IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი

♥ სეგმ

 

 

georgia-flag[1]

საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის ყრილობის მოსამზადებელი საინიციატივო ჯგუფის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი წარმოადგენს 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის ძირითად წევრ-ორგანიზაციას, რომელსაც 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების შედეგად ორ ათეულზე მეტი დეპუტატი გაიყვანა უზენაეს საბჭოში.

1990 წლის 28 ოქტომბერს 7 წევრ ორგანიზაციისაგან შემდგარმა საარჩევნო ბლოკმა მრგვალი მაგიდა – თავისუფალმა საქართველომ, საყოველთაო მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა, რის შედეგადაც უსისხლოდ დაემხო 70 წლიანი კომუნისტური დიქტატურა და მშვიდობიანად მოხდა ხელისუფლების გადაბარება ..

ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ეროვნულ ხელისუფლებას არცერთი გოჯი მიწა არ დაგვითმია და არცერთი კაპიკი ვალი არ დაგვიტოვებია, 1990 წელს არჩევნების წინ საქართველოს ამომრჩეველს დამოუკიდებლობას, ქართული სახელმწიფოს იურიდიული საფუძველების შექმნას, სოციალისტური რელსებიდან ქვეყნის ცივილურ რელსებზე გადაყვანას, საკუთარი ჯარის, ეროვნული ბანკის, სასამართლოს, პოლიციის, მიწის, ეკონომიკის .. და ა.შ რეფორმებს შევპირდით და ეს დანაპირები 5 წლის ნაცვლად წელიწადსა და ორ თვეში შევასრულეთ.. გამოვაცხადეთ რუსული ჯარები საოკუპაციო ძალებად და მათ საქართველოდან გაყვანაზე რუსეთის პრეზიდენტს ხელი მოვაწერინეთ, ხოლო ჩვენმა ლიდერმა, ეროვნულმა გმირმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ პრეზიდენტის ფიცის შესასრულებლად საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსათვის….

1992-93 წწ. რუსული და კრიმინალური გადატრიალების შემდეგ საქართველოს ეროვნული ფრონტის-რკ წევრები განაგრძობდნენ ბრძოლას საქართველოსთვის, მონაწილეობდნენ მრავალგზის დახვრეტილ-დარბეულ მშვიდობიან მიტინგებში, აქციებში, პარლამენტის წევრების დიდი უმრავლესობა მონაწილეობდა გროზნოს, ზუგდიდის, თბილისის სესიებში. პარტიის მრავალმა წევრმა განიცადა სასტიკი რეპრესიები, დარბევები, დაპატიმრებები, შანტაჟი… 1992 წელს არალეგალურად გამოდიოდა პარტიის გაზეთი – “ეროვნული ფრონტი”

დღეს, როდესაც ქართული სახელმწიფოს 20%-ი ოკუპირებულია, მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და რღვევა, იგნორირებულია 9 აპრილის მონაპოვარი, მიზანმიმართულად ხდება სახელმწიფოებრიობის მოშლა, ჩვენ იძულებული ვართ ჩვენს მიერ აღდგენილი ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად ყველა კონსტიტუციური ხერხი გამოვიყენოთ და ვიბრძოლოთ ლეგიტიმური ხელისუფლების სამართალ-მემკვიდრეობისთვის, ქვეყნის ოკუპაციისგან განთავისუფლებისთვის, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავებისათვის ..

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციამ მოგვცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ევროვიზა, ევროკავშირის (ასოცირებული), გაეროს, ეუთოს წევრობა და მისი შემომქმედია ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, 9 აპრილის გმირები, ეროვნული მოძრაობა, მრგვალი მაგიდა, მისი ერთ-ერთი წევრი ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო…

ჩვენ ვრჩებით რა მრგვალი მაგიდის პრინციპების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეების ერთგული, ყველა ეროვნულ ძალასთან ერთად ვიბრძოლებთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, ქვეყნის დეოკუპაციისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, სამშობლოდან გადახვეწილი მილიონობით ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნებისთვის, ქართველი ერის ღირსების აღდგენისთვის, ადამიანების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ჩვენი საქართველოს მიერ ღირსეული ადგილის დაკავებისათვის.

აღდგენილი სეფ-ის კარი ღიაა სეფ-რკ-ს იმ ძველი წევრებისათვის, ასევე ნებისმიერი პიროვნებისათვის (ჩვენი მოქალაქისათვის), ვინც იზიარებს და ერთგულია მრგვალი მაგიდის პრინციპებისა, ვინც წერილობითი, თუ ზეპირი განცხადებით არ გასულა ორგანიზაციიდან, ვინც სხვადასხვა დროს რომელიმე სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ გაწევრიანებულა ან თუ გაწევრიანებულა დღეს სურვილი აქვს გაწევრიანების. აღდგენილ სეფ-ში გაწევრიანების ან მიღების, ან რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ საინციატივო ჯგუფის წევრებს ინტერნეტის მეშვეობით.

1. ნუგზარ გელაშვილი;
2. ბიმურზა დადეშქელიანი;
3. ნუგზარ ელიავა;
4. ჯემალ იონათამიშვილი;
5. გურამ ისაკაძე;
6. შოთა რატიანი;
7. უჩა ქორიძე.

თბილისი, 2019 წლის 20 ნოემბერი.

 
%d bloggers like this: