IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• როგორ გადაიბირეს ათი ათასი მოქალაქე?!

• ს.ე.გ.მ.

როგორ გადაიბირეს ამერიკის სპეცსამსახურებმა საქართველოს ათი ათასი მოქალაქე?!

13/05/13

 7213bba5d8192ed15a38ffdc7556838e[1]საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნების გზით გასტუმრების შემდეგ, ბევრს ეიმედებოდა, რომ ქვეყანაში დასრულდებოდა ის განუკითხაობა და თარეში, რაც მიშა სააკაშვილის მმართველობას ახლდა. დასამალი აღარავისთვისაა, რომ “ნაცბანდა” ამერიკის ყველაზე რეაქციული და კონსერვატიული პოლიტიკური ფრთის მიერ იმართებოდა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის რეჟიმს ამერიკის ყველაზე დემოკრატიული წრეებიც არ უჭერდნენ მხარს და არ ანებივრებდნენ.

კი, “ნაცმოძრაობა” 1 ოქტომბერს მოვიშორეთ (ამ დაუსრულებელ კოჰაბიტაციას თუ მოშორება ჰქვია!), მაგრამ ვისაც ჰგონია, რომ ახლა მუთაქაზე უნდა მიდოს თავი და ქვეყანა თავისით აშენდება, ძალიან ცდება. ამერიკელებმა უზარმაზარი ფული დაახარჯეს “ნაციონალებს”, მათი ჯურის “ქართველებს” და როცა კი პოლიტიკური რევანშის შანსი მიეცემათ, მას ხელიდან არ გაუშვებენ.

“ქრონიკისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმ სკანდალური გეგმის დეტალების შესახებ, რომელსაც ამერიკა წლების მანძილზე ატარებდა საქართველოში.

პრინციპში, ამ სქემის არსებობის შესახებ ისედაც ვიცოდით, მაგრამ შემზარავია მისი დეტალები.

ეს არის სქემა, რომლის თანახმადაც, ამერიკული სპეცსამსახურები ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს საქართველოს წინააღმდეგ ამუშავებდნენ, სანაცვლოდ კი მათ უცხოელ სასწავლებლებში სწავლის საშუალებას აძლევდნენ.

პრინციპში, “სპეცმზადებას” ქართველი სტუდენტები სწორედ უცხოეთში სწავლების დროს გადიოდნენ.

წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა არამარტო საქართველოში მოქმედებს. მას კონტროლს უშუალოდ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო უწევს, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება. ამერიკა ევროპისა და აზიის ყველა ქვეყანაში წარმატებით ახორციელებდა ამ გეგმას. თუმცა, სხვებს თავში ქვა უხლიათ, ჩვენ ჩვენი მკვდარი ვიტიროთ.

ამერიკული სპეცსამსახურები მსოფლიოს უამრავ ქვეყანასთან თანამშრომლობენ, შესაბამისად, მათთვის ამ ქვეყნების უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და სხვა ტიპის სასწავლო ცენტრებში შეღწევაც არ არის პრობლემა. საქართველოსთან მიმართებაში კი ასეთი ვითარებაა. ამერიკელები არჩევდნენ ნიჭიერ, ლიბერალური იდეებით გატაცებულ ახალგაზრდებს. ცხადია, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ამ ახალგაზრდების ათეისტობა, საკუთარი ქვეყნის ტრადიციებისადმი უპატივცემულობა იყო. საქართველოში ამერიკული სპეცსამსახურები ამ ახალგაზრდებზე ფარულ თვალთვალს აწარმოებდნენ, ძირფესვიანად სწავლობდნენ მათ ცხოვრებას. შემდეგ, როცა ეს ახალგაზრდები უცხოეთში სასწავლებლად მიდიოდნენ (ამერიკული სპეცსამსახურები, ცხადია, იმაზეც ზრუნავდნენ, რომ ისინი სწორედ იმ სასწავლებლებში მოხვედრილიყვნენ, რომელთაც ძირფესვიანად აკონტროლებდნენ), მხოლოდ მაშინ ამყარებდნენ ღია კავშირს ობიექტთან. მათ ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროსთან თანამშრომლობას სთავაზობდნენ. ცხადია, არა მუქთად.

მათ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში კარიერულ აღმასვლას ჰპირდებოდნენ, თუ სახელმწიფო სამსახურში მოისურვებდნენ დასაქმებას. თუ არასამთავრობო სექტორში დასაქმდებოდნენ, დასაქმებაშიც დაეხმარებოდნენ, საერთაშორისო ფონდები კი მათ არასამთავრობოებს სოლიდურ გრანტებს არ მოაკლებდნენ.

ამერიკული სპეცსამსახურები ამ გულუხვი საფასურის სანაცვლოდ, მათ საქართველოში “ლიბერალურ ფრონტზე” ბრძოლას, პროამერიკული იდეების პროპაგანდასა და ცხოვრებაში გატარებას სთხოვდნენ. ავანსად, სტუდენტებს სწავლის პროცესში პრობლემების შექმნის შემთხვევაში დახმარებას ჰპირდებოდნენ. წყარო იუწყება, რომ ბევრს არა თუ გამოცდები ჩაუბარეს, არამედ სწავლის საფასურიც კი გადაუხადეს. ცხადია, ეს ფული ევროპული თუ ამერიკული სასწავლებლების ანგარიშზე ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას პირადი ანგარიშიდან არ გადარიცხულა.

ფული გადაიხადეს კონკრეტულმა საგანმანათლებლო საქველმოქმედო ფონდებში, რომელთაც ამერიკული სპეცსამსახურები აფინანსებდნენ და აკონტროლებენ ევროპაშიც და ამერიკაშიც.

ვფიქრობ, საკამათო აღარც არის ის, რომ ვინც ამერიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას დასთანხმდა, ის სიკვდილამდე მათი ნების უსიტყვოდ აღმსრულებელი იქნება და მათ თავს ვეღარ დააღწევს.

საქართველოში ამ პროექტის განხორციელება ამერიკელებმა 1990-იანი წლების შუახანში დაიწყეს. მოდით, ახლა ის ვთქვათ, რას ითხოვდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე პატრონობის საფასურად “ცრუ”-ს მემკვიდრეები ლიბერალი ქართველი ახალგაზრდებისგან? პირველ რიგში, ცხადია, ამ ლიბერალური იდეების ქადაგებას. ნუ, ახლა მთლად იეღოველებივით და ფერადი ჟურნალებით იღლიაში ამოჩრილები სახლებში არ დადიოდნენ ეს ადამიანები, მაგრამ გემახსოვრებათ, ამ ადამიანებს იმხანად პრესა-ტელევიზიაზე ხელი მიუწვდებოდათ, თავიანთ “ნოვატორულ” აზრებსაც უხვად აფრქვევდნენ. ბევრი უმსგავსობის გაპიარება და დანერგვა მოახერხეს იმ დროს. მათი უმთავრესი მიზანი იყო, შეეღწიათ საპატრიარქოში, მოეხდინათ ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტის გაუფასურება.

პარალელურად, მათ ევალებოდათ აგრესიული სექტანტების მფარველობა, მათი დახმარებით თუ პირიქით, მათ ზურგსუკან ამოფარებულებს, ქართული წმიდათაწმიდა ტრადიციების ხელყოფა, აჭარაში რელიგიური შუღლის ჩამოგდება მუსლიმან და ქრისტიან ქართველებს შორის, შეჭირვებული მოსახლეობის 30 ვერცხლს დახარბება, ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფა და იეღოველთა ანდა, სხვა, არანაკლებ ცოდვილი სექტის “სარწმუნოების” მიღება. მოდით, ვაღიაროთ, ფულის მეშვეობით თუ სხვა მეთოდებითაც, საკმაო რაოდენობის მომხრეებიც გაიჩინეს.

და ვინ ედგნენ ამ ყველაფერს სათავეში? გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, დავით პაიჭაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი…

გლობალიზაციის მოსურნე ამერიკელები იბირებდნენ როგორც თანამოაზრეებს, ასევე ხელმოკლე ადამიანებს. აფინანსებდნენ მათ და, სანაცვლოდ, ანტიქართული ქმედებების განხორციელებას ავალებდნენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომელთაც აფინანსებდნენ, მაგრამ კონკრეტულ ეტაპზე არ იყენებდნენ, მათ რეზერვში ინახავდნენ და როცა დასჭირდებოდათ, მაშინ აამოქმედებნენ “სამშობლოს” წინააღმდეგ. “ვარდების რევოლუციამ” კი სამშობლოს მოღალატეთა ეს ხროვა, ხელისუფლების სათავეშიც მოიყვანა. შესაძლოა, ვინმე შემედავოს, “სამშობლოს მოღალატე” ნამეტანი მკაცრი შეფასებააო, მაგრამ კაცი ერთი სემესტრის სწავლის ქირის საფასურად, თუნდაც უცხოურ უნივერსიტეტში ან კოლეჯში, უცხოურ სპეცსამსახურს რომ შეეკვრება თავისი სამშობლოს წინააღმდეგ, მას სხვა სახელს ვერ დავარქმევ.

ამერიკელთა მიერ დაფინანსებული ერთი ჯგუფი ხომ ხელისუფლებაში მოვიდა, ესეც არ იკმარეს, ამათმა მეორე ნაწილმა, არასამთავრობო სექტორის სრული მონოპოლიზება მოახდინა და მთელი ამ 9 წლის მანძილზე, სააკაშვილის რეჟიმის ხოტბა-დიდებისა და ზემოთ რომ მოგახსენეთ, იმ უცხოური ფონდებიდან “შემოწირული” გრანტების ჭამის მეტი, სხვა არაფერი უკეთებიათ.

“ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი ზეობის პერიოდშიც, ცხადია, გრძელდებოდა ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა. ამერიკელები, უკვე, თავად ქართულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.

ვანო მერაბიშვილის უწყებასთან ერთად ადგენდნენ იმ ახალგაზრდების სიას, რომელთაც უცხოეთში უნივერსიტეტში სასწავლებლად ან სასწავლო ცენტრში რამდენიმეთვიანი კვალიფიკაციის ასამაღლებლად აგზავნიდნენ.

დიახ, ასეა: ქართული სპეცსამსახურები თავად ზრუნავდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამერიკული სპეცსამსახურების აგენტები გამხდარიყვნენ. აქ კი, “ენვერსა” და რაღაც სულელურ ფილმებს გვაჩვევდნენ, როგორ იჭერდნენ ჩვენი კონტრმზვერავები რუს ჯაშუშებს. არა, ჯაშუში ჯაშუშია და არც ამერიკისა მინდა და არც რუსეთისა, მაგრამ სად არის გარანტია, რომ დღეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი _ ამერიკა 10-15 წლის შემდეგ “სტრატეგიულ მტრად” არ გვექცევა? მით უფრო, მსოფლიო გეოპოლიტიკური ინტერესების ელვისებური ცვლილებების ფონზე? ამერიკელთა ის აგენტურა, ზემოთ რომ მოგახსენეთ, რა, ვანო მერაბიშვილის ერთ სიტყვაზე შეიცვლის აზრს და ამერიკელთა საწინააღმდეგოდ იმოქმედებს? ანდა, 10-15 წლის შემდეგ სადღა იქნება მერაბიშვილის ბუნდღა? თქვენც არ მომიკვდეთ! ეს ხალხი მუდამ და მარად ამერიკული სპეცსამსახურების მძევლებად დარჩებიან, საქართველოში კი იმ პოლიტიკას მოემსახურებიან, რასაც ამერიკული შეფები დაავალებენ. ცხადია, ანტიქართულ დავალებასაც მიიღებენ და პროტესტსაც ვერ (არ) გამოთქვამენ.

ამერიკის სადაზვერვო ბიუროს მიერ კონტროლირებად სასწავლებლებში ქართველთა მიძალებას ერთი კონკრეტული მიზანიც ჰქონდა. ამერიკელები ერთდროულად რამდენიმე კურდღლის მოკვლას ახერხებდნენ. თუ ვინმე ძალზე ნიჭიერი გამოერეოდა ქართულ სტუდენტებში, მათ ამერიკულ სახელმწიფო კომპანიაში ასაქმებდნენ.

“ტვინების გადინების” ამ პროცესში არც ევროპელები ჩამორჩებოდნენ ამერიკელებს. იქნებ ესაა ჩვენი დაძაბუნების მთავარი მიზეზი – ქართველ ერს გონი ამოაცალეს და ისე დავჩიავდით, კაცი, რომელმაც 45 წლის ასაკამდე ცხვირის მოხოცვაც კი ვერ ისწავლა, 9 წელი პრეზიდენტად გვეჯდა.

წყაროს ინფორმაციით, ვისაც უცხოეთში თუნდაც მხოლოდ ერთთვიანი ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი, მას მეტ-ნაკლებად მაღალ თანამდებობაზე არ ნიშნავდნენ. ერთ თვეში განა რა უნდა გასწავლონ ისეთი თუნდაც, ინგლისსა და ამერიკაში, რომ აქ ჩამოხვიდე და თანამშრომლები გადარიო? თანაც, ჩამოსვლიდან მაქსიმუმ ერთ-ორ თვეში, უცხოეთში სწავლებაგავლილს აუცილებლად აწინაურებდნენ.

რეალურად კი, აი, რა ხდებოდა: უცხოეთში “ნასწავლ” ჩინოვნიკს თან ჩამოჰქონდა სერტიფიკატი, რომ მან სწავლა წარმატებით დაასრულა. ეს სერტიფიკატი კი, რეალურად, პაროლი იყო, რომ ეს ადამიანი იყო სანდო პირი ამერიკელთათვის და ამერიკელები უწევდნენ მას რეკომენდაციას, რომ დაეწინაურებინათ.

შეიძლება ითქვას, “ვარდების მმართველობის” დროს, შს და თავდაცვის სამინისტროს არც ერთ საკვანძო პოსტზე, ამერიკელთა რეკომენდაციის გარეშე, ანუ “სტაჟირებაგაუვლელი” არც ერთი ჩინოსანი არ დანიშნულა. არც სხვა უწყებებში სწავლობდნენ უცხოური სასწავლო ცენტრებში ტრენინგგაუვლელ ნიჭიერ ადამიანებს. ერთი საყურადღებო დეტალიც: ბევრი მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკის ბიოგრაფიაში, აღნიშნული არ არის, რომ მათ კონკრეტული სასწავლებლის, ვთქვათ, 2-თვიანი კურსი გაიარეს. ესეც სპეცსამსახურის ხელწერაა. უბრალოდ, კვალი წაშალეს. ხოლო ამ უწყებების კადრების განყოფილებაში მათ შესახებ დაფიქსირებულია, რომ ისინი ორი თვით მივლინებით იყვნენ გერმანიაში, ლიტვაში, საფრანგეთში ან ამერიკაში. წადი და არკვიე ახლა, სინამდვილეში სად ჯანდაბაში იყვნენ?!

ახლა კი ჯერ მთავარზე მოგახსენებთ და უმთავრესს, ბოლო და ტკბილი ლუკმისა არ იყოს, ბოლოსთვის მოვიტოვებ.

სააკაშვილის რეჟიმის დროს, ამგვარი დატრენინგებული, მინიმუმ 10 000 კაცია. ეს არც მეტი, არც ნაკლები _ ამერიკის 10 000 აგენტია საქართველოში.

ცხადია, შორს ვარ იმ, აზრისგან, რომ ვინც უცხოეთში სწავლობდა, ყველა ამერიკის აგენტია, მაგრამ “ქრონიკის” წყაროს ინფორმაციასაც თავი რომ დავანებოთ, ხომ ფაქტია, რომ ყველა საკვანძო უწყებას საქართველოში ამერიკელები აკონტროლებდნენ, მათი რეკომენდაციის გარეშე, მნიშვნელოვან სამსახურებში ვერავინ დაინიშნებოდა. კავკასიის მიმართ ამერიკელთა გაცხოველებული ინტერესები და აქ საქართველოს სტრატეგიული როლიც აშკარაა. მარტო იმ ფაქტის გახსენება რად ღირს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ერთდროულად სამი ამერიკელი მცველი ჰყავდა (როცა მათ უჯერებდა). მოკლედ, ამერიკელთა ინტერესები ამ ეტაპზე საქართველოს მიმართ არავითარ შემთხვევაში არ შესუსტდება. ამერიკელთა დასაყრდენი კი ბევრს “ნაციონალური მოძრაობა” ჰგონია. “ნაცმოძრაობა” მალე ხუხულასავით დაიშლება, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა და არც ამერიკელები ჩაჰყვებიან სააკაშვილსა და მის გუნდს პოლიტიკურ სამარეში. ამერიკის დასაყრდენი ის 10 000 კაცია, თადარიგი რომ დაიჭირეს და თანამშრომლობაზე დაიყაბულეს.

აქედან, ცხადია, ნაწილი ამერიკელთა თანამოაზრე და მათი ულტრალიბერალური იდეების თავგადაკლული მომხრეა, ნაწილი კი ის ხალხი, აი, ზემოთ რომ მოგახსენეთ, იმ მიზეზების გამო რომ გადაიბირეს ოკეანის-გაღმელებმა. ახლა, რამდენია ნებით ლიბერალისტი და რამდენი ძალად გაალიბერასტეს ამერიკელებმა, ბოდიში, მაგრამ ამაზე ვერაფერს გეტყვით _ ეს ინფორმაცია ამერიკის სადაზვერვო ბიუროს საცავებშია დაცული.

აქედან გამომდინარე, ამერიკელებს ჩვენთან ანტიქართული საქმეების გასაგრძელებლად “ნაციონალური მოძრაობა” დიდად არ სჭირდებათ. მათ ამ პარტიის რამდენიმე დეპუტატი სჭირდებათ მხოლოდ, “პოლიტიკური ლოკომოტივისთვის”, დანარჩენებს კი იმ აგენტურაში მოიძიებენ, ზემოთ რომ ვისაუბრეთ. ამერიკელები, ასევე, უხვად გააგრძელებენ იმ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას, რომელიც, რეალურად, მათი დასაყრდენია, რადგანაც მათი იდეური მხარდამჭერებისა თუ “დავერბოვკებული” ხალხის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სფეროშია. როცა საჭიროდ ჩათვლიან, ანუ როცა მათი დრო დადგება, ამერიკელები ამ “არასამთავრობო დესანტს” პოლიტიკაში გადაისვრიან და იმ ნიშის დასაკავებლად ყველანაირად დაეხმარებიან, აქამდე “ნაცმოძრაობას” რომ ეჭირა _ მკვეთრად პროამერიკულის!

საქართველოში მოქმედ პროამერიკულ დაჯგუფებებს თავიანთი კოორდინატორებიც ჰყავთ. “ქრონიკის” წყარო არ აკონკრეტებს, ამ ჯგუფებში იდეური ლიბერასტები შედიან თუ ძალად გალიბერასტებული ადამიანები, მაგრამ ამას ქვემოთ თავად დავაკონკრეტებს. საგულისხმოა ერთი, მეტად მნიშვნელოვანი მომენტი. ყველა კოორდინატორი თავდადებული “ნაციონალია” და ყველა მათგანს უცხოეთში, ძირითადად,ა ამერიკაში აქვს უნივერსიტეტი ან კოლეჯი დამთავრებული. წყარო მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ თავისი აგენტურის მწყემსვას ამერიკელები მხოლოდ უცხოეთში სწავლაგავლილ “ნაციონალებს” ანდობენ. ამ ლოგიკით, ვინც ქვემოთ უნდა ჩამოვთვალოთ, ისინი სპეცსამსახურის ენაზე რეზიდენტები გამოდიან. და ერთიც, ამერიკელები მათ იმდენად ენდობიან, რომ თავიანთი აგენტურის ვინაობაც კი გაუმხილეს. ბუნებრივად ისმის კითხვა: ეს ადამიანები ხომ არ არიან პირველი თაობის ის ლიბერალისტები, რომლებმაც ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროსთან თანამშრომლობა დაიწყეს? ცხადია, რამდენიმეს გამოკლებით, რადგან, როცა მათი უდიდესი ნაწილი უცხოეთში სწავლობდა, მარიამ საჯაია და თინათინ ბოკუჩავა “სოსკას” წოვდნენ.

აი, ის ადამიანებიც, ვისაც საქართველოში ამერიკელთა აგენტურის მოვლა-პატრონობა აკისრიათ:

1. გიგა ბოკერია; 2. ლევან რამიშვილი; 3. პეტრე ცისკარიშვილი; 4. გიორგი ბარამიძე; 5. გიორგი ვაშაძე; 6. აკაკი მინაშვილი; 7. გიორგი კანდელაკი; 8. თეა თუთბერიძე; 9. გიორგი მელაძე; 10. თინათინ ბოკუჩავა; 11. ნინო კალანდაძე; 12. სერგი კაპანაძე; 13. ირაკლი ქავთარაძე; 14. შოთა უტიაშვილი; 15. კახა ლომაია; 16. ხატია დეკანოიძე; 17. თამარ ჩერგოლეიშვილი; 18. თამარ კინწურაშვილი; 19. დავით სიხარულიძე; 20. თემურ იაკობაშვილი; 21. ზურაბ ჭიაბერაშვილი; 22. გიგი თევზაძე; 23. სერგო რატიანი; 24. ზურაბ ჯაფარიძე; 25. ნიკა გვარამია; 26. მარიამ საჯაია.

ამათ კიდევ რამდენიმე პარტიული სახე დაემატება “ნაცმოძრაობიდან”, მაგრამ ჯერ მათი ვინაობა არ ხმაურდება, ჯერჯერობით ამ 26 პოლიტიკოსის ვინაობაა ცნობილი.

არ ვიცი, რამდენად შეძლებს 26 “ნაცკომისარი” საქართველოში ამერიკელთა დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, მაგრამ ამის თქმა კი ნამდვილად შეიძლება: ამერიკელებს მართლა ძალიან ცუდად აქვთ საქმე საქართველოში, რომ შელახული იმიჯის აღდგენას თეა თუთბერიძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მეშვეობით აპირებენ. თუმცა, ფაქტია, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფიდან უნდათ ამერიკელებს სამომავლოდ დიდი პარტიის შექმნა, რომელიც ყველაზე მედგრად დაიცავს პროამერიკულ ბასტიონს საქართველოში.

ბუნებრივია, ბავშვსაც გაუჩნდება კითხვა: კი მაგრამ, ამერიკის სპეცსამსახურის შეფები ისეთი მიამიტები არიან, რომ სერგო რატიანსა და მარიამ საჯაიას გაუმხელენ იმ ადამიანთა ვინაობას, ვის გადასაბირებლადაც უამრავი ფული, დრო, ენერგია და ადამიანური რესურსი დახარჯეს? სახელმწიფო საიდუმლოს გაუმხელენ 26 “ნაციონალს” ერთად? ამერიკელები მიამიტები რომ არ არიან, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. “ნომრიანი აგენტების” ვინაობას ვერც საჯაია გაიგებს ოდესმე და ვერც რატიანი, ეს საიდუმლოდ დარჩება, მაგრამ იმ 10 000 კაცს, ვინც ამერიკელთა თანამოაზრეა და თუნდაც ამერიკულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა მისთვის დასაძრახი სულაც არ არის, აი, ამ ხალხს გაუწევს კოორდინაციას ზემოჩამოთვილი 26 “ნაცკომისარი”. ამ ხალხს დასამალ-დასაფარი არფერი აქვს. აი, რაც შეეხება ნაღდ აგენტებს, “დავერბოვკების” წესით რომ თანამშრომლობენ ამერიკელებთან, ისინი ქვეყნისთვის უდიდეს ხიფათს წარმოადგენენ. ერთი, რომ თუ საქართველოში პროცესები კვლავ დაიძაბა (რაც გამორიცხული ნამდვილად არ არის), ეს რამდენიმე ათასი “სუფთა” და “გაუსვრელი” ადამიანი იმ მხარეს დადგება, სადაც პროამერიკული ძალები, ანუ “ნაცმოძრაობის” ნარჩენები და მათ მხარდამჭერები იდგებიან. ეს კი უკვე დიდი საფრთხეა _ სამოქალაქო დაპირისპირება ძლივს კი ავიცილეთ თავიდან, მაგრამ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებული არ არის. ამერიკის ხელისუფლებას, საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის თუ დასჭირდა, არც სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას მოერიდება საქართველოში.

ჯერ არ უქნიათ, თუ რა?

ხათუნა ელბაქიძე

კვირის ქრონიკა“, #19, 13-19 მაისი

Advertisements

One Response to “• როგორ გადაიბირეს ათი ათასი მოქალაქე?!”

  1. vano chikovani said

    aseti abda ubda idiotoba ar minaxiao ver vitkvi, idiotobitaa savse internet. magram es idiotoba gansakutrebuli sichlungit gamoircheva.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: