IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გია ჩუთლაშვილი – ერთად დავიწყოთ სამშობლოს საკეთილდღეოდ წინ სიარული

♥ ს.ე.გ.მ.

 

gia chutlashvili

გია ჩუთლაშვილი

ერთად დავიწყოთ სამშობლოს საკეთილდღეოდ წინ სიარული

 

    მტერმა შეძლო და ეროვნული მოძრაობა და ზოგადად ქართველები გაგვათითოკაცა, ერთმანეთს დაგვაშორა. ჩვენს შორის იმძლავრა: ურთიერთქიშპმა, ერთმანეთის აზრის მიუღებლობამ, გაუტანლობამ, ეგოისტურმა სიამაყემ, დიდკაცობისადმი ლტოლვამ. შედეგი – 27 წლიანი ნგრევა?! ამ ნგრევის შეჩერება კი მხოლოდ თანადგომას შეუძლია, თანადგომას მთელი ერისა!

    როგორ მოხერხდება ეს თანადგომა, თუ თვით საკუთარ ოჯახში (თანამებრძოლებში) მხოლოდ მტერს ვხედავთ ერთმანეთში, როდესაც გგვონია რომ მხოლოდ ჩვენ ვართ შეუმცდარნი? ამისთვის საჭიროა ავმაღლდეთ საკუთარ თავზე მაღლა და ღმერთს შევთხოვოთ:

  ღმერთო მომეცი თვალი, რომელიც ადამიანში საუკეთესოს ხედავს,

    მომეცი გული, რომელიც ყველაზე უარესს პატიობს,

    მომეცი გონება, რომელიც ცუდს ივიწყებს და

    მომეცი სული, რომელიც არასდროს კარგავს რწმენას!“

    რწმენას იმისას, რომ საქართველო აღორძინდება! რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ქართველთა ერთიანობა.

   შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ ვინც შეცდომას იცავს ის სულელია /ციცერონი/

   გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა /მარკუს ავრელიუსი/

    და მაინც რა მოხდა ეროვნულ მოძრაობაში, რატომ მივედით ამ განხეთქილებამდე, როგორ დავაღწიოთ თავი ამ უბედურებას? ეს ყოველივე შესანიშნავად ჩამოაყალიბა ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ და დაგვისახა გადარჩენის ერთადერთი გზა:

gamsakhurdia  „… მიუხედავად იმისა რაც მოხდა ეროვნულ მოძრაობაში, ჩვენი ლტოლვაა ისევ გამთლიანება, ისევ აღდგენა ერთიანობისა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი უმთავრესი მიზანია ეროვნული შემწყნარებლობა, შერიგება, სიყვარული, ურთიერთგაგება.

    იმპერიამ, იმპერიულმა ძალებმა დაქსაქსეს ეროვნული მოძრაობა,  … სადაც იმპერია გვთიშავსიქ ჩვენ უნდა შევაერთოთ,  სადაც  იმპერია  იწვევს შუღლს  – იქ ჩვენ სიყვარული უნდა ვთესოთ, სადაც იმპერია სიძულვილს თესავსჩვენ ურთიერთგაგება  უნდა აღვადგინოთ!

    აი ეს არის ჩვენი მიზანი! იმ ადამიანს, რომელიც გუშინ იმპერიას ემსახურებოდა, გავუხსნით გულს, მივესალმებით. მოვიდეს დადგეს  ჩვენთან ერთადვიყოთ ძმები. არ გვინდა მეტი არაფერი მეგობრებო.

    ჩვენი უდიდესი კრედოც ხომ ისაა, რაც გადმოცემულიავეფხისტყაოსანში“.  ესაა უდიდესი შემწყნარებლობა და  სიყვარული  ქრისტიანული, რომელიც  გამოხატულია შემდეგ  სტრიქონებში:

   ბრძენთა  ვინმე  მოსწავლემან, საკითხავსა  ესე ვპოვნე,

    ესააო  მამაცისა  მეტისმეტის  საგულოვნე,

    ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე,

    გინდეს  სრული მამაცობა,  ესე  სიტყვა  დაიხსოვნე.“

    აი ეს არის მეგობრებო, ჩვენი ცხოვრების წესი, ამ გზით მიდიოდა ჩვენი უდიდესი წმინდანი, ჩვენი უსაყვარლესი  ადამიანი  მერაბ  კოსტავა.  ამ  გზით  მიდიოდა ცხოვრებაში და  ამიტომ აღზევდა იგი მთელს  საქართველოზე და დაჰნათის ზეციური საქართველოდან  ჩვენს მოძრაობას. …

    არ  დავმალავ  და ვიტყვი,  ბევრი თვით აი ამ ხელისუფლებაში (ყოფილი თუ ამჟამინდელი გ. ჩ.), რომელიც მართლა კრემლს (მტერს გ. ჩ.) ემსახურება, თვით აქაც ბევრია ჩვენი მხარდამჭერი,  ნუ დავხუჭავთ  ამაზე თვალს, ნუ უკუვაგდებთ მათ. პირიქითმოვიახლოვოთ,  ჩავაყენოთ ეროვნული  მოძრაობის და  ეროვნული ძალების სამსახურში, ეს არის  მთავარი მიზანი  ახლა ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რათა იმპერიამ ვერ მიაღწიოს ისევ  განხეთქილებას, ვერ შეინარჩუნოს ის განხეთქილება, რომელიც დათესა.

   მაგრამ ვაი, რომ ამ იმპერიისგან მოწამლულნი ვართ ყველანი და ვერ განვთავისუფლდით  ამ ჩვევისგან.  საკმარისია  ურთიერთის მიმართ გამოვთქვათ რაიმე განსხვავებული, რომ მტრებად  ვიქცევით. არ არის ეს ლამაზი, მეგობრებო.  გამოთქვას სხვამ  ჩვენს შესახებ ცუდი  აზრი, გამოთქვას  ცუდი  შეხედულებამოდი ნუ  გავხდებით სასტიკ მტრად,  ნუ დავუპირისპირდებით.  საქმით  დავარწმუნოთ,  რომ  ის  ცდება!  მოდით ასე ვიდოდეთ  ჩვენს ცხოვრებაში. მოდით  ნამდვილიჰაიდპარკი შევქმნათ,  სადაც თვით  უკიდურესად მწვავე შეხედულებებიც კი  არ  იქნება ჩვენთვის  საწყენითუნდაც უარყოფითი  შეხედულება.  აი ასე გაიმარჯვებს დემოკრატიის იდეები საქართველოში.

   მე  იმას  კი  არ  ვამბობ,  მეგობრებო, რომ ღალატი ვაპატიოთ ვინმეს, მაგრამ  მოდით დავამკვიდროთ  მეტი შემწყნარებლობა  გამოთქმული აზრისადმი, მეტი  ურთიერთგაგება. უნდა გვახსოვდეს  ადამიანი  ზოგჯერ ცდება უნებლიედ, ზოგჯერ ცდება ემოციებით და იმ  წუთისთვის,  იმ  წამისთვის, როდესაც მან უარყოფითი პოზიცია გამოავლინა ჩვენს მიმართ, მას  ნუ შევიძულებთ, ეს ჩვენი დევიზი უნდა იყოს! და მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ  საქართველოს  ერთ მთლიან მუშტად შეკვრას და იმპერიული ძალებისადმი დაპირისპირებას. სხვაგვარად  არაფერი  გამოგვივა.

   ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველგვარ პიროვნულზე, პიროვნულ წყენაზე მაღლა მეგობრებო. პიროვნულ წყენას და შეურაწყოფას ვინც ვერ აპატიებს მოყვასს, იმას პოლიტიკაში და ეროვნულ მოძრაობაში ადგილი არ აქვს. ეს გახსოვდეთ ყველას!

    ამას  იმიტომ ვქადაგებ, რომ ჩვენს შორის აღვივებენ შუღლს. იმპერია (მტერი გ. ჩ.) ცდილობს ურთიერთშუღლისა და მტრობის მორევში ჩაგვახრჩოს. ეს მან ვერ უნდა შეძლოს.  ეს არის ჩვენი ერთერთი (ერთადერთი გ. ჩ.) უმთავრესი ამოცანა და მიზანი.“ /ზვიად გამსახურდია, 28 ოქტომბერი 1990წ./

 

    აი ამ იდეებისადმი ერთგულება (შერიგების აუცილებლობა) იქნება ტესტი ყველა ქართველისთვის და რაღა თქმა უნდა ყველა „ზვიადისტისთვის“, რომლებიც მის სახელს მხოლოდ საკუთარი პატრიოტობის „თვითდამკვიდრების ჭიის“ გასახარებლად თუ ეფარება,

რადგან ვერ ახერხებს რა ლიდერის პოზიციის მორგებას (შენარჩუნებას), ბოროტდება და ცდილობს სულ უფრო მეტი და მეტი ტალახი მოსცხოს სხვას, რათა სხვისი დამდაბლებით საკუთარი თავი ამაღლებულად წარმოაჩინოს?! თვითვეული „ზვიადისტი“ ნებისმიერ პოლემიკაში საბოლოო ჯამში კამათში გადადის. ყველა ცდილობს „წარსულის გვირგვინი“ თავის თავზე მოირგოს: მე ეს გავაკეთე შენ სად იყავი, რატომ მაშინ მე არ დამიდექი გვერდში, მე ხომ ამით თავს ვწირავდი რათა ქვეყანა გადამერჩინა. და ეს ყოველივე მაშინ, როდესაც ნებისმიერ ამ მიმდინარეობაში უამრავი ოჯახია განადგურებული და სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლაში თავშეწირული! პატივი ვცეთ მათ ხსოვნას! პატივი ვცეთ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას! მივყვეთ მათ არჩეულ გზასგავერთიანდეთ!!!

    თვითვეული ჩვენთაგანი საკუთარ არჩეულ გზას მიიჩნევს შეუმცდარ, იდეისა და სამშობლოს კეთილდღეობის მომტან გზად (თანაც ერთადერთ) და დანარჩენ ყველას იდეის და სამშობლოს მოღალატედ აღიქვამს. არვის არ უნდა აღიაროს, რომ შეიძლება ჩემი არჩეული გზაც იყოს მცდარი.

    მივმართავთ ყველას: მეგობრებო, ძმებო, დებო, საკუთარ თავში დარწმუნებულო სამშობლოს მოსიყვარულე თანამებრძოლებო: აგერ ყველას წინ გვაქვს პროგრამა ჩვენი მოქმედებისა, რომელიც თვით ბ-ნმა ზვიად გამსახურდიამ შეგვიდგინა – გზა საქართველოს გადარჩენისა. იგი შემწყნარებლობისა და მიტევებისკენ მოგვიწოდებდა მაშინაც კი, როდესაც ტრიუმფალურ გამარჯვებას მიაღწია, და რომ თითქოს და არ უნდა ეფიქრა ასეთ რამეზე. ზუსტად ამიტომ იყო ბ-ნი ზვიადი უდიდესი მამულიშვილი, რომ  თვით ასეთ წუთებშიც კი – დიდების შარავანდედში მყოფი, გამარჯვების ზეიმის ნაცვლად სამშობლოს მომავალზე ფიქრობდა და ერთიანობისკენ გვიბიძგებდა. ზუსტად მაშინ 1990 წლის 28 ოქტომბერს, შუაღამისას, არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ მოგვმართა ქართველებს და დაგვისახა მოქმედების  აუცილებელი და ერთადერთი სწორი ზემოაღნიშნული გეგმა.

    თვითოეულმა ჩვენთაგანმა თავად უნდა გადაწყვიტოს ეთანხმება თუ არა იგი ამ გეგმას, მოთოკოს თავისი ამბიციები, ამაღლდეს საკუთარ თავზე მაღლა, რათა დავივიწყოთ ახლო წარსული და გავიხსენოთ ის რაც გვაერთიანებდა, ის თუ რატომ ვიდექით და ვიბრძოდით ერთად, რატომ ვწირავდით ერთმანეთის გულისთვის საკუთარ თავს. დავუბრუნდეთ ჩვენი ერთად დგომის, ერთად ბრძოლის საწყისს.

    „უნდა მოვუსმინოთ ბავშვის ხმას, რომელიც, შენ ოდესღაც იყავი და  რომელიც სადღაც შენს შიგნით  არსებობს ისევ. თუ ამას გავაკეთებთ  ჩვენს  თვალებში ისევ გაჩნდება სხივი. თუ გვექნება ამ  ბავშვთან კავშირი, მაშინ კავშირს არც ცხოვრებასთან  გავწყვეტთ.“ /გაბრიელ მარკესი/

    ჩვენც ვეცადოთ გავიხსენოთ ვინ ვიყავით, რამხელა სიყვარული იყო ჩვენს შორის, როდესაც ეროვნული მოძრაობის დასაწყისში ერთად, გვერდიგვერდ ვიბრძოდით. გვახსოვდეს ეროვნული მოძრაობა ის კამკამა წყაროა, რომლის სათავესთან უნდა იმყოფებოდე მუდმივად, წინააღმდეგ შემთხვევაში ან გაქრები, ან სხვა დინებას შეუერთდები, რომელიც საბოლოო ჯამში ზღვაში შთაინთქმება.

    „სწრაფი წყაროც ვერ მიაღწევს ზღვას

    გზაზე უნდა შეუერთდეს სხვას.“

    ამიტომ საჭიროა ჩვენი ურთიერთკავშირები მოვიძიოთ ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე, თუ რა გვაერთიანებდა მაშინ და იმ საწყისებზე გავერთიანდეთ კვლავ, ცხადია უნდა გავითვალისწინოთ ის მიზეზები, თუ რამ და რატომ დაგვაშორა  ერთმანეთს, კი ბატონო ვამხილოთ, მაგრამ ყველას მივცეთ საშუალება მოინანიოს და შევძლოთ მივუტევოთ ერთმანეთს შეცოდებანი, რათა მხარდამხარ, ისევ და ისევ ერთად დავიწყოთ სამშობლოს საკეთილდღეოდ წინ სიარული.

   შეგვაძლებინე, მაღალო ღმერთო,

    მოყვასთა ჩვენთა მუხლი ვუყაროთ,

    მოძმე მკერდიდან არ მოვიკვეთო,

    ტრფიალი მისი არ განვიქარვო.“ /მერაბ კოსტავა/

გია ჩუთლაშვილი

7 თებერვალი, 2019

 

 

 
%d bloggers like this: