IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

•გია ჩუთლაშვილი- არჩევნებში ფარისეველთა კასტიდან

• ს. ე. გ. მ.

Gia Chutlashvili

ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ შ ი
ფ ა რ ი ს ე ვ ე ლ თ ა     კ  ა ს ტ ი დ ა ნ

 

ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გამოქვეყნდა მიმართვა „პუჩისტური ანდერძის მიმდევრებს“, სადაც არჩევნებში კენჭის ყრის ყველა მსურველს, ვთხოვდით: იმისათვის რომ საქართველოში არავის, აღარასოდეს გასჩენოდა სურვილიც კი, ახალ-ახალი გადატრიალებების მოწყობისა, შეეფასებინათ 1992 – 1993 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები, რათა ქართველ ხალხს მისცემოდა შესაძლებლობა არჩევანი გაეკეთებინა არა აკაკისეულ „ტილებსა და რწყილებს“ შორის, არამედ ქვეყნისთვის მოამაგე პატრიოტებში!!!

როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებში მონაწილე ძალების (პიროვნებების) მხრიდან, რეაქცია იყო აბსოლიტური ნოლი. რადგან არავის არ სურს გაამჟღავნოს თავისი ჭეშმარიტი, ქვენა გრძნობები და ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ გვერდი აუარონ ერის არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს.

ვიზიარებთ რა იდეის აუცილებლობას, რომ საჭიროა არჩევანი გაკეთდეს არა ცუდსა და უარეს („ტილებსა და რწყილებს“) შორის, არამედ უკეთესსა და უმჯობესს შორის, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ხელისულებაში მოსვლის ყველა მსურველმა, წარსულისა და მომავლის სახელით ცალსახა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

1. იყო თუ არა ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა კანონიერი?
2. მოხდა თუ არა კანონიერი ხელისუფლების დამხობა კრიმინალური ძალებისა მხრიდან და უცხო ქვეყნის ინტერვენცია (ბალტინის ფლოტი) 1992 – 1993 წლებში?
3. თვლით თუ არა 1992 წლიდან არსებულ ხელისუფლებას უკანონო – დე ფაქტო ხელისუფლებად?
გასაგებია, რომ თქვენი აბსოლიტური უმრავლესობა ყველანაირად ეცდება თავი აარიდოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, რადგან სწორედ ასეთ ხელისუფლებაში ყოფნის სურვილმა გიბიძგათ მხარი დაგეჭირათ 1992 წლიდან მიმდინარე უმსგავსოებებისთვის და რომ არა თქვენი ასეთი პოზიცია ამ 24 წლის განმავლობაში ვერ იქნებოდით „მარად მოტივტივე სახელისუფლო ელიტაში“.

იქნებ იკადროთ და ახლა მაინც გვითხრათ: რას ეტყვით თქვენს უშუალო შთამომავლებს, როდესაც გარკვეული დროის (?) შემდეგ თქვენი ამ საკითხებისადმი ასეთი წაყრუებით წახალისებულნი საქართველოში კვლავ გამოჩნდებიან ძარცვა-გლეჯვას დახარბებული ნაძირალათა ბრბოები (ნაძირალებს რა დალევს ამ ქვეყნად) და გარე ძალების აქტიური დახმარებით ძალადობრივად შეცვლიან ქვეყანაში ხელისუფლებას? ჩათვლით თუ არა, რომ ისინი იქნებიან კანონიერნი და მათ მიერ ამ გზაზე ჩადენილი უამრავი სიბინძურე გამართლებული?

არავის ეგონოს, რომ ეს ყოველივე მის შვილებს და შვილიშვილებს არ შეეხებათ! შეეხებათ და სამწუხაროდ ძალიან მწარედ! ჩვენ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადეთ ამ 25 წლის განმავლობაში და არავის ვუსურვებთ იგივეს!

ამ კითხვებზე პასუხების გაუცემლობის შემთხვევაში თქვენ იქნებით უბრალოდ „დემოკრატიის“ ნიღაბს ამოფარებული ფარისეველთა კასტა!!!

გია ჩუთლაშვილი
22.09.2016

 
%d bloggers like this: