IBERIANA-2 – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

• გურამ ლაკია – მორიგი საპარლამენტო არჩევნები ფარსია!

• სეგმ

lakia

გურამ ლაკია
მორიგი საპარლამენტო არჩევნები ფარსია!

 

1991 – 1993 წ.წ კრიმინალური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყანაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ე.შევარდნაძის მიერ შექმნილმა მეხუთე კოლონამ ,რომელიც შედგებოდა უსაქმურად დარჩენლი საბჭოთა კომუნისტური ნამენკლატურისაგან ,კრიმინალური ელემენტებისაგან, რომლის სიმრავლიდაც გამოირჩეოდა საბჭოთა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მსტოვრებისაგან.

პოლიტიკურ ელფერს არამზადათა ამ ხროვას უქმნიდა სუკ-ის მიერ ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩანერგილი პარტიები ედპ, რესპუბლიკური პარტია, “სახალხო ფრონტი” და ა.შ.

მანქურთთა ამ ხროვას მხარს უჭერდა სუკ-ის მიერ მართული სამღვდელოება.

რუსეთის შეიარაღებული ძალების უშუალო მონაწილეობით და ე.წ დასავლეთის პროპაგანდისტული საშუალებების მხარდაჭერით ხუნტამ ე.შევარდნაძის უშუალო ხელმძღვანელობით დაამხო საქართველოს კანონიერი ხელისუფლება.

29 წლის განმავლობაში ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ეს კონგლომერატი გაიხრწნა და ისე მძაფრად აყროლდა, რომ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

ჩვენი ქვეყანა – საქართველო განიცდის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, ფინანსურ კრიზისს, სულიერ და მორალურ დეგრადაციას, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან მასიურად გაედინება. მათ ადგილს ქვეყანაში უცხოტომელები იკავებენ.

დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება 2012 წელს მოვიდა ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, რაც მას მისცემდა სამართლებრივ უფლებამოსილებას გამხდარიყო კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე, ანუ ლეგიტიმური.

გავიდა 7 წელი, დე-ფაქტო ხელისუფლებამ არ განახორციელა სამართლებრივი ღონისძიებები მიმართული ქვეყანაში 1991-1992წ.წ განხორციელებული კრიმინალური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება.
აქედან გამომდინარე არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება რჩება ხუნტის მემკვიდრედ, ანუ სამართლებრივად არალეგიტიმურ ხელისუფლებად.

1991 – 1992 წლის ხელისუფლება იყო კანონიერი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოვიდა და ქვეყნის დამოუკიდებლობა აღადგინა საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც გაერო-მაც აღიარა.

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გაერო-ში მიღებულია 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ბლოკის “მრგვალი მაგიდა – დამოუკიდებელი საქართველოს” მიერ შექმნილი ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების მიერ ჩატარებული 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილების – 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის საფუძველზე.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრები დადასტურებულია 1991 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით.

ხუნტის მემკვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლება და ე.წ გაერთიანებული ოპოზიცია ტყუპისცალები არიან, ვინაიდან ისინი შობილია ხუნტის მიერ ჩამოყალიბებული ე.წ მოქალაქეთა კავშირის მიერ.

მათთვის ძალადობრივად მიტაცებული ხელისუფლება პირადი კეთილდღეობის წყაროა!
სარფიანად ვაჭრობენ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებით, რაც ქვეყნის ეროვნულ სახელმწიფოებრიობას დიდ საფრთხეს უქმნის!

დე-ფაქტო ხელისუფლებამ უკანონოდ მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად უარყო დემოკრატიის ძირითადი პრინციპი – ქვეყანაში ძალაუფლების წყარო ხალხია!

ქვეყნის უზენაეს კანონს – კონსტიტუციას ვინმე ბუკიკიო გვიდგენს და არალეგიტიმური პარლამენტი გვიმტკიცებს!

დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ხელდასმული “სახალხო დამცველი” ნინო ლომჯარია სოროსის ფონდის მიერ ჩანერგილი გავლენის აგენტია, რომელიც იბრძვის ქვეყანაში სოდომ-გომორის ცოდვების დასაკანონებლად და ქართველ საზოგადოებას კანიბალებად მოიხსენიებს.

ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინტელექტუალურ ელიტად მიჩნეული რესპუბლიკური პარტიის მესვეურები ლგბტ-ს დროშით ხელში ქვეყანაში უზნეობას ნერგავენ.

დე-ფაქტო ხელისუფლების პირობებში ქვეყანა, როგოც დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფო ვერ შედგა!

ამის დასტურია საქართველოში ა.შ.შ-ს ელჩობის კანდიდატის ქალბატონი ელიზაბეტ რუდის გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით ა.წ 31 ოქტომბერს.

ქალბატონმა ელჩობის კანდიდატმა მეფისნაცვლის გამომეტყველებით და მკაცრი ტონით გვაუწყა, რომ ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თვალს ადევნებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, რაც ტოვებს შტაბეჭდილებას, რომ არჩევნებს ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს და არა საქართველოს საარჩევნო კომისია.

დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ე.წ არჩვენები-ფარსია!

ის ემსახურება მხოლოდ დემოკრატიის ილუზიის შექმნას.

დე-ფაქტო ხელისუფლება ძალაუფლებას ინარჩუნებს მანამ, სანამ ეს ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს აწყობს, რაც ნათლად ვიხილეთ შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმების მიმართ.
ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს დე-ფაქტო ხელისუფლების ჩასანაცვლებლად რიგში უდგას ვაშაძე-ბოკერია-ბაქრაძეები

ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ ისევ უხვად არიგებს დაპირებებს.
სამწუხაროდ მას ავიწყდება, იმისათვის, რომ გადადგა შემდეგი ნაბიჯი, საჭიროა დაასრულო პირველი და მეორე ნაბიჯების გადადგმა, ანუ შეასრულო ის, რაც ამომრჩეველს დაპირდი 2012-2016 წლებში!

მიუხედავად ჯანმრთელობის ხელმიუწვდომლობისა, ქართველი ერი ჯერ არ მოუცავს მასიურად ამნეზიის ეპიდემიას!

არჩევნებამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, გადადგმული იქნეს ნაბიჯები დანაპირები სამართლიანობის აღდგენისათვის.

სამართლიანობის აღსადგენად ქვეყანაში უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგება საგანგებო წესით დანიშნული დამოუკიდებელი პროკურორი.

კომისია უნდა იქნეს დაკომპლექტებული საზოგადოების ფართო ჩართულობით.

კომისიაში პარიტეტული პრინციპით უნდა იქნეს შეყვანილი კანონიერი ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები და კანონიერი შეიარაღებული ძალის – საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლობის წარმომადგენელი.

  • კომისიამ უნდა შეისწავლოს, განიხილოს და ჩამოაყალიბოს რეკომენდაცია 1991-1993 წ.წ მომხდარი მოვლენების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისათვის:
    სამართლებრივად უნდა იქნენ დასჯილები 1991-1993 წ.წ მოვლენების სისხლის-სამართლის დამნაშავენი;
  • გამოძიებული იქნეს საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის სისხლის-სამართლის დანაშაული, დამნაშავეები სამართლებრივად დასჯილები;
  • რეაბილიტირებულები უნდა იქნენ ხუნტის მიერ რეპრესირებულები;
  • დაგმობილი იქნეს ხელისუფლებაში მოსვლის ძალადობრივი მეთოდი და ა.შ

მხოლოდ ამ ღონისძიებების შემდეგ შესაძლებელია შეიქმნას სახალხო დარბაზი საკანონმდებლო უფლებამოსილებით და ჩატარდეს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები, რაც არჩეულ ხელისუფლებას მიანიჭებს ლეგიტიმურობას.

ერის ჯანმრთელი ნაწილის ერთობით, ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებას ძალუძს, ჩაატაროს რეფორმები და ქვეყანა გამოიყვანოს ღრმა კრიზისისაგან.

შექმნას სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა, როგორიცაა დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.

ქვეყანაში რიგითი მოქალაქის კეთილდღეობის დონე უნდა განაპირობებდეს ქვეყნის ეკონომიკის ვარგისიანობას და არა ე.წ დასავლეთის მოწყალება.

შველას სხვისგან ნუ მოველით!

შველა ეროვნული ღირსების აღდგენაში, რწმენის განმტკიცებაში, თავდადებაში და შრომაშია!

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაც და კეთილდღეობაც!”
ზვიად გამსახურდია.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

13.11.2019

 
%d bloggers like this: