IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• მითი ბჟეზინსკის ერთი ფრაზის შესახებ

“ს. ე.  გ, მ.”

მითი ბჟეზინსკის ერთი ფრაზის შესახებ

Brzezinski_1977[1]09/07/2014
ავტორი: დიაკვანი ერეკლე წაქაძე

უწოდა თუ არა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მტერი?

სოციალურ მედიაში თუ ინტერნეტში მკითხველი ალბათ არაერთხელ წააწყდა ინფორმაციას, რომლისმიხედვითაც ამ სტატიის სათაურში ნახსენები ფრაზის ავტორი ცნობილი პოლონელ-ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი, სახელმწიფო მოღვაწე და დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკია. სამწუხაროდ ასეთი ინფორმაცია ვრცელდება მორწმუნეთა წრეშიც, თუმცა დღემდე ვერავინ ვერ შესძლო ამ ფრაზის აუთენტურობის დამტკიცება ანდა დამტკიცება იმისი, რომ ეს ფრაზა მართლაც ხსენებულ პოლიტოლოგს (ანდა სხვა პიროვნებას) ეკუთვნის. შესაბამისად ვთვლით საჭიროდ წარმოგიდგინოთ დიაკვან ანდრეი გლუშენკოს (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქო) საინტერესო გამოვკლევა ამ თემაზე, რომელსაც მოებმის დამატებითი ინფორმაცია თვით ზბიგნევ ბჟეზინსკის ამ თემის მიმართ დამოკიდებულებაზე.

 ნაშრომი თარგმნა და მოამზადა დიაკვან ირაკლი წაქაძემ

დიაკონი ანდრეი გლუშენკო

წყარო: http://arhiv.orthodoxy.org.ua/uk/pravoslavniy_poglyad/2008/03/28/15181.html

მიუხედავად საკმაოდ გავრცელებული აზრისა, და რამდენადაც ამაზე შეიძლება მსჯელობა ზბიგნევ ბჟეზინსკის, არასდროს არ უთქვამს, რომ ”საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მტერი გახდა რუსული ეკლესია”, სიტყვები რომლებსაც ხშირად მას მიაწერენ. უმეტეს შემთხვევაში რუსი მართლმადიდებელი პუბლიცისტების მიერ მოყვანილ ამ ფსევდო-ციტატას არ გააჩნია არანაირი წყარო, მითუმეტეს წყაროს სახით არცაა მითითებული ბჟეზინსკის თუნდაც რომელიმე ინტერვიუ, სტატია ანდა წიგნი. ჟურნალისტები, ვინც იკვლევდნენ ამ ”ციტატის” წარმოშობის საკითხს, ხსენებული გამონათქვამის რაიმე კვალიც კი ვერ აღმოაჩინეს ინგლისურენოვან ინტერნეტ სივრცეში (გარდა იმ რუსული საიტების ინგლისურენოვანი ვერსიებისა, სადაც ისინი რუსულად არის მოყვანილი).

ამ ”ციტატის” ერთადერთ წყაროს, რომლის დადგენაც ჟურნალისტებმა მოახერხეს და კერძოდ საიდანაც მან დაიწყო არსებობა, წარმოადგენს ”Независимая газета”-ის (”დამოუკიდებელი გაზეთი”) 1997 წლის 14 თებერვლის გამოცემა. მასში გამოქვეყნებულია ნიკიტა მიხალკოვის სტატია, სადაც ის ამბობს: ”ამას წინათ ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა – ზბიგნევ ბჟეზინსკიმ წარმოთქვა უცნაური ფრაზა: ”კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ამერიკის ერთადერთი მტერი დარჩა რუსული მართლმადიდებლობა”. თუმცა მიხალკოვმა არ დააზუსტა კერძოდ როდის, სად და ვისთან საუბარში ანდა რა გარემოებაში ჰქონდა ამას ადგილი. უფრო მეტიც, მიხალკოვის მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, ბჟეზინსკი არასდროს არ ყოფილა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. არც არანაირი საბუთია იმისა, რომ მიხალკოვი მანამდე როდესმე თუ შეხვედრია ბჟეზინსკის. ასეთი შეხვედრა რომც ყოფილიყო, დაუჯერებელია, რომ ბჟეზინსკის მიხალკოვის თანდასწრებით ასეთი ცინიკური ფრაზა წარმოეთქვა. და ამას ადგილი ჰქონოდა, მიხალკოვი აუცილებლად დააზუსტებდა, რომ თავად მოისმინა ეს ფრაზა. თუმცა მას თავის სტატიაში ეს არ განუცხადებია. შესაბამისად, საქმე გვაქვს ”სხვის მონაყოლთან”, რომლის აუთენტურობა არანაირად არ მტკიცდება.

გარდა ამისა, ბჟეზინსკის ამ სიტყვების ”ციტირებისას” არც თუ ისე იშვიათად აცხადებენ, რომ მან ეს ფრაზა წარმოთქვა ან 1991 ანდა 1992 წელს, ანუ უშუალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ანდა დაშლის შემდეგ. მაგალითად: ”1991 წლის აგვისტოში ამერიკის მთავარი ”სპეციალისტი რუსეთის საკითხებში” ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა, რომ კომუნიზმის ნგრევის შემდეგ ”დემოკრატიას” დარჩა ერთი მტერი – მართლმადიდებელი ეკლესია… მხოლოდ ერთხელ, კომუნისტური რეჟიმის დაცემისაგან გამოწვეული სიხარულით ბჟეზინსკიმ დაიძახა – ”ახლა ჩვენ დაგვრჩა ერთი მტერი – მართლმადიდებელი ეკლესია”. ეს იყო უხეში და მიუტევებელი შეცდომა ასეთი გამოცდილი ინტრიგანისათვის” [1]. ამავე დროს, თვით მიხალკოვი 1997 წელს ამბობს, რომ ბჟეზინსკიმ ეს ფრაზა ”ახლახანს” წარმოთქვა, თუმცა მიხალკოვის ხსენებულ სტატიამდე, ბჟეზინსკის ეს ”ფრაზა” არსად არაა ნახსენები.

საერთოდ ზბიგნევ ბჟეზინსკის პუბლიკაციებში ვერც კი შეხვდებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ რაიმე მკაცრ გამონათქვამებს. უფრო მეტიც, ის მართლმადიდებლობაზე საუბრობს საკმაოდ იშვიათად და არც ერთხელ არ ავლენს მის მიმართ რაიმე მტრულ დამოკიდებულებას. BBC-ის ვებ-გვერდზე მას ერთხელ დაუსვეს სწორედ ის შეკითხვა, რომელიც ამ ცნობილი ”ციტატის” საფუძველში დევს, რაზეც შემდეგი პასუხი იყო გაცემული [2]:

შეკითხვა: ”ვინაა ამერიკის მთავარი მტერი?”
ზბიგნევ ბჟეზინსკის პასუხი: ”ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ”მტერი ნომერ ერთი”. არის ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნები, და ამერიკას მათთანაც მტრული ურთიერთობა აქვს. თუმცა, სხვათა შორის, ბევრი ის პრობლემა რომელიც ამ ქვეყნებთან ამერიკას გაუჩნდა, რუსეთი თავისთვისაც პოტენციურად საშიშ პრობლემებად აღიქვამს”.

ამრიგად, შეკითხვაზე თუ ვის განიხილავს ბჟეზინსკი ამერიკის მთავარ მტრად, პასუხი ასეთია:: არავის. უფრო მეტიც, ის ქვეყნები, რომლებსაც ბჟეზინსკი ამერიკის მიმართ იმ დროს განიხილავდა როგორც მტრულად განწყობილს, მისივე აზრით, თვით რუსეთისათვისაც წარმოადგენენ გარკვეულ საფრთხეს. როგორც ვხედავთ, ის რუსეთს არც კი განიხილავს ამერიკის მტრად (ანდა, სულ ცოტა, ხმამაღლა ამას არ აცხადებს), და მითუმეტეს არც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას განიხილავს როგორც ამერიკის ”მთავარ მტრად”. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მისი პოზიცია, რომელიც მან ღიად განაცხადა.

ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ ხსენებული ფრაზის ბჟეზინსკისადმი მიწერა საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება, და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ”ციტატა” უნდა ვაღიაროთ მითად.

დიაკონი ანდრეი გლუშენკო,
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია,
მოსკოვის საპატრიარქო

—————-

ახლა კი ვნახოთ თუ რას ამბობს თვით ზბიგნევ ბჟეზინსკი ამასთან დაკავშირებით:

ზბიგნევ ბჟეზინსკიმ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) პუბლიცისტების მიერ მისთვის მიწერილი ფრაზა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ეკლესია ამერიკის მთავარი მტერი ხდება, უარყო

წყარო: http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=88242

”უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის არაოფიციალური პრეს-სამსახურის” ხელმძღვანელმა ვასილი ანისიმოვმა 30 ნოემბერს (2011 წელი, მთარგმნელისაგან) ”ინტერფაქს-რელიგიის” საიტისათვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ერთხელ ესაუბრა ცნობილ ამერიკელ პოლიტოლოგს, სოციოლოგს და სახელმწიფო მოღვაწეს, ამერიკის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკის, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ცნობილი ფრაზა ” რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკის მთავარი მტერია” ბჟეზინსკის მიაწერეს. ”როდესაც ბჟეზინსკი კიევში იმყოფებოდა,- ასაბუთებდა ვასილი ანისიმოვი, – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესს-სამსახურის თანამშრომლებმა სთხოვეს მას აეხსნა, თუ რატომ გამოცხადდა საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მის მიერ ამერიკის მთავარ მტრად. ის პირჯვრის წერით აცხადებდა, რომ არასდროს ამის მაგვარი რამ არ განუცხადებია, და რომ ეს მას მიაწერეს”. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკი ”რუსული მართლმადიდებლობის ნომერ პირველი მტერია”. ასე მაგალითად ახალგაზრდულ ჟურნალ ”Отрок”-ში, რომელიც გამოიცემა კიევის წმინდა სამების იონინსკის მონასტრის მიერ, ის შეყვანილი იყო ”კაციჭამიების” სიაში, რომელშიც სხვებთან ერთად ფიგურირებდა მანიაკი ჩიკატილო და ჩეჩენი ბოევიკი შამილ ბასაევი [3].

მართლმადიდებელი კონსპირატორები ბჟეზინსკის აბრალებენ, რომ ფრაზა ”კომუნიზმის დაცემის შემდეგ, ჩვენი ყველაზე მთავარი მტერი – რუსული მართლმადიდებლობაა” სწორედ მას ეკუთვნის. თუმცა ვერავინ ვერ შესძლო დაემტკიცებინა, რომ ეს ფრაზა მართლაც ბჟეზინსკის (ანდა სხვა პიროვნებას) ეკუთვნის. ”დალესის გეგმის” [4] და ”სიონ ბრძენთა ოქმებთან” [5] ერთად მართლმადიდებელი პატრიოტები ამ ფრაზასაც იყენებენ ”კონსპირაციის თეორიაში” რათა შეებრძოლონ ”მსოფლიოს კულისებს”, აღნიშნავს ”რელიგია უკრაინაში”.

ინფორმაციისათვის: რუსეთის ხელისუფლების მიერ იაროსლავში გამართულ პოლიტიკურ ფორუმის ვიზიტისას ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გამოხატა თავისი სიყვარული რუსეთის, რუსების და რუსული კულტურის მიმართ.

[1] http://rusk.ru/st.php?idar=110759
[2] http://news.bbc.co.uk/hi/russian/talking_point/newsid_7284000/7284161.stm
[3] http://www.religion.in.ua/news/ukrainian_news/9491-v-kiev-priedet-amerikanec-vklyuchennyj-ioninskim-monastyrem-v-perechen-lyudoedov-foto.html
[4] დალესის გეგმა – რუსეთში ცნობილი კონსპირაციის თეორია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ამერიკის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ცივი ომის პერიოდში შეიქმნა და რომლის მთავარი დანიშნულება იყო საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მორალური გახრწნა. ამ გეგმის ავტორობას მიაწერენ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს უფროსს – ალენ დალესს (1953 – 1961).
[5] სიონ ბრძენთა ოქმები – გამოგონილ ტექსტთა ფალსიფიცირებული კრებული ებრაელების მსოფლიო ბატონობის შესახებ. არსებობს მრავალი მტკიცებულება (ბეჭვდითი, სამართლებრივი და დამოუკიდებელი გამოკვლევები), რომ ისინი წარმოადგენენ პლაგიატიზმს და მისტიფიკაციას. ასე მაგალითად, ჟურნალ The Times-ში (1921 წელი) ირლანდიელმა ჟურნალისტმა ფილიპ გრეივსმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ის ”ოქმების” მისტიფიკაციას ამტკიცებდა ამ “ოქმების” 1-19 თავები კი შეესაბამება მორის ჟოლის (ფრანგი ადვოკატი, პუბლიცისტი და სატირიკოსი, XIX საუკუნე) “ დიალოგი ჯოჯოხეთში მაკიაველსა და მონტესკიეს შორის”-ის 1-17 თავებს. ხოლო ფრანგი ისტორიკოსის პიერ ტაგიეფის მიხედვით, ამ კრებულის მიზანი იყო რუსული იმპერიის მოდერნიზაციის ნებისმიერი მცდელობისთვის ხელის შეშლა, და ამ მცდელობის წარმოდგენა როგორც ”ებრაული პროექტისა”.
 

http://www.orthodoxtheology.ge/mythaboutbrzezinski/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: