IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის მიმართვა უზენაესი საბჭოს წევრებს. 16.12.2019

♥ სეგმ

 

ძვირფასო მეგობრებო! მრავალი წელია ვცდილობთ გათითოკაცებული უზენაესი საბჭოს წევრების ერთად, ერთ მუშტად, გაერთიანებას რათა მტკიცედ ამოქმედებულიყო ეს უდიდესი იურდიული ინსტიტუტი და ამით ბიძგი მისცემოდა მთელი ეროვნული ძალების გაერთიანებას, რაც გამარჯვების საწინდარი იქნებოდა. ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ მიმართვის თითოეულ წევრამდე მიტანის საქმეში და ყველას მივმართოთ ერთადერთი კითხვით: „ისინი თავს თვლიან დეპუტატებად თუ ყოფილ დეპუტატებად. თუ ისინი თავს დღესაც თვლიან მოქმედ დეპუტატებად მაშინ კეთილი ინებონ და გვერდზე გადადონ (დაივიწყონ) არსებული ურთიერთ დაპირისპირებანი და დაიწყონ თავიანთი უფლება- მოვალეობის შესრულება!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
გვარდიის ვეტერანთა კავშირი

***

gvardia.jpg

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს,

ბ-ნ __________________________________

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
გვარდიის ვეტერანთა კავშირის

მ ი მ ა რ თ ვ ა

აგერ უკვე რამდენიმე წელია თავდაუზოგავად ვცდილობდით, რომ უზენაესი საბჭოს წევრები გააქტიურებულიყვნენ. ეპოვათ ძალა საკუთარ თავში, რათა დაეძლიათ მტრის მიერ ხელოვნურად თავსმოხვეული ურთიერთდაპირისპირება და გამოეხატათ თავიანთი ურყევი ნება – ერთად (ერთ მუშტად) შეკავშირებისა. ამით მაგალითი მიეცათ და უზენაესი საბჭოს ირგვლივ დაერაზმათ და გაეერთიანებინათ ჭეშმარიტი ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის მთელი სპექტრი, რაც უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა ერის და ქვეყნის გაერთიანებაში!!!

ბოლო პერიოდში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება, რაც მეტად მისასალმებელი ფაქტია. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:

– იურდიული თვალსაზრისით საქართველოში არ არსებობს უფრო ძლიერი სამართლებრივი ინსტიტუტი ვიდრე უზენაესი საბჭო!

შინაური, თუ გარე მტრის არაერთი მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტის უდიდესი ძალისხმევით, როდესაც თავად ზვარაკად შესწირა თავი, მოხერხდა და შენარჩუნებული იქნა ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის ცვლისთვის ისეთი აუცილებელი სამართლებრივი ინსტიტუტი როგორიცაა უზენაესი საბჭო! ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, ყველაფერი ვიღონოთ ამ ინსტიტუტის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებისთვის! მითუმეტეს, რომ ამისკენ მოგვიწოდებდა თავად ბ-ნი ზვიად გამსახურდია:

„უზენაესი საბჭო იქნება ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კორდინატორი … ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი“! /ზ. გამსახურდია, 14.11.1990/

აი ფუნქცია, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააცნობიეროს, შეიძინოს და განახორციელოს უზენაესმა საბჭომ. ამისთვის კი სულაც არაა საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება. ყველას წინ გვაქვს მაგალითი, თუ ბ-ნ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, როგორ აიძულა იმდროინდელი დე-ფაქტო ხელისუფლება (კომუნისტური ურჩხული) გამოეცხადებინა თავის თავი არაკანონიერად. დღევანდელ პირობებშიც ზუსტად ანალოგიური გზა უნდა გავიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ რათა დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდეს თავი არაკანონიერად გამოაცხადოს, ანუ:

1.შეაფასოს 1991-1993 წლების მოვლენები, როგორც კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალება და უცხო ქვეყნების სამხედრო ძალის მიერ ქვეყნის ოკუპაცია;

2.აღიარებული იქნეს უზენაესი საბჭო, როგორც კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურა და მასთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე შექმნას საარჩევნო კომისია. ამ კომისიის მიერ მომზადდეს, დაინიშნოს და ჩატარდეს არჩევნები, ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის პირველივე სესიაზე უზენაესმა საბჭომ სცნოს არჩევნების ლეგიტიმურობა.

ბევრ ჩვენთაგანს არ სურს რა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან დაპირისპირება, ამ გზას მეტად კონფრონტაციულ  გზად აღიქვავს,  და გვთავაზობს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში ამა თუ იმ „პატრიოტული“ ძალის მხარდაჭერას რათა რაც შეიძლება მეტი დეპუტატი გავიყვანოთ და შემდეგ მათ იქიდან გაგვიწიონ ქმედითი დახმარება.

სამწუხაროდ ასეთი აზროვნებით ბევრი გამოირჩევა. ესენი ყველა „ერთგული რჩებიან“ ზვიად ძიძიგურის, გუბაზ სანიკიძის და ძმანი მათთა არჩეული გზისა. რა მოიმოქმედეს მათ დე-ფაქტო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ყოფნისას და რა გაუკეთეს მათ ჩვენს სამშობლოს და ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ყველასთვის ცნობილია. ისევე როგორც ცნობილია, თუ რა პირადი სარგებელი ნახეს. ახლაც ამ გზის მქადაგებელი პირები ქვეცნობიერად ამ პირადი სარგებლისაკენ მიილტვიან.

საბოლოო ჯამში ყველა ესენი, როგორც ძლიერ „პროდვინუტები“ ყველას ამუნათებენ, რა დროს ასეთი მეთოდებია: დასავლეთი ვერ გაგვიგებს ამას; ჩვენ ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ; ახლა სხვა დროა და ა. შ. საკმარისია შეეკამათო და თქვა მთავარია ჩემმა ერმა გამიგოს და რომ ჭეშმარიტი პატრიოტისთვის სულ ერთი უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას დღის წესრიგს მოსკოვის გამოგზავნილი ცკ-ს მეორე მდივანი, აშშ-ს ელჩი, თუ დასავლეთის მიერ უხვად დაფინანსებული სხვადასხვა ასოების „უფლება დამცველნი“ დაუდგენს და იმ წუთიდან უკეთეს შემთხვევაში ჩამორჩენილი აზროვნების ადამიანად მოინათლები, საერთოდ კი „რუსეთუმეს“ იარლიყი სამუდამოდ მიწებებული გაქვს. რას იზავ „გოლგოთის გზაზე“ შემდგარი ერისთვის ესეც უფლის გამოგზავნილი განსაცდელია, რადგან ამ ტერმინს ჩვენში აქტიურად ამკვიდრებენ ის პირები, ვინც რუსული იარაღით, რუსეთის დახმარებით ხოცავდა ჩვენი ერის ჭეშმარიტ მამულიშვილებს, ძარცვავდნენ და აოხრებდნენ ჩვენს მიწა-წყალს, ისინი ვინც მტრის ტანკებს მეგზურებად მოუძღოდნენ საკუთარი ქვეყნის საოკუპაციოდ და რომლებიც ასე უხვად (სრულად) არიან წარმოდგენილი კოჰაბიტირებულ დღევანდელ დე-ფაქტო „ხელისუფლება – ოპოზიციაში“ . სამწუხაროა, რომ ასეთ დემაგოგიურ აზროვნებას ფეხი აუწყეს ჩვენს თანამებრძოლებად მოაზრებულმა პიროვნებებმა.

„ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა უნდა ფქვასო!“

დიახ! ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ მხოლოდ უფლის გზით – ჭეშმარიტების გზით უნდა ვიაროთ!

დიდია ჭეშმარიტება და ყველაზე ძლიერი“ /II ეზრა 4.35/

ჭეშმარიტება კი ერთია:

წინა საუკუნის ბოლოს მსოფლიოში გაბატონებული მსოფლმხედველობა წინ აღუდგა ჭეშმარიტად დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ ჩვენს ქვეყანას. გამოიყენა რა თავისი აგენტურული ქსელი, კრიმინალური დაჯგუფებების ხელშეწყობით მოახდინა, „კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალება“ და უცხო ქვეყნების სამხედრო ძალით ქვეყნის სრული ოკუპაცია, ხოლო ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტს, რომელმაც ხელი არ მოაწერა ჩვენი ქვეყნის ნებაყოფლობით დამონებას, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მოკლეს. დიახ ეს არის ფაქტი! ამიტომაა, რომ დღეს არსებული „ხელისუფლება“ არის დე-ფაქტო ხელისუფლება და უფრო მეტიც (ბალტინის ჯარების შემოსვლის შემდეგ) „საოკუპაციო რეჟიმი“.

მოგიწოდებთ მივმართოთ მათ ისე, რასაც ფაქტიურად ისინი წარმოადგენენ – „დე-ფაქტო ხელისუფლება“. ამ ფაქტის დამახინჯების უფლება არვის აქვს. მითუმეტეს არვის აქვს უფლება რევიზია მოახდინოს 1992 წლის 13 მარტს გროზნოში ჩატარებული უზენაესი საბჭოს სესიის დადგენილების. დადგენილება, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტმა მიმართა სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებს და სადაც აფასებდა რა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „კრიმინალურ სახელმწიფო გადატრიალებად“, მოუწოდებდა ყველას არ ეთანამშრომლათ მოძალადე რეჟიმთან (და მის „მემკვიდრეებთან“), რადგან უფლის ნებით იზეიმებდა რა გამარჯვებას სამართლიანობა და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაისადგურებდა კანონიერება, ავტომატურად ბათილად იქნებოდა ცნობილი „კრიმინალური ხუნტის“ (და მისი მემკვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლებების) მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება!

დიახ ჭეშმარიტება ესაა და ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ ამ ჭეშმარიტების სამარადისო დამკვიდრებისთვის!!!

პატივცემულო დეპუტატებო! როგორც ცნობილია თქვენს მიერ გამოხატულ სურვილს -ერთად დამდგარიყავით უზენაესი საბჭოს დეპუტატები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, პირველივე შემთხვევაში აქტიურად გამოეხმაურა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირი და მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღგითქვათ. ამასთან პირად საუბრებში, თუ face-პოსტებით, მაქსიმალურად გაფრთხილებდით, რომ დე-ფაქტო (საოკუპაციო) ხელისუფლება გააკეთებდა ყველაფერს, რათა თქვენი ერთად დგომა არ დაეშვა (უბრალოდ ეს მათთვის ხარაკირი იქნებოდა). როგორც ყოველთვის ახლაც „დაყავი და იბატონეს“ პრინციპს გამოიყენებდნენ. დაიწყებოდა ახალ-ახალი ბინძური კამპანიები თქვენს მიმართ და ყოველივე ამას ჩვენდა სამწუხაროდ ისევ ჩვენი თანამებრძოლების ხელით გააკეთებდნენ.

ჩვენს შორის მრავლად გამოაჩენდნენ „უჩემოდ ვინ იმღერეთას“ პრინციპის მიმდევრებს, რომლებიც ზოგ თქვენგანს ყოფილ დეპუტატობას დასწამებდნენ, ზოგს წარსულის გამომზეურებით დაემუქრებოდნენ (შეცდომა ვის არ მოსვლია), ზოგიერთი თქვენგანი კი თავის თავს უზენაესი საბჭოს ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად წარმოადგენდა და ყველა ესენი ეცდებოდნენ „თავისი ხედვა“ მოეხვია თავს დანარჩენებისათვის, რათა შემდგომი მოვლენები „მისეული ხედვით“ წარმართულიყო. ისინი არაფრად დაგიდევენ ბ-ნ ზვიად გამსახურდიას პრინციპებს და მოწოდებებს რადგან თვლიან (ყოველ შემთხვევაში ხალხს ასე აჩვენებენ გარეგნულად), რომ მათ გარდა ყველამ უღალატა პრეზიდენტს. ფაქტები? ეს სულ არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია სხვაზე ცუდი გავრცელდეს. თვითონ? თვითონ კი ორიოდ „შემთხვევით ფოტო კადრს“ (ფაქტს) მოიტანენ ბ-ნ ზვიადთან ან მისი ოჯახის წევრებთან ახლოს ყოფნის დასამტკიცებლად და მორჩა.

ჩვენ არასდროს ვმონაწილეობდით თქვენს შეკრებებში, რათა იქ გამართულ დისკუსიებში უნებლიედ თავს არ მოგვეხვია „ჩვენეული ხედვა“. არც იმას ვმალავდით, თუ რა მოგვწონდა და რა არა თქვენ გადადგმულ ნაბიჯებში. დღესდღეობით კი ფაქტია გარედან შეფასებით ცხადი ხდება, რომ თქვენ მკვეთრად აიღეთ გეზი ეროვნული ძალების დე-ფაქტო ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობაზე, ამიტომაც იძულებულნი ვართ კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და გაცნობოთ „ჩენი ხედვა“ და მტკიცე პოზიცია ამ საკითხისადმი მიმართებაში:

1. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი სამართლებრივად მყარი მექანიზმი, რომ მომავალში საქართველოში არავინ აზრადაც კი არ უნდა გაივლოს იარაღის ძალით ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა, რათა ჩვენმა და ჩვენთან დაპირისპირებული ძალების შთამომავლებმა არასდროს იგემოს ის ტანჯვა-წამება რაც ჩვენ გავიარეთ და გავდივართ დღესაც. დიახ ამისთვის გვინდა და აუცილებელია, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცნოს თავისი თავი არაკანონიერად (დე-ფაქტოდ)! ყველა სხვა გზა პირდაპირი წახალისებაა მომავალში ახალ-ახალი სახელმწიფო გადატრიალებების მოსაწყობად – „დაუსჯელი დანაშაული განმეორებადია“!!! ეს აქსიომაა!

2. კანონიერი ხელისუფლების ყველა შტომ: უზენაესი საბჭომ; რესპუბლიკური და ადგილობრივი ხელისუფლების, თუ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, ვინც თავს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლად თვლის, საჯაროდ უნდა განაცხადონ (თუ საჭიროა დადონ ფიცი), რომ „ჩვენ არ გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა და რომ ჩვენ გვინდა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის სამართალმემკვიდრეობის პრინციპის გატარება!!!

3. ნებისმიერი არჩევნები, რომლიც არაა დანიშნული ერთადერთი სამართლებრივი ინსტიტუტის – უზენაესი საბჭოს მიერ არ შეიძლება განხილული იყოს კანონიერად და ასეთ არჩევნებში გამარჯვებული ძალა, რა „პატრიოტული სულისკვეთებითაც“ არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მარად დარჩება დე-ფაქტო საოკუპაციო რეჟიმად!!! ვისაც ლტოლვა აქვს ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ღმერთმა ხელი მოუმართოს ოღონდ, მათ უარი უნდა თქვან ეროვნული ხელისუფლების სახელმწიფო ატრიბუტიკის (დროშის, ჰიმნის) და საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით ბ-ნ პრეზიდენტის სახელის სპეკულაციურ გამოყენებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი „ეროვნული ძალა“ ჩვენს მიერ განიხილება, როგორც ეროვნულობის ნიღაბს ამოფარებული მტრული ძალა!

4. ჭეშმარიტი გამარჯვების ერთადერთ გზად მიგვაჩნია ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ძალების გაერთიანება. დღესდღეობით, მტრის აგენტები მცდელობით გათითოკაცებული ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ძალების მტკიცედ შეკავშირება თქვენი მაგალითით ხელგეწიფებად თქვენ, ასევე გათითოკაცებული უზენაესი საბჭოს დეპუტატებს და მოვალენიც ხართ თქვენი ქვეყნის, თქვენი ამომრჩევლის და ჩვენი პრეზიდენტის ხსოვნის წინაშე!!!

ჩვენდა სამწუხაროდ ასეთი გზის გამარჯვების მიღწევა ბევრ ჩვენს თანამებრძოლზე მეტად ესმით ჩვენთან დაპირისპირებულ ძალას, დე-ფაქტო ხელისუფლების სახით და ამიტომაც წლების განმავლობაში ათასი ჭორ-მართალის ერთმანეთში აღრევით და გავრცელებით ცდილობდნენ დაეშალათ ერთიანი ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა (ჩვენდა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მათ შესანიშნავად შეძლეს ისევდაისევ ჩვენივე ხელებით). ამ ბინძური ჭორების ადრესატად სპეციალურად შერჩეული ხართ თქვენ უზენაესი საბჭოს აქტიური წევრები და ბ-ნ პრეზიდენტის უერთგულესი თანამებრძოლნი (ოჯახის წევრები და პრეზიდენტის უსაზღვრო ნდობით აღჭურვილი უმაღლესი თანამდებობის პირები). თითოეულმა თქვენგანმა თავად უნდა აირჩიოს ბრძოლის ესა თუ ის გზა! ჩვენ აუცილებლად გვერდში დავუდგებით და ბოლომდე ვუერთგულებთ იმ ძალას, რომელიც მტკიცედ აირჩევს ერის გაერთიანების გზას!!!

ამასთან ჩვენ მიგვაჩნია, რომ უზენაესი საბჭოს წევრებმა, რომლებიც 1992 წლის 13 მარტს სრულიად კანონიერად ითვლებოდით უზენაესი საბჭოს სრულუფლებიან წევრებად მკაფიოდ უნდა განაცხადონ:

ამჟამად თავს თვლით უზენაესი საბჭოს წევრად თუ ყოფილ წევრად?

თუ ამჟამად თავს თვლით უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრად, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! დიდი მადლობა დღემდე გაწეული თქვენი ღვაწლისთვის და თქვენი ეს განაცხადი შეიძლება განხილული იყოს როგორც განცხადება მოქმედი დეპუტატის მოვალეობისაგან განთავისუფლების შესახებ!

ხოლო, თუ თავს ამჟამადაც თვლით უზენაესი საბჭოს დეპუტატად მაშ კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენი პირდაპირი უფლება მოვალეობანი! პირდაპირ გვითხარით მიგაჩნიათ, თუ არა ზემოაღნიშნული გზა მიზანშეწონილად ან დაგვარწმუნეთ საპირისპიროში და თქვენს უკომპრომისო ბრძოლაში გვიგულეთ თქვენს გვერდით!!!

თქვენი ასეთი მტკიცე გადაწყვეტილების გამოხატვის შემთხვევაში, კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალების შედეგად აღზევებული დე-ფაქტო „ხელისუფლება-ოპოზიცია“ გაიმეორებს კომუნისტური რეჟიმის მიერ, გასული საუკუნის 80-იანი წლების დაწყებულ კომპანიას. მაშინ მათ იგრძნეს რა, რომ იდეოლოგიურად ვეღარაფერს დაუპირისპირებდნენ აზვირთებულ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას მასიურად შეეცადნენ ხალხში „პოპულარული წითელი ინტელიგენციის“ წარმომადგენლების ეროვნულ მოძრაობის რიგებში გაწევრიანებას, რათა ისინი თავად გამოსულიყვნენ ამ მოძრაობის მედროშეებად. მათაც იგრძნეს რა სახელმწიფო პრივილეგიების დაკარგვის საშიშროება მკვეთრად დაუპირისპირდნენ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ბერმუხებს ბ-ნ ზვიად გამსახურდიას და ბ-ნ მერაბ კოსტავას (1989 წლის აპრილი, შეხვედრა კინოს სახლში). ბ-ნი მერაბი და ბ-ნი ზვიადი მკვეთრად აღუდგნენ წინ მათ ასეთ ჩანაფიქრს, ხოლო მას შემდეგ როდესაც უამრავი მცდელობის მიუხედავად ბზარი ვერ შეიტანეს მათ მეგობრობაში, მოკლეს ბატონი მერაბი, მაგრამ ამით უკვე ვეღარ შეაჩერეს აზვირთებული ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელმაც თავის ლოგიკურ შედეგს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ტრიუმფალურ გამარჯვებას მიაღწია (სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, მაშინ ასეთ შთამბეჭდავ გამარჯვებას თვით გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც კი არ ველოდით).

ახლაც დაინახავენ რა ჩვენს მტკიცე და უკომპრომისო პოზიციას თავად (დე-ფაქტო „ხელისუფლება-ოპოზიცია“) დაგმობენ სიტყვიერად 1991-1993 წლების „კრიმინალურ სახელმწიფო გადატრიალებას“ და ამით შეეცდებიან ინიციატივის ხელში აღებას, რათა სამართლიანობისთვის მებრძოლის მოჩვენებითი ფონი შექმნან და „გაინაღდონ“ ამომრჩევლების ხმა თავიანთივე მიღებული არაკანონიერი საარჩევნო კანონით ჩატარებულ თავისთვის სასურველ არჩევნებში.

ვიმეორებთ: უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის სესიაზე მიღებული დადგენილების საფუძველზე იურდიული თვალსაზრისით ხუნტის და მისი მემკვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები არაკანონიერია და ჭეშმარიტი ეროვნული ძალები არ უნდა წამოეგონ ამ გადმოგდებულ ანკესზე და არ უნდა მიიღონ ამ მასკარადებში მონაწილეობა!!!

კანონიერი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ უზენაეს საბჭოს და საარჩევნო კოდექსი უნდა შეესაბამებოდეს კანონიერ კონსტიტუციას!!!

ხოლო ვინც თვლით, რომ ეს გზა არასწორია და ახალი ველოსიპედის გამოგონება აუცილებელია, გთხოვთ თქვენს ამომრჩეველს მკაფიოდ აუხსნათ, რომ თქვენი გზა იძლევა იმის გარანტიას, რათა მომავალში ჩვენს შთამომავლობას აღარასოდეს დაატყდეს თავს ის უბედურება, რაც ჩვენ გადავიტანეთ ამ 28 წლის განმავლობაში.

დიდება უფალს! დიდება ჭეშმარიტებას!
ამინ!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
გვარდიის ვეტერანთა კავშირის
თავმჯდომარე, პოლკოვნიკი:                                               /ვახტანგ (ლოთი) ქობალია/

 

16.12.2019

 
%d bloggers like this: