IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

კიდევ ერთხელ ჩვენი განვლილი გზისა და მიზნების შესახებ!

♥ ს.ე.გ.მ.

gia chutlashvili

კიდევ ერთხელ ჩვენი განვლილი გზისა და მიზნების შესახებ!

 

აგერ უკვე რამოდენიმე წელია, ნაბიჯ ნაბიჯ, მაგრამ მტკიცედ მივდივართ წინ ქართველი ერის გაერთიანებისაკენ. ცხადია ეს მეტად რთული პროცესია, რადგან კა-გე-ბეს მთელი ქსელია ჩართული ჩვენი ძალების გასათიშად, რომელიც კიდევ ერთხელ მძლავრად ამოქმედდა ამ რამოდენიმე დღის წინ, როდესაც ფეისბუკის სივრცეში, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა საბჭოს გვერდზე „ჩვენი მიზნები და ამოცანები“ გამოქვეყნდა. პარალელურად კი, თავად სარდლის გვერდზე, დაიდო შემდეგი ორი პოსტი:

Vaxtang Qobalia
24 თებერვალი, 05:49-ზე •
საქართველოში რაც მოხდა, იმაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო? და აღმოჩდა რომ მონანიებული მტერი უფრო დასაფასებელი და საიმედონი არიან, ვიდრე ზვიადისტად წოდებული სამუშაო ადგილზე გაყიდული მლიქვნელები. („ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო“. აკაკი)

Vaxtang Qobalia
26 თებერვალი, 22:35-ზე •
მეგობრებო!.. ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა საქართველოს გასაერთიანებლად, ამისათვის მონანიება, მიტევება და შემწყნარებლობაა საჭირო, ვისაც სურვილი გაქვთ და გიყვართ საქართველოს კუთხე კუნჭული შემოგვიერთდით, არა აქვს მნიშვნელობა ბარიკადების რომელ მხარეს იდექით, მაზდ ვართ უფლისა და ერის წინაშე, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და მხოლოდ სიყვარულით და ერთობით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გავაერთიანოთ, სხვადასხვა პარტიული ხედვის გამო დაპირისპირებული ერი!
უფალი იყოს ჩვენი მფარველი!

ამას მოჰყვა უამრავი უარყოფითი კომენტარი და რაც ფრიად სამწუხაროა, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს თანამებრძოლებად განიხილებიან. მათი მხრიდან ძირითადი აქცენტი ის იყო, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან გაერთიანებას, როგორ გვთავაზობთო. ამ დროს მათ ძალიან კარგად იციან, რომ აქ ლაპარაკი არაა სისხლის სამართლის დამნაშავეებზე, არამედ მხოლოდდამხოლოდ მონანიებულ გზაშეცდენილ ძმებზე. ამათ ბოლომდე რომ მოუსმინო გეგონება, რომ ამ ბოლო წლებში ჩვენი მტრების მთელი ლაშქარი უკვე გაწყვეტილი ჰყავთ და დარჩენილ ორიოდ ნაძირალასთან შერიგებას რაღა აზრი აქვსო. არადა ამ წლების განმავლობაში უშუალოდ სიტყვიერადაც კი არავის დაპირისპირებიან. გაოცდები პირდაპირ!
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ყველას გასაგონად: ჩვენ არასდროს გვითქვავს, ერის მოღალატეებთან და სისხლის სამართლის დამნაშავეებთან გავერთიანდეთო, მაგრამ რა ვუყოთ იმ უამრავ, ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც მაშინ შეცდნენ და ახლა გულწრფელად ინანიებენ ყოველივეს?

დიახ ჩვენ ყოველთვის მივდიოდით და მივდივართ ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დასახული ქართველთა ერთიანობის გზით!!! ესაა ჩვენი საპროგრამო დოკუმენტიც:

ესაა უდიდესი შემწყნარებლობა! იმ ადამიანს, რომელიც გუშინ მტერს ემსახურებოდა, გავუხსნით გულს, მივესალმებით!
მოვიდეს, დადგეს ჩვენთან ერთად – ვიყოთ ძმები,. არ გვინდა მეტი არაფერი მეგობრებო!
არ დავმალავთ და ვიტყვით, ბევრი თვით აი ამ ხელისუფლებაში, რომელიც მართალია მტერს ემსახურება, თვით აქაც კი ბევრია ჩვენი მხარდამჭერი, ნუ უკუვაგდებთ მათ, პირიქით მოვიახლოვოთ ჩავაყენოთ ეროვნული მოძრაობის სამსახურში, ეს არის მთავარი მიზანი!
სადაც მტერი გვთიშავს – იქ ჩვენ უნდა შევაერთოდ!
სადაც მტერი თესავს შუღლს – იქ ჩვენ სიყვარული უნდა დავთესოთ!
სადაც მტერი სიძულვილს თესავს – იქ ჩვენ ურთიერთგაგება უნდა აღვადგინოთ!
აი ჩვენი მიზანი მეგობრებო!!!

აი ასეთი მოწოდება იქცა ჩვენს საპროგრამო დოკუმენტად და მრავალი წელია ამ გეგმით ნაბიჯ-ნაბიჯ მაგრამ დამაჯერებლად მივდივართ წინ ეროვნული ძალების გაერთიანებისაკენ! ცხადია ასეთი პრესპექტივის გაფიქრებაც კი შიშის ზარს სცემს, ჩვენს მტერს (შინაურს თუ გარეს).

დიახ, ჩვენს მტერს (და მის მარიონეტი, საოკუპაციო, დე-ფაქტო ხელისუფლებას) ისე არავისი და არაფერის არ ეშინია, როგორც ჭეშმარიტების, სიმართლის, კანონიერების და ამ ყოველივეს დასაცავად გაერთიანებული ჭეშმარიტი პატრიოტების. ამის ნათელი მაგალითია ა. წ. 2 თებერვალი, როდესაც 1992 წლის 2 თებერვალს მშვიდობიანი მანიფესტაციის მსვლელობისას დახვრეტილი თანამემამულეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდზე შეკრებილ ოციოდე ადამიანი გაცილებით მეტი პოლიციელის ალყაში იყო. არა და „სპეციალურად“ ამავე პერიოდისთვის დანიშნულ „პატრიოტული ლოზუნგებით“ აფრიალებულ „მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგო“ აქციაზე, რომელიც იქავე ხუთასიოდე მეტრში მიმდინარეობდა (პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე) და სადაც გაცილებით მეტი (1000-მდე) ადამიანი იყო შეკრებილი, პოლიციას ვერ დაინახავდით. დასკვნა თავად გააკეთეთ.

დიახ, ეშინიათ და ძლიერ. აბსოლიტურად გადაკეტილია ჩვენთვის საინფორმაციო სივრცე. თვით ვითომც და ეროვნული გაზეთი, ხშირად აქვეყნებს რა ჩვენს საწინააღმდეგოდ მიმართულ წერილებს, საშუალებას არ გვაძლევს საპასუხო წერილის გამოსაქვეყნებლად. ახსნა – „თემა არააქტუალურია“. რას იზავ, მათთვის ჩვენი და ჩვენი თანამოაზრეების დისკრედიტაცია და არასწორი ფაქტების მიწოდება ხალხის შეცდომაში შესაყვანად „აქტუალური“ ყოფილა, ხოლო არგუმენტირებული პასუხის გაცემა და ფაქტების გამომზეურება „არააქტუალური“. ესაა დღევანდელი „ჟურნალისტური ეთიკის“ შესანიშნავი მაგალითი???!!!

ჩვენ კარგად ვიცოდით რა დაბრკოლებებიც გვექნებოდა და ამიტომ გადაწყდა უშუალოდ ჩვენს თანამემამულეებთან პირადი კონტაქტებისას (ჭირში, ლხინში, დარბაზებში თუ ტრანსპორტში) რაც შეიძლება მეტი გვესაუბრა ქართველების ერთიანობაზე, როგორც ჩვენი გადარჩენის აუცილებელ პირობაზე და პარალელურად შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ფეისბუკის შესაძლებლობები.

ამ ყოველივემ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და მოსახლეობაში ძლიერ გახშირდა საუბარი ქართველების გაერთიანებაზე. მტერსაც არ სძინავს და სასწრაფოდ აამოქმედა ნაცადი ხერხი: უცაბედად უხილავი დირიჟორის ხელის ერთ მოძრაობაზე, სოკოებივით აღმოცენდა ქართველი ერის გაერთიანების მსურველთა „არმია“??!!

მათთვის შეუზღუდავია საინფორმაციო სივრცე, ხსნიან კეთილმოწყობილ ოფისებს და გარკვეულ კერძო საკითხებზე მყვირალა, პატრიოტული ლოზუნგებით ცდილობენ მოსახლეობის თავის გარშემო დარაზმვას.

მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ ძალაუნებრივად უხდებოდათ ქართველების ერთიანობის აუცილებლობაზე საუბარი, რაც ფაქტიურად ჩვენი გზის პროპაგანდა იყო, მცირე დროში კი ხალხი თვალნათლივ ხედავდა ასეთი კერძო თემების წამოწევის ნამდვილ არსს – ყურადღება გადაეტანათ ძირითადი საკითხებიდან და ამით როგორმე თავისი არსებობა გაეხანგრძლივებინათ.

თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ ორიოდ მაგალითს კერძო საკითხის წინ წამოწევის გზით რაიმის მოგვარებისა:
საყდრისი და ბათუმში მეჩეთის მშენებლობა. – ყველას გვახსოვს რა ენთუზიაზმით ირაზმებოდა ქართველი ერი ამ საკითხებთან მიმართებაში, გულზე ხელის ბრახუნი და პატრიოტული ლოზუნგების ფრიალი უხვად. ჩვენ ყველა მზად ვიყავით მათ ერთ დაძახილზე გვერდში დავდგომოდით და ბოლომდე გვებრძოლა, შედეგად საყდრისს ჩამოვაშორეთ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ მებრძოლი ბირთვი, მერე კი არაფრისმაქნისი ღონისძიების აჟიტირებით ადამიანები ვისაც პირველივე სიგნალის მიღებისთანავე შეეძლოთ წინ აღსდგომოდნენ ამ ვანდალიზმს და შეეჩერებინათ იგი ყველა ბათუმისკენ გაამგზავრეს. შედეგი სახეზეა, საყდრისის უძველესი მაღარო აღარაა, ხოლო ბათუმში რა მდგომარეობაცაა (მეჩეთებთან დაკავშირებით) ყველა თვალნათლივ ვხედავთ;

– ყბადაღებული ლგბტ-ს თემა. ცხადია ეს ისეთი თემაა, რომ მის დასაგმობად ყოველთვის გამოვა ქართველი კაცი, და რა ხდებოდა ხოლმე სინამდვილეში. ხალხს პრაქტიკულად არ აძლევდნენ საშუალებას გამოეხატათ თავიაანთი დამოკიდებულება ამ ავადმყოფობის წინააღმდეგ და იმის მაგივრად, რომ შევკრებილიყავით და არ დაგვეშვა, რომ ანტიეროვნულ ძალებს ცენტრალურ ადგილებზე გაეწიათ ამ უმსგავსობების აგიტაცია პროპაგანდა, სამწუხაროდ „მიგვერეკებოდნენ“ რაც შეიძლება შორს ამ ადგილებიდან (ცენტრიდან). შედეგი – უამრავი ახალი კანონი ლგბტ-ს უფლებების დასაცავად და მისი პროპაგანდის გასაძლიერებლად და მყვირალა ლოზუნგების ავტორების „პატრიოტულ საბურველში“ გახვევა.

მივმართავთ ქართველი ერის გაერთიანების მსურველ, კონკრეტულ საკითხების ირგვლივ დარაზმულ, აქტიურ, მგზნებარე მამულიშვილებს:

მეგობრებო, ძმებო, დებო, გულანთებულო მამულიშვილებო, კარგია ყველაფერი რისთვისაც ასე გულით და სულით მზად ხართ დაუპირისპირდეთ სატანას, მაგრამ 9 აპრილის მემორიალზე მროკავმა ჭინკებმა თუ არა თქვენ ხომ კარგად იცით ზღაპრების და თქმულებების არსი და უნდა იცოდეთ, რომ გველეშაპს (დევს) რამდენი კუდიც (თავი) არ უნდა მოჭრა, ის უფრო ძლიერდება და მის ადგილზე სამი. ცხრა და ა. შ. კუდი (თავი) გამოებმება!!! ეს ხომ ჭეშმაროიტებაა! და რატომღა თამაშობთ“ მათ თამაშს?

დიახ თვითვეულმა თქვენთაგანმა, თუ ნამდვილად არ ასრულებთ გარკვეული ძალების დაკვეთას ეძებეთ „წამალი“, რომელიც იმ მოჭრილ კუდს (თავს) აღარ მისცემს საშუალებას ხელახლა წამოზრდისა და გამრავლებისა! და თვითვეულმა თქვეთნთაგანმა ძალიან კარგად იცით, რომ ამის ერთადერთი „წამალი“ ესაა კანონიერება!!!

იპოვეთ ეს „წამალი“ გაგვაგებინეთ და გვერდში დაგვიყენეთ. ჩვენ არ ვეძებთ ხელისუფლებაში მისასვლელ გზებს. ჩვენ ვეძებთ გზას რომელიც ჩვენს მომავალ თაობებს მისცემს იმის გარანტიას, რომ აღარასოდეს განმეორდეს საქართველოში ის უბედურებები რაც ჩვენ გადავიტანეთ!!!

ან იქნებ ვცდებით ამ გზის პოვნის აუცილებლობაში? შეიძლება ვცდებით კიდეც ოღონდ აგვიხსენით, გვითხარით. საპატრიარქოს, ჩვენი არაერთი მიმართვისა და ხვეწნა მუდარის მიუხედავად, არაფრისდიდებით არ უნდა აგვიხსნას მისაღებია თუ არა ასეთი გზა უფლისთვის?! იქნებ თქვენ მაინც გვითხრათ, მამულიშვილურია თუ არა ჩვენს შთამომავლობაზე ასეთი ზრუნვა და იქნებ მართლა ჯობია ჩვენი შვილიშვილები, შვილთაშვილები ჩვენც მოძალადეებად, სხვისი ქონების მიმთვისებლებად, ყაჩაღებად და სამშობლოს ინტერესების გამყიდველებად გავზარდოთ? ა გ ვ ი ხ ს ე ნ ი თ!!!

ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოში ოდესმე განმეორდეს, 1991-1993 წლების მოვლენები. ნურავის ნუ ეგონება, რომ მას და მის შთამომავლობას ეს არ შეეხება. ვაი რომ შეეხება და ძალიან მწარედ. მერეც იტყვიან, რომ რაც იყო იყო, დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთო?

ასე, რომ ვისაც არ გსურთ კანონიერების აღდგენის გზით სიარული, გინდათ თუ არა თქვენ ყველა თანახმა ხართ მომავალშიც მოვლენების ანალოგიური განვითარებისა. ამიტომაც თვითვეულმა თქვენთაგანმა უნდა დატოვოს თავისი შთამომავლობისთვის შემდეგი სახის ანდერძი:

„თუ ახლა თქვენ, გხვრეტენ, გაწამებენ, ქონებას გართმევენ, ძალადობენ და განუკითხაობაა ქვეანაში ეს ჩემი ბრალია, რადგან მაფრთხილებდნენ, მემუდარებოდნენ და მე არ მინდოდა ასეთი ქმედებების ერთხელდასამუდამოდ ალაგმვა“.

ინერციით, ჯერ კიდევ მრავლად გამოჩნდებიან, კონკრეტულ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ საკითხზე მყვირალა ლოზუნგებს ამოფარებული „ერის გამაერთიანებლები“, მაგრამ ეს უკვე განვლილი ეტაპია – მატარებელი ჩავლილია და ვერავითარი კერძო საკითხის წინ წამოწევა ვეღარ შეაფერხებს ჭეშმარიტი ეროვნული ძალების გაერთიანებას. ამას კი მშვენივრად ხვდებიან „მავანნი“ და ასეთი გაერთიანების არდაშვების მიზნით ფართომასშტაბიანი ფრონტის გაშლას ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებით. ამჯერად გამოვყობთ ორ მიმართულებას:

პირველი: მათ მშვენივრად იციან, რომ საქართველოს ისტორიაში ერის გაერთიანებაში მთავარი როლი ყოველთვის სამეგრელოს ეკავა და ახლაც ეს პროცესი იქიდან დაიწყება. (ამის ნიშნები უკვე არსებობს). ამიტომაც წინა პლანზე ისევ წამოწიეს კუთხური დაპირისპირების გათამაშება. კვლავ ამოატივტივეს ორიოდ წლის წინ ლ ე  ნ ი ნ გ რ ა დ ი დ ა ნ (პეტერბურგიდან) გამოცხადებული „სამეგრელოს დამოუკიდებლობა“, გამოჩდნენ „უაღრესად პატრიოტი“ სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული ახალგაზრდები და ამ კაკებეს გადმოგდებულ პროვაკაციის ავტორის უსაზღვრო ლანძღვით პრაქტიკულად მთელ საქართველოს ატყობინებენ ამ კუთხეში არსებულ სეპარატისტულ განწყობების შესახებ. ამასთან ამ კუთხის მრავალი წარმომადგენელი, მიზანმიმართულად, თუ მისდაუნებლიედ ავრცელებს სტატიებს, სადაც მეგრული ენა (ეს შესანიშნავი ძველი ქართული ენა) გამოჰყავთ დაჩაგრულად. ამ ყველაფერის ერთად აფიშირება კი იწვევს კუთხურ დაპირისპირებას. ამ დაპირისპირების გასამწვავებლად კიდევ მრავალჯერ წამოწევენ ამ თემას და უფრო ფართო მასების ჩართვის მიზნით სატელევიზიო დებატებსაც კი მოაწყობენ, აბა „პატრიოტების“ მკერდზე მუშტების ბაგა-ბუგი მერე ნახეთ. ძმებო, მეგობრებო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეის შვილებო, გთხოვთ ვეცადოთ ნუ მივიღებთ მონაწილეობას მტრის დაწერილ სცენარში და არვის არ ავყვეთ დისკუსიაში ამ საკითხეზე. თავად ამ კუთხის შვილები გასცემენ საკადრის პასუხს სეპარატიზმის ნებისმიერ უმნიშვნელო გამოვლინებასაც კი. ასე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში, როდესაც შევარდნაძე – იოსელიანის გეგმას, იძულებული გაეხადათ სამეგრელოს მოსახლეობა, მოეთხოვათ საზღვრის ცხენისწყალზე გავლება, სისხლხორცეულად დაუპირისპირდნენ ადგილობრივი მამულიშვილები!!! დიდება მათ ამ დიდი მამულიშვილური ღვაწლისთვის!

მეორე: და მთავარი მიმართულება ეს ჩვენს რიგებში ფართოდ გავრცელებული „უჩემოდ ვინ იმღერეთა“-ს ფენომენია. ეს კი ხდება მაშინ როდესაც მრავალი წლის განმავლობაში, ერის ბედზე მზრუნველი, გათითოკაცებული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები მხოლოდ თავის განვლილ „საბრძოლო“ გზას აღითქვავენ ერთადერთ ჭეშმარიტ გზად და ვინც მათ ამ „ბრძოლაში“ გვერდში არ ედგა, ყველა დამნაშავედ და უფრო მეტიც მოღალატედ მიაჩნიათ. მერე რა თუ შენ არასდროს არ გიღალატია ეროვნული მოძრაობის პატრიარქის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას არჩეული გზისთვის და სიცოცხლეს არ იშურებდი ჩვენი პრეზიდენტის იდეების ხორცშესხმისთვის, ეს მათ უკვე აღარ აინტერესებთ. მათთვის მთავარია თავად გამოჩნდნენ ამ გზის ერთადერთ მიმდევრებად. მათ ამ განდიდების მანიას – „ერთადერთი ერთგულის“ პრეზიდენტისთვის გარემოცვაში ყველაზე სანდოს და მასთან ყველაზე დაახლოვებული პიროვნების იმიჯს ვერაფრისდიდებით ვერ ასაბუთებენ (პრეზიდენტის სიახლოვეს გადაღებული ფოტოს გამოქვეყნება არ შველის ამას), იბოღმებიან და ათასი ჭორ-მართლის ერთმანეთში აღრევის გავრცელებით, მაქსიმალურად ცდილობენ ჩირქი მოსცხონ სხვებს რათა სხვისი დამდაბლებით თავად გამოჩნდნენ ამაღლებულებად (ქონდრისკაცული მიდრეკილება). აი ამ ფენომენის მძლავრად ამუშავებას ცდილობს ახლა დაინტერესებული ძალა“ და ამიტომაც წამოვიდა ცილისწამების ნიაღვარი.

საბედნიეროდ ეს ყველაფერი გათვალისწინებული გვქონდა და მზად ვიყავით ასეთი გამოწვევებისათვის. მოვახერხეთ და შეძლებისდაგვარად ყველგან წინასწარ გავავრცელეთ განცხადებები, სადაც უზენაესი საბჭოს წევრებს, მრგვალ მაგიდაში შემავალ პოლიტიკურ პარტიების წევრებს, თუ ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრებს ვთხოვდით, შეექმნათ ავტორიტეტული კომისია სადაც მიიწვევდნენ როგორც ბრალდების ადრესატს, ასევე დამბრალებლებს, მოისმენდნენ არგუმენტებს, იმსჯელებდნენ და საჯაროდ ყველას აუწყებდნენ ვინაა დამნაშავე და ვინ ცილისმწამებელი. გვჯერა, რომ ეს ერთადერთი გზა თუ არა, ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება გათითოკაცებული ეროვნული ძალების მძლავრი გაერთიანებისთვის! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ჯერჯერობით არვინ არ ისურვა ასეთი კომისიის შექმნა და ამ საკითხების განხილვა. იმედს ვიტოვებთ და გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება და ამოქმედდება ასეთი კომისია! ეს იქნება მძლავრი ბიძგი ჩვენი მოძრაობის განწმენდისათვის და დაქსაქსული ეროვნული ძალების მძლავრი გაერთიანებისთვის რაც საქართველოს გადარჩენაა!!!

გფარავდეთ წმინდა გიორგის ძალი და მადლი!!!
აღსდექ საქართველო!!! ამ-ენით, ამინ!!!
დიდება უფალს!!!

გია ჩუთლაშვილი
01.03.2019

 

 

 
%d bloggers like this: