IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• „თავისუფალი საქართველო“, კახა კუკავა. ინტერვიუ

♥ სეგმ

 

67347870_2861842527164553_6398993258013261824_n

კახა კუკავა: გახარიას უფლება არ აქვს ახლა გადადგეს. არც ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება, რომ „ნაციონალების“ წინაშე ვინმემ კაპიტულაცია გამოაცხადოს”

 

გვესაუბრება  „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა კუკავა:

_ კახა, პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ჰქონდა ოკუპირებული. რას გულისხმობდა პუტინი ამ განცხადებით?

_ განცხადება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა, რაზეც საქართველოში გამოხმაურებები მთლად ჯანსაღი არ იყო. გეგონება პუტინს ქართული სკოლა აქვს დამთავრებული ისე ედავებოდნენ: საქართველოს ისტორია რატომ არ იციო.
რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ჩვენი გადასახედიდან დამახინჯებულია, მაგრამ ქართული მუშტების გულზე ბრაგუნი არაფერს შველის იმიტომ, რომ ამას მხოლოდ პუტინი არ აკეთებს.

მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი ხანია საინფორმაციო ომები და ისტორიის გადაწერა მიმდინარეობს. ყველა ქვეყანას აქვს თავისი დოქტრინა თუ როგორ უნდა მიიღოს ამ საინფორმაციო ომში თავად სარგებელი.

საქმე იმაშია, რომ საქართველო ამ საინფორმაციო ომს არც არასდროს აწარმოებდა. „რუსთავი2“-ზე საღამოს კვესიტაძე რას იჭიჭყინებს, ეს საინფორმაციო ომის წარმოებაში ვერავითარ ცვლილებას ვერ შეიტანს. მე, არაერთხელ მივმართე ქართულ დიასპორას, ხელისუფლებას: რუსეთის ლანძღვა კი არ არის გამოსავალი, არამედ როგორც ამას ებრაელები, სომხები და სხვა პატარა ერები აკეთებენ, უნდა იწარმოოს სპეციალური კამპანია, რომელსაც ქართული სახელმწიფო დააფინანსებს და იგი უნდა შეეხებოდეს რუსეთში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტების სწორ პროპაგანდას, რასაც მარტო ჩვენ _ ქართველები არ ვაკეთებთ.

საქმე იმაშია, რომ საერთაშორი- სო ურთიერთობების პრაქტიკაში მი- ღებული თემაა, რომ ამა თუ იმ ქვეყნების საზღვრები დამოკიდებულია არა მარტო კულტურულ, ენობრივ კონტექსტზე, არამედ გეოოლიტიკაზეც. ჩვენ გვგონია, რომ ყველანი ქართველები ვართ და ერთ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ, არადა ასე არ არის. კორეელებიც ერთი ხალხია, მაგრამ ორ სახელმწიფოში ცხოვრობენ, არაბები კი საერთოდ 22 სახელმწიფოში არიან გაფანტულნი.

რატომ? _ მათი გეოპოლიტიკა ისე- თია, რომ ერთ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ მე-15 საუკუნეში აქ, ორი დიდი იმპერია იყო _ ოსმალეთისა და ირანის. მათ ქვეყნები შუაზე გაიყვეს, თორემ ვერანაირი ძალა _ იმერეთის და ქართლ-კახეთის ჯარი ამას ვერ გადალახავდა. ძალიან დიდი დისბალანსი იყო _ სად ირანი და ოსმალეთი და სად გურია და სამეგრელო. ამიტომაც, რუსეთმა ქვეყნის გაერთიანების წინაპირობა შექმნა. იმ კონკრეტულ სიტუაციაში მე-19–20 საუკუნეებში მხოლოდ რუსეთს ჰქონდა ისეთი ზეაღმატებული ძალა, რომ სამხრეთ-კავკასიის რეგიონიდან უკან დაეხია როგორც ოსმალეთს, ისე ირანს. მე-20 საუკუნეშიც, ბუნებრივია, ეს რეგიონი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. შემდეგ ვითარება შეიცვალა. დღეს ასეთი სიტუაციაა: სამხრეთ–კავკასიის ნაწილი რუსეთის გავლენის ქვეშ არის, ნაწილი _ თურქეთის, ნაწილი _ აშშ-ს, რაც საქართველოს საზღვრებზე აისახა. ზოგს რომ ჰგონია გამსახურდიას მოუვიდა ოსებთან ჩხუბი და შევარდნაძეს _ აფხაზებთან, ამ კონფლიქტების საქმე ასე მარტივად არ არის. სინამდვილეში, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ერთიანობის საერთაშორისო გარანტი აღარ არსებობს_ არც რუსეთი არ უზრუნველყოფს საქართველოს საზღვრების ერთიანობას და არც აშშ. ამიტომაც, ვფიქრობ, პუტინის განცხადებაზე აქ, ისტერიკა და ლანძღვა-გინება კი არ არის გა- მოსავალი, არამედ ამას კარგი დაკვირვება, ანალიზი სჭირდება, რათა ჩვენ, ისეთი დოქტრინა, კონცეფცია მოვნახოთ, რომელიც საქართველოს საზღვრების ერთიანობას უზრუნველყოფს.

_ პუტინმა, გარკვეულწილად, ხომ არ გაგვაფრთხილა: ცალ–ცალკე შემოგიერთეთ და ახლა, თუ ბევრს გაახურებთ ისევ ცალ-ცალკე დაგშლითო.

_ დიახ, ეს რისკი ნამდვილად არსებობს. საქართველოს რამოდენიმე რეგიონში, სავარაუდოდ, რუსეთს აქვს კიდეც დაკონსერვებული პროექტები. ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს არის ჯავახეთი და აჭარა. თუმცა, შეიძლება სხვა რეგიონებიც იყოს, სადაც სიტუაციის გართულების შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლებელია, დაახლოებით, იგივე ტიპის სპეცოპერაცია ჩაატაროს, რაც ყირიმსა და დომბასში. აქაც, იგივე პროებლემამდე მივდივართ — არ არსებობს ჩვენი უსაფრთხოების არავითარი გარანტია. რუსეთმა ჯავახეთში ან აჭარაში მართლაც რომ მოაწყოს ის რაც ყირიმში და დონბასში გააკეთა, ვინ დაგვიცავს _ ნატო თუ აშშ? _ სამწუხაროდ, ვერცერთი.

_ როცა 20 ივნისს საქართველოში ვითარება უკიდურესად გამწვავდა, პუტინი და ტრამპი, ამ დროს, ერთმანეთს შეხვდნენ. ტრამპმა თქვა: პუტინი საუკეთესო ადამიანიაო. ამავდროულად, რუსეთს ევროსაბჭომ სანქციები მოუხსნა. პუტინი ყველა მიმართულებით სიტუაციას ალაგებს. ჩვენი სტრატეგიული მეგობარი აშშ, პუტინის მეგობარი ხდება. ეს რას ნიშნავს?

_ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკას 28 წელია, აბსოლუტურად, არაკომპეტენტური ძალები ალაგებენ. სამწუხაროდ, ამ პროდასავლურმა კურსმა ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადაჰკიდა. იმიტომ, რომ ეს ხალხი _ პროდასავლური პარტიები აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალი და რაც მთავარია არაპატრიოტები არიან. ის, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება და ეს უკანასკნელი ჩვენი უსაფრ- თხოების გარანტი იქნება, არის მითი.

_ რაც ახლა ჩვენთან ხდება პირდაპირ კავშირში ხომ არ არის ტრამპის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან _ უნდათ როგორმე საქართველომ რუსეთთან დაიწყოს ომი, რითაც დარტყმა ტრამპსაც მიადგება?

_ რაც შეიძლება დადასტურებულად ითქვას, შემდეგია: ყველაფერი ტვიტერში ბაიდენის გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოსტით დაიწყო, სადაც იგი ღიად საუბრობდა, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია ძალიან დიდი საფრთხეა. იგი, საუბრობდა არა ოკუპაციაზე ან რაიმე სხვა ტიპის მოვლენაზე, არამედ იმაზე, რომ ზოგადად, ქართულ–რუსული ურთიერთობების ნორმალიზაცია და ეკონომიკური განვითარება არის პრობლემა. ვფიქრობ, ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო და ამით მიზანსაც მიაღწიეს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით საავიაციო მიმოსვლა შეწყდა, ასევე, ტურისტების შემოდინებაც. ანუ, აშშ-ს ერთ-ერთიმთავარი ლიბერალური წრეების ამოცანა მიღწეული იქნა. ამის მიღმა რა დგას, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, მაგრამ ვარაუდი იმის შესახებ, რომ კლინტონის და ამერიკის დემოკრატიული პარტიის ლიბერალური წრეების ინტერესებში შედის საქართველოს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ, აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის. ეს მოსაზრება 2008 წელსაც არსებობდა.

_ ზოგადად, რას ფიქრობ ანტისაოკუპაციო აქციებზე?

_ ეს თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ცენტრალური საკითხია. უკვე ვნახეთ, რომ საქართველომ რუსეთისგან, ურთიერთობის დაძაბვით, ძალიან დიდი ზარალი მიიღო. ამას კიდევ უფრო მძიმე შედეგები ექნება იმიტომ, რომ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში როცა ძირითადი ტურისტული სეზონია, ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, ცარიელი იქნებ, რაც ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი იმოქმდებს როგორც საკრედიტო კრიზისზე, ისე ეროვნულ ვალუტაზე. გარდა ამისა, ვხედავთ მცდელობას, პროვოკაციას ჩვენი ქართველი ლიბერალი ექსტრემისტების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდეს. მათი ამოცანა გამოსავლის პოვნა არ არის. ვფიქრობ, იმ ერთი წლის მანძილზე რაც არჩევნებამდეა დარჩენილი, უფრო და უფრო უარესს უნდა ველოდოთ. პირდაპირ ვხედავთ რაც ხდება: „რუსთავი-2“, „ტვ-1“, „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ _ ეს სუბიექტები ღიად ამბობენ: როგორმე უნდა მიაღწიონ იმას, რომ ღვინოში ჩააფსან და რუსეთში ღვინის, მინერალური წყლების გატანა აიკრძალოს. მათ უნდათ ეს ურთიერთობები თავიდან ბოლომდე ჩაჩეხონ და რა ზეგავლენას მოახდენს ეს ჩვენს ეკონომიკაზე, აბსოლუტურად, ფეხებზე ჰკიდიათ. ამიტომაც, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია დღესვე რომ დაიწყოს, ამასაც კი საკმაო დრო დასჭირდება, რომ სადღაც 2018 წლის დონეზე დავბრუნდეთ. ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ. მინიმუმ 2020 წლამდე საქართველო არის დაპაუზებული.

_ კახა, პროპორციულ არჩევნებზე მოწყობილი შეხვედრისას ბრალი დაგდეს კობახიძის გვერდით როგორ დაჯექიო.

_ კობახიძის გვერდით ჯდომას, შემდგომ შეხვედრა კახეთში გაიმართა, რასაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წევრები რომლებიც აპროტესტებდნენ თალაკვაძის და კობახიძის გვერდით როგორ დაჯექითო, მაგალითად, სერგი კაპანაძე და თინა ბოკუჩავა მშვენივრად ეკუსკუსებოდნენ ერთსაც და მეორესაც.

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კახეთში კობახიძესთან ლამის „პადრუჩკით“ სეირნობდნენ ლოპოტას ტბაზე.
სრული აბსურდია მკვლელებთან, სადისტებთან და ყაჩაღებთან ერთად გახარიას გადადგომა მოითხოვო. რა თქმა უნდა, გახარია მათი მოთხოვნით არ უნდა გადადგეს. იგი არჩევნების შედეგად უნდა წავიდეს და შსს მინისტრი ახალმა პარლამენტმა დაამტკიცოს. გახარიას უფლება არ აქვს ახლა გადადგეს. არც ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ „ნაციონალების“ წინაშე ვინმემ კაპიტულაცია გამოაცხადოს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ახლა, ყველამ დაინახა ეს ვისი აქციაა.

ეს ვითარება, მინიმუმ, ერთი წელი ანუ, არჩევნებამდე არ დამთავრ- დება. ხელისუფლებაც და საზოგადოებაც მზად უნდა იყოს, რომ „ნაცები“ ექსტრემისტები არიან, მათ ქვეყნის დაქცევა, განადგურება უნდათ. სამწუხაროდ, ხელისუფლების უნიათობის შედეგად ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ. დღესდღეობით, ამ სიტუა- ციაში ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია. ხელისუფლებას ამის ძალა არ აქვს. ასეთ გამოსავალს ვხედავ: რამდენჯერაც „ნაცები“ ცეცხლს დაანთებენ, იმდენჯერ წყალი დავასხათ და ქვეყანა როგორმე არჩევნებამდე მივიყვანოთ.

 

თამარ შველიძე

21,07.2019

“საერთო გაზეთი”

 
%d bloggers like this: