IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გია ჩუთლაშვილი – კანონიერების აღდგენასა და ერთიანობის აუცილებლობაზე

• ს. ე. გ. მ.

 

 კიდევ ერთხელ კანონიერების აღდგენასა და

ერთიანობის აუცილებლობაზე

   „კმარა წელებზე ფეხის დადგმით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი, დროა დიდ ერად ქცევავაზე ოცნების ჟამმა დარეკოს!“ /მერაბ კოსტავა/

    დიდი ხანი არაა (სულ რაღაც ერთი წელი), რაც ოფიციალურად ხმამაღლა გაცხადდა, ეროვნული მოძრაობის წიაღიდან წამოსული ქართველი პატრიოტების ურყევი ნება: ეროვნულ ნიადაგზე მდგომი ყველა პატრიოტული ძალის გაერთიანება, რათა ყველა ერთად წინ აღვუდგეთ საქართველოს ნგრევას, რომელიც დაიწყო 1991წლის 22 დეკემბერს, გრძელდება დღეს და თუ წინ არ აღვუდეგით მას გაგრძელდება მომავალშიც, რაც საბოლოოდ ერის გადაგვარებამდე მიგვიყვანს, რომლისკენაც მიზანმიმართულად მიილტვიან გლობალისტ-ლიბერტანიანიანელთა, შევარდნაძე-სააკაშვილ- რესპებთა ერთგული თანამებრძოლნი.

    მათ მოახერხეს და კომუნისტური ეპოქიდან უკვე „თავისუფალ და დემოკრატიულ“ საქართველოში გადმოიტანეს და მართვის ერთადერთ ფორმად დაამკვიდრეს: „იკადრე ყველაფერი, მოერგე ამ ცხოვრებას და შენც წილში იქნები, რა დროს საქართველოა!“ ამ წილში ყოფნისადმი ლტოლვით, თუ ჩვენი ყოფიერი აუცილებლობით, ბევრი ჩვენთაგანი დაადგა ამ გზას?! ამიტომაცაა რომ თვალსა და ხელს შორის გაჰქრნენ ეროვნული იდეალები. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც მათ სრული კონტროლი დაამყარეს მასმედიის საშუალებებზე.

    მართალია საქართველოს დარჩა ძველებურად დიდი სახელი, მაგრამ ქართველი ერი თანდათანობით, სულ უფრო მეტად კარგავს იმ მთავარს, რის გარეშეც არ არსებობს არც ერთი ერი დედამიწაზე – იგი კარგავს ღირსებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას. დღეს იგი მოქცეულია მსოფლიო წესრიგის იმ მარწუხებში, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ჰიტლერისეული ახალი ევროპის წესრიგის გაგრძელებაა და ახლაც ემყარება ძალმომრეობას, მაგრამ ინტერნაციონალიზმის ნიშნით. ქართველი ერი კვლავ თვითმყოფადობადაკარგული ერის ფუნქციებს ითვისებს , როდესაც სიტუაციას ქვეყანაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა მართავს. ადრე ამას „ჩვენი საერთო ოჯახის წარმომადგენელი“ ცკ-ს მე-2 მდივანი ახერხებდა, ამჟამად ჩვენი „მეგობარი ქვეყნების“ ელჩები!??? ადგილობრივ ხელისუფლება კი, მარიონეტულად აღითქმება, მითუმეტეს თუ მათ აკრძალული აქვთ ეროვნული ღირსების შემცველი განცხადებების გაკეთებაც კი.

    მაგრამ, საბედნიეროდ ყველა არ აპირებს შეეგუოს ამას! ისინი კი არც ისე ცოტანი არიან! მათ იციან, რომ უღირსად წარმოჩინებულთა ჟამი დგას ჯერ კიდევ, ამიტომაც სდუმან და ჩუმად იღწვიან. აი სწორედ მათი იმედი აქვს საქართველოს! ჭეშმარიტი მამულიშვილები: საქმის მცოდნენი, პროფესიონალები, სწავლულნი თუ უსწავლელნი – პატიოსანი ადამიანები. სწორედ მათ გადაარჩინეს ჯერ კიდევ საქართველო და ისინი იტყვიან საბოლოო სიტყვასაც!!!

    სწორედ ასეთი პატიოსანი ადამიანის არსებობაა გარანტი იმისა, რომ ვერ მოკლეს და ვერც მოკლავენ ქართულ სულს! დღეს კი, როდესაც, თუნდაც შორიდან, მაგრამ მოისმის გუგუნი აზვირთებული ქართული სულისა, ჩვენი ვალია ყველა ერთად დავდგეთ ამ სულის სადარაჯოზე!!!

                        გჯეროდეს!ინებებს ღმერთი,დაგვიდგენს ისეთ ჟამს,

                        ზარების რეკვით, როდესაც ყველას მოგვიყრის თავს!

                        ქართული სული აღორძინდება იმავე წამს!

                        ახდება ნატვრა – საქართველო კვლავ გაბრწყინდება!!!“

    ამ ჟამის მოახლოებისათვის აუცილებელია ქართველი პატრიოტების ერთად დგომა და ეს ეთადდგომაა, რომელიც აგრერიგად არ აწყობთ ჩვენს მტრებს. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ ახლაც, რათა არ მოხდეს ჭეშმარიტი პატრიოტული ძალების გაერთიანება, უფრო მეტიც ყველა ღონეს ხმარობენ ასეთი ძალების გასათიშად და გასათითოკაცებლად. არა და ამ გაერთიანებაში – ერთად დგომაში მთავარი როლი ეკუთვნით ეროვნული მოძრაობის წიაღში გამოწრთობილ მამულიშვილებს. რომლებიც დღეს ასე გათიშულები, გათითოკაცებულნი ცდილობენ

იმოღვაწეონ სამშობლოს საკეთილდღეოდ!!!

     დიახ! დრო დადგა ასეთი პატიოსანი, ერთგული მამულიშვილების მძლავრი გაერთიანებისთვის, რათა ერი დაღუპვას გადავარჩინოთ. ბევრმა ჩვენთაგანმა გავითავისედ ეს ყოველივე და დავიწყეთ ამ მიმართულებით სიარული. დასამალი არაა და ბევრმა ჩვენმა თანამებრძოლმა ვერ გაგვიგო ასეთი გაერთიანებული ძალის საჭიროების აუცილებლობაში. მათი არგუმენტებიც ერთი შეხედვით საკმაოდ მყარად გამოიყურება: ჩვენში მტყუან მართლის გარკვევამდე როგორ დავდგეთ ერთად, ვის გვერდით დგომას გვთავაზობთო, მაგრამ არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ასე ცალკ-ცალკე დგომა მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხავს წყალს. ჩვენი დევიზი კი არის – არ ვეძებოთ ერთმანეთში ის რაც გვთიშავს, არამედ ერთმანეთში ვეძებოთ ის რამაც უნდა დაგვაახლოვოს!!!

    და რა არის ის, რაც ერთად, ერთმანეთის გვერდით კვლავ დაგვაყენებს და გაგვაერთიანებს? ესაა ერისა და სამშობლოს სიყვარული და მასზე უანგარო ზრუნვა!!!

    ერზე ზრუნვა უდიდესი განძია სულის და თუ იგი ჭეშმარიტია, ვერავითარი კეთილდღეობა ვერ ჩაანაცვლებს მას!

    ამ ზრუნვის აუცილებლობიდან გამომდინარე, გვინდოდა უკვე დე ფაქტო ხელისუფლების უმაღლეს ეშალონებში აღზევებულ, ეროვნული მოძრაობის წიაღიდან წამოსულ ძალებს გამოეყენებინათ „მაღალი ტრიბუნა“ და ერისთვის ერთად დგომისა და სამართლიანობის აღდგენისკენ მოეწოდებინათ! ამ მიზნით წერილობით მივმართეთ კიდევაც მათ 26.02.2013 წელს. სადაც ვთხოვდით გაეხსენებინათ, რისთვის იბრძოდნენ გასული საუკუნის 80-90 -იან წლებში და ამ იდეების განხორციელებისთვის ერთად დავმდგარიყავით. მოწოდებაც კი შევთავაზეთ: „დავუბრუნდეთ იმ კამკამა წყაროს საიდანაც სათავეს იღებს ეროვნული მოძრაობა და გვჯერა ამ ბრძოლაში ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი ერთად დადგება!!!“

    შედეგი? მოსალოდნელი – დუმილი და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა?!

    მათმა ასეთმა დუმილმა და თვით კანონიერი უზენაესი საბჭოს მთელი შემადგენლობის არნახულმა ინერტულობამ გამოიწვია ჩვენი, უბრალო მოკვდავთა მხრიდან ეროვნული მოძრაობის დაქსაქსული ძალების გაერთიანების მოთხოვნა და ინიციატორად მოვლინება. არა და სწორედ უზენაესი საბჭოს წევრებს უნდა აეღოთ ხელში ინიციატივა და მოეხდინათ ხალხის (ეროვნული ძალების) მობილიზება, ჩვენ კი შედეგად მივიღეთ ისევ და ისევ ინერტულობა, მათი კიდევ უფრო მეტად დაყოფა – გათითოკაცება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ ვერაფრისდიდებით ვერ გაუთავისებიათ უზენაესი საბჭოს კანონიერების არსი. მათი ერთად დგომის ნაცვლად მივიღეთ, რომ ზოგი თავშესაფარს „ოცნებაში“ ეძებს, ზოგი „ნაცებს“ მისტირის, ზოგიც ახალ-ახალი პოლიტიკური მოძრაობების თუ პარტიების შექმნით ცდილობს „ხელისუფლებაში შეღწევას“?! ამასთან ყველას სურს, რომ ჩვენ ყველანი სწორედ მათ დავუდგეთ გვერდით და ხელი შევუწყოთ მათ პოლიტიკურ ამბიციებს და არავითარი საუბარი უზენაესი საბჭოს ფუნქციების აღდგენაზე!??? რატომ??? პასუხი ერთია: პოლიტიკა სხვაა, მსოფლიო ვერ გაიგებს ამას, და რომ ჩვენი ასეთი აზროვნება პრიმიტიული აზროვნებაა თურმე.

    არა და ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ შეუძლებელი შეძლო, თავიც კი გასწირა, როდესაც თავის თავზე აიღო იმპერიის და მათი მარიონეტი „პუტჩისტების“ დარტყმა  და განადგურებას გადაარჩინა კანონიერების აღდგენის ეს ბერკეტი – უზენაესი საბჭოს არსებობა!!! ამ ბერკეტის ქმედითუნარიანად გადაქცევის მიზნით მივმართეთ მათ ღია წერილით. პასუხი აგრესია ჩვენს მიმართ, მაგრამ საბედნიეროდ უამრავი პოზიტივით!!!

    კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით: დადექით ერთად და გააერთიანეთ ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა! შევეშვათ ყველა ერთმანეთისთვის ლფაის სროლას, მტერ მოყვარის გარჩევას, ამის დრო მოვა და ისტორია ყველას მიუჩენს „საკუთარ ადგილს“! ამჟამად ყველას ერთი მიზანი უნდა გვქონდეს – კანონიერების აღდგენა! ეს ისტორიული აუცილებლობაა, რათა საქართველოს ისტორიაში აღარასოდეს განმეორდეს ჩვენს თავზე დატეხილი 24 წლიანი ტრაგედია!

    გაგვაგონეთ თქვენი საერთო (თუნდაც, უზენაესი საბჭოს რამოდენიმე წევრის) განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თუნდაც გამოდით და ოფიციალურად დაგმეთ, ყბადაღებული ლგბტ-ს თემაზე აგორებული სკანდალები, დაგმეთ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი. მოუწოდეთ ქართველ ხალხს თანადგომისაკენ. გამოაცხადეთ, რომ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის წეს-ჩვეულებებს და ამ კანონის ძალით დასჯილი ნებისმიერი პიროვნება თქვენს მიერ გამოცხადდება პოლიტიკურ და სინდისის პატიმრად! ამ ყოველივეს ხომ საკმაოდ ეფექტი ექნება ხალხის თვალში. ვიზრუნოთ ქართველ ხალხზე!

    ჩვენი სიძლიერე სამშობლოს სიყვარული და სამართლიანობაა, რისი მძლავრი ბერკეტიც კანონიერებაა. ამ კანონიერების განსახიერება კი უზენაესი საბჭოა, აი ამიტომაა საჭირო რაიმე ფორმით მის მიერ მუშაობის განახლება. ქართველი კაცის სულის გასახარად სისტემატურად დაგმეთ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიეროვნული გადაწყვეტილებები (საყდრისი, გიგანტური ჰესები, უცხოტომელებზე მამაპაპის სისხლით მორწყული მიწა წყლის გასხვისება და სხვ.) და პარლამენტის მიერ მიღებული ყოვლად ამაზრზენი კანონები, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს. ქართველი ხალხის თანადგომით აიძულეთ დე ფაქტო ხელისუფლება რათა:

    1.შეფასდეს 1991 – 1993 წლების მოვლენები, როგორც კრიმინალურ გადატრიალება და უცხო ქვეყნის აგრესია. (ხაზს ვუსვავთ სისხლის სამართლის დამნაშავეთა მიერ განხორციელებული კრიმინალური და არა სამხედრო გადატრიალება). რადგან ვერცერთ საკანონმდებლო აქტს ვერ დაგვისახელებთ, რომლის ძალითაც კიტოვანის კრიმინალური ბანდა (1991 წლის აგვისტოს ბოლოდან მითუმეტეს) უნდა განიხილებოდეს როგორც სამხედრო დაჯგუფება. ვინ ვინ და თქვენ ეს უნდა იცოდეთ და 1993 წელს გროზნოში გამართული უზენაესი საბჭოს სესიაზე მიღებული ასეთი შეფასება არასწორია. საქართველოში არ მომხდარა სამხედრო გადატრიალება როგორც დღეს ბევრს სურს წარმოაჩინოს (დღეს „პატრიოტობაზე თავდადებულ“ იმ დროს გადატრიალების მეხოტბე ძალებს). დიახ ეს იყო სისხლის დამნაშავეთა მიერ მოწყობილი კრიმინალური გადატრიალება და უცხო ქვეყნის აგრესია;

    2.გამოცხადდეს გარდამავალი პერიოდი (თუნდაც პარლამენტის ვადის ამოწურვამდე) და ამ პერიოდში დე ფაქტო პარლამენტმა და კანონიერმა უზენაესმა საბჭომ შექმნან საფუძვლები, რათა შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ მოხდეს კანონიერების აღდგენა.

    აი ესაა ჩვენთვის მისაღები გზა. (ზუსტად ასეთი გზა გავიარეთ 1990 წელს და ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭიროდ არ მიგვაჩნია). მთავარია პატივი ვცეთ ხალხის სურვილს და არ ავყვეთ შევარდნაძე – სააკაშვილ – რესპების და მათ გზაზე სიარულის მომხრეთა დემაგოგიას: მსფლიო ვერ გაგვიგებს!?? ვეცადოთ ყოველთვის ჩავეკითხოთ ჩვენს თავს: რა მოხდება 20-30-50 წლის შემდეგ? განა არ გამოჩნდებიან გადატრიალების მაგალითით მოხიბლული ძალები და ახალ ახალ გადატრიალების  მოაწყობას არ შეეცდებიან? განა ამით ქვეყანას ახალ ქაოსში არ ჩაძირავენ? ისინიც ხომ გაიმართლებენ თავს და იტყვიან: რაც იყო იყო შევეგუოთ, მსოფლიო ამას ვერ გაგვიგებსო?!

    კი ბატონონ ერთიანობის გზა რთული გზაა, მაგრამ ამ გზით სიარული აუცილებელია ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავლისთვის! დარწმუნებული ვართ უზენაესი საბჭოს წევრებს შორისაც, ყველა თუ არა, ბევრი აირჩევს ხალხთან ერთად დგომის გზას და ამის ერთ ერთი თვალსაჩინო დემონსტრაცია იქნება 2016 წლის 31 მარტი და 9 აპრილი, როდესაც ასარჩევად იქნება საქმე – ამ დღეს ხალხის და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების გვერდით დადგეთ, თუ დე ფაქტო მთავრობის მიერ ორგანიზებულ შოუ-მასკარადებში მიიღოთ მონაწილეობა! ასეთი შოუების მოწყობა კი მათ მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად სჭირდებათ და ამ ღონისძიებებზე თქვენი მისვლაც შოუს ნაწილია. იქნებ გვეყოს ვაჟკაცობა და მოსთხოვოთ, რომ სხვა თუ არაფერი მოსაწვევ ბარათებში მაინც დააფიქსირონ:

    1.იყო თუ არა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის არჩევნები კიანონიერი, და

    2.როდის და რომელი კანონიერი აქტის საფუძველზე მოხდა ამ კანონიერი ორგანოს ფუნქციონერების შეწყვეტა???

    გვაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხგაუცემლობის შემთხვევაში რატომ ღებულობთ მათ მიერ დაგეგმილ შოუებში მონაწილწობას როგორც უზენაესი საბჭოს წევრები? და თუ ასე ძლიერ გსურთ იქ გამოჩენა მაშინ დატოვეთ ხალხის მიერ მინიჭებული ეს მანდატი და როგორც უზენაესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა კი ბატონო იდექით მათ გვერდით რამდენიც გინდათ. ხოლო თუ თქვენ მტკიცედ დადგებით ხალხის და ეროვნული მოძრაობის გვერდით ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი ეროვნული ძალების მტიცე გაერთიანებისა, რაც ასე აუცილებელია ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის.

    ამ გზით სიარულისთვის კი აუცილებელია თქვენი და ჩვენი ერთიანობა. ჩვენ გვჯერა ამის და ამ გზაზე მტკიცედ სიარული ჩვენი ურყევი ნებაა! ასეთი ერთად დგომა ანდერძად დაგვიტოვა დიდმა მამულიშვილმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა, გვარდიის პოლკოვნიკმა, ბ-ნმა რომან ძიძიგურმა. მისი თაოსნობით დაიწყო ასეთი გაერთიანებისთვის ნიადაგის შემზადება, რომელიც შემდგომ ოფიციალურად  გაცხადდა 2015 წლის 31 მარტს. მას შემდეგ, არ ძინავს რა მტერს, სასწრაფოდ აამოქმედეს დეზინფორმაციის მანქანა და დაიწყეს ჭორების გავრცელება. მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს ერთიანობის წმინდა მიზანს! ამიტომაც თავად პარალელურად დაიწყეს სხვადასხვა პიროვნებებისა, თუ პიროვნებათა ჯგუფების მხრიდან ასეთი გაერთიანებების ინიციატორებად მოვლინება. შედეგი მოსალოდნელი – დღეს თითქმის ყველა ამ გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც მეტად დადებითი მოვლენაა! ცხადია ბევრი ამ გაერთიანების ინიციატორად თავის მოვლინებით, ცდილობს პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და ამიტომ ავღნიშნავდით ჩვენს მიმართვაში, „ეროვნული მოძრაობის აღორძინების გზები“, რომ დე ფაქტო ხელისუფლება იგრძნობს რა ასეთი გაერთიანების საშიშროებას, შეეცდება თავად მოიძიოს და წინ წამოწიოს, ასეთივე იდეებით, გარკვეულ ძალები და ყველანაირად ხელს შეუწყოფს მის გაძლიერებას, რათა ხელიდან არ გაუშვას მართვის სადავეები. ცხადია ეს მისასალმებელი ფაქტია, რადგან ამით უფრო მეტად ვრწმუნდებით ჩვენი არჩეული გზის სისწორეში. ამიტომაც ნებისმიერ ასეთ გაერთიანების მოთხოვნას მივესალმებით და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ოღონდ კი გაკეთდეს საქმე. ამასთან ასმაგად ყურადღებით ყოფნა მოგვიწევს რათა არ მოხდეს  გაერთიანების ძირითადი მიზნიდან გადახვევა და მაშინათვე ვამხილოთ იგი. ასე, რომ ასეთი გაერთიანების მოსურვენი მრავლად გამოჩდნენ, რომელნც ახალ-ახალ ლამაზ სახელებს ირქმევენ და ამ იდეის ავტორობას ჩემულობენ ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, ოღონდ გაერთიანების არსი არ დაიკარგოს. რაც შეეხება ეროვნულ მოძრაობას ყველას გასაგონად ვაცხადებთ:

    ეროვნულ მოძრაობას ახალი და ძველი დრო არ გააჩნია! ეროვნული მოძრაობა, რომლის ჩირაღდანიც აგიზგიზდა ალექსანდრე ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის მიერ – ეს არის „მამული, ენა, სარწმუნოების“ ერთგულება, მასზე ზრუნვა და თავგანწირვა, რადგან ერის ეს ატრიბუტი მარად უცვლელია ღვთისაგან და წინაპრებისაგან. ამ ატრიბუტს იცავს და ეწირება მხოლოდ ის, ვისთვისაც სამშობლო ხელუხლებელი ხატია და არა საკუთარი კეთილდღეობის მოწყობისთვის საჭირო განძი!!! ამ 24 წლის მანძილზე ქვეყნის ტერიტორიაზე მოჯირითე რენეგატთა მიზანიც, ხომ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა გამდიდრებაა და არა ერის ფასეულობის დაცვა!

    დღესდღეობით ეს რენეგატი ძალა და მათი მიმდევრები მაქსიმალურად ცდილობენ ქართველი კაცის ამოძახილის: „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“-ს გაქარწყლებას, რათა აღიგავოს ქართველი კაცის სიყვარული სამშობლოსადმი, პატივისცემა წინაპრისადმი, ტრადიციისადმი!

    მათ „საამაყოდ“ გამოიტანეს ლოზუნგი: რა დროს წარსულზე ფიქრია, მომავალზე ვიფიქროთ – წინ გავიხედოთ!?? ამ „საამაყო“ ლოზუნგით ცდილობენ ახსნან და გაამართლონ მათ მიერვე 24 წლის წინ დაწყებული საკუთარი ქვეყნის ნგრევა და დღესაც ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნის – სამართლიანობის აღდგენის, არ შესრულება.

    ჩვენ? ჩვენ კი გვწამს, რომ წარსული ის ფუნდამენტია, რომელზედაც მყარად უნდა დადგეს სახლი (დღევანდელობა), რომელშიც უნდა კეთილდღეობისთვის მოეწყოს კომფორტულობა (რათა აშენდეს მომავალი).

    სწორედ ასეთი რენეგატი ქართველების ფეხისხმას აყოლილი ხალხის არსებობა და ჩვენი საერთო მტრის მცდელობის მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებაა, რომ ჩვენი ბევრი თანამებრძოლი (ყოფილი თუ ახლანდელი), სკეპტიკურად თუ არა, მაქსიმალური სიფრთხილით უდგება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების წამოწყებას და მაქსიმალური კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს მას. ჩვენ არ გვწყინს მათი ასეთი დამოკიდებულება. პირიქით ამით ხომ მაქსიმალურად იწმინდება და იხვეწება აღნიშნული საკითხი. დიდი მადლობა მათ ასეთი მიზნებისთვის და მზად ვართ ნებისმიერ დროს გვერდით დავუდგეთ. პიროვნულად გვაკრიტიკეთ კი ბატონო, მაგრამ შეფასება მოხდეს იდეის და თუ მოგვწონს იდეას დავუჭიროთ მხარი, თორემ ყველაფერი ღმერთის ნებაა და ჩვენ დღეს ვართ ხვალ კი ყველა ამაქვეყნიდან გასული თანამებრძოლების გვერდით აღმოვჩნდებით, იდეა – საქმე კი დარჩება. ამიტომაც გთხოვთ გაერთიანებას და ერთად დგომას ამ იდეის გარშემო, რომელისკენ სავალი ეს გზა, კი ბატონო არაა იდეალური და დასახვეწია, მაგრამ ჩვენი აზრით სწორი გზაა გადარჩენისა. მაშ დავდგეთ ერთად, მოვახერხოთ ერთად შეკრებები, რათა ვიკამათოთ და ერთად დავსახოთ მიზნისკენ სავალი გზა და მოქმედების გეგმა.

    ვიმეორებთ, ჩვენ გვწამს და საქართველოს გადარჩენის ერთადერთ გზად მიგვაჩნია ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მიერ დასახული გზა, ესაა ერთად დგომის აუცილებლობა! გვჯერა ქართველების ერთად დგომა ეს საქართველოს გაბრწყინებაა!!! მაშ ასე ჩვენ გთავაზობთ: „კანონიერების დამცველი ძალების სრული კონსოლიდაცია – რასაც მოჰყვება შემორიგების პროცესი, გულწრფწლი მონანიების შემდგომ, 1991 წლიდან მოყოლებული განვითარებულ მკოვლენებში მონაწილე დაპირისპირებულ ძალასთან – ამით მოხდება ეროვნული მოძრაობის სრული აღორძინება, მთელი საქართველოს გაერთიანება და გაბრწყინება!“ გვახსოვდეს:

    სამშობლო ეს ის ვენახია, სადაც მხო;ოდ თვითვეული ქართველის მუხლჩაუხრელი გარჯისა და ოფლის ღვრის ფასად შეიძლება მივიღოთ მოსავალი! 24 წლის წინ ჩვენს მიერ დაშვებულმა შეცდომამ კი მოგვცა ის შედეგი, რომ გავახარეთ მწარე ვაზი და ვერ მივიღეთ სასურველი მტევანი. ამ ვაზის სხვლის პროცესი კი (არაკანონიერი გზით „წარმოჩინებული“ სხვადასხვა, თუნდაც პატრიოტული, პოლიტიკური ძალის არჩევა) შედეგის მომტანი ვერ იქნება – მწარე ვაზი მწარედვე დარჩება, აუცილებელია ამ ვაზის გადაჭრა (არავითარ შემთხვევაში ამოძირკვა, რადგან ფესვები ქართულია – ამ ნიადაგისაა) და ამ გადაჭრილ ძირზე (გულწრფელი მონანიება) დამყნობა კეთილნაყოფიანი ვაზისა (შერიგება დაპირისპირებულ ძალასთან) მოგვცემს საშუალებას მძლავრი ვენახის (ნამყენის) გაშენებისთვის, რის შედეგათაც ჩვენ ყველა ერთად  მოვიწევთ სასურველ რთველს (საქართველოს გაბრწყინებას)!!!

    აი არსი ჩვენი მოძრაობისა!  თუმცა ბევრი ჩვენი თანამებრძოლი შეიძლება, რომ სრულად არც გვეთანხმება ყოველივე ამაში, რადგან სრულად ვერ აღითქვავს გაერთიანების ჭეშნარიტ არსს. ამიტომაც გულზე ხელის ბრახუნით ამტკიცებს თავის პატრიოტობას და ხმამაღლა გაჰყვირის: ეს როგორ ვისთან ერთად გავერთიანდეთ,   ვის გვერდით დგომას მთხოთ, დამნაშავეებთან ერთად დგომასო?! ამას ისეთი ემოციებით ასახავენ გაკვირვებული შევცქერით, თუ ამ დამნაშავეების უმეტესობა რატომ გრძნობენ თავს კომფორტულად საკუთარ კეთილმოწყობილ სახლებში თავად კი ჯიბეგახვრეტილები დაიარებიან, თუ მაინცდამაინც ჩემი ხელებით უნდა აიხდინოს შურისძიების დაუოკებელი ჟინი? ხოლო თუ გასამართლებაზეა მხოლდ საუბარი, უბრალოდ დაფიქრდით, დღევანდელ პირობებში ვინ გაასამართლებს მათ? ყველა ასეთ პატრიოტს კი ისევ და ისევ საქართველოს გმირის, რომან ძიძიგურის სიტყვებით მივმართავთ ლექსიდან „წაიკითხე გამიცანი“:

                        „სანამ დროა კვლავ ავანთოთ

                        ჩვენი მომავლის ლამპარი,

                        თავისუფლებას ვაღირსოთ

                        გაყინული მიწა წყალი.

                                    დავსხდეთ და ერთად ვარჩიოდ

                                    ჩვენში მტყუანი, მართალი.

                                    თავად უფალი გაგვარჩევს,

                                    სხვა მსაჯული აღარც არი.“

    ასე რომ ნურვის ეგონება, რომ ეს გაერთიანება ვინმესთან კომფროტაციისა და დაპირისპირებისთვის იქმნება. იგი იქმნება მხოლოდ ქართველთა ერთად დგომისა და ერთად გამარჯვების გზით სიარულის მიზნით!!!

    ყველას შევახსენებთ, რომ დედამიწის ზურგზე არ დაბადებულა უფრო დიდი მაოხრებელი ქრისტიანობისა ვიდრე სავლე. მაგრამ ღმერთის შეწევნით იგი კაცობრიობის მეხსიერებაში, სამუდამუდ ყველაზე გულმხურვალე ჭეშმარიტ ქრისტეს მიმდევრ პავლედ დარჩა!!

    დიახ ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა შევურიგდეთ დამნაშავეებს და რომ მათ არ უნდა აგონ პასუხი ჩადენილ ქმედებებზე. არავითარ შემთხვევაში, პირიქით 1991 – 1993  წლების მოვლენების ორგანიზატორები უნდა გამოცხადდნენ სამშობლოს მოღალატეებათ და გასამართლდნენ შესაბამისი მუხლით. ხოლო დანარჩენებს ყველას უნდა მიეცეს მონანიების საშუალება.

    ხოლო პატიება და მიტევება?! ჩვენ ბოდიში მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს.  ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია!

    აი ესაა ჩვენი გზა – გაერთიანების, ერთად დგომის და ერთად ბრძოლის გზა! და ბოლოს ისევ ბ-ნ ზვიად გამსახურდიას სიტყვებით მოგმართავთ:

   „ გაიღვიძე ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამენ!“

  გია ჩუთლაშვილი

 
%d bloggers like this: