საარქივო დოკუმენტების განსჯისას, ეს ჩანაფიქრი პირველად გაახმოვანა პატრიარქმა ალექსეიმ კარპოვისადმი მიძღვნილ 1947 წლის 13 იანვრის წერილში. ჩაფიქრებული იყო, რომ შეიკრიბებოდა ყველა პატრიარქი, და კონფერენცია მიიღებდა თითქმის მერვე მსოფლიო მართლმადიდებლური კრების მნიშვნელობას. მაგრამ კონსტანტინეპოლმა მოსკოვის საპატრიარქოს შეახსენა, რომ მართლმადიდებელთა საერთაშორისო ფორუმების მოწვევა მსოფლიო პატრიარქის პრეროგატივაა. აღმოსავლელი პატრიარქები კონფერენციაზე არ გამოცადნენ, გამოგზავნეს მხოლოდ თავიანთი წარმომადგენლები. რომლის დროსაც ბერძნული ეკლესიები დასთანმხდენ მხოლოდ ღვთისმსახურებაში მონაწილეობას, მაგრამ კონფერენციის გარეშე. ასე რომ ეს გადაიქცა მხოლოდ იმ ქვეყნების ეკლესიების შეკრებად, რომლებიც საბჭოთ ხელისუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ. ამან სტალინი დაარწმუნა იმაში, რომ მოსკოვის საპატრიარქოს მისი პოლიტიკისთვის, როგორც საგარეოსთვის, ასევე საშინაოსთვის, უკვე არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.გამომდინარე აქედან, ის მხედველობაშიც მისაღები აღარაა.

პოლიტიკაში ცვლილებები წამსვე იგრძნო ადგილობრივმა პარტიულ-სამთავრობო ხელმძღვანელობამ. ეს ხალხი იყო იმ თაობისა, რომელიც გაიზარდა და თავის კარიერას იწყებდა რელიგიის, როგორც ბოროტების, განადგურების ლოზუნგების ქვეშ.  და რომელიც ხელს უშლიდა  უტოპიას დედამიწაზე უღმერთო სამოთხის აშენებაში. ის შეძრწუნებული და თავგზააბნეული იყო ომის მსვლელობისას და მისი დასრულებისთანევე რელიგიურ პოლიტიკაში  მოულოდნელი ცვლილებებით.

ანტიეკლესიური პოლიტიკის გამკაცრების პირველსავე მინიშნებებზე გალაღდა ძველი კადრები. 1943-53 წლებში წამოვიდა ცნობები მორწმუნეებისაგან ტაძრების თვითნებური, საბჭოებთან შეუთანხმებელი ჩამორთმევის შესახებ.

კემეროვოს ოლში, სადაც 25 რაიონზე 1945-1947 წლებში“მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ჯგუფების“ შაუმდგომლობით გაიხსნა მხოლოდ 15 მართლმადიდებლური ტაძარი და სამლოცველო სახლი, 1949 წლიდან ადგილობრივი ხელისუფალნი კრძალავენ ღვთისმსახურების ჩატარებას, გაუმართლებლად უმატებენ გადასახადებს სასულიეროებსა და დახურეს 5 სამლოცველო სახლი. სხვა შემთხვევაში კი ტაძარი დაიკეტა აღდგომის წინა დღეებში მისი ასაკის მიზეზით, თუმც ის ორი წლის წინანდელი აშენებული იყო და სანიმუშო მდგომარეობაში იყო. რმე-ს საქმეთა საბჭოს პროტესტზე საოლქო აღმასკომი არავითარ რეაგირებას არ აკეთებდა. ნოვოსიბირსკის მოხუცი მიტროპოლიტი ბართლომე, ყოფილი პატიმარი, კარპოვისადმი წერილში ჩივის: “…по произволу местных властей верующие лишены возможности собираться для молитвы в свои храмы… мы, приставленные к этому делу, беспомощны”. ის საბჭოს საჭირო ზომების მიღებას სთხოვს. კარპოვი ჩივის რსფსრ-ს უმაღლეს პროკურორთან, ის საქმეს კემერევოს პროკურატურაში აგზავნის, რომელიც პასუხობს, რომ ეს საოლქო აღმასკომის იურისდიქციაა და არა პროკურატურის (?). საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მალენკოვისადმი წერილში აპროტესტებს საბჭოს მოთხოვნას ტაძრის გახსნის შესახებ. მსვლელობაში მიდის დაჟანგული ფრაზა ომამდელი არსენალისა, თითქოსდა  “широкие слои трудящихся” მოითხოვენ ტაძრების ლიკვიდაციას, თუმც სხვა დოკუმენტში საუბარია მაღაროელ ახალგაზრდების დიდ რაოდენობაზე, რომლებიც დადიან ეკლესიაში. ბოლოს და ბოლოს კარპოვის აგიტპროპის ჩარევით მიღწეულია კომპრომისი: კემერევოში ხელისუფლების მიერ დახურული ორი ტაძრიდან გახსნეს ერთი, მეორე რჩებოდა დაკეტილი.

მეზობელ ანჟერო-სუჟენსკში მოხდა შემდეგი სკანდალი იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თემს ქალაქის ცენტრში ბორცვზე ტაძრის მშენებლობის ნება დართო, ეს გამოვიდა ქალაქის ყველაზე ლამაზი და მაღალი შენობა. თემი აიძულეს თითქმის აგებული შენობის დანგრევა. მიაღწიეს კომპრომისს: ტაძარი გადატანილი იქნა ქალაქგარეთ, სადაც ის შეუმჩნეველია.

მასიური დევნის განახლება

გახშირდა ადგილობრივი პარტიული და საბჭოთა ჩინოვნიკების საშინელი მოპყრობა მორწმუნეებზე და სასულიეროებზე, მუშტი-კვრივამდედაც კი. მაგალითად, სუმის ოლქის  ერთ-ერთ სოფელში ისარგებლეს რა ადგილობრივი მღვდლის გამგზავრებით სხვა სამწყსოში, ხელისუფლებამ აიძულა „ოცეულის“ წევრები, ხელი მოეწერათ გასვლაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დევნით. ერთმა ასეთმა ხელმომწერმა ერთი წლის შემდეგ 1951 წელს განაცხადა ამის შესახებ რმე-ს საქმეთა საბჭოში, ითხოვდა რა შუამდგომლობას და ტაძარში მსახურობის განახლებას. საბჭოს მიერ წარმართულმა გამოძიებამ, დაადასტურა ადგილოებრივი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის აქტი და ახლადორგანიზებული „ოცეულის“ აქტი. უკრაინის აგიტპროპმა კი აწარმოა საკუთარი „გამოძიება“ საწინააღმდეგო დასკვნით. მიუხედავად კარპოვის პროტესტისა, ეკლესია არ გახსნეს.  სხვა შემთხვევაში იზმაილის ოლქში ადგილობრივმა სარაიონო კომუნიტურმა ხელმძღვანელობამ თვითნებურად დახურა ტაძარი და ადგილობრივი მღვდელი და მორწმუნე ქალთა ჯგუფი ჩაითრია მოედანზე ჩხუბსა და აყალმაყალში, მღვდლისაგან ითხოვდნენ „გადასახადის“ გაზრდას – აშკარად საკუთარი ჯიბისათვის. ეს საქმე იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ კარპოვის ჩარევამ მაინც დაუბრუნა მორწმუნეებს ეკლესია, თუმც კომუნისტები მინიმალურად დაისაჯნენ: ერთი მოხსნეს თანამდებობიდან და მიიღო პარტიული სასჯელი, მეორე კი „ეკლესიის მუშაობაში ჩარევის გამო იმსახურებს სკკპ-დან გარიცხვას, მაგრამ მხედველობაში მიიღეს ის, რომ ის კარგი მუშაკია… რაიკომის ბიურო შემოიფარგლა მხოლოდ პარტიული გაფრთხილებით“.

ხრუშოვის დროს რელიგიის გამო დევნა შიშველ ადგილზე არ აღმოცენებულა. ეს ყველაფერი მოდიოდა 1948 წლიდან. ზოგიერთი შესვენება 1954-1957 წლებში გამოწვეული იყო უმაღლეს ეშელონებში ხელისუფლებისათვის ბრძოლით და სტალინის გარდაცვალების შემდეგ კრემლის აბსოლუტური მეურვის არყოფნით და საქმე ეხებოდა კრემლში ე. წ. ანტიპარტიული დაჯგუფების არსებობით 1957 წელს, რის შემდეგაც კრემლის პატრონი გახდა ხრუშოვი. მან წამსვე განაახლა ანტირელიგიური შტურმის მომზადება, რომელიც დაპირდა ჯერ კიდევ 1954 წლის 7 ივლისს პარტიელ-სამთავრობო დადგენილებით  “О крупных недостатках в научно-атеистической пропаганде и мерах ее улучшения”.

მაგრამ ხრუშოვის 7 ივლისის ბოროტულ დადგენილებას მოჰყვა იმავე წლის 10 ნოემბრის დადგენილება “Об ошибках в проведении научно-атеистический пропаганды среди населения”, რომელიც ფაქტიურად ანულირებას უკეთებდა წინამორბედ დადგენილებას. კარპოვი ეყრდნობა ნოემბრის დადგენილებას, უთითებს რა, რომ ის იგნორირებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ე. ი. ფაქტიურად ადგილობრივი პარტიული საოლქო კომიტეტების მიერ 1948 წლიდან 1954 წლამდის, რომლებმაც არ დაანებეს ერთი ეკლესიის გახსნაც კი და მხოლოდ 1955 წელს გაიხსნა მხოლოდ 4 ტაძარი მთელს ქვეყანაში.

1944 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით რმე-ს საქმეთა საბჭოს ანიჭებდა ტაძრების გახსნის უფლებას მორწმუნეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფების შუამდგომლობის პასუხად, არ სრულდებოდა, კარპოვის სიტყვებით რომ ვთქვათ, უკვე 8 წელი. არაოფიციალურად ბევრ ადგილას იხსნება თვითნებურად ტაძრები და მოქმედებენ თემები და სამწყსოები. კარპობმა მიუთითა ამგვარი მდგომარეობის უკეთურობაზე, მორწმუნეთა ხელისუფლებაზე ნაწყენობაზე და ცკ-ს მოუწოდა დაუშვას უკვე 40-დან 50 ტაძრის გახსნამდის წლიწადში რსფსრ-ში, რაიც ხელს შეუწყობდა შუამდგომლობების 8-10% დაკმაყოფილებას.

ეს მორწმუნეებს მისცემს ცოტა ამოსუნთქვის საშუალებას თუნდაც რსფსრ-ს, სადაც საკითხი განსაკუთრებით მწვავედ იმ სახით, რომ რუსეთის მთელს ტერიტორიაზე არის ოფიციალურად რეგისტრირებული მართლმადიდებლური თემების მხოლოდ 21%: 2923 მოქმედი ტაძარი უკრაინაში არსებული 8540 ტაძრთან მიმართებაში, მაგალითად იქ, 1954 წელს, მას მოჰყავს საბჭოთა კავშირში არსებული მართლმადიდებლური ტაძრების საერთო რაოდენობა. სულ იყო 13 417, ე. ი. ორი ათასით მეტი, ვიდრე მათ მიერ 1951 წელს მითითებული ციფრისა!  საიდან გაჩნდა ეს 2 ათასი., თუ 1955 წელს გაიხსნა, როგორც კარპოვი უთითებს, დაახლოებით 4 ტაძარი, კარპოვის მითითებაზე კი 1956 წელს 40-50ტაძრის გახსნის შესახებ აგიტპრომმა უარით უპასუხა. ნუთუ ეკლესიის ასეთი რაოდენობა სტიქიურად გაიხსნა 1951-1956 წლებში? იქნებ,11,5 ათასი ციფრი კარპოვის მიერ თითიდან გამოწოვილი იყო, რომ სტალინი დაეკმაყოფლილებინა? სწორედ 13,5 ათასი გამუდმებით მოიხსენიება საარქივო დოკუმენტებში როგორც ათვლის წერტილი 1959 წლის ეკლესიის მასიური დაკეტვების ხრუშოვის კამპანიის დასაწყისამდის.

დასასრული

 აუცილებელია თავისი მოვაგოთ კარპოვს. ის ცდილობდა გამოეყენებინა „ინტერრეგნუმი“ 1954-19556 წლებში და ოფიციალური ლოზუნგი „ლენინური კანონიერების“ აღდგენის შესახებ ეკლესიის სამართლებრივი მდგომარეობის განმტკიცებისათვის. განსხვავებით ხრუშოვისაგან, რომელმაც მოაბრუნა თავისი  ანტირელიგიური შეტევა ლენინური კანონიერების აღდგენის იმავე დროშით, ადანაშაულებდა რა სტალინს ამ კანონიერების იგნორირებასა და რელიგიასთან მიმართებაში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: