IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• ისტორიის შავბნელი ფურცელი – 1992 წლის 2 თებერვალი

 

 ს. ე. გ. მ.

 

 

2.02.92

ისტორიის შავბნელი ფურცელი – 1992 წლის 2 თებერვალი

 ეროვნული მთავრობის განდევნის შემდეგ, არ წყდებოდა ქართველი ხალხის უსაზღვრო პროტესტი. ამ დღესაც, 1992 წლის 2 თებერვალსაც, უამრავი ადამიანი შეიკრიბა ვაგზლის მოედანზე. ეს ზღვა ხალხი დავიძარით თამარ მეფის ქუჩით რუსთაველისკენ (ამბობდნენ და შემდგომში გადაღებულმა კადრებმა დაადასტურა, რომ როდესაც მანიფესტანტები  გმირთა მოედანს მივუახლოვდით, ვაგზლის მოედანი სანახევროდ ისევ სავსე იყო), რათა მივსულიყავით მთავრობის სახლთან და ჩვენი პროტესტი დაგვეფიქსირებინა იქ მოკალათებული ხუნტის წინააღმდეგ.

   მივუახლოვდით გმირთა მოედანს. ცირკის ასასვლელ კიბეებთან გზა მანქანებით ჰქონდათ ჩაკეტილი და რამოდენიმე ჯავშანტრანსპორტიორით ამაგრებდნენ მას.  (საინტერესოა, გზა ხიდთან რატომ არ გადაკეტეს? – როგორც ეტყობა ეს მათი „სამხედრო მანევრი“ იყო, რათა ვიწრობში მომწყვდეული უიარაღო ხალხი უფრო კარგად ამოეწყვიტათ?!) მე ვიმყოფებოდი ცირკის მხარეს „ტროტუართან“, გადაკეტილი გზიდან 7-10 მეტრში, როდესაც საშინელი სროლა დაიწყო  ხუნტის დამცველთა მხრიდან. პირველი რეაქცია იყო, რომ დასაშინებლად ისროდნენ და ჩვენს გაფანტვას ცდილობდნენ. ამიტომ გავრცელდა ხმა: ნუ გეშინიათ, არ დაიფანტოთ, ჩასხედითო. ყველამ ჩავიმუხლეთ იქვე ასფალტზე. აქა იქ ჩოჩქოლი ისმოდა: მოგვკლეს! გვხოცავენო! ზოგიც ექიმს უხმობდა! ავტომატების კაკანი კი არ წყდებოდა.

   ცირკის მხრიდან, მეორე-მესამე მანქანის უკნიდან, საშინელი ბოროტი ხმით ბრძანება ისმის: „ტროლეიბუსების ხაზებს ესროლეთ! ჩამოცვივდება, უფრო მეტი დაიხოცება და ჩვენ არ დაგვბრალდება“. ამის თქმა იყო და მართლაც ავტომატების ტყვიების მთელი ნაკადი „ტროლეიბუსების ხაზებისკენ“ მიმართეს. (სხვათა შორის ძირითადი ცეცხლის ნაკადი ამ „ტროლეიბუსების ხაზებმა“ მიიღეს თავის თავზე და ამით ბევრი ადამიანი გადარჩა). ამასთან საბედნიეროდ შიგა და შიგ არა მარტო ხაზის დამჭერები, არამედ ტყვიებმა ხაზებიც დაწყვიტა რამოდენიმე ადგილას და მაღალი  ძაბვის ზემოქმედების ქვეშ არ მოჰყვა უამრავი ადამიანი.

არ ვიცი ყოველივე ეს  სიგნალი იყო ჩვენთვის, თუ მოწოდება გაისმა, ფაქტია ყველა უკან გავბრუნდით, თან რამოდენიმე დაჭრილს მივარბენინებდით ხიდის მიმართულებით შეძახილებით: „ექიმი, ექიმი ჩქარა!“

   მას შემდეგ აგერ 24 წელი გავიდა და დღესაც ყურებში ჩამესმის: „ტროლეიბუსის ხაზებს ესროლეთ, ჩამოცვივდება უფრო მეტი დაიხოცება და ჩვენ არ დაგვბრალდება“. მას შემდეგ  მუდმივად მაინტერესებდა და სულ ვეძებდი, თუ ვისი ხმა იყო ეს?! ყოველთვის მალე ვპოულობდი ამ მოწოდების ავტორებს, რომლებიც დღესაც მრავლად არიან იმ დღიდან აღზევებულნი?! ესენი არიან არა მხოლოდ თვით გადატრიალების ორგანიზატორები, თუ თვით შემსრულებელნი, არამედ დღეს უწყინარი კრავის ტყავში გახვეული ყველა ის:

  •   ე. წ. ინტელიგენტი პოლიტიკოსები (რესპები, ნუკრი ქანთარია, გია ჟორჟოლიანი, ირაკლი ალასანია, თუ სხვანი ძმანნი მათნი. აღარაფერს ვამბობთ: ბოკერია, ბარამიძე, თარგამაძე, გაბაშვილის სახით ნაცმოძრაობაში მოკალათებულ ნაძირალებზე);
  •  ე.წ. თავისუფალი ჟურნალისტები (თ. ჩორგოლაშვილ, მ. რაზმაძე მათი იმდროინდელი „ძმათა და დათა“ სახით);

   დიახაც, რომ ეს მათი ბაგეებიდან წარმოითქმებოდა სიტყვები, რომლებიც საბოლოო სახით ზემოაღნიშნულ შემზარავ მოწოდებად ყალიბდებოდა, ხოლო მათი ნების   განმხორციელებლებს სისრულეში მოჰყავდათ მათი ეს „ბრძანება- სურვილი“!

   1992 წლის 2 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქაა ქართველი ერის ისტორიაში!? რა საშინელება მძვინვარებდა მაშინ თბილისის ქუჩებში?! როგორ უსწორდებოდნენ უიარაღო ხალხს ნაძირალათა ბრბოები, რომელთაც მხარი აუბა „სახელოვანმა ინტელიგენციამ“, როდესაც თოფებით ემუქრებოდნენ ეზოებსა და ვიწრო ჩიხებში სიცოცხლის გადარჩენისთვის შეხიზნულ ხალხს.

    დიახ „ინტელიგენციამ“, რომელთაც ამ იარაღის ხელში აღებისთვის მადლობას უხდიდა ჯერ მამამარჩენალი ე. შევარდნაძე და ამისთვის  მათ მარჩენლები  შემდგომშიც არ დაელიათ, როდესაც ყოველივე ამის სანაცვლოდ ყოველთვიურად რამოდენიმეათასიან  დახმარებებს ღებულობდნენ და ღებულობენ ამჟამადაც!??

   დიახაც, ზუსტად ასეთი გარჯისთვის იღებენ დახმარებას, თორემ რომელ ერთ ამ  ხელოვანზე ნაკლები დამსახურება ჰქონდა მაგალითად საქართველოს სახალხო არტისტ ლატავრა ფოჩიანს, რომელიც შიმშილით სასიკვდილოდ გაიმეტეს?

   ვისზე ნაკლები პოეტი არის ქ-ნი თინათინ მღვდლიაშვილი, რომლის ლექსებზეც მღეროდნენ თავად „პუტჩისტები“ და ამ სიმღერების ფონზე აპატიმრებდნენ და აწამებდნენ თავად ავტორს?

   ან ვისზე ნაკლები (თუ გაცილებით მეტი არა) დამსახურება ჰქონდა უდიდეს ქართველ სპორტსმენს, ბ-ნ ვიქტორ სანაევს, რომელიც შიმშილისაგან თავის დასაღწევად იძულებული შეიქნა საზღვარგარეთ წასულიყო და დღესაც არავითარ პირობებს არ ქმნიან მის უკან დასაბრუნებლად?

   და რამდენი ასეთი ისტორია??? ისტორია – ტკივილი, რომლის დავიწყება არ შეიძლება!

   რამდენი ჩვენი თანამოძმე დაიღუპა იმ დღეს, 2 თებერვალს, ღმერთო აცხოვნე მათი სულები!!!

   და ჩვენ? ჩვენ რა შეგვიძლია უბრალო ქართველ ხალხს? – არ დავიწყება!!! გახსენება!!!

   გთხოვთ, ყველას ა. წ. 2 თებერვალს 2 საათზე მივიდეთ თითო ყვავილითა და სანთლით ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე და პატივი მივაგოთ ქართველ „შავრაზმელთა“ მსხვერპლს!!!

 გვფარავდეს ღმერთი!  ამენ!

 გია ჩუთლაშვილი

 ***

1992 წლის 2 თებერვლის სისხლიანი სასაკლაო თამარ მეფის გამზირზე

ეს ვიდეო ყველამ უნდა ნახოთ, განურჩევლად ასაკისა, ორიენტაციისა თუ ეროვნებისა.
ამ ვიდეოთი ზოგმა უნდა გაიგოთ, ზოგმა უნდა გაიხსენოთ, თუ რა ხდებოდა 24 წლის წინ საქართველოში, როგორ უსწორდებოდნენ ეროვნული ხელისუფლების მომხრე მშვიდობიან მომიტინგეებს პუტჩისტები, რომლებიც ჯერ იარაღით მოვიდნენ, შემდეგ კი გაყალბებული არჩევნებით “გაიპრავეს” ხელისუფლება! დააქციეს ქვეყანა და მიითვისეს თუ კი რამ ღირებული იყო!
სწორედ ამიტომაა, რომ ვერ ამოვედით ჭაობიდან ბოლო 24 წელი!

***

2016 წლის 2 თებერვლის აქცია

2016 წლის 2 თებერვლს, ეროვნული მთავრობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, რათა პატივი მიეგოთ 1992 წლის 2 თებერვალს კრიმინალური ხუნტის მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას და მოითხოვდნენ ეროვნული კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

მამა ნოდარმა (ქათამაძე) გადაიხადა დახვრეტილი მამულიშვილების სულის მოსახსენებელი  პანაშვიდი.

აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 30 კაცი, მათ შორის იყვნენ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები  გურამ მაქაცარია და ნუგზარ შავთვალაძე, პოლიტიკური მოღვაწე გია მაისაშვილი და საქართველოს  პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდია.

აქციის შემდეგ, მონაწილენი შეიკრიბნენ საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც გაიხსენეს  2 თებერვლის აქციის ამბები. გამოითქვა აზრი, რომ  2 თებერვლის ტრაგიკულ ადგილთან  დაიდგას მემორიალი.

This slideshow requires JavaScript.

***

 
%d bloggers like this: