IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ღია წერილი ბ-ნ გიორგი ასათიანს და „ახალი ეროვნული მოძრაობის“ მესვეურთ!

 

• ს. ე. გ. მ.

asatiani

ღია წერილი ბ-ნ გიორგი ასათიანს და

„ახალი ეროვნული მოძრაობის“ მესვეურთ!

   ბ-ნო გიორგი! ხშირად ვუყურებდით თქვენი მონაწილეობით სატელევიზიო გადაცემებს და მოხიბლული ვრჩებოდით! სხვა ანალოგიური ტელეწამყვანებისგან განსხვავებით აღგითქვით პიროვნებად, რომელსაც პოლიტიკური, კარიერისტული მიზნები კი არ გამოძრავებთ, არამედ მხოლოდ სამშობლოს სიყვარული! ამიტომაა, რომ ბევრმა ჩვენთაგანმა გულწრფელად შემოგთავაზეთ მეგობრობა!

hqdefault2   არ ვიცით ახლა გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ძალების მოსინჯვა, თუ უბრალოდ ახლა იფეთქა თქვენში უთქმელობით დაგუბებულმა 28 წლიანმა ბოღმამ. იცოდეთ სამ-შობლოს თავის-უფლებას შეწირული გმირები, რომლებსაც ხალხი დიდი პატივისცემის აღსანიშნავად მხოლოდ სახელებით მოიხსენიებს როგორც: ზვიადი და მერაბი, მათი თქვენეულ კონტექსტში მოხსენიებით ვერ ამაღლდებით.  ამასთან 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას იქ მდგომი ქართველი ერი (დიახ იქ იდგა ქართველი ერი ზოგი ფიზიკურად, ყველა კი სულიერად!!!) პრაქტიკულად ბრბოდ გამოაცხადეთ, აღარაფერს ვამბობთ იმ ღამით ზვარაკად შეწირულ 22 ქართველზე.

   მთელი თქვენი გადაცემები აგებული იყო წმინდა ბერი გაბრიელის და მისი სულიერი შვილის, ბერი ნიკოლოზისადმი ხოტბა დიდებით! ამიტომაც გიყურებდათ და გიყვარებდათ ხალხი. ნუთუ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდებოდა, რათა ამ ხალხის სიმპატია დაგემსახურებინათ? ეს თქვენი კარიერისტული გათვლა იყო, თუ ვინმეს მითითებით მოქმედებდით?

   ბუნებრივია ასეთი კითხვები გაუჩნდება კაცს, როდესაც ხედავს კარდინალურად როგორ იცვლება თქვენი დამოკიდებულება მდუმარე ბერისადმი და ახლა უკვე იმ ხალხს აქებთ და ადიდებთ (გვერდში უდგახართ) ვინც დევნიდა და დღესაც დევნის მას?! ასევე წმინდა ბერი გაბრიელის მეხოტბე ადამიანი არ იზიარებთ მის ერთ-ერთ (მთავარ) მოსაზრებას: „ზვიადის მტერი, ერის და სარწმუნოების მტერია!!!“ ამის გამო დევნიდნენ მას, გასული საუკუნის 90-იან წლებში სამშობლოს გამყიდველთა კასტა, სასულიერო – საერო საზოგადოებიდან და ახლა მისი ყველაზე „გულანთებული“ მიმდევრები გახდნენ?! ნუთუ თქვენც იმ „კოჰორტის“ წევრი ხართ, რომლებიც ტყვიას არ იშურებდნენ საკუთარი თანამოძმეებისადმი?

   თქვენში ჩაგუბებული 28-წლიანი ბოღმის ამოფრქვევით, ჩირქი მოსცხეთ ქართველი ერის თავისუფლებისათვის 9 აპრილის ღამეს ზვარაკად შეწირულთა სულებს. ამით თქვენ შეუერთდით იმ „სახელოვან ინტელიგენციას“, რომლებიც იმასაც კი ბედავენ ცინიკურად „იღადაონ“ (გვაპატიეთ ჟარგონისთვის) 100 000 წამებულსა თუ დიდგორის ომზე?! ეს ხომ თანამედროვე მანქურთთა ხელობაა. ასეთ მანქურთებზეა ნათქვამი: ქვეყანას არ ჰყავს უფრო დიდი მტერი, ვიდრე დამპყრობლის კარზე გამოზრდილი ინტელიგენცია (დღეს კი უკვე,  არაქართული ძალის, ხელშეწყობით  დაფინანსებული სამთავრობო, არასამთავრობო და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები). დიახ მანქურთები, რადგან ისინი ქართველები რომ იყვნენ, ადვილად გაიგებდნენ: რატომაა, რომ 40 000 ქართველს შეუძლია ელვის სისწრაფით გაანადგუროს ნახევარ მილიონამდე მომხდური და ამავე დროს 100 000 ქართველმა ნებაყოფლობითა და აბსოლუტური მორჩილებით კისერი შეაგებოს, იგივე მტრის მახვილს!!!

   ასეთი ისტორიის მქონე ერის შვილმა შეიძლება იკადროს და თქვას: „არავითარი საქართველო უპირველეს ყოვლისაო“???!!! ეს ხომ ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო 9 აპრილის დღეებში აზვირთებული ქართული სულისა! აი ამ აზვირთებულ სულს თელავთ თქვენ და ე. წ. „ქართული იდეა“??! ზუსტად ასე მოაზროვნე შემოქმედდთა „შედევრია“ დღევანდელი 9 აპრილის მემორიალი, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ეს მებრძოლი ქართული სული მარწუხებში (8  მარცხენა  ხელი ??!) მოაქციეს, რათა   არ გავრცელდეს მებრძოლი ქართული სული?! ამასთან ასეთი ბრძოლა და თავშეწირულობა მამულისადმი, მხოლოდ მარცხად აღითქმებოდეს?! უბრალოდ თქვენი ასეთი მოწოდებით, „არავითარი საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ღირსეულად  შეავსეთ იმ ვაიპატრიოტთა რიგები, რომლებმაც 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ პირველი რაც მოიმოქმედეს ის იყო, რომ პირისაგან მიწისა აღგავეს, 9 აპრილს ზვარაკად შეწირული მამულიშვილების დაქცეული სისხლის ადგილს აღმართული, ეროვნული მოძრაობის მთავარი ლეიტმოტივის გამომხატველი ბანერი-მონუმენტი: „ენა, მამული, სარწმუნოება!“

   და ახლა თქვენ აანონსებთ „ახალი ეროვნული მოძრაობის“ დაწყებას? ცნობისთვის, ეს ტერმინი პირველად ნაციონალური მოძრაობის შემოტანილი ტერმინია და დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე ადგილობრივი არჩევნების დროს. მაშინ მათ ეყოთ იმის ჭკუა, ხალხის უკმაყოფილების პირველივე გამოვლენაზე შეწყვიტეს ამ საკითხზე ლაპარაკი! კარგი იქნება თუ თქვენც მიბაძავთ მათ და ამით შეწყვეტთ თავად ტერმინ „ეროვნული მოძრაობის“ დისკრედიტაციას! (ისე კი ბაძავთ სხვა მხრივ, როდესაც ხელისუფლებაში არ მოსულნი წინასწარ გვპირდებით ხელების მომტვრევას??!). განმარტებისთვის კი გეტყვით, რომ ეროვნულ მოძრაობას არ გააჩნია ძველი და ახალი დრო! ეროვნული მოძრაობა ის დანთებული ჩირაღდანია, რომელიც აგიზგიზდა 1801 წლიდან ალექსანდრე ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის მიერ! იგი არასდროს ჩამქრალა ქართველ ერში და რომელიც, ხშირად,  დროდადრო მძლავრ კოცონად გადაიქცევა 9 აპრილის მსგავს ეროვნული სულის ამოფრქვევით, თუ აჯანყებებით!

   ან რას ნიშნავს „ესტაფეტას ვიღებთ ეროვნულ მოძრაობაში“? კერძოდ ვისგან იღებთ? ვინ გადმოგცათ???!!! აგვიხსენით ყველას! პირველ რიგში კი აუხსენით იმ ნატანჯ და ნაწამებ ხალხს, ვისაც 30 წელია სისხლი აქვთ ჩაქცეული ამ მოძრაობაში. ვისგან ეს ესტაფეტა? იმათგან ხომ არა, ვისაც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა აქვს მიღებული  საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის და საკუთარი ქვეყნის მოსპობა გაპარტახებაში?

  ეს ნამდვილად ასეა, რადგან „ჩვენი კეთილმოსურნენი“ კარგად ხედავენ, რომ დრო დგება, როცა ქართველი ერი ერთ მუშტად იკვრება. ცხადია ისინი ამას არ დაუშვებენ და „ასპარეზზე“ თანდათანობით გამოჰყავთ სხვადასხვე ე. წ. პატრიოტული ძალები. მათი მეშვეობით სურთ ააცდინონ ქართველი ერი ჭეშმარიტების გზას. თქვენ ახალი აღმოჩენაც კი გააკეთეთ და დიდი სიამოვნებით გვამუნათებთ, რომ თქვენს მიერ დაანონსებული „ახალი ეროვნული მოძრაობა“ დაფუძნებულია სარწმუნოებაზე???!!! თქვენ საერთოდ თუ გესმით რა არის ეროვნული მოძრაობა? განა შეიძლება არსებობდეს ეროვნული მოძრაობა სარწმუნოების გარეშე? ძალიან გინდათ გონება დაუბნიოთ ქართველ ერს, მაგრამ ამას ვერ შეძლებთ! საერთოდ თუ გაქვთ წარმოდგენა რა არის საქართველოს სულიერი მისია და ეროვნული მოძრაობის არსი? კარგად დაიმახსოვრეთ:

   „ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის! …

   ჩვენი მოძრაობა უწინარეს ყოვლისა რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება!“ /ზვიად გამსახურდია, 1990 წლის 14 ნოემბერი, უზენაესი საბჭოს სესია/.

   „ქართველი კაცი კიდევ ერთხელ ამბობს უარს ამქვეყნიურ, ფიზიკურ კეთილდღეობაზე, სულისმიერი ეროვნული აღორძინების სახელით!“ / ზვიად გამსახურდი , 1991 წლის 7 ივნისი, პრეზიდენტის ინაუგურაცია/.

   აი ამ სულიერებაზე უარის ართქმის გამო დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, ფიზიკურ კეთილდღეობას აყოლილმა, კრიმინალურმა, ნაძირალათა ბრბომ და ახლა ახლადგამოჩეკილი ე. წ. ეროვნული მოძრაობები იჩემებენ სარწმუნოებრივობაზე ზრუნვის პირველობას??! ამიტომ ცდილობენ ლაფში ამოსვარონ განუყოფელი ძმა და მეგობრების, მერაბის და ზვიადის სახელები, რათა შემდეგ თავად მიითვისონ ეროვნულ მოძრაობაში სარწმუნოებრივი ნიშა?! ვაი თქვენს უგუნურობას, რამეთუ არ იცით, რომ 80-90იან წლებში ამ ადამიანების ლაფში ამოსვრა განუყოფელი თვისება იყო იმ პერიოდში ეროვნულ მოძრაობაში ჩაბუდებული ბოროტების განსახიერებისა. მათ იცოდნენ რა ამ პიროვნებების ქრისტიანული მიმტევებლობა მოყვასისადმი, ყველაფერს კადრულობდნენ, რადგან რაც არ უნდა მომხდარიყო იცოდნენ, რომ ისინი შეუნდობდნენ მათ?!!

   ახლაც, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჭეშმარიტი ეროვნული ძალები მტკიცედ მიჰყვებიან ზვიადის და მერაბის იმ პრინციპებს, რომ: „ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველგვარ პიროვნულზე, პიროვნულ წყენაზე მაღლა მეგობრებო. პიროვნულ წყენას და შეურაცხყოფას ვინც ვერ პატიობს მოყვასს, იმას პოლიტიკაში და ეროვნულ მოძრაობაში ადგილი არ აქვს! ეს გახსოვდეთ ყველას! ყველას გახსოვდეთ ეს!“ (ზვიად გამსახურდიას სიტყვა წარმოთქმული 1990 წლის 28 ოქტომბრის ღამეს, არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების შემდგომ). ამიტომაც დიდსულოვნებით, მოყვასისადმი სიყვარულით და ქრისტიანული შემწყნარებლობით გამოირჩევიან და გარკვეულმა ძალებმა ჩათვალეს, რომ მათ ნებისმიერი სიბინძურე ეპატიებათ?!

   როგორც ეტყობა, დროა, დამთავრდეს ასეთი მიმტევებლობის დრო, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მედროვეებისა და ნაძირლების პარპაში, რადგან ახლა ეს ყველაფერი პირადი შეურაცხყოფა აღარაა. ეს ყოველივე უკვე საქართველოს ნამდვილი გმირების შეურაცხყოფაა! ეს არის თვით ეროვნული მოძრაობის შეურაცხყოფა და 9 აპრილს ზვარაკად შეწირულთა სულების შეურაცხყოფა!

   ან იქნებ აგვიხსნათ, თუ რატომ აცხადებთ „ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებას“ და არა „ახალი სარწმუნოებრივი მოძრაობის დაწყებას“? იქნებ იმიტომ, რომ ხალხის თვალში ნაცრის შეყრა გსურთ? ასეთი სურვილი ნამდვილად ექნებათ თქვენი „ახალი ეროვნული მოძრაობის“ მესურვეთ, რომლებიც თვალნათლივ ხედავენ თავიაანთი 25 წლიანი მოღვაწეობის კრახს! კრახს, რადგან ამ 25 წლიანი რეპრესიების, წამებების, ტოტალური ძარცვის და ათასობით ჩვენი თანამებრძოლის ლიკვიდაციის მიუხედავად, ვერ ჩაკლეს ქართველ ერში ეროვნული სული! ახლა კი დაინახეს რა ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის აღორძინების გარდაუვალობა, ცდილობენ ჩანასახშივე დისკრედიტაცია მოახდინონ ასეთი გაერთიანების. ამიტომ აპიარებენ ვითომც და გაერთიანების იდეით აღტკინებულ ვაი პატრიოტებს?!

   ისევ და ისევ კითხვა, რატომ არა “ახალი სარწმუნოებრივი მოძრაობა“? პასუხი ნათელია – ამ შემთხვევაში მწარედ მოგხვდებოდათ ყველას (და მართალიც იქნებოდა). აბა რამ და ვინ გაყო ქართველი ერისთვის ეროვნული და სარწმუნოებრივი?

   საერთოდ საათობით ქადაგებდით სარწმუნოებაზე თქვენს გადაცემებში და ძალზე სწორი მიდგომა იყო ეს! ჯობია დაუბრუნდეთ საწყისებს და აკეთოთ ისევ ის, რამაც ხალხის სიყვარული მოგაპოვებინათ! ამასთან, წინადადებასაც შემოგთავაზებთ, გთხოვთ თქვენს გადაცემებში დიდი ადგილი დაუთმოთ ბიბლიის, ძველი და ახალი აღთქმის სრულყოფილად გააზრებას და ამ მიზნით პოლემიკები მოაწყოთ ბიბლიის მცოდნეთა შორის! ჩვენის მხრივ, ამ მიზნით შემოგთავაზებთ ბიბლიის და ვეფხისტყაოსნის უბადლოდ მცოდნე პიროვნებებს, რათა ყველამ კარგად გაიგოს და შეისისხლხორცოს ბიბლიისა და ქართული სულიერი არსის განუყოფლობა!

   მართალია აქ გამოთქმული მოსაზრებები უშუალოდ თქვენ არ გეხებათ მხოლოდ. უბრალოდ ნათქვამია: მულო შენ გეუბნებიან, რძალო შენ გაიგონეო!

   ამასთან ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ შემდეგი პრინციპებით: „საქართველო შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი!“ და რომ „ძმამ ძმას ანგარიში უყო და ისევ ძმებად დარჩნენო!“

    საჯარო სივრცეში თქვენეულ მიდგომებთან დაკავშირებულ პოლემიკაში ხშირად კითხულობთ: „რა იცით მე ვინ ვარ და რა მიკეთებიაო?“ პასუხი ერთადერთია: „საქმემან შენმან გამოგაჩინოს!“

ბაკურ ეფენია                                                      

გია ჩუთლაშვილი                                                           

თამაზ ხუციშვილი                                                            

გოდერძი ალექსანდრია                                                            

მერაბ კუკავა

 

3 Responses to “• ღია წერილი ბ-ნ გიორგი ასათიანს და „ახალი ეროვნული მოძრაობის“ მესვეურთ!”

  1. გია ჩუთლაშვილი said

    ბ-ნ გიორგი ასათიანს

    თქვენმა პასუხებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენს სიმართლეში, როდესაც ყველანაირად ცდილობთ გვერდი აუაროთ და უშუალო პასუხი არ გასცეთ ძირითად საკითხებს. ამასთან პოლემიკაში ბოლოს აღნიშნავთ, მომიტევეთ და ამით პოლემიკა დავამთავროთო!
    ჩვენ, რომ უაღრესად მიმტევებელნი ვართ დადასტურებულია ბოლო 25 წლიანი ისტორიით! ჩვენთვის არ არსებობს პირადული და უაღრესად მიმტევებელნი ვართ. მაგრამ როდესაც საქმე სამ-შობლოს და მისი დიდებისთვის შეწირულ მამულიშვილებს ეხება – უკომპრომისონი ვართ! მიმტევებლობის შესანიშნავ მაგალითებს გვაძლევენ ჩვენი უღალატო უფროსი მეგობრები, როდესაც მაგიდასთან პირისპირ ესაუბრებიან მათ, ვისაც ფული ჰქონდათ აღებული მათ მოსაკვდინებლად, ამასთან მზად არიან მიუტევონ მათაც კი ვის ნასროლ ტყვიას დღემდე გულით დაატარებენ (25 წელია, გულიდან ერთ სანტიმეტრში გაჩერებულს)! ოღონდ კი აღიარე და თქვი: მაპატიეთ შევცდი!
    ღმერთმა ყველას მიუტევოს, ვისაც შეუძლია გულწრფელი მონანიება! მონანიება შეუძლიათ კ ა ც ე ბ ს !!! ლაჩრები და კარიერისტები არასდროს მოინანიებენ თავიანთ ქმედებებს და ყველა ფორმით ცდილობენ მათ გამართლებას. ამჯერად კი აუცილებლად მიგვაჩნია რამოდენიმე მოკლე განმარტება გავაკეთოთ თქვენს პასუხებზე ღია წერილისადმი:
    ბერ ნიკოლოზთან მიმართებაში იხილეთ თქვენივე ქრნიკაში გამოქვეყნებული ბ-ნი დავით კარტოზიას მიმართვა. რისთვის იხდის იგი ბოდიშს? ნუთუ მასაც ეჩვენება?!
    ბევრი ცდილობს თავი წარმოადგინოს წმიდა ბერი გაბრიელის შესახებ ერთადერთ ინფორმაციის წყაროდ?! ნურვის გონია, რომ ყველას მოკლე მეხსიერება აქვს და აღარავის ახსოვს რა ხდებოდა 90-იან წლებში!
    გვეკითხებით, თუ სად წავიკითხეთ ან ვნახეთ: „არავითარი საქართველო უპირველეს ყოვლისა“. გადაცემის მსვლელობისას ალბათ კარგად ვერ აღითქვით, ამიტომ გადახედეთ ისევ და ისევ თქვენს ქრონიკაში არსებულ ამ გადაცემის ჩანაწერს და მაშინ იმედია ასეთ კითხვებს აღარ დასვავთ.
    30 000 კერპთაყვანისმცემელი???!!! (თანდათანობით მიუახლოვდებით მოსახლეობის 97%-ს, რომელმაც ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა). იგივე ტონალობაში აგრძელებთ, რაც იმ გადაცემის დროს, როდესაც ამდენ სამშობლოსათვის გულანთებული ადამიანი პრაქტიკულად ბრბოდ გამოგყავთ???!!! ამასთან თურმე წინააღმდეგი იყავით პრეზიდენტის ინსტიტუტისა???!!! რატომ? დაგვისახელეთ ერთი მაგალითი მაინც პრეზიდენტ გამსახურდიას შეცდომისა! იმედია „ცრუ თენგიზად“ წოდებულის დემაგოგიას აღარ გაიმეორებთ, ან იქნებ „იანაევის დაკითხვის ოქმები“ გაქვთ ახლა მაინც.
    საქმე იმაშია, რომ ეს ტონი, 1990 წლიდან მოყოლებული, პირდაპირი ანარეკლია ე.წ. „ეროვნული კონგრესის“ მესურვეთა იდეოლოგიის, როდესაც თავიაანთ თავებისა და მათზე მიტმასნილი „იმპერიის კარზე გამოზრდილი ინტელიგენციის“ გარდა ყველას ბრბოს უწოდებდნენ?!
    სხათაშორის ძალიან გახშირდა ამ ე. წ. „კონგრესმენების“ და მათი მესურვენის აქტიურობა, როდესაც დროის და შესაბამისად ახლა უკვე კანონიერების აღდგენის აუცილებლობის და ბ-ნი ზვიადის ქება დიდების მანტიაში გახვეულებმა, აიტაცეს ქართველების გაერთიანების აუცილებლობის იდეა და ასეთი გაერთიანებების სათავეებთან მიძვრებიან, რათა კიდევ ერთხელ ააცდინონ ქართველი ერი ჭეშმარიტების გზას, ასეთი გაერთიანების მცდელობა იყო სულ ახლახანს და ახლაც ამის არაერთი მცდელობა მიმდინარეობს, რაც ჩვენ ბუნებრივ მოვლენად მიგვაჩნია. მთავარია დროულად რეაგირება და მხილება მოხდეს რათა არ მოხდეს ქართველების გაერთიანების იდეის არასასურველი მიმართულებით წარმართვა.
    რაც შეეხება 100 000 წამებულის, დიდგორის ომის და 9 აპრილს ზვარაკად შეწირულების ერთ კონტექსტში მოხსენიებას ეს სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული! რწმენა იმისა, რომ ქართველების ერთად დგომა გამარჯვბაა! რწმენა, რწმენა და რწმენა! ამ რწმენამ არ დააბიჯებინა ფეხი ხატზე 100 000 ქართველს, ამ რწმენამ გაამარჯვებინა 40 000 ქართველს აურაცხელ მტერზე და ამ რწმენამ ფეხი არ მოაცვლევინა ქართველებს 9 აპრილის ღამეს!!! აი ამ რწმენის ეჭქვეშ დაყენებაა შეურაწყოფა ქართველი ერის.
    ბევრი ცდილობს ისარგებლოს პატრიარქის უსაზღვრო პოპულარობით და მისი სახელი დაუპირისპირონ ჭეშმარიტ ეროვნულ მოძრაობას?! დიახ პატრიარქი მოვალე იყო მისულიყო იმ ღამით მომიტინგეებთან (ქართველ ერთან) და ეთქვა ის რაც თქვა! მაგრამ აბა კითხეთ პატრიარქსა: ამაყობს თუ არა იგი იმ ერით, რომელიც იმ წუთებში იქ იდგა, ფეხი არ მოიცვალა და განსაცდელს ამაყად შეეგება! ნახავთ რას გიპასუხებთ. ან კითხეთ როგორც ერისკაცი თუ დატოვებდა იმ დროს ბრძოლის ველს. დიახ ნახავთ რას გიპასუხებთ!
    და საერთოდ იმ ქართველების პატრიოტობა, რომელთაც სულკურთხეული მერაბის სიტყვა: „ერის ისტორიაში ყოფილა …“ ერთხელ მაინც არ გაუყინავს ძარღვებში სისხლს და მერე მთის მდინარესავით არ აუჩუხჩუხდება, მათი პატრიოტობის უბრალოდ არ გვწამს!!!
    ასე რომ ყოველგვარი მცდელობა პატრიარქი დაუპირისპირონ ჭეშმარიტ ეროვნულ მოძრაობას ძირშივე მცდარია!!! ხოლო როდესაც საუბრობთ უშუალოდ ჩვენს დამოკიდებულებაზე პატრიარქისადმი, ელემენტარულად საჭიროა იცნობდეთ ჩვენს ოფიციალურ მიმართვას. როდესაც მოწიწებით ვთხოვთ: აიღოს უდიდესი ტვირთი და დაპირისპირებულ ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად ბურჯად აღიმართოს, გვიხმოს ყველას ერთად, რათა მოვინანიოთ ვით ნინევიელებმა და ერთობით ლოცვა აღვავლინოდ უფლისადმი. და ეს მიმართვები კეთდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბევრი დღევანდელი მეხოტბე ქართველების ერთიანობისა არც კი კადრულობდა ამ თემაზე ჩვენთან საუბარს რადგან მაშინ ეტყობა ამის დრო არ იყო! ბოლოს კი ყველა ქართველს შემდეგი იმედისმომცემი სტრიქონებით მივმართავ:

    გჯეროდეს! ინებებს ღმერთი, დაგვიდგენს ისეთ ჟამს,
    ზარების რეკვით, როდესაც ყველას მოგვიყრის თავს! ქართული სული აღორძინდება იმავე წამს!
    ახდება ნატვრა – საქართველო კვლავ გაბრწყინდება!!! ამენ!

    გია ჩუთლაშვილი

  2. დავითი said

    არც მიკვირს. არასდროს ვენდობოდი გიორგი ასათიანს.

    • მზისო ნავროზაშვილი said

      გენაცვალეთ, ჩემო ქართველებო! ამათ ჰგონიათ საქართველო ბრმაა და დაიჩოქა საბოლოოდ, ახალ-ახალ “ლიდერებს”აცხობენ.ჩვენმა დუმილმა გაანებივრ-გაალაღათ.”ზარების რეკვით, როდესაც ყველას მოგვიყრის თავს! ქართული სული აღორძინდება იმავე წამს!
      ახდება ნატვრა – საქართველო კვლავ გაბრწყინდება!!! ამენ!”

      ჰე ამენ,იყავნ!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: