IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გია ჩუთლაშვილი – კანონიერების აღდგენისა და ერთიანობის შესახებ

• ს. ე. გ. მ.

Gia Chutlashvili

გია ჩუთლაშვილი

ისევ და ისევ კანონიერების აღდგენისა და
ერთიანობის შესახებ

სამწუხაროა, რომ ბევრი ჩვენთაგანი, ვერ იგებს ეროვნული მოძრაობის ერთიანობის არსს?! როდესაც ვერ იგებს, რომ ლაპარაკია ერის გაერთიანებაზე! ბევრი, თვით ჩვენი ერთგული თანამებრძოლი, საბოლოოდ ამ გაერთიანებას აღითქვავს, როგორც სადმე, რომელიმე პარტიაში ან „მოძრაობაში“ გაერთიანებად და ყველას დაჟინებით მოუწოდებს გაწევრიანებას ამ გაერთიანებაში!

ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, შევისიცოცხლოთ, რომ ჩვენ ვერთიანდებით არა არჩევნებში გამარჯვებისთვის, არამედ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებისთვის!!! ჩვენ მყარად ვდგავართ ამ პრინციპზე და ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კანონიერება, რომელიც ქართველთმოძულე, რენეგატი ძალისთვის ეს 25 წელი იქცა გადაულახავ ბარიერად!!!

1801 წელს მეფის ხელისუფლების გაუქმებით, გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა (გაუქმდა კანონიერება) და იმ დღიდანვე ალექსანდრე ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის თაოსნობით დაიწყო ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც უწყვეტად გრძელდება დღესაც და გაგრძელდება მომავალშიც, ვიდრე არ მოხდება გაწყვეტილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენა ამა თუ იმ ფორმით. ბრძოლის ამ გზაზე ერის ისტორიაში მოხდა პატარ-პატარა გამონათებები: 1918-1921 და 1990-1991 წლები, როდესაც ქვეყანა დაადგა დამოუკიდებელი სახელნწიფოს არსებობის აუცილებელი ატრიბუტიკის – კანონიერების გზას! მომავალშიც, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს აღიარება იმისა, რომ 1991-1993 წლებში საქართველოში მოხდა კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის ინტერვენცია და რომ აუცილებელია პროცესების კანონიერ ჩარჩოებში აღდგენა, თორემ საუკუნეებიც რომ გავიდეს ამ პრინციპების აღდგენის გარეშე ნებისმიერი ხელისუფლება იქნება უკანონო!!!

დიახ, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კანონიერება და დღეს კანონიერებას საქართველოში წარმოადგენს „უზენაესი საბჭო“! გთხოვთ კარგად გავითავისოდ არა „უზენაესი საბჭოს“წევრები, არამედ „უზენაესი საბჭო“, როგორც კანონიერი ორგანო!!!

25 წელი გავიდა და „უზენაესი საბჭოს წევრების დიდ ნაწილს დღესაც ვერ გაუთავისებიათ ამ წევრობის არსი და ბევრი მათგანი „დაიღალა“ რა ამ (მისთვის „უკომპრომისო“) ბრძოლით, ახლა კომფორტისკენ ლტოლვა ახასიათებთ მხოლოდ და ნებისმიერი ხერხით მიილტვიან „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ რიგებში ადგილის დასამკვიდრებლად. ცხადია მათ ამ ლტოლვას ყველანაირად ხელს უწყობენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ „უზენაესი საბჭოს“ წევრების აბსოლიტურმა უმრავლესობამ თუ არა, რაც შეიძლება ბევრმა მაინც. ეს ხომ მათთვის ლეგიტიმურობის შეძენის ერთ – ერთი ნაბიჯი იქნება (??? ეს საზოგადოების თვალში სახელმწიფო გადატრიალებაში მათი ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობის გამართლებას თუ შეძლებს, თორემ კანონიერების თვალსაზრისით არაფერს შეცვლის). ხოლო ეროვნული მოძრაობის რიგებიდან წარმომადგენელნი (ე. წ. წარმომადგენელნი) ექცევიან რა კონიუნქტურის ჩარჩოებში აბსოლიტურად ივიწყებს ეროვნული მოძრაობის არსს. ვინც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, გთხოვთ დაასახელოთ თუნდაც ერთი მაგალითი მაინც, დე ფაქტო ხელისუფლებაში შესული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან ერისთვის სასიკეთო ნაბიჯი ან ქმედება, რომელმაც ჭეშმარიტ ეროვნული მოძრაობას და თვით ამ მოძრაობის წევრებს რაიმე წინსვლა და სიკეთე მოუტანა?! დღესაც დე ფაქტო ხელისუფლებაში შეძრომის მსურველი „უზენაესი საბჭოს“ წევრები, თუ უბრალოდ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ რა წარმოჩინდნენ ყველაფრის მცოდნეებად, თანამებრძოლებს ამუნათებენ, რომ ახლა სხვა დროა და რომ მსოფლიო (ანუ პუტჩისტების საზღვარგარეთელი „მფარველები“) ვერ გაიგებს ამას. ასეთი „პატრიოტების“ საყურადღებოთ ვიტყვით, რომ ქვეყანაზე სხვა დრო არ არსებობს და რომ ეს ყველაფერი დაწერილია ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ წმინდა წერილებში:
„ესენი ეშმაკის სულები არიან, ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის.“ /გამოც. 6.14/

დიახ, ზუსტად ასეთი პიროვნებები ხალხს თავს აჩვენებენ ყველაფრის მცოდნეებად და „დიდ პატრიოტებად“, ამასთან „სასწაულებს ახდენენ“ და დიდ მხარდაჭერას ღებულობენ საზღვარგარეთიდან. მათთვის არჩევნებში, მონაწილობის შემთხვევაში, წარმატების მიღწევისთვის მთავარია იქ მიიღონ მხარდაჭერა („მთელი მსოფლიოს მეფეებთან“). ამიტომაა, რომ ასე აიტაცეს „პუტჩისტების“ ლოზუნგი: „მსოფლიო ვერ გაიგებს“ და დღეს ზუსტად მათი მხრიდან ხდება „უზენაესი საბჭოს“ კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხების მიჩუმათება. ისინი ცდილობენ ამაზე არასდროს ილაპარაკონ.

ჩვენ და საბედნიეროდ, „უზენაესი საბჭოს“ ბევრი წევრი არ მიილტვის ამ გზით სიარულისკენ. მათთვის მთავარი ერის გვერდით ყოფნაა, მათი სიყვარულის და არა „უცხო ქვეყნების პოლიტელიტის“ სიმპატიების დამსახურებაა!!! აი სწორედ ჩვენი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, წარმომადგენლების ვალია გვერდში დავუდგეთ მათ და გავერთიანდეთ კანონიერების გარშემო!!! ამიტომაც, ყოვლად გაუგებარია მოწოდებები, რათა მოვიდნენ და გაწევრიანდნენ ამა თუ იმ გაერთიანებაში?! კანონიერების დაცვისთვის მებრძოლ ძალებში, თვითვეულ ჩვენთაგანს გავლილი აქვს, თავისი თუნდაც არც ისე ხმაურიანი ტანჯვა-წამების გზა. ამ გზაზე დატრიალებული უამრავი ტრაგედიით და ბევრი თანამებრძოლის დაკარგვითაც კი და ჩვენი მისვლა ამა თუ იმ გაერთიანებაში, ხომ ამ გზის ღალატად აღითქმება! ან რომელ გაერთიანებაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც შენს პოტენციურ თანამებრძოლს თავიდანვე ტალახს ესვრი!

გაერთიანება გაერთიანებისთვის სულ სხვაა. ჩვენი მიზანი კი გაერთიანებაა ერთობისთვის, რათა ერთად ვიაროთ კანონიერების გზით! ფაქტია ჩვენ უნდა ერთობა შევქმნათ, ამ ერთობისთვის კი საჭიროა დავუბრუნდეთ იმ საწყის სიწმინდეს, რომელსაც ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ეტაპი ჰქვია და რომელმაც დიდი გამარჯვება ერთხელ უკვე მოგვიტანა!!!

ამ აღმავლობის ეტაპის გამარჯვების სახე „უზენაესი საბჭო“ აგერ გყავს, თუ იმ წლების კონსტიტუციის აღდგენაზეა ლაპარაკი, მაშინ აგერ გაქვს ეს კონსტიტუცია და კანონიერება – „უზენაესი საბჭოს“ სახით. მაშ მივიდეთ მასთან, ავამოქმედოთ კანონიერების ეს ბერკეტი, დავუდგეთ გვერდით, გავაძლიეროთ. თუ საჭიროა „ვაიძულოთ“ უზენაესი საბჭოს წევრები, ხოლო ვისაც არ სურს კეთილი ინებოს და დაწეროს განცხადება ქართველი ხალხის სახელზე, „უზენაესი საბჭოს“ წევრობის დატოვებასთან დაკავშირებით, მოეშვას სპეკულაციას და დაყაბულდეს ყოფილ წევრობას. ამის შემდეგ რაც უნდა ის უქნია, ეროვნულ მოძრაობას იგი აღარასდროს დააინტერესებს.

 დიახ, ზუსტად „უზენაესი საბჭოს“ წევრები უნდა დადგნენ ერთად, და თუ მათ მოახერხეს ასეთი თანადგომა, მაშინ ეროვნული მოძრაობის გაერთიანებაც ფრიად მარტივი იქნება. ეს ერთობა – გაერთიანება თანდათანობით ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება.

აგერ უკვე მალე წინ გველის რეფერენდუმისა და სახელმწიფოებრივობის აღდგენის საიუბილეო 25 წლისთავი. მიუხედავად არცთუ ისე დიდი აქტიურობისა ეროვნული ძალების მხრიდან, ამ დღეებში ნათლად გამოჩნდება ვინ სად დგას და რა ამოძრავებს. დარწმუნებული ვართ ბევრი ჩვენთაგანი გადალახავს ურთიერთდაპირისპირების არსებულ ზღვარს და სამშობლოს საკეთილდღეოდ ერთმანეთს გაუწვდის თანადგომის ხელს! ასევე ამ დღეებში მარტივად გამოჩნდება „უზენაესი საბჭოს“ თვითვეული წევრის სახე, როდესაც მათ უნდა აირჩიონ: ხალხის გვერდით დგომაა მათი შინაგანი კრედო, თუ მათ ახასიათებთ რა ლტოლვა ძალაუფლებისადმი, აირჩევენ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა შინა“ წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შოუ მასკარადებში მონაწილეობას. თვითვეულმა მათგანმა უნდა ახსნას, თუ რა სტატუსით ღებულობს იგი ამ შოუებში (სატელევიზიო, თუ სამთავრობო საზეიმო შეხვედრები) მონაწილეობას. თუ „ყოფილი წევრის“ სახით კი ბატონო. ხოლო, თუ “უზენაესი საბჭოს“ ამჟამინდელი წევრის სტატუსით, მაშინ კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ის დოკუმენტი (მოსაწვევი ბარათი), სადაც ისინი მიწვეულნი არიან როგორც ამჟამინდელი წევრები და არა როგორც ყოფილი. დროა ყველას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოეხსნას ნიღაბი! გაირკვეს ამჟამად ვინ თვლის თავს „უზენაესი საბჭოს“ წევრად და ვინ ყოფილ წევრად!!!

 ზუსტადაც, ჭეშმარიტ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ფესვებიდან წამოსულ, გაუყიდველ, „უზენაესი საბჭოს“ წევრებს აქვთ უფლება ერს მოუწოდონ გაერთიანებისკენ!!! ჩვენც, ეროვნული მოძრაობის რიგითი წევრები, როგორც ჯარისკაცები, ვალდებულნი ვართ გვერდში დავუდგეთ მათ! აი ამ და ასეთ ერთობაზეა საუბარი და არა ყველას ერთ სტრუქტურაში მოქცევაზე!

დიახ, ეს ძნელი პროცესია და ილუზიასაც არვინ ქმნის, რომ მარტივი მისაღწევია ეს. ფაქტია და ამას არავინ უარყოფს, რომ კგბ-ს წიაღში შობილი ჭორ-ბიუროს მანქანა, თვითვეულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრზე სიბინძურეების ნიაღვარს ავრცელებდა: ამან იქ ის თქვა, იმან ის გააკეთა, უღალატა, მოატყუა, გაიქცა, შეეშინდა და ა. შ. უსასრულოდ. საკმარისია კითხო თვითვეულს და მოსთხოვო, ამას რომ ამბობ წამოდი და დაამტკიცე, პირზე დაადექიო და მისი ეს შემართება სადღაც ქრება და ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ასეთ „სასამართლოს“: ასე გავიგეთ, ასე თქვეს და ა. შ.

 ზოგიერთისთვის ლამის პროფესიათაც კი იქცა ეროვნული მოძრაობის ღირსეულ წარმომადგენლებისთვის „მოღალატის“ სტატუსის მიწებება. ისინი „რაღაც“ გზებით „იგებდნენ“ რა მთავრობაში არსებულ დამტკიცებულ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხზე ხმამაღლა ყვიროდნენ ყოველივეს რათა მათი პირიდან გაჟღერებულიყო ეს, რათა შემდგომში მათ მიერ აგორებულ ჭორებს, ჭეშმარიტ პატიოსან ადამიანებზე, მეტი და მეტი დამაჯერებლობა ჰქონოდა!!! ისინი დღესაც წარმატებით აგრძელებენ თავის „პროფესიულ“ მოღვაწეობას. ასეთი ხალხის მიერ აგორებულმა ამ „ფსიქოლოგიურმა“ ტერორმა შედეგი გამოიღო და ამ 25 წლის განმავლობაში მაქსიმალურად დაქსაქსა ეროვნული ძალები. ჩვენი ვალია გადავლახოთ ეს „ტერორი“ და დავდგეთ ერთად, რათა წინ ვიაროთ სამშობლოს კეთილდღეობისათვის. ჩვენ თავიდანვე გავითვალისწინეთ ეს ყოველივე და ამიტომაც ავირჩიეთ ასეთი ღია ფორმა მოვლენების განვითარებისთვის. ჩვენს მიზნებში არავითარი ქვეტექსტი არ იგრძნობა. საერთოდაც სიბრიყვედ მიგვაჩნია, დღევანდელ პირობებში, რაიმე დამალო და დაფარო, ჩუმად იმოქმედო.

 დიახ, ჩვენ ვითვალისწინებდით, რომ ერთად დგომის, ერთად ბრძოლის საკითხი, რამდენადაც უფრო აქტიურ ფაზაში შევიდოდა, იმდენად ქვეყნის მართვის სათავეებთან მდგარი რენეგატი ძალა, უფრო მწვავე კონტრზომებს მიიღებდა. მათი მხრიდან კი ყველაზე მთავარი ის იქნება, რომ თავად შექმნიან ეროვნული ძალების წიაღში კონტროლირებად მიმართულებას „გაერთიანების“ მოტივით, რათა პროცესების მართვის სადავეები აკონტროლონ.

 ამიტომ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების ნებისმიერი წარმომადგენლის ვალია, კარგად გაანალიზოს, თუ როდის ვინ რა მოიმოქმედა ამისთვის და ვინ როდის აიტაცა ეს ლოზუნგი. ფაქტი ერთია: დღეს ყველა ლაპარაკობს (ყოველ შემთხვევაში არ უარყოფს) ერთად დგომის აუცილებლობაზე და ბევრიც თავად ისაკუთრებს იდეას. ვიმეორებთ ეს უკვე კარგია, ე. ი. სწორი გზით მივდივართ!!! ამიტომაც ყველას ხელს შევუწყობთ ამ გზით სიარულში, მაგრამ მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ თუკი მათი გზა ჩვენს გზას არ ემთხვევა ცალკეულ საკითხებში. ხოლო თუ ემთხვევა აბა რა მნიშვნელობა აქვს „ვინ“ უშველის ჩვენს ქვეყანას, მთავარია სიკეთის გზით იაროს ჩვენმა სამშობლომ გაბრწყინების გზაზე და ჩვენ გვერდში დავუდგებით ყველას. დიახ ჩვენ მზათ ვართ უბრალოდ რიგით ჯარისკაცებად დავუდგეთ ყველას ვინც ამ გზით სიარულის ნებას გამოხატავს და დავრწმუნდებით ამაში!!!

 ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია მტკიცედ ვიაროთ ერის გადარჩენისა და წინსვლის იმ გზით, რომელიც დაგვისახა ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ, ჯერ კიდევ 1990 წლის 28 ოქტომბერის ღამეს, არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების პირველივე წუთებში. ესაა ქართველების ერთად დგომის აუცილებლობის გზა!!! (იხ. ჩვენი მიმართვა „ეროვნული მოძრაობის აღორძინების გზები“).

 ჩვენი მიზანია ქართველი ერის ერთიანობა, რაც ქართული სულის აღორძინებაა, ეს კი საქართველოს გაბრწყინებაა!!!

ხშირად ისმის, ესენი ვინღა არიან, საიდან მოვიდნენ და ვის დაკარგვიანო. ყველას გასაგონად ვამბობთ: ჩვენ არ მივილტვით მაღალ ტრიბუნაზე წარმოსაჩენად, „ჩვენ არ გვსურს ხელისუფლებაში მოსვლა, არ გვაქვს პრეტენზია თანამდებობებზე, მაგრამ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულისა, ამიტომაც მზად ვართ მთელი ჩვენი ადამიანური რესურსი დავხარჯოთ ჭეშმარიტი ქართული ძალის ხელისუფლებაში მოყვანისთვის!“ (იხ. „მიმართვა ქართველ ერს“)

ჩვენ ვართ, ჩვენ – თვითვეული ქართველი, რომლისთვისაც სულ ერთი არაა საკუთარი სამშობლოს და შთამომავლობის ბედიღბალი. ჩვენს რიგებშია ყოველი ქართველი, ვინც თვლიდა და თვლის, რომ უზნეოდ წარმოჩინებულთა ჟამი სუფევს საქართველოში, ამიტომაც ჩუმად იღწვოდნენ და იღწვიან დღესაც: ჭეშმარიტი მამულიშვილნი, საქმის მცოდნენი, პროფესიონალები, სწავლულნი თუ უსწავლელნი – პატიოსანი ადამიანები. აი სწორედ მათ გადაარჩინეს ჯერ კიდევ საქართველო და ისინი იტყვიან საბოლოო სიტყვასაც! სწორედ ასეთი პატიოსანი ადამიანების არსებობაა გარანტი იმისა, რომ ვერ მოკლეს და ვერც მოკლავენ ქართულ სულს!

დღეს კი, როდესაც, თუნდაც შორიდან, მაგრამ მოისმის გუგუნი აზვირთებული ქართული სულისა, ჩვენი ვალია ყველა ერთად დავდგეთ ამ სულის სადარაჯოზე!!!

ერთად დგომა – ქართველი ერის გაერთიანება, ნიშნავს თვით ჩვენს ყოფილ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებას. ანუ მონანიებას, ურთიერთმიტევებას და შემდგომ ერთად დგომას! რათა ერთხელდასამუდამოდ დაიგმოს 1991-1993 წლების კრიმინალური გადატრიალება, რომ ჩვენს მომავალ თაობებს (თვით გადატრიალების განმხორციელებელი ძალების შთამომავლებს) აღარასოდეს მოუწიოთ საქართველოში ის კოშმარი, რომელიც ჩვენ გავიარეთ ამ 25 წლის განმავლობაში!

დიახ, ჩვენს ყოფილ მოწინააღმდეგეთა რიგებში, დღეს ბევრია ისეთი ვინც გულწრფელად ინანიებს დაშვებულ შეცდომებს და დიდი სურვილც აქვს მისი გამოსწორების, მაგრამ ბუნებრივად იბადება კითხვა ვის დაუდგეს გვერდით? ვის, მაშინ როდესაც თვით ჩვენს შორის განხეთქილებას ფართოდ გაუდგავს ფესვები. უნდა შევძლოთ და ყველამ ერთად ამოვძირკვოთ ჩვენში დათესილი განხეთქილების ეს ფესვები. ამიტომ ჩვენი გზა ასე გამოიკვეთა:
კანონიერების დამცველი ძალების სრული კონსოლიდაცია „უზენაესი საბჭოს“ ირგვლივ, რასაც მოჰყვება შემორიგების პროცესი დაპირისპირებულ ძალასთან. ამით მოხდება ეროვნული მოძრაობის სრული აღორძინება, მთელი საქართველოს გაერთიანება და გაბრწყინება!

აქედან პირველი ეტაპი ყველაზე რთულია, რადგან თვითვეულ ჩვენთაგანს მიაჩნია, რომ მის გარდა ყველა მეტ ნაკლებად არასწორი გზით მიდიოდა და ამა თუ იმ ფორმით უღალატა ამ გზას. აქ კი მთავარია იმ პატრიოტების მოძიება, რომლებისთვისაც მთავარია სამშობლოს მომავალზე ზრუნვა და არა წარსულში ქექვა (გვერწმუნეთ გამარჯვების შემდეგ ამის დროც მოვა). დარწმუნებული ვართ ეროვნულ მოძრაობაში მრავლად მოიძებნებიან ასეთი მამულიშვილები და „უზენაესმა საბჭომ“ უნდა შეძლოს, რომ ჯერ თავის წევრებში მოახდინოს გაერთაიანება და შემდგომ დაიყენოს გვერდში ასეთი მამულიშვილები. ამით იგი შეძლებს მთელი, კანონიერების დამცველი, ძალების გაერთიანებას და შემდგომ ეტაპებს ამ ერთობით უფრო სწრაფად გაივლის.

აი ესაა ჩვენი გზა და ამაში არაფერი არავისთვის არაა დასაფარი და არც ამ გზაზე სიარულისთვის გადასადგმელ ნაბიჯებში (გეგმაში) არაფერია დასამალი. საერთოდაც შევეშვათ ამ იდუმალ საიდუმლო გეგმებსა და მიზნებზე ლაპარაკს: აი მე ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი არ შეიძლება, წინააღმდეგობას გაგვიწევენ???! რატომ, როცა იქნება ხომ უნდა სთქვა, მერე ვეღარ გაგიწევენ წინააღმდეგობას??? თუ მე ვალდებული ვარ ბრმად გენდო და გამოგყვე მიუხედავად იმისა, რომ სად მიდიხარ და როგორ არც მეუბნები, არც მეკითხები?!

სიმართლეს წინ ვერვინ დაუდგება! ხოლო „დიდ პოლიტიკოსებს“, რომლებიც თავიაანთ ქმედებებს ჭადრაკის სვლებს ადარებენ და ამით ხსნიან გადასადგმელი ნაბიჯების გაუმჟღავნებლობას, ყველას შევახსენებთ, რომ დღევანდელ პირობებში პრაქტიკულად არაფერი არ არსებობს ორ ადამიანს შორის გამჟღავნებული, რომელიც მესამემ არ იცოდეს! ფაქტია ეს!

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენს რიგებშიც გამოიყოფა ორი კატეგორია ადამიანების:
ერთნი, რომლებიც კანონიერების მომხრე ძალებში ყველასთან ერთად დგომას ვერ გებულობენ, რადგან მათ ქვეყნის დამაქცევლებად მიიჩნევენ. შე კაი დედმამისშვილო იგივე აზრისაა იგი შენზე და ახლა რა ვქნათ იმას დავუჯეროთ??? თუ დავერიოთ კვლავ ერთმანეთს? ჩვენ მიგვაჩნია რომ ამ ეტაპზე საჭიროა ერთმანეთში ვეძებოთ მხოლოდ ის, რაც გვაერთიანებდა საწყის ეტაპზე და რამაც შეიძლება კვლავ გაგვაერთიანოს!!! ხოლო ჩვენში მტყუან მართალის გარჩევა მოხდეს კანონიერების აღდგენის შემდგომ საჯაროდ!

მეორე კატეგორია ჩვენი თანამებრძოლებისა ვერაფრით ვერ იგებს, თუ რატომ უნდა გავერთიანდეთ ჩვენს ყოფილ მოწინააღმდეგესთან. გამოდის მგზნებარე სიტყვით, როგორც სუფრის კარგი თამადა და ყველას ლამაზი სიტყვებით (სადღეგრძელოებით) აბრუებს – როგორ ჩვენ ქართველები და … ა. შ., მერე წავა სახლში დაიძინებს და მეორე დღეს ისევ რომელიმე „სუფრისკენ“ გარბის „სათამადოდ“ და ასე შემდეგ განუწყვეტლივ.

ასეთ „თამადა პატრიოტებს რომ ვუსმენ ასე მგონია თვითვეულს ათი ათასობით სამშობლოს მტერი ჰყავს უკვე განადგურებული და მისთვის „თითოროლა ერის მოღალატე“ რა გვერდში დასაყენებელია. სინამდვილეში კი ყველა იმ „პატრიოტმა მამულიშვილმა“, რომელიც იძახის “რას ლაპარაკობ, როგორ, ვის შევურიგდე”-ო, პირდაპირ თქვას ამ 24 წლის განმავლობაში, ვისაც ასე მოღალატედ და მტრად მიიჩნევს, თუ დაპირისპირებია ფიზიკურად ან სიტყვიერად პირადად??? არა, უბრალოდ მას ჩვენი ხელით უნდა ამ ყველაფრის გაკეთება, თვითონ კი – გიყვარდეს „სადღეგრძელო“ შთამბეჭდავი?!

ასე, რომ ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს, ქართველები შურისძიებისთვის არ ვერთიანდებით, არამედ ვერთიანდებით ერთმანეთის სიყვარულით და იმის გაცნობიერებით, რომ ამ ერთობის გარეშე ქართველ ერს გადაშენება უწერია!!!

დავძლიოთ შური, ბოღმა, ერთმანეთისადმი სიძულვილი, დავდგეთ ერთად კანონიერების გზაზე სასიარულოდ! ჩვენი ერთად დგომა გამოიწვევს იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებაში მოკალათებული რენეგატი ძალა იძულებული გახდება გარკვეულ დათმობებზე წამოვიდეს. რაზეც ჩვენ უნდა შევაგებოთ ჩვენი მტკიცე რწმენა, რომ იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს 1991 წლის ბოლოდან განვითარებული საშინელებები ჩვენი შთამომავლების თავზე, საჭიროა:

1. ერთხელდასამუდამოდ დაიგმოს 1991-1993 წლების და შემდგომი მოვლენები;

2. შეფასდეს იგი როგორც კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის აგრესიად;

3. ამ გადატრიალებაში მონაწილეობა (პრესპექტივაში მომავალშიც, თუ იქნება ამის მცდელობა) გამოცხადდეს სამშობლოს ღალატად, ხოლო ამ გადატრიალების სულის ჩამდგმელნი და ორგანიზატორები გამოცხადდნენ სამშობლოს მოღალატეებად და აღიძრას მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი მუხლით;

4. ახლად არჩეულმა პარლამენტმა აღდგენილად გამოაცხადოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო! გამოცხადდეს გარდამავალი პერიოდი (თუნდაც ახლადარჩეული პარლამენტის სრული ციკლის ამოწურვის ბოლომდე). ამ პერიოდში ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში იფუნქციონეროს ორივე ორგანომ. მომზადდეს და განხორციელდეს სამართლებრივი ნორმები ხელისუფლების კანონის ჩარჩოებში დაბრუნებისთვის და ახალი კანონიერი არჩევნების ჩატარებისთვის.

ჩვენ გვერდში დავუდგებით ნებისმიერ ძალას, რომელიც ასეთ გზას მტკიცედ ადგას! პირველ რიგში კი ასეთ ძალად აღვითქვავთ „უზენაეს საბჭოს“ წევრებს. რამდენი არიან ისინი და სურთ თუ არა ამ გზით სიარული მალე ყველაფერი გაცხადდება.

ასეთი გზით სიარულის შემთხვევაში კი მივიღებთ:
– ერის გაერთიანებას!
– კანონის უზენაესობას!
– ვიწროპარტიული აზროვნებისა და ურთიერთდაპირისპირების მოშლას!
– ერის სანუკვარ მიზან-ოცნების აღსრულებას: ქართული სულის აღორძინებას
და საქართველოს გაბრწყინებას!

გვფარავდეს ღმერთი! ამენ!

გია ჩუთლაშვილი

25 მარტი, 2016

Advertisements
 
%d bloggers like this: