IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გია ჩუთლაშვილი – რუსეთი მტერია!

• ს. ე. გ. მ.

Gia Chutlashvili

გია ჩუთლაშვილი 

რუსეთი მტერია!

 

g1გუშინ ჩემთვის ფრიად პატივსაცემი მეგობრის გვერდზე გამოვთქვი ჩემი დამოკიდებულება ფულზე სულგაყიდული ე.წ. „არასამთავრებო“ ორგანიზაციების შესახებ და ავღნიშნე, რომ მტერი მტერია რუსეთი, თურქეთი თუ სხვა. ამას მოჰყვა პოლემიკა! რუსეთის აგენტადაც კი გამომაცხადეს. მათ არ აინტერესებთ არავითარი არგუმენტი და გაღიზიანებულები იმით, რომ რუსეთის გარდა სხვას რატომ მოვიხსენიებ მტრად დაჟინებით მოითხოვენ ერთადერთ კითხვაზე პასუხს: არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი??? სასაცილოა პირდაპირ, საიდან იბადება ასეთი პრიმიტიული კითხვები. განა შეიძლება არსებობდეს სხვა აზრი გარდა იმისა, რომ ქვეყანა რომელსაც შენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს შენი მტერია ??????????!!!!!!!!!!!

საიდან ასეთი აზროვნება?  საქართველომ თავის ისტორიულ გოლგოთის გზაზე მრავალ დამპყრობელს გაუძლო, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ თავიანთი აზროვნების წესი დაემკვიდრებინათ. ეს იყო არაბების, სპარსულ-თურქული აგრესიისა თუ რუსულ-ბოლშევიკური ბატონობის პერიოდში. მათი აზროვნების წესიც ხომ მეტად პრიმიტიული იყო: ფეხი დააბიჯე ხატს და გადარჩები; შეიცვალე რწმენა და არა თუ გადარჩები ტანჯვა-წამებას, არამედ უხვად დაჯილდოვდები; შეაგინე მღვდელს, დაამსხვრიე ხატები, ჯვარი და ხალხის სამსახურში იქნები!!? ასეთმა მიდგომამ სამწუხაროდ თავისი შედეგები გამოიღო და სულგაყიდულმა ქართველებმა 90-იან წლებში „პაროლად“ აქციეს შეაგინე ზვიად გამსახურდიას და გადარჩები?! ამ მიდგომით ხვრეტდნენ სამშობლოს თავდადებულ მამულიშვილებს! ამ მიდგომით ანადგურებდნენ სამეგრელოს და მთლიან საქართველოს ედუარდ შევარდნაძის მიმდევრები. ეს მათ, შევარდნაძის სულიერმა შვილებმა, რომლებიც რუსეთის ხელშეწყობით ტანკებზე ამხედრებულები დასდევდნენ მგზნებარე პატრიოტებს ჩასახოცად და მხოლოდ  და მხოლოდ რუსეთის დიდი წყალობით მოახერხეს ხელისუფლებაში დამკვიდრება, თავიაანთი ამ შავბნელი საქმეების დასაფარად ხმამაღლა დაიწყეს მხოლოდ რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა. ეს მათ დღევანდელ „პაროლად“ იქცა: „რუსეთი ოკუპანტია?“. ვაი თქვენს პატრონს. ვაი, რადგან ქვეყანას, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები მიტაცებული აქვს შეიძლება არ იყოს ოკუპანტი??? სამწუხაროა, რომ ასეთ პრიმიტიულ აზროვნებამდე დადის ბევრი ჭეშმარიტი მამულიშვილი, ფეხის ხმას აყოლილები მზად არიან დაივიწყონ ქართველი ერის ისტორია და მისი სულიერი მისია?! მათი ასეთი აზროვნებაა, რომ ქვეყნის დამაქცევლებს დღეს საშუალება აქვთ თქვან, რომ თურმე 31 მარტის რეფერენდუმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენა მათი დამსახურებაა?! ისე ყველას ვისაც ასე აზროვნება ურჩევნია ყველაფერს და სხვა არაფერი აინტერესებს ვეუბნები:

      დიახ რუსეთი ჩემი ქვეყნის ოკუპანტია და მტერია!!!

 დასასრულს ერთ ისტორიულ რუკას მოვიტან:

g2

გრაალის თასი შეივსება, საქართველო გაბრწყინდება!!! ამ-ენით! ამინ!!!

 

„გჯეროდეს! ინებებს ღმერთი, დაგვიდგენს ისეთ ჟამს,

ზარების რეკვით, როდესაც ყველას მოგვიყრის თავს!

ქართული სული აღორძინდება იმავე წამს!

ახდება ნატვრა – საქართველო კვლავ გაბრწყინდება!!!“

გია ჩუთლაშვილი

1 აპრილი, 2016

 
%d bloggers like this: