IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ანდერსენი- ისტორიის ფალსიფიკაცია

♥ სამაჩაბლო – Samachablo

 

ისტორიის ფალსიფიკაცია პოლიტიკური ავანტიურიზმის სამსახურში

 /შიდა ქართლის ისტორიის რუსულ-ოსური ვარიანტი/

 

 ენდრიუ ანდერსენი

კანადა, კალგარის უნივერსიტეტი;

სამხედრო-სტრატეგიული კვლევების ცენტრის კავკასიის სპეციალისტი,

პოლიტოლოგიისა და ისტორიის პროფესორი

 

  

თამაში “ამოუცნობი წარსულით” საეჭვო აწმყოსათვის

პასუხი ჩოჩიევს ოკეანის გაღმიდან

2006 წლის 27 მარტს სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა საინფორმაციო სააგენტო REGNUM-ის შემწეობით განახორციელა ექსკურსი საქართველოს ისტორიაში, წამოაყენა მთელი რიგი თეზისები, რითაც ამ საგნით დაინტერესებულ პირთა შორის გამოიწვია ცხოველი რეაქცია. რამდენადაც ჩოჩიევის ქართველი კოლეგები ცდილობენ თავი შეიკავონ ისტორიულ თემებზე საუბრისაგან, რადგან მათი განაცხადით, პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები უნდა ხელმძღვანელობდნენ მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისით და არა ამა თუ იმ ისტორიული ინტერპრეტაციებით, სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი წამოჭრილ საკითხებს საინფორმაციო სააგენტო REGNUM-ის კორესპონდენტის თხოვნით კომენტარი გაუკეთა ენდრიუ ანდერსენმა, პოლიტოლოგიისა და ისტორიის პროფესორმა, კავკასიის სპეციალისტმა კალგარის უნივერსიტეტთან არსებული სამხედრო-სტრატეგიული კვლევების ცენტრიდან.

მამა ყოველთვის ამბობდა: “პირველ რიგში გაანადგურე არქივები!” ა. შვარცი, “მოკლა დრაკონი”.

 

რამდენიმე ხნის წინ ედუარდ კოკოითიმ, ამჟამად “სამხრეთ ოსეთის არმიად” წოდებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და მათ მხარდამჭერი რუსეთელი “მშვიდობის დამცველების“ მიერ კონტროლირებად, საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიის მცირე ნაწილზე არსებული თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” მეთაურმა გააკეთა განცხადება, რომ განზრახული აქვს მიაღწიოს აღნიშნული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

ამგვარი ინიციატივის საფუძვლად კოკოითიმ მოიყვანა რაღაც საიდუმლო“ისტორიული დოკუმენტი 1774 წელს ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ”.

გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოში არავისგან არაღიარებული“რესპუბლიკის” “ლიდერის” ამგვარი განაცხადის საპასუხოდ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ყველას, ვისაც კოკოითის განცხადება შეიძლება შეეხოს, შეახსენა, რომ 1774 წელს საქართველოს ტერიტორიაზე არც მითიური“ერთიანი ოსეთი” და არც რაიმე სხვა ოსეთი არ არსებობდა. როგორც ჩანს ბატონ ვოლსკის ამ განცხადებამ, როგორც საქართველოს ასევე რუსეთის ტერიტორიაზე კოკოითის მომხრეებში დიდი მრისხანება გამოიწვია. კერძოდ, “სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა” ბორის ჩოჩიევმა ფრიად საინტერესო პასუხი წარმოადგინა, რომელიც დაწვრილებით გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო REGNUM-მა სათაურით “სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა განახორციელა სამამულო ისტორიაში უწიგნურობის ლიკვიდაცია”.

უწიგნურობის ლიკვიდაცია (ტერმინი შემოღებულ იქნა  XX საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა კავშირში) — რა თქმა უნდა, ღირსეული და საჭირო საქმეა, განსაკუთრებით, თუკი უწიგნურ ადამიანს ანათლებს ისეთი გურუ,  რომელიც თავად არაა უწიგნური. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში ისტორიაში გაუნათლებელი ადამიანები საკმაოდ გამრავლდა, ამის მიზეზი არის ის ტენდენცია, რომელიც წინა საუკუნის შუა პერიოდში, მთელ რიგ ქვეყნებში გამოვლინდა, როდესაც ყველა სასწავლო დაწესებულებაში ისტორიის სწავლება მნიშვნელოვნად შემოკლდა, ზოგიერთ პროგრამაში კი საერთოდ ამოღებულ იქნა. ამ გადაწყვეტილების მიმღებები ამ ქმედებას იმით ამართლებდნენ, რომ ისტორია დღევანდელობისგან ძალიან მოწყვეტილია და არ ღირს, რომ მის შესწავლაზე დრო და საშუალებები დაიხარჯოს. განსაკუთრებით “გაუმართლა” საქართველოს ისტორიას და სხვა იმ ხალხებს, რომლებიც აღმოჩნდნენ სსრკ-ს შემადგენლობაში: დასავლეთში მათი ისტორია უბრალოდ ამოიშალა ყველა პროგრამიდან, რადგან ითვლებოდა, რომ ეს ხალხები ვეღარასოდეს გამოვიდოდნენ რუსეთის ფრთის ქვემოდან, რადგან მათ არ ჰქონდათ მომავალი, როგორც დამოუკიდებელ ერებს, შესაბამისად მათი წარსულის შესწავლა და ხსენებაც კი არ არის ღირებული. სსრკ-ში თვლიდნენ, რომ ხალხების მიერ საკუთარი ისტორიის ცოდნა “ურღვევი კავშირის” მონოლითურობას ემუქრება. შედეგად ჩვენ მივიღეთ ისტორიაში მცირედ განათლებული რამდენიმე თაობა, ბევრ შემთხვევაში კი აბსოლუტურად გაუნათლებელი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ისევე როგორც საზოგადოების ბევრი რიგითიწევრი. ბოლო ათწლეულებში დიდი რაოდენობით გამოჩნდნენ ავტორები, რომლებიც ქმნიან სრულიად ახალ ვირტუალურ წარსულს, სარგებლობენ რა რეალური წარსულის შესახებ ცოდნის პრაქტიკულად არარსებობას, როგორც პუბლიკაში, ასევე მოთავეებში, წარსული გახდა “განუსაზღვრელი”.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონ ვოლსკის ისტორიულ უცოდინრობაში დადანაშაულება უსაფუძვლოდ მიგვაჩნია, რადგან მისი ნათქვამი სრულად შეესაბამება ჭეშმარიტებას. 1774 წლის დამდეგს რუკაზე არ არსებობდა არა მარტო ბატონ კოკოითის და ექსპანსიონისტური პროპაგანდის სხვა რუპორების მიერ ნახსენები “ერთიანი ოსეთი”, არამედ საერთოდ რაიმე ოსეთი. ოსური ენის სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანები, რა თქმა უნდა, ცხოვრობდნენ დიდი კავკასიური ქედის ორივე ფერდობზე, მაგრამ ამჟამინდელ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ალაგირის, ქურთათის, თაგურიისა და დიდგორის უდიდესი ნაწილი— ისტორიული რაიონი) მცხოვრები ოსები იმყოფებოდნენ ყაბარდოელი ფეოდალების ხელისუფლების ქვეშ, მათი მიწები კი, შესაბამისად ყაბარდოს ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც თავის მხრივ, ფორმალურად ყირიმის ხანს — ოსმალეთის იმპერიის ვასალს ემორჩილებოდა. თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” ამჟამინდელი ტერიტორია, ასევე ისტორიული რაიონი თუალია-დვალეთი (თუალია დღეს ჩრდილო ოსეთი-ალანიის შემადგენლობაშია) შედიოდა აღმოსავლეთ ქართული ქართლ-კახეთის სამეფოში (სწორი იქნებოდა მისი სამეფო წოდება) და არანაირად არ იყო გამოყოფილი შიდა ქართლის მხარიდან. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მათ აღმოსავლეთ საქართველოსაგან დამოუკიდებლად არასდროს არ უარსებიათ. წარმოდგენილი დებულება დასტურდება წარსულის ყველა სერიოზული ისტორიკოსის მიერ და არ დგას ეჭვქვეშ, გარდა ბოლო წლებში გაუგებარია საიდან გამოჩენილი “ისტორიკოსების” მიერ, რომელთაც, თუმცა არ შეუძლიათ დაამტკიცონ საკუთარი“რევოლუციური” შეხედულებები რაიმე მტკიცებულებებით (თუმც სჭირდებათ კი რაიმე მტკიცებულებები პოლიტიკურ ავანტიურისტებს?).

მაშ, რა შევიდა 1774 წელს რუსეთის იმპერიაში და რომელი დოკუმენტების საფუძველზე? ამ შეკითხვაზე იოლად სცემს პასუხს ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით დასრულებული 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის არქივები. რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომში გამარჯვებულ რუსეთსა და თურქეთს შორის ქუჩუკ-კაინარჯის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო 10 (21) ივლისს სოფელ ქუჩუკ-კაინარჯში. ხელშეკრულებამ დაადგინა რუსეთის საზღვარის ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მდინარე ყუბანზე. ხელშეკრულებამ ოსმალეთის იმპერიას ჩამოაცილა ყირიმის სახანო, რომელიც დამოუკიდებლად გამოცხადდა, რუსეთს მიუერთდა ზღვის სანაპიროს ნაწილი ციხე-სიმაგრეებით: ქერჩი, ენიყალე, კინბურნი, შეინარჩუნა რუსეთის სამფლობელოში დიდი და მცირე ყაბარდო, რუსეთის სავაჭროგემებს მიანიჭა-შეუნარჩუნა უფლება თავისუფლად ეცურათ შავ ზღვაში და თავისუფლად გაევლოთ შავი ზღვის სრუტეები, მოლდოვასა და ვალახიას მიეცათ ავტონომია და ეს სამთავროები გადავიდნენ რუსეთის მფარველობაში. (ულიანიცკი გ.ა. “დარდანელა, ბოსფორიდა შავიზღვა XVIII საუკუნეში”, მოსკოვი, 1883; დრუჟინინა ე.ი., ქუჩუკ-კაინარჯის ზავი 1774; მისი მომზადება და დადება).

შესაბამისად, არავითარ ოსეთზე, არც გაერთიანებულზე და არც გაყოფილზე –  ხელშეკრულებაში საუბარი არაა. არსებობდა დიდი და მცირე ყაბარდო, რომელშიც, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, შედიოდა ოსებით დასახლებული მიწების ნაწილი. შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან სწავლების ჩატარება სრულიად ზედმეტი ჩანს. რჩება ის რომ გავერკვეთ “სწავლება გავლილი” ბორის ჩოჩიევის ისტორიულ სწავლებაში. რა გაკვეთილის მიცემა შესძლო მან ქართველი ოპონენტისადმი? თუ ბორის ელიოზის ძის ოფიციალურ საიტზე არსებულ ბიოგრაფიაში ჩავიხედავთ, მხოლოდ შეიძლება გაგვიკვირდეს, თუ სად და როდის დაეუფლა იგი დეტალურ ცოდნას საქართველოსა და ოსი ხალხის ისტორიაში. ნამცეცა და არაღიარებული“სახელმწიფოს” “ვიცე-პრემიერმა” კარიერა საოლქო კომუნალური მეურნეობის მუშისა და კომკავშირის კომიტეტის მდივნობიდან დაიწყო, შემდეგ იგი ალკკ საოლქო კომიტეტში მუშაობდა, პარალელურად ეუფლებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, შემდგომ სსრკ-ს დაშლამდე, პარტიულ სამუშაოზეა პარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის აპარატში. საქმიანობის აღნიშნულ სფეროთაგან არც ერთი არ გულისხმობდა და არ მოითხოვდა ისტორიის ცოდნას — მით უფრო საქართველოს ისტორიის ცოდნას. საერთოდაც ამგვარ სამუშაოზე ისტორიის შესწავლისთვის დრო სრულიად მცირე რჩებოდათ, მაგრამ ყველაფერი ხდება. მოდით ჩავთვალოთ, რომ ბორის ელიოზის ძე პოულობდა დროს და ისტორიას დამოუკიდებლად შეისწავლიდა. თან იმდენად ღრმად და დეტალურად, რომ დღეს შეუძლია სხვებსაც ასწავლოს. რაში განგვანათლებს იგი ჩვენ?

 

ბატონი ჩოჩიევი სწავლებას იწყებს ს. რობაქიძის — 1917 წლის საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორის ციტატით, რომლის მიხედვითაც “ოსეთი არ წარმოადგენს საქართველოს ნამდვილ ნაწილს”. მაგრამ საკითხი თუ რა წარმოადგენს რის “ნამდვილ ნაწილს” ძალზე ფილოსოფიურია დღეს არსებული ფრიად მიწიერი პრობლემებისა. დღეს რთულია სათანადოდ შევაფასოთ ასი წლის წინანდელი პროვინციული სკოლის სახელმძღვანელოდან ამოღებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატა. სამაგიეროდ, თუ ჩავიხედავთ ვ. ალლენის, დ. ლანგის, ან თუნდაც პ. იოსელიანის საქართველოს ისტორიის ფუნდამენტალურ ნაშრომებში, ან ზედაპირულად მაინც დავხედავთ 1801 წელს რუსეთთან მიერთებამდე და მიერთების შემდეგ საქართველოს ადმინისტრაციულ რუკას, ჩვენ მასზე საქართველოს გარეთ არსებულ ვერავითარ “სამხრეთ ოსეთს” ვერ ვნახავთ. 1801 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ისევე როგორც თბილისის გუბერნიის საზღვარი, გადიოდა დაახლოებით იქვე, სადაც 1918 წელს გაიარა დამოუკიდებელი საქართველოს, ხოლო 1921 წელს საბჭოთა საქართველოს საზღვარმა. აქვე გადის ოფიციალურად აღიარებული საქართველოს საზღვარი დღეს. საზღვრის მცირეოდენი შეცვლა აღინიშნებოდა მხოლოდ დვალეთი-თუალიის მიმართულებით, რომლის უდიდესი ნაწილი საბოლოოდ აღმოჩნდა თერგის ოლქში, შემდგომ მთიელთა და ჩრდილოოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. მაგრამ ამ ტერიტორიაზე თანამედროვე საქართველო პრეტენზიას არც აცხადებს. რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რომ წარსულში გამოცემული სამეცნიერო ნაშრომები და რუკები ძალიან უშლიან ხელს, ვისაც სურს შექმნას ახალი წარსული ისტორიის გადაწერით, ჩვენ იძულებულები ვართ მოვახდინოთ შედეგის კონსტატირება, რომ თუკი აღნიშნული შრომები და რუკები განადგურდება მთელს რუსეთში, ისინი დარჩებიან მსოფლიოს სხვა ნაწილებში.

 შემდგომ ბატონი ჩოჩიევი წარმოგვიდგენს ერთ ძველთაგან ჰიპოთეზას, რომლის მიხედვით ქართველების წინაპრები სამხრეთ კავკასიაში მესოპოტამიიდან მოვიდნენ, რა ვუყოთ, ამ ჰიპოთეზასაც აქვს არსებობის უფლება, ისევე როგორც ჰიპოთეზას იმის თაობაზე, რომ ბალტო-გერმანულ-სლავური ხალხები ინდოეთიდან არიან მოსულნი. მაგრამ ეს თუ მართლაც იყო, ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, მას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, გარდა მეცნიერთა სავარჯიშოსი. ფრიად გასართობად წარმოგვიდგება ჩოჩიევის მიერ 1917 წელს გადმოცემული რომელიღაც გაზეთიდან ციტირებული ფრაზა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მოსულ ქართველებს ალანებმა მისცეს კულტურა და ასწავლეს სამხედრო საქმე. გასართობია რადგანაც, თუკი ქართველების წინაპრები ისტორიამდელ პერიოდშიც მართლაც იყვნენ მიგრანტები, ლაპარაკი ამდროში “ალანებზე” იქნებოდა სრულიად არაპროფესიული ისტორიული თვალსაზრისით,  რადგან იმ დროს ოსების ჰიპოტეტური წინაპრების დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ არა ალანები, არამედ სკვითები და სარმატები. სკვითურ-სარმატული ტომები (აღსანიშნავია, რომ დღესაც გაურკვეველია საიდან მოსულნი) ამ დროს, ჩრდილოეთ კავკასიის გარდა, აკონტროლებდნენ თანამედროვე რუსეთის სამხრეთს და მთელს უკრაინას (აქედან ხომ არ გამომდინარეობს ის, რომ ოსეთს უნდა მიუერთდეს თუნდაც უკრაინის ის ოლქები, რომელნიც მხარს უჭერენ იანუკოვიჩს?), მაგრამ უნდა ითქვას, რომ სიკვითებიკი გადადიოდნენ, სხვა ხალხებთან სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ არასდროს არავითარ ტერიტორიას არ აკონტროლებდნენ კავკასიის დიდი ქედის სამხრეთით. საერთოდ მსოფლიოში ხალხთა გადასახლებები მუდმივად ხდებოდა, მაგრამ რომელიმე ტერიტორიაზე რომელიმე ტომის ადამიანების ცხოვრება ყოველთვის არ ნიშნავდა ამ ტომის გაბატონებას მოცემულ ტერიტორიაზე. ძველქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია სამხრეთ კავკასიაში დაფიქსირებულია ჯერ კიდევ ძველი რომის ისტორიკოსების მიერ მათი საზღვრების საკმაოდ ზუსტი აღწერით, ისევე როგორც სხვა ქართველური (ქართველთა წინაპრების მონათესავე) ტომების სახლობა მომიჯნავე ტერიტორიებზე, რომლებიც ამ სახელმწიფოში არ შედიოდნენ. არცერთი ძველი ჟამთააღმწერელთაგანი არანაირ სკვითთა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნის შესახებ არანაირ ცნობას არ იძლევა თანამედროვე“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” ტერიტორიაზე, რომელიც იმ დროს იყო იბერიის ნაწილი, იმ მცირე უბნების გამოკლებით, რომელიც კოლხეთის შემადგენლობაში შედიოდა.

ბატონი ჩოჩიევი აგრძელებს მკითხველის მამობრივად დამოძღვრას, ახსენებს რა ოსთა (ამჟამად უკვე ალანების, ანუ როგორც მათ ქართველები უწოდებდნენ ოსების) როლს საქართველოს ისტორიის გვიანდელ პერიოდში— ადრინდელი შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნემდე. ნუ ჩავეძიებით ჩოჩიევის მიერ მოყვანილი იმ მხედართმთავრებისა და მეომრების ბიოგრაფიების დეტალებს, ვის გმირობამაც საქართველოს მისცა გაბატონებული სახელმწიფოს პოზიცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში XII საუკუნის პირველ მეოთხედამდე, სანამ რეგიონშიკატასტროფა არ მოხდა მონღოლ-თათართა ლაშქრობის შედეგად, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ქართველი ერის არსებობა საფრთხის ქვეშ იდგა. საქართველოს ეროვნული გმირების (ისევე როგორც სხვა….) ეთნიკურ წარმომავლობაზე სპეკულირება სიმდაბლეა, ხოლო ყველა 300 არაგველის ოსად გამოცხადება სიბრიყვეა. ნათელია, რომ საქართველოს გმირთა შორის არცთუ ცოტა იყო ოსური წარმოშობის ადამიანები, ეს არცაა გასაკვირი, რადგან კავკასიის სამხრეთ ფერდობზე გადმოსახლებული ოსები ისტორიულად ხდებოდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ორგანული ნაწილი. საქართველოს გმირთა შორის იყვნენ სხვა წარმოშობის ადამიანებიც –  ქურთები, არაბები, ყივჩაღები, თათრები, იტალიელები და სკანდინავებიც კი. ის, რომ თამარ მეფის ჯარში მსახურობდა მეომარ ვიკინგთა რაზმი, ნიშნავს იმას, რომ დღეს შვედეთს საქართველოს რაღაც ნაწილი ეკუთვნის? ვფიქრობთ რომ არა!

გვახსენდება პოლონეთის “მამა-აღმდგენელის”, მარშალ პილსუდსკის ერთ-ერთი გამოსვლა 1920 წელს. ამ სიტყვაში მარშალმა გაიხსენა საკუთარი ხალხის წარსული ბრძოლები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გერმანული, ებრაული, უნგრული, უკრაინული, ლიტვური, თათრული, სომხური და სხვა წარმოშობის ადამიანები, მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა მათგანი პოლონეთის შვილი იყო, მათ უნდა უმადლოდეს იგი თავის არსებობას. განა ეს ფრაზა არ მიესადაგება საქართველოს სხვადასხვა წარმოშობის შვილებს, მათ შორის ოსებსაც, ვისთვისაც საქართველო გახდა სამშობლო, რომლისთვისაც ისინი იბრძოდნენ და სწირავდნენ სიცოცხლეს? მაგრამ ჩვენ მიმტევებლები უნდა ვიყოთ ბორის ელიოზის ძისადმი: მისი ბრალი არ არის, რომ საბჭოთა დროში პარტიული და კომკავშირული ფუნქციონერების მომზადების პროგრამაში არ შედიოდა საბჭოთა ხელისუფლების მტრების პილსუდსკისა და სხვების გამოსვლები.

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ ფაქტზე: თანამედროვე ოსების წინაპრები, რომლებიც კავკასიის დიდი ქედის სამხრეთით სახლობდნენ თავიანთ შვილებს აგზავნიდნენ საქართველოს დასაცავად, რათა ეს ქვეყანა გაძლიერებული და განმტკიცებული ყოფილიყო. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ამ გმირის შთამომავალთაგანი ასეთი მონდომებით ცდილობს ეს საქართველო დაანგრიონ? ჩვენ, რა თქმა უნდა, არა ვართ მთის ადათების ბრმად მიმდევრები, მაგრამ არის აზრი, რომ კავკასიის ხალხთა შორის (მათ შორის, ოსებში) მიღებულია უფროსთა პატივისცემა, მით უფრო საკუთარი წინაპრების პატივისცემა. ზოგიერთი ოსი ავანტურისტის ამჟამინდელი ქცევა ამ მხრივ არ შეიძლება არ იწვევდეს გაკვირვებას.

შემდგომ ჩოჩიევი აკეთებს კიდევ ერთ დიდ ისტორიულ განცხადებას: “საქართველოსთვის რთულ დროს რუსეთთან შეერთება ნებაყოფლობით მოხდა, სსრკ-ში შესვლაც უბრალო ხალხის სურვილი იყო, თუმც ახლად მოვლენილი“პატრიოტები” ამას “ანექსიას” უწოდებენ”. არა პატივცემულ ბორის ელიოზის ძეს ნამდვილად უღირს ცოტათი მაინც გაიცნოს საკუთარი სამშობლოს ისტორია. ეს რომ მას ადრე გაეკეთებინა გაიგებდა თუ რუსეთის იმპერიამ, როგორ დაარღვია უხეშად გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები, მის საწინააღმდეგოდ როგორ დაუთმო ირანს დასარბევად აღმოსავლეთ საქართველო, შემდგომ კი ანექსია გაუკეთა დასუსტებულ სამეფოს, ავად გამხდარი მეფითურთ, როგორ უწევდნენ წინააღმდეგობას დასავლეთ საქართველოს პატარა სამეფო-სამთავროები იმპერიას. გაიგებდა სახალხო აჯანყებებზედა ციმბირში გასახლებებზე. საბოლოოდ კი საბჭოთა რუსეთის თავდასხმაზე 1921 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, რომელთანაც, სულ ცოტა ხნის წინ ხელი ჰქონდა მოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, იმ თავგანწირულ ბრძოლებზე, რომელიც გამართა საქართველოს ჯარმა და მოლაშქრეებმა ყოველმხრივ შემოჭრილ წითელ არმიებთან და ქემალისტური თურქეთის ჯარებთან, რამეთუ მან ეს არ იცის მისი მხრიდან ისტორიული უცოდინარობის ლიკვიდაციისათვის ზრუნვა მაინც ძნელი იქნება.

“სამხრეთ ოსეთელი მინისტრი” ალტერნატიულ წარსულში ექსკურსიებს შორის ისვრის ზოგიერთ ფრაზას, რომელიც დიდ გაკვირვებას იწვევს, ვიდრე ისტორიის უბრალოდ გადაწერა. რად ღირს თუნდაც ეს ფრაზა: “აი, ასე წერენ პატივცემული გიორგი ზურაბის ძევ, ნათელი ქართული გონებები, მათ ქართველებმა ხომ უკეთ იცოდნენ საქართველოს ისტორია, ვიდრე ჩვენ — არაქართველებმა, მათ ჩვენზე მეტად უყვარდათ საქართველო”. ამის წაკითხვისას, დროა ჩავფიქრდეთ — ღირდა კი ლანგისა და ალენის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოების შესწავლა? ორივე მათგანი ხომ ინგლისელი იყო, ჩოჩიევის შესაბამისად, მათ ცუდად ეცოდინებოდათ საქართველოს ისტორია, ვიდრე სამარშრუტოტაქსის ნებისმიერ თბილისელ მძღოლს ან მეხინკლეს გორიდან, იმ პირობით ოღონდ, რომ ამ მეხინკლესა და მარშრუტკის მძღოლს შვიდი თაობა წინაპრები სულ წმინდა სისხლის ქართველები ეყოლებოდათ. ნამდვილად რომ ისტორიის შესწავლაში ეს ნოვატორული მიდგომაა.

და აი ეს დასკვნაც: “და ამოვიდა მზე საქართველოსთვის “ჩრდილოეთიდან” (მაგრამ არა შევარდნაძის დროს), ხალხმა ამოისუნთქა, გაიმართა, ძონძები გადაყარა, კეპი დაიხურა”. ამის კომენტირება მართლაც რთულია. რა კეპია ასეთი, რომელიც მთელმა ხალხმა დაიხურა? ეგებ ეს ის კეპი“აეროდრომია”, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში შემოვიდა კავკასიაში და იყო იმჟამინდელი ინგლისური მოდის გავლენა. მაგრამ რა კავშირი აქვს მას 1801 წელთან?

ძალიან გვსურს გვჯეროდეს, რომ ხალხი საქართველოსა და მთელი კავკასიის ხალხები შესძლებენ გაერკვნენ შექმნილ ვითარებაში და არ აჰყვებიან ახალ პროვოკაციებს, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებენ მათ მომავალს, მათი შთამომავლების მომავალს, ამ ხალხებისადმი უცხო ჯგუფების ვიწრო ინტერესების სასარგებლოდ.

 (დაიბეჭდა მცირეოდენი შემოკლებით)

 

თარგმნა ალექსანდრე სანდუხაძემ

 

 

                     

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: