IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• 1921 წლის კონსტიტუცია

♥ სეგმ

 

ბაკურ მორგოშია

 პასუხად 1921 წლის კონსტიტუციის უზნეო მქადაგებლებს

 

როგორც ჩანს ნაპუჩისტარმა სუკ-ის ნასედკებმა მიიღეს ახალი დავალება კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იდეასთან საბრძოლველად, რომელიც გულისხმობს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენებას 1921 წლის კონსტიტუციის უფრო ლეგიტიმურად გამოცხადების ნიადაგზე.

ჯერ ერთი, ლეგიტიმაციის უმთავრესი წყარო არის არა კონსტიტუცია, არამედ ხალხის ნება, ანუ დემოკრატიული არჩევნებით მოსული ხელისუფლება, რომელიც უფლებამოსილია შეცვალოს კიდეც კონსტიტუცია, ან მიიღოს ახალი კონსტიტუცია საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე.

1918 წელს სახალხო არჩევნების გარეშე შექმნილმა ეროვნულმა საბჭომ დანიშნა 1919 წლის 14 თებერვლის არჩევნები. ამ პერიოდში საქართველოს შემადგენლობაში არ შემოდიოდა აფხაზეთის, ბათუმის, ახალციხის, ახალხალაქის და ა.შ. ოლქები. ამას გარდა, საარჩევნო კანონი არ შეესაბამებოდა თანამედროვე არჩევნების კრიტერიუმებს დემოკრატიულობის თვალსაზრისით და ამასთანავე ამ არჩევნებს არ ესწრებოდა, არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი. გარდა ამისა, არჩევნები არ ჩატარებულა მთელ რიგ რაიონულ ცენტრებში და ყველაზე ოპტიმისტური მონაცემებითაც კი ამომრჩეველთა მხოლოდ 60% მიიღო მასში მონაწილეობა და გაიმარჯვა ჟორდანიას პარტიამ. ეს არჩევნები ახლოსაც ვერ მოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ არაკომუნისტურ, მრავალპარტიულ, ნამდვილად ეროვნულ არჩევნებთან, ვერც გამჭვირვალობით, ვერც ლეგიტიმურობით, ვერც მოცულობით და ვერც შედეგით, რომელშიც უდიდესი უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიადის მრგვალმა მაგიდამ.

რაც შეეხება ერთა ლიგას, მას არასოდეს უცვნია საქართველოს დამოუკიდებლობა და მხოლოდ მასში შემავალმა ქვეყნების ნაწილმა ცნო იგი. თავად საბჭოთა კავშირი ერთა ლიგაში კი 1934 წელს მიიღეს, ხოლო როცა ერთა ლიგა გაუქმდა, მასთან ერთად გაუქმდა მისი ყოველი დოკუმენტიც. გაერო კი არ არის ერთა ლიგის კანონმემკვიდრე.

გაეროს ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი იყო საბჭოთა კავშირი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველო, როგორც სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკა. დიახ, გაერო დაარსების დღიდანვე ცნობდა საქართველოს სუვერენიტეტს საკუთარი კომუნისტური კონსტიტუციით და იმავე საზღვრებით რა საზღვრებში ის დღეს გვცნობს. ის საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად მიიჩნევდა კომპარტიას, რადგან ჟორდანიას მთავრობამაც ოცდაათიანი წლების დასაწყისში სცნო საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმურობა, რის შემდეგაც საფრანგეთის მთავრობამ ოფიციალურად შეუჩერა ჟორდანიას მთავრობას დევნილი ლეგიტიმური მთავრობის სტატუსი. ასე რომ კომუნისტური საქართველოს კონსტიტუცია საერთაშორისო სამართლითაც კი იქცა ლეგიტიმურად და 1921 წლის კონსტიტუციამ იურიდიულადაც ძალა დაკარგა. კომუნისტურ კონსტიტუციაში კი იყო ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბზარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეეძლო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა საყოველთაო რეფერენდუმით, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა ჩვენმა გენიალურმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა თვით საბჭოთა წესდებითაც კი გახადა აბსოლუტურად ლეგიტიმური.

1921 წლის კონსტიტუცია მიღებულ იქნა 21 თებერვალს ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე, თბილისის დაცემიდან სამი დღით ადრე, როცა საქართველოს უდიდესი ტერიტორია უკვე ოკუპირებული იყო და ის ძალაში ფაქტობრივად არასოდეს შესულა.

რაც შეეხება 1918-21 წლის საქართველოს საზღვრებს, აქაც უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში საქართველოს საზღვრების დემარკაცია-რატიფიკაცია არ მომხდარა და ჩვენ მეზობელ ყველა ქვეყანას ქონდა ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ (იხილეთ რუკა).

 

ასე, რომ 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედება იურიდიულადაც ვერ დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. პირიქით, პერსპექტივაშიც შეგვზღუდავს, რადგან საქართველოს სამეფოს საზღვრები და ქართველი ხალხის ბუნებრივი განსახლების არეალი გაცილებით უფრო ფართოა ისტორიულად, ვიდრე 1918-21 წლის მერყევი საზღვრები.

 

1991 წლის პერიოდის რუკა

 

ზვიადის, ანუ ქართველი ერის, ხელისუფლებამ იმდენი ცვლილებები შეიტანა 1978 წლის კომუნისტურ კონსტიტუციაში, რომ ის ნამდვილად ეროვნულ კონსტიტუციად აქცია და კიდევ უფრო დახვეწავდა, რომ დასცლოდა.

ასე, რომ საქართველოს ხსნა კანონიერი ხელისუფლების აღდგენაშია მისივე კონსტიტუციით და არა 1921 წლის თანამედროვეობასთან შეუსაბამო კონსტიტუციის ამოქმედებაში ანტიქართველი შევარდნაძის ნაპუჩისტარი ლეკვების მიერ.

“აი გზა ბარაბასი და აი გზა ქრისტესი!…

აირჩიე ქართველო ერო!!!”

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”, N32  2012 წ.

 

 

                          

7 Responses to “• 1921 წლის კონსტიტუცია”

  1. ამასთან დაკავშირებით რამოდენიმეჯერ დავწერე ფაქტები და არც ეხლა დავიზარებ. მორგოშია,რომ უნისონში ჭიკჭიკებს გიორგი პაპუაშვლითან, (საქ: ე. წ.”საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე”) რომელმაც ამა წლის 12 მაისს ჟურნალ “Engage-ში,” ინგლისურ ენაზე, გამოაქვეყნა მორიგი სიყალბე, ხსენებულ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, “თითქოს და ეს კონსტიტუცია 1921 წლის 17 მარტს ქალაქ ბათუმში გამართულ თავის ბოლოსხდომაზე შეაჩერა საქ: დამფუძნებელმა კრებამ,” აშკარაა..
    რაც შეეხება თავად კონსტიტუციას, იგი უნდა შესრულდეს ვინაიდან არის იურიდიული ძალის მქონე და აი გარემოებებიც რომლითაც დგინდება მისი იურიდიული ძალმოსილება;
    1. 1921 წლიოს 21 თებერვლის კონსტიტუციის მე-10 მუხლის მიხედვითვე, ვინაიდან „ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ, იმ შემთხვევების გარდა, რომელიც ამავე კონსტიტუციას აქვს გათვალისწინებული.“

    2. 1921 წლის 21 თებერვლიდან დღემდე საქართველოში არ არსებობდა და არ არსებობს არც ერთი სახელისუფლებო ორგანო რომელსაც ჰქონდა უფლება ამ კონსტიტუციის გადასინჯვის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, მისი გაუქმების, ბათილად გამოცხადების ან რაიმე სხვა ზემოქმედების მოხდენისა მასზე.

    3. 1990 წლის 9 მარტს საქ: სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებით რომლითაც საქართველო გამოცხადდა ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყანად.

    4. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარებული საყოველთაო სახალხო რეფენდუმის შედეგების შედეგად რომელი რეფერენდუმიც ჩატარდა ერთად ერთი შეკითხვით „გსურთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.“ რასაც ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

    5. 1991 წლის 9 აპრილის „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით,“ კერძოდ; მისი მე-3 აბზაცით დადგენილი ფაქტით, რომ საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია „დღემდე იურიდიული ძალის მქონეა.“

    6. 1995 წლის 24 აგვისტოს, ე. შევარდნაძის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული „კონსტიტუციის“ პრეამბულით რომლითაც, საქართველოს მოქალაქეები… …ეყრდნობიან „საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.“

    7. 1995 წლის 24 აგვისტოს ე. შევარდნაძის ე. წ. პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს „კონსტიტუციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დასტურდება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლიბის აღდგენის აქტით,“ რომელი აქტითაც დადგენილია, რომ საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია „დღემდე იურიდიული ძალის მქონეა.“
    ბატონო ბაკურ! თქვენ წყალს ასხამთ საქართველოს მტრების წისქვილზე როცა თვენს წერილში მიგვითითებთ არ არსებულ გარემოებებზე და შეურაცხყოფას აყენებთ ზვიად გამსახურდიას, რომელმაც, 1991 წლის 9 აპრილის “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდეგენის აქტზე” თავის ხელმოწერით დაადასტურა, რომ საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია დღემდე იურიდიული ძალის მქონეა!!!

  2. – ვპასუხობ ამ ნაპუჩისტარ ბარბაქაძეს: 1. არგუმენტი რომელიც მოიყვან და იძხის რომ 21 წლის კონსტიტუცია უწყვეტად მოქმედებს მცდარია და მასზე პასუხი წერილშივეა გაცემული. 2. ხალხის მიერ 1990 წელს არჩეული ეროვნული ხეისუფლება უფლება მოსილი იყო ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილებების. 3. კომუნისტებმა ცნეს ოკუპაციის ფაქტი მაგრამ მოქმედი კონსტიტუცია არ შეუჩერებიათ. 4. მისი არგუმენტი თემასთან კავშირშიც არაა 5. იურიდიული ძალის მქონე იყო მოქმედი კონსტიტუცია (ორი კონსტიტუცია ერთდროულად არ არსებობს) ეს ფრაზა ისტორიულ-გადატანითი მნიშვნელობის ფრაზაა. 6. შევარდნაძის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ მიღებული ვერცერთი გადაწყვეტილება იურიდიულად ვერ ჩაითვლება. 7.იგივე ითქმის. —მე კიარა თქვენ ასხავთ საქართველოს წისქვილზე წყალს დაა დაასხით მაში როცა კანონიერი ხელისუფლება დაამხეთ, შევარდნაძე ჩამოათრიეთ, ეხლა კი კანონიერი ხელისუფლების აღდგენას ებრძვით და ამ ბინძურ არგუმენტებსაც არ ერიდებით რომ ეროვნული ხელისუფლების კანონიერება დააკნინოთ.

  3. zuraby said

    ბატონო ბაკური, მე და მამაშენი ვიცნობთ ერთმანეთს კარგად და იგი გეტყვის ზოგადად ჩემი პუტჩისტობის შესახებ, კონკრეტულად კი, ვიბრძოდი თუ არა იარაღით ხელში გამსახურდიას წინააღმდეგ და ვიყავი თუ არა შევარდნაძის ხელისუფლებაში რომელიმე თანამდებობაზე, ეგ შენი გამოხტომები პატარა ბავშვის
    ტლიკინს ჰგავს და სულ ეგ არის.
    შენ ამტკიცებ, რომ 1991 წლის 9 აპრილის “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის” მე-3 აბზაცში ნახსენებ “კონსტიტუცია-ში” იგულისხმება საქ: სსრ 1978 წლის კონსტიტუცია უზენაესი საბჭოს მიერ შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით. მაშინ მიპასუხე, რაში დასჭირდა უზენაეს საბჭოს მიეთითებინა 9 აპრილის აქტში, “ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში?!”
    . კარგად წაიკითხე, აი ეს, მე-3 აბზაცი, აგერ ციტატა:
    “საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.”
    ვიმეორებ ფრაზას, ” დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა,” შე დალოცვილო 9 აპრილის აქტით საქართველოს დამოუკიდებლობა კი არ გამოაცხადა უზენაესმა საბჭომ არამედ აღადგინა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუზველზე. აგერ კიდევ ციტატა 9 აპრილის აქტიდან იმის შესახებ თუ რა დაადგინა და გამოაცხადა უზენაესმა საბჭომ, “1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.” 26 მაისის აქტი კი არის, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის საფუძველი და არა საქ: სსრ 1978 წლის “კონსტიტუციის” საფუძველი.
    და ბოლოს, გირჩევ, კარგად წაიკითხე და გაიაზრე 9 აპრილის აქტი და მერე გადმოი შტევაზე!!!

  4. 1990_91 წლებში მოქმედებდა 1974 წლის კონსტიტუცია (ცვლილებებით)- სიტყვა “იურიდიული ძალის მქონე” არ ნიშნავს ფაქტობრივად მოქმედს! ეს იყო ისტორიულ ასპექტში ნათქვამი, რამეთუ ორი კონსტიტუცია ერთად არ არსებობს. თქვენ გეშინიათ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის, როგორც დამნაშავეებს. რომელი კონსტიტუცია ამართლებს კანონიერი ხელისუფლების ძალით დამხობას?

    • zuraby said

      ბაკური, მაიძულებ დავწერო ის რაც ძალიან არ მინდა! მე მეშინია უვიცი ადამიანების, კანონიერი ხელისუფლების კი არა! დე ფაქტო და დე იურე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან; დე ფაქტოდ მოქმედებდა სსრკ და მისი კონსტიტუცია, მაგრამ მისი არსებობა იურიდიულად უსაფუძვლო იყო “ვინაიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე” ამონარიდი 9 აპრილის აქტიდან მე-3 აბზაცი.

  5. თქვენ ხართ შევარდნაძის პარლამენტარი(და ა.შ.), კანონიერ ხელისუფლებას ქონდა კანონიერი დეფაქტო და დეიურე გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა- თუ ეს კონტიტუცია იურიდიული არ იყო ესეიგი 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი რომელიც ამ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით შეიქმნა არაა იურიდიული ძალის მქონე? კიდევ გიმეორებ თქვენ ხართ სუკის ნაპუჩისტარი ნასედქები!!!

  6. bakur morgoshia, სრულიად შემთხვევით ახლა ვნახე… რას მიედ-მოედები არ გრცხვენი?! მაგ, 1978 წლის კონსტიტუციის პრეამბულაში, უზენაესი საბჭოს მიერ შეტანილი ცვლილებებითა და დამატაებებით, წერია, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციაო, ანუ სსრკ-ს დაშლამდე პერიოდი იგულისხმება… სსრკ ანუ დღევანდელი რუსეთი რომელიც ებრძოდა და ებრძვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, შენც რუსეთის წისქვილზე ასხამ წყალსა და იმავე დროს, სხვებს პუტჩისტებად მოიხსენიებ!…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: